ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

დედა – ყველაზე თბილი სიტყვაა ამქვეყნად. “დედიკო, ნუ ტირი, გთხოვ, ჯერ არ მოვკვდები!..”

calendar მარტი 29, 2023

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

ხანდახან ხდება ისეც, რომ ზოგიერთ ადამიანს დაბადებიდან არ სწყალობს ბედი… უბედურება ერთს მეორე ენაცვლება, ან სულაც არ ენაცვლება და ემატება, გაუსაძლისს ხდის ცხოვრებას. 43 წლის თეა ბებურიძე არის სწორედ ერთ-ერთი მათგანი ვისაც პირველივე დღიდან არ ღირსებია არც ჯანმრთელობა, არც ლამაზი და ბედნიერი ცხოვრება, არც ოჯახური სითბო, არც ერთგული მეგობრები. ეს საბრალო ქალი ბავშვობიდან მოკლებულია ამ ყველაფერს.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

დედა – ყველაზე თბილი სიტყვაა ამქვეყნად. “დედიკო, ნუ ტირი, გთხოვ, ჯერ არ მოვკვდები!..”

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

 ხანდახან ხდება ისეც, რომ ზოგიერთ ადამიანს დაბადებიდან არ სწყალობს ბედი… უბედურება ერთს მეორე ენაცვლება, ან სულაც არ ენაცვლება და ემატება, გაუსაძლისს ხდის ცხოვრებას. 43 წლის თეა ბებურიძე არის სწორედ ერთ-ერთი მათგანი ვისაც პირველივე დღიდან არ ღირსებია არც ჯანმრთელობა, არც ლამაზი და ბედნიერი ცხოვრება, არც ოჯახური სითბო, არც ერთგული მეგობრები. ეს საბრალო ქალი ბავშვობიდან მოკლებულია ამ ყველაფერს. 

 თეა: ჩემნაირებზე ამბობენ: „უბედურ ვარსკვლავზეა დაბადებულიო“. და ეს ნამდვილად ასეა. ერთი დღეც არ მახსოვს ტკივილის გარეშე. 8 თვის ვიყავი, მამამ რომ მიგვატოვა. უკვე 43 წლის ვარ და მაინც არ მასვენებს იმაზე ფიქრი, თუ რატომ მოიქცა ასე. რომ დავიბადე, ასეთი რა დავუშავე? მეც ხომ მისი ნაწილი ვარ?

„43 წლის ვარ და ერთი ბედნიერი დღეც არ მახსოვს ჩემს ცხოვრებაში“

 – მამა არასდროს გინახავთ?

 თეა: ჩვენს სოფელში ცხოვრობს, ოჯახი ჰყავს და მიუხედავად იმისა, რომ დიდი სურვილი მქონდა, მასთან დალაპარაკების ან უბრალოდ ჩახუტების, ყოველთვის ხელს მკრავდა. იცით, როგორი მტკივნეულია, როდესაც არაფერში სჭირდები ყველაზე საყვარელ ადამიანს?

აი, ასეთი საყვარელი გოგონა მამამ ბედის ანაბარა მიატოვა

„იქნებ, საკმარისად ლამაზი არ ვიყავი და იმიტომ არ ვუნდოდი მამაჩემს?“
 – სამაგიეროდ, მოსიყვარულე დედა გყავთ…

 თეა: დედა… რა მეშველებოდა მის გარეშე. იცით, ჩემი ფეხზე დაყენება როგორ გაუჭირდა მარტოს? ფაქტობრივად მე მომიძღვნა მთელი თავისი ცხოვრება. და იმის მაგივრად, რომ ახლა, როდესაც ის მოხუცი და დაუძლურებულია, მე მოვუარო და ხელის გულზე ვატარო, ჩემი თრევაც უწევს. იცით, რამდენს ვტირი? აღარ შემიძლია.

დედა ერთი წამითაც არ შორდება თეას

 – და რა მოგივიდათ? როდის ჩაწექით?

 თეა: ბავშვობიდან სუსტი ჯანმრთელობა მქონდა. სკოლაც კი ვერ დავამთავრე. მხოლოდ 9 კლასი. ამიტომ, მეგობრებიც კი არ მყავს. არც და-ძმა… მხოლოდ დედა! ისიც, საბრალო, დაბადებიდან ჩემზე ზრუნავს. თქვენ მკითხეთ, როდის ვეღარ ავდექი საწოლიდან – ერთი წელი ხდება, რაც საერთოდ ვეღარ დავდივარ. წამოდგომაც კი არ შემიძლია. საპირფარეშოში გასვლაც კი! ყველაფერს დედა აკეთებს. მბანს, მიცვლის, საჭმელი მოაქვს. როგორ მრცხვენია ამის თქმა, რომ პამპერსს ვხმარობ, ჩვენს მდგომარეობაში კი, როდესაც ჩვენი ერთადერთი შემოსავალი არის დედაჩემის პენსია – 275 ლარი, რომელ პამპერსზე შეიძლება იყოს ლაპარაკი? საჭმელზეც კი არ გვყოფნის ფული… აღარაფერს ვამბობ მედიკამენტებზე. ისეთი ტკივილები მაქვს, ხანდახან, სიკვდილი მინდა. მანამდეც მიჭირდა, მაგრამ როგორღაც  შემეძლო გადაადგილება, როგორც უკვე გითხარით, სუსტი ჯანმრთელობა მქონდა ყოველთვის. თუ შეიძლება, სურათს გაჩვენებთ, ადრე როგორ გამოვიყურებოდი. ყოველთვის ასეთი კი არ ვიყავი.

თეა, სანამ ავად გახდებოდა და ავად გახდომის მერე. აი, როგორ შეუძლია შეცვალოს ადამიანი გამუდმებულ ტკივილს

 – რა დიაგნოზი დაგისვეს?

 თეა: დიაგნოზამდე საქმე ვერც მივიყვანეთ. გამოკვლევებსაც კი ვერ ვიტარებ. იცით, რა ღირს ტომოგრაფიის გადაღება? ეს ჩვენი ორი თვის შემოსავალია! არარეალურია! ტომოგრაფიის გარეშე კი, დიაგნოზს ვერ დასვამენ და მკურნალობასაც ვერ დამინიშნავენ. ამის გაკეთება რომ შემეძლოს, ალბათ, პენსიასაც დამინიშნავდნენ. ჩვენ კი, სოციალურ შემწეობასაც არ გვაძლევენ, იცით? იმხელა ქულები მოგვანიჭეს, რომ ფულადი დახმარება არ გვეკუთვნის.

„აი ასე ვწევარ მთელი დღე, დედა კი გვერდით მიზის“

 – თეა, მუდმივად წევხართ, თქვენი საწოლი კი ფაქტობრივად დაშლილია…

 თეა: ყოველი მოძრაობა ჩემთვის ჯოჯოხეთურად მტკივნეულია. თითქოს სხეულში გავარვარებული დანები მესობა. ტკივილგამაყუჩებელ წამლებსაც კი ვერ ვყიდულობ. იაფფასიანი  საერთოდ არ მაძლევს შვებას. ერთი წამითაც არ ჩერდება ტკივილი. ტკივილისგან ღრიალი მინდა, მაგრამ არ შემიძლია, დედას შეეშინდება. ისედაც ყოველ ჩემს გატოკებაზე ტირის… მოშორებით დაჯდება და ცრემლებს ღვრის ხოლმე… ღმერთო, რა დღეშია ჩემს გამო. ვეუბნები, ნუ ტირი, ხომ არ მოვმკვდარვარ და არც ვაპირებ… გავუძლებ ამ ტკივილს და შენ მარტოს არ დაგტოვებ.

„დედიკო, ისე მაჭამე, ვითომ ისევ პატარა ვარ“

 – პირველ რიგში, რა გჭირდებათ ტანჯვა რომ შეგიმსუბუქდეთ?

 თეა: უპირველეს ყოვლისა საწოლები, კარგი ლეიბებით ჩემთვის და დედაჩემისთვის. ძალიან მჭირდება ტკივილგამაყუჩებელი წამლები. პროდუქტით თუ დაგვეხმარებით, ძალიან მადლობელი ვიქნები თქვენი. თორემ, უკვე ერთი კვირაა, მხოლოდ ცარიელ პურს ვჭამთ. არაფერი გვაქვს, რომ გადავუსვათ… და კიდევ, ერთი დიდი თხოვნა მაქვს: ისეთ ტელევიზორზე ვოცნებობ,  კედელზე ჩამოკიდება რომ შეიძლებოდეს, მე და დედამ ფილმებს რომ ვუყუროთ ხოლმე. ასე მაინც გავიხალისებთ მოწყენილ ყოფას.

 – თქვენ ხომ, გამოკვლევების ჩატარებაც გჭირდებათ?       

თეა: ძალიან ძვირია. ჩემთვის ვინ გაიღებს ამხელა ფულს, როდესაც საქართველოში ამდენი მშიერი ბავშვია. 

 – თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, რა გული აქვთ ჩვენს თანამემამულეებს! ჩვენიანებს არ ვტოვებთ გასაჭირში!

* * *

 თეას და ნანას ამქვეყნად არავინ ჰყავთ. მათ ჩვენ გვიპოვეს! მათ ხმას, ჩუმ ქვითინს ყური მოვკარით ფონდში და გვსურს, თქვენც მოგაწვდინოთ. ამ ორი საბრალო ქალის უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება. აღდგომა მოდის, ამ დღესასწაულის მოლოდინში კი, განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოვიჩინოთ ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც იტანჯება და დახმარებას ელის ჩვენგან.

 ისინი ბევრს არ ითხოვენ, სჭირდებათ საწოლები, მედიკამენტები, პროდუქტი და ტელევიზორი – სხვა არაფერზე ოცნებობენ. კიდევ, თეას აუცილებლად უნდა ჩაუტარდეს ძვირადღირებული გამოკვლევები. და ამაშიც უნდა დავეხმაროთ!

 თუკი ვინმეს ექნება სურვილი მოინახულოს და დახმარება პირადად გაუწიოს, მათი მისამართია: მცხეთა, სოფელი ძეგვი.

 ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!

 არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

 მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000 

(დანიშნულება: ბებურიძეების ოჯახი)

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით, „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay და PayBox (OPPA) ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus

ერთად, ჩვენ უკვე ათასობით შეჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

 სპეციალურ ნომერზე:  0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!

აღარ ვტირი საშინელი ტკივილის გამო. ღმერთმა დაგლოცოთ, ყველას სიხარული და სიკეთე მოგცეთ!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

თქვენ შეახსენეთ თეას, რომ ის ლამაზი, სასიამოვნო გარეგნობის ქალბატონია და ის კვლავ დამშვენდა თქვენი მზრუნველობის დამსახურებით!

თეა: ჩემი წინა დაბადების დღე ნამდვილი საშინელება იყო: ვიწექი, ტკივილისგან ვიკრუნჩეხებოდი და ვტიროდი. სურვილი ჩავიფიქრე, რომ შემდეგ დაბადების დღეს სხვაგვარად შევხვდებოდი და აღარ ვიქნებოდი იმდენად უბედური. საწოლზე წამოჯდომას მაინც შევძლებდი და ფეხზე თუ დავდგებოდი და გავივლიდი, მთლად უკეთესი. ჩემი საბრალო მოხუცი დედაც აღარ იწვალებდა ამდენს.

ერთი წლის წინ, თეამ კოვიდი გადაიტანა და ჯერ კიდევ ახალგაზრდა ქალი ლოგინად ჩავარდა

თეას საწოლზე გადაბრუნება ან წამოჯდომაც კი არ შეეძლო

მალე 44 წლის ვხდები. საწოლზე წამოჯდომა შემიძლია. ოთახიდან ოთახში ვიარე კიდეც სამი დღე. მაგრამ, ჩემთვის სიარული ჯერ ადრეა, ვიქცევი. ამდენი წლის განმავლობაში, ექიმს პირველად გავესინჯე და მედიკამენტების მიღება დავიწყე. ჩემი დიაგნოზიც პირველად გავიგე – ხერხემლის თიაქარი, რომელსაც უამრავი სხვა პრობლემაც ერთვის თან. ჩემი მკურნალობა არის საუკეთესო დაბადების დღის საჩუქარი, რომელიც თქვენგან მივიღე. მე და დედას ძალიან მოგვეწონა სხვა საჩუქრებიც: სამკურნალო საწოლები და დიდი პლაზმური ტელევიზორი, სკამები, სარეცხი მანქანა. დავმშვიდდი და განწყობაც უკეთესი მაქვს, ასე ხშირად აღარ ვტირი.

ნანა, თეას დედა: ჩემი შვილი თავს უკეთესად გრძნობს და მეც აღარ ვნერვიულობ იმდენად. მადლობას გიხდით იმისთვის, რომ ასეთი მზრუნველობა გამოიჩინეთ. ვიცი, რომ ბოლომდე მიიყვანთ დაწყებულ საქმეს და ფეხზე დააყენებთ ჩემს თეას.

ნანა: „ყველას გლოცავთ! ბედნიერი გამყოფოთ მთელი ცხოვრება უფალმა!“

– თეა, რა გამოკვლევები ჩაგიტარდათ პროექტის მსვლელობის დროს? მკურნალობამ თუ გამოიღო შედეგი? ისევ გაწუხებთ ზურგის და ფეხების ტკივილი?

თეა: ხერხემლის მრტ გადამიღეს და ჩემი დაავადებებიც მაშინვე გამოჩნდა. ერთი წუთი, წავიკითხო. (ჩანაწერს აკვირდება.) „ხერხემლის თიაქარი, დისკების პროტრუზია, არხის სტენოზი…“ მოკლედ რვა დასახელების სხვადასხვა რამ აღმომაჩნდა. არაფერია კარგი. მაგრამ, ოპერაცია არ მჭირდება, ნემსებითა და მედიკამენტებით მკურნალობა შესაძლებელია. თქვენი დახმარებით, მკურნალობის კურსიც გავიარე. ადრე, ტკივილს ჭკუიდან გადავყავდი და ერთი წამითაც არ მასვენებდა. ახლა, დროდადრო ზურგი მტკივა, მაგრამ გაუსაძლისი არ არის. მკურნალობის გაგრძელება და შედეგის კიდევ ერთი კუსით გამყარება თუ მოხერხდა, ალბათ, საბოლოოდ მოვიშორებ კიდეც.

თეა: „ჯდომა უკვე შემიძლია, მკურნალობას თუ გავაგრძელებ, შეიძლება ფეხზეც დავდგე“

ძალიან კმაყოფილი ვარ ახალი საწოლით სამკურნალო… თუ რა ჰქვია?.. ორთოპედიული ლეიბით. დედაჩემსაც მოუტანეს. დედასაც უამრავი რამ აწუხებს. ჩემს გამო, საკუთარ თავს ავადმყოფობის უფლებას ვერ მისცემს და იძულებულია, სულ ფეხზე იდგეს. დედას კარგად დასვენება აუცილებლად სჭირდება. მადლობას გიხდით, რომ გაითვალისწინეთ ეს ყოველივე.

ახალ საწოლებზე სამკურნალო ლეიბით, თეასაც და დედამისსაც კომფორტულად სძინავთ.

წარმოდგენაც კი მზარავს, რამდენი წელიწადი მაქვს გატარებული იმ ძველ საწოლზე. ადგილს ვერ ვპოულობდი, მტკიოდა ყველაფერი. რამდენი ცრემლი მაქვს დაღვრილი, იმ საწოლზე რომ ვიწექი. აქ კი, მშვიდად მძინავს და აღარ ვიტანჯები. ჩვენი სოფლის მამაომ მინახულა და შეამჩნია, რომ აღარ მაქვს იმდენად ნატანჯი სახე.

ნანა: სტუმარს ადამიანურად დაჯდომა შევთავაზეთ, როგორც საჭიროა, ისე. ადრე, სახლში მხოლოდ ორი გატეხილი სკამი გვქონდა. ვინმე თუ შემოდიოდა, სირცხვილით, ადამიანს დაჯდომასაც ვერ ვთავაზობდით. ახლა, თუ ვინმეს ჩემი თეას მონახულების სურვილი ექნება, ახალი სკამები გვაქვს.

ნანა: „ძალიან გაგვიხარდება, ვინმე თუ გვინახულებს. ახლა, შეგვიძლია სტუმარს ადამიანურად დაჯდომა შევთავაზოთ.“

თეა: მამაომაც წაიკითხა თქვენი პოსტი და დაგვეხმარა. მისი დამსახურებით, ექიმი-ნევროლოგი მოვიდა ჩვენთან და გამსინჯა. ყელში ბურთი მეჩხირება, თქვენს ნაჩუქარ ნივთებს რომ ვუყურებ. არ ვარ მიჩვეული ასეთ მზრუნველობას, ადრე, არავის, არასდროს გაუკეთებია ჩემთვის ამდენი. „ფეისბუქზეც“ იმდენი კომენტარი დაიწერა, მთელი გულით მისურვეს ჯანმრთელობა და ბედნიერება, მანუგეშეს. ძალიან დავიბენი, ვტიროდი, ისე ამიჩუყდა გული.

– თეაკო, სიხარულის ცრემლები ცუდია, განა?

თეა: არა, სიმწრის ცრემლებს ნამდვილად სჯობს. მადლობა ყველას, ვინც მხარში დამიდგა. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებას და ყოველივე საუკეთესოს.

ნანა: უფალი გფარავდეთ ყველას! რამხელა საქმეს აკეთებთ!

თეა: ეს პლაზმური ტელევიზორიც რა კარგი რამეა. ჩემს ოთახში დგას. ჩავრთავ ხოლმე და ისე მარტოსულად აღარ ვგრძნობ თავს, ცუდზე არ ვფიქრობ, ცოტა ხანს მაინც. ვცდილობ, სევდიან გადაცემებს არ ვუყურო, ისედაც დარდით სავსეა ჩემი ცხოვრება. „კამედი შოუ“-ს ან რამე პოზიტიურს ვუყურებ, ხოლმე. დღეც მალე გადის. რამდენიმე დღის წინ, თქვენი ფონდის სოციალურმა მუშაკმა, დავითმა მობილური ტელეფონი ჩამომიტანა. ჩავთვალე, რომ ჩემი მოახლოებული დაბადების დღის საჩუქარია. ახლა, ინტერნეტით სარგებლობაც შემიძლია. ბევრს ვკითხულობ.

 „ტელევიზორი დროებით მაინც მავიწყებს მარტოობას და ცუდ ფიქრებს.“

– მაგალითად, რას კითხულობთ ხოლმე, თეაკო? რა გაინტერესებთ?

თეა: ექიმების რჩევებს ვკითხულობ, სხვადასხვა დაავადებებთან დაკავშირებით.

ახალი ტელეფონის დახმარებით, თეას ინტერნეტის გამოყენება და მისთვის საინტერესო სტატიების წაკითხვა შეუძლია

– მთელი ჩვენი ფონდის სახელით, მალე გამოჯანმრთელებას გისურვებთ, ასეთი პუბლიკაციების მიმართ, ინტერესი რომ აღარ გქონდეთ. უბრალოდ გისურვებთ კი არა, გვინდა ვიცოდეთ, კიდევ რით შეგვიძლია, რომ დაგეხმაროთ.

თეა: მინდა, მკურნალობის კიდევ ერთი კურსის დაფინანსება გთხოვოთ. პირველი ძალიან შედეგიანი იყო. ხედავთ, უკვე საწოლიდან ეტლში გადაჯდომასაც ვახერხებ. მაგრამ, დამოუკიდებლად გადაადგილება ჯერ არ შემიძლია, საპირფარეშოში ან ეზოში გასვლა. დედას კი არ აქვს იმდენი ძალა, რომ ეტლით ეზოში გამიყვანოს. მთელი გულით მინდა, ამ საწოლს მოვშორდე, ფეხზე დავდგე, სიარული შევძლო და დედაჩემს მივეხმარო.

ნანა: რაც შემიძლია, ყველაფერს ვაკეთებ. მადლობა უფალს და გულისხმიერ ადამიანებს, თქვენი დახმარებით, შემიმსუბუქდა შრომა. სარეცხზეც აღარ ვდარდობ. რამდენიმე დღეში შევძლებთ სარეცხი მანქანის შეერთებას და დავისვენებ.

ნანა: „ჩემს ასაკში ფეხზე დგომა და რეცხვა, ძალიან რთულია. ტანსაცმელს რომ ვწურავ, საშინლად ვიღლები. უზომოდ გამახარა სარეცხმა მანქანამ.“

კომუნალური გადასახადებიც დაფარულია, აქაც ყურადღება გამოიჩინეთ. აღარ გვეშინია, რომ გაზის ან დენის გარეშე დავრჩებით. რამდენიმეჯერ, ფონდის ჩარიცხული თანხით, პროდუქტიც მოვიტანე მაღაზიიდან. ესეც ხომ, დიდი დახმარებაა ჩვენთვის.

– ადგილობრივი ხელისუფლება თუ დაინტერესდა თქვენი მდგომარეობით?

თეა: მსგავსი არაფერი მახსენდება. დედა, არავის დაურეკავს, ტელეფონი რომ გქონდა?

ნანა: არა, არავის. ორასი ლარი მოგვცეს, დიდი ხნის წინ.

თეა: არ მახსენდება და მომკალით, ძალიან დიდი ხნის წინ იყო.

ნანა: რა კარგია, ჩემს თეაკოზე ასე რომ ზრუნავთ. ახლა, ცოტა დამიმშვიდდა გული.

მხოლოდ თქვენი სიკეთის დამსახურებაა, რომ ეს ოჯახი ჯერ კიდევ ეჭიდება სიცოცხლეს. თეა საწოლს არის მიჯაჭვული ავადმყოფობის გამო, მის მოხუც დედას კი, ნანას ცოტა ხანში ძალა გამოელევა. ძალიან მნიშვნელოვანია, თეა ფეხზე რომ დავაყენოთ. ძალიან მალე, დედამისი, ნანა მას ვეღარ აწევს, პროდუქტს ვეღარ მოიტანს მაღაზიიდან… საზარელი წარმოსადგენია, რა ბედი ელის ორ უმწეო ქალს. ძალიან ვცდილობთ, თქვენი დახმარებით, ეს უბედურება ავარიდოთ და გვჯერა, რომ კვლავაც შევძლებთ, თეას მკურნალობაში დავეხმაროთ. კურთხეულ არიან ღვთისგან ის ადამიანები, ვისაც დახმარების სურვილი აქვს.

 თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება! 

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge 

თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!

მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000 

(დანიშნულება: ბებურიძეების ოჯახი)

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  TBCpay, ExpressPay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

 სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!

  ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2023 აპრ 26
პროდუქტები
149.79₾
2023 აპრ 26
მრტ
400.00₾
2023 მაი 05
კომუნალური გადასახადი-გაზი
263.17₾
2023 მაი 05
კომუნალურები-დენი
27.31₾
2023 მაი 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
820.00₾
2023 აგვ 25
პროდუქტები
149.92₾
2023 აგვ 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
180.00₾
2023 სექ 09
სკამები
290.00₾
2023 სექ 09
საყოფაცხოვრებო ტექნიკა
1455.00₾

სულ ხარჯები:

3735.19₾

დარჩა:

0.26₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
19.08.2023 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
19.08.2023 20:00:00
₾35.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
19.08.2023 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
18.08.2023 20:00:00
₾14.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.08.2023 14:43:27
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.08.2023 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.08.2023 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
31.07.2023 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
23.07.2023 13:24:44
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
16.07.2023 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.07.2023 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.07.2023 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.07.2023 20:00:00
₾0.50
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.07.2023 06:16:03
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.06.2023 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.06.2023 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.06.2023 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.06.2023 20:00:00
₾0.50
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.06.2023 20:00:00
₾8.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.06.2023 20:00:00
₾5.00

შემოწირულია:

₾3,735.45

374 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾3,735.45

374 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება