ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

პატარა საბამ შეიძლება სამუდამოდ დახუჭოს დიდრონი თვალები!

calendar აპრილი 7, 2023

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

„უკვე 12 წელია, რაც ჩემი შვილის სიცოცხლისთვის ვიბრძვი; უკვე 12 წელია, რაც დარდი ლოდივით მაწევს გულზე, და ეს „ლოდი“ ყოველდღიურად უფრო და უფრო მძიმდება…“ – ამბობს პატარა საბას დედიკო. ბავშვს დაბადებიდან აქვს ცერებრული დამბლა, ეპილეფსია და გონებრივი ჩამორჩენილობა.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
პატარა საბამ შეიძლება სამუდამოდ დახუჭოს დიდრონი თვალები!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

 „უკვე 12 წელია, რაც ჩემი შვილის სიცოცხლისთვის ვიბრძვი; უკვე 12 წელია, რაც დარდი ლოდივით მაწევს გულზე, და ეს „ლოდი“ ყოველდღიურად უფრო და უფრო მძიმდება…“ – ამბობს პატარა საბას დედიკო. ბავშვს დაბადებიდან აქვს ცერებრული დამბლა, ეპილეფსია და გონებრივი ჩამორჩენილობა.

 ჩვენი ფონდის ყველაზე ერთგულ მეგობრებს ნამდვილად ემახსოვრებათ საბა მამულაშვილის ისტორია. ორიოდე წლის წინ, ათობით ჩვენი კეთილი თანამემამულის გული გაიხსნა ამ „გამორჩეული“ ბიჭუნასთვის!

 მაგრამჩვენ ხომ, შუა გზაზე არასდროს ვტოვებთ მათ, ვინც ჩვენი მზრუნველობის ქვეშ არის. ამიტომ, მოვინახულეთ საბა, რათა გავიგოთ, არის თუ არა რაიმე სასიკეთო ცვლილებები მის ცხოვრებაში.

„წყეული ეპილეფსია თანდათანობით ართმევს სიცოცხლეს ჩემს ბიჭს“ – გვეუბნება მისი დედიკო, ნათია

ნათია: ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, საბას მდგომარეობა უცებ გაუარესდა. გაუხშირდა ეპილეფსიის შეტევები. ღამღამობით ემართება ხოლმე, რომ დაბნელდება, ყოველთვის შიშით ველოდები ამ ღამის კოშმარს. ბავშვი ფართხალებს, გულისგანმგმირავად კივის, ცახცახებს, ხელები უბუჟდება, თვალებს ატრიალებს,ჰაერი არ ჰყოფნის… ხელს არ ვუშვებ, თავზე ვეფერები, ვცდილობ, დავამშვიდო და ღმერთს ვევედრები, ჩემმა შვილმა სატანის მორიგ შემოტევას რომ გაუძლოს.

საბასთვის დედის მკლავი არის ყველაზე საიმედო საყრდენი და უსაფრთხო თავშესაფარი…

– რაიმე წინსვლა მაინც თუ აღინიშნება ბავშვის  ჯანმრთელობის მდგომარეობის მხრივ?

 ნათია: საბა ვერ დადის, ვერ ლაპარაკობს, დამოუკიდებლად ვერ ჭამს. თავს სწორად ვერ იჭერს ერთი წუთითაც კი. აი, ტახტზე სწორად რომ დავსვამ, ასეთ მდგომარეობაში რამდენიმე წამს ჩერდება და ისევ გვერდზე აგდებს თავს. ახლა, ახალი უბედურება დაგვემატა – საბას აღარ  ეზრდება ცალი ფეხი. ისედაც პარალიზებული აქვს სხეული, ამან კი შეიძლება მისი საშინელი დეფორმირება გამოიწვიოს. გვითხრეს, რომ ოპერაცია სჭირდება და სახელმწიფო დაფარავს ამ ქირურგიული ჩარევის ხარჯებს. მაგრამ, იქამდე მისვლა ხომ გინდა?! საჭიროა ანალიზებისა და კვლევების ჩატარება. მაგრამ, სამწუხაროდ ჩვენს ოჯახს არ აქვს ამ ყველაფრის საშუალება.

ბავშვს ცალი ფეხი აღარ ეზრდება. ამან შეიძლება სხეულის საშინელი დეფორმირება გამოიწვიოს

– თქვენი შემოსავალი მხოლოდ ბავშვის საჭიროებებს ხმარდება?

 ნათია: რა თქმა უნდა! სხვაგვარად ჩვენი ცხოვრება აზრს დაკარგავდა! საბა ყველაფერია ჩვენთვის! ამიტომ, ჩვენი ენერგია, ჩვენი ძალები, მთლიანად მიმართულია მხოლოდ იმაზე რომ,მცირედი წინსვლა მაინც იყოს მის მდგომარეობაში. მაგრამ უბედურება ის არის, რომ ჩვენი შესაძლებლობები ძალიან შეზღუდულია. სოციალური შემწეობის 250 ლარი და საბას პენსია 350 ლარი არის მთელი ჩვენი შემოსავალი. ჩემი მეუღლე დღიურად თუ გავა შავ სამუშაოზე, სიმძიმეებს ათრევს… თვეში დაახლოებით 400-500 ლარი გამოსდის, მაგრამ ამ ბოლო დროს, ჯანმრთელობაც შეერყა, კუჭი აწუხებს… ვცხოვრობთ ასე, ავადმყოფობა, გაჭირვება და უიმედობა სუფევს ჩვენს ოჯახში.

„დროს მთლიანად ვუთმობ მხოლოდ ჩემს შვილს. მზად ვარ სიკვდილამდე ვიბრძოლო მისთვის!“ – ამბობს ნათია

– დედის გული რას გკარნახობთ? 

 ნათია: უკვე 12 წელია ჩემი შვილის სიცოცხლისთვის ვიბრძვი; უკვე 12 წელია გულზე ლოდად მაწევს ეს დარდი. არ დაგიმალავთ, ხანდახან ვეძლევი სასოწარკვეთას, მაგრამ მალევე ვფხიზლდები და თავს შევუძახებ: „ნათია, არც კი გაბედო იმედის დაკარგვა, შენი შვილი მძიმედ ავდ არის და შენი ვალია მასზე ზრუნვა; ეს შენი ჯვარია და ღირსეულად უნდა ზიდო ბოლომდე…“

 – ბედნიერი წუთები თუ არის თქვენს ცხოვრებაში?

 ნათია: კი, არის. როდესაც საბა კარგად გრძნობს თავს. როდესაც ის მშვიდად არის, მაშინ მეც ბედნიერი ვარ; შვილს ვეხუტები, გულში ვიკრავ და ღმერთს ვთხოვ, რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს ეს წუთები… ხშირად ვფიქრობ ხოლმე, ასე რატომ დაემართა ჩემს ბიჭს, მაგრამ ვერავინ მეუბნება მიზეზს. დაბადებიდან მეორე დღესვე დაემართა პირველი შეტევა. ექიმებმა თქვეს, რომ ეს მენინგიტია და ხერხემლიდან სითხე ამოუღეს.

 მერე, ექიმებთან ვატარე, გაუკეთდა ოპერაცია მყესებზე, ბავშვი გადაურჩა სიკვდილს. მაგრამ, გამარჯვების ზეიმობა ნაადრევი აღმოჩნდა. ერთი წლის მერე, საბას ოფიციალურად დაუსვეს დიაგნოზი: ცერებრული დამბლა, ეპილეფსია და გონებრივი ჩამორჩენილობა… დიდი ხნის განმავლობაში მიუღებელი იყო ჩვენთვის ეს დიაგნოზები. გვეგონა, რომ მდგომარეობის გამოსწორება ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო. გვეჩვენებოდა, რომ კიდევ ცოტაც და ყველაფერი კალაპოტში ჩადგება. მაგრამ, ჩვენს იმედებს გამართლება არ ეწერა.

„რამდენი რამ გადავლახეთ ერთად ამ 12 წლის განმავლობაში! რამხელა შრომა, რამდენი ცრემლი… 24 საათის განმავლობაში, თვალს არ ვაშორებ ჩემს ბიჭს, ერთი წუთითაც ვერ ვტოვებ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს…“

– ვინ გეხმარებათ? სახელმწიფოსგან თუ გაქვთ რაიმე მხარდაჭერა?

 ნათია: სახელმწიფო აფინანსებს საბას სარეაბილიტაციო კურსებს – კვირაში ორჯერ ჩემს ბიჭს აკითხავს სპეციალური ავტობუსი და სარეაბილიტაციო ცენტრ „კამილიელებში“ მიჰყავს. მისი სოციალიზაციისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ადგილობრივი ხელისუფლებისგან ყოველწლიურად დაახლოებით 1 000 ლარს ვიღებთ, ოთხ თვეში ერთხელ კი – მედიკამენტებსაც. მთელი დახმარებაეს არის. ნათესავები მხოლოდ მორალურად თუ დაგვიდგებიან მხარში, მატერიალურად ვერ გვეხმარებიან, თავადაც ძალიან უჭირთ….

 – რით შეუძლიათ თქვენი დახმარება ჩვენი ფონდის მეგობრებს?

 ნათია: უპირველეს ყოვლისა, გვჭირდება გამოკვლევები, საბას მყესებზე ოპერაცია რომ ჩაუტარდეს. გამიგია, რომ სახელმწიფო აფინანსებს ამ ოპერაციას, მაგრამ ესეც გასარკვევია. იქნებ არსებობს კიდევ რაიმე პრეპარატები, შეტევების სიხშირე რომ შეამციროს? არ ვიცი. დღესდღეობით კი, ჰაერივით გვჭირდება პამპერსი. დღეში 5-6 ცალი მაინც უნდა ავადმყოფ ბავშვს. საერთო ჯამში, დაახლოებით 500 ლარი გამოდის თვეში. ჩვენი შემოსავალი კი, თვეში 1 000 ლარს იშვიათად თუ გაცდება. ეს ხომ, მიზერია?

„ჩემი გული ტირის და კვნესის, ვერაფერს ვშველი საკუთარ შვილს…“ – მძიმედ ოხრავს ნათია

– როგორც ვხედავ, სახლში აუცილებელი ტექნიკა გაქვთ…

 ნათია: თქვენი ფონდის მეგობრების წყალობით, ახლა, ნორმალურ პირობებში ვცხოვრობთ, არ ვშიმშილობთ. მაგრამ ჩემი გული ტირის და კვნესის იმის გამო, რომ ჩემს ბიჭს ვერაფერს ვშველი. კეთილო ხალხო, გთხოვთ, დამეხმარეთ, რომ სიცოცხლე გავუხანგრძლივო მას! გულზე ხელდაკრეფილი თუ ვიჯდები და დავჯერდები იმას, რაც არის, ერთ დღესაც, ძალიან მალე, საბამ შეიძლება სამუდამოდ დახუჭოს თავისი დიდრონი თვალები.

***

 მეგობრებო, დღეს საბა მამულაშვილი გზის გასაყარზეა: ერთი გზა მიწაში მიდის, მეორე – ზეცაში. მაგრამ, არსებობს მესამე გზაც და ეს სიცოცხლეა! მოდით, დავეხმაროთ ამ ოჯახს, რომ დეპრესიასა და უიმედობას კი არ მიეცენ, არამედ შვილის სიცოცხლისთვის განაგრძონ ბრძოლა!

 ბიჭუნას ძალიან სჭირდება კვლევები და მკურნალობა, პამპერსი და მედიკამენტები.

 თუკი ვინმეს ექნება სურვილი, მოინახულოს ოჯახი და დახმარება პირადად გაუწიოს, მათი მისამართია: თბილისი, ყირიმის ქ. 11.

 გახსოვდეთ, სიკეთე, რომელსაც აკეთებთ სხვებისთვის, არ იკარგება. ის ბევრ გზას გაივლის, მოიზიდავს უფრო და უფრო მეტ სიკეთეს. მერე კი, ერთიანად დაგიბრუნდებათ სწორედ იმ დროს, როდესაც ეს ნამდვილად გჭირდებათ!

არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენიფონდისანგარიში:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: საბა მამულაშვილი)

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით, „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელიაTBCpay, ExpressPay და PayBox (OPPA) ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus

ერთად, ჩვენ დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინიცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

შესანიშნავი სიახლე გვაქვს – ახლა, ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა შეგიძლიათ ინსტაგრამზე:https://www.instagram.com/chernovetskyi.fund

დატელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund

სპეციალურ ნომერზე:  0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2023 მაი 25
კომოდი
470.00₾
2023 მაი 25
სკამები
360.00₾
2023 ივნ 08
მედიკამენტები
368.69₾
2023 ივნ 30
ფონდის ზედნადები ხარჯები
310.00₾
2023 ივლ 04
ანალიზები
356.00₾

სულ ხარჯები:

1864.69₾

დარჩა:

0₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.06.2023 20:00:00
₾8.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.06.2023 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.06.2023 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
23.06.2023 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
22.06.2023 20:00:00
₾30.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
22.06.2023 20:00:00
₾30.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
22.06.2023 20:00:00
₾40.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.06.2023 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
20.06.2023 20:00:00
₾40.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
20.06.2023 20:00:00
₾25.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
20.06.2023 20:00:00
₾25.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
16.06.2023 20:00:00
₾30.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.06.2023 20:00:00
₾30.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.06.2023 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.06.2023 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.06.2023 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.06.2023 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.05.2023 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
23.05.2023 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.05.2023 20:00:00
₾1.00

შემოწირულია:

₾1,864.68

134 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾1,864.68

134 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება