ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

დედა, გვიშველე, ვიწვით, დედიკო… საბა ვეღარ სუნთქავს!.. ჩქარა, ჩქარა, თორემ მოკვდება!

calendar აპრილი 10, 2023

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

დედა, გვიშველე, ვიწვით, დედიკო… საბა ვეღარ სუნთქავს… ანა ვერ იგებდა რა ხდებოდა მათ სახლში. ნგრევისა და დამტვრეული ფანჯრების ხმა, სიცხე, ალი, კვამლი და ბავშვების არაადამიანური კივილი! „დედა, დავიხოცებით, უკვე დავიხოცეთ, დედა!..“ ანა გამოვარდა ოთახიდან და ბავშვებს ეძებდა, ნიკა და ნინო სახლიდან გამოცვივდნენ, 16 წლის საბა კი საწოლზე იწვა და დედას ეძახდა…

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

დედა, გვიშველე, ვიწვით, დედიკო… საბა ვეღარ სუნთქავს!.. ჩქარა, ჩქარა, თორემ მოკვდება!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

 დედა, გვიშველე, ვიწვით, დედიკო… საბა ვეღარ სუნთქავს… 

ანა ვერ იგებდა რა ხდებოდა მათ სახლში. ნგრევისა და დამტვრეული ფანჯრების ხმა, სიცხე, ალი, კვამლი და ბავშვების არაადამიანური კივილი! „დედა, დავიხოცებით, უკვე დავიხოცეთ, დედა!..“ ანა გამოვარდა ოთახიდან და ბავშვებს ეძებდა, ნიკა და ნინო სახლიდან გამოცვივდნენ, 16 წლის საბა კი საწოლზე იწვა და დედას ეძახდა…

 ანა: არ ვიცი, ეს როგორ მოვახერხე. ზოგადად, საწოლიდან ძლივს ვწევ ხოლმე. იმ დღეს კი, როდესაც ჩვენი სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა, შიშისგან ხელში ავიტაცე და ისე გავვარდი სახლიდან… ალმოდებული სახლი ჩირაღდანივით იწვოდა! ყველაფერი განადგურდა. სახანძროს 40 წუთი ველოდებოდით… ამ ლოდინში კი, რამის გადარჩენის შანსი სულ უფრო მცირდებოდა. ვფიქრობდი, რაც მთავარია, ბავშვები არიან კარგად. ისინი კი, ისეთ შოკში იყვნენ – დღემდე ვერ მოსულან აზრზე. ნინო შუაღამისას იღვიძებს ხოლმე და ყვირის: „ვიწვით“, ნიკა კი ცრემლის გარეშე ვერ უყურებს სახლს… კიდევ, საკუთარ თავს იდანაშაულებენ ყველაფერში, ეს კი მათი ფსიქიკისთვის ორმაგი დარტყმაა.

„საბა ჩემზე მეტს იწონის, მაგრამ იმ დღეს ბუმბულივით ავიტაცე ხელში“

 – და რა მოხდა იმ დღეს?

 ანა: 16 დეკემბერს ძალიან ციოდა. ნინომ და ნიკამ ადრე გაიღვიძეს, უნდოდათ ჩემთვის სიურპრიზის გაეკეთებინათ, ღუმელი აენთოთ და ჩაიდნით წყალი აედუღებინათ. როგორც ჩანს, შეშა ნესტიანი იყო და არც კი ვიცი, ეს სიდან მოაფიქრდათ, ღუმელში ბენზო ხერხისგან დარჩენილი ბენზინი შეასხეს. ღუმელი აფეთქდა. მათ კი, შიშისგან საწვავიანი ბოთლი ძირს დაუვარდათ და ისიც აალდა. ცეცხლი წაეკიდა ფარდებს, ავეჯსა და ხალიჩას… ყველაფერს მოედო.

„იმას, რაც მოხდა საკუთარ თავს ვერ ვპატიობ“

 ნინო: ისე შეგვეშინდა, არ გვინდოდა დედასთვის დაგვეძახა, გვერჩივნა დავმწვარიყავით… მერე კი, მივხვდით, რომ საბაც და დედიკოც დაიწვებოდნენ ჩვენთან ერთად და ყვირილი დავიწყეთ. დედა შემოვარდა, ეზოში გაგვიყვანა თვითონ კი, ცეცხლში შევიდა საბას გამოსაყვანად. ალბათ, ეს არასდროს დამავიწყდება. როგორ მინდოდა იმ დღეს სიკვდილი. 

 ანა: სისულელეებს ნუ ლაპარაკობ… აი, ამ სიტყვებს ამბობს და ტირილს იწყებს. ვერ ვაგებინებ, რომ ნებისმიერ სახლზე უფრო ძვირფასია მათი სიცოცხლე! კიდევ კარგი, საბას გადარჩენა მოვახერხეთ. წარმოდგენაც კი მიჭირს, რის გადატანა მოუხდა, სანამ შევიდოდი მის გამოსაყვანად. მას ცერებრული დამბლის მძიმე ფორმა აქვს, ვერ გადაადგილდება, დამოუკიდებლად ვერაფერს აკეთებს. მე და ბავშვები ვართ მისი ხელ-ფეხი. გონებრივად ყველას გვჯობია, ლაპარაკი უჭირს, მაგრამ ყველაფერი ესმის და აზროვნებს. ყველაფერი ისე გვქონდა მოწყობილი, მას კარგად რომ ეგრძნო თავი. ახლა კი, საწოლებიც აღარ გვაქვს. საბა დავაწვინეთ ერთადერთ საწოლზე, რომელიც მეზობელმა გვაჩუქა.

„საბასთვის ყველაფერი საუკეთესო გვემეტება. ის ნომერ პირველია ჩვენს ოჯახში!“

 – ხანძრის დროს ყველაზე მეტად რა დაზიანდა?

 ნიკა: წამოდი, ჩვენს სახლს გაჩვენებ. გეტყვი სად რა იყო. დედიკოს ისე უყვარდა წესრიგი.

„აქ სამზარეულო იყო, დედიკო ყოველთვის გემრიელ რამეებს გვიცხობდა“

„აქ გვეძინა ყველას, დედას, საბას, მე და ნინოს“

„ახლა, აქ ნამდვილი ნაგავსაყრელია. აქ ვაგროვებთ ყველაფერს, რაც შეიძლება სახლის რემონტის დროს გამოგვადგეს“

„აქ სააბაზანო ოთახი იყო. ახლა კი, დაბანა ტაშტში გვიწევს“

 – ანა, მართლაც ლამაზი იყო თქვენი სახლი! რა დასანანია…

 ანა: მე და ჩემი მეუღლე კაპიკს კაპიკზე ვადებდით, ჩვენი მყუდრო ბუდე რომ მოგვეწყო. ჩემს დედამთილსაც ოქროს გული ჰქონდა, ისიც გვეხმარებოდა. მერე კი, თითქოს დაგვწყევლა ვიღაცამ და თავდაყირა დადგა ყველაფერი…

 – როდის შეიცვალა უარესობისკენ თქვენი ცხოვრება?

 ანა: დედამთილი გარდამეცვალა, მეუღლე დაიჭირეს, სახლი დაგვეწვა…

 – და რის გამო დაიჭირეს?

 ანა: სოციალურმა მუშაკებმა ჩათვალეს, რომ ზედმეტი სიმკაცრით ექცევა ბავშვებს და ციხეში ჩასვეს. ყველა ინსტანცია შემოვიარე, როგორმე რომ დამეხსნა იქიდან. 4 თვე დამჭირდა ამისთვის. ახლა რეაბილიტაციის კურსს გადის და იმედი მაქვს, შევძლებთ, ისევ ყველამ ერთად რომ ვიცხოვროთ. ხანდახან, მოდის ხოლმე ბავშვების სანახავად. მათაც ძალიან ენატრებათ. არაჩვეულებრივი მამაა, არა მხოლოდ ნიკასთვის და ნინოსთვის, არამედ საბასთვისაც. მიუხედავად იმისა, რომ ის მისი გერია.

„ბევრს ჩვენი სიყვარულის შურდა კიდევაც“

 – გვიამბეთ, როგორ გაიცანით ერთმანეთი?

 ანა: საბა დაბადებიდან ავად არის. მე თვითონ ბავშვი ვიყავი, მხოლოდ 18 წლის, როდესაც დედა გავხდი. როდესაც მითხრეს, რომ ბავშვი პრობლემებით დაიბადა, ჯერ ვერაფერი გავიგე. სიტყვა „მენინგიტს“ მოვკარი ყური, ექიმები რომ საუბრობდნენ. ვიცოდი, რომ ეს რაღაც ძალიან საშინელია. მუხლებზე დაჩოქილი ვევედრებოდი ექიმებს, ჩემი შვილი გადაერჩინათ. გადარჩა, მაგრამ ყოველთვის სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდა. შეიძლება ითქვას სიცოცხლის პირველი წლები საავადმყოფოში გავატარეთ. მასთან ერთად მარტო დავრჩი. დედა მედგა მხარში და მეხმარებოდა. და აი, სრულიად შემთხვევით, ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა მევლუდი. ალბათ, ბედისწერა იყო. საავადმყოფომდე მიგვიყვანა. მითხრა, რომ შემიძლია დავურეკო, კიდევ თუ დამჭირდა დახმარება. აი, ასე მოვიდა ყველაზე საიმედო მამაკაცი ჩემს ცხოვრებაში, სწორედ მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად მიჭირდა. დავმეგობრდით, მერე ოჯახიც შევქმენით. ნიკა დაიბადა, მერე კი ნინოც. მევლუდი ბავშვებს არ ანსხვავებს და სამივე ძალიან უყვარს.

ერთი მთელი ფანჯარაც არ დარჩა ხანძრის მერე

ანამ საკუთარი ხელით გააკრა ფანჯრებზე ცელოფნები, ბავშვებისთვის რაღაც პირობები მაინც რომ შეექმნა

 – პირველ რიგში რა გჭირდებათ, ანა?

 ანა: საერთოდ არაფერი რომ გქონდეთ, პირველ რიგში რას შეიძენდით? არც კი ვიცი. ყველაფერი რომ  გვჭირდება, მსუბუქი ნათქვამია. უპირველეს ყოვლისა ფანჯრების ჩასმა, საწოლები, ელემენტარული ავეჯი, ტექნიკაზე აღარაფერს ვამბობ – ასეთ ძვირფას ნივთებს ვინ გვაჩუქებს, ყველას თავისი გასაჭირი აქვს. ბავშვებს დაეწვათ ტანსაცმელი, კომპიუტერები, სასკოლო ნივთები.

„პირდაპირ იატაკზე გვძინავს, აი, ამ ლეიბზე“

 ნინო: ყველაზე მეტად იმას ვდარდობ, რომ არაფერი მაქვს სკოლაში ჩასაცმელი. ძალიან მიყვარდა ხატვა… ერთი კედელი სულ სავსე მქონდა ნახატებით. ახლა კი, მხოლოდ ნახშირით თუ დავხატავ… არც ფანქრები მაქვს, არც საღებავები.

„ახლა მხოლოდ კედლებზე ვხატავ, ნახშირითა და ცარცით“

„საბას ძალიან მოსწონს, წიგნს რომ ვუკითხავთ“

 ნიკა: სკოლის ლეპტოპი მქონდა. მე და ნინო ვმეცადინეობდით ხოლმე. სწავლა ძალიან გვიყვარს. ჩემი საყვარელი ველოსიპედიც დაიწვა… ტირილი მინდება, რომ გამახსენდება ხოლმე. ახლა, ჩვენი ერთადერთი გასართობია წიგნების კითხვა. ჩვენს ძამიკოს მივუსხდებით ხოლმე გვერდით და ხმამაღლა ვუკითხავთ. ეს არის ჩვენი კინოც, მულტფილმებიც და ყველაფერი.

„რაც მთავარია, ერთად ვართ – ღმერთმა სიკვდილს გადაგვარჩინა და ცხოვრების გაგრძელებაშიც დაგვეხმარება“

 ანა: ბავშვები ძალიან მეხმარებიან საბას მოვლაში! შეიძლება ითქვას, მოვალეობებს თანაბრად ვინაწილებთ. ოპერაცია რომ გამიკეთეს და ყველა ქალური ორგანო ამომკვეთეს, ბავშვები მეც მივლიდნენ და საბასაც. ნეტავ გენახათ, როგორ გვაჭმევდნენ.

 ნინო: ძალიან მიყვარს ჩემი ძმის მოვლა, მაგრამ დედიკო ამბობს, რომ უზრუნველი ბავშვობა უნდა გვქონდეს.

„ყველაზე მეტად იმას ვდარდობ, რომ ვერაფრით გამოვასწორებ ჩვენს მდგომარეობას“

 ანა: ისედაც იმდენი რამის გადატანა მოუხდათ ნიკას და ნინის, არ მინდა, უნარშეზღუდული ძმის მოვლაც დააწვეთ მხრებზე. ახლა, მათ არაფერი გააჩნიათ… მთელ დღეებს ერთად ვატარებთ, ერთმანეთის გამხნევებას ვცდილობთ… ახლა მიწასაც დავამუშავებ, ბოსტნეული მაინც რომ გვქონდეს, თორემ, მხოლოდ ჩემი ბიჭის პენსიით ვერ გავიტანთ თავს… კიდევ ერთი რამ მინდა გთხოვოთ… იქნებ პატარა ტრაქტორი, ან სამუშაო იარაღები მაჩუქოთ.

„ყველაფერი კარგად იქნება, საყვარელო, უფალი არ მიგვატოვებს“

 – არავინ გეხმარებათ?

 ანა: დედაჩემია ჩვენი მფარველი ანგელოზი, თავად მოიკლებს საჭმელს, ბავშვებისთვის კი პროდუქტს მაინც გამომიგზავნის. არ ვიცი, რა მეშველებოდა მის გარეშე.

 – გმადლობთ, რომ მოგვმართეთ, ანა… როგორ უნდა გაუმკლავდეს ქალი ამდენ განსაცდელს, თქვენ კი ამხელა ძალა გაქვთ! ღმერთმა გამძლეობა მოგცეთ.

* * *

 ანა ნამდვილი გმირია! რამდენი რამის გადატანა მოუხდა ამ საბრალო ქალს: ავად არის, მძიმე ოპერაცია გადაიტანა, უნარშეზღუდული შვილი ჰყავს, რომელიც ვერასდროს განიკურნება, დაეწვა სახლი, რომლის მოწყობასაც მთელი ცხოვრება მოანდომა, საყვარელი მეუღლე ციხეში აღმოჩნდა, ძალიან ბევრი ხომ არ არის ერთი ადამიანისთვის? მაგრამ, ის უფლის რწმენას მაინც არ კარგავს. სჯერა, რომ ხვალინდელი დღე, დღევანდელს აჯობებს. უფალმა ხომ, მეორედ აჩუქა შვილების სიცოცხლე. განა შეიძლება, ამაზე უკეთესი რომ იყოს რამე?

 თუკი ვინმეს ექნება სურვილი მოინახულოს ეს ოჯახი და დახმარება პირადად გაუწიოს, მათი მისამართია: თერჯოლის მუნიციპალიტეტი, სოფელი ქვედა ალისუბანი.

ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!

 არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

 მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

 #GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: ანა მატკავა)

 თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით, „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay და PayBox (OPPA) ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus

ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

შესანიშნავი სიახლე გვაქვს – ახლა, ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა შეგიძლიათ ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund

 და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund

 სპეციალურ ნომერზე:  0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2023 მაი 05
ტანსაცმელი
399.00₾
2023 მაი 05
პროდუქტები
299.41₾
2023 მაი 10
მედიკამენტები
281.37₾
2023 მაი 14
სარეცხი მანქანა
675.00₾
2023 ივნ 08
მედიკამენტები
128.03₾
2023 ივნ 08
მედიკამენტები
350.12₾
2023 ივნ 09
პროდუქტები
299.83₾
2023 ივნ 30
ფონდის ზედნადები ხარჯები
585.00₾

სულ ხარჯები:

3017.76₾

დარჩა:

0₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.06.2023 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.06.2023 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.06.2023 20:00:00
₾30.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.06.2023 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.06.2023 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.06.2023 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.06.2023 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.06.2023 20:00:00
₾7.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.06.2023 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.06.2023 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.06.2023 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
20.06.2023 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
16.06.2023 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
16.06.2023 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.06.2023 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
09.06.2023 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
09.06.2023 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.06.2023 20:00:00
₾30.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.06.2023 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.06.2023 20:00:00
₾5.00

შემოწირულია:

₾3,017.64

234 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾3,017.64

234 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება