ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

როგორ მტკივა, ღმერთო!

calendar აგვისტო 25, 2023

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

მეგობრებო, გაიცანით, ეს შუშანა ბებოა. და ეს დაავადებები, სამწუხაროდ, მისი მძიმე დიაგნოზების სრული ჩამონათვალი არ არის. სამი წლის წინ, მთლიანად მოჰკვეთეს მარცხენა ფეხი. „მას შემდეგ, გადაადგილება სახლშიც კი მიჭირს! სასეირნოდ კი, თვეში ერთხელ ჩავყავარ ეზოში ჩემს კიბოთი დაავადებულ შვილს!“ ეს ქალბატონი 72 წლისაა, ისევე, როგორც ჩვენი ფონდის დამფუძნებელი, ლეონიდ ჩერნოვეცკი, რომელიც ამ საშინელ ისტორიას პირადად გაეცნო და აი, რა თქვა: „სიკვდილის პირას არიან დედა-შვილი! არაადამიანურ ტანჯვას უძლებენ ორივე! მინდა, ავუხსნა ჩვენს გამომწერებს, რა გრძნობა მეუფლება, ასეთ ასაკში ავად რომ ვხდები! ამ დროს ადამიანი ფიქრობს: აი, ჩემი აღსასრულიც დადგა! ნეტავ, რა მელის? ცივი მიწა, მატლები, თუ უფალთან შეხვედრა?! უფალს თუ შევხვდი, ნეტავ ყველა ცოდვის გამოსყიდვა თუ მოვასწარი, რაც ახალგაზრდობაში მაქვს ჩადენილი?! ნეტავ, ღვთის ნება თუ აღვასრულე?! ხომ არ გამომრჩა რამე?!“

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

როგორმტკივა, ღმერთო!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

„როგორ მტკივა, ღმერთო!..“ – ტირის და მოთქვამს ეტლში მჯდომი მოხუცი ქალი. – „ორი ინფარქტი, წნევა, შაქარი, ფსორიაზი. მოსვენება ერთი წამითაც არ მაქვს! ერთს ვუმკურნალებ, მეორე იჩენს თავს. ცხოვრება კი არა, ჯოჯოხეთური ტანჯვაა!’

მეგობრებო, გაიცანით, ეს შუშანა ბებოა. და ეს დაავადებები, სამწუხაროდ, მისი მძიმე დიაგნოზების სრული ჩამონათვალი არ არის. სამი წლის წინ, მთლიანად მოჰკვეთეს მარცხენა ფეხი. „მას შემდეგ, გადაადგილება სახლშიც კი მიჭირს! სასეირნოდ კი, თვეში ერთხელ ჩავყავარ ეზოში ჩემს კიბოთი დაავადებულ შვილს!“ ეს ქალბატონი 72 წლისაა, ისევე, როგორც ჩვენი ფონდის დამფუძნებელი, ლეონიდ ჩერნოვეცკი, რომელიც ამ საშინელ ისტორიას პირადად გაეცნო და აი, რა თქვა: „სიკვდილის პირას არიან დედა-შვილი!  არაადამიანურ ტანჯვას უძლებენ ორივე! მინდა, ავუხსნა ჩვენს გამომწერებს, რა გრძნობა მეუფლება, ასეთ ასაკში ავად რომ ვხდები! ამ დროს ადამიანი ფიქრობს: აი, ჩემი აღსასრულიც დადგა! ნეტავ, რა მელის? ცივი მიწა, მატლები, თუ უფალთან შეხვედრა?! უფალს თუ შევხვდი, ნეტავ ყველა ცოდვის გამოსყიდვა თუ მოვასწარი, რაც ახალგაზრდობაში მაქვს ჩადენილი?! ნეტავ, ღვთის ნება თუ აღვასრულე?! ხომ არ გამომრჩა რამე?!“

რაღა უნდა ვთქვათ? სიტყვები ზედმეტია. საკმარისია უბრალოდ შევხედოთ ამ საბრალო მოხუც ქალს, რომელიც სიმწრით უმკლავდება ტკივილს, ყველაფერს მოკლებულია, ნახევრად მშიერია, მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა მაინც მხოლოდ თავის სასიკვდილოდ დაავადებულ შვილზე ფიქრობს.

შუშანა ბებოს ცხოვრება დაუსრულებელი ტანჯვა და ცრემლია…

– შუშანა ბებო, თქვენი გასაჭირის შესახებ გვიამბეთ. რა სახის დახარება გჭირდებათ?

შუშანა: უკვე თითქმის ნახევარი საუკუნეა, არაფერი მინახავს ტკივილის, უბედურებისა და ტანჯვის გარდა. ბოლო არ უჩანს! ვაიმე, ვაიმე… ჯერ კიბო აღმოაჩნდა და ტანჯვით გარდაიცვალა ჩემი მეუღლე. ახლა კი, ჩემი გოგოც, ჩემი ერთადერთი ახლობელი და საყვარელი ადამიანი იტანჯება ამ ვერაგი დაავადებით.

– რა საშინელებებს ამბობთ…

შუშანა: უბრალოდ შემომხედეთ: ვინ ვარ მე? ნახევარი ადამიანი. სამი წლის წინ, თითქმის მთლიანად მომკვეთეს მარცხენა ფეხი. მას შემდეგ, გადაადგილება სახლშიც კი მიჭირს. ყავარჯნებიდან ვვარდები, ეტლი მძიმეა და მოუხერხებელი, ამიტომ სკამებს ვეყრდნობი. საპირფარეშომდე მისვლაც კი, ჩემთვის გმირობა არის! აღარც კი მახსოვს ყველა დაავადება, რაც მჭირს. ხან შაქარი მაწუხებს, ხან წნევა. ამ წყეული ფსორიაზის ნემსს რომ გავიკეთებ, მაშინვე შაქარი მიწევს. ინფარქტი ორჯერ მაქვს გადატანილი. ორჯერ! პირველად ხუთი წლის წინ, როდესაც ჩემი შვილის მომაკვდინებელი დაავადების ამბავი გავიგე, მეორედ კი სამი წლის წინ, როდესაც ფეხი მომკვეთეს.

 „უბრალოდ ოთახებში გადაადგილებაც კი ჩემთვის ძალიან რთულია!“

– როგორ უმკლავდებით ამ ყველაფერს, შუშანა ბებო? მარტო როგორ ცხოვრობთ?

შუშანა: ჩემი საბრალო, საწყალი გოგო… ყველანაირად ცდილობს, რომ მომეხმაროს. მართალია, ახლოს არ ცხოვრობს, მაინც ცდილობს, ყოველდღე გამომიაროს. უკვე ხუთი წელია, რაც კიბო აღმოაჩნდა და სიცოცხლისთვის იბრძვის. მეც ჩემი ასეთი მდგომარეობით ვუმატებ საზრუნავს. უფასო სასადილოდან საჭმელი მოაქვს. სხვა რამის ყიდვის საშუალება უბრალოდ არ გვაქვს, ჩემი პენსია კი წამლებზეც არ მყოფნის. (ისევ ცხარე ცრემლით ატირდა შუშანა.)

„უამრავი დაავადება მჭირს და მოსვენება ერთი წამითაც არ მაქვს“

– დამხმარე საერთოდ არავინ გყავთ?

შუშანა: მხოლოდ 29 წლის ვიყავი, როდესაც დავქვრივდი. რვა წელიწადი ვუვლიდი, ლოგინად ჩავარდნილ, საწოლზე მიჯაჭვულ მეუღლეს. მყავს და და ძმა, მაგრამ ისინიც ასაკში არიან. ავად არიან და შორს ცხოვრობენ. წელიწადში ერთხელ თუ ვნახავთ ერთმანეთს, კარგია. სანამ მამაჩემი ცოცხალი იყო, არაფერს გაგვიჭირვებდა. მაგრამ, მანაც მალევე დაგვტოვა.

– ბედნიერი ბავშვობა გქონდათ?

შუშანა: ძალიან! საოცრად ბედნიერი! ჩვენს მშობლებს ჰქონდათ საშუალება და მე და ჩემს და-ძმასაც ყოველთვის გვქონდა ყველაფერი საუკეთესო. მგონი, რაც აქ გადმოვედი, რუსთავში, მას შემდეგ დამავიწყდა კიდეც, ბედნიერება რას ნიშნავს.

– როგორ აღმოჩნდით აქ?

შუშანა: გავთხოვდი. ხომ იცით, როგორც იცოდნენ ძველად? მამიდაჩემის ხელშეწყობით ცოლად გავყევი ძალიან კარგ, შრომისმოყვარე ბიჭს, რომელსაც ქორწილამდე არც ვიცნობდი. ჩემი უღრუბლო ოჯახური ბედნიერება ორ წელს გაგრძელდა, მერე კი საშინელმა დიაგნოზმა ყველაფერს მოუღო ბოლო… ჩემი მეუღლე ლოგინად ჩავარდა, საშინლად იტანჯებოდა მთელი რვა წელი.

მე კი ყველაფერი ერთიანად დამაწვა მხრებზე: სახლი, ბავშვები, სამსახური და მისი მოვლა. ვაიმე, რა ძნელი იყო. მხოლოდ 29 წლის ვიყავი, როდესაც გარდაიცვალა. ორის ნაცვლად ვშრომობდი. ოცდაათი წელი ვიმუშავე მზარეულად. ჩემი მშობლებიც მეხმარებოდნენ. გავზარდე გოგო და ბიჭი.

– ამჟამად სად არის თქვენი ვაჟი? თქვენ თქვით, რომ მხოლოდ გოგო გეხმარებათ.

შუშანა: საკუთარი ოჯახი ჰყავს. საქართველოში არ ცხოვრობს. უბრალოდ ამოგვშალა თავისი ცხოვრებიდან, მეც და თავისი მძიმედ დაავადებული დაც. ოცდახუთი წელია თვალად არ მინახავს. ხედავთ, რა ხდება… ორი შვილით მარტო რომ დავრჩი, ბავშვთა თავშესაფარში მირჩევდნენ მის ჩაბარებას. მარტო ფიზიკურად ვერ ვუმკლავდებოდი. მაგრამ, გადაჭრით ვთქვი ამაზე უარი, ხომ ამბობენ, რომ შვილები მშობლებისგან იღებენ მაგალითს. როგორც ხედავთ, ყოველთვის ასე არ არის.

საპირფარეშომდე მისვლაც კი, ნამდვილი გმირობაა!

– ძალიან მტკივნეულია ამის მოსმენა. მთავრობა თუ გეხმარებათ რამით?

შუშანა: რას ამბობთ?! სოციალურ შემწეობასაც კი არ მაძლევენ. პენსია არის მთელი ჩემი შემოსავალი. ყველაზე მტკივნეული კი ის არის, რომ ჩემს მძიმედ დაავადებულ შვილს სჭირდება დახმარება, მე კი მხოლოდ საზრუნავს ვუმატებ. კიდევ კარგი, ბინა მაინც მაქვს საკუთარი.

– ეს ბინა თქვენია?

შუშანა: დიახ, ჩემს ცხონებულ მეუღლეს გადასცეს  15-წლიანი თავდაუზოგავი შრომისთვის ქარხანაში. ალბათ, ეს რემონტი 50 წლის წინანდელია და რასაც ხედავთ, ყველაფერი მამაჩემის ნაჩუქარია, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული… 

ასე ვზივარ აქ, მარტო. თითქოს, გალიაში ვარ გამომწყვდეული. თვეში ერთხელ ჩემს გოგოს სასეირნოდ გავყავარ ეზოში. თავად ძლივს დადის და კიდევ მე მეხმარება ამ კიბეზე ასვლაში.

ეს რემონტი კი, ალბათ, 50 წლის წინანდელია

– შუშანა ბებო, რით შეგვიძლია თქვენი მძიმე ცხოვრების შემსუბუქება?

შუშანა: ბევრი არაფერი მჭირდება. პროდუქტს გთხოვთ, უბრალოდ საჭმელს, ხომ გესმით? სასადილოდან მოტანილ წვნიანს ვჭამ, მიუხედავად იმისა, რომ საზიზღარი გემო აქვს, უბრალოდ არ მყოფნის. კიდევ, ძალიან გამახარებდა სარეცხი მანქანა. ადრე, ჩემს გოგოს მიჰქონდა ხოლმე სარეცხი, მიათრევდა სხვა მიკრორაიონში, რეცხავდა, აშრობდა და მოჰქონდა უკან. ახლა კი, იმდენად ცუდად არის, რომ ვეღარ ზიდავს ამ ტვირთს. თქვენ მას ძალიან დაეხმარეთ და ძალიან მადლობელი ვარ თქვენი. მჯერა, რომ თქვენს მკითხველს სხვის ტკივილის გულთან ახლოს მიიტანოს და მისი შემსუბუქება ნამდვილად შეუძლია!

ძვირფასო მეგობრებო, კეთილო და გულისხმიერო მკითხველო! გვჯერა, რომ გულთან ახლოს მიიტანთ იმ ტკივილს, რომელიც შუშანა ბებოს ნაამბობში ჟღერს. ბედისწერამ ბოროტად დასცინა მას და ბედნიერი ბავშვობა, ტანჯვითა და განსაცდელით აღსავსე მძიმე ცხოვრებამ შეცვალა. კიბომ მეუღლე წაართვა, ახლა კი ერთადერთი საყვარელი ქალიშვილის წაყვანას ცდილობს. ამ გაუსაძლის სულიერ ტკივილს კი, თან ერთვის უამრავი დაავადება, რომელიც ერთი წამითაც არ ასვენებს ქალს.

 რამხელა წყენას და სულიერ ტკივილს განიცდის ადამიანი, როდესაც საკუთარ სამშობლოში, საქართველოში, რომელიც ყოველთვის უყვარდა მთელი გულით, ის საერთოდ არავის სჭირდება!

      განა, ეს სიმართლე არ არის?! ის არ სჭირდება მთავრობას! მაგრამ ჩვენ ხომ, მთავრობა არ ვართ?! ჩვენ გვაქვს გული და სინდისი! ასე რომ, შუშანას ეჭვიც არ უნდა შეეპაროს, ის ახსოვს ქართველებს! და… აუცილებლად დახმარებიან კიდეც!

 შუშანას და მის ქალიშვილს სასწრაფოდ სჭირდებათ დახმარება. უპირველეს ყოვლისა კი, მათ ჩვენი გულის სითბოს გაზიარება სჭირდებათ. მერწმუნეთ, მეგობრებო, თუ ჩვენი დახმარებით,  თუნდაც ერთი ან ორი დღე, თვე ან წელიწადი, იცოცხლებს ტკივილის გარეშე. (იცოცხლოს საბრალო ქალმა! რამდენი ტანჯვა გადაიტანა!) შევძლებთ ამაყად გამოვუცხადოთ ყველას ჩვენს ირგვლივ: ღვთის ადამიანი ვარ! ღმერთის მწამს, მაქვს მისი იმედი და სიყვარული, რადგან მას ვუყვარვარ და განსაცდელში არასდროს მიმატოვებს!

ჩვენი ვალია, დახმარების ხელი გავუწოდოთ და არ მივცეთ საშუალება ჩაიძიროს ამ ტკივილის მორევში. რა თქმა უნდა, საყვარელ ადამიანებს ვერ დავუბრუნებთ, მაგრამ ნამდვილად შეგვიძლია რომ ცხოვრება შევუმსუბუქოთ. ის ბევრს არ ითხოვს, სჭირდება სარეცხი მანქანა და საკვები პროდუქტი.

თუ გსურთ, შუშანა ბებო მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ, მათი მისამართია: ქ. რუსთავი, მეშვიდე მიკრორაიონი, კორპუსი 17, ბინა 72.

ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!

არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი #GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი #GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი #GE42LB0115113036665000 

 (დანიშნულება: შუშანა ოლგესაშვილი)

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  TBCpay, ExpressPay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

 სპეციალურ ნომერზე:  0901200270 
განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2023 ოქტ 04
სარეცხი მანქანა
600.00₾
2023 ოქტ 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
1490.00₾
2023 ნოე 25
გაზქურა
650.00₾
2024 იან 04
ეტლი
4300.00₾
12.08.2024
მედიკამენტები
705.46₾

სულ ხარჯები:

7745.46₾

დარჩა:

0₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.09.2024 10:04:57
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.09.2024 10:02:45
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.09.2024 10:02:04
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.09.2024 10:01:24
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.09.2024 10:01:17
₾30.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.08.2024 00:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.02.2024 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.12.2023 20:00:00
₾100.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.12.2023 20:00:00
₾100.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.12.2023 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.11.2023 20:42:21
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.11.2023 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.10.2023 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
17.10.2023 01:52:26
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.10.2023 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.10.2023 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.10.2023 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.10.2023 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.10.2023 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.09.2023 20:00:00
₾1.00

შემოწირულია:

₾7,745.32

579 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾7,745.32

579 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება