რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
ცოცხალი მშობლების ობოლია ეს ბიჭი. ზურიკოს ბებო ზრდის დაბადებიდან. დედამ ვერ მოახერხა, მამამ არ მოისურვა. ასე დარჩა ბებოსთან ერთად, დანგრეულ სახლში. დედამ სხვა ოჯახი შექმნა, მამაც არ ინტერესდება შვილის ცხოვრებით… ბებო არის ამ ქვეყნად მისი ერთადერთი ახლობელი ადამიანი. მუდამ ერთად არიან. ერთი და იგივე რამის ეშინიათ. 10 წლის ზურიკოს იმის ეშინია, რომ ბებია დარდით მოკვდება, ბებოს კი იმის, რომ შიმშილი ან ავადმყოფობა წაართმევს შვილიშვილს, ან ორივე მოჰყვებიან მათი საკუთარი სახლის ჩამონგრეული სახურავის ქვეშ. ცალ-ცალკე ვერ გადარჩებიან და რომც გადარჩნენ, რაში სჭირდებათ ასეთი სიცოცხლე?
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270
ცოცხალი მშობლების ობოლია ეს ბიჭი. ზურიკოს ბებო ზრდის დაბადებიდან.
დედამ ვერ მოახერხა, მამამ არ მოისურვა. ასე დარჩა ბებოსთან ერთად, დანგრეულ სახლში. დედამ სხვა ოჯახი შექმნა, მამაც არ ინტერესდება შვილის ცხოვრებით… ბებო არის ამ ქვეყნად მისი ერთადერთი ახლობელი ადამიანი. მუდამ ერთად არიან. ერთი და იგივე რამის ეშინიათ. 10 წლის ზურიკოს იმის ეშინია, რომ ბებია დარდით მოკვდება, ბებოს კი იმის, რომ შიმშილი ან ავადმყოფობა წაართმევს შვილიშვილს, ან ორივე მოჰყვებიან მათი საკუთარი სახლის ჩამონგრეული სახურავის ქვეშ. ცალ-ცალკე ვერ გადარჩებიან და რომც გადარჩნენ, რაში სჭირდებათ ასეთი სიცოცხლე?
„ბებოს გარდა არავის ვუყვარვარ და მეც მხოლოდ ის მიყვარს“
მარინა: რომელი ერთი ვიდარდო აღარ ვიცი. ის, რომ სახლი მენგრევა თავზე თუ შვილიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა? სახურავს თუ ვერ შევაკეთებთ, ბავშვი ქუჩაში დარჩება. მის ჯანმრთელობას დროულად თუ ვერ მივხედე და რამე თუ დაემართა, რაღაში გვჭირდება სახლი?
– იმდენი პრობლემა გაქვთ, არც კი ვიცი, საიდან დავიწყო. ჯერ ზურიკოზე გვიამბეთ, მარტო რატომ ზრდით, სად არიან მისი მშობლები? ცოცხლები არიან?
მარინა: ცოცხალზე მეტიც. უბრალოდ იცით, ბავშვის აღზრდის უნარი ყველას არ გააჩნია. ყველა ქალი დედობისთვის არ არის გაჩენილი. ყველა მამაკაცს არ ესმის მამობის არსი. ზურა რომ გაჩნდა, 23 წლის იყო ჩემი გოგო. ბავშვის მოვლა არ იცოდა. არ გამოსდიოდა. ვერ ხვდებოდა რატომ ტიროდა პატარა, რომ მას ჭამა და დაბანა უნდოდა… ბავშვს სუსტი ჯანმრთელობა აქვს დაბადებიდან. უჰაერობის შეტევები აწუხებს ხშირად. 10 წლის განმავლობაში, ვერ გეტყვით, რამდენი დღე გვაქვს გატარებული საავადმყოფოში. რამდენჯერ ჩავხედეთ სიკვდილს თვალებში, ვერ გავიხსენებ. ისეთი მძიმე დღეებიც გვაქვს გამოვლილი, როდესაც შიმშილისგან გონებას კარგავდა.
„სახურავი ჩამოვარდნილია და წყალი ჩამოდის, აღარ შველის ტაშტების და ქვაბების შედგმა“
– მესმის, რომ თქვენ უწევთ ზურიკოს დედობასაც და მამობასაც… მაგრამ, საერთოდ, თუ აქვს ურთიერთობა მშობლებთან?
მარინა: რამდენი წელი ვეხვეწებოდი, ბავშვთან კავშირი არ დაეკარგათ, მაგრამ უარზე იყვნენ. ჩემმა გოგომ სხვა ოჯახი შექმნა, სიძე საერთოდ დაიკარგა… 2 წლის წინ, ვაიძულე ჩემი შვილი გაეცნო ბავშვი და დალაპარაკებოდა მას. ცოტა ხანს, რამდენიმე საათი მაინც. ბავშვი საკუთარ დედას უნდა იცნობდეს. მეგონა, იქნებ მის გულში დედობრივმა გრძნობებმა გაიღვიძოს, ზურიკო ხომ, ისეთი თბილი და მოსიყვარულე ბავშვია. უნდა უყვარდეს დედამისი. მუდამ ხომ არ ვიცოცხლებ. ახალგაზრდებიც იღუპებიან, აგერ… მე რომ რამე დამემართოს, ბავშვს საყვარელი ადამიანი ხომ უნდა ჰყავდეს?
ზურიკო (10 წლის): მე შენ მიყვარხარ, ბებო! შენ ხარ ჩემი საყვარელი ადამიანი! არავინ მჭირდება შენს გარდა! ყველაზე მეტად მეშინია, მე ცუდად რომ ვხდები, ბებო კი ტირის… რამე თუ დაემართა, სულ მარტო დავრჩები. არავისთან არ მინდა. მხოლოდ ბებოსთან!
„ხანდახან ისე ცუდად ვარ, რომ ვერ ვინძრევი. ვერ ვსუნთქავ, ვიხრჩობი“
– რატომ ხდები ხოლმე ცუდად?
ზურიკო: ხანდახან, სუნთქვა მიჭირს და ვიხრჩობი. ექიმები ასთმას ეძახიან. არ ვიცი, დიდი ხანია არ ვყოფილვარ ექიმთან, ბებოს ფული საერთოდ არ აქვს. ბებოს ნათესავები გვეხმარებიან. თუ იწვიმა, ძალიან ცუდად ვარ ხოლმე. სახლი სულ სველია, კედლებზე კი სოკო ჩნდება.
– სახურავიდან წყალი ჩამოდის?
მარინა: წყალი ჩამოდის კი არა, სახურავი საერთოდ არ გვაქვს. წინა წელს, ისე მოთოვა, რომ სახურავი კინაღამ ჩამოიშალა. კრამიტი ცვიოდა, წვიმის მერე კი, ფიცრები სულ სველი იყო, ხოლმე და დაიბზარა. ტაშტებს ვუდგამდი. ერთი ოთახი გვქონდა, სადაც ნაკლებად ჩამოდიოდა წყალი, იქ გვეძინა. მაგრამ, ცოტა ხნის წინ, ღამით მაგარი წვიმა იყო და ოთახში კრამიტი ჩამოვარდა. სასწაულით ვართ გადარჩენილები. ამხელა რაღაც ზედ რომ დაგვეცეს, დავიღუპებით.
კრამიტი ცვივა, ფიცრები დალპა, იატაკი ჩავარდნილია, კედლები კი დაფარულია ობით და სოკოთი
– როგორ ცხოვრობთ? ეს ხომ სახიფათოა სიცოცხლისთვის?
მარინა: რამდენიმე თვით ნაცნობმა შეგვიფარა, ერთი თვის წინ კი, ნათესავებთან გადავედით საცხოვრებლად. ერთი წელია გამგეობას ვეხვეწები, სახურავის შეკეთებაში რომ დამეხმარონ, მპასუხობენ: „ბიუჯეტი არ ითვალისწინებს. როგორც კი თანხა იქნება, გადავხურავთო.“ აი, ასეთი ზრდილობიანი უარით მისტუმრებენ.
ზურიკო: სახურავის გარდა, ბებოს კიდევ ძალიან სჭირდება სარეცხი მანქანა! თვითონ არ გეტყვით, ძალიან მორცხვია. არასდროს არაფერს ითხოვს. ჩემთვის საჭმლის ფული რომ იშოვნოს, დილით ოთხ საათზე დგება და სამუშაოზე მიდის, თხილის კრეფაზე. ვიცი, ძალიან ძნელია! ასეთ მძიმე შრომას, ზოგი კაციც კი ვერ უძლებს!
მარინა: სამწუხაროდ, მხოლოდ რამდენიმე თვის განმავლობაში იქნება ეს სამსახურიც. მერე კი, ისევ შიმშილი გველის!
„შიმშილზე უარესი არაფერია ამ ქვეყნად“
– სხვა რაიმე შემოსავალი თუ გაქვთ?
მარინა: საპენსიო ასაკს ჯერ ვერ მივაღწიე. მხოლოდ შემწეობას ვიღებთ – 200 ლარს. იცით, ხანდახან როგორ გვიჭირს? ზუსტად ვიცით, რას ნიშნავს, შიმშილისგან გონების დაკარგვა! არაერთხელ გვაქვს გამოცდილი.
– ღმერთო ჩემო! საშინელებებს ამბობთ!
მარინა: და აზრებსაც ვერ ვუყრი თავს, ყველაფერი რომ გიამბოთ… თუ ადამიანს ბედნიერება არ უწერია, ვერ ეღირსება! ჩვენი საცხოვრებელი სიცოცხლისთვის საშიში გახდა. შვილიშვილის დაავადება კი, შენელებული მოქმედების ბომბია. ასთმისა და ალერგიის გარდა, ხერხემლის გამრუდება აქვს, ერთი ფეხი მეორეზე მოკლეა, სიარულიც კი უჭირს. მე კი ექიმთან ვერ მიმყავს, როგორ შეიძლება ასე? სუსტია და ხშირად ავადმყოფობს, სკოლის გაცდენაც ხშირად უწევს. ძალიან ვდარდობ.
„მეუბნებიან, რომ კარგი ბიჭი ვარ, მაგრამ ჩემი ბებოს გარდა, არავის ვჭირდები“
– ნამდვილად საგანგაშო მდგომარეობაა! ჩვენი მკითხველები აუცილებლად გაგიგებენ და დაგეხმარებიან!
მარინა: ვერც ვიჯერებ, რომ გულთან ამდენად ახლოს მიიტანეთ ჩვენი მდგომარეობა… როგორი მზრუნველები ხართ, მე ხომ მხოლოდ სახურავის გამო შეგაწუხეთ, თქვენ კი, კიდევ ამდენ პრობლემაზე გაამახვილეთ ყურადღება. მართალია, პირველ რიგში ზურიკოს ჯანმრთელობის საკითხი უნდა მიგვარდეს, მერე კი – სახურავის. ჭირსაც წაუღია ეს სახლი, ზურიკო თუ არ მეყოლება ჯანმრთელი. მე ხომ, ის სიცოცხლეზე მეტად მიყვარს, თვალსაც არ დავახამხამებ ისე მივცემ საკუთარ სიცოცხლეს, სულსა და გულს… იცით, როგორ მენატრება ხოლმე, როდესაც სკოლაშია, მის ბალიშს და ტანსაცმელს ვყნოსავ. ჩემი სიცოცხლე! მადლობელი ვარ ჩემი შვილის და სიძის, რომ გააჩინეს! რა მეშველებოდა მის გარეშე?!
რამდენს რამეს დავთმობდით ჩვენი საყვარელი ადამიანების უსაფრთხოებისთვის და კეთილდღეობისთვის? რას ვიგრძნობთ იმ შემთხვევაში, თუ შვილს დაემუქრება საფრთხე? როგორია, როდესაც იცი, რომ საკუთარი სახლის ჩამონგრეული სახურავის ქვეშ შეიძლება ცოცხლად დაიმარხონ შენი საყვარელი ადამიანები? ნუთუ, უმოქმედოდ ვიქნებოდით, თუ გვეცოდინებოდა, რომ ჩვენი შვილებისთვის შეიძლება არ დადგეს ხვალინდელი დღე?
ზურიკო განწირულია მარტოობისთვის. გაჩენის წუთიდან იძულებულია დედის და მამის მზრუნველობის გარეშე ისწავლოს ცხოვრება. მარინა ბებო არის მისი ერთადერთი საყრდენი ამ იმედდაკარგულ სამყაროში. მათ ცხოვრებაში სიხარულს ადგილი არ აქვს, აქ მხოლოდ შიშია და სიღატაკე.
ამიერიდან, ისინი თქვენი საყვარელი ადამიანები გახდებიან, სწორედ თქვენი! თქვენზე უკეთ ვერავინ დაეხმარება მათ! არ შევუშინდებით ამ სიტყვას და რჩეულნი ხართ! უბრალოდ კი არ კითხულობთ ამ სიტყვებს. ყველა ბოლომდე არ წაიკითხავს ამ ამბავს და რომც წაიკითხოს, სრულად ვერ გააცნობიერებს მის ტრაგიზმს. ამიტომ, თქვენ ხართ რჩეულნი და სწორედ თქვენ მოგმართავთ! გახდით მარინას და ზურიკოს ახლობელი ადამიანები!
თუ გსურთ, მოინახულოთ და პირადად გაუწიოთ დახმარება ამ ოჯახს, მათი მისამართია: ახმეტის მუნიციპალიტეტი, სოფელი ქისტაური.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
საქართველოს ბანკი #GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი #GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი #GE42LB0115113036665000
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: TBCpay, ExpressPay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
ერთად, ჩვენ დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
სულ ხარჯები:
26088.86₾დარჩა:
25.07₾