ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

მე ხომ, ბავშვი ვარ, რატომ უნდა მოვკვდე?!.. მაგრამ კიბო ადამიანებს კლავს, მე კი, ეს ცუდი კიბო მაქვს. მითხარით, ხომ არ დაუშვებთ, რომ მოვკვდე?!!

calendar ნოემბერი 30, 2023

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

ლაშა: „სიცოცხლე ძალიან, ძალიან მინდა! კიდევ ერთი დღე, ორი, იქნებ ერთი კვირა ან ერთი თვე, ერთი წელი ან იქნებ?.. ვიცოდე მაინც!!! მთელი გულით მინდა, სასწაულის რომ მჯეროდეს!”
ჩემი ოცნება იყო, ფეხბურთელი გამოვსულიყავი. საუკეთესო ვიყავი სკოლის გუნდში! ბებია ყოველთვის მეუბნებოდა, რომ ყველაზე ლამაზი და ძლიერი ვიყავი! როდესაც ორი წლის წინ აღმომაჩნდა ეს სასიკვდილო დაავადება – ჰოჯკინის ლიმფომა, თავიდან ვერც მივხვდი, ეს რას ნიშნავდა და მაინც სიცოცხლე მიხაროდა!!! მაგრამ… მერე კი, ქიმია დაიწყო! და სულ უფრო მეტს ვფიქრობდი ყოველდღე: ნეტავ, რა მელის ხვალ?!“

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

მე ხომ, ბავშვი ვარ, რატომ უნდა მოვკვდე?!.. მაგრამ კიბო ადამიანებს კლავს, მე კი, ეს ცუდი კიბო მაქვს. მითხარით, ხომ არ დაუშვებთ, რომ მოვკვდე?!!

ხოჯკინის ლიმფომა! აი, თურმე რა ჰქვია ამ საშინელ დაავადებას! როგორ მძულს!

ვოცნებობდი, ფეხბურთელი გამოვსულიყავი. საუკეთესო ვიყავი სკოლის გუნდში! ბებო სულ იმას მეუბნებოდა, რომ ყველაზე ლამაზი და ყველაზე ძლიერი ვიყავი!

მაგრამ, ორი წლის წინ, ეს სასიკვდილო დიაგნოზი დამისვეს, მაშინ ვერც გავიაზრე და ჯერ კიდევ სიცოცხლე მიხაროდა! მაგრამ, დაიწყო ქიმიო თერაპია! და ყოველდღე სულ უფრო მეტს ვფიქრობ იმაზე, თუ რა მელის ხვალ?!

„როდესაც ორი წლის წინ ეს დაავადება დამემართა და ჩამიტარდა პირველი ქიმიო თერაპია, მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, ჩემი კულულები რამდენად მალე გაიზრდებოდა ისევ! რა სისულელეა… მხოლოდ ორი წელი დამჭირდა იმის გასააზრებლად, რომ ადამიანისთვის მნიშვნელოვანი არის მხოლოდ ტკივილის გარეშე ცხოვრება! თმა… როგორ შეიძლება ამას პრობლემა ერქვას?!

ექიმები არ მეუბნებიან, რამდენი ხნის სიცოცხლე მაქვს დარჩენილი! გარშემო ყველა მამშვიდებს: კარგად იქნება ყველაფერი! მოითმინე, შვილო… და ეს სიკეთეც მკლავს! მათ ხომ, იციან… რატომ მეუბნებიან იმას, რაც არ არის მართალი?! თუ მართლა მითანაგრძნობთ, დამეხმარეთ, მაპოვნინეთ გამოსავალი! რაღაც გამოსავალი ხომ უნდა იყოს! იქნებ, საზღვარგარეთ?! ოღონდ, ნუ დაუშვებთ იმას, რომ მოვკვდე!

არცერთმა მათგანმა არ იცის, რა მძიმეა, როდესაც ყოველ წუთს სიკვდილს ელოდები! ახლა, ძვირადღირებული გამოკვლევები მჭირდება! მაგრამ, ჩემს ოჯახს ფული საერთოდ არ აქვს!

 მაია ბებო: ისეთი კარგი და ლამაზი ბიჭია! რა ბედნიერი ვიყავი, ასეთი შვილიშვილი რომ მყავდა! ისეთი მოუსვენარი იყო! ფეხბურთელობაზე ოცნებობდა ისევე, როგორც ყველა ქართველი ბიჭი! ახლა კი, მის მდგომარეობას რომ ვუყურებ, როდესაც რამდენიმე დღის განმავლობაში დაღლილობის გამო ვერ დგება საწოლიდან, ვნანობ ჩემს სიტყვებს, – ამბობს და ცხარე ცრემლით ტირის მაია ბებო.

ორი წლის წინ, მის შვილიშვილს დიდი უბედურება დაატყდა თავს – სიცოცხლით აღსავსე ბიჭუნას დაუსვეს დიაგნოზი – ხოჯკინის ლიმფომა.

„როდესაც 8 თვის განმავლობაში საავადმყოფოში ვიწექი, ბებო სულ ჩემს გვერდით იყო და მამშვიდებდა, რომ არ მოვკვდები და ისევ შევძლებ ფეხბურთის თამაშს!“

მაია ბებო: „უფლის საჩუქარია ლაშა! ასე ძალიან, მგონი, ამ ქვეყნად არასდროს არავინ მყვარებია!

თავს მოვიკლავ, ჩემს ბიჭს რამე რომ დაემართოს. ის ხომ, ჩემი უსაყვარლესი შვილიშვილია. ჩემმა შვილმა მისი აღზრდა ვერ მოახერხა, თავადაც ავად იყო. მამამისი კი წავიდა! გზაც დამილოცნია! არ მინდა ამაზე საუბარი…

 უფლის საჩუქარია ლაშა! ასე ძალიან, მგონი, არასდროს არავინ მყვარებია! 

ძალიან აქტიური ბიჭი იყო. ყველას ძალიან უყვარდა! შეხედეთ, რა ლამაზი მყავს! 

არასდროს გამხდარა ავად და უცებ!.. ექიმებმა თავიდან გვითხრეს, რომ ეს უბრალო გრიპია! ძალიან სტკიოდა ყელი! მაგრამ, როდესაც მდგომარეობა ძალიან დამძიმდა, ყელის ოპერაციის დროს, სიმსივნე და მეტასტაზები აღმოაჩინეს!

 მართალს ამბობენ: გასაჭირს გასაჭირი ემატება! იმ 8 თვის განმავლობაში, რაც ლაშამ საავადმყოფოში გაატარა, ჩემს მეუღლესაც მომაკვდინებელი სენი აღმოაჩნდა – ლეიკემია! რამდენიმე თვეში ჩაიფერფლა: ტკივილით ჩაიფერფლა! და აი, სულ მარტო დავრჩი ჩემს მძიმედ დაავადებულ შვილიშვილთან ერთად… და უამრავი პრობლემის პირისპირ… 

 ამჟამად, ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მალე ჩაუტარდეს გამოკვლევები რომ გავარკვიოთ, ქიმიამ შედეგი გამოიღო თუ ძვირადღირებული მკურნალობა კვლავ უნდა გაგრძელდეს! თქვენი დახმარება და ლოცვა გვჭირდება!

– უშედეგო აღმოჩნდა ოპერაცია?

მაია: მგონი, პირიქით, დაამძიმა მდგომარეობა. ოპერაციის დროს, ქირურგს ჯირკვლის ფორმა არ მოეწონა, დათესა და საშინელმა პასუხმაც არ დააყოვნა: აღმოჩნდა, რომ ჩემს შვილიშვილს სიმსივნე აქვს და მეტასტაზები მთელს ორგანიზმშია გავრცელებული. არც მახსოვს, ამ შოკთან როგორ შევძელი გამკლავება. ალბათ, მხოლოდ ლოცვამ გადამარჩინა. რვა თვე გავატარეთ საავადმყოფოში. ამ პერიოდში კი, ჩემი მეუღლეც ნერვიულობით დაავადმყოფდა. არ ვიცი, ეს რამდენად შესაძლებელია, მაგრამ ამის გამო, ლეიკემია განუვითარდა და რამდენიმე თვეში ჩაიფერფლა. მოკვდა… დამტოვა მძიმედ დაავადებულ შვილიშვილთან და ვეებერთელა პრობლემების პირისპირ.

„ადრე, ღმერთს ვთხოვდი, გამოვსულიყავი განთქმული ფეხბურთელი, ახლა კი ვთხოვ, რომ არ მოვკვდე.“

ლაშა (16 წლის): მამასავით მიყვარდა ბაბუა. მისგან ბევრი რამ ვისწავლე. მისი გარდაცვალება დიდი ტრაგედიაა ჩემთვის.

– ლაშა, შენ უკვე დიდი ბიჭი ხარ და ალბათ, ყველაფერი იცი, შენს დაავადებაზე.

ლაშა: ვერ ვიჯერებდი. ამის შესახებ არ მინდოდა არაფერის წაკითხვა. ბებოს ვთხოვე, მოყოლა, რა მელოდება… როდის მოვკვდები? ვიცი, რომ კიბო ძალიან ცუდი დაავადებაა, განსაკუთრებით ის ფორმა, რომელიც მე მაქვს – ხოჯკინის ლიმფომა. ამაზე ლაპარაკი არ მიყვარს. სულ რაღაც ორი წლის წინ, ვოცნებობდი ველოსიპედზე, მინდოდა, ფეხბურთელი გამოვსულიყავი, მეგობრებთან ერთად მიყვარდა სეირნობა… ახლა კი, ღმერთს მხოლოდ იმას ვთხოვ, რომ არ მოვკვდე, აღარაფერი მინდა. მთავარია თავი არ მტკიოდეს და ძვლებში არ მამტვრევდეს.

 „აი, ეს რაღაც ჩემი ნაწილი იყო… ჩემს სხეულში იყო ჩაკერებული.“

მაია: ყველაფერი იქნება კარგად! სისულელეებს ნუ ამბობ! ქიმიო და სხივური თერაპიის მერე, თითქოს უკან დაიხია დაავადებამ. ხშირად გვჭირდება ანალიზებისა და კვლევების ჩატარება, ჩემი შვილიშვილის პენსიითა და ჩემი დამლაგებლის ხელფასით კი, ეს შეუძლებელია. მეზობლებისა და უცხო ადამიანების გულკეთილობა რომ არა, ერთ გამოკვლევასაც კი ვერ ჩავიტარებდით.

„გული მისკდება, ამ დროს რომ ვიხსენებ. მეგონა, რომ თმა არასდროს გამეზრდებოდა და სამუდამოდ ასეთი მელოტი დავრჩებოდი.“

– სახელმწიფო არ გაფინანსებთ?

მაია: ჩემი მეუღლის გარდაცვალების მერე, სოციალური დაუცველობის სტატუსიც კი მოგვიხსნეს. არ ვიცი, ვინ და როგორ აფასებს იქ, ვინ იმსახურებს სახელმწიფოსგან შემწეობას და ვინ არა. სანამ ჩემი მეუღლე ცოცხალი იყო, ის მუშაობდა და არაფერს გვაკლებდა. მაგრამ ახლა, იმის საშუალებაც კი არ გვაქვს, რომ თბილისში ექიმთან წავიდეთ.

– მაია, რით შეგვიძლია, რომ დაგეხმაროთ?

მაია: ახლა, დეკემბერში, ლაშას სრული გამოკვლევის ჩატარება სჭირდება. ჩემთვის კი, ტომოგრაფიაც მიუწვდომელია. ვინმე თუ არ დამეხმარა, ცხოვრების ბოლომდე ვერ შევაგროვებ ამხელა თანხას.

 „მეუღლის გარდაცვალების მერე, ფუჭდება ყველაფერი. სახლს აღარავინ უვლის და ფულიც საერთოდ არ გვაქვს.“

– რა თანხას გულისხმობთ?

მაია: სავარაუდოდ, დაახლოებით 3 000 ლარი დაგვჭირდება. ვიცი, რომ ზოგისთვის ეს შეიძლება სულაც არ იყოს დიდი თანხა, მაგრამ მარტოხელა ბებიისთვის წარმოუდგენელია მისი შეგროვება.

ლაშა: გული მწყდება, ამას რომ ვამბობ. როგორ იცვლება ყველაფერი… სანამ ავად გავხდებოდი, არასდროს ვიღლებოდი, ახლა კი უბრალოდ სკოლაში წასვლაც მიჭირს. 

– იქნებ, გულის სიღრმეში გაქვს რამე ოცნება, რომელიც გაგახარებდა, აგიმაღლებდა განწყობას?

ლაშა: ალბათ, ბებო მომკლავს, მაგრამ მაინც გეტყვით: ტელეფონსა და კომპიუტერზე ვოცნებობ. მათი დახმარებით, სახლიდან გაუსვლელად შევძლებდი ჩემს მეგობრებთან საუბარს.

მეგობრებო, ეს ახალგაზრდა ბიჭი, დიდ გასაჭირში ჩავარდა. მან შეიძლება წააგოს სიკვდილთან უთანასწორო ბრძოლა, ჩვენ თუ არ დავეხმარეთ. კიბომ დააუძლურა და ნორმალური ცხოვრებით ცხოვრების შესაძლებლობა წაართვა. მას ჩვენი დახმარება სჭირდება! ლაშას სჯერა, რომ თქვენ მას გასაჭირში არ მიატოვებთ და დაეხმარებით. ნუ გამოიჩენთ გულგრილობას! გულთან ახლოს მიიტანეთ ამ საბრალო ბიჭს გასაჭირი!

ლაშას გამოკვლევის ჩატარება ძალიან სჭირდება, მაგრამ მისი ბებია ამხელა თანხას დამოუკიდებლად ვერ შეაგროვებს. გარდა ამისა, ლაშა ოცნებობს ლეპტოპსა და ტელეფონზე. ჩვენ ხომ, ამის გაკეთება შეგვიძლია ბიჭისთვის, რომელმაც არაერთხელ ჩახედა სიკვდილს თვალებში!

თუ გსურთ, მოინახულოთ ოჯახი და დახმარება პირადად გაუწიოთ, მათი მისამართია: ტყიბულის მუნიციპალიტეტი, სოფელი ორპირი.

ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!

არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია! მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000

(დანიშნულება: კეთილაძე)

 თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  TBCpay, ExpressPay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

 სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2023 დეკ 05
მრტ
1270.00₾
2023 დეკ 05
კონსულტაცია,ანალიზი
435.00₾
2023 დეკ 17
მობილური ტელეფონი
1359.00₾
2024 იან 04
პროდუქტები
499.66₾
2024 იან 04
კომუნალური გადასახადი,გაზი
58.09₾
2024 იან 10
კომუნალური გადასახადი,დენი
37.68₾
2024 იან 11
კონსულტაცია
90.00₾
2024 იან 11
მედიკამენტები
96.81₾
2024 იან 22
მაცივარი
780.00₾
2024 იან 22
პროდუქტები
400.80₾
2024 იან 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
3665.00₾
2024 თებ 03
სახურავის მასალა
2411.60₾
2024 თებ 03
სახურავის მასალა
126.00₾
2024 თებ 12
კომუნალური გადასახადი,დენი
14.83₾
2024 თებ 12
კომუნალური გადასახადი,გაზი
172.11₾
2024 თებ 12
მეტალოპლასმასის კარ-ფანჯარა
1550.00₾
2024 თებ 12
მედიკამენტები
251.86₾
2024 თებ 16
პროდუქტები
349.92₾
2024 თებ 28
სამშენებლო მასალა,ლამინატი
897.93₾
2024 მარ 15
კომუნალური გადასახადი,დენი
21.51₾
2024 მარ 15
მედიკამენტები
143.35₾
2024 მარ 15
მედიკამენტები
275.55₾
2024 მარ 15
კომუნალური გადასახადი,გაზი
165.84₾
2024 მარ 20
პროდუქტები
350.98₾
2024 აპრ 17
კომუნალური გადასახადი,დენი
24.13₾
2024 აპრ 17
კომუნალური გადასახადი,გაზი
145.89₾
2024 აპრ 17
პროდუქტები
350.01₾
2024 აპრ 22
მედიკამენტები
91.94₾
2024 აპრ 22
მედიკამენტები
206.60₾
2024 აპრ 24
სამშენებლო მასალა
1528.63₾
2024 მაი 15
კომუნალური გადასახადი,დენი
14.73₾
2024 მაი 15
კომუნალური გადასახადი,გაზი
47.87₾
2024 მაი 15
პროდუქტები
348.14₾
07.06.2024
პროდუქტები
149.92₾
19.06.2024
კომუნალური გადასახადი,გაზი
22.64₾
19.06.2024
კომუნალური გადასახადი,გაზი
26.22₾
19.06.2024
პროდუქტები
306.02₾
16.07.2024
მედიკამენტები
72.99₾
30.08.2024
ფონდის ზედნადები ხარჯები
100.00₾

სულ ხარჯები:

18859.25₾

დარჩა:

0.74₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.09.2024 10:15:27
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.09.2024 10:15:10
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.09.2024 10:15:03
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
17.08.2024 10:18:50
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
22.07.2024 00:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
22.07.2024 00:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
22.07.2024 00:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
22.07.2024 00:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
22.07.2024 00:00:00
₾15.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
22.07.2024 00:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
22.07.2024 00:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
22.07.2024 00:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
22.07.2024 00:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
22.07.2024 00:00:00
₾25.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
22.07.2024 00:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
22.07.2024 00:00:00
₾2.54
გმადლობთ, კეთილო გულო!
15.07.2024 00:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
15.07.2024 00:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
15.07.2024 00:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
15.07.2024 00:00:00
₾5.00

შემოწირულია:

₾18,859.99

1388 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾18,859.99

1388 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება