ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

ვერავინ გაიგებს, როგორ ვიტანჯები. ღმერთს ვთხოვ, მარტოობაში არცერთ მოხუცს არ ამოხდეს სული…

calendar დეკემბერი 2, 2023

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

„ხანდახან, ამ გაუსაძლისი ტკივილისა და ქავილის გამო სიკვდილი მინდა“, „ხანდახან, ტკივილისგან თვალთ მიბნელდება ხოლმე, მაგრამ ყოველთვის არ მაქვს საკმარისი მედიკამენტები. რთულია მარტოხელა ადამიანისთვის პენსია ყველაფერს ამყოფინოს, რაც სჭირდება“, – ამბობს ჯულიეტა და ცდილობს, სასოწარკვეთა დამალოს ამ სიტყვებს უკან. „ყოველი ნაბიჯის გადადგმა ძალიან მიჭირს. მტკივნეულია ყოველი ნაბიჯი.“

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

ვერავინგაიგებს, როგორვიტანჯები. ღმერთსვთხოვ, მარტოობაშიარცერთმოხუცსარამოხდესსული…

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

 „ხანდახან, ამ გაუსაძლისი ტკივილისა და ქავილის გამო სიკვდილი მინდა“

„ხანდახან, ტკივილისგან თვალთ მიბნელდება ხოლმე, მაგრამ ყოველთვის არ მაქვს საკმარისი მედიკამენტები. რთულია მარტოხელა ადამიანისთვის პენსია ყველაფერს ამყოფინოს, რაც სჭირდება“, – ამბობს ჯულიეტა და ცდილობს, სასოწარკვეთა დამალოს ამ სიტყვებს უკან.

 „ყოველი ნაბიჯის გადადგმა ძალიან მიჭირს. მტკივნეულია ყოველი ნაბიჯი.“

 – მარტო რატომ დარჩით, ჯულიეტა? მშვენიერი ქალბატონი ბრძანდებით, ალბათ, რამდენი მსურველი იქნებოდა, თქვენთან ერთად ოჯახის შექმნის?

 ჯულიეტა: მყავდა მეუღლე მაგრამ ის, 25 წლის წინ გარდაიცვალა. ძალიან მიყვარდა და მიუხედავად იმისა, რომ რაღა დაგიმალოთ და ბევრი მთხოვნელი მყავდა, ყველას ვეუბნებოდი უარს. მეუღლის ერთგული დავრჩი! დიდი უბედურება შეგვემთხვა, რომელიც მან ვერ გადაიტანა!

 „ერთი წლის ასაკში ჩემმა შვილმა დამწვრობა რომ მიიღო. დიდხანს ებრძოდა სიკვდილს, მაგრამ ვერ გადაარჩინეს.“

 – გვიამბეთ, რა მოხდა?

 ჯულიეტა: ბედნიერი ოჯახი გვქონდა, მაგრამ ჩვენი ბედნიერება არ იყო სრულყოფილი. მერე გაჩნდა ჩვენი ნანატრი ბიჭი. როგორ გვიყვარდა, ღმერთო! მზე და მთვარე ამოგვდიოდა. ერთი წლის იყო ჩემი პატარა, ფეხი ახალი ადგმული ჰქონდა, შემთხვევით მდუღარე წყალი რომ გადაივლო! მთელი სხეული დამწვარი ჰქონდა! სახე, მუცელი, ხელები… საავადმყოფომდე ძლივს მიაღწია ცოცხალმა, ტკივილისგან გონებას კარგავდა! ექიმებმა კი გვითხრეს, რომ ვერ შეძლებდნენ მის გადარჩენას – სიცოცხლესთან შეუთავსებელი დამწვრობა ჰქონდა. სწორედ იმ პერიოდში გავყიდეთ ყველაფერი – სახლი, ყველა ნივთი რაც კი ფასეული რამ გაგვაჩნდა. მაგრამ, ვერ გადავარჩინეთ.

 – ღმერთო, წარმოდგენაც კი საზარელია, რის გადატანა მოგიხდათ!

 ჯულიეტა: მტერს არ ვუსურვებ! ამის მერე დამეწყო გული პრობლემები, ნერვიულობის ნიადაგზე გამოვლინდა საშინელი დაავადება – ფსორიაზი. ჩემმა მეუღლემ კი, ვერ გადაიტანა ამხელა დარტყმა და გარდაიცვალა. დამტოვა მარტო! ტკივილს ჭკუიდან რომ არ გადავეყვანე, გადავწყვიტე მეშვილა ბავშვი. ბიჭი. საკუთარივით გავზარდე, მაგრამ…

 „ყოველდღიურად არჩევანის წინაშე ვდგავარ: წამლები ვიყიდო თუ საჭმელი.“

 – ახლა სად არის? რატომ ცხოვრობთ მარტო?

 ჯულიეტა: ძალიან მიჭირს ამაზე საუბარი… მაგრამ, რადგან დასვით ეს კითხვა, გეტყვით. 18 წელი რომ შეუსრულდა, თავისი ბიოლოგიური დედა იპოვა და მასთან წავიდა. გულს ხომ, ვერ უბრძანებ. სიტყვებით ვერ აღვწერ, როგორ მიმძიმდა და როგორ ვდარდობდი. მაგრამ, გავუშვი. მე არ გამიჩენია, მაგრამ როგორც მშობელ დედას, ისევე მიყვარს. დედისთვის კი, მთავარია, მისმა შვილმა თავი ბედნიერად რომ იგრძნოს. იქ არის, სადაც ბედნიერია. დავხუროთ ეს თემა. ამაზე საუბარი მართლა ძალიან მიჭირს.

 „მუსიკა არის ერთადერთი რამ რაც მასულდგმულებს.“

 – დიახ, რა თქმა უნდა! საკუთარ თავზე გვიამბეთ. კედელზე იმდენი სიგელია, იმდენი ჯილდო, ამის შესახებ გვიამბეთ.

 ჯულიეტა: უკვე რამდენი წელია, ხალხურ ანსამბლს „მაფშალიას“ (მგალობელი ჩიტი – მეგრულად) ვხელმძღვანელობ. დიდი ხანია, ამ ანსამბლის წევრი ვარ! ვეტერანს მეძახიან. მხოლოდ მუსიკა მაცოცხლებს. ყველაზე მძიმე წუთებშიც კი მეხმარებოდა. ზუგდიდში ყველა მიცნობს და ძალიან ვუყვარვარ. მაგრამ ამით, ბოროტად ვერ ვისარგებლებ. ყველას შვილები ჰყავს და საკუთარი დარდი აწუხებს. მიუხედავად იმისა, რომ უკვე რამდენი წელია, სოციალურ თავშესაფარში ვცხოვრობ… აქ ყველა ჩემნაირია, სოციალურად დაუცველი, შეჭირვებული, ავადმყოფი, მაგრამ, უზომოდ გულკეთილი ადამიანები! უკანასკნელ ლუკმას არ დაიშურებენ.

 „ვამაყობ ჩემი მიღწევებით, ქალაქში ვუყვარვარ და დიდ პატივს მცემს ყველა.“

 „თითოეული სიგელი და დიპლომი, შვილივით მიყვარს.“

 – ვფიქრობ, ქართველი არტისტების ღირსება სიღატაკის გამო არ უნდა შეილახოს. სულ ხელის გულზე უნდა გატაროთ. რის გაკეთება შეგვიძლია თქვენთვის, კვლავ ადამიანად რომ იგრძნოთ თავი?

 ჯულიეტა: მე მაქვს ის, რაც ჩემთვის ცხოვრებაში მთავარია – ხალხის პატივისცემა და სიყვარული. რაც შეეხება მატერიალურს, საკუთარი არაფერი გამაჩნია. ყველაფერი გავყიდე და თანხის შეგროვება ვეღარ მოვახერხე, რომ ჩემთვის ცოტა კომფორტი მაინც შემექმნა. რანაირად შევაგროვო თანხა ტელევიზორის საყიდლად, როდესაც მუდამ არჩევანის წინაშე ვდგავარ: წამლები ვიყიდო თუ საჭმელი. ადამიანი ასაკში რომ შედის, ძალიან უნდა, რაღაცით მაინც გაილამაზოს საღამოები. რადიოს ვრთავ ან ვმღერი… მაგრამ, ტელევიზორში ხომ, იმდენი საინტერესო ფილმის ყურება შეიძლება… რაც ოცნებად მაქვს ქცეული. არც მაცივარი მაქვს, არც სარეცხი მანქანა. აქამდე ხელით ვრეცხავდი და ასე გავაგრძელებდი კიდეც, მაგრამ პროგრესირებს ჩემი დაავადება! მოსვენებას არ მაძლევს ეს ფსორიაზი. კანზე ფხვნილი თუ მომხვდა, ანთებას იწვევს. ხანდახან ისე მტკივა, რომ ლამისაა ავიგლიჯო კანი! ვიცი, რომ ფუფუნების საგნები ჩამოვთვალე, მაგრამ მათ გარეშე ცხოვრება არ შემიძლია.

 „მარტოსულობა საღამოობით იგრძნობა ყველაზე მეტად, მე კი ტელევიზორიც არ მაქვს, თავი რამით რომ შევიქციო.“

 „საღამოობით ვზივარ, ჩემს ძველ რადიოს ვუსმენ ან ფანდურზე ვუკრავ და გულში ვმღერი.“

 – რას ბრძანებთ! ამ ნივთების გარეშე, ნამდვილად რთულია ცხოვრება! მით უმეტეს, მარტოხელა ადამიანისთვის, ამდენი დაავადებით. თქვენთვის ხელით რეცხვა კატეგორიულად არ შეიძლება.

 ჯულიეტა: გმადლობთ, ჩემი თხოვნა გულთან ახლოს რომ მიიტანთ! როდესაც მირჩიეს, ფონდისთვის რომ მიმემართა, გაგონებაც არ მინდოდა. რატომღაც, არ მქონდა ნდობა. მერე კი მითხრეს, რომ ეს ჩერნოვეცკის ფონდია, უბრალოდ ფონდი კი არა. რომ თქვენთვის არ არსებობს დიდი და პატარა გასაჭირი, ეხმარებით სნეულ ბავშვებსა და მრავალშვილიან ოჯახებს, ასევე, მარტოხელა მოხუცებიც არ გავიწყდებათ და დიდ პატივს სცემთ მათ! უფალი ყველაფერს ხედავს. ყველანი ვბერდებით და მხოლოდ ღმერთმა იცის, ვის როგორი სიბერე გველის!

 ამ ქვეყნად, სადაც ალიაქოთი და ხმაური ჩვეულებრივი ამბავი გახდა და თითოეული ჩვენგანი საკუთარი პრობლემებით არის დაკავებული, ცხოვრობს მარტოხელა ქალი, რომლის ღიმილის უკან, იმალება დიდი ტკივილი. მას ჯულიეტა ჰქვია. ძლიერი და დამოუკიდებელი ქალის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ მის თვალებში დაინახავთ მარტოობას და ტკივილს, რომელსაც მალავს.

 ძვირფასო მეგობრებო, დღეს მოგმართავთ, რათა ერთად ვაჩუქოთ ჯულიეტას ის, რაც მას ყველაზე მეტად სჭირდება – ჩვენი სითბო, თანადგომა და მზრუნველობა. შესაძლოა იფიქროთ, რომ თქვენი საკუთარი დარდისა და პრობლემების გამო, მარტოხელა ქალის მიმართ ვერ გამოიჩენთ ყურადღებას. მაგრამ ხანდახან, სრულიად უმნიშვნელო სიკეთის გამოვლინებასაც კი, შეუძლია ადამიანს ცხოვრების შეცვლა.

 მოგიწოდებთ შემოგვიერთდეთ და ერთად ვაკეთოთ ის, რასაც ჩვენგან უფალი ელის. შეგიძლიათ, უბრალოდ გაესაუბროთ, მოისმინოთ მისი ისტორია, გაამხნევოთ. გვჯერა, რომ თქვენი გულისხმიერება და სიკეთე, დაეხმარება ჯულიეტას, რათა დაძლიოს მარტოობა და სიცოცხლის გაგრძელების სურვილი მიეცეს.

 მოდით, ერთად გავხადოთ ეს სამყარო სიკეთით და ადამიანობით სავსე, ისეთი მარტოსული ადამიანისთვის, როგორიცაა ჯულიეტა. 

 თუ გსურთ მოინახულოთ ჯულიეტა და დახმარება პირადად გაუწიოთ, მისი მისამართია: ქ. ზუგდიდი, თაბუკაშვილის ქ. 2, მე-2 შესახვევი. სოციალურად დაუცველთა პანსიონატი.

ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!

არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000 

 (დანიშნულება: ჯულიეტა ტუფურია).

  თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2024 თებ 12
მედიკამენტები
732.13₾
2024 თებ 29
ფონდის ზედნადები ხარჯები
110.00₾
2024 აპრ 30
ფონდის ზედნადები ხარჯები
110.00₾
26.05.2024
მედიკამენტები
180.60₾

სულ ხარჯები:

1132.73₾

დარჩა:

0₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
15.05.2024 00:00:00
₾15.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
15.05.2024 00:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.05.2024 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.04.2024 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.04.2024 20:00:00
₾100.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.03.2024 18:49:47
₾70.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
12.02.2024 19:34:23
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
12.02.2024 19:30:56
₾7.95
გმადლობთ, კეთილო გულო!
09.02.2024 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
09.02.2024 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
09.02.2024 20:00:00
₾15.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.02.2024 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.02.2024 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.02.2024 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.02.2024 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.02.2024 20:00:00
₾99.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.01.2024 10:34:22
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.01.2024 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.01.2024 17:56:12
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.01.2024 19:44:11
₾100.00

შემოწირულია:

₾1,132.11

45 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾1,132.11

45 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება