ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

თქვენი დამსახურებით, ჩემი შვილი ხელახლა დაიბადა! ის თავიდან სწავლობს სიარულს!

calendar დეკემბერი 22, 2023

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

ციალა (დედა): „ოპერაციის წინ, ექიმმა თქვა: „მიმყავს და გაითვალისწინეთ, რომ სიმაღლეში ორჯერ გაზრდილი დაგიბრუნდებათ“. საოცარი შეგრძნებაა, ჩემს შვილს წელში გამართულს რომ ვხედავ!“ მთელი მისი ცხოვრების განმავლობაში, 17 წელი, ცერებრული დამბლის გამო შალვა ნახევრად მოხრილი ფეხებით დადიოდა. მთელი 17 წელი იმაზე ოცნებობდა, რომ ოდესმე, წელში გამართული, სწორი ფეხებით სიარულს შეძლებდა. რამდენიმე დღის წინ ეს ამაღელვებელი, ნანატრი მომენტი დადგა ამ ოჯახისთვის. დედამ, ბებიამ, მთელმა ოჯახმა შალვა ისეთი დაინახა, როგორიც უფალმა ჩაიფიქრა — მაღალი, ალვის ხესავით ტანადი ყმაწვილი, უბედნიერესი ღიმილით. მთელი ჩვენი ქვეყნის დამსახურებით, შალვამ ფეხზე დადგომა შეძლო! ჩერნოვეცკის ფონდის მეგობრებმა ერევანში ჩატარებული ოპერაციის საფასური გადაიხადეს. „ახლა ჩემზეც და დედაზეც უფრო მაღალია! — ამბობს მანანა ბებო. — ეს უდიდესი დღეა ჩვენს ცხოვრებაში!“

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

16 წლის შალვას ძალიან უჭირს მოხრილი ფეხებით სიარული. მას არ შეუძლია მათი გაშლა! მაგრამ ოპერაცია უშველის! მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, შეძლებს თუ არა ახალგაზრდა ბიჭი სკოლის გამოსაშვებ საღამოზე ცეკვას!

მეგობრებო, სულ ახლახან, შალვას გამოჯანმრთელების რეალური იმედი გაჩნდა!

ნამდვილი ქართველი ვაჟკაცი! 

 „დღემდე, ბავშვივით ხელჩაკიდებული დავყავარ სკოლაში ბებოს.“

მანანა (ბებია): თუ მას სიკვდილი ეწერა, დაიღუპებოდა მშობიარობის დროს და 16 წლამდეც ვერ იცოცხლებდა… ეს ექიმებმაც გვითხრეს. „თუ 14 წლამდე იცოცხლებს, ოპერაციის გაკეთებაც შესაძლებელი იქნება.“ „ოპერაცია გაკეთდება, დამოუკიდებლად დგომას თუ შეძლებს.“ თუმცა, ვერ გვაიმედებდნენ.  მაგრამ, შალვა გადარჩა, ლამაზი დ ჭკვიანი ვაჟკაცი დადგა და ბავშვობიდანვე მისი ერთადერთი ოცნება იყო ეცოცხლა 14 წლამდე, ოპერაციამდე, რომლის შემდეგ, ხეიბარი აღარ იქნება და დამოუკიდებლად შეძლებს ცხოვრებას.

შალვა: მთელი ცხოვრება ამ ოპერაციას ველოდები და ვოცნებობ! მსოფლიოში ყველაზე გულისხმიერი ადამიანიც კი ვერ წარმოიდგენს, რამდენად მტკივნეული იყო ჩემთვის ეს მოლოდინი! 14 წლის გავხდი და ექიმმა მითხრა, რომ შეუძლია ფეხზე წამომაყენოს. ყოველ ღამით მესიზმრება, რომ მეგობრებთან ერთად ვსეირნობ და სიცოცხლე მიხარია! მაგრამ, უკვე 16 წლის ვარ! ოპერაციის გასაკეთებლად 8 000 დოლარია საჭირო, მაგრამ მე და ბებო ვერასდროს შევაგროვებთ ამხელა თანხას! ერთადერთი გამოსავალია, მუხლმოდრეკილი ვევედროთ, უფასოდ რომ გამიკეთონ, მაგრამ ყველა ამბობს, რომ ასე არ ხდება!

 „მუხლებს ვერ ვშლი, დამოუკიდებლად ვერ დავდივარ… მხოლოდ რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა შემიძლია!“

მანანა ბებო: „უფალს ვთხოვ, ჩემი ბიჭისთვისაც სასწაული რომ მოახდინოს, თქვენი ფონდის მეგობრების მჯერა.“

– ძალიან ძვირი ჯდება ეს ოპერაცია?


მანანა:
ყველანაირი საბუთი გვაქვს, 8 000 დოლარია მისი საფასური. დაფინანსებაზე განცხადება შევიტანეთ ჯანდაცვის სამინიტროსა და მერიაში, თქვენ მოგმართეთ. კეთილი ქართველი ხალხი ჩემი შვილიშვილისთვის რასაც გაიღებს, ყველაფრისთვის ვიქნებით მადლიერი!

– რა მოლოდინი გაქვს, შალვა, შენი აზრით, როგორ შეიცვლება შენი ცხოვრება ოპერაციის შემდეგ?
შალვა:
ექიმმა დამარწმუნა, რომ სიარულს შევძლებ. ახლა, გადაადგილება ძალიან მიჭირს. ბებოს დავყავარ სკოლაში. დედა მუშაობს მთელი დღე, შიმშილით რომ არ დავიხოცოთ. ძალიან კარგი თანაკლასელები მყავს და ისინი მეხმარებიან სკოლაში. ხელჩაკიდებული დავყავარ. ექსკურსიებსა და დაბადების დღეებზეც მეპატიჟებიან. ძალიან მნიშვნელოვანია, ასეთი რომ ვარ, სიცოცხლე რომ მინდა და ბოლომდე ვიბრძოლებ ამისთვის!

„აი, ასეთი იქნება ოპერაციის შედეგი… შალვა შეძლებს სწორად დგომას, ბოლოს და ბოლოს.“

– სად წახვალ პირველ რიგში, როდესაც დამოუკიდებლად სიარულს შეძლებ?
შალვა:
ჩემთვის ეს იმდენად წარმოუდგენელია, რომ ჯერჯერობით, ამაზე ვერც ვფიქრობ. მაგრამ, ყველაფერი ისე თუ ჩაივლის, როგორც ამბობენ ექიმები და გადაადგილებასაც შევძლებ, ფონდშიც მოვალ, ყველა თანამშრომელს მადლობა რომ ვუთხრა! ყველას ვუამბობ, ვიყვირებ თქვენი სიკეთისა და გულისხმიერების შესახებ!

„სწორი სიარული ჩემთვის არის იმდენად აუხდენელი ოცნება, რომ ამაზე ფიქრიც კი არ შემიძლია!“

მანანა: დღემდე ამხელა ბრძოლა, ამხელა გზა გამოვიარეთ და ახლა, ვერაფერს ვაკეთებთ. ყველაფერი მზად არის ოპერაციისთვის, გვჭირდება მხოლოდ თანხა. დრო კი გადის… მერე, გვიანი იქნება.

შალვა:
რაზე ვოცნებობ, იცით? პროგრამისტი გამოვიდე, დიდ წარმატებას მივაღწიო და ყველას დავუმტკიცო ჩემს გარშემო, რომ ცხოვრებაში არაფერია შეუძლებელი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სხვებისგან განსხვავებული დაიბადე!

ძვირფასო მეგობრებო! თქვენმა თანადგომამ და სიყვარულმა შეიძლება პირველი შედეგი მოიტანოს. შალვა არის პატარა მეომარი, რომელიც შეუპოვრად მიემართება ახალი მომავლისკენ, თქვენი გულუხვობისა და მზრუნველობის დამსახურებით კი, ჯანმრთელი გახდება. ბოლო, გადამწყვეტი ნაბიჯი უნდა გადავდგათ, რომლის შედეგიც იქნება განკურნება.

ბიბლიის სიტყვები შეგვახსენებს: „ყველაფერი შესაძლებელია მისთვის, ვისაც სწამს.” (მარკოზი 9:23) გვსურს, გავუზიაროთ საზოგადოებას რწმენა იმისა, რომ ოპერაციის მერე, შალვას ცხოვრებაში მოხდება სასწაული. თქვენი დახმარებით, ამ ბიჭის ხიდს ავუშენებთ ახალი ცხოვრებისკენ.

ნუ დავივიწყებთ, რომ თითოეული ჩვენგანის როლი მნიშვნელოვანია ამ ბიჭის ცხოვრებაში. თქვენი ლოცვა, კეთილი სიტყვები და ფინანსური დახმარება, შედეგიანი წამალი იქნება შალვასთვის.

დღეს, კვლავ მოგმართავთ თხოვნით, თქვენი გულები გახსნათ და ამ დიდი გზის ფინალურ ეტაპზე შემოგვიერთდეთ. მოდით, შალვას შესაძლებლობა ვაჩუქოთ, შეიგრძნოს რას ნიშნავს თავისუფლად სიარულის უნარი, რომელსაც ჩვენ დაბადებიდან გვიბოძა განგებამ.
მადლობას გიხდით რწმენისთვის და იმისთვის, რომ იზიარებთ ამ განსაკუთრებულ მომენტს. თქვენი სიკეთისთვის და გულისხმიერებისთვის, მუდამ დალოცვილები ყოფილიყავით.

თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: საგარეჯოს რაიონი, სოფელი ნინოწმინდა.

ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!

არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000

(დანიშნულება: შალვა საგინაშვილი)

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

თქვენი დამსახურებით, ჩემი შვილი ხელახლა დაიბადა! ის თავიდან სწავლობს სიარულს!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

ციალა (დედა): „ოპერაციის წინ, ექიმმა თქვა: „მიმყავს და გაითვალისწინეთ, რომ სიმაღლეში ორჯერ გაზრდილი დაგიბრუნდებათ“. საოცარი შეგრძნებაა, ჩემს შვილს წელში გამართულს რომ ვხედავ!“

მთელი მისი ცხოვრების განმავლობაში, 17 წელი, ცერებრული დამბლის გამო შალვა ნახევრად მოხრილი ფეხებით დადიოდა. მთელი 17 წელი იმაზე ოცნებობდა, რომ ოდესმე, წელში გამართული, სწორი ფეხებით სიარულს შეძლებდა.

სიარული მისთვის ნამდვილ წამებად იქცა! შალვა მხოლოდ იმაზე ოცნებობდა, რომ ოდესმე წამომდგარიყო მუხლებიდან

რამდენიმე დღის წინ ეს ამაღელვებელი, ნანატრი მომენტი დადგა ამ ოჯახისთვის. დედამ, ბებიამ, მთელმა ოჯახმა შალვა ისეთი დაინახა, როგორიც უფალმა ჩაიფიქრა — მაღალი, ალვის ხესავით ტანადი ყმაწვილი, უბედნიერესი ღიმილით. მთელი ჩვენი ქვეყნის დამსახურებით, შალვამ ფეხზე დადგომა შეძლო! ჩერნოვეცკის ფონდის მეგობრებმა ერევანში ჩატარებული ოპერაციის საფასური გადაიხადეს.

 „ახლა ჩემზეც და დედაზეც უფრო მაღალია! — ამბობს მანანა ბებო. — ეს უდიდესი დღეა ჩვენს ცხოვრებაში!“

ციალა: „რა ბედნიერებაა, ჩემს შვილს სრულფასოვანი ცხოვრების შანსი რომ აჩუქეთ! ამდენი შრომის მიუხედავად, ამხელა თანხის შეგროვებას ვერაფრით მოვახერხებდი“

მანანა (ბებია): ჩემი შალიკო, ჩემი ბიჭი! რა მომხიბვლელია, შეხედეთ! ბებო გენაცვალოს! ჩემი სიცოცხლე, თვალები როგორ უბრწყინავს! მოვესწარი იმ დღეს, როდესაც წელში გამართული დგას ჩემი შალვა! მხოლოდ ეს მაწუხებდა, ვფიქრობდი, ნეტავ, ამ დღეს მომასწროს ღმერთმა. ნუ შემედავებით, ავადმყოფი ქალი ვარ, რვა ოპერაცია მაქვს გადატანილი, ხან შაქარი თამაშობს, ხან წნევა. მაგრამ ოპერაციის მერე შვილიშვილს ოთხი თვის განმავლობაში ვუვლიდი: ვაჭმევდი, ვასმევდი, სუდნო დამქონდა, გადაბრუნებაში ვეხმარებოდი. მთელი ოთხი თვის განმავლობაში იწვა შაკუნა, ორი თვე — თაბაშირში. ჩემი დახმარება მუდმივად სჭირდება.

მანანა (ბებია): „შეხედეთ, ჩემს შვილიშვილს როგორ უბრწყინავს თვალები! ჩემი ლამაზი, ჩემი ბიჭი!“

— ალბათ, ოპერაციის შესახებ თავად გვიამბობ, შალვა? როგორ გადაიტანე? ეს ყველაფერი როგორ ხდებოდა?

შალვა: ეს ოპერაცია, ფეხების გასასწორებლად, ძალიან მტკივნეულია. თებერვლის თვეში გამიკეთეს ერევანში. დილის ცხრა საათიდან საღამოს ექვს საათამდე გაგრძელდა. შეიძლება ითქვას, ნაწილებად დაშალეს ჩემი ორივე ფეხი და ფირფიტების მეშვეობით, ხელახლა ააწყეს. მარჯვენა ფეხი ბევრად უფრო გამრუდებული მქონდა, ვიდრე მარცხენა. (შალვას დიაგნოზია ქვედა კიდურების პარაპარეზი — რედ.) ტერფები და მუხლები გაასწორეს. ოჰ, პირველი ორი დღე ტკივილისგან ვტიროდი კიდეც.

შალვა: „ოპერაცია, რომლის დროსაც ფეხები სწორდება, ძალიან მტკივნეულია. საშინელი ტკივილები მქონდა პირველი ორი დღე. მაძინებდნენ კიდეც, უფრო ადვილად რომ გადამეტანა“

მანანა: მის გვერდით ვიყავი მეც! ვეუბნებოდი: „მოითმინე, ბებო! წინ დიდი ბედნიერება გველის!“

შალვა: ორი თვით თაბაშირში ჩამისვეს ორივე ფეხი და მითხრეს, რომ სულ უნდა ვწოლილიყავი. ორ თვეში ისევ წავედით ერევანში, თაბაშირი მომხსნეს და ფეხზე დამადეს ფიქსატორები, რომლითაც უკვე ჯდომაც შემეძლო. კიდევ ერთ თვეში კი ფიქსატორები ორტეზებით ჩაანაცვლეს. ახლა უკვე ფეხზე დგომა და ჭოჭინის დახმარებით გადაადგილება შემიძლია. ძალიან მეშინოდა: ვაითუ, ფეხზე ვერ დავდექი, ვერ გავიარე-მეთქი? მაგრამ პირველივე ცდაზე გამომივიდა! უკვე 5-10 წუთის განმავლობაში შემიძლია ჭოჭინით სიარული. დამოუკიდებლად გავედი ეზოში. ერთი სული მაქვს, როდის გადავაგდებ ამ ჭოჭინასაც და მხოლოდ ხელჯოხით შევძლებ სიარულს.

შალვა: „ორი თვე წოლითი რეჟიმი მქონდა, თაბაშირში მქონდა ჩასმული ფეხები. ყველაფერზე თანახმა ვიყავი, ოღონდ ნორმალურად სიარული და ცხოვრება შევძლო!“

ციალა: თქვენი დამსახურებით, ის ხელახლა დაიბადა! თავიდან სწავლობს სიარულს! შალვა წელში გამართული რომ დადგა ფეხზე, პირველად ვნახე რამსიმაღლეა! ამ ემოციების სიტყვებით გამოხატვაც კი მიჭირს! ასეთ სასწაულს ვუყურებ და ვაცნობიერებ, რომ ამდენი ფიზიკური შრომის მიუხედავად, სულ რომ გადავმწვარიყავი, ჩემს შვილს ვერასდროს მივცემდი ასეთ შანსს! რა ბედნიერებაა, თქვენ რომ აჩუქეთ ეს შანსი! ღმერთო, რამხელა ბედნიერებაა, როგორ გაგვიმართლა, რომ სწორედ ჩერნოვეცკის ფონდის შესახებ გვიამბო ნაცნობმა, მის შვილსაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. შალვას ბებოც და მეც, გლოცავთ და გეხვევით! ჩვენი უსაზღვრო სიხარული თქვენც უნდა გაიზიაროთ! თან უნდა გდევდეთ ცხოვრების ბოლომდე!

შალვა: „უკვე დღეში 5-10 წუთის განმავლობაში სიარული შემიძლია. ერთი სული მაქვს, ჭოჭინას როდის გადავაგდებ“ 

— შალვა, საკუთარი თავი სრულიად განსხვავებული რომ ნახე სარკეში, რა გრძნობა დაგეუფლა?

შალვა: ახლა ჩემთვის ყველაფერი ახალია, უჩვეულო და სახალისო. დედაზე და ბებოზე მაღალი ვარ უკვე! მადლობას გიხდით იმისთვის, რომ ჩემი ცხოვრება ასე შეცვალეთ. უდიდესი სტიმული და მომავლის იმედი მომეცა. კიდევ ცოტაც და ყველაზე დიდი ოცნება ამიხდება — დამოუკიდებლად შევძლებ სიარულს! ჩემთან ერთად კი ამას კიდევ უამრავი ადამიანი ელის. თანადგომისთვის და გულშემატკივრობისთვის მადლობას ვუხდი ფონდის მეგობრებს! ძალიან ვცდილობ!

შალვა: „მთელმა საქართველომ მოინდომა, დამოუკიდებლად სიარული რომ შევძლო. მალე ჩემი უდიდესი ოცნებაც ახდება!“

— შალვა, აღდგენას დაახლოებით რა დრო სჭირდება?

შალვა: ინდივიდუალურია ყველაფერი, დამოკიდებულია ჩემს ორგანიზმზე. ვარჯიშით ხელშეწყობაც შესაძლებელია. დედამ ჯანდაცვის სამინისტროში დაწერა განცხადება, რეაბილიტაციის უფასო კურსი მეკუთვნის.

მანანა: ნეტავ, როგორც თქვენი ფონდი, ისე ფიქრობდეს ყველა. ვხედავ, ჩემი შვილიშვილის ამბავი გულთან ახლოს რომ მიგაქვთ, როგორც ოპერაციამდე, ასევე ოპერაციის შემდეგ. გულთბილი ადამიანები ხართ და იმიტომ. უდიდესი საქმე გააკეთეთ! ყველა ჩვენი დარჩენილი პრობლემა წვრილმანია. თავადაც გავუმკლავდებით გაჭირვებას. როგორ წვალობდა, მუხლები მიწამდე მოხრილი ჰქონდა. ამ ოპერაციამ კი, მისცა სხვაგვარად ცხოვრების შანსი. ამიერიდან, ჩვენი ოჯახი მუდამ ილოცებს თქვენთვის!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

სიხარულით ძგერს შალვას გული, აღსავსეა უკეთესის მოლოდინით და იმედით. ამ ოპერაციამ შეცვალა მისი ცხოვრების ხარისხი, გეგმები, ფიქრები. შალვა ნორმალური, სრულფასოვანი ცხოვრებით ცხოვრებას შეძლებს. დაე, ამ სასიხარულო ამბავმა გაგილამაზოთ დღევანდელი დღე! მეგობრებო, თანადგომისთვის მთელი გულით მადლობას გიხდით!

თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებგვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან — თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge 

თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!

მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000

 (დანიშნულება: საგინაშვილების ოჯახი)

 

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100.

ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

კორ.: მედეა

 

 

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2024 იან 18
ოპერაცია
21666.45₾
2024 თებ 29
ფონდის ზედნადები ხარჯები
5505.00₾
30.07.2024
გაზის გამათბობელი
850.00₾

სულ ხარჯები:

28021.45₾

დარჩა:

0₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.08.2024 00:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.08.2024 00:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.08.2024 00:00:00
₾7.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.08.2024 00:00:00
₾30.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.08.2024 00:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.08.2024 00:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.08.2024 00:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.08.2024 00:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.08.2024 00:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.08.2024 00:00:00
₾30.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.08.2024 00:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.08.2024 00:00:00
₾100.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.08.2024 00:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.08.2024 00:00:00
₾4.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.08.2024 00:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.08.2024 00:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.08.2024 00:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.08.2024 00:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.08.2024 00:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.08.2024 00:00:00
₾20.00

შემოწირულია:

₾28,020.95

1995 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾28,020.95

1995 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება