ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

ნინა: „ნუ გეშინია, დეიდა, უბრალოდ ახლა ჩემი დედიკო არის პატარა ბაიასავით! ცრემლებს ვწმენდ, რომ ტირის. კოვზით ვაჭმევ! ასე ვთამაშობთ ხოლმე! ვერ დადის და ვერ ლაპარაკობს, მაგრამ მე ვიცი, რომ ჩემს დედიკოს ძალიან, ძალიან ვუყვარვარ!“

calendar თებერვალი 9, 2024

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

„ნუ გეშინია, ნუ გეშინია, მართლა კი არ ტირის ჩემი დედიკო, ეს თამაშია, – ამბობს 4 წლის ნინა. – „დედა-შვილობანას“ ვთამაშობთ, ოღონდ ახლა, დედაა ჩემი შვილი. ადრე კი, შვილი მე ვიყავი… ის ახლა, პატარა ბაიასავით არის. საერთოდ ვერ დადის და ძალიან ნელა ლაპარაკობს, ზუსტად ისე, როგორც პატარა ბაია, მაგრამ მე მისი მესმის. წყალი უნდა დავალევინო, საწოლზეც ვერ წვება თვითონ… ასე ვთამაშობთ ხოლმე.“
პატარა ულამაზესი ნინა ეშმაკობს, უბრალოდ არ უნდა, ფონდის ჟურნალისტს გული რომ ეტკინოს. დაიღალა იმით, რომ ყველა ტირის მის გარშემო! ბოლო ერთი წლის განმავლობაში, დეიდებისგან და ბიძიებისგან ისმენს მხოლოდ იმას, თუ როგორ ეცოდებათ იმის გამო, რომ მისი საყვარელი დედიკო, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ხელში აყვანილს დაატარებდა, ცუდად არის, ძალიან ავად გახდა და სასოწარკვეთილებისგან, მხოლოდ კვნესა შეუძლია.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

ნინა: „ნუ გეშინია, დეიდა, უბრალოდ ახლა ჩემი დედიკო არის პატარა ბაიასავით! ცრემლებს ვწმენდ, რომ ტირის. კოვზით ვაჭმევ! ასე ვთამაშობთ ხოლმე! ვერ დადის და ვერ ლაპარაკობს, მაგრამ მე ვიცი, რომ ჩემს დედიკოს ძალიან, ძალიან ვუყვარვარ!“

 „ჩემი დედიკო პატარა ბაიასავით არის, ვერ დადის და ვერ ლაპარაკობს.“

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

„ნუ გეშინია, ნუ გეშინია, მართლა კი არ ტირის ჩემი დედიკო, ეს თამაშია, – ამბობს 4 წლის ნინა. – „დედა-შვილობანას“ ვთამაშობთ, ოღონდ ახლა, დედაა ჩემი შვილი. ადრე კი, შვილი მე ვიყავი… ის ახლა, პატარა ბაიასავით არის. საერთოდ ვერ დადის და ძალიან ნელა ლაპარაკობს, ზუსტად ისე, როგორც პატარა ბაია, მაგრამ მე მისი მესმის. წყალი უნდა დავალევინო, საწოლზეც ვერ წვება თვითონ… ასე ვთამაშობთ ხოლმე.“

პატარა ულამაზესი ნინა ეშმაკობს, უბრალოდ არ უნდა, ფონდის ჟურნალისტს გული რომ ეტკინოს. დაიღალა იმით, რომ ყველა ტირის მის გარშემო! ბოლო ერთი წლის განმავლობაში, დეიდებისგან და ბიძიებისგან ისმენს მხოლოდ იმას, თუ როგორ ეცოდებათ იმის გამო, რომ მისი საყვარელი დედიკო, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ხელში აყვანილს დაატარებდა, ცუდად არის, ძალიან ავად გახდა და სასოწარკვეთილებისგან, მხოლოდ კვნესა შეუძლია.

ვის რას უმზადებს განგება, არავინ იცის! ჟანას სხეულის კუნთები ნელ-ნელა კვდება, ქალი სულ უფრო უახლოვდება საშინელ დასასრულს

37 წლის ჟანა კენჩხაძე საშინელი დაავადებით იტანჯება, კუნთების ატროფია აქვს. ერთ დროს სიცოცხლით სავსე, ულამაზესი გოგონა შვილს ზრდიდა, ოცნებობდა სამყაროს ნახვაზე და უცებ, საშინელი დიაგნოზის წინაშე დადგა: მისი სხეულის კუნთები ნელ-ნელა კვდება და ქალი სულ უფრო უახლოვდება საშინელ დასასრულს.

მდგომარეობა არის კატასტროფული და ყოველდღიურად მძიმდება. მისი სასიცოცხლო ძალები იწურება ნელ-ნელა…

ჟანას დედა მძიმედ ავად არის. ოპერაცია უნდა გაიკეთოს, თირკმელი აქვს ამოსაკვეთი, მაგრამ არ შეუძლია. ვინ მიხედავს მის შვილს, სანამ ის საავადმყოფოში იქნება? ვინ მოუვლის, სანამ ის სიარულს ვერ შეძლებს?

 „როგორ მიყვარს, როდესაც დედიკო არ ტირის“

რა კარგია, რომ ყველა ადამიანი არ არის უნამუსო. უკვე ორი წელია, რაც ახალგაზრდა ბიჭს, ჟანას ძმას, მთელი ოჯახის საზრუნავი მძიმე ტვირთად დააწვა მხრებზე! ფეხზე ძლივს დგას, მაგრამ ფარ-ხმალს თუ დაყრის, ეს ნიშნავს მთელი ოჯახის ღალატს: მძიმედ დაავადებული დის, საკუთარი დისშვილისა და ავადმყოფი მშობლების. იმდენად რთულია ამ ოჯახის მდგომარეობა, რომ უბრალოდ შეუძლებელია მისი სიტყვებით აღწერა!

– მალხაზ, თქვენზე უკეთ, ვერავინ გვიამბობს, თუ რა საშინელება ხდება თქვენს ოჯახში.

მალხაზი (ჟანას ძმა): ხანდახან, წარმოუდგენლად მიჭირს ცრემლების შეკავება და გრძნობების დამალვა. ნინა იმდენად მგრძნობიარე და გულჩვილი ბავშვია, რომ ჩემი დის ყოველ დახველებაზე ხტება და კითხულობს: „ჩემი დედიკო ხომ არ მოკვდება?“

 „უკვე ოთხი წელია, რაც ხელით დამყავს ჩემი და. სანთელივით დნება და ილევა ჩვენს თვალწინ.“

როგორ დაიწყო ეს ყველაფერი? 

მალხაზი: ეს დაიწყო ოთხი წლის წინ, როდესაც ჟანა ორსულად იყო. ფეხებში სისუსტე იგრძნო. მაგრამ ფეხმძიმობას მიაწერა და ყურადღება არ მიაქცია. მერე ულამაზესი ნინა გაჩნდა. ჩემი და სუსტად იყო, მისი სულიერი მდგომარეობაც საშინელი იყო, მეუღლემ მიატოვა. არ გვინდა ამაზე საუბარი. ყველას ჩვენ ჩვენი ნამუსი და ცხოვრების გზა გვაქვს! ჯერ სულ პატარა იყო ნინა, როდესაც ჟანას მუხლები ჩაეკეცა, მაგრამ უმნიშვნელოდ ჩათვალა ესეც. დაღლილობას დააბრალა. ამის შესახებ არავის გვითხრა, არც მე, არც მშობლებს. მერე, ეს ყველაფერი სულ უფრო ხშირად მეორდებოდა და მხოლოდ მაშინ გაგვაგებინა, როდესაც დამოუკიდებლად ვეღარ წამოდგა ფეხზე. ექიმთან წავიყვანეთ, დიაგნოზი დაუსვეს და დავიწყეთ მკურნალობა. მაგრამ, უშედეგო აღმოჩნდა ეს ყველაფერი… დღითიდღე მძიმდება ჟანას მდგომარეობა.

– რა დაემართა? გვიამბეთ, როგორ პროგრესირებს ეს დაავადება და რამდენად შესაძლებელია მისი დაძლევა? 

მალხაზი: ნელ-ნელა ეთიშება სხეულის ყველა კუნთი. არც კი ვიცი, როგორ აგიხსნათ მარტივი ენით. ორი წლის წინ, სიარული ვერ შეძლო და ეტლში ჩაჯდა. მაშინ, ეტლის მართვა მაინც შეეძლო, ამოძრავებდა ხელებს. მერე ხელებშიც სისუსტე იგრძნო. ახლა კი, საკუთარი ხელით აბის მიტანაც არ შეუძლია პირთან. მერე ლაპარაკიც გაუჭირდა. სიტყვების გამოთქმა არ შეუძლია. ბოლო დროს, ისიც ავიწყდება, როგორ უნდა გადაყლაპოს. წყლის ყოველი მომდევნო ყლუპი შეიძლება უკანასკნელი აღმოჩნდეს მისთვის, შიძლება დაიხრჩოს… ყველაზე საშინელი კი ის არის, რომ ამ დაავადებისგან საშველი არ არის. ამჟამად შესაძლებელია მხოლოდ ამ მდგომარეობის შენარჩუნება, რომ არ გაუარესდეს…

„დედიკო, მოჰკიდე ხელი დათუნიას, შენ ამას შეძლებ…“

– ღმერთო, თქვენთვისაც და მისთვისაც რა ძნელია ეს ყველაფერი… ყველაფერს აცნობიერებს, რაც მის თავს ხდება?

მალხაზი: დიახ, ყველაფერი ესმის და საშინლად იტანჯება კიდეც. სულ ტირის. რომ ვერ გვეძახის ან ვერ გვაგებინებს, რა უნდა, ტირილს იწყებს. უმძიმესი სანახავია… ჩემი სიცოცხლით სავსე დაიკო, რომელიც მუდამ ისეთი მხიარული იყო და ყველას ეხმარებოდა…

 „ახლა, ჟანას წყლის დალევაც კი არ შეუძლია თავისი ხელით“

ნინა (4 წლის): არ დაუჯეროთ ბიძაჩემს… დედიკო კარგად არის, მეთამაშება და არასდროს მოკვდება! როდესაც ტირის, ჩემს სათამაშოებს ვაძლევ ხოლმე და ჩერდება… ასე ვთამაშობთ!

მალხაზი: რა თქმა უნდა, ასეა, სიხარულო, დედიკო გვეთამაშება! იმედია, ასე ვითამაშებთ კიდევ ძალიან დიდხანს.

– ერთია, როდესაც დაავადება მორალურად ანადგურებს ადამიანს, თქვენი საცხოვრებელი პირობები კი სულ სხვა. ჟანა, ნინა, თქვენ და თქვენი მშობლები თავსდებით ერთ პატარა ოთახში, ნესტიანი კედლებითა და ფანჯრებით, საიდანაც სულ უბერავს ქარი. აბაზანაც კი არ გაქვთ…

მალხაზი: ჩვენი შემოსავალი არის სოციალური შემწეობა და ჩემი დის პენსია, მშობლები მოხუცებს ჰგვანან, მაგრამ საპენსიო ასაკისაც არ არიან ჯერ. დედა 57 წლის არის, მამა კი – 60. მე 34-ის ვარ. დილით ვაცმევ და ვაჭმევ ხოლმე ჩემს დას, მერე კარიერში გავრბივარ, ვშრომობ, წამლების საყიდელი ფული რომ გვქონდეს. ყველანი ავად ვართ ოჯახში, ყველას მედიკამენტები გვჭირდება. მძიმე სამუშაო მაქვს, მაგრამ სამაგიეროდ სახლთან ვარ ახლოს. ჩემი დახმარება თუა საჭირო, მაშინვე გამოვიქცევი ხოლმე. ახლახან, ჟანას ლუკმა გადასცდა და სკამიდან გადმოვარდა… გამოვვარდი, ავაყენე, დავსვი, წამლები დავალევინე და დავბრუნდი სამსახურში. დამხმარე არავინ გვყავს და ხანდახან მგონია, რომ სულ წასულია ჩვენი ოჯახის საქმე. მხოლოდ ნინა გვაცოცხლებს დღემდე.

 „ჟანას აბებიც ვერ მიაქვს პირამდე.“

– თქვენ და თქვენს მშობლებს რა პრობლემები გაქვთ?

მალხაზი: მე კუჭის წყლული მაქვს, დედას თირკმელები აწუხებს, ოპერაცია უნდა გაიკეთოს, მე კი არ ვიცი, ორად როგორ გავიხლიჩო. ჩემს დას ვინ მოუვლის, როგორ მივხედო დედას საავადმყოფოში, სახლში კი – დას… ბავშვსაც ვერავის ვუტოვებთ. გულით ავადმყოფი გვყავს მამა. არც კი ვიცი, რანაირად უყურებს, როგორ ვიტანჯებით ყველანი…

კარგია, რომ ბუნებით ოპტიმისტი ვარ, იმედს არ ვკარგავ, მწამს, რომ უფალი არ მიგვატოვებს!

ნინა: მეც მწამს! მერე რა, რომ არასდროს მინახავს ღმერთი. თოვლის ბაბუის არსებობის კი არ მჯერა. და იცი, რატომ? წერილი მივწერე. მე თვითონ კი არა, ბიძაჩემმა. ვთხოვე,  მიეწერა, რომ თოვლივით თეთრი დათუნია მინდა და სათამაშო სამზარეულო პატარა ქვაბებით… და იცი, რა მომიტანა? კანფეტები, სულ რამდენიმე ცალი! ან კითხვა არ იცის ან შეეშალა. მერე კი, რომ არ მეტირა, ბიძაჩემი წავიდა და თოჯინა მიყიდა. იმით ვთამაშობ ახლა.

– იქნებ, უბრალოდ არ მიუღია თოვლის ბაბუას შენი წერილი. კიდევ რას ისურვებდი?

ნინა: ლამაზი ნივთები მინდა გოგონებისთვის: თმის სამაგრები, ბაფთები, ლამაზი კაბა. კიდევ, თოვლივით თეთრი დათუნია მინდა. კიდევ ის, რომ კარგად დამელაპარაკოს დედიკომ, ბაიასავით კი არა. კიდევ, დედამ რომ არ იტიროს და სხვებმაც რომ აღარ იტირონ. ბაღში რომ დავდივარ, იქ ბავშვები ტირიან, სახლში კი – დიდები! მხოლოდ მე არ ვტირი არც სახლში, არც ბაღში!

– მალხაზ, როგორ შეგიმსუბუქოთ ცხოვრება? 

მალხაზი: არ ვიცი, ეს რამდენად შესაძლებელია, მაგრამ ბედნიერი ვიქნები, სააბაზანოს კეთილმოწყობაში თუ დაგვეხმარებით. ჟანას დაბანა ოთახში, სადაც ყველანი ვჭამთ და გვძინავს, შეუძლებელია, მით უმეტეს ზამთარში. კიდევ, მედიკამენტები გვჭირდება ჩემი დისთვის, დედისთვის, მამისთვის, ჩემთვის… გვჭირდება საკვები პროდუქტი… არ ვიცი, კიდევ რა გითხრათ. მაპატიეთ, მეფანტება აზრები. თუნდაც, თბილი სიტყვები, თანადგომა, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩემთვის. მათთვის ყველაფერს ვაკეთებ, რაც შემიძლია. ხან ვფიქრობ, კარგია, ცოლი რომ არ მოვიყვანე, ხან მგონია, რომ მეუღლე მომეხმარებოდა და უფრო გამიადვილდებოდა ყველაფერი.

მეგობრებო, ჩვენი თანამემამულეები, კენჩხაძეების ოჯახი, საშინელ მდგომარეობაში აღმოჩნდა. უცნობმა დაავადებამ ახალგაზრდა ქალს გადაადგილების, ლაპარაკის და ნორმალურად ცხოვრების უნარი წაართვა, რასაც მოჰყვა დანარჩენი ოჯახის წევრების ავადმყოფობაც. მხოლოდ პატარა ნინას დამსახურებით ცოცხლობენ! ის არ აძლევს საშუალებას დედას, ბიძას, ბებოს და ბაბუს სასოწარკვეთას მიეცენ და ყოველდღიურად მატებს სიცოცხლის ძალას!

თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ქვემო ნიჩბისი.

ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!

არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000

 (დანიშნულება: ჟანა კენჩხაძე).

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

    

 

 

ხალხი მოდიოდა ჩვენთან ჟანას სანუგეშებლად და დასახმარებლად. ღმერთო, შენ გადაუხადე მადლობა ყველა თანამგრძნობ და მზრუნველ ადამიანს!

 

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

 

 

პატარა ნინას უხარია, რომ მას და დედას ბევრი ახალი მეგობარი ჰყავთ. ის ასე უფრო მშვიდადაა

„ბებია არ მიშვებდა დედასთან დასაძინებლად, —  ამბობს 4 წლის ნინა. — მეუბნებოდა, რომ დედას პატარა საწოლი აქვს და ორნი ვერ დაეტევითო, დედას კი არ შეიძლება, რომ ვუბიძგო. კარგია, რომ დიდი საწოლი გვიშოვეთ და ახლა შემიძლია დედასთან დაძინება. ვზრუნავ, რომ დედამ ყველა წამალი დალიოს, რომელიც თქვენ მოუტანეთ. ასევე ვზრუნავ ჩემს ახალ დათუნიასა და თოჯინაზე, რომ დროზე ჭამონ და დალიონ“.

ჭკვიან პატარა ნინას უხარია, რომ მას და მის დედას, ჟანას, ამდენი მეგობარი ჰყავთ. ასე ის ავადმყოფი დედის გამო მშვიდადაა. ბევრი თქვენგანი მივიდა კუნთების ატროფიით სრულიად უმოძრაო ჟანა კენჩხაძის დასახმარებლად და მას მთელმა მისმა სოფელმაც დაუჭირა მხარი.„ამ თოჯინას მხოლოდ სალათს ვაძლევ, რომ წონაში არ მოიმატოს. ის კი სოსისებს მთხოვს“

ნინა (4 წლის): დილით რომ ვიღვიძებ, ვკოცნი დედას ცხვირზე, ლოყაზე და კისერზე და ვეუბნები, რომ მიყვარს. დედა ბედნიერია, რომ მის გვერდით ვარ, თვალებში მიყურებს და მკოცნის. ბებიამ თირკმელზე ოპერაცია გაიკეთა. ჩვენ ახალი ფანჯრები დაგვიმონტაჟეს, შეხედეთ: ამ ოთახშიც, აბაზანაშიც და სამზარეულოშიც. ბებიას დიდი, ახალი გაზი მოუტანეს, მე კი — სათამაშო სამზარეულო.

 

„ბებიას დიდი, ახალი გაზი მოუტანეს, მე კი — სათამაშო სამზარეულო“

– რამდენი ახალი ამბავი გაქვს ნინაჩკა! ნათია, როგორ გრძნობთ თავს ოპერაციის შემდეგ? ხომ არ  გიჭირთ საოჯახო საქმეების კეთება?

ნათია (ჟანას დედა): ბევრად უკეთესად! დაავადებული თირკმელი მთელ ძალას მაცლიდა, უბრალო მოძრაობებით ვიღლებოდი და აღმართზე ვერ ავდიოდი. ასე რომ, ჩემმა ოჯახმა ერთი კვირით გამიშვა საავადმყოფოში. ჟანას ჩემი ქმარი და შვილი უვლიდნენ. ძალიან მადლიერი ვარ ყველასი ჩვენი ოჯახის დახმარებისთვის, ძალიან შემიყვარდით ყველა! რთული იქნებოდა სამყაროში ცხოვრება კარგი ადამიანების გარეშე.

ნინა: მე ვიცი, რა ჰქვია ამ ხალხს —  ჩერნოვეცკის ფონდი! ეს მათ გამომიგზავნეს ჩემი დათვი, თოჯინა, ბოტასები,  ქურთუკი და ხავერდის კაბა…

 

„ანდრიამ საბავშვო ბაღში მნახა ამ კაბაში და მითხრა, რომ ლამაზი ვარ. ბაბუაც და ძია მახოც ასე ამბობენ“

– ნინა, წინა ჯერზე მითხარი, რომ „გასაპრანჭი“ რამეები გინდოდა. ახლა ყველაფერი ლამაზი გაქვს. მეტყვი, სად უნდა წახვიდე გაპრანჭული?

ნინა (თვალებს ატრიალებს, ეშმაკურად იღიმის): ანდრიასთან საბავშვო ბაღში. ის ჩემი მეგობარია. მას უკვე მოეწონა კაბა და ბოტასები, ანუ მე მოვეწონე (იღიმის). თუ ქართულ ცეკვებზე წასვლა ან გასეირნება მომინდება, ლამაზი ტანსაცმელი ხომ უნდა მქონდეს?

— აუცილებლად, რაზეა ლაპარაკი!

ნინა: სათამაშო სამზარეულოც კარგია. ბებიაჩემი პროდუქტებს მაძლევს თავისი ნამდვილი სამზარეულოდან: ვაშლს, კარტოფილს, ბულგარულ წიწაკას. ამ პლასტმასის დანით წვრილად ვჭრი და სალათს ვაკეთებ დათუნიასთვის და თოჯინებისთვის. თუ ვინმე არ ჭამს, თმებს ვაწიწკნი.

 

 

ნინა: „მორჩილი დათუნია გამომიგზავნეთ, ყველაფერს ჭამს, რასაც ვამზადებ და როცა ვეუბნები, იძინებს. ჩემი ლექსების მოსმენაც უყვარს“

მაგრამ მე მიყვარს იოგურტი, მაწონი, წიწიბურა, სოსისები და პელმენი, და წვენი. დედას ძეხვი უყვარს. როდესაც ჩერნოვეცკის ფონდმა ბებიას ფული მისცა, ის მაღაზიაში წავიდა და ყველაფერი იყიდა.

ნათია: ჟანას ვიტამინები უყიდეს, მე კი გულის წამლები. ახალი გაზის გამათბობელი გვაქვს. ზამთარში ხომ იყავით და ნახეთ, რამხელა თოვლი დევს აქ. ეს მეტალოპლასტმასის ფანჯრები საუკეთესოდ გვიცავს ყინვებისგან. ახლა ჩემი ჟანაჩკაც სითბოში იქნება და ბავშვიც. აღფრთოვანებული ვარ დახმარების რაოდენობით: მეგონა, რომ პროექტის ფარგლებში მხოლოდ აბაზანაში გვეკუთვნოდა ფანჯრების დაყენება, მაგრამ თქვენ ყველა შენობაში შეცვალეთ.

 

 

ნათია: „ამდენი წელი ვიყავით გაჭედილები, ფულის გარეშე, ჩვენი ავადმყოფი ქალიშვილისთვის კომფორტის შექმნაც კი არ შეგვეძლო. გამიხარდა, რომ ერთბაშად მოაგვარეთ ფანჯრებისა და კარების პრობლემა“

 

ნათია: „ნიჩბისში თოვლიანი ზამთრისთვის მეტალოპლასტმასი ზედგამოჭრილია“

ნინა: ოჰ, ჩუმად! დედას რაღაცის თქმა სურს და ვერ გავიგებთ!

ჟანა (თავს ძალას ატანს და გაჭირვებით ამბობს): დიდი მადლობა. მიხარია. მიყვარხართ.

– ჟანაჩკა, ჩვენც გვიყვარხარ შენც და მთელი შენი ოჯახიც და შენთვის ჯანმრთელობა და ყველაფერი საუკეთესო გვსურს!

ნათია: ჩემს შვილს ხასიათი გამოუკეთდა. ძალიან დიდი გავლენა მოახდინა იმან, რომ ბევრი ხალხი მოდიოდა ჩვენთან სახლში. ანუგეშებდნენ, ამხნევებდნენ, ეხვეოდნენ და დახმარებას სთავაზობდნენ. თქვენი პროექტის შემდეგ ყველამ შეიტყო ჩემი ჟანას უბედურების შესახებ და ახალი შესაძლებლობები გამოჩნდა. ამდენი წლის განმავლობაში ჩვენ თვითონ ვერაფერს ვაკეთებდით უფულობის გამო, ჩვენი ავადმყოფი ქალიშვილისთვის პირობების შექმნის შესაძლებლობაც კი არ გვქონდა.

 

ნათია: „ჩემი ჟანა ხასიათზე მოვიდა, ამდენმა ადამიანმა დააიმედა“

ბევრი შემდეგ დაფიქრდა, რით დახმარებოდა ჩემს ჟანას. სოფელმა გადაწყვიტა, ჟანა თურქეთში გაგზავნოს გამოკვლევებზე. ჩემმა ჟანამ ახალი იმედი მიიღო, ახალი სტიმული. ღმერთო, დაეხმარე ჩემს ჟანას და მასთან ერთად ყველა ავადმყოფსა და დატანჯულს. უფალო, მთელი შენი გულუხვობით გადაუხადე ყველას მადლობა, ვინც მზრუნველი და თანამგრძნობია, დიდი სიხარულითა და ბედნიერებით აავსეთ მათი ცხოვრება! ჩვენი ოჯახისთვის ძალიან ემოციური მომენტი იყო ის, რომ უცნობი ადამიანები გვირიცხავდნენ თანხას, მოდიოდნენ თანასოფლელები და ჟანას კლასელები…

ნინა: მეც ყველას ვუყვარვარ დედასთან ერთად. ვაფლი, კანფეტები და ორცხობილები მომიტანეს. როცა დედა არ ტირის, მე ძალიან მხიარული ვარ, იცი?

– როგორი მხიარული ხარ, მაჩვენებ?

ნინა: აი, ასეთი მხიარული: ახალ საწოლზე ავდივარ და ვხტე-ბი–ი!!! (ლაპარაკობს ხტუნვისას) დათუნიასთან ერთადაც შემიძლია. ორი ახალი ლექსიც ვისწავლე — საათზე და მამალზე…

 

„მი-ხა-რი-ა და ა-მი-ტომ ვხტუ-ნა-ობ!!!“ (ლაპარაკობს ხტუნვისას)

 

„კარგი საწოლია, დიდი. ახლა დედიკოსთან მძინავს“

—  გაღმერთებთ, შენ ჩვენი საყვარელი ბავშვი ხარ!

ნათია: პროექტის დროს ჩვენი მუნიციპალიტეტი ჟანას ახალ ეტლს დაჰპირდა. შეიძლება ელექტრო არ იყოს, მაგრამ უფრო მოსახერხებელი იქნება, ვიდრე ახლანდელი. ამაში ჯდომა ჟანას უჭირს, გვერდები სტკივა, რადგან დასაჯდომი ჩავარდნილია. გვითხრეს, როგორც კი ახალ ეტლებს მიიღებენ, ჟანას წაიყვანენ, რომ კომფორტული და შესაფერისი შეარჩიოს. ველოდებით და უკეთესის იმედი გვაქვს.

როგორმე დავეხმარო ჩემს ქალიშვილს, რითაც შემიძლია, რამენაირად შევუმსუბუქო ცხოვრება… მაინც ვერ დავკარგავ იმედს, რომ ერთ მშვენიერ დღეს შევძლებ ჟანას ფეხზე დაყენებას…

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

დედა ჟანა და მისი შვილი — ორივე ერთად გვახსენდება: ლამაზები, შესანიშნავები და დაუცველები. კუნთების ატროფიით დაავადებული ჟანას სევდიანი ამბავი გულს ეხება და სულ 4 წლის ნინაჩკაზე წუხს. მისი სრულწლოვანება ჯერ კიდევ ძალიან შორსაა, დახმარება კი ყოველდღე სჭირდება! ჩვენ ერთად შეგვიძლია მივცეთ ამ ოჯახს სიმშვიდე და უსაფრთხოება.

თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.

სამწუხაროდ, ამ და კიდევ სხვა უამრავი ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებგვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან — თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge 

თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!

მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000

 (დანიშნულება: კენჩხაძის ოჯახი).

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

 

”ახლა, დედაჩემს წამლები აქვს და მეც აღარ მეშინია!” (ნინა, 4 წლის).

ჩერნოვეცკის ფონდმა ეტლს მიჯაჭვულ ახალგაზრდა მარტოხელა დედა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტებით უზრუნველჰყო. მეგობრებო, თქვენი დამსახურებით, ოჯახს ასევე გადაეცა ყველანაირი საჭირო ტექნიკა.

 

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2024 თებ 16
კონსულტაცია
130.00₾
2024 მარ 07
გაზის გამათბობელი გაზქურა
1179.99₾
2024 მარ 07
საწოლი
1050.00₾
2024 მარ 07
მეტალოპლასმასის კარ-ფანჯარა
4000.00₾
2024 მარ 15
მედიკამენტები
216.27₾
2024 აპრ 22
მედიკამენტები
557.46₾
2024 აპრ 30
ფონდის ზედნადები ხარჯები
1915.00₾
26.05.2024
მედიკამენტები
1058.81₾
17.10.2024
პროდუქტები
622.48₾

სულ ხარჯები:

10730.01₾

დარჩა:

1.74₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.12.2024 00:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.12.2024 00:00:00
₾15.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.12.2024 00:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.12.2024 00:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.12.2024 00:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.12.2024 00:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.12.2024 00:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.12.2024 00:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.12.2024 00:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.12.2024 00:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.12.2024 00:00:00
₾4.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.12.2024 00:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.12.2024 00:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.12.2024 00:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.12.2024 00:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.12.2024 00:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.12.2024 00:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.12.2024 00:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.12.2024 00:00:00
₾1.40
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.12.2024 00:00:00
₾0.50

შემოწირულია:

₾10,731.75

846 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾10,731.75

846 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება