რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
ეს ჩემი სიყვარულია! მას თამთა ჰქვია! ჩვენ ერთმანეთი მთელი გულით გვიყვარს! მე მას არასდროს მივატოვებ! გულკეთილი ადამიანების დახმარება ძალიან, ძალიან გვჭირდება! „მეც, რა თქმა უნდა, ჩემი მძიმედ დაავადებული და უსუსური გოგონა ავირჩიე! მე ხომ, დედა ვარ! ის ერთადერთია ჩემთვის! – გვიამბობს როზა, მძიმედ დაავადებული გოგონას დედა. – უკვე 33 წელია ერთნი ვართ და ვერ ვძლებთ უერთმანეთოდ!“ როზა (დედა): სანამ თამთა 7 წლის გახდებოდა, მთელი ძალებით მისი ჯანმრთელობისთვის ვიბრძოდი. გავყიდე ყველაფერი, რაც ძვირფასი გამაჩნდა, ჭურჭელიც კი. მაგრამ, ჩემს გოგონას ცერებრული დამბლა აქვს დაბადებიდან. ვერ დადის, ვერ ლაპარაკობს და ხელებს ვერ ამოძრავებს. მაგრამ, ასეთი დაავადების მიუხედავად, მოხდა სასწაული! გონიერია და ყველაფერი ესმის! მოსიყვარულე გული აქვს! ჩემი საბრალო გოგონა! როგორია იმისი ცოდნა, რომ ეტლში უნდა იჯდე ცხოვრების ბოლომდე!..
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270„ნაგვის ურნაში ჩააგდე!“ – მხეცმა ქმარმა მომცა ასეთი რჩევა. საკუთარი შვილი სანაგვეზე როგორ უნდა გადააგდო?! ნუთუ, ასეთი ადამიანები არსებობენ ამქვეყნად? და ამის მერე, თავს ადამიანებად თვლიან? დავუჯერე, ოღონდ შვილი კი არა ის მოვიშორე, მე და ჩემმა გოგონამ კი, ცალკე დავიწყეთ ცხოვრება! ნაგვის ურნაში კი, მისი ნამუსი და ღირსება აღმოჩნდა! დაე, ამის შესახებ იცოდეს ყველამ! „ან მე, ან ის!“ – ასე მითხრა და წავიდა სამუდამოდ. თავის ცხოვრებიდან მხოლოდ მე კი არა, საკუთარი ღირსება და ნამუსი ამოშალა!
ეს ჩემი სიყვარულია! მას თამთა ჰქვია! ჩვენ ერთმანეთი მთელი გულით გვიყვარს! მე მას არასდროს მივატოვებ! გულკეთილი ადამიანების დახმარება ძალიან, ძალიან გვჭირდება!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
„მეც, რა თქმა უნდა, ჩემი მძიმედ დაავადებული და უსუსური გოგონა ავირჩიე! მე ხომ, დედა ვარ! ის ერთადერთია ჩემთვის! – გვიამბობს როზა, მძიმედ დაავადებული გოგონას დედა. – უკვე 33 წელია ერთნი ვართ და ვერ ვძლებთ უერთმანეთოდ!“
„მისი თავშესაფარში ჩაბარება და ნორმალური ცხოვრებით ცხოვრება მირჩიეს. მაგრამ საქართველოში ხომ, დედები შვილებზე უარს არ ამბობენ?“
როზა (დედა): სანამ თამთა 7 წლის გახდებოდა, მთელი ძალებით მისი ჯანმრთელობისთვის ვიბრძოდი. გავყიდე ყველაფერი, რაც ძვირფასი გამაჩნდა, ჭურჭელიც კი. მაგრამ, ჩემს გოგონას ცერებრული დამბლა აქვს დაბადებიდან. ვერ დადის, ვერ ლაპარაკობს და ხელებს ვერ ამოძრავებს. მაგრამ, ასეთი დაავადების მიუხედავად, მოხდა სასწაული! გონიერია და ყველაფერი ესმის! მოსიყვარულე გული აქვს! ჩემი საბრალო გოგონა! როგორია იმისი ცოდნა, რომ ეტლში უნდა იჯდე ცხოვრების ბოლომდე!..
„33 წელია, მე და თამთა წამითაც არ ვშორდებით ერთმანეთს და სხვაგვარად ცხოვრება არ შეგვიძლია.“
როზა: ჩემმა ქმარმა მასზე უარი რომ თქვა, მე მივიღე ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რომელიც ერთხელაც არ მინანია! რომელი დედა შეძლებს, აი ასე, უბრალოდ ადგეს და დაივიწყოს თავისი შვილი? ეს ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო გადაწყვეტილება იყო!
„ერთმანეთს ჰგავს ჩვენი ყოველი დღე. 30 წელზე მეტია, არაფერი იცვლება ჩვენს ცხოვრებაში. ყოველდღე ერთსა და იმავეს ვაკეთებ და ვერც ვიგებ, როგორ გადის თვეები და წლები“.
– გვიამბეთ თამთაზე. თქვენი ცხოვრების ერთი დღე აღწერეთ.
როზა: 33 წელია, ყოველი ჩვენი დღე ერთმანეთს ჰგავს: ავდგები, ჩემს გოგოს დავბან, ვაჭმევ და დავსვამ. შუადღეზეც ვბან და ვაჭმევ. მერე ტელევიზორს ვუყურებთ, უკვე ზეპირად ვიცით ყველა სერიალი. საღამოსაც ვაჭმევ, გამოვუცვლი ტანსაცმელს და დავიძინებთ… ასე ყოველდღე ხდება. არც ვიცი, რომელი წელია, რომელი თვე. ცოტა ხნის წინ, სტუმრად დამპატიჟეს, მაგრამ არ წავედი. ჯერ ერთი, თამთას ვერ დავტოვებ და მეორეც, არაფერი მაქვს ჩასაცმელი. ერთადერთი ადგილი, სადაც შემიძლია წასვლა, უახლოესი აფთიაქი და სურსათის მაღაზია არის. ისიც, მხოლოდ მაშინ, როდესაც ფული მაქვს. რომ გამოილევა, მხოლოდ კეთილი ადამიანების იმედად ვრჩებით. დღეს, მხოლოდ პური გვაქვს. თამთას რბილს ვაძლევ, მე კი ქერქებს ვჭამ. სანამ პენსიაზე გავალ იქნება ასე. ღმერთმა უწყის, სად ვცხოვრობთ და საერთოდ, როგორ მოვედით დღემდე… ძალიან რთულია, ფული როდესაც აღარ გვაქვს! ღმერთს მივმართავ ხოლმე და კეთილ ადამიანებს გვიგზავნის!
თამთას არ შეუძლია არც გადაადგილება, არც ლაპარაკი, მაგრამ ყველაფერი ესმის და თვალებით დედას აგებინებს.
– სად ცხოვრობთ ამჟამად? ეს რა ადგილია?
როზა: ეს არის შშმ პირთა პანსიონი. ჩვენს ბინაში შეუძლებელია ცხოვრება! მშენებლებმა რემონტისთვის უკანასკნელი კაპიკები გამოგვართვეს, მაგრამ ძალიან ცუდი ადამიანები აღმოჩნდნენ! ყველაფერი დაანგრიეს და გაიქცნენ! ახლა, თამთა ხშირად ტირის, საწყალი, ახსენდება თავისი ოთახი და იქ დაბრუნება ძალიან უნდა!
არავის განსჯა არ მინდა! ღმერთმა ყველაფერი იცის! მაგრამ, ჩვენ აუცილებლად უნდა გავარემონტოთ ჩვენი პატარა ბინა. უკვე ერთი წელია, უსახლკაროდ ვართ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა თავშესაფარში ვცხოვრობთ. ჩემი შვილის წინაშე, ძალიან მრცხვენია! მაგრამ მე ხომ, მარტოხელა და ხანში შესული ქალი ვარ! ღმერთმა ნუ ქნას, რამე თუ დამემართა, ჩემს შვილს პატრონი მაინც ეყოლება!
ღმერთს, ფონდს და მის მეგობრებს მივმართავ: გთხოვთ, დაგვაბრუნეთ ჩვენს ბინაში! საშინელი გრძნობაა, უსახლკაროდ რომ რჩები! შემოგვხედეთ… უსახლკაროებს ვგავართ?! ფონდის მეგობრების დახმარების გარეშე, ჩვენს კერას ვერასოდეს დავუბრუნდებით!
თამთა უბედნიერესი გოგოა! ღმერთმა მას ყველაზე ერთგული და მოსიყვარულე დედა აჩუქა! მას ყველანი ვუყვარვართ, მეგობრებო!
– ვეცდებით დაგეხმაროთ. გარდა რემონტისა, იქნებ კიდევ გჭირდებათ რაიმე დახმარება?
როზა: ჩემი ოცნებაა, თამთას ეტლი ჰქონდეს, რომელშიც თავის დაჭერას შეძლებს და არ ჩამოცურდება. მაშინ, მის გარეთ გაყვანას შევძლებ, გავასეირნებ ხოლმე და სუფთა ჰაერსაც ჩაისუნთქავს. თორემ, მთელი დღე ჩაკეტილები ვსხედვართ. ასევე გვჭირდება საწოლები, სარეცხი მანქანა და მაცივარი. პენსია კი, პურის საყიდლად გვეყოფა.
– როზა, მთელი ახალგაზრდობა თამთას მიუძღვენით. ფაქტიურად, მისი ცხოვრებით ცხოვრობთ. გიფიქრიათ ოდესმე იმაზე, თუ როგორ წარიმართებოდა თქვენი ცხოვრება, თქვენს „კეთილმოსურნეების“ რჩევას თუ გაითვალისწინებდით და მიატოვებდით შვილს?
როზა: არა! აზრად არ მომსვლია! გინახავთ ოდესმე ისეთი დედა, რომელსაც საკუთარ შვილზე შეუძლია უარის თქმა?
– სამწუხაროდ, ფონდის მუშაობის მრავალი წლის განმავლობაში, ასეთი დედებიც შეგვხვედრია, მაგრამ ძალიან იშვიათად.
როზა: ღმერთმა დამიფაროს! ბავშვის მიტოვებაზე არც მიფიქრია. მაგრამ, ხანდახან ვფიქრობ: თამთა რომ ჯანმრთელი ყოფილიყო, ალბათ, უკვე შექმნიდა საკუთარ ოჯახს და ცალკე იცხოვრებდა… მე როგორ ვიცხოვრებდი მის გარეშე? თუ, მაშინ აღარ მექნებოდა ასეთი დამოკიდებულება მის მიმართ? ალბათ, ასე მიჯაჭვული არ ვიქნებოდი? მაგრამ ახლა, იმის გაფიქრებაც კი მზარავს, რომ ის სიარულს შეძლებდა და დიდი ხნით დამტოვებდა. ეს, ალბათ, ქვეცნობიერების თავდაცვითი რეაქციაა. სხვაგვარად ცხოვრება ვერც კი წამომიდგენია, მე და ჩემი გოგონა უკვე ერთნი ვართ. უბრალოდ, ყველაზე მეტად მეშინია იმ დღის, როდესაც წავალ იმ ქვეყნად. მასზე ჩემსავით ვინ უნდა იზრუნოს?
თამთას სწყინს, როდესაც დედა სიკვდილზე საუბრობს… მას ეშინია. დედის გარეშე, ცხოვრება არ შეუძლია
(ამ დროს, თამთა აფორიაქდა, დედას ხელი უჩვენა და პირთან მიიტანა).
როზა: ეს ნიშნავს, რომ სისულელეების ლაპარაკი უნდა შევწყვიტო. არ უყვარს, როდესაც სიკვდილს ვახსენებ.
– ყველაფერი ესმის?
როზა: დიახ! კარგად მუშაობს მისი ტვინი. ამიტომ, იყო შანსი იმისა, რომ სიარულს შეძლებოდა. სიტყვების სრულყოფილად წარმოთქმა არ შეუძლია, მაგრამ მე მისი მესმის. თვალებში მიყურებს, რაღაც ბგერებს გამოსცემს, მე კი წინადადებებს ვიგებ.
თამთა: აკა-აკა…
როზა: ეს ნიშნავს იმას, რომ მოეწონეთ, რომ კარგი ადამიანი ხარ და გაუხარდება, კიდევ თუ მოხვალ. სხვადასხვანაირად წარმოთქვამს, მაგრამ ზუსტად ვიცი, როდის და რის თქმა სურს.
– თქვენ დედობის ეტალონი ხართ! ღმერთმა ჯანმრთელი გამყოფოთ! ჩვენ და ფონდის მეგობრები კი, ვეცდებით ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ცხოვრება გაგიადვილოთ და გავახალისოთ თქვენი ყოველდღიურობა.
„ასეთი დედა თუ გყავს, ამქვეყნად ყველა სირთულის გადალახვა შესაძლებელია”
ამ სამყაროში, სადაც ცხოვრება ხშირად დაუნდობელია, არის ისტორიები, რომლებიც ვარსკვლავებივით ანათებენ ღამის ცას. ერთ-ერთი ასეთი ისტორია, გახლავთ როზას და თამთას ისტორია. ის მოგვითხრობს დედობრივი სიყვარულის წარმოუდგენელ ძალაზე, რომელსაც ნებისმიერი სირთულის და განსაცდელის გადალახავა შეუძლია, ცხოვრებას ჰარმონიულობას სძენს, მიუხედავად იმისა, რომ მართლაც საშინელია მათი ყოველდღიურობა. გასაჭირმა გააერთიანა და უსასრულო ერთობის სიმბოლოდ აქცია.
ამ ისტორიას ბედნიერი დასასრული რომ ჰქონდეს, მოგიწოდებთ, ეს სევდიანი ისტორია ხელახლა გადავწეროთ.
თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, სოფელი ბანოჯა, შეზღუდული შესძლებლობის მქონე პირთა თავშესაფარი.
რის გაკეთებას და შეძენას ვგეგმავთ:
– ბინის რემონტი;
– საწოლების შეძენა;
– მაცივრის შეძენა;
– სარეცხი მანქანის შეძენა;
– სპეციალური ეტლის შეძენა.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: თამთა მჭედლიძე).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
ერთად, ჩვენ დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
სულ ხარჯები:
8157.39₾დარჩა:
599.98₾