ჩემი ოცნებაა, ეთხელ მაინც დავიძინო ადამიანურად, საწოლზე, ლეიბით, საბნით და ბალიშით! ჩემი შვილი მძიმედ ავად არის. საყვარელი მეუღლის ცოდვაც მაწევს, მთელი ცხოვრება ერთად გვაქვს გატარებული და უკვე ერთი წელია, საფლავი ვერ გავუკეთე! მაპატიე, ძვირფასო ჯემალ! თქვენც მაპატიეთ, კეთილო ხალხო, ჩემი ცრემლებით რომ შეგაწუხეთ!!! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩემი ოცნებაა, ეთხელ მაინც დავიძინო ადამიანურად, საწოლზე, ლეიბით, საბნით და ბალიშით! ჩემი შვილი მძიმედ ავად არის. საყვარელი მეუღლის ცოდვაც მაწევს, მთელი ცხოვრება ერთად გვაქვს გატარებული და უკვე ერთი წელია, საფლავი ვერ გავუკეთე! მაპატიე, ძვირფასო ჯემალ! თქვენც მაპატიეთ, კეთილო ხალხო, ჩემი ცრემლებით რომ შეგაწუხეთ!!!

page info icon
2024 ივნისი 25
საბრალო მოხუცი ქალი ეზოში დადის და ლოყაში ირტყამს ხელს. ღმერთო, როგორ იტანჯება! ორ სიტყვას იტყვის და ტირილს იწყებს, კიდევ რაღაცას იტყვის და ისევ ცრემლები ახრჩობს.„ხანდახან მგონია, რომ ფასი არ აქვს ჩემს სიცოცხლეს. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ჯობს ამ წყეულ ვაგონში დავიწვა. აი, რა დღეში ჩავვარდი სიბერის ჟამს! ბედის ანაბარა ვარ დარჩენილი“. - ამბობს ასიატი. „აი, აქ იდგა ჩვენი სახლი, ჩემი მეუღლე დადიოდა ამ ეზოში, ის იყო ჩემი ცხოვრების ბედნიერება... ყველაფერი, რაც მიყვარდა, დავკარგე. მხოლოდ მოგონებები დამრჩა. ისიც, ძალიან მძიმე. ვერ ვსუნთქავ, ვერ ვიძინებ... თვალწინ სულ ცეცხლი მიდგას, რომელმაც ჩემი ცხოვრება შთანთქა!“ ხანძრის მერე, ასიატი ამ ნაგებობაში დასახლდა. მაგრამ, განა საცხოვრებლად გამოსადეგია? ზამთარში კი, ხან ერთმა ნათესავმა შეიკედლა, ხან მეორემ. „კარგია, რომ გულკეთილი ადამიანები არსებობენ ამქვეყნად, - ამბობს საბრალო მოხუცი. - ზოგს შეუძლია, უსახლკარო ცხოველებიც კი შეიფაროს. მეც გავხდი ერთერთი მათგანი.“
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
4,231 ₾
( 271 დონორი )
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!

ჩემი ოცნებაა, ეთხელ მაინც დავიძინო ადამიანურად, საწოლზე, ლეიბით, საბნით და ბალიშით! ჩემი შვილი მძიმედ ავად არის. საყვარელი მეუღლის ცოდვაც მაწევს, მთელი ცხოვრება ერთად გვაქვს გატარებული და უკვე ერთი წელია, საფლავი ვერ გავუკეთე! მაპატიე, ძვირფასო ჯემალ! თქვენც მაპატიეთ, კეთილო ხალხო, ჩემი ცრემლებით რომ შეგაწუხეთ!!!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

საბრალო მოხუცი ქალი ეზოში დადის და ლოყაში ირტყამს ხელს. ღმერთო, როგორ იტანჯება! ორ სიტყვას იტყვის და ტირილს იწყებს, კიდევ რაღაცას იტყვის და ისევ ცრემლები ახრჩობს.

„ხანდახან მგონია, რომ ფასი არ აქვს ჩემს სიცოცხლეს. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ჯობს ამ წყეულ ვაგონში დავიწვა. აი, რა დღეში ჩავვარდი სიბერის ჟამს! ბედის ანაბარა ვარ დარჩენილი“. - ამბობს ასიატი.

 „აი, აქ იდგა ჩვენი სახლი, ჩემი მეუღლე დადიოდა ამ ეზოში, ის იყო ჩემი ცხოვრების ბედნიერება... ყველაფერი, რაც მიყვარდა, დავკარგე. მხოლოდ მოგონებები დამრჩა. ისიც, ძალიან მძიმე. ვერ ვსუნთქავ, ვერ ვიძინებ... თვალწინ სულ ცეცხლი მიდგას, რომელმაც ჩემი ცხოვრება შთანთქა!“

ხანძრის მერე, ასიატი ამ ნაგებობაში დასახლდა. მაგრამ, განა საცხოვრებლად გამოსადეგია? ზამთარში კი, ხან ერთმა ნათესავმა შეიკედლა, ხან მეორემ. „კარგია, რომ გულკეთილი ადამიანები არსებობენ ამქვეყნად, - ამბობს საბრალო მოხუცი. - ზოგს შეუძლია, უსახლკარო ცხოველებიც კი შეიფაროს. მეც გავხდი ერთერთი მათგანი.“ 

- ნუთუ, სახელმწიფო არაფრით დაგეხმარათ?

ასიატი: თანხა მოგვცეს ახალი სახლის ასაშენებლად, მაგრამ მხოლოდ საძირკველის ჩაყრა მოვახერხეთ. მერე კი... მერე (ტირის) მეუღლე გარდამეცვალა. უარაფროდ დავრჩი... საფლავიც კი ვერ გავუკეთე.

 „სამშენებლო ბლოკები და სანახევროდ აშენებული კედლები ასე, ხელუხლებელი დარჩა... ვინ დაასრულებს? ვერავინ...“

- საერთოდ არავინ გყავთ, მეუღლის გარდა? 

ასიატი: შვილი მყავს, 24 წლის არის, მაგრამ ძალიან ცუდადაა. სულ თავი ტკივილი აწუხებს, არ შეუძლია მუშაობა. ძლივს დადის. ცხრა წლის ასაკიდან ავადმყოფობს. ხან მეუღლე იყო ავად, ხან ის, ხან მე. საჩხერეში სახლი გვქონდა, მაგრამ მისი გაყიდვა მოგვიწია, მეუღლის ავადმყოფობის გამო. 2013 წელს დაკარგა მხედველობა. თვალებში ნემსებს უკეთებდნენ, ოპერაციაც ჩაუტარდა მაგრამ, ვერაფერმა უშველა. მერე, სოფელში გადმოვედით, ვაგონი დავდგით და ვცხოვრობდით. გაჭირვების მიუხედავად, ბედნიერები ვიყავით. გვიყვარდა ერთმანეთი. ნეტავ განახათ, რა კარგად გვქონდა მოწყობილი. არაფერი გვაკლდა.

 „ყოველდღე ვესაუბრები, პატიებას ვთხოვ, აქამდე საფლავი რომ ვერ გავუკეთე. ერთი წელიწადი გავიდა უკვე...“

- ხანძარი როგორ გაჩნდა?

ასიატი: მეძინა, სუნმა გამაღვიძა. ყველაფერი ცეცხლის ალში იყო გახვეული, საერთოდ არაფერი ჩანდა. ყვირილი დავიწყე, მეუღლეს ვეძახდი: „ჯემალ, სიხარულო, სად ხარ?“ ხმას არ მცემდა. უსინათლოს, მარტოს ხომ ვერ დავტოვებდი? სანამ ცეცხლი ჩემს პერანგს და თმას არ მოედო, სახლიდან არ გამოვედი. დამწვარი გამოვვარდი გარეთ, მიწაზე დავეცი და ვტიროდი. მეგონა, რომ ჩემი სიყვარული ალმოდებულ სახლში დავტოვე მარტო... უცებ, მისი ხმა შემომესმა. თურმე, ორიოდე წუთით ადრე, გარეთ გამოსულა, სუფთა ჰაერზე და ვერ გაეგო, რა მოხდა.

 „ჩემი ოცნებაა, ნორმალური ადამიანივით, საწოლზე რომ დავიძინო“

- ვაიმე! რის გადატანა მოგიხდათ, წარმოდგენაც კი შემზარავია.

ასიატი: დავინახე და სულ გადამავიწყდა ტკივილი. ყველაფერი დამწვარი მქონდა: გულმკერდი, მუცელი, თმა... მთავარია, ის ცოცხალი იყო. ვერც კი წარმოიდგენთ, ახლა როგორ მიჭირს მის გარეშე. იმედი მაქვს, მაპატიებს, აქამდე საფლავი რომ ვერ გავუკეთე. როგორ ფიქრობთ, ნაწყენი ხომ არ არის ჩემზე?

- რა თქმა უნდა, არა! ისეთი სიყვარულით საუბრობთ მასზე... თქვენი საარსებო წყარო რა არის ამჟამად? როგორ ცხოვრობთ ამ სოროში?

ასიატი: მართალს ამბობთ, ეს სოროა. აქ, მინდვრის თაგვივით ვცხოვრობ. პენსიას ვიღებ, რომელიც მხოლოდ საკვებისა და წამლების საყიდლად მყოფნის. კეთილი მეზობლები მყავს. ზოგი ლუკმა პურს მაწვდის, ზოგიც დაბანას მთავაზობს... განა ეს ცხოვრებაა? ჩემი ოცნებაა, ნორმალურ საწოლზე დავიძინო, მაგიდასთან დამჯდარმა ვჭამო, ადამიანურად...

- თქვენი დახმარება რით შეგვიძლია, ასიატ?

ასიატი: ჩემი აზრით, ბედნიერი ვიქნები, პატარა ვაგონს და საწოლს თუ მაჩუქებთ, მე და ჩემმა რომ ვიცხოვროთ, თავზე ჭერი რომ გვქონდეს. ვიცი, რომ სახლის მშენებლობის დასრულება შეუძლებელია. ძალიან ძვირი დაჯდება. ჩვენს ქვეყანაში კი, თითქმის ყველას უჭირს. მაგრამ იცით, თქვენს შესახებ როდესაც გავიგე, იმედი მომეცა, რომ ადამიანურად მოვკვდები მაინც. თქვენ ხომ, არაერთ მოხუცს გაულამაზეთ სიბერე? გამიგია, რომ კეთილი ჯადოქრებივით ხართ.

ლამაზ და უზომოდ სევდიან თვალებში ჩახედეთ ამ ქალს. ამ საბრალო მოხუცს, უამრავი საშინელი დღე აქვს გადატანილი! ნუთუ ვერ შევძლებთ, ცოტათი მაინც რომ გავულამაზოთ სიბერე?

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!


ასიატის ისტორია უბრალოდ მძიმე ტანჯვისა და დანაკარგების ამბავი არ გახლავთ. ჩვენს გულს და ნამუსს, თითოეულ ჩვენგანს მოგვიწოდებს, რომ დავეხმაროთ. დგება მომენტი, როდესაც თანაგრძნობა მხოლოდ სურვილი კი არა, ჩვენი ვალია. როდესაც ვხედავთ, რომ მოხუცი ქალი ცდილობს, ტანჯვას და დანაკარგს რომ გაუმკლავდეს, აკლია უბრალო, ადამიანური მზრუნველობა, გულგრილნი არ უნდა დავრჩეთ.

 ვხედავთ, რაოდენ მძიმეა მისი ცხოვრება, მის ტკივილსა და უიმედობას ვგრძნობთ. სწორედ ამ დროს გვახსენდება უფლის სიტყვები, რომელიც შთაგვაგონებს, დავეხმაროთ და მისი ტკივილი გავიზიაროთ.

 „პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რაჲთა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქუეყანასა მას კეთილსა, რომელი-იგი უფალმან ღმერთმან მოგცეს შენ» (მეორე რჯული 5.16). 

ჩვენი ვალია, მოხუცების მიმართ მზრუნველობა გამოვიჩინოთ. ეს ხომ, უბრალოდ მცნება კი არა, ჩვენი ადამიანობის არსია. პატარა სახლი, საწოლი და თავზე ჭერი სჭირდება ასიატს. მისი ოცნებაა, ღირსეულად გაატაროს ცხოვრების უკანასკნელი წლები და ამ ოცნების ახდენაში, ჩვენ უნდა დავეხმაროთ.

ჩავიხედოთ ჩვენს გულებში და გავიხსენოთ, რომ თითოეულ ჩვენგანს შეუძლია სხვის ბნელ ცხოვრებაში გახდეს სინათლის სხივი. დაე, ჩვენი კეთილი საქმეები მაგალითად იქცეს სხვებისთვის და უფლის წყალობა მუდამ თან გვდევდეს. რადგან, თუ გავერთიანდებით მის დასახმარებლად, არა მხოლოდ ასიატის ცხოვრებას შევცვლით, არამედ გავამდიდრებთ საკუთარ სულს.

თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: საჩხერის მუნიციპალიტეტი, სოფელი სარეკი.

 ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

გვჯერა, რომ ერთად ამ ოჯახის გადარჩენას ნამდვილად შევძლებთ!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000 

 (დანიშნულება: საყვარელიძეების ოჯახი).

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100. 

ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

  კორ.: ნინო   



ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
საქართველოს ბანკი
თი ბი სი ბანკი
ლიბერთი ბანკი

მსგავსი პროექტები: