ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

აზრზე მოსვლაც კი ვერ მოვასწარი, რომ ყველაფერი მოგვიტანეს!

calendar ივლისი 14, 2024

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

სულ რაღაც ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენი გასაჭირის შესახებ გაჩვენეთ და ჩვენი ცარიელი სახლი ავეჯით, ტექნიკითა და ბავშვის ტანსაცმელებით გაივსო! – ამბობს ეთერი. – ერთ კვირაში ყველა პრობლემა მოგვიგვარეთ, რაზეც სხვა ფონდები ხელს იქნევდნენ! თქვენთან მათხოვარივით არ ვგრძნობ თავს, პირიქით, დავინახე გულითადი ყურადღება და მხარდაჭერა. ყოველ წუთს მირეკავს ხალხი. მეკითხებიან, რა მჭირდება, როგორ არიან ჩემი პატარები. მე კი ყველას ვეუბნები, რომ ახლა ყველაფერი შესანიშნავადაა!“

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

ორი თვის დანიელი სადაცაა დაგვტოვებს გამუდმებული შიმშილისა და იმის გამო, რომ მის დედიკოს არა აქვს საშუალება, ძვირადღირებული წამლები უყიდოს, მათ შორის ორმხრივი ფილტვების ანთების წამლები! ნუთუ ჩვენ  დავუშვებთ ამას?!

თავისი ერთიბეწო სიცოცხლის, ორი თვის განმავლობაში ანგელოზი დანიელი ყოველდღე ავადმყოფობს, დღითიდღე უფრო და უფრო სერიოზულია მისი მდგომარეობა! ღმერთო, ნუ დაუშვებ, საქართველომ კიდევ ერთი შვილი დაკარგოს! დანიელი მუდმივად ავადმყოფობს

მრავალშვილიანი ოჯახი ბოლნისიდან

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

„ოღონდ დილით ბავშვებს საუზმეზე ბალახის ჭამა არ მოუწიოთ! ოღონდ ეს არა!“ — ახალგაზრდა დედა, ეთერი, თავის სამ უსაყვარლეს შვილს დასაძინებლად აწვენს და თან გულდამდუღრული ფიქრობს, სად იშოვოს საჭმელი მათთვის. ის მხოლოდ 21 წლის არის. ისეთი ლამაზია! ახალგაზრდა დედის მშვენიერი ქართული სახენელ-ნელა უფერულდება! ნეტავ, მეუღლე დღეს ფულის შოვნას თუ მოახერხებს? თუ გაუმართლებს?! იქნებ, წამლების საყიდლად იყოს საკმარისი?

რა ლამაზია ეს ბიჭუნა! ნიკოლოზი ჰქვია, მისი სახელი არ დაგავიწყდეთ. ახლა ის უკვე ჩვენი შვილია! ის საქართველოს შვილია!

მშიერი, თვალცრემლიანი მარიამი: „ბალახის ჭამა არ მინდა. კანფეტი მომეცი, დეიდა!“

ახლახან სხვადასხვა ვირუსის გამო დაუძლურებულმა ჩვილმა პნევმონია გადაიტანა. ექიმებმა მკურნალობის კურსი დაუნიშნეს და მედიკამენტები გამოუწერეს. მაგრამ მის საბრალო დედას წამლების ყიდვის საშუალება არა აქვს. ნებისმიერ წუთს შეიძლება გამწვავდეს ბავშვის მდგომარეობა და ვეღარ გადაარჩინონ.

დანიელის უფროსი და-ძმაც ხშირად ცივდებიან. პატარებს არაადამიანურ პირობებში უწევთ ცხოვრება, ლუკმა პურიც კი სანატრელი აქვთ, ხორციანი კერძების გემო კი აღარც ახსოვთ.

უფროსი ძმა ცდილობს მშიერი დაიკოს დამშვიდებას

ეთერი ვერ იმუშავებს, არავინ ჰყავს ბავშვების დამტოვებელი. მათთან განშორებასაც ვერ გადაიტანს, ისიც, ალბათ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თავად თუ გამოესალმება სიცოცხლეს! მისი უსაყვარლესი მეუღლე კი ავარიაში მოჰყვა, მანქანამ გაიტანა! დაკოჭლდა, ხეიბრად იქცა, მეტალის ფირფიტა აქვს ჩადგმული ფეხში. ხანდახან, როდესაც ამინდის ცვლილების გამო იმდენად არ აწუხებს ფეხი, მეზობლები მსუბუქ სამუშაოს, ბოსტნის გათოხნას ან მოსავლის აღებას ავალებენ, რისთვისაც ძალიან მადლობელია მათი.

მარიამი 2 წლის არის, მაგრამ იმდენად გამხდარია, ცარიელი ძვალი და ტყავია დარჩენილი. ენით აღუწერელი სევდაა ბავშვის სახეზე აღბეჭდილი, რომლის კვალიც კიდევ მრავალი წლის განმავლობაში იქნება შესამჩნევი

ოჯახი ავარიულ სახლში ცხოვრობს, ყოველთვე 150 ლარს იხდიან ქირას.

ყველა ოთახი ასეთ მდგომარეობაშია

ჩამოვარდნილია ჭერი. ყველა ოთახი ასეთ მდგომარეობაშია

ეთერი ზურაბიშვილი (დედა): „ჩემს შვილებს სათამაშოები საერთოდ არა აქვთ. სხვა ბავშვების სათამაშოებს რომ ხედავენ, ტირიან, ითხოვენ, მე კი არაფერი შემიძლია გულისტკივილით ტირილის გარდა“.

90-იანი წლების გაზის ბალონი

ზაფხულის ცხელ დღეებში ნიკოლოზს საშინლად სწყურია. მაგრამ გამაგრილებელი სასმელების ნაცვლად, მაგიდაზე მხოლოდ ცარიელ პოლიეთილენის ბოთლებს თუ ნახავს. ჯერ ვერ ხვდება, რომ ცარიელია ბოთლი, პირთან მიაქვს და ცდილობს, რამდენიმე წვეთი მაინც გამოწრუპოს

მუდამ ცარიელია მაცივარი. ბიჭუნა მის კარს ყოველდღე აღებს. ალბათ, ფიქრობს, რომ, რადგან დგას, შიგნით ჯადოსნურად უნდა ჩნდებოდეს საჭმელი!

ნიკოლოზის ერთადერთი გასართობი ეს ძველი სათამაშოა

ადრე ეთერს მოხუცი მშობლები ეხმარებოდნენ, მაგრამ ახლა თავად სჭირდებათ დახმარება! მოხუცებულ ბავშვებად იქცნენ. მიუხედავად ამდენი უბედურებისა და გასაჭირისა, ახალგაზრდა დედა ამბობს, რომ ვერ გადაუხვევს პატიოსნების გზიდან, ვერ იტყვის ტყუილს, ვერ მოიპარავს. თაღლითობას ურჩევნია, შიმშილით მოკვდეს. ყველაზე მეტად ქურდობა სძულს და არ სურს, მისი შვილები დაადგნენ ამ გზას, როგორც არ უნდა გაუჭირდეთ.

ეთერმა მიმართა ადგილობრივ გამგეობას, მაგრამ პასუხიც კი არ მიუღია! ასეთი ოჯახების მომავალზე ზრუნვა ჩვენი ვალია, მეგობრებო! „ხელი გაუწოდე მოყვასს!“ — გვეუბნება ღმერთი. არ ვიცით, როგორ დაგვაჯილდოებს სიკეთისთვის, მაგრამ თქვენ ნამდვილად არ მოგიწევთ ცარიელ მაცივარში შეხედვა, როგორც ამას პატარა ნიკოლოზი აკეთებს ყოველდღე. ხოლო უფლის წყალობით, რით შეივსება — ცხოვრების ღვთისგან ბოძებულ ყოველ დღეს, მხოლოდ ჩვენი გადასაწყვეტია!

ორი თვის ასაკში სულ იღიმის და საყვარლად იცინის ყველა ბავშვი. მთავარია, დანიელი არ დავკარგოთ! მთავარია, ეთერის შვილმა იცოცხლოს! გაიღიმე, პატარავ! მალე მიიღებ დახმარებას!

თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: ქალაქი ბოლნისი, აღმაშენებლის ქ. № 79.

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000

(დანიშნულება: ზურაბიშვილების ოჯახი).

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100

სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

აზრზე მოსვლაც კი ვერ მოვასწარი, რომ ყველაფერი მოგვიტანეს!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

ეთერი:ხალხი მირეკავს ყოველ წუთს და მეკითხება, რა სჭირდებათ ჩემს პატარებს

სულ რაღაც ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენი გასაჭირის შესახებ გაჩვენეთ და ჩვენი ცარიელი სახლი ავეჯით, ტექნიკითა და ბავშვის ტანსაცმელებით გაივსო! – ამბობს ეთერი. – ერთ კვირაში ყველა პრობლემა მოგვიგვარეთ, რაზეც სხვა ფონდები ხელს იქნევდნენ! თქვენთან მათხოვარივით არ ვგრძნობ თავს, პირიქით, დავინახე გულითადი ყურადღება და მხარდაჭერა. ყოველ წუთს მირეკავს ხალხი. მეკითხებიან, რა მჭირდება, როგორ არიან ჩემი პატარები. მე კი ყველას ვეუბნები, რომ ახლა ყველაფერი შესანიშნავადაა!“

ამ ოთახში მთელი ავეჯი და ტექნიკა ჩერნოვეცკის ფონდის მეგობრებმა გვაჩუქეს!

მეც გკითხავთ, როგორ არიან ახლა პატარები? რადგან, უმეტესწილად, მათთვის კეთდება ეს ყველაფერი.

ეთერი: ჩემი მტირალები ახლა აღარ ტირიან (იღიმის), არ ჭირვეულობენ. ადრე ყველაზე უბრალო პირობებიც არ ჰქონდათ, არც საკვები. დანიელი ხელში აყვანილი დამყავდა, ახლა კი საკუთარი მანქანითახალი ეტლითგადის სასეირნოდ და ცხოვრებით კმაყოფილია (იღიმის).

დანიელი სასეირნოდ თავისი ახალი მანქანით გამოდის და ცხოვრებით კმაყოფილია

როგორც კი მშიერი ბავშვები ტირილს იწყებდნენ, ქუჩაში გამყავდა, რომ რამენაირად გამერთო. არც სათამაშოები ჰქონდათ, არც ტელევიზორიახლა ორი ტომარა სათამაშო აქვთრა გინდა სულო და გულო: მანქანები, პისტოლეტები, ცხოველებიდა შესანიშნავი პლაზმური ტელევიზორი ინტერნეტით, სადაც უამრავი მულტფილმი შემიძლია ვიპოვო

ორი ტომარა სათამაშო! ახლა შეიძლება თამაშის დროს მფრინავიც იყო, ყაჩაღიც და პოლიციელიც

ხელები მაღლა, დეიდა, დაკავებული ხარ! გამომყევი და არც კი იფიქრო გაქცევაზე!“

ეთერი: მარიმ და ნიკოლოზმა ჯერ ლაპარაკი არ იციან, მათი სიხარული სხვანაირად იფრქვევა. დარბიან, დახტიან, ყირამალა გადადიან. წამოდით, როგორც ჩანს, ბავშვის საწოლში არიან. ხომ ვიცი, რომ ახლა ძილს არცერთი არ აპირებს, მაგრამ ორივენი აძვრნენ, რადგან ძალიან მოსწონთ. რიგრიგობით სძინავთ: ერთ დღესმარის, მეორე დღესნიკოლოზს.

ძილი არავის უნდა, ბავშვები ახალ საწოლში სახტუნაოდ და საძრომიალოდ ავიდნენ

როცა ამ ბინაში ქირით გადმოვედით, აქ მხოლოდ ძველი საწოლები იდგა. სხვა ავეჯი არ იყო. ბავშვების მთელი ტანსაცმელი საწოლზე მეწყო გროვადყველაფერი დაჭმუჭნილი და მტვრიანი იყო, სად რა იდო, ვერ იპოვიდი. ახლა ყველაფერი კარგად, გულიანად დავრეცხე ახალ სარეცხ მანქანაში და შვებით ამოვისუნთქე. სარცეხ მანქანაზე დიდ მადლობას გიხდით და სარეცხი ფხვნილის კარგ მარაგზეცმიხარია, რომ ბევრია და დიდხანს მეყოფა.

ბავშვები მთელ სახლში თამაშობენ, დედა ეთერი კი იზიარებს მათ უსაზღვრო სიხარულს!


შეიძლება ახალ კარადაში შევიხედო?

ეთერი: ყველაფერი შეიძლება, ყველაფერი ნახეთ! უკვე აღარ მრცხვენია ჩვენება: ბავშვების ნივთებიც და ჩვენიც დაკეცილია. თამამად გააღეთ, კოშმარს არ ნახავთ (იცინის). რა არის ყველაზე არასასიამოვნო, იცით? როცა სისუფთავე და წესრიგი გიყვარს და იძულებული ხარ, სიღარიბის გამო უსუფთაოსავით იცხოვრო. როცა ნამდვილი დიასახლისივით შეგიძლია საკვების მომზადება, მაგრამ პროდუქტები არა გაქვს. მშიერი ბავშვების ტირილს ჭკუიდან გადავყავდი!

ტანსაცმელი დაჭმუჭნილ გროვად ეწყო საწოლზე. თქვენ გვაჩუქეთ კარადა და დაგვეხმარეთ წესრიგის დამყარებაში

თუ შემთხვევით ბავშვების ერთ ადგილას თავმოყრაა საჭირო, გონიერი დედა მულტფილმებს რთავს და ბავშვებიც მაშინვე იქ ჩნდებიან!

როდის ისწავლეთ საჭმლის კეთება, ეთერ? თქვენ ხომ სულ რაღაც 21 წლისა ხართ.

ეთერი: ამას ნუ უყურებთ, ბავშვობიდან ვიცი საჭმელების კეთება. ოჯახსაც კარგად ვუძღვები, ბავშვებსაც და ქმარსაც გემრილად ვაჭმევ. მადლობა ღმერთს, ახლა მაქვს, რით მოვამზადო! ახლა ძალიან კმაყოფილი და გახარებული ვარ. მაღაზიაში წავედი, ფონდის მეგობრების წყალობით, ავიღე ვიტამინებიანი პროდუქტი: ქათამი, თევზი, კვერცხი, კარაქი, იოგურტებიბევრი რამ ვიყიდე, რომ ხანგრძლივი შიმშილობის შემდეგ ოჯახი გავახარო.

ბედნიერები ვართ! ბალახეულის დიეტის შემდეგ ნორმალურ საკვებს დავუბრუნდით!“ 

რამდენი ხანია, პატარა მარის იოგურტი უნდოდა!

ეთერი: ჩვენი ლურჯი გაზის ბალონი გარეთ გავდგით! მორჩა! რაღაში მჭირდება, როცა ოთხკამფორიანი გაზქურა მომიტანეს აირღუმელით? გავასუფთავებ და დავუბრუნებ ამ ბალონს მეზობელს და მადლობას ვეტყვი, რომ ხელი გამიმართა რთულ დროს. უკვე მოვამზადე საჭმელი ახალ გაზქურაზე, პირველ რიგში ქათმის ბულიონი გავაკეთე. კარგად ჭამენ ჩემები სუპებს. ყოველდღე წვნიან სადილს ვამზადებ მთელ ქვაბს.

ოჰ, ნეტა გენახათ, რა სიამოვნებით გადავრეცხე ყველაფერი და გენერალური დალაგება მოვაწყვე! გაზის ბალონს კი მადლიერებით დავუბრუნებ მეზობელს, ახლა აი, რა მაგარი გაზქურა გვაქვს!“

მაგრამ, თუ ერთზე მეტ კერძს ვაკეთებ, საჭმელს ჯერ ვერსად ვინახავთ. მხოლოდ ერთი საყოფაცხოვრებო პრობლემა დაგვრჩამაცივარი. ძნელია მის გარეშე

ეთერ, რა გინდათ გადასცეთ ჩერნოვეცკის ფონდის მეგობრებს, ყველას, ვინც დაგეხმარათ?

ეთერი: მიხარია, რომ ახლოს გავიცანით ჩერნოვეცკის ფონდი და თქვენც მიგვიღეთ თქვენს დიდ, მეგობრულ ოჯახში. თქვენთან კარგია, თბილები და საიმედონი ხართ და ჩემი შვილები დაცულები არიან. ანახეთ ყველას, როგორ შეიცვალა ჩვენი სახლი და როგორი გახარებულები არიან ჩემი შვილები! აჩვენეთ ისიც, რაც ადრე იყო! თქვენ ეს ერთ კვირაში გააკეთეთ! აზრზე მოსვლაც ვერ მოვასწარი, რომ ყველაფერი მოგვიტანეს. არაჩვეულებრივები, საუკეთესოები და კეთილი ადამიანები ხართ!

აზრზე მოსვლაც ვერ მოვასწარი, რომ ყველაფერი მოგვიტანეს!“

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

ზურაბიშვილების ოჯახის ისტორია სულ ახალია, მეგობრებო! შთაბეჭდილებას ახდენს და ფრთებს გვასხამს, რომ ერთად ჩვენ ძალიან ბევრი გავაკეთეთ მაქსიმალურად მოკლე დროში. პროექტი გრძელდება და თუ ეს ისტორია ახლა  ნახეთ, შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ და თქვენც დაეხმაროთ. მრავალშვილიან ოჯახს მაცივარი და პროდუქტები სჭირდება. მთელი გულით გიხდით მადლობას ოპერატიულობისთვის!

თუ ყოველდღიური პრობლემების ან გადაუჭრელი საკითხების გამო დამწუხრებული ხართ, წამით შეჩერდით და გადახედეთ ჩვენს პოსტებს ფეისბუქზე. უფრო მეტიც, დაურეკეთ რომელიმე ჩვენს ბენეფიციარს და თქვენი ყველა პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმ ადამიანის პრობლემებთან შედარებით, რომელთაც დაეხმარეთ ცხოვრების ყველაზე რთულ მომენტში.

ჩვენი პრობლემები არაფერია მათ პრობლემებთან შედარებით! აი, ნამდვილი საწუხარი! თქვენ თვალწინაა! მადლობა შესწირეთ უფალს იმისთვის, რაც გაქვთ. თქვენ ყველაზე ბედნიერი ადამიანი ხართ ამქვეყნად! დაიმახსოვრეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.

სამწუხაროდ, ამ და სხვა ოჯახების პრობლემები ამით არ მთავრდება, ამიტომ დროდადრო გადახედეთ ჩვენს ვებგვერდზე შეჭირვებული ადამიანების ისტორიებს და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როცა შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, აუცილებლად იგრძნობთ ღვთის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! ეს არის უფლისთვის საუკეთესო სამსახური!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

თქვენი სიკეთე არის შესაძლებლობა, ბედნიერი იყოთ ყველაფერში! მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს!

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000

(დანიშნულება: ზურაბიშვილების ოჯახი).

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

ვიფიქროთ იმაზე, რომ სხვების დახმარებით ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს სულზე და ვუახლოვდებით უფალს სწორედ იმ ტანჯვით, რასაც სხვებისთვის განვიცდით!

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100

სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

კორ.: მედეა

 

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
21.07.2024
ეტლი
240.00₾
21.07.2024
ავეჯი
2150.00₾
19.07.2024
პროდუქტები
150.00₾
19.07.2024
პროდუქტები
243.05₾
30.07.2024
საყოფაცხოვრებო ტექნიკა
1540.00₾
30.08.2024
პროდუქტები
98.03₾
30.09.2024
ფონდის ზედნადები ხარჯები
855.00₾
30.11.2024
ფონდის ზედნადები ხარჯები
240.00₾

სულ ხარჯები:

5516.08₾

დარჩა:

13.81₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
17.12.2024 09:34:03
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.12.2024 00:00:00
₾12.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.12.2024 00:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.12.2024 00:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.12.2024 00:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.12.2024 00:00:00
₾3.02
გმადლობთ, კეთილო გულო!
13.11.2024 15:46:43
₾200.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.11.2024 09:11:08
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.10.2024 00:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.10.2024 00:00:00
₾15.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.10.2024 00:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.10.2024 00:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.10.2024 00:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.10.2024 00:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.10.2024 00:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.10.2024 00:00:00
₾4.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.10.2024 00:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.10.2024 00:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.10.2024 00:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.10.2024 00:00:00
₾30.00

შემოწირულია:

₾5,529.89

389 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾5,529.89

389 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება