რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
„ნახე, დეიდა, პურის ერთი ნატეხიღა დაგვრჩა!“ — ამ სიტყვებით შემეგება კარში ორი წლის ნიკუშა და მწარედ ატირდა. საშინელება ის არის, რომ ეს ნატეხი ხუთ ნაწილად უნდა გაიყოს. ნინო, დედა (30 წლის): „შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რამხელა გამოცდაა დედისთვის იმის დანახვა, რომ შენი შვილი შიმშილის გამო ტირის! მე ძალიან ავად ვარ, ეპილეფსია მაქვს. ამიტომ, როცა ვაჟთან ერთად სამშობიაროდან გამომწერეს, ძუძუსაც ვერ ვაჭმევდი. ბავშვის საკვების ფული არ მქონდა, ელემენტარული, ბოთლიც კი არ მქონდა ხელოვნური კვებისთვის. ჩემი საწყალი ბიჭი! რა ძალიან ტიროდა, დაოსებამდე, მეგონა, რომ დაიხრჩობოდა! შემეშინდა და სასწრაფოს გამოვუძახე. ექიმები მაშინვე მიხვდნენ, რომ ბავშვი მშიერი იყო და სასწრაფოს მძღოლმა ბავშვს მთელი ყუთი ხელოვნური საკვები და ბოთლი უყიდა. აი, ასე, კეთილი ადამიანების დახმარებით გავიტანეთ თავი!
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270თბილისის ცენტრში სამშვილიანი ოჯახი ისე ცხოვრობს, როგორც ქვის ხანაში! საშინელი სისხლისმწოველა ბაღლინჯოები მათ სიცოცხლეს უმწარებენ — ქართველი თოთო ბავშვების სისხლს წოვენ!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
„ნახე, დეიდა, პურის ერთი ნატეხიღა დაგვრჩა!“ — ამ სიტყვებით შემეგება კარში ორი წლის ნიკუშა და მწარედ ატირდა. საშინელება ის არის, რომ ეს ნატეხი ხუთ ნაწილად უნდა გაიყოს.
„დედა, მშია! მუცელი მტკივა!“
ნინო, დედა (30 წლის): „შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რამხელა გამოცდაა დედისთვის იმის დანახვა, რომ შენი შვილი შიმშილის გამო ტირის! მე ძალიან ავად ვარ, ეპილეფსია მაქვს. ამიტომ, როცა ვაჟთან ერთად სამშობიაროდან გამომწერეს, ძუძუსაც ვერ ვაჭმევდი. ბავშვის საკვების ფული არ მქონდა, ელემენტარული, ბოთლიც კი არ მქონდა ხელოვნური კვებისთვის. ჩემი საწყალი ბიჭი! რა ძალიან ტიროდა, დაოსებამდე, მეგონა, რომ დაიხრჩობოდა! შემეშინდა და სასწრაფოს გამოვუძახე. ექიმები მაშინვე მიხვდნენ, რომ ბავშვი მშიერი იყო და სასწრაფოს მძღოლმა ბავშვს მთელი ყუთი ხელოვნური საკვები და ბოთლი უყიდა. აი, ასე, კეთილი ადამიანების დახმარებით გავიტანეთ თავი!
ჩვენ, ფონდში, მადლიერები ვართ ამ ახალგაზრდა კაცის და ბედნიერებას ვუსურვებთ მას! ძალიან გვინდა თქვენი სახელი ვიცოდეთ, მეგობარო, რათა მადლობა გადაგიხადოთ ამ ღვთისმოსაწონი საქმისთვის! გამოგვეხმაურე!
არ ვიცი, რა ვაჭამო სამ ბავშვს, დამეხმარეთ!
არავინ გეხმარებათ?
ნინო: სამი ბავშვი გვყავს. თვიდან თვემდე სოციალური დახმარებით გაგვაქვს თავი, ამ თვეში ვერ მივაღწიეთ ამ ფულის აღებამდე, პროდუქტებისთვის აღარაფერი დაგვრჩა. ჩემი ქმარი მტვირთავია, დღე და ღამე ფიზიკურად მუშაობს, რომ პამპრსები და პური იყიდოს. მაგრამ სამუშაო ყოველთვის არა აქვს. სიმართლე გითხრათ, მისი ჯანმრთელობის ადამიანისთვის საერთოდ არ შეიძლება სიმძიმეების აწევა. საკუთარ თავზე საერთოდ არ ფიქრობს, მთავარია, ბავშვები მშივრები არ იყვნენ.
წამლებს რითი ყიდულობთ?
ნინო: მე დღეში 7 აბს ვიღებ ეპილეფსიის წამალს. თუ არ დავლევ, შეიძლება შეტევა დამეწყოს და შევაშინო ან დავაზიანო ბავშვი! როცა გოგოზე ვიყავი ხუთი თვის ორსული, შეტევა დამემართა, ქუჩაში მკვდარივით დავეცი. ქმარმა ძლივს მომიყვანა გონზე.
აუცილებლად მჭირდება ექიმთან მისვლა, თავის ტვინის ენცეფალოგრამის გადაღება, რისთვისაც სულ მცირე, 150 ლარია საჭირო, შეიძლება მეტიც! საიდან მოვიტანო ამდენი ფული?
ასე განისაზღვრება დაავადების მიმდინარეობა და მისი მკურნალობა
ეს სახლი თქვენია, სადაც ცხოვრობთ?
ნინო: საკუთარი სახლი არ გვაქვს. ვქირაობთ ამ სახლს. მადლობა ღმერთს, ამ სახლის დიასახლისი კეთილი და შეგნებული ადამიანია, რამდენიმე თვის მანძილზე არ გვართმევდა ბინის ქირას. ქუჩაში ხომ ვერ გაგვყრიდა სამი ბავშვით? სად წავალთ?
შეხედეთ, სახლი ავარიულია! გვეშინია, რომ ჭერი თავზე არ დაგვეცეს!
ტანსაცმელს ხელით ვრეცხავთ გაყინულ წყალში.
აბაზანა არ გვაქვს, ბავშვებს ტაშტში ვაბანავებთ. ისე ვცხოვრობთ, როგორც ქვის ხანაში!
ნინო: კიდევ ერთი გასაჭირი გვაქვს — არც კი ვიცი, როგორ გითხრათ; ბაღლინჯოების შემოსევა გვაქვს. ეს საშინელი სისხლისმწოველები მატრასებში და ბალიშებში არიან ჩაბუდებულები, დადიან ავეჯზე, სახლში გაჩერება უბრალოდ შეუძლებელია. რომ აღარაფერი ვთქვათ ძილზე. ბავებს ხელ-ფეხი სულ დაკბენილი აქვთ! საშინლად ექავებათ! სისხლამდე იფხანენ! სასწრაფოდ გვჭირდება დეზინსექცია! მაგრამ სპეციალური ხსნარის ფული არ გვაქვს. ამას ხომ სულ რაღაც 50 ლარი სჭირდება! ყველა მატრასი გადასაყრელია! საწოლები საკმარისი არ გვაქვს, ჩემს გოგონას ფიცრებზე უწევს წოლა.
ძილი ნამდვილი წამებაა, როცა მატრასი ბაღლინჯოებით არის სავსე.
შეხედეთ ბაღლინჯოებისგან დაკბენილ ფეხებს.
ნინო, დედა (30 წლის): ჩვენთან დედაჩემი ცხოვრობს, ინსულტი გადაიტანა და რეაბილიტაცია სჭირდება. მაგრამ ამის ნაცვლად ის იძულებულია, იმუშაოს, რომ ჩვენი ვალები დაფაროს და მარტო ჩვენ კი არა, ბაღლინჯოებიც გამოკვებოს, ღმერთმა დასწყევლოს ისინი! ბავშვობაში მხოლოდ ფაშისტების დროინდელ ფილმებში მაქვს ნანახი, როგორ კბენდნენ ადამიანებს ბაღლინჯოები.
საუკუნეა, წამალი არ მიყიდია. ფული არ მრჩება. ხელფასიდან ხელფასამდე მხოლოდ ვალებს ვარიგებ.
სამწუხაროა, რომ ბაღლინჯოებს მხოლოდ ჩემი შვილიშვილის ახალგაზრდა სისხლი უყვართ. ნეტა მე დავეკბინე სიკვდილამდე! იქნებ მაშინ მაინც გაეკეთებინა ადგილობრივ ხელისუფლებას ჩვენთვის რაიმე.
მარინა, ბებია (59 წლის): ყველაფერი მტკივა, შვილო, წნევა მიწევს. ინსულტი გადავიტანე, ნახე, როგორი მოღრეცილი მაქვს სახე. ყოველდღე ვმუშაობ სამრეცხაოში. ჩემთვის არც შაბათი-კვირაა და არც დასვენების დღე. შეგიძლია, თუ არ შეგიძლია, უნდა წახვიდე. გადაღლილობისგან დღის ბოლოს ლამის გული წამივიდეს. მაგრამ, რას არ გააკეთებ საყვარელი შვილიშვილებისთვის! ღმერთმა მათ მაინც მისცეს უკეთესი მომავალი!
„დეიდა, ისევ მოდი ჩვენთან! საჭმელს მოგვიტან?“
რა სახის დახმარება გჭირდებათ?
ნინო: მერიდება თხოვნა! ფონდის მეგობრებიდან ხომ არავის ვიცნობ! გვაპატიეთ, ხალხო!
უპირველესად, ძალიან მადლიერები ვიქნებით საკვები პროდუქტებისთვის. შემდეგ კი, ტანსაცმლის კარადაც კი არა გვაქვს. ყველაფერი ყუთებში და პარკებში გვიწყვია. არც მაცივარი გვაქვს, არც სარეცხი მანქანა, არც გაზქურა. ამათ გარეშე კი 21-ე საუკუნეში როგორ იქნება. ჩემმა შვილებმა არ იციან, რა არის ელემენტარული კომფორტი. თუ კეთილი ადამიანები დაგვეხმარებიან სააბაზანოსა და ერთი ოთახის მოწყობაში მაინც, უბედნიერესი დედა ვიქნები ამ ქვეყანაზე! ბავშვებს არანაირი გასართობი არა აქვთ, სახლში სხედან, როგორც ჯურღმულში. ტელევიზორიც კი არა გვაქვს. და კიდევ, მერიდება თქმა, მაგრამ ზამთრის შემდეგ ელექტროენერგიის ვალი გვაქვს 165 ლარი და ხვალამდე თუ არ გადავიხდით, დენს გაგვითიშავენ. უკვე ვცხოვრობდით თვე-ნახევარი შუქის გარეშე, დღე და ღამ უკუნ სიბნელეში. ნუთუ ახლაც ასე მოგვიწევს?
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
მეგობრებო, ისწრაფეთ კეთილი საქმეების კეთებისკენ და მიხვდებით, რომ ბედნირება არ მიგატოვებთ. ნუთუ მშვიდად დავიძინებთ, თუ გვეცოდინება, რომ ჩვენს თანამემამულეებს უჭირთ?! მოდით მალე გამოვკვებოთ პატარა ნიკუშა. გაიღეთ ნებისმიერი შესაწირავი ახლავე. აუცილებლად მოიწონეთ ეს პოსტი და გააზიარეთ, რათა, რაც შეიძლება, ბევრმა ადამიანმა გაიგოს შაქარაშვილების ოჯახის შესახებ და დაეხმარონ მათ!
თუ გსურთ ოჯახის მონახულება და პირადად დახმარება, მათი მისამართია: თბილისი, გესმინე გელოვანის ქ. 10
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: შაქარაშვილების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100
ერთად, ჩვენ დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
სულ ხარჯები:
4348.58₾დარჩა:
0₾