რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
ეს 5 წლის საბაა. ბავშვს ცერებრული დამბლა აქვს. სიარული უჭირს, მუხლებზე დახოხავს. არადა, ბავშვი ძალიან გონიერი და ემოციურია. მუხთალმა ცხოვრებამ ამ საბრალო ბავშვს ეს ვერაგი დაავადება არ აკმარა. საბას გულის სარქველი ღია აქვს და ასევე, თვალის სიელმე აწუხებს. კეთილო ადამიანებო, ამჟამად, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თითოეულ საათსაც კი. ბავშვს სასწრაფოდ ესაჭიროება მასაჟი, რადგან ბიჭის კუნთები დღითიდღე დუნდება და ერთ დღესაც, მუხლებზე დამხობილი ბავშვი, წამოდგომას ვეღარ მოახერხებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საბა ეტლს უნდა იყოს მიჯაჭვული მთელი ცხოვრება. არადა, ისეთი გონიერი ბიჭია, ისეთი საზრიანი… დაიტანჯება, საწოლს მიჯაჭვული. კეთილო ადამიანებო, მამისგან მიტოვებულ საბრალო ბიჭუნას ჩვენ ნუ მივატოვებთ. თქვენ მიერ გაღებული თუნდაც მცირედიც კი, ძალიან მნიშვნელოვანია. საბამ იცის, რომ „უცხო დეიდამ“ მისი ავადმყოფობის შესახებ კეთილ ადამიანებს უნდა უამბოს. გონიერი ბიჭი იმედით არის სავსე. ამ იმედს ნუ გავუცრუებთ. ერთხელ უკვე მიატოვეს ეს საბრალო ბავშვი და ჯერ ეს იარაც არ მოშუშებია.
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270ავადმყოფობის გამო, 5 წლის საყვარელი ბიჭუნა, საბა სიარულის უნარს ყოველდღიურად კარგავს და მუხლებზე დახოხავს. დედას კი, უფულობის გამო, ვერ დაჰყავს მასაჟზე. საბას მამა არ ჰყავს. მან მიატოვა ოჯახიც და თავისი საბრალო შვილიც! დედას კი, ძალიან უჭირს და მისთვის ყველაზე ძვირფასი არსების საზღვარგარეთ მკურნალობისა და გამოკვლევის საშუალება არ გააჩნია. მოდით, დავეხმაროთ საბას! ის ხომ ჩვენი, ქართველი ბავშვია!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
5 წლის საბას გულის სარქველი ღია აქვს
ეს 5 წლის საბაა. ბავშვს ცერებრული დამბლა აქვს. სიარული უჭირს, მუხლებზე დახოხავს. არადა, ბავშვი ძალიან გონიერი და ემოციურია. მუხთალმა ცხოვრებამ ამ საბრალო ბავშვს ეს ვერაგი დაავადება არ აკმარა. საბას გულის სარქველი ღია აქვს და ასევე, თვალის სიელმე აწუხებს.
ბავშვს ფეხზე დიდხანს დგომა არ შეუძლია. ფეხები სტკივდება, მერე კი, ასე დახოხავს ძირს
შეხედეთ, ამ ფოტოს, როგორ დახოხავს ბავშვი მუხლებზე და გადაადგილების დროს ხელებს იშველიებს. საბას მხოლოდ მცირე ხნით შეუძლია ფეხზე დგომა. ვერაგი დაავადების გამო, ბავშვს ქვედა კიდურები სტკივდება, მერე კი, გადაადგილებას მხოლოდ ხოხვით ახერხებს. ამ დროს, ექიმები დარწმუნებით ამბობენ, რომ მასაჟის სრული კურსის ჩატარების შემთხვევაში, ბავშვი სრულიად გამართულად შეძლებს სიარულს.
ბავშვს საშინლად სტკივა ფეხები. ბიჭს სიმწრისგან ცრემლი მოადგა თვალებზე
შეხედეთ, ბავშვის თვალებს, „უცხო დეიდასთან“ ცრემლებს ძლივს იკავებს. არადა, ფეხები ისე ასტკივდა, რომ საბრალო ბიჭუნამ ნაბიჯის გადადგმაც კი ვერ შეძლო. წვალებით აცოცდა ტახტზე და თვალებით გვთხოვდა შველას, გონიერი ბიჭი.
მშიერი ბავშვი ხმელ პურს ჭამს და ხორცზე ოცნებობს
საბა 2 წლის იყო, მამამ რომ მიატოვა და მას შემდეგ, ერთხელაც კი არ დაინტერესებულა შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით. მან სხვა ოჯახი შექმნა და ალბათ, ღამითაც მშვიდად სძინავს, მიუხედავად იმისა, რომ იცის, ორი მცირეწლოვანი ბავშვი მამის გამოჩენას ელოდება. ნუთუ, ასე უგულოდ უნდა მოექცეს მამა საკუთარ სისხლსა და ხორცს?
საბას დაიკო – 7 წლის ფიქრია. ბავშვი ამ ტაშტში ბანაობს
ეს საბას დაიკო, 7 წლის ფიქრია არის. ეს ანგელოზი გოგონა ამ ტაშტში ბანაობს. ფონდის კორესპონდენტს დარცხვენით უთხრა, რომ რამდენიმე დღის წინ, ეს ტაშტიც გაიბზარა. შეხედეთ, ბავშვის თვალებს. ნუთუ, ასეთი სევდიანი თვალები, მსოფლიოში რომელიმე ბავშვს უნდა ჰქონდეს? სევდიანი და ტკივილიანი. ფოტოზეც კი ჩანს, რომ ამ ცეროდენა გოგონას გული სტკივა. ამისთვის კი, ბევრი მიზეზი აქვს.
ძმის ავადმყოფობის გამო, ფიქრია მუდამ ასეთი სევდიანია
გოგონა ძალიან განიცდის საყვარელი ძმის ავადმყოფობას. 7 წლის ფიქრიამ იცის, რომ უფულობის გამო, დედას საბა მასაჟზე ვერ დაჰყავს და ამიტომ, თავად არაფრის ყიდვას სთხოვს. არადა მალე, სკოლაში სწავლა იწყება, ბავშვს კი არც ტანსაცმელი აქვს, არც ფეხსაცმელი. გოგონა 4 წლის იყო, როდესაც მამა სახლიდან წავიდა. უკვე 3 წელი გავიდა… მაგრამ, მამა არ დაბრუნებულა… მიუხედავად ამისა, ფიქრია მამაზე არ ბრაზობს და კვლავაც ძალიან უყვარს. ყოველ დილით კი, ჭიშკარს აღებს და სოფლის გზას გაჰყურებს იმის იმედით, რომ იქნებ, თავისი საყვარელი მამიკოს ნაბიჯების ხმა გაიგოს.
შეხედეთ ბავშვის თვალებს. ამ კადრით ყველაფერია ნათქვამი…
შეხედეთ, ბავშვი ჭურჭელს სად რეცხავს
გოგონა ცდილობს, დედიკოს საქმე შეუმსუბუქოს, მაგრამ შეხედეთ, ბავშვი ჭურჭელს სად რეცხავს. არც აბანო, არც სამზარეულო, არც საპირფარეშო… ნუთუ, ამას ცხოვრება ჰქვია? არა, ეს ცხოვრება არ არის. ეს არის ბრძოლა არსებობისთვის. გადარჩენისთვის ბრძოლაა.
მამისგან მიტოვებული გოგონა ცდილობს, რომ თავად ძლიერი იყოს, დედიკო დაიცვას, რომ მას აღარავინ ატკინოს გული
ჭერიდან წყალი ჩადის. კედლები სველია, იატაკი კი, დამპალი. აი, ასეთ სინესტეში სძინავთ ბავშვებს
ბავშვებს საწოლი არ აქვთ. ნესტიან ტახტზე სძინავთ
შეხედეთ, ფიქრია და მისი ავადმყოფი 5 წლის ძამიკო ყოველ ღამით სად იძინებენ. ეს საწოლი არაა. ეს ნესტიანი ტახტია, რომელზეც არც ლეიბი, არც ბალიში დევს. ბავშვებს თბილი საბანიც კი არ აქვთ.
ნუთუ, ამას კარი ჰქვია? ზამთარში ოთახში, როგორც გარეთ ისევე ცივა
ბავშვების ბებია. შეხედეთ საცოდავი ქალის ზურგს…
სქოლიოზის ურთულესი ფორმა
ძვირფასო მკითხველო, ბოდიშს გიხდით ასეთი ფოტოებისთვის, მაგრამ იმისთვის, რომ უკეთ გაიგოთ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია თქვენი დახმარება თინიკაშვილების ოჯახისთვის, გადავწყვიტეთ, ორიოდე სიტყვით ბავშვების ბებიაზეც რომ გიამბოთ. პირველ ფოტოზე ნათლად ჩანს, ქალს რამხელა კუზი აქვს, რომლიც ხერხემლის გაუსაძლის ტკივილებს იწვევს. უფულობის გამო, ოპერაცია ვერ გაიკეთა და ახლა, უკვე ძალიან გვიანია. თუმცა, ცხოვრებამ ეს არ აკმარა უბედურ ქალს და ცოტა ხნის წინ, მკერდზე ოპერაცია დასჭირდა.
მკერდის ოპერაციის შედეგად დარჩენილი ნაწიბური
ბავშვების ბებია, გაუსაძლის ტკივილებს უძლებს. საბრალო ქალს არ შეუძლია მუშაობა, მამისგან მიტოვებულ შვილიშვილებს ვერაფრით ეხმარება და ეს გულს უკლავს.
შეხედეთ, საბრალო ქალი ცხარე ცრემლებით ტირის
საბას და ფიქრიას დედა – 25 წლის მარტოხელა დედა
ეს კი, საბას და ფიქრიას დედაა. ნათია სულ რაღაც 22 წლის იყო, როდესაც მეუღლემ მიატოვა და მარტო დარჩა ორი პატარა ბავშვით. ქმარმა სხვა ოჯახი შექმნა. ნათია იძულებული გახდა, მშობლების სახლში დაბრუნებულიყო, სადაც მძიმედ დაავადებული დედა ცხოვრობს. ქმრისგან მიტოვებულმა პატარა გოგომ, ბოლომდე იბრძოლა შვილებისთვის. თავად შიმშილობდა, რათა უკანასკნელი კაპიკიც კი, ცერებრული დამბლით დაავადებული შვილის მასაჟისთვის გადაედო. რამდენჯერ შიმშილისგან გონება დაუკარგავს უბედურ დედას. ავტობუსით სამგზავრო ფულიც კი არ ჰქონდა, სოფლიდან გორის კლინიკაში ბავშვი რომ წაეყვანა. მაგრამ, ახალგაზრდა დედამ შეუძლებელი შეძლო და საკუთარი შიმშილის ფასად, საბას მასაჟის თანხა შეუგროვა. ეს იყო 2 წლის წინ და იმ პერიოდში, მართლაც საგრძნობლად გაუმჯობესდა ბავშვის მდგომარეობა, ის თავისუფლად დადიოდა. თუმცა, უფულობის გამო, სრული კურსის ჩატარება ვერ შეძლო და აი, შედეგიც სახეზეა. ბავშვის კიდურებმა დეფორმირება დაიწყო და საშინელი ტკივილები აქვს.
საბრალო დედა–შვილი…
კეთილო ადამიანებო, ამჟამად, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თითოეულ საათსაც კი. ბავშვს სასწრაფოდ ესაჭიროება მასაჟი, რადგან ბიჭის კუნთები დღითიდღე დუნდება და ერთ დღესაც, მუხლებზე დამხობილი ბავშვი, წამოდგომას ვეღარ მოახერხებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საბა ეტლს უნდა იყოს მიჯაჭვული მთელი ცხოვრება. არადა, ისეთი გონიერი ბიჭია, ისეთი საზრიანი… დაიტანჯება, საწოლს მიჯაჭვული.
კეთილო ადამიანებო, მამისგან მიტოვებულ საბრალო ბიჭუნას ჩვენ ნუ მივატოვებთ. თქვენ მიერ გაღებული თუნდაც მცირედიც კი, ძალიან მნიშვნელოვანია. საბამ იცის, რომ „უცხო დეიდამ“ მისი ავადმყოფობის შესახებ კეთილ ადამიანებს უნდა უამბოს. გონიერი ბიჭი იმედით არის სავსე. ამ იმედს ნუ გავუცრუებთ. ერთხელ უკვე მიატოვეს ეს საბრალო ბავშვი და ჯერ ეს იარაც არ მოშუშებია.
თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: გორის მუნიციპალიტეტი, სოფელი ორთაშენი.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
ჩვენი ფონდის ანგარიში:
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: თინიკაშვილების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
ერთად, ჩვენ დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
კორ.: ნინი
სულ ხარჯები:
2050.00₾დარჩა:
1661.34₾