რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
გახდი კეთილი ჯადოქარი და დაეხმარე ამ პატარებს. თითოეული ბავშვი დახმარებას ელის და სასწაულის იმედი აქვს. ჩვენ შეგვიძლია გავახაროთ ეს პატარა ანგელოზები და კომფორტული საცხოვრებელი პირობები შევუქმნათ მათ! უპირველეს ყოვლისა, ამ ბავშვებს სჭირდებათ ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, სკოლისთვის და საბავშვო ბაღისთვის მომზადება. გარდა ამისა, საწოლები და ლეიბები, ტანსაცმლის კარადა უნდა შევუძინოთ და ჭერის შეკეთებაში დავეხმაროთ ამ ოჯახს. ეს კარგად აღზრდილი, გონიერი და მოკრძალებული ბავშვები, არასოდეს დაივიწყებენ სიკეთეს, რომელსაც თქვენ გაუკეთებთ მათ! როდესაც მოყვასს ვეხმარებით, ჩვენ ვუახლოვდებით ღმერთს!
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270თითოეული ბავშვი ღვთის საჩუქარია საქართველოსთვის! უნიკალური თერთმეტშვილიანი ოჯახის ისტორია, რომელიც ლაგოდეხის რაიონში ცხოვრობს! ღმერთო, დაეხმარე მათ გადარჩენაში!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
ოჯახს რომ ვესტუმრეთ, ჭიშკართან ფეხშიშველი ბიჭები დაგვხვდნენ. მათი ქვებითა და ეკლებით დასერილი ფეხების დანახვისას, ცრემლები ძლივს შევიკავე.
– „დეიდა, დეიდა, კეთილი იყოს შენი ფეხი ჩვენს სახლში, შემოდი, ჩქარა. ჭიშკრის იქით ვერ გავალთ, ფეხსაცმელი არ გვაქვს“, – მორიდებით ამიხსნეს ბავშვებმა.
– სკოლაში რომ წახვალთ, რა უნდა ჩაიცვათ?
მარლენი (8 წლის)): „სკოლისთვის ჯერ არ ვართ მომზადებულები. ალბათ, საზეიმო გახსნის გამოტოვება მოგვიწევს. არც ტანსაცმელი გვაქვს, არც ფეხსაცმელი, არც ჩანთები, არც კალმები, არც რვეულები. 11 და–ძმა ვართ ოჯახში, ხუთნი სკოლაში ვსწავლობთ. აბა, დაითვალეთ რამდენი ფულია საჭირო ყველანი სკოლისთვის რომ მოვემზადოთ?!”
ზოგჯერ, რთული წარმოსადგენია, რას ნიშნავს, როდესაც ოჯახში ხუთი, რვა ან მეტი ბავშია, არა? დღეს კი, მინდა გაგაცნოთ მრავალშვილიანი დედა, რომელიც 11 შვილს ზრდის. ეს ხომ, ნამდვილი გმირობაა! ნამდვილი საფეხბურთო გუნდი ჰყავს!
ჩვენი ახალი ბენეფიციარი ცხოვრობს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჰერეთისკარში: გმირი დედა – ინგა. რატომ ვამბობთ, რომ გმირია? სწორედ იმიტომ, რომ მას შემდეგ, რაც მისი მეუღლე ავად გახდა, იძულებულია, ორმაგად იშრომოს. სოციალური შეწეობის თანხა თვიდან თვემდე არ ჰყოფნით.
უბრალოდ წარმოიდგინეთ, ქალი ყოველდღე დილის ოთხ საათზე დგება და ყურძნის საკრეფად მიდის. ოღონდ, ჯერ აუცილებლად წამალს სვამს, რადგან მის გარეშე, უბრალოდ წაიქცევა –კუჭის წყლული აქვს და ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები. მრავალშვილიანი დედისთვის საავადმყოფოში წასვლა, ნიშნავს შვილების ლუკმა პურის გარეშე დატოვებას. ამიტომაც, იძულებულია უხმოდ აიტანოს გაუსაძლისი ტკივილები და გაჭირვება.
ყველასთვის მოულოდნელად, ოჯახის მამას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა: ხერხემლის საშინელი ტკივილი დაეწყო, ექიმებმა თიაქარი აღმოუჩინეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მამაკაცი ფიზიკურად ვერ იმუშავებს, რადგან 2 კილოგრამზე მეტი წონის ტვირთის აწევა აკრძალულია მისთვის.
სანამ დედა სამსახურშია, ათი წლის სოფია უფროსობს ოჯახში. მას ევალება პატარების მოვლა, მათ შორის უმცროსის, ნინას, რომელიც მხოლოდ ექვსი თვისაა.
10 წლის გოგონა მთელი ოჯახისთვის ამზადებს საჭმელს და დიასახლისობს კიდეც. თავისი და–ძმებისთვის, ის მეორე დედაა. საქართველო ამაყობს შენით, პატარავ! ძალიან ყოჩაღი ხარ!
სოფია, 10 წლის: „დეიდა, შეხედეთ, სახლში ჭერი არ გვაქვს. ზემოთ მხოლოდ ხის ფიცრებია, რომელიც სადაცაა თავზე ჩამოგვენგრევა.“
სოფია: „მეშინია, არ დაშავდნენ ჩემი უმცროსი და–ძმები. დედიკოს ხომ, ფულიც კი არ აქვს, საავადმყოფოში რომ წაიყვანოს, ჯვარი გვეწეროს, უბედურება რომ მოხდეს!”
სოფია: „ეს ჩვენი ძველი კარადაა. მართალი გითხრათ, გაჩვენებთ და მრცხვენია კიდეც. ტანსაცმლის შესანახი ადგილი არ გვაქვს.“
სოფია: „ფანჯრები ჩამტვრეულია, სახლში ცივა და ქარი უბერავს. ზამთარი მოდის, ჩვენ კი, არც ღუმელი გვაქვს, არც შეშა, არც თბილი საბნები. თუ გავცივდებით და ავად გავხდებით, დედა ხომ, წამლების ყიდვასაც კი ვერ მოახერხებს!“
სოფია: „ეს კი, ჩვენი სამზარეულოა. თუ შეიძლება, ასე რომ დავარქვათ. თავადაც ხედავთ, დედას ჭურჭლის შესანახი ადგილიც არ აქვს.“
სოფია: „არც წყლის გამაცხელებელი გვაქვს. გაყინულ წყალში გვიწევს ჭურჭლის რეცხვაც და ბანაობაც.“
სოფია: „კიდევ ერთი პრობლემა არის საწოლები. ყველას არ გვყოფნის, სამ–ოთხს გვძინავს ერთ საწოლზე. ლეიბები არის ძველი და თხელი, ამიტომაც სათითაოდ ყველა ზამბარა იგრძნობა“.
გახდი კეთილი ჯადოქარი და დაეხმარე ამ პატარებს. თითოეული ბავშვი დახმარებას ელის და სასწაულის იმედი აქვს. ჩვენ შეგვიძლია გავახაროთ ეს პატარა ანგელოზები და კომფორტული საცხოვრებელი პირობები შევუქმნათ მათ! უპირველეს ყოვლისა, ამ ბავშვებს სჭირდებათ ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, სკოლისთვის და საბავშვო ბაღისთვის მომზადება. გარდა ამისა, საწოლები და ლეიბები, ტანსაცმლის კარადა უნდა შევუძინოთ და ჭერის შეკეთებაში დავეხმაროთ ამ ოჯახს. ეს კარგად აღზრდილი, გონიერი და მოკრძალებული ბავშვები, არასოდეს დაივიწყებენ სიკეთეს, რომელსაც თქვენ გაუკეთებთ მათ! როდესაც მოყვასს ვეხმარებით, ჩვენ ვუახლოვდებით ღმერთს!
თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი, სოფელი ჰერეთისკარი.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: მახაშვილების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100
ერთად, ჩვენ დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!
დალოცვილები ყოფილიყავით!
სულ ხარჯები:
დარჩა: