რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
ჩამოშლილი კედლები, ჩამტვრეული შუშები, დაობებული ავეჯი, ნესტიანი საბნები და ბალიშები, დახეული თეთრეული…
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270ჩამოშლილი კედლები, ჩამტვრეული შუშები, დაობებული ავეჯი,
ნესტიანი საბნები და ბალიშები, დახეული თეთრეული… ასეთ საშინელ პირობებში ცხოვრობს
ნადარაიების მრავალშვილიანი ოჯახი. 7 შვილის
დედ–მამამ, გიამ და ნატალიამ ჩვენ დახმარების
თხოვნით მოგვმართეს!
ძნელი დასაჯერებელია, რომ შენობა, რომელშიც ისინი ცხოვრობენ,
საცხოვრებლად გამოდგება! ეს სახლი საშინელებათა ფილმის კადრს უფრო გავს და თითქოს აქ
მცხოვრები ბავშვებიც ამ ფილმის გმირები არიან.
მათი არსებობის შესახებ ყველამ დაივიწყა. ახლობლებმაც,
ნათესავებმაც და სახელმწიფომაც… თავიანთი ერთადერთი შემოსავალი – სოციალური შემწეობაც
ოჯახის მეშვიდე წევრის დაბადებისთანავე შეუწყვიტეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბავშვები
შიმშილობენ და მხოლოდ კეთილი ადამიანების იმედად არიან დარჩენილები!
ამ ოჯახის ყველაზე პატარა წევრი 4 თვის ქეთევანია. თავისი
უფროსი და–ძმისგან განსხვავებით, იგი ჯერ ვერ ხვდება რა საშინელ პირობებში უწევს ცხოვრება.
გია 2 წლისაა. მისი ერთადერთი სათამაშო ნაგავსაყრელზე
ნაპოვნი დამტვრეული სამთვლიანი ველოსიპედია.
5 წლის გერასიმეს არასოდეს გაუსინჯავს ნაყინი. 8 წლის
ბასილს არ აქვს ტანსაცმელი და ფეხსაცმელი სკოლაში რომ იაროს… უფროსი ბავშვები მარი,
დავითი და გიორგი მშობლებს ეხმარებიან.
მამა გია მუშაობს, მეზობლებს ეხმარება მძიმე სამუშაოების
შესრულებაში. დღეში გამომუშავებული 5–10 ლარით პურს ყიდულობენ, ბავშვებმა შიმშილისგან
რომ არ იტირონ.
ზედმეტი სიტყვები აქ საჭირო არაა. ფოტოებში ამ ოჯახის
ყოფის მთელი სიმძიმე ჩანს.
ჩვენ არ გვაქვს უფლება გულგრილი დავრჩეთ ამ ოჯახის სულის
შემძვრელი ისტორიის მიმართ. 7 ბავშვის ბედი ჩვენს ხელთაა! მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ
მათ!
საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ იწყებს საქველმოქმედო აქციას ნადარაიების მრავალშვილიანი
ოჯახის დასახმარებლად. თქვენი მცირედი შემოწირულობაც კი მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.
თუ გაქვთ საშუალება ფინანსური დახმარება აღმოუჩინოთ ოჯახს,
თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე
GE15TB7194336080100003 ან
GE64BG0000000470458000 (დანიშნულება:
ნადარაიების ოჯახი)
ან პირდაპირ ფონდის ვებ–გვერდიდან https://fsp.ge/ge/donate/148/
მხოლოდ ერთიანი ძალებით შევძლებთ ამ ოჯახის მძიმე ხვედრის
შემსუბუქებას და პატარებს შიმშილისგან ვიხსნით. თუ ვერ შეძლებთ მათ დახმარებას, გააზიარეთ
ეს ისტორია, რომ მან თავისი ადრესატი იპოვოს!
სულ ხარჯები:
2587.00₾დარჩა:
0₾