რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
მარიამი საშინელ ავტოკატასტროფაში სასწაულით არის გადარჩენილი. ის ტაქსით მგზავრობა საბედისწერო აღმოჩნდა მისთვის – მანქანას დიდი სიჩქარით სხვა მანქანა დაეჯახა. ორი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ახალგაზრდა ქალი კი, შეიძლება ითქვას, ნაწილ-ნაწილ ააწყვეს ექიმებმა. თითქმის ყველა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი შინაგანი ორგანო დაუზიანდა, საჭირო გახდა ელენთისა და ნაღვლის ბუშტის ამოკვეთა. შეხედეთ ამ შემზარავ სურათებს შემთხვევის ადგილიდან! მარიამი ამბობს, რომ უფლის მფარველობის ქვეშ რომ არ ყოფილიყო, ასეთ დალეწილ მანქანაში ვერ გადარჩებოდა. ახალგაზრდა ქალმა ამხელა განსაცდელი გადაიტანა, მაგრამ კიდევ ერთი დარტყმა ელოდა წინ – ექიმებმა მარიამის ელენთაში წარმონაქმნი აღმოაჩინეს. საშინელი ტკივილები აწუხებს, რომელიც დღითი დღე ძლიერდება, მაგრამ ყველაფერს ითმენს და ცრემლებს მალავს. ოჯახი ძალიან გაჭირვებულად ცხოვრობს, მხოლოდ სოციალური შემწეობით. არც წამლების, არც გამოკვლევების ფული არ აქვთ.
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270ჩემი საყვარელი დედიკოს სიკვდილს ნუ დაუშვებთ! არ მოკვდე, დედა! დაეხმარეთ, წამლებისა და გამოკვლევების ხარჯებს რომ გაუმკლავდეს! დედა საშინელ ავტოკატასტროფაში სასწაულით არის გადარჩენილი!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
მარიამი საშინელ ავტოკატასტროფაში სასწაულით არის გადარჩენილი. ის ტაქსით მგზავრობა საბედისწერო აღმოჩნდა მისთვის – მანქანას დიდი სიჩქარით სხვა მანქანა დაეჯახა.
ორი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ახალგაზრდა ქალი კი, შეიძლება ითქვას, ნაწილ–ნაწილ ააწყვეს ექიმებმა. თითქმის ყველა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი შინაგანი ორგანო დაუზიანდა, საჭირო გახდა ელენთისა და ნაღვლის ბუშტის ამოკვეთა.
შეხედეთ ამ შემზარავ სურათებს შემთხვევის ადგილიდან! მარიამი ამბობს, რომ უფლის მფარველობის ქვეშ რომ არ ყოფილიყო, ასეთ დალეწილ მანქანაში ვერ გადარჩებოდა
ახალგაზრდა ქალმა ამხელა განსაცდელი გადაიტანა, მაგრამ კიდევ ერთი დარტყმა ელოდა წინ – ექიმებმა მარიამის ელენთაში წარმონაქმნი აღმოაჩინეს. საშინელი ტკივილები აწუხებს, რომელიც დღითი დღე ძლიერდება, მაგრამ ყველაფერს ითმენს და ცრემლებს მალავს. ოჯახი ძალიან გაჭირვებულად ცხოვრობს, მხოლოდ სოციალური შემწეობით. არც წამლების, არც გამოკვლევების ფული არ აქვთ.
ლიკა (16 წლის): „ორ კვირაზე მეტია, სახლში საჭმელი საერთოდ არ გვაქვს. ცარიელ ჩაის ვსვამთ. გაზქურაც კი არ გვაქვს, წყალი რომ გავაცხელოთ. ყოველ ჯერზე, იძულებული ვართ, გაზის ბალონი მეზობლებს ვთხოვოთ. წარმოგიდგენიათ, ეს ჩემი მძიმედ დაავადებული დედისთვის რას ნიშნავს? როგორ შეიძლება მისთვის შიმშილი? ძალიან მიყვარს დედა და არ მინდა, ნაადრევად მოკვდეს. დედა, არ მოკვდე, გთხოვ! დამეხმარეთ, დედიკო გადავარჩინო!“
ლიკა: „გამუდმებით თავი მტკივა, ცხვირიდან სისხლი მდის. ღამითაც კი მაღვიძებს საშინელი ტკივილი და შეუჩერებელი სისხლდენა. მაგრამ დედაჩემს ფული არ აქვს, გამოკვლევები რომ ჩამიტაროს. ან სოციალური შემწეობის 150 ლარი და ჩემი ობლობის შემწეობის 100 ლარი როგორ შეიძლება ეყოს? სკოლისთვის არც ტანსაცმელი მაქვს, არც ფეხსაცმელი, არც ჩანთა. ხელით ვატარებ წიგნებსა და რვეულებს სკოლაში. არ მაქვს არც კომპიუტერი, არც ტელეფონი“.
მაგრამ დანებება არ შეიძლება! მარიამს ესმის, რომ სიცოცხლე ღირს იმად, თავგანწირვით იბრძოლო მისთვის
მარიამი (36 წლის): „ორი ობოლი მარტომ გავზარდე, ძალიან მიჭირდა. ჩემი მეუღლე გარდაიცვალა. მისი ნათესავებიდან არავის უკითხავს, როგორ ვართ, სად ვართ ან, საერთოდ, ცოცხლები თუ ვართ. ახლა სახლში პურიც კი არ გვაქვს და შიმშილისგან მუცელი გვტკივა. რომელ წამლებზე შეიძლება ლაპარაკი, თუ ჭამის შემდეგ უნდა მიიღო აბები, ჩვენ კი საკვებიც არ გვაქვს…“
მარიამი: „თავს ცოტათი უკეთესად რომ ვგრძნობ, სამუშაოდ გავდივარ ხოლმე – სიმინდის კრეფაზე. ჩემი გოგონა მეხმარება. ამის გამო კი სკოლას აცდენს“.
ლიკა: „დედიკო ძალიან მეცოდება, ძალა არ აქვს. ორივეს მაგივრად მე უნდა ვიმუშაო. რა თქმა უნდა, მიჭირს. მაგრამ მე უკვე დიდი ვარ და დედიკოს ყოველთვის ვეხმარები, რადგან არავინ მყავს მის გარდა.
მარიამი: „სენაკში, სამხედრო დასახლებაში სახელმწიფოსგან მივიღეთ ეს ბინა, როგორც აფხაზეთიდან დევნილებმა. ორი წლის წინ კი, როდესაც დედა გარდამეცვალა, სახლის ჩადება და სესხის აღება მომიწია. პროცენტის გადახდის საშუალება კი არ მაქვს. ორ წელიწადში 7 ათას ლარამდე გაიზარდა ბანკის დავალიანება. მალე მე და ჩემი გოგონა ქუჩაში დავრჩებით. ღმერთო, დაგვეხმარე, ამ განსაცდელს რომ გავუმკლავდეთ!“
ლიკა: „სახლში ძალიან ცივა, გამათბობელი არ გვაქვს. რაც არ უნდა ჩავიცვათ, ვერ ვთბებით. ხშირად ვცივდებით, მაგრამ სიცხის დამწევ საშუალებებსაც კი ვერ ვყიდულობთ. სარეცხი მანქანაც არ გვაქვს, ამიტომ ხელით, ცივ წყალში გვიწევს ტანსაცმლის რეცხვა“.
მარიამი ყოველდღე ევედრება ღმერთს, რომ განკურნოს. ერთწლიანი ბრძოლის შემდეგ მკურნალობისთვის ფული აღარ აქვს. მაგრამ თქვენი იმედი აქვს, მეგობრებო. მცირე თანხის გადარიცხვასაც კი შეუძლია, ტანჯვა შეუმსუბუქოს დედა–შვილს. მაგრამ გულისხმიერებას თუ არ გამოვიჩენთ, სასწაული არ მოხდება. ყველას გთხოვთ: დაეხმარეთ მარიამს და მის ქალიშვილს, რათა იცოცხლონ!
თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: ქალაქი სენაკი, სამხედრო დასახლება, კორპუსი 198.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: კალანდიების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
სულ ხარჯები:
836.88₾დარჩა:
2294.41₾