ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

აფხაზეთის ომის გმირი ქალი, რომელმაც ბრძოლის ველიდან ათობით სასიკვდილოდ დაჭრილი ჯარისკაცი გამოიყვანა ტყვიებისა და აფეთქებული ჭურვების ქვეშ, ახლა სახელმწიფოსგან 45 ლარს იღებს და ქუჩის ძაღლივით ცხოვრობს! სირცხვილი, სირცხვილი, სირცხვილი!

calendar ნოემბერი 27, 2024

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

აფხაზეთის ომი! დაიღუპა 10 ათასზე მეტი მშვიდობიანი ქართველი… დაიჭრა და დასახიჩრდა 10 ათასამდე კაცი, ხოლო აფხაზეთში მცხოვრები 300 ათასზე მეტი ქართველი სეპარატისტებმა საკუთარი სახლებიდან განდევნეს. 20 წლის ლიკა აფხაზეთის ომში დაჭრილ ჯარისკაცებს სისხლს წმენდდა და ჭრილობებს უხვევდა. დაღუპული მებრძოლების ცხედრებს ბრძოლის ველზე არ ტოვებდა. საკუთარი სიცოცხლის ფასად გამოჰქონდა ცხედრები, რათა მათ მშობლებს შვილის საფლავი მაინც ჰქონოდათ. ის პატარა გმირი გოგონა დღეს უკვე ქვრივი ქალია, რომელსაც არ სახლი აქვს, არც საკვები, არც მედიკამენტების საყიდელი ფული. გმირი ქალი ისეთივე პირობებში ცხოვრობს, როგორშიც მიუსაფარი ძაღლი. ეს საშინელი შენობა – ყოფილი ტუბდისპანსერია. აქ არც სინათლეა, არც გათბობა, არც ფანჯრები. კედლები კი ნესტისგან დამპალია. სწორედ ამ საშინელ შენობაში ცხოვრობს გმირი ლიკა, რომელმაც ბრძოლის ველზე უამრავი ჯარისკაცის სიცოცხლე გადაარჩინა და თავადაც სამშობლოს ერთიანობისთვის იბრძოდა. დღეს კი ამ სამშობლოში ერთი ნორმალური პატარა ოთახიც კი ვერ მოიძებნა ლიკასთვის. ღია ცის ქვეშ დარჩენილი ქალი იძულებული გახდა, თავად შესულიყო ამ მიტოვებულ შენობაში. ამ პალატებში ერთ დროს ტუბერკულოზით დაავადებული, სიკვდილთან მებრძოლი ხალხი იწვა. ის საშინელი პალატები დღეს გმირი ქალის ერთადერთი საცხოვრებელია. ღმერთო, ეს ხომ საშინელებაა!

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

აფხაზეთის ომის გმირი ქალი, რომელმაც ბრძოლის ველიდან ათობით სასიკვდილოდ დაჭრილი ჯარისკაცი გამოიყვანა ტყვიებისა და აფეთქებული ჭურვების ქვეშ, ახლა სახელმწიფოსგან 45 ლარს იღებს და ქუჩის ძაღლივით ცხოვრობს! სირცხვილი, სირცხვილი, სირცხვილი!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

აფხაზეთის ომი! დაიღუპა 10 ათასზე მეტი მშვიდობიანი ქართველიდაიჭრა და დასახიჩრდა 10 ათასამდე კაცი, ხოლო აფხაზეთში მცხოვრები 300 ათასზე მეტი ქართველი სეპარატისტებმა საკუთარი სახლებიდან განდევნეს.

20 წლის ლიკა აფხაზეთის ომში დაჭრილ ჯარისკაცებს სისხლს წმენდდა და ჭრილობებს უხვევდა. დაღუპული მებრძოლების ცხედრებს ბრძოლის ველზე არ ტოვებდა. საკუთარი სიცოცხლის ფასად გამოჰქონდა ცხედრები, რათა მათ მშობლებს შვილის საფლავი მაინც ჰქონოდათ. ის პატარა გმირი გოგონა დღეს უკვე ქვრივი ქალია, რომელსაც არ სახლი აქვს, არც საკვები, არც მედიკამენტების საყიდელი ფული. გმირი ქალი ისეთივე პირობებში ცხოვრობს, როგორშიც მიუსაფარი ძაღლი.

ეს საშინელი შენობაყოფილი ტუბდისპანსერია. აქ არც სინათლეა, არც გათბობა, არც ფანჯრები. კედლები კი ნესტისგან დამპალია. სწორედ ამ საშინელ შენობაში ცხოვრობს გმირი ლიკა, რომელმაც ბრძოლის ველზე უამრავი ჯარისკაცის სიცოცხლე გადაარჩინა და თავადაც სამშობლოს ერთიანობისთვის იბრძოდა. დღეს კი ამ სამშობლოში ერთი ნორმალური პატარა ოთახიც კი ვერ მოიძებნა ლიკასთვის

ღია ცის ქვეშ დარჩენილი ქალი იძულებული გახდა, თავად შესულიყო ამ მიტოვებულ შენობაში. ამ პალატებში ერთ დროს ტუბერკულოზით დაავადებული, სიკვდილთან მებრძოლი ხალხი იწვა. ის საშინელი პალატები დღეს გმირი ქალის ერთადერთი საცხოვრებელია. ღმერთო, ეს ხომ საშინელებაა!

ყველაზე საშინელება კი ისაა, რომ ლიკა მძიმე ავადმყოფია. საბრალო ქალმა გულის ოპერაცია გაიკეთა, მაგრამ მდგომარეობა ისევ რთულია და მუდმივი მკურნალობაა საჭირო. რა ქნას საბრალო ქალმა, როგორ იყიდოს მედიკამენტები, როცა პურის საყიდელი ფულიც კი არ აქვს?! ასევე, ლიკას საშვილოსნოზე დიდი ზომის კისტა აქვს, რომელიც მალე თუ არ ამოიჭრება, სიმსივნეში გადაიზრდება

ასე საცოდავად დგას მიტოვებული შენობის დანგრეულ კიბეებზე მძიმედ ავადმყოფი ქალი, რომელიც ერთ დროს გმირი იყო, მაგრამ დღეს ის აღარავის ახსოვს. ლიკა დღესაც გმირია! თუმცა დავიწყებული გმირიგულნატკენი გმირი….

ამ დამპალ კედლებში სძინავს ავადმყოფ ქალს.

ეს ერთადერთი ნათურაა ოთახში. თუმცა ესეც არასდროს ინთება, რადგან მიტოვებულ შენობაში, სადაც ლიკა დასახლდა, სინათლე არაა.

ჩვენი დროის გმირი გატეხილ სარკეში იყურება, სადაც თავის განვლილ ცხოვრებას ხედავს. უკვე 30 წელზე მეტია, ლიკას მშვიდად არ სძინებია, რადგან ყოველღამე სიზმარში ბრძოლის ველზე დაჭრილ ბიჭებს ხედავს და მათი ხმები ჩაესმის, რომლებიც ლიკას დახმარებას სთხოვენ.

ლიკა (51 წლის):აფხაზეთის ომში ჩუმად გავიპარე, მშობლებისთვის არ მითქვამს. სამედიცინოზე ვსწავლობდი, უკვე ბოლო კურსზე ვიყავი, ამიტომ საკმარისი ცოდნა მქონდა იმისთვის, რომ დაჭრილი ბიჭებისთვის სამედიცინო დახმარება გამეწია. როგორ ვმჯდარიყავი სახლში მშვიდად, როცა ჩვენი გმირი ბიჭები სისხლისგან იცლებოდნენ ბრძოლის ველზე!“

ლიკა, მესმის, რომ ემოციურად ძალიან რთულია თქვენთვის იმ ყველაფრის გახსენება, რაც ბრძოლის ველზე ხდებოდა. მაგრამ, თუ შეძლებთ, რომ გაგვიმხილოთ ის ერთი წამი, ის ერთი კადრი, რომელიც დღემდე თქვენს მეხსიერებაშია“.

ლიკა: ჩემი ნათლული ჩემზე 2 წლით უმცროსი იყო. 18 წლის ბიჭი გმირულად იბრძოდა აფხაზეთის ომში. ბოლოს, როცა ერთმანეთი ვნახეთ, ჩამეხუტა და მითხრა: „მე თუ ბრძოლის ველზე მოვკვდები, ჩემს საყვარელ დედიკოს ჩემგან ეს კოცნა გადაეციო“, და მაგრად ჩამეხუტა. მართლაცეს იყო მისი ბოლო კოცნა დედისთვის. მისი ცხედარი მე გამოვიტანე ბრძოლის ველიდან. ეს კადრები ჩემი მეხსიერებიდან სიკვდილამდე არ ამოვა“.

ეს კი ის ცნობაა, რომლითაც დასტურდება, რომ ლიკა არა მხოლოდ სამედიცინო დახმარებას უწევდა ბრძოლის ველზე ჯარისკაცებს, არამედ თავადაც იარაღით ხელში საკუთარი სიცოცხლის ფასად იბრძოდა სამშობლოს დასაცავად. დღეს კი სახელმწიფო მას ყოველთვე მხოლოდ 45 ლარს უხდის, როგორც აფხაზეთიდან დევნილს. არ მოგეჩვენათსახელმწიფოს მხრიდან ლიკას ერთადერთი დახმარება 45 ლარია.

 

ლიკა: „45 ლარით მედიკამენტები ვიყიდო ავადმყოფმა ქალმა, ექიმთან მივიდე თუ პური ვიყიდო? ამ თანხით ხომ სახელმწიფო მასხრად გვიგდებს. მაღალჩინოსნები თვითონ იმყოფინებენ თვეში 45 ლარს? ეს ხომ მზესუმზირის ფულია. რამდენჯერ მივმართე სამინისტროს თხოვნით, რომ სადმე ისეთ ოთახში შევეყვანე, სადაც წყალი არ დამასველებდა მძინარეს. მეტს ხომ არაფერს ვითხოვდი? მაგრამ ჩემი თხოვნა მათთვის ისე იყო, თითქოს ძაღლი ყეფდა. მერე იძულებული გავხდი, ყოფილი ტუბდისპანსერის ამ საშინელი შენობისთვის შემეფარებინა თავი, რომ ქუჩაში ღამე ძილის დროს არ გავყინულიყავი. მაგრამ თავადაც ხედავთ, აქ ისეთი პირობებია, რომ შეიძლება ქუჩაში ძილი ჯობდეს აქ ყოფნას. გაზის პატარა ბალონიც კი არ მაქვს, რომ უშაქრო ჩაი მაინც დავლიო. ოპერაცია ახალი გაკეთებული მაქვს გულზე, მედიკამენტები მჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. წვალებით ვიყიდე რაღაც მედიკამენტები, რომელიც აუცილებლად ჭამის შემდეგ უნდა დალიოს ადამიანმა, მე კი პურიც არ მქონდა სახლში და უზმოზე დავლიე, კუჭის ისეთი შეტევა დამემართა, ლამის გონება დავკარგე. ნუთუ ასეთ ჯოჯოხეთურ ცხოვრებას ვიმსახურებ?! არავინ იმსახურებს ასეთ ცხოვრებას, არავინ! ცხოველიც კი არ იმსახურებს ამას!“

ლიკას მეუღლე 10 წლის წინ გარდაიცვალა. ქვრივი ქალმა დღემდე ღირსეულად ატარა თავისი მანდილი. თუმცა, რასაც ახლა გეტყვით, ცხარე ცრემლებით აგატირებთ. ლიკა საკუთარმა შვილმა, საკუთარმა გოგონამ, მიცვალებულად გამოაცხადა, რადგან ავადმყოფი და გაჭირვებული დედის რცხვენოდა. როდესაც ლიკას ქალიშვილი ნინი გათხოვდა, ახალ ოჯახს განუცხადა, რომ დედა დაღუპული ჰყავდა. ყველაზე საშინელება კი წინაა. ლიკას უკვე შვილიშვილებიც ჰყავს. 2 პატარა ანგელოზი, რომლებმაც არ იციან, რომ ბებია ცოცხალი ჰყავთ. გმირი ლიკას ქალიშვილი, აი, ასეთი უსისხლო აღმოჩნდა. თუმცა ლიკას ისეთი კეთილი გული აქვს, რომ შვილს აპატია ყველაფერი და ფონდის კორესპონდენტს სთხოვა, რომ შესაძლებლობა მიეცა, თავისი გოგონასთვის მიემართა. ლიკას მიმართვას შვილისადმი უცვლელად გთავაზობთ: „ჩემო გოგონა, ჩემო პრინცესა, როდესაც პირველად გავიგე, რომ შენ ჩემს სხეულში ჩაისახე, სიხარულისგან ცრემლები წამომცვივდა. მაშინ რას წარმოვიდგენდი, რომ ბედნიერების იმ ცრემლებს სწორედ შენ შემიცვლიდი სიმწრის ცრემლებით. შენ მე მიცვალებულად გამომაცხადე და ამით ჩემი გული მოკალი. ჯობდა, ტყვია გესროლა ჩემთვის გულში, ვიდრე ეგ სიტყვები გეთქვა. მაგრამ მე ყველაფერს გპატიობ, ჩემო გოგონა, ჩემო საყვარელო ნინი! უბრალოდ, ერთს გთხოვ, თუნდაც მხოლოდ ერთხელ მნახე. მე შენგან არც ფული მინდა, არც წამლის ან პურის ყიდვას გთხოვ. უბრალოდ, მხოლოდ ერთხელ ჩამეხუტე. ნათესავებისგან გავიგე, რომ შვილიშვილებიც მყავს. თუმცა მათაც, ალბათ, ასე იციან, რომ ბებია გარდაცვლილი ჰყავთ. შენც მოხუცდები, ჩემო შვილო, და არ მინდა, რომ შენი შვილებიც ისევე მოგექცნენ, როგორც შენ მომექეცი. გემუდარები, მხოლოდ ერთხელ მანახე ჩემი შვილიშვილები, მხოლოდ ერთხელ ჩავიხუტო გულში და მერე თუნდაც იმ წამსვე დავლიო სული“.

ეს ნიჟარა ერთადერთია, რაც ლიკას აფხაზეთიდან შემორჩა.

თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: თბილისი, ჭიჭინაძის ქუჩა.

ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000 

(დანიშნულება: ქირიების ოჯახი).

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავშიქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლებამოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

ერთად, ჩვენ დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100.

სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

კორ.: ნინი



თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
12.12.2024
პროდუქტები
196.41₾

სულ ხარჯები:

196.41₾

დარჩა:

1129.17₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.12.2024 00:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.12.2024 00:00:00
₾30.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
23.12.2024 00:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
22.12.2024 00:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
20.12.2024 00:00:00
₾15.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
19.12.2024 00:00:00
₾100.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
15.12.2024 00:00:00
₾100.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
13.12.2024 00:00:00
₾30.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
13.12.2024 00:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
15.12.2024 01:00:24
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
12.12.2024 00:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.12.2024 00:00:00
₾70.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.12.2024 00:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.12.2024 00:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.12.2024 20:33:47
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.12.2024 19:28:13
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.12.2024 13:04:07
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.12.2024 10:27:27
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.12.2024 21:12:23
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.12.2024 14:26:29
₾10.00

შემოწირულია:

₾1,325.58

58 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾1,325.58

58 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება