რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
ეს სამი წლის გიორგია. ბავშვს შია, სახლში კი მხოლოდ ერთი ნაჭერი პურია. მშიერმა ბიჭუნამ გემრიელად დაიწყო პურის ჭამა, თუმცა მოულოდნელად გაჩერდა… დიდი ცისფერი თვალები ფონდის კორესპონდენტს მიაპყრო, მერე კი პურის ერთადერთი ნატეხი მორცხვად გაუწოდა: „დეიდა, შენც ხომ გშია? ჭამე“. ამ კეთილი ბიჭუნას ტანსაცმელი ისეთი ძველია, რომ ნაგავსაყრელზეც კი უკეთესს ნახავთ. ბიჭუნა ავად არის, მაღალი სიცხე და გრიპი აქვს, მაგრამ უფულობის გამო მარტოხელა დედა წამალს ვერ ყიდულობს. ბავშვი გაჭირვებას, ავადმყოფობას ვეღარ უძლებს და გულამოსკვნილი ტირის. შეხედეთ ამ თვალებს, თუნდაც მხოლოდ წამიერად შეხედეთ! ფიქრობთ, ეს დრამატული ფილმის კადრია? არა. ვერცერთი მსახიობი როლისთვის თვალებით ვერ გადმოსცემს იმხელა ტკივილს, როგორიც ამ პატარა ანგელოზის თვალებშია. არადა, ის ხომ ჯერ სულ რაღაც სამი წლისაა.
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270მიუხედავად იმისა, რომ თავადაც ძალიან შიოდა, სამი წლის გიორგიმ პურის ერთადერთი ნატეხი ფონდის კორესპონდენტს უწილადა: „დეიდა, ალბათ, შენც გშია, ჭამე“. დოთიაშვილების სახლი 2008 წლის აგვისტოს ომს შეეწირა. ოჯახი დღემდე სათონეში ცხოვრობს ორ მცირეწლოვანთან ერთად. ღმერთო, ეს ხომ წარმოუდგენელია!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
ეს სამი წლის გიორგია. ბავშვს შია, სახლში კი მხოლოდ ერთი ნაჭერი პურია. მშიერმა ბიჭუნამ გემრიელად დაიწყო პურის ჭამა, თუმცა მოულოდნელად გაჩერდა… დიდი ცისფერი თვალები ფონდის კორესპონდენტს მიაპყრო, მერე კი პურის ერთადერთი ნატეხი მორცხვად გაუწოდა: „დეიდა, შენც ხომ გშია? ჭამე“. ამ კეთილი ბიჭუნას ტანსაცმელი ისეთი ძველია, რომ ნაგავსაყრელზეც კი უკეთესს ნახავთ. ბიჭუნა ავად არის, მაღალი სიცხე და გრიპი აქვს, მაგრამ უფულობის გამო მარტოხელა დედა წამალს ვერ ყიდულობს.
ბავშვი გაჭირვებას, ავადმყოფობას ვეღარ უძლებს და გულამოსკვნილი ტირის
შეხედეთ ამ თვალებს, თუნდაც მხოლოდ წამიერად შეხედეთ! ფიქრობთ, ეს დრამატული ფილმის კადრია? არა. ვერცერთი მსახიობი როლისთვის თვალებით ვერ გადმოსცემს იმხელა ტკივილს, როგორიც ამ პატარა ანგელოზის თვალებშია. არადა, ის ხომ ჯერ სულ რაღაც სამი წლისაა.
ეს კი გიორგის დაიკოა, 7 წლის ნინი
გოგონა გაყინული პატარა ხელებით შრომობს
ყინულივით ცივი წყლით იბანენ ბავშვები ხელ–პირს, რადგან სახლში თბილი წყალი არ აქვთ. შეშაც გამოელიათ, რომ ღუმელი დაანთონ.
ღუმელი ჩაქრა. შეშა აღარ არის. მხოლოდ ეს ორი ცალი დარჩა. რა ქნან საბრალო ბავშვებმა? სიცივისგან იყინებიან. პატარა გიო კი ისე ახველებს, რომ დიდი ალბათობით, ბავშვს ფილტვების ანთება აქვს. საბრალო დედას კი იმის ფულიც არ აქვს, ბავშვი სოფლიდან ქალაქში ექიმთან წაიყვანოს.
წმინდა გიორგი, დაიფარე ეს პატარა საბრალო ბიჭუნა – შენი მოსახელე!
ეს ნანგრევები, რასაც ახლა ფოტოზე ხედავთ, ერთ დროს დოთიაშვილების სახლი იყო. სახლი, სადაც ბედნიერება სუფევდა. 2008 წლის აგვისტოს ომში კი რუსი ოკუპანტებისა და ოსი სეპარატისტების ბოროტებას ემსხვერპლა წინაპრების შრომით აშენებული სახლი. ვინ იცის, ალბათ, ისინი ახლა საფლავში ტრიალებენ…
ომი საქართველოში (2008 წელი)
ომი საქართველოში (2008 წელი)
ომი საქართველოში (2008 წელი)
ომი საქართველოში (2008 წელი)
მტრის ბომბებს მხოლოდ სათონე გადაურჩა. უსახლკაროდ დარჩენილი დოთიაშვილები სწორედ რომ სათონეში დასახლდნენ და „სახლად“ გადააქციეს ის. შეხედეთ, ნუთუ ამას სახლი ჰქვია? არც სახურავი, არც ფანჯრები, ნესტისგან დამპალი კედლები და ჩატეხილი იატაკი. ღმერთო, ზოგიერთ ოჯახში ძროხების სადგომიც კი უკეთესად გამოიყურება, ვიდრე ეს „სახლი“, სადაც მცირეწლოვანი ბავშვები ცხოვრობენ.
ბავშვებს საწოლიც კი არ აქვთ, მხოლოდ ეს სავარძელი აქვთ. ღამით ნინი ამ სავარძელს შლის ხოლმე და „საწოლად“ აქცევს. თუმცა დასაჯდომი ისეთი ხმელია, რომ ბავშვს ძვლები სტკივა. ამიტომ ძილის წინ საბრალო გოგონა სავარძელზე ტილოებს აფენს, ოდნავ მაინც რბილი რომ იყოს. ღმერთო, ღმერთო, ეს ხომ წარმოუდგენელია! ნუთუ ამ ანგელოზმა გოგონამ ასეთი ძაღლური ცხოვრება დაიმსახურა?
რამდენ სათქმელს ვერ ამბობს ნინი. მაგრამ მისი თვალები ყველაფერს ამბობენ…
ეს ძველი ტრაქტორი ადგილიდან დიდი ხანია, არ დაძრულა, რადგან მისი „მეპატრონე“, ნინის ბაბუა კარლო, მთელი ამ ხნის განმავლობაში ლოგინს არის მიჯაჭვული. საბრალო კაცი დაბრმავდა, მერე ისე დაუძლურდა, რომ სკამზე ჯდომაც კი აღარ შეეძლო. ერთ დროს ჯან–ღონით სავსე კაცი, რომელიც დღედაღამ პატიოსნად შრომობდა ოჯახის სარჩენად, ახლა საცოდავად წევს ლოგინში და თვალებით ითხოვს შველას. მაგრამ წყეული უფულობის გამო ოჯახი ვერც ექიმის გამოძახებით, ვერც მედიკამენტებით ვერ ეხმარება.
მოხუცის ერთადერთი „წამალი“ საყვარელი შვილიშვილების კოცნა და ჩახუტებაა
დღეში რამდენჯერმე უსინათლო ქალი საკუთარი ხელით იკეთებს ინსულინის ნემსს
ეს კი ბავშვების ბებიაა — ნელი. სულ რაღაც 64 წლის არის, მაგრამ ავადმყოფობის გამო 85 წლის მოხუცივით გამოიყურება. გლაუკომის გამო საბრალო ქალი ერთი თვალით საერთოდ ვერაფერს ხედავს, მეორეთი კი ძალიან ცოტას — მხოლოდ ლანდს. მიუხედევად ამისა, ყოველდღე საკუთარი ხელით იკეთებს მუცელში ინსულინის ნემსს. სამწუხაროდ, შაქრიანი დიაბეტის რთული ფორმა აქვს საბრალო ქალს. უფულობის გამო კი ვერც შესაბამისად იკვებება, ვერც ექიმთან მიდის და ვერც თვალის ოპერაციას იკეთებს.
ფონდის კორესპონდენტის დანახვისას კი ცრემლები ვეღარ შეიკავა და შემდეგი სიტყვები წარმოთქვა: „შვილო, ლამის თავი მოვიკლა. ამ ჯოჯოხეთურ ტანჯვას ვეღარ ვუძლებ. ვიცი, ცოდვაა თავის მოკვლა. ამბობენ, ჯოჯოხეთში მიდის ის, ვინც თავს იკლავსო. მაგრამ ამაზე მეტი ჯოჯოხეთი სხვაგან რა უნდა დამხვდეს?“
შეხედეთ, საბრალო ქალს სიმწრის ცრემლები სდის
ბავშვს ვერ გაუგია, რატომ შია და რატომ სცივა. სამი წლის ბავშვი ჯერ გამართულად ვერ საუბრობს. თუმცა შეხედეთ, ხელებით გადმოსცა თავისი გულისტკივილიც და წყრომაც.
სიცივისგან გაყინული ბავშვი ცდილობს, ჯემპრით გაითბოს პატარა თითები
ცხელი ჩაისა და ჟოლოს მურაბის ნაცვლად, მხოლოდ თბილ წყალს სვამს გაციებული ბავშვი. რა დააშავა ცხოვრებაში ამ პატარა ანგელოზმა?..
მხოლოდ ეს ორი ცალი შეშის ნაჭერი შემორჩათ, მაგრამ შემცივნული ბავშვები ღუმელს მაინც არ ანთებენ, რადგან თოვლის მოსვლამდე ინახავენ ამ შეშას. გაყინული ბავშვები ერთმანეთს ეხუტებიან, რომ გათბნენ, რადგან არც თბილი საბანი აქვთ, არც ტანსაცმელი.
კეთილო ადამიანებო, ალბათ, თავადაც დარწმუნდით, რომ დოთიაშვილების ოჯახში უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობენ მცირეწლოვანი ბავშვები და ამას არცერთი ბავშვი არ იმსახურებს. როდესაც ბავშვი გაჭირვების გამო სიმწრის ცრემლებით ტირის, დარწმუნებული ვარ, თქვენს წილ პასუხისმგებლობას გრძნობთ, ჩვენო ერთგულო მეგობრებო!
ამიტომ მოდით, ამჯერადაც გავერთიანდეთ. გახსოვდეთ, რომ თითო ლარითაც კი დიდ დახმარებას გაუწევთ ამ საბრალო ოჯახს. ბავშვებს მხოლოდ თქვენი იმედი აქვთ და ამ იმედს ნუ გაუცრუებთ. რწმენის დაკარგვაზე უფრო დიდი საშინელება ხომ არაფერია ამქვეყნად…
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: გორის მუნიციპალიტეტი, სოფელი კირბალი.
ჩვენი ფონდის ანგარიში:
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: დოთიაშვილების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით ღმერთს!
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
კორ.: ნინი
სულ ხარჯები:
დარჩა: