რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
ჩვენო მეგობრებო, ცოტა ხნის წინ ჩვენი თანამემამულეების, კვინიკაძეების მრავალშვილიან ოჯახში დიდი უბედურება დატრიალდა. უეცრად ცეცხლის ალმა მოიცვა ოთახი. ბავშვების განწირული ყვირილის ხმა — „გვიშველე-ე-ეთ!“ — თითქოს ზეცას სწვდებოდა. პატარა ანგელოზების ხმამ, ალბათ, მართლაც მიაღწია ღვთის საუფლომდე და… დიახ… ბავშვები ცეცხლში ჩაწვას და ფერფლად ქცევას სასწაულებრივად გადაურჩნენ, თუმცა ორი წლის ნიკოლოზს დღემდე ატყვია დამწვრობის კვალი.
ადგილობრივი ხელისუფლება კვინიკაძეების ოჯახს დაჰპირდა, რომ დამწვარი სახლის გვერდით ახალი სახლის აშენებაში დაეხმარებოდა, მაგრამ ოჯახი ამის იმედი აღარ აქვს. მეგობრებო, სავსებით ლოგიკური კითხვა გაგიჩნდებათ: რატომ დაკარგა შეჭირვებულმა ოჯახმა იმის იმედი, რომ მთავრობა შეასრულებს ამ დაპირებას? გიამბობთ ამის შესახებ. მას შემდეგ, რაც კვინიკაძეების სახლი მთლიანად დაიწვა და ოჯახი არაფრის გარეშე დარჩა, მათ 1 500 ლარის ოდენობით დახმარების გაწევის თხოვნით მიმართეს ადგილობრივ ხელისუფლებას. თუმცა მათ ჯერაც არ მიუღიათ ეს თანხა. ამიტომაც საბრალო ოჯახს იმედი აღარ აქვს, რომ სახელმწიფო მათ სახლის აშენებაში დაეხმარება. ახლა, კეთილო ადამიანებო, მათი ერთადერთი იმედი თქვენ ხართ.
ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ გორის ადგილობრივი ხელისუფლება შვიდსულიან ოჯახს, რომელიც დროებით ოროთახნახევრიან ბინაში ცხოვრობს, ქირას უხდის. მაგრამ რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს ასე? გარდა ამისა, ბავშვებს ნორმალური საცხოვრებელი პირობები სჭირდებათ. თუკი თქვენ ერთ ლარს მაინც გაიღებთ, ამ პატარა ანგელოზებს შესაძლებლობა მიეცემათ, თუნდაც პატარა, მაგრამ საკუთარი სახლი ჰქონდეთ. სრულიად საქართველო უნდა გაერთიანდეს! თუ ერთი აგურის შესაძენ თანხას მაინც გავიღებთ, საბრალო ბავშვები უსახლკაროდ არ დარჩებიან და ამ სიკეთისთვის თქვენს ოჯახებს, თქვენს შვილებს, თქვენს შვილიშვილებს ცხოვრების გზაზე დააჯილდოებს უფალი.
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270უბედურება!!! ორი წლის ალექსანდრე ხანძარმოკიდებულ სახლში სიკვდილს გადაურჩა, თუმცა ბავშვს ფეხები დაეწვა. კვინიკაძეების სახლი მთლიანად დაიწვა. ხუთი პატარა ანგელოზი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. ყველაფრის გარეშე დარჩენილი შვიდსულიანი ოჯახი სახელმწიფომ ოროთახნახევრიან ბინაში დროებით შეასახლა. ეს არ არის ერთი ოჯახის ტრაგედია, ეს სრულიად საქართველოს ტრაგედიაა!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
შეხედეთ ამ თვალებს… მსოფლიოს არცერთი ენის ლექსიკონში არ მოიძებნება ისეთი სიტყვა, რომელიც ასახავს გოგონას მწუხარებას.
კადრი, რომელიც სისხლს გაგიყინავთ. სამი წლის ლუკამ ხანძრის შედეგად მთლიანად დამწვარი სახლის ეზოში ერთი ცალი მანდარინი იპოვა და თავის ორი წლის ძამიკოს, ნიკოლოზს აძლევს.
ჩვენო მეგობრებო, ცოტა ხნის წინ ჩვენი თანამემამულეების, კვინიკაძეების მრავალშვილიან ოჯახში დიდი უბედურება დატრიალდა. უეცრად ცეცხლის ალმა მოიცვა ოთახი. ბავშვების განწირული ყვირილის ხმა — „გვიშველე-ე-ეთ!“ — თითქოს ზეცას სწვდებოდა. პატარა ანგელოზების ხმამ, ალბათ, მართლაც მიაღწია ღვთის საუფლომდე და…
დიახ… ბავშვები ცეცხლში ჩაწვას და ფერფლად ქცევას სასწაულებრივად გადაურჩნენ, თუმცა ორი წლის ნიკოლოზს დღემდე ატყვია დამწვრობის კვალი.
ეს კი სამი წლის ლუკაა. ბიჭუნა ბავშვური გულუბრყვილობით ცდილობს, რომ ჭერიდან ჩამოვარდნილი დამწვარი ხის მორები ხელში აიღოს და ჭერში დაალაგოს. საბრალო ბავშვს სჯერა, რომ ამით მისი გამქრალი სახლი აღდგება. მერე კი მისი საყვარელი ფუმფულა ლოგინიც გამოჩნდება და სათამაშო მანქანაც, რომლის გარეშეც ნიკოლოზი არ იძინებდა.
კვინიკაძეების წვალებით და პატიოსანი შრომით ნაშენები სახლი, აი, ასე დანახშირდა
ადგილობრივი ხელისუფლება კვინიკაძეების ოჯახს დაჰპირდა, რომ დამწვარი სახლის გვერდით ახალი სახლის აშენებაში დაეხმარებოდა, მაგრამ ოჯახი ამის იმედი აღარ აქვს. მეგობრებო, სავსებით ლოგიკური კითხვა გაგიჩნდებათ: რატომ დაკარგა შეჭირვებულმა ოჯახმა იმის იმედი, რომ მთავრობა შეასრულებს ამ დაპირებას? გიამბობთ ამის შესახებ. მას შემდეგ, რაც კვინიკაძეების სახლი მთლიანად დაიწვა და ოჯახი არაფრის გარეშე დარჩა, მათ 1 500 ლარის ოდენობით დახმარების გაწევის თხოვნით მიმართეს ადგილობრივ ხელისუფლებას. თუმცა მათ ჯერაც არ მიუღიათ ეს თანხა. ამიტომაც საბრალო ოჯახს იმედი აღარ აქვს, რომ სახელმწიფო მათ სახლის აშენებაში დაეხმარება. ახლა, კეთილო ადამიანებო, მათი ერთადერთი იმედი თქვენ ხართ.
ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ გორის ადგილობრივი ხელისუფლება შვიდსულიან ოჯახს, რომელიც დროებით ოროთახნახევრიან ბინაში ცხოვრობს, ქირას უხდის. მაგრამ რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს ასე? გარდა ამისა, ბავშვებს ნორმალური საცხოვრებელი პირობები სჭირდებათ. თუკი თქვენ ერთ ლარს მაინც გაიღებთ, ამ პატარა ანგელოზებს შესაძლებლობა მიეცემათ, თუნდაც პატარა, მაგრამ საკუთარი სახლი ჰქონდეთ. სრულიად საქართველო უნდა გაერთიანდეს! თუ ერთი აგურის შესაძენ თანხას მაინც გავიღებთ, საბრალო ბავშვები უსახლკაროდ არ დარჩებიან და ამ სიკეთისთვის თქვენს ოჯახებს, თქვენს შვილებს, თქვენს შვილიშვილებს ცხოვრების გზაზე დააჯილდოებს უფალი.
ეს პატარა ანგელოზი პატარა ძმების გამოყვანას ცდილობდა ცეცხლმოკიდებული ოთახიდან. გოგონა სულ რაღაც 10 წლის არის, მაგრამ ისეთი დიდი გული აქვს, ისეთი დიდი, რომ ვერც კი წარმოიდგენთ. კეთილშობილი გოგონას მწვანე თვალები ახლა უკვე ცრემლებით არის სავსე. სიკვდილს სასწაულებრივად გადარჩენილი ბავშვი საკუთარი თვალით უყურებდა, მისი საყვარელი სახლი როგორ იწვოდა. ხომ წარმოგიდგენიათ, ეს რამხელა სტრესია მისთვის. ამას ზრდასრული ადამიანის ფსიქიკაც კი ვერ გაუძლებდა და ამ დროს რამხელა დარდს იტევს ამ ცეროდენა გოგონას გული! ვინ იცის, ის საშინელი კადრები საბრალო გოგონას, ალბათ, ცხოვრების ბოლომდე ემახსოვრება.
ეს კი ანას დაიკო მარიამია. გოგონები ტყუპები არიან. ბავშვი დამწვარ ოთახში დგას და სიმწრის ცრემლებით ტირის. კლდეებიც კი ატირდებიან გოგონას ცოდვით.
ბავშვებს ერთი წყვილი ტანსაცმელიც კი არ შემორჩათ ისეთი, რომელიც ცეცხლს გადაურჩა. ეს ქურთუკი და შარვალიც კეთილმა ადამიანებმა აჩუქეს ბავშვს.
ეს, გოგონას საყვარელი მაისური იყო, რომელიც დაბადების დღეზე უყიდა დედიკომ
ეს ის ანგელოზია, ცეცხლმა რომ ფეხები დაუწვა. შეხედეთ, როგორ უყურებს ბავშვი დამწვარ ჭერს, დანგრეულ კედლებს… ღმერთო, რამხელა დრამაა ამ ერთ კადრში. ბავშვის დედა კი ცდილობს, შვილებს ცრემლები არ დაანახოს, მაგრამ… მხოლოდ ღმერთმა იცის, როგორი მწველი ცეცხლი გიზგიზებს ახლა მის გულში.
შეხედეთ, ბავშვმა ცეცხლში დამწვარი და უკვე ჯართად ქცეული გამათბობელი მაინც იცნო, რომელიც ოჯახს ხანძრის გაჩენამდე ახალი ნაყიდი ჰქონდა.
ბავშვების საბრალო დედა ზაფხულში სხვა ადამიანების ნაკვეთებში ხილს კრეფდა მცხუნვარე მზის ქვეშ, დღიური გასამრჯელო რომ აეღო. წვალებით შეგროვებული ფულით ზამთარში გამათბობელი იყიდა, რომ ბავშვები სიცივეში არ ყოფილიყვნენ. ახლა კი ამ პატარა ანგელოზს ვერ გაუგია, რატომ არის ასეთი დაჟანგებული ის ლამაზი გამათბობელი, რომლის სიახლოვეს ჯდომაც განსაკუთრებით უყვარდა ზამთრის ყინვაში.
როგორი დაუნდობელია ზოგჯერ ცხოვრება. პატარა ანგელოზები ასეთი ტანჯვისთვის რატომ გაიმეტა?!
ფოტო, რომელიც ყველა სიტყვაზე მეტ სათქმელს ამბობს…
ასე, მადლიერი თვალებით უყურებს მშიერი ბავშვი გამოწვდილ პურის ნატეხს. ოჰ, რამხელა სევდაა ორი წლის ბიჭუნას თვალებში, ღმერთო! ღმერთო!
პატარა ანგელოზს ვერ გაუგია, მისი საყვარელი სახლი ნანგრევებად და ნახშირად რატომ იქცა? საყვარელი სათამაშო რატომ წაართვა ცეცხლმა?
მშრომელი ოჯახის მიერ წვალებით შეძენილი ავეჯი ნახშირად იქცა
ღვთისმშობლის მოსახელე გოგონა… ათი წლის მარიამის კეთილ თვალებში შიშს, სასოწარკვეთასა და უიმედობას ამოიკითხავთ
3 წლის ლუკა დამწვარი და დანგრეული სახლის „ფანჯრიდან“ უიმედოდ იყურება. ფანჯრებს მიღმა სხვა ბავშვები თამაშობენ, იცინიან, მხიარულობენ. ფანჯრის აქეთ კი ლუკაა… ბავშვის ცხოვრება შავ-თეთრი გახდა. ღმერთო, სად გაქრა ბიჭუნას სილაღე?!
ხანძრის შედეგად ღია ცის ქვეშ დარჩენილი კვინიკაძეების მრავალშვილიანი ოჯახი სახელმწიფომ ოროთახნახევრიან ბინაში დროებით შეასახლა. ბავშვებს საკმარისი საწოლებიც კი არ აქვთ. ყველაფრის გარეშე დარჩენილი შეჭირვებული ოჯახი დიდ განსაცდელშია. ამას ისიც დაემატა, რომ ბავშვების ისედაც ავადმყოფ ბაბუას, რომელსაც რამდენჯერმე ჩაუტარდა სტენტირება და მუდმივად იღებდა მედიკამენტებს, ხანძრის გამო ნერვიულობის შედეგად გულის შეტევა დაემართა. ამჟამად მისი მდგომარეობა მძიმეა და საავადმყოფოში წევს.
ნუთუ ორი წლის ბავშვის თვალებში ასეთი სევდა უნდა იყოს?
კეთილო ადამიანებო, ალბათ, თავად დარწმუნდით, თუ როგორი ენით აღუწერელი განსაცდელი დაატყდა თავს ამ ქართულ ოჯახს. გარდა იმისა, რომ ბავშვებმა სიკვდილს ჩახედეს თვალებში და ამ დრომდე დიდი სტრესის ქვეშ არიან, ოჯახი ყველაფრის გარეშე დარჩა. კოვზი და ფინჯანიც კი ვერ გადაურჩა ხანძარს. კეთილო ადამიანებო, ახლა საბრალო ოჯახის ერთადერთი იმედი თქვენ ხართ. ღმერთმა ყველანი დაგიფაროთ, მაგრამ მხოლოდ წამიერად წარმოიდგინეთ ამ ოჯახის ადგილას თქვენი თავი. ისევ უნდა ავაციმციმოთ ხუთი და-ძმის ჩამქრალი თვალები! ქართველებს გაჭირვების ჟამს ერთმანეთის გვერდში დგომა არ გვესწავლება. ჩვენო მეგობრებო, თქვენმა გულისხმიერებამ ბევრი ოჯახი გადაარჩინა და ახლა ის დროა, რომ კვინიკაძეების ოჯახიც ამ მძიმე განსაცდელისგან ვიხსნათ!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: გორი, ანდრია რაზმაძის ქ. №10.
ჩვენი ფონდის ანგარიში:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000(დანიშნულება: კვინიკაძეების ოჯახი)
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
კორ.: ნინი
ახლა ჩვენ ისეთი მდიდრები ვართ! ისეთი მდიდრები! მადლობა თქვენ და ათასობით ადამიანს, ვინც ჩვენს გასაჭირს გამოეხმაურა! შეხედეთ, რა გააკეთეთ! ეს ხომ ნამდვილი სასახლეა! დედა ამბობს, რომ ღმერთი ათასგზის დაგაჯილდოებთ… ჩვენი თქვენდამი სიყვარული არასდროს განელდება, თუ რამე დაგჭირდებათ, მოგვმართეთ, თქვენს სიკეთეს არასოდეს დავივიწყებთ!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
მარი (10 წლის): ჩვენი სახლი რომ დაიწვა, მე და ჩემმა დამ ანიმ ბევრი ვიტირეთ…
ანი: „ყველაფერი, რასაც ამ ოთახში ხედავთ, ფონდის მეგობრების ნაჩუქარია“
„დიდი კარადები გვაქვს სარკეებით, ჩვენი დიდი ოჯახისთვის ზედგამოჭრილია“.
– კამერით მოგყვებით და ყურადღებით გისმენთ!
ანი: ჩემს და მარის ოთახში გეპატიჟებით. ყველაფერი, რასაც აქ ხედავთ, ახალია და ახალი ავეჯის მაგარი სუნი აქვს. ამ რბილ საწოლზე რა ტკბილად დავიძინებთ! კომოდის უჯრებში სახელმძღვანელოებსა და სასკოლო ნივთებს შევინახავთ. პუფებზე ჯდომა ძალიან კომფორტულია. დიდი კარადა კი ჩვენი ტანსაცმლისთვის არის. ვაიმე, იმდენი ახალი ტანსაცმელი გვაქვს! ახლავე ჩავიცვამთ და გაჩვენებთ ყველაფერს. პატარებსაც უყიდეს ყველაფერი. ლუკა და ნიკო აკაკუნებენ კარზე, რომ ახალი ტანსაცმლით დაგვენახონ.
ანი: „ლუკა და ნიკო მოვიდნენ, ახალი ტანსაცმელი რომ გვაჩვენონ და თან ჩვენს საწოლზეც იხტუნაონ“.
„კარგ ხასიათზე ვართ! სიყვარულს და გულებს გიგზავნით“.
– შესანიშნავად გამოიყურებიან დაიკოებიც და პატარებიც! ყველას უხდება ახალი ტანსაცმელი!
მარი: ახლა სამზარეულოში წავიდეთ. აქ მე ვიქნები წამყვანი. ამ ნაქირავებ ბინაში ცხოვრება რომ დავიწყეთ, ცარიელი იყო. ახლა ნამდვილი სამზარეულო გვაქვს, ისეთივე, როგორიც ძველ სახლში გვქონდა. ჩერნოვეცკის ფონდის მეგობრებმა გვაჩუქეს ეს ყველაფერი. აი, ეს დიდი სამზარეულოს კარადა, მაცივარი, გაზქურა, სარეცხი მანქანა, აეროგრილი, მიკროტალღური ღუმელი, ხორცსაკეპი მანქანა, ბლენდერი და ტოსტერი! ამ საჩუქრებმა ძალიან გაგვახარა და დიდი სიამოვნებით ვიყენებთ. მადლობა ფონდის მეგობრებს!
ლაშა: „ნახე, რა მაგარი სამზარეულო გვაქვს, შვილო!“
ანი: „თქვენი საჩუქრები უკვე გავხსენით და სიხარულით ვიყენებთ“.
„პურს ვდებთ ტოსტერში და ველოდებით, რომ შეიბრაწოს და ამოხტეს“.
„ახლავე კივის სმუზს მოვამზადებთ და მოგართმევთ“.
მარი: „გგონიათ, სულ ეს არის? არა! კიდევ სკამები გვაჩუქეს ყველა ოთახისთვის, სათამაშოები პატარებისთვის, პროდუქტები, წამლები და ინჰალატორი. მეგონა, იმ საშინელი ხანძრის შემდეგ ბედნიერი ვერასდროს ვიქნებოდი. მაგრამ ახლა ძალიან ბედნიერი ვარ!“
ბავშვი დაიღალა შთაბეჭდილებებით და თავის ახალ საწოლზე ჩაეძინა
ბაბალე, დედა: „ბავშვებს ხველა და კრუპი აწუხებთ, ამიტომ ინჰალატორი ძალიან გვეხმარება“.
ბაბალე, დედა: „ზღვა ხალხი, ზღვა დახმარება. თითოეული თქვენგანის უსაზღვროდ მადლობელი ვარ! რამხელა უბედურება გადავიტანეთ და რამხელა სიხარული გვაჩუქა ღმერთმა. ყველა ჩვენს ახალ მეგობარს ვუსურვებთ ბედნიერებას, სიხარულს, ჯანმრთელობას, კეთილდღეობას და წარმატებას!
ლაშა, ოჯახის უფროსი: „ჩერნოვეცკის ფონდმა ნახევარზე მეტი აუცილებელი ნივთები გვაჩუქა. ეს ჩვენთვის დიდი მხარდაჭერაა. მადლობას გიხდით იმისთვის, რომ ჩვენს გვერდით ხართ და ჩემს შვილებზე ზრუნავთ. ჩემო კარგო მეგობრებო, ჩემო კეთილო ხალხო, დალხენილ ცხოვრებას და წარმატებებს გისურვებთ ყველას!“
– ლაშა, მითხარით, კიდევ რა პრობლემები გაქვთ?
ლაშა: ეს სახლი ჩვენი არ არის… ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობთ. დიდი ოჯახი შევქმენით და ძალიან გვჭირდება სახლი. ჩვენ რომ აღარ ვიქნებით, ბავშვებს საკუთარი ბუდე რომ ჰქონდეთ!
ზუსტად ვიცი, რომ საქართველოში ჩვენზე ბევრად უარეს მდგომარეობაშია ათასობით ადამიანი, მაგრამ მაინც… გვჯერა, რომ ფონდი შეძლებს ნელ-ნელა ჩვენთვის სახლის საყიდელი თანხის შეგროვებას. ბოდიშს გიხდით, ამდენს რომ ვითხოვ.
ჟურნალისტი: მინდა, ახლავე შეგპირდეთ, რომ გექნებათ ახალი სახლი. ამასთან დაკავშირებით უკვე გვაქვს იდეები, თუ როგორ უზრუნველვყოთ საცხოვრებლით არაერთი შეჭირვებული ადამიანი. მერწმუნეთ, რომ თქვენისთანა მდგომარეობაში ერთი კი არა, ასზე და ათასზე მეტი ოჯახი არის. ამჟამად, ჩვენ ეკოლოგიურად სუფთა მასალით აშენებულ სახლებს ვეძებთ და თანხასაც ვაგროვებთ ამისთვის!
თუკი ჩვენს ქველმოქმედებს ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე იდეა ექნებათ, გთხოვთ, მოგვწეროთ და სურათები გამოგვიგზავნოთ. ასევე იმ კომპანიების ტელეფონის ნომრები მოგვაწოდოთ, რომლებიც ხარისხიან მობილურ და სტაციონარულ სახლებს აშენებენ.
თუკი გიმძიმთ და გამუდმებით უფლისკენ გზას ეძებთ, ჩვენ მიერ გამოქვეყნებული ათასობით პოსტიდან ერთ-ერთ ბავშვზე აიღეთ მეურვეობა და იზრუნეთ მასზე, სანამ ფეხზე არ დადგება! ეს არ დაჯდება ძვირი, მაგრამ უფლისთვის ადამიანის კეთილ საქმეზე ძვირფასი არაფერია!
და თუკი ახლა ფული არ გაქვთ – ეს პრობლემა არ არის! თქვენ უკვე მოიქეცით საუკეთესოდ თქვენს ცხოვრებაში, როცა ვიღაცას დაეხმარეთ! დაურეკეთ ამ ოჯახს, გამოჰკითხეთ, რა პრობლემები აქვთ და მოგვწერეთ. ჩვენ კი თქვენი სახელით დავეხმარებით მათ. თქვენი განწყობა მაშინვე შეიცვლება! ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე რთულ მომენტში დაეხმარეთ.
მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
– თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
– ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: კვინიკაძეების ოჯახი)
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: TBCpay, ExpressPay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით ღმერთს!
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
კორ: მედეა
სულ ხარჯები:
10533.70₾დარჩა:
8155.41₾