რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

დედის დაკარგვის ტკივილი აუტანელია ბავშვებისთვის! ვინ მოეფერება, ვინ უმღერებს ძილის წინ, ვინ უნდა იზრუნოს მათზე, როდესაც მამა მძიმედ ავად არის, ოჯახს ფული არ აქვს და ჩვენ გარდა, მეგობრებო, პატარა სალომე და ლუკა არავის სჭირდება! ღმერთო, ღმერთო, ჩვენი მხსნელი შენ ხარ! გვირჩიე, რა მოვიმოქმედოთ?!

calendar თებერვალი 19, 2025

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

ვერაგმა სიკვდილმა სამუდამოდ წაართვა სალომეს და ლუკას საყვარელი დედიკო. საბრალო ქალი კიბოსთან ბრძოლაში დამარცხდა. დედის გარდაცვალების შემდეგ და-ძმის მოციმციმე თვალები „ჩაქრა“. ამ ანგელოზების სათნო თვალებიდან ღიმილი გაქრა. მათ გულებში კი უკიდეგანო სევდამ დაისადგურა. ბავშვებს სული სტკივათ, სული… მისი მოსარჩენი წამალი კი კაცობრიობამ ჯერ ვერ გამოიგონა და, ალბათ, ვერასდროს ვერაფერი მოარჩენს ამ ტკივილს.

უდედოდ დარჩენილი 11 წლის ლუკა ცდილობს, სახლის საქმეში მიეხმაროს დაიკოს. ზამთრის ყინვაში ბავშვი ეზოს ამ ჯემპრის ამარა ასუფთავებს, რადგან თბილი ტანსაცმელი არ აქვს. დაობლებული ბიჭუნას სხეული კანკალებს სიცივისგან, სამაგიეროდ, მის გულში გიზგიზებს მწველი ცეცხლი. მხოლოდ დაობლებული ბავშვი თუ მიხვდება, დედის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი რაოდენ გაუსაძლისია.

დედის გარდაცვალების შემდეგ, 13 წლის გოგონა თავად უმზადებს სადილს ძამიკოს. სალომე 10 წლის იყო, საყვარელი დედიკოს უსულო ცხედარს რომ უყურებდა. ზრდასრული ადამიანიც კი ვერ უძლებს ასეთ საშინელ „სცენას“. წარმოიდგინეთ, 10 წლის გოგონა, რომელმაც საკუთარი თვალით უყურა, როგორ დაასაფლავეს მისი დედიკო. ღმერთო, ღმერთო, როგორ გაუძლო ამ პატარა ანგელოზის გულმა ამ საშინელებას?

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

დედის დაკარგვის ტკივილი აუტანელია ბავშვებისთვის! ვინ მოეფერება, ვინ უმღერებს ძილის წინ, ვინ უნდა იზრუნოს მათზე, როდესაც მამა მძიმედ ავად არის, ოჯახს ფული არ აქვს და ჩვენ გარდა, მეგობრებო, პატარა სალომე და ლუკა არავის სჭირდება! ღმერთო, ღმერთო, ჩვენი მხსნელი შენ ხარ! გვირჩიე, რა მოვიმოქმედოთ?!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

ლუკა (11 წლის): როდესაც ვხედავ, როგორ ეფერებიან დედები სხვა ბავშვებს და მაღაზიაში მიჰყავთ, გული მტკივა. ამ სამყაროში სრულიად მარტოდ ვგრძნობ თავს. ობლის ცხოვრება ძალიან რთულია. დედიკოს გარეშე, დათრგუნულად ვგრძნობ თავს.

ამ ქართველ ბავშვებს ცელოფნით დაფარულ შიშველ ლეიბზე სძინავთ! წარმოგიდგენიათ?

ვერაგმა სიკვდილმა სამუდამოდ წაართვა სალომეს და ლუკას საყვარელი დედიკო. საბრალო ქალი კიბოსთან ბრძოლაში დამარცხდა. დედის გარდაცვალების შემდეგ და-ძმის მოციმციმე თვალები „ჩაქრა“. ამ ანგელოზების სათნო თვალებიდან ღიმილი გაქრა. მათ გულებში კი უკიდეგანო სევდამ დაისადგურა. ბავშვებს სული სტკივათ, სული… მისი მოსარჩენი წამალი კი კაცობრიობამ ჯერ ვერ გამოიგონა და, ალბათ, ვერასდროს ვერაფერი მოარჩენს ამ ტკივილს.

უდედოდ დარჩენილი 11 წლის ლუკა ცდილობს, სახლის საქმეში მიეხმაროს დაიკოს. ზამთრის ყინვაში ბავშვი ეზოს ამ ჯემპრის ამარა ასუფთავებს, რადგან თბილი ტანსაცმელი არ აქვს. დაობლებული ბიჭუნას სხეული კანკალებს სიცივისგან, სამაგიეროდ, მის გულში გიზგიზებს მწველი ცეცხლი. მხოლოდ დაობლებული ბავშვი თუ მიხვდება, დედის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი რაოდენ გაუსაძლისია.

დედის გარდაცვალების შემდეგ, 13 წლის გოგონა თავად უმზადებს სადილს ძამიკოს. სალომე 10 წლის იყო, საყვარელი დედიკოს უსულო ცხედარს რომ უყურებდა. ზრდასრული ადამიანიც კი ვერ უძლებს ასეთ საშინელ „სცენას“. წარმოიდგინეთ, 10 წლის გოგონა, რომელმაც საკუთარი თვალით უყურა, როგორ დაასაფლავეს მისი დედიკო. ღმერთო, ღმერთო, როგორ გაუძლო ამ პატარა ანგელოზის გულმა ამ საშინელებას?

სალომე (13 წლის): დედა რომ გარდაიცვალა, ოჯახში ერთადერთი „გოგო“ მე დავრჩი. სახლს ვასუფთავებ, ჩემს ძმას ვუვლი და ვეხმარები საშინაო დავალებების შესრულებაში. რაც დედამ მასწავლა სიკეთე, ახლა ჩემს ძმას ვასწავლი. ხორციანი კერძები ძალიან მიყვარს, მაგრამ ხორცის ყიდვის საშუალება არ გვაქვს.

შეხედეთ, ლეიბზე ფქვილის ტომარაა გადაკრული

დიახ, ლოგინზე ეს საშინელი ტომარაა გადაკრული და სწორედ აქ სძინავთ დაობლებულ ბავშვებს. ღმერთო, ნუთუ რომელიმე ბავშვი ასეთ ცხოვრებას იმსახურებს?

ლუკა (11 წლის): „საშინელებაა ამ საწოლზე ძილი. იმაზეც კი ვფიქრობ, რომ იატაკზე დავწვე. იქნებ, უფრო მშვიდად დავიძინო. ჩემს თავს აღარ ვჩივი, ჩემს დაიკოზე ვნერვიულობ უფრო მეტად. სხვა ბავშვების ბედნიერ და უდარდელ ცხოვრებას შევნატრით მე და სალომე“.

პატარა ლუკამ სოფელში, ტყესთან ახლოს მოაგროვა ეს შეშა. რა ქნას საბრალო ბავშვმა? შეშის საყიდელი ფული ბავშვების ავადმყოფ მამას არ აქვს. ამიტომ 11 წლის ლუკა ცდილობს, ისე იზრუნოს ოჯახზე, როგორც ზრდასრულმა. ღმერთო, ჩვენს სამშობლოს როგორი ვაჟკაცი ბიჭი ეზრდება.

მალე ღუმელს ავანთებ და ჩემს დაიკოს აღარ შესცივდება

ლუკა ყოველ დილით ადრე დგება, ღუმელი რომ დაანთოს და ოთახი გაათბოს, სანამ მისი საყვარელი დაიკო გაიღვიძებს. ღმერთო, მუდამ დალოცვილი ამყოფე ამ ბავშვების დაძმობა. დაე, სიცოცხლის ბოლომდე ასე ეზრუნოთ ერთმანეთზე.

ეს საბრალო კაცი ბავშვების მამაა. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, თავად უწევს მათ მამობასაც და დედობასაც

 ვეფხია (ბავშვების მამა): „სამი ოპერაცია მაქვს გაკეთებული. ახლაც ავად ვარ, მაგრამ საკუთარი თავისთვის ფულს ვერ ვიმეტებ, ექიმთან რომ წავიდე. ანდა, როგორ უნდა ვიმყოფინო სოციალური დახმარების 400 ლარი? ამ ფულით შეშა ვიყიდო, პროდუქტები, კომუნალური გადასახადები დავფარო თუ ბავშვებს ვუყიდო სკოლის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი?“

ამ პატარა ანგელოზებს სახელმწიფო ობლობის 200 ლარს უხდის. ახლა კი პატარა „დაანგარიშება“ გავაკეთოთ. ერთი ცალი პური 1 ლარი ღირს. თითო ბავშვს თვეში 30 ლარის პური ხომ სჭირდება? 200 ლარს გამოკლებული 30, დარჩა 170 ლარი. ეს კი დაახლოებით 60 დოლარია. ახლა კი წარმოიდგინეთ, 60 დოლარად ბავშვმა ერთი თვის განმავლობაში საკვები იყიდოს, ზამთრის ქურთუკი, ფეხსაცმელი თუ თბილი ჯემპრი? საბრალო ბავშვებს ავად გახდომის „უფლებაც“ კი არ აქვთ, რადგან სახელმწიფოს მიერ გაცემული ობლობის 200 ლარიდან, წამლის საყიდლად ერთი ლარიც კი არ შემორჩებათ. სამაგიეროდ, 2025 წელი „სასიხარულო“ ამბით დაიწყო. დეპუტატების ისედაც მაღალი ხელფასი, ფაქტობრივად, გაორმაგდა. როდის დადგება ის დრო, როდესაც შეჭირვებული და დაობლებული ბავშვებისთვისაც „გულუხვი“ იქნება სახელმწიფო ბიუჯეტი.

ბავშვები იატაკის ტილოს ყინულივით ცივ წყალში რეცხავენ. სახლსაც ერთად დაალაგებენ. იმ სახლს, სადაც ბნელი და ნესტისგან დაობებული კედლებია.

გაზქურაზეწყალწყალაწვნიანი თუხთუხებს. ბავშვები ვერც კი იხსენებენ, ხორციანი კერძი ბოლოს როდის ჭამეს

ამ პურს, ავადმყოფი მამა და დაობლებული ბავშვები ვახშამზე თანაბრად გაიყოფენ. მაგიდაზე მეოთხე ცარიელი თეფშიც დაიდება დედისთვის ისე, როგორც ეს ადრე ხდებოდა, როდესაც ღარიბულ სუფრას შემოუსხდებოდა ხოლმე, ერთმანეთის სიყვარულით მდიდარი მელქუაშვილების ოჯახი.

ამ სახლში არც მაცივარია, არც ტელევიზორი, არც ტანსაცმლის კარადა. არც ეს სახლია მელქუაშვილების საკუთრება. ოჯახი აქ დროებით ცხოვრობს. ღვთისნიერო ადამიანებო, ამ პატარა დაობლებული ანგელოზებისთვის თუნდაც თითო ლარი ყველამ რომ გავიმეტოთ, ვინ იცის, იქნებ სოფელ ილიაწმინდაში (სიღნაღი) საბრალო და-ძმისთვის პატარა სახლის ყიდვაც კი შევძლოთ. მათი მფარველი ანგელოზი დედა სამუდამოდ წავიდა ამ ქვეყნიდან და იქნებ, ჩვენ გავუწიოთ მფარველობა უდედოდ დარჩენილ ბავშვებს. ამაზე დიდი მადლი ღვთის წინაშე რა შეიძლება გავაკეთოთ?

საბრალო ბავშვს მხოლოდ ეს დახეული ბურთი აქვს, არადა ბიჭუნას ძალიან უყვარს ფეხბურთის თამაში, მაგრამ

გონიერი „ქართული ნაგაზი“ ბავშვების დარდს და გულისტკივილს გრძნობს. შეხედეთ მის თვალებს და თავად დარწმუნდებით, რომ ბევრ ადამიანზე მეტი „ადამიანობა“ არის ამ ძაღლის თვალები. ნუთუ მას ცხოველი უნდა ერქვას, ზოგიერთ ადამიანს კი – „ადამიანი“?!

ბავშვის ცრემლიან თვალებში იმედის ნაპერწკალი გაჩნდა მას შემდეგ, რაც ფონდის კორესპონდენტისგან შეიტყო, რომ მალე სრულიად საქართველო შეიტყობს მის და მისი ძამიკოს ამბავს. გოგონას ქვეცნობიერში, ალბათ, იმ აზრმა გაიელვა, რომ მისთვის უცხო კეთილი ადამიანები ისევე დალოცავენ მას და ლუკას, როგორც საყვარელი დედიკო ლოცავდა ხოლმე. დედის ლოცვას ხომ ყველაზე დიდი ძალა აქვს ამ სამყაროში. დედის მიერ თუნდაც ჩურჩულით წარმოთქმული ლოცვა ცამდე აღწევს.

გოგონა შესანიშნავად ცეკვავს. ცოტა ხნის წინ კონკურსში პირველი ადგილიც მოიპოვა. ყველა თავის წარმატებას ბავშვი გარდაცვლილ დედიკოს უძღვნის

საბრალო და-ძმას საკუთარი გულისტკივილი და ემოციები სახატავ ფურცელზე გადააქვთ, მაგრამ კარგად თუ დააკვირდებით, ერთ რამეს შენიშნავთ: ობოლი ბავშვების ყველა ნახატში მზეა… მზის სხივები… ოქროსფერი სხივები, რომლებიც უსამართლო დედამიწას თავიანთ სითბოს და სინათლეს უგზავნიან. კეთილო ადამიანებო, სწორედ თქვენ შეგიძლიათ გახდეთ დაობლებული ბავშვებისთვის მზის სხივი და დედის გარდაცვალების გამო გაციებული მათი პატარა გულები გაათბოთ. რა თქმა უნდა, დედის სითბოს ამქვეყნად ვერაფერი შეუცვლის ბავშვებს, მაგრამ თქვენ მიერ გაღებული თუნდაც მცირედი შემოწირულობით შესაძლებელი იქნება, დაობლებულმა და-ძმამ ადამიანურ პირობებში ცხოვრება შეძლონ. გაუხსენით მათ გულის კარი, უფალი კი თქვენთვის გახსნის სასუფევლის კარს მაშინ, როდესაც ამ ქვეყანას დატოვებთ სამუდამოდ.

თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: სიღნაღის მუნიციპალიტეტი, სოფელი ილიაწმინდა.

ჩვენი ფონდის ანგარიში:

– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
– თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
– ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000

(დანიშნულება: მელქუაშვილების ოჯახი)

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100.

სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
21.03.2025
საყოფაცხოვრებო ტექნიკა და პლანშეტი
2930.00₾
21.03.2025
პროდუქტები
196.23₾
21.03.2025
ავეჯი
1800.00₾

სულ ხარჯები:

4926.23₾

დარჩა:

0₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.03.2025 00:00:00
₾30.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
18.03.2025 10:48:55
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
13.03.2025 19:02:06
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.03.2025 10:40:41
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
09.03.2025 10:30:08
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.03.2025 00:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.03.2025 00:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.03.2025 10:51:41
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.03.2025 00:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.03.2025 09:30:07
₾30.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.03.2025 10:13:18
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.03.2025 10:12:59
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.03.2025 09:55:56
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.02.2025 00:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.02.2025 21:32:03
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.02.2025 09:57:31
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.02.2025 09:57:24
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.02.2025 10:25:17
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.02.2025 10:18:55
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.02.2025 10:05:57
₾3.29

შემოწირულია:

₾4,756.06

313 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾4,756.06

313 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება