პატარა ლუკას და ქეთის თვალწინ მათი საყვარელი მამიკო კვდება. მოულოდნელად ახალგაზრდა კაცის გული ზომაში ორჯერ გაიზარდა. ვერ სუნთქავს, ვერ გადაადგილდება და უჰაერობით იხრჩობა. თავისი ოჯახის ერთადერთი მარჩენალი იყო და ახლა მათზე უფრო შეჭირვებული ოჯახი არ მოიძებნება საქართველოში! საბრალო, ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ იტანჯება ტკივილით და ამ ყველაფერს ბავშვები უყურებენ, რომლებსაც სულ ცოტა ხნის წინ ასე ბედნიერად ეთამაშებოდა.
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
38 წლის ნიკო მთელი თავისი ცხოვრება მუხლჩაუხრელად მუშაობდა. ხელოსანი კაცი პატიოსანი შრომით გამომუშავებულ ფულს მთლიანად ახმარდა თავის შვილებს და ავადმყოფ მოხუც მამას, რომელიც მეორე ჯგუფის შშმ პირია. ერთ ავბედით დღეს კი ნიკოს ცხოვრება თავდაყირა დადგა. საბრალო კაცს გადაადგილების უნარი ნელ-ნელა უქვეითდებოდა, სუნთქვა უძნელდებოდა და ორი ნაბიჯის გადადგმისას გული „ამოვარდნას“ ჰქონდა. გონებადაკარგული კაცი უცხო ადამიანებმა რამდენჯერ მოასულიერეს და სიკვდილს გამოსტაცეს.
ერთ დროს ენერგიული და მშრომელი კაცი დღეს ამ ტახტიდანაც კი ვერ დგება დამოუკიდებლად. ნიკოს გული ორჯერ უფრო დიდი ზომისაა, ვიდრე უნდა იყოს. ალბათ, ხვდებით, ეს სამწუხაროდ რასაც ნიშნავს, ჩვენო ძვირფასო მკითხველო. ფაქტობრივად, „ნაღმია“ საბრალო მამის ორგანიზმში. ვეღარც სუნთქავს. უჰაერობისგან იხრჩობა. უფულობის გამო კი ჟანგბადის აპარატს ვერ ყიდულობს და მისი დაქირავებაც არ შეუძლია ოჯახს.
ნიკოლოზი (38 წლის): „ხელოსნად ვმუშაობდი. ახლა კი საერთოდ ვერაფერს ვაკეთებ. გულის მწვავე უკმარისობის გამო მჭირდება გულის გადანერგვა, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. კეთილო ადამიანებო, თქვენი იმედი მაქვს. იქნებ, წამლებით მაინც დამეხმაროთ“.
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270პატარა ლუკას და ქეთის თვალწინ მათი საყვარელი მამიკო კვდება. მოულოდნელად ახალგაზრდა კაცის გული ზომაში ორჯერ გაიზარდა. ვერ სუნთქავს, ვერ გადაადგილდება და უჰაერობით იხრჩობა. თავისი ოჯახის ერთადერთი მარჩენალი იყო და ახლა მათზე უფრო შეჭირვებული ოჯახი არ მოიძებნება საქართველოში! საბრალო, ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ იტანჯება ტკივილით და ამ ყველაფერს ბავშვები უყურებენ, რომლებსაც სულ ცოტა ხნის წინ ასე ბედნიერად ეთამაშებოდა.
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
ლუკა (10 წლის): „ჩემი მამიკო რომ მოკვდეს, მე მის გარეშე ვერ გავძლებ. ნეტავ შემეძლოს, რომ ჩემი გული შუაზე გავყო და მას გადავუნერგო. წუთითაც არ დავფიქრდებოდი, ისე დავუთმობდი ჩემს გულს. მამიკოს გარეშე ვერც კი წარმომიდგენია ცხოვრება, მაგრამ რა ვქნა, სად ვიშოვო წამლების ფული, მე ხომ ჯერ 10 წლის ვარ“.
ეს კი ქეთია, რომელიც წუთითაც არ სცილდება საყვარელი მამიკოს საწოლს და დაბუჟებულ ხელებზე მასაჟს უკეთებს, რომ მამიკოს გული არ გაუჩერდეს. საბრალო ბავშვი მძინარე მამის გულის ფეთქვას ყურს უგდებს ხოლმე. ზოგჯერ ეჩვენება, რომ მამიკოს გული აღარ უფეთქავს და ამ დროს გოგონას განწირული კივილი ცამდე აღწევს.
სიკვდილთან მებრძოლი 38 წლის ნიკო თავის პატარა ანგელოზებთან ერთად
38 წლის ნიკო მთელი თავისი ცხოვრება მუხლჩაუხრელად მუშაობდა. ხელოსანი კაცი პატიოსანი შრომით გამომუშავებულ ფულს მთლიანად ახმარდა თავის შვილებს და ავადმყოფ მოხუც მამას, რომელიც მეორე ჯგუფის შშმ პირია. ერთ ავბედით დღეს კი ნიკოს ცხოვრება თავდაყირა დადგა. საბრალო კაცს გადაადგილების უნარი ნელ-ნელა უქვეითდებოდა, სუნთქვა უძნელდებოდა და ორი ნაბიჯის გადადგმისას გული „ამოვარდნას“ ჰქონდა. გონებადაკარგული კაცი უცხო ადამიანებმა რამდენჯერ მოასულიერეს და სიკვდილს გამოსტაცეს.
ერთ დროს ენერგიული და მშრომელი კაცი დღეს ამ ტახტიდანაც კი ვერ დგება დამოუკიდებლად. ნიკოს გული ორჯერ უფრო დიდი ზომისაა, ვიდრე უნდა იყოს. ალბათ, ხვდებით, ეს სამწუხაროდ რასაც ნიშნავს, ჩვენო ძვირფასო მკითხველო. ფაქტობრივად, „ნაღმია“ საბრალო მამის ორგანიზმში. ვეღარც სუნთქავს. უჰაერობისგან იხრჩობა. უფულობის გამო კი ჟანგბადის აპარატს ვერ ყიდულობს და მისი დაქირავებაც არ შეუძლია ოჯახს.
ნიკოლოზი (38 წლის): „ხელოსნად ვმუშაობდი. ახლა კი საერთოდ ვერაფერს ვაკეთებ. გულის მწვავე უკმარისობის გამო მჭირდება გულის გადანერგვა, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. კეთილო ადამიანებო, თქვენი იმედი მაქვს. იქნებ, წამლებით მაინც დამეხმაროთ“.
არითმიამ სიცოცხლე ჯოჯოხეთად უქცია საბრალო მამას. ჩვენო ძვირფასო მკითხველო, მოკლე ინფორმაციის სახით გეტყვით, რომ უეცარი კარდიული სიკვდილით, მსოფლიოში 4 წამში 1 ადამიანი კვდება, შემთხვევების უდიდესი პროცენტი კი სწორედ გულის რთულ არითმიებს უკავშირდება. ახლა კი, ალბათ, ხვდებით, რომ, ფაქტობრივად, „ბეწვზე ჰკიდია“ ამ საბრალო მამის სიცოცხლე.
პატარა ლუკა თავად შეესწრო, გონება როგორ დაკარგა მამამ. ხომ წარმოგიდგენიათ, ბავშვისთვის ეს რამხელა სტრესია. ბიჭუნა ღამითაც კი ვერ იძინებს მშვიდად, რადგან ეშინია, რომ დილით, საყვარელი მამიკო… ოჰ, არა! ამ სიტყვების დაწერა შეუძლებელია…
აქ არასრული შემადგენლობით არის წარმოდგენილი ის მედიკამენტები, რომლებიც აუცილებელია საბრალო მამის სიცოცხლისთვის. ეს მხოლოდ 10 დღის სამყოფი წამლებია, მაგრამ 10 დღის მერე რა ქნას საბრალო კაცმა? სიცოცხლისთვის საჭირო მედიკამენტები როგორ იყიდოს? შრომისუუნარო კაცმა ფული სად უნდა იშოვოს? ოჯახის ერთადერთი მარჩენალი ხომ თავად იყო. ახლა კი, არათუ მუშაობა, კიბის ორ საფეხურზე დამოუკიდებლად ჩასვლაც კი არ შეუძლია.
ცხოველები ხომ ყველაზე უკეთ გრძნობენ ადამიანის გასაჭირს. ეს „უჯიშო“ ძაღლი ბევრ ადამიანზე მეტად მგრძნობიარეა. როდესაც ნიკოს შეტევები ემართება, ძაღლი ყმუის და მისი ყმუილის ხმა მთელ სოფელს ისმის. თითქოს ხალხს საშველად იხმობს.
პატარა ლუკა ასე თვალცრემლიანი გაჰყურებს გზას… იმ გზას, სადაც იმედის ნაპერწკალიც კი არსაიდან ჩანს.
ლუკა: „გუშინ დედას და მამიკოს საუბარს შემთხვევით მოვკარი ყური. მედიკამენტები 10 დღეში დაუმთავრდება და დედიკოს ფული არ აქვს, რომ იყიდოს. საცხობში მუშაობს და 10-15 ლარს აძლევენ დღის ბოლოს. ამ ფულით კი პურს ყიდულობს ხოლმე და დიეტურ საკვებს მამიკოსთვის. დეიდა, (მიმართავს ფონდის კორესპონდენტს), გემუდარები, კეთილ ადამიანებს ჩემი თხოვნა გადაეცი, რომ დაგვეხმარონ მამიკოსთვის მედიკამენტები და ასევე ჟანგბადის აპარატი რომ ვიყიდოთ. მე კი პირობას ვდებ, დიდი რომ გავიზრდები, ვიმუშავებ და შეჭირვებულ ადამიანებს მეც დავეხმარები“.
თვალცრემლიანი ბავშვი ასე ჩამომჯდარა დაჟანგებულ კიბეზე და მისი ფიქრები მხოლოდ ერთ რამეზეა – სიკვდილთან მებრძოლი მამიკოსთვის მედიკამენტების ფული სად იშოვოს.
საბრალო კაცის თვალებში ამოიკითხავთ, რომ სიკვდილთან ბრძოლით დაიღალა, ძალა გამოეცალა და თითქოს უკვე დანებებას აპირებს
ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ! ეს ანგელოზები არ უნდა დაობლდნენ. მათ ხომ სწორედ ახლა სჭირდებათ ყველაზე მეტად საყვარელი მამიკოს გვერდით დგომა, მისი ალერსი. თუმცა თქვენი დახმარების გარეშე, ღვთისნიერო ადამიანებო, საბრალო კაცის გული ფეთქვას სამუდამოდ შეწყვეტს… ახალგაზრდა კაცის შვილებთან ასე ნაადრევად დაშორება ხომ დიდი უსამართლობაა!
კარგად დააკვირდით და დაიმახსოვრეთ ეს თვალები. პატარა ანგელოზის სიმწრის ცრემლები სულს აუფორიაქებს ყველა იმ ადამიანს, ვის გულშიც ღვთის სიყვარულია. თქვენი გული კი, ფონდის მეგობრებო, სწორედ რომ ასეთია! ფონდში ყველაზე კარგად ვიცით, რომ თქვენი გულები ღვთის სიყვარულით ძგერს. თქვენ ხომ ამდენი ადამიანი იხსენით სიკვდილისგან. ახლა კი დროა პატარა ლუკასთვის, პატარა ქეთისთვის ვიბრძოლოთ, რათა ამქვეყნად ყველაზე დიდ ტკივილს – დაობლებას გადავარჩინოთ. ჟანგბადის აპარატის და საჭირო მედიკამენტების გარეშე, საბრალო მამის გადარჩენის არანაირი იმედი არ არსებობს. დრო ძალიან ცოტაა. სიცოცხლის წამზომი ჩართულია…
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: ჭიათურის მუნიციპალიტეტი, სოფელი წინსოფელი
ჩვენი ფონდის ანგარიში:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000(დანიშნულება: ჭუმბურიძეების ოჯახი)
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
სულ ხარჯები:
1906.92₾დარჩა:
32298.89₾შემოწირულია:
1707 დონორი
დასრულებული!
ფონდი
მიიღე მონაწილეობა