ოთხი წლის ულამაზესი ანა-მარია, ძალიან შეჭირვებული ოჯახის შვილი, ცხარე ცრემლებს ღვრის, როდესაც ხედავს, სხვა ბავშვები როგორ დარბიან და ცხოვრება უხარიათ! მეგობრებო, შეხედეთ ამ საბრალო ბავშვის ფეხებს! არ გვჯერა, რომ ეს საშინელი უბედურება რომელიმე თანამდებობის პირის გულს ოდესმე შეძრავს, მაგრამ ჩვენ თქვენი გვჯერა… ერთად, უამრავი ადამიანი გადავარჩინეთ! ჩვენ შეგვიძლია და ჩვენი ვალია უფლის წინაშე, ბედნიერება ვაჩუქოთ ამ ბავშვს!
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
ლალი, დედა (22 წლის): ძვირფასო, (მიმართავს საბრალო ქალი კორესპონდენტს), გადაეცი, გააგებინე დედებს: გული მიკვდება, როდესაც ვხედავ, ჩემი შვილი, ჩემი სისხლი და ხორცი როგორ იტანჯება! თუ მეცოდინებოდა, რომ ასეთი ოპერაციის გაკეთება შესაძლებელია, საუთარ ფეხებს მივცემდი მას! ერთ ექიმს კი უთქვამს, რომ ასეთი ოპერაციები კეთდება საზღვარგარეთ! თქვენი თანადგომის გარეშე, ანა-მარია ბოლომდე ვერ გაივლის ამ გზას! დახმარების ხელი გაუწოდეთ ამ პატარა გოგოს, დაეხმარეთ, სრულფასოვანი ცხოვრების შანსი რომ ჰქონდეს!
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270ოთხი წლის ულამაზესი ანა-მარია, ძალიან შეჭირვებული ოჯახის შვილი, ცხარე ცრემლებს ღვრის, როდესაც ხედავს, სხვა ბავშვები როგორ დარბიან და ცხოვრება უხარიათ! მეგობრებო, შეხედეთ ამ საბრალო ბავშვის ფეხებს! არ გვჯერა, რომ ეს საშინელი უბედურება რომელიმე თანამდებობის პირის გულს ოდესმე შეძრავს, მაგრამ ჩვენ თქვენი გვჯერა… ერთად, უამრავი ადამიანი გადავარჩინეთ! ჩვენ შეგვიძლია და ჩვენი ვალია უფლის წინაშე, ბედნიერება ვაჩუქოთ ამ ბავშვს!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
ანა–მარია, 4 წლის: „ჩემი უმცროსი დაიკოსავით რატომ არ შემიძლია სიარული? ფეხები მტკივა, მალე ვიღლები და ძირს ვეცემი.“
ანა–მარია ტირის, რადგან სიარულის დროს ტკივილებით იტანჯება! გოგონა რამდენიმე ნაბიჯს დგამს ფეხის წვერებზე და ძირს ეცემა. დახმარების გარეშე, დგომაც კი არ შეუძლია.
ლალი, დედა (22 წლის): ძვირფასო, (მიმართავს საბრალო ქალი კორესპონდენტს), გადაეცი, გააგებინე დედებს: გული მიკვდება, როდესაც ვხედავ, ჩემი შვილი, ჩემი სისხლი და ხორცი როგორ იტანჯება! თუ მეცოდინებოდა, რომ ასეთი ოპერაციის გაკეთება შესაძლებელია, საუთარ ფეხებს მივცემდი მას! ერთ ექიმს კი უთქვამს, რომ ასეთი ოპერაციები კეთდება საზღვარგარეთ!
გოგონას დეფორმირებული აქვს ტერფები, ვერ ხრის. შეხედეთ, როგორი წვრილი და სუსტი ფეხები აქვს, სიარულის დროს, მისი ძვლები ისეთ ხმას გამოსცემს, რომ დედას ეშინია, არ გადაუტყდეს!
ანა–მარია შვიდი თვის ვადაზე, დღენაკლული დაიბადა. დაბადებისთანავე, ბავშვი რეანიმაციაში გადაიყვანეს და ინკუბატორში მოათავსეს. გოგონას ერთ კილოგრამსა და ორას გრამს იწონიდა, ერთი ციცქნა იყო…
ის შუშის ინკუბატორში იწვა, მავთულხლართებში გახვეული და შეუპოვრად იბრძოდა სიცოცხლისთვის. პატარა ანა–მარიას მზრუნველი, გულთბილი და უზომოდ მოსიყვარულე მშობლები ყოველდღე დადიოდნენ ნანატრი შვილის სანახავად და ლოცულობდნენ.
ღმერთმა სასწაული მოახდინა და გოგონა გადარჩა! მშობლების ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა; შავთვალა ულამაზესი ანა–მარიას ცქერით ვერ ძღებოდნენ. მაგრამ, მათ წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, რომ ვერაგი ბედისწერა, მათ მორიგ დარტყმას უმზადებდა. როდესაც იმის დრო დადგა, რომ ფეხი აედგა გოგონას, ერთი ნაბიჯის გადადგმაც კი ვერ მოახერხა.
ლალი, დედა (22 წლის): „ჩემს გოგონას სასწრაფოდ ესაჭიროება ტერფებზე ოპერაცია. ექიმმა თქვა, რომ დრო არ იცდის. ანა–მარია 4 წლისაა, ბავშვი იზრდება, იზრდება და მაგრდება მისი ძვლებიც. ერთადერთი შანსი გვაქვს, ჩვენს შვილს ვუშველოთ, სანამ გვიანი არ არის. რა საშინელებაა, ჩემი შვილი ხომ, შეიძლება ხეიბრად დარჩეს! ჩვენ კი, მკურნალობის საშუალება არ გაგვაჩნია. კეთილი ადამიანების იმედი გვაქვს, ვინც ჩემს პატარა ანგელოზს გასაჭირში არ მიატოვებს! ყოველი დღე მნიშვნელოვანია და შესაძლოა, თქვენი დახმარება გადამწყვეტი რომ გახდეს.“
გოგონა თვალსა და ხელს შუა დნება და არ იმატებს წონაში. ანდა, როგორ მოიმატებს, როდესაც სახლში პურის გარდა, საჭმელი არაფერია. ექიმებმა ვიტამინები და კალციუმი დაუნიშნეს, მის საბრალო დედას კი, შვილისთვის წამლების საყიდელი ფული არ აქვს.
ოპერაციამდე, ანა–მარიას რამდენიმე თვის განმავლობაში სპეციალური ფეხსაცმელი უნდა ეცვას – შეკვეთით დამზადებული ორტეზები. მათი ღირებულება დაახლოებით 800 ლარია. ამხელა თანხა მის საბრალო მშობლებს საიდან უნდა ჰქონდეთ? დედა ბავშვებს ვერ ტოვებს მარტოს და ამის გამო, არ შეუძლია მუშაობა, მამა კი უბრალო მუშაა, ნებისმიერ სამსახურს ეჭიდება. მაგრამ, რასაც გამოიმუშავებს, პამპერსისა და საკვების საყიდლადაც კი არ კმარა.
წარმოიდგინეთ, რას გრძნობენ მშობლები, როდესაც ხედავენ, მათი შვილი ყოვედღიუად როგორ იტანჯება და ვერაფრით ანუგეშებენ.
ოჯახს საკუთარი საცხოვრებელიც კი არ გააჩნია. მეგობრებმა შეიფარეს და ახლა, ყველაზე მეტად იმის შიში აქვთ, რომ ორი ბავშვით ქუჩაში აღმოჩნდებიან. უბრალოდ წარმოიდგინეთ, შეჭირვებულ ოჯახს სოციალური შემწეობის მოთხოვნაც კი არ შეუძლია, რადგან ოფიციალური მისამართი არ აქვთ. სადაა სამართალი?
თქვენი თანადგომის გარეშე, ანა–მარია ბოლომდე ვერ გაივლის ამ გზას! დახმარების ხელი გაუწოდეთ ამ პატარა გოგოს, დაეხმარეთ, სრულფასოვანი ცხოვრების შანსი რომ ჰქონდეს!
თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, სოფელი ანაკლია.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000(დანიშნულება: ჩეჟიების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
სულ ხარჯები:
დარჩა:
შემოწირულია:
159 დონორი
დასრულებული!
ფონდი
მიიღე მონაწილეობა