რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
ამბობენ, არჩევანი ყველას აქვსო, ეკატერინე ივანაურს უკვე 5 წლის განმავლობაში მხოლოდ ორი არჩევანი აქვს, გაუძლოს შიმშილს ან გაუსაძლისი ტკივილებით დაიტანჯოს
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270ამბობენ,
არჩევანი ყველას და ყოველთვის აქვსო… მაგრამ რაოდენ სასტიკადაც არ უნდა ჟღერდეს ეკატერინე
ივანაურს უკვე 5 წლის განმავლობაში მხოლოდ ორი არჩევანი აქვს, გაუძლოს შიმშილს ან გაუსაძლისი
ტკივილებით დაიტანჯოს. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ 21–ე საუკუნეში ადამიანი ირჩევდეს
შიმშილისგან დაუძლურებულმა დალიოს სიცოცხლე თუ ტკივილებით დაიტანჯოს?
ეკატერინე
ჯანმრთელი, მხიარული და სიცოცხლით სავსე ადამიანი იყო. მუშაობდა და ბედნიერად ცხოვრობდა.
როდესაც წელის არეში დისკომფორტი იგრძნო, ყურადღება არც კი მიუქცევია, მაგრამ როდესაც
ტკივილი გაუსაძლისი გახდა, ეკამ ექიმს მიმართა.
„ხერხემლის
თიაქარი გაქვთ და ოპერაციის შემდეგ, ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდებით“ – უთხრა ექიმმა
. ეკა ოპერაციაზე დიდ იმედებს ამყარებდა და დიდი სიხარულით დაწვა საავადმყოფოში.
მაგრამ
მისი იმედები არ გამართლდა… ორი დღე რეანიმაციაში იწვა. ტკივილები უფრო გაძლიერდა…
გადაწყვიტეს, ხელმეორედ გაეჭრათ. ამანაც არ უშველა და ორ კვირაში მომდევნო ოპერაცია
დაგეგმეს. ერთი წლის შემდეგ კიდევ ერთხელ… და კიდევ… ჯანმრთელი ადამიანისგან ეკატერინე
საცდელ ბაჭიად გადააქციეს… ის ყავარჯნებით ძლივს გადაადგილდებოდა და მორიგი ოპერაციის
შემდეგ ხერხემლის დაზიანება იმდენად ძლიერია, რომ საერთოდ ვეღარ დგება საწოლიდან. ყველაფერთან
ერთად, ეკას ტროფიკული წყლულები გაუჩნდა.
5 წლის
განმავლობაში, მან 11 ოპერაცია გადაიტანა! გაუსაძლის ტკივილებს, კატასტროფული უსახსრობაც
ემატება. პენსია და სოციალური შემწეობა 80 ლარის ოდენობით არც ტკივილგამაყუჩებელ წამლებზე
ჰყოფნის და არც საკვების შესაძენად. ამიტომ ეკა ყოველ დღე ირჩეევს ისადილოს, თუ ტკივილებს
მოაკვლევინოს თავი.
ეკას
ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება, ჩვენ ხომ შევძლებთ მას სატანჯველი შევუმსუბუქოთ? ხომ შევძლებთ,
ცოტა ხნით მაინც დავავიწყოთ საშინელი ტკივილები. მას სრული ბედნიერებისთვის ელემენტარული
რამ სჭირდება – რომ აღარ ეტკინოს!
მალე,
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ვიზეიმებთ, გთხოვთ ამ ნათელ და მადლიან დღეებში არ
დაივიწყოთ ის ადამიანები, ვინც ჩვენს გარეშე თავის სატანჯველს ვერ გაუმკლავდება! თუ
გაქვთ სურვილი და საშუალება დახმარება აღმოუჩინოთ ეკატერინეს მედიკამენტების, პროდუქტების
და ჰიგიენური საშუალებების შესაძენად, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე
GE15TB7194336080100003
ანGE64BG0000000470458000 (დანიშნულება:
ეკატერინე ივანაური) ან პირდაპირ ვებ–გვერდიდან https://chernovetskyifund.ge/ru/donate/187
გარწმუნებთ,
ეკა უბედნიერესი იქნება სრულიად უცნობი ადამიანებისგან ნებისმიერი სახის დახმარების
მიღებით!
სულ ხარჯები:
607.88₾დარჩა:
0.12₾