ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 ზარი - ₾2
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
„დეიდა, ჯართის შეგროვებისგან ხელები გადატყავებული მაქვს. დედიკოს ოპერაციისთვის ვაგროვებ ფულს, ფეხზე გავლა რომ შეძლოს“ – შვიდი წლის გრიგოლი
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

კადრი, რომელიც ყველა სიტყვაზე დიდ სათქმელს ამბობს…
კადრი, რომელიც ისტორიას შემორჩება…
გრიგოლი (7 წლის): „დეიდა, ხელები მეწვის ტკივილისა და სიცივისგან. როდესაც ჯართს ვეძებ, ზოგიერთი რკინა წვეტიანია და ზოგჯერ, ხელებიდან სისხლიც კი მომდის“.


გრიგოლი, თავის ძმასთან, ცხრა წლის მალხაზთან ერთად, ჯართის შესაგროვებლად დადის. მიწაში „ჩამარხულ“ დაჟანგებულ მძიმე მეტალებს, პაწაწინა თითებით ძლივს ერევიან, შემდეგ ძველ ურიკაში აწყობენ.

ტომარაში მოთავსებული ჯართის სიმძიმე, თავად ბავშვების წონას აღემატება. წელი, ხერხემალი, მკლავები– ყველაფერი სტკივათ, მაგრამ მაინც არ ნებდებიან. ხომ წარმოგიდგენიათ, როგორი შრომოსმოყვარე ვაჟკაცები იქნებიან, როდესაც გაიზრდებიან. სამშობლოს და უფლის საამაყო შვილები!

აი, ასე ჩაჰყურებენ ჯართით სავსე ტომარას და ითვლიან, რამდენი მეტალია, რომ დაახლოებით მაინც მიხვდნენ, რა თანხას აიღებენ. ეჰ…საბრალო ბავშვები…. ისე იყურებიან „ჯართის ტომარაში“, თითქოს, ოქროა შიგნით.

მალხაზი (9 წლის): „ხან5 ლარს გვაძლევენ, ხან10-15 ლარს. თუ გაგვიმართლა და მძიმე რკინა ვიპოვნეთ მე და ჩემმა ძმამ, 30 ლარიც მოუციათ ასეთ დროს. იმ ფულით, მე და გრიგოლი, არაფერს ვყიდულობთ ჩვენთვის. არადა, ზამთრის თბილი ჯემპრი არ მაქვს. ჩემს ძამიკოს კი, ფეხსაცმელი არ აქვს.“ – ხმადაბლა ჩაილაპარაკა საბრალო ბავშვმა და ცრემლები მოადგა სიკეთით სავსე მწვანე თვალებზე.

ფონდის ჟურნალისტი: ბავშვებო, აბა, რატომ აგროვებთ ჯართს, თუ იმ ფულით არაფერს ყიდულობთ თქვენთვის?
ამ შეკითხვის მოსმენისას, ძმებმა ისე ამოიოხრეს, თითქოს, პაწაწინა გულიც ამოაყოლეს.

ფონდის მეგობრებო, საქმე იმაშია, რომ ბავშვების დედა, უკვე6 წელია ვერ დადის. გადაადგილება მხოლოდ ყავარჯნებით შეუძლია და ისიც, მხოლოდ რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა.

ახლა, თამარი 33 წლის არის. საბრალო ქალს მენჯ–ბარძაყის სახსარი ჰქონდა ამოვარდნილი. 27 წლის ასაკში, წარუმატებელმა ოპერაციამ, ახალგაზრდა გოგოს ცხოვრება ნამდვილ ჯოჯოხეთად უქცია. ახლა კი, მესამე ჯგუფის შშმ პირია…

გრიგოლი: „ახლა, შვიდი წლის ვარ. უკვე დიდი ბიჭი ვარ და ვიცი, რომ დედიკო, უკვე6 წელია ვერ დადის. ანუ, ერთი წლის ვიყავი მაშინ, როდესაც დედიკოს ეს დაემართა. პატარა რომ ვიყავი, ვერ ვხვდებოდი, დედა მე და ჩემს ძამიკოებს დაჭერობანას, წრეში ბურთს რატომ არ გვეთამაშებოდა, როგორც სხვა ბავშვების დედიკოები.“

საბრალო დედა, დამოუკიდებლად ფეხსაცმლის თასმასაც კი ვერ იკრავს. თამარს სასწრაფოდ ესაჭიროება ენდოპროთეზირება. ანუ, დაზიანებული სახსრის იმპლანტით ჩანაცვლება. თუ ოპერაცია მალე არ ჩაუტარდება, სახსარი იმდენად გადაგვარდება, რომ იმპლანტის ჩასმაც კი ვერ მოხერხდება. ეს კი, ალბათ ხვდებით, რასაც ნიშნავს, ჩვენო მეგობრებო. ფაქტობრივად, ეს იქნება „საგზური ჯოჯოხეთში სიცოცხლის ბოლომდე“.

თამარი (33 წლის): „ჩემი ავადმყოფობის გამო, ჩემზე არანაკლებად წვალობენ ბავშვები, უფრო მეტად თუ არა. დიახ, ჩემმა უნარშეზღუდულობამ მათ ბავშვობა წაართვა. უფრო სწორად, არც არასდროს ჰქონიათ. ახლა კი, მეც და ბავშვებსაც უკანასკნელი შანსი გვეძლევა, რომ ადამიანური ცხოვრება გვეღირსოს, მაგრამ…
იმპლანტის ღირებულება დაახლოებით20 000 ლარია. ჯანდაცვის სამინისტრო მხოლოდ ოპერაციის ხარჯებს აფინანსებს. რა ვქნა, რა გავყიდო? ნათესავის სახლში ვცხოვრობთ.“

მართალია, გრიგოლს შემწვარი ხორცი უნდა, მაგრამ…


უსასრულო ფიქრები… სევდიანი მზერა… დარდით სავსე პაწაწინა გული… იმედი არსაიდან ჩანს… არსაიდან რწმენა… არადა, ჯერ სულ რაღაც შვიდი წლისაა გრიგოლი.

ახლა რასაც გეტყვით,ცხარე ცრემლებით აგატირებთ. ჩვენს პატარა გრიგოლს, ეპილეფსია აქვს დაბადებიდან. ზოგჯერ, ბავშვს ისეთი შეტევები ემართება, რომ ამ დროს, ერთი ნაბიჯი აშორებს სიკვდილს.

უფალო, დაიფარე და შენი კალთა გადააფარე ამ პატარა ანგელოზს.

ცხრა წლის მალხაზსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. გარდა ამისა, ლოგოპედთან სისტემატური სიარული ესაჭიროება. ღმერთო, როგორი შავ–თეთრია, ამ მწვანეთვალება ბავშვის ცხოვრება.

ჩვენი პატარა ჩემპიონი! ფონდში გვჯერა, რომ მალხაზის სახით, მარადონა ეზრდება ფეხბურთის სამყაროს.

კიდევ უამრავი წარმატება გქონოდეს, ჩვენო მაგარო ბიჭო!

ფეხბურთის მოედნის ნაცვლად, მალხაზი დღესაც „ჯართის მოედანს“ დაუბრუნდა. მიზანი მხოლოდ ერთია – ბავშვს სურს, უნარშეზღუდული დედისთვის ოპერაციის თანხა რომ შეაგროვოს, რათა მან სიარული შეძლოს.



სათამაშოების ნაცვლად, შვიდი წლის გრიგოლს ჯართის „ჩონჩხები“ უჭირავს პაწაწინა ხელებით.

შვიდი წლის გრიგოლმა, ფურცელზე გადაიტანა თავისი ემოციები. სხვა ბავშვებს უხარიათ ახალი წლის მოსვლა, გრიგოლმა კი იცის, რომ თოვლის ბაბუა წელსაც უსაჩუქროდ დატოვებს მას. ამიტომ წელს, ბავშვი აღარც 12 საათის შესრულებას დაელოდება და დილითაც, თოვლის ბაბუს საჩუქრის ძებნას არ დაიწყებს.

რა დააშავა ამ პატარა ანგელოზმა, ცხოვრებამ ასეთ პატარა ასაკში ტანჯვისთვის რომ გაიმეტა?


საბრალო ძმები, ზამთრის ყინვაში, ასე, მიწაზე ჩამომსხდარი, დიდხანს ელოდნენ, რომ ჯართის შემგროვებელი მანქანა ჩამოივლიდა. სამწუხაროდ, „წყალში ჩაეყარათ“ ბავშვებს მთელი დღის შრომა. თავადაც ვერ მივლენ ჯართის შემგროვებელ პუნქტამდე, რადგან ის მეზობელ სოფელშია.

ეჰ… ვინ რა იცის, რა ცეცხლი გიზგიზებს ახლა საბრალო ბიჭუნას გულში.
ჩვენო თანამემამულეებო, ღვთისნიერო ადამიანებო, ფონდის მეგობრებო, გემუდარებით, კარგად დააკვირდით ამ ფოტოს. რას ხედავთ შვიდი წლის გრიგოლის თვალებში? ბიჭუნას მზერაში რას ხედავთ? ბავშვი თითქოს, თვალებით საყვედურობს მთელ სამყაროს…

არადა, ბავშვები ხომ, თავისთვის არაფერს ითხოვენ, იმის მიუხედავად, რომ არც ზამთრის სამოსი აქვთ, არც ფეხსაცმელი, არც სათამაშოები.

ამ პატარა ანგელოზების ერთადერთი თხოვნაა, საყვარელი დედიკოს გადარჩენაში დავეხმაროთ. ღვთისნიერო ადამიანებო, თქვენ მიერ გაღებული თუნდაც მცირედი, არა მხოლოდ 33 წლის თამარს სამუდამო ხეიბრობისგან იხსნის, არამედ საბრალო ძმებს აჩუქებს ბავშვობას, რომელიც მათ არასდროს ჰქონიათ.

გადავარჩინოთ გრიგოლის დედიკო!
ძვირფასო მკითხველო, გახსოვდეთ, რომ თქვენ მიერ გაღებული მცირე შემოწირულობაც კი, თუნდაც ერთი ზარი ან მხოლოდ სტატიის გაზიარება, უკვე დიდი დახმარებაა. ახალი წელი ახლოვდება და ამაზე უფრო ღირებულს, რა საჩუქარს გავუკეთებთ საკუთარ თავს? ფუფუნების ნივთების ყიდვით, სხეული ხარობს. სიკეთის კეთება კი – სულის ცხონებაა.
თუ გსურთ, მოინახულოთ ოჯახი და დახმარება პირადად გაუწიოთ, მისი მისამართია: სამტრედია, წერეთლის ქუჩა, 1-ლი შესახვევი, 2ა.
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
ბიბლია
„ღატაკის მწყალობელი უფალს სესხს აძლევს და ის გადაუხდის მას მისი კეთილი საქმისთვის“ (იგავები 19:17).
მეგობარო, როგორც კი სხვა ადამიანისა და მისი ტკივილის წინაშე პასუხისმგებლობას იგრძნობ — სწორედ იმ მომენტში სრულიად სხვა — ღვთისთვის ახლობელი ადამიანი გახდები!
თუ იცნობთ ვინმეს, ვინც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება — ღარიბი ან სნეულია, აუცილებლად შეგვატყობინეთ ამის შესახებ!
შეავსეთ ფორმა ვებგვერდზე — ბმული, დაგვირეკეთ ნომერზე +995322193321 ან მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე [email protected]
უფალი უდავოდ გადაგიხდით მადლობას ამ საქციელისთვის! ჩვენი დახმარება ხომ აბსოლუტურად რეალურია და ძალზედ ახლოა ნებისმიერი დატანჯული ადამიანისთვის!
წაიკითხეთ ჩვენი ახალი ამბები ექიმებისა და დაავადებების შესახებ. შეიძლება ამან სიკვდილისგანაც კი გიხსნათ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უბედურება არ შეეხოს თქვენს ოჯახებს!
ჩვენი ფონდის ანგარიში:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000(დანიშნულება: ახობაძეების ოჯახი).
თანხის გადარიცხვა შეიძლება ჩვენი ვებგვერდიდანაც: «საქართველოს ბანკი» (bogpay.ge), «თიბისი ბანკი» (tbcpay.ge), «ლიბერთი ბანკი» (PayGe), PayPal (paypal.me).
თანხის გადარიცხვა შეიძლება ტერმინალებიდანაც ExpressPay, TBCpay. განყოფილებაში «ქველმოქმედება» იპოვეთ ჩვენი ფონდი (დამატებით უფლებებსა და მოვალეობებსშეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GYGus).
თქვენ შეგიძლიათ ვინმეს სიცოცხლე გადაარჩინოთ და ღმერთს დაუახლოვდეთ! გაგზავნეთ შეტყობინება ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
კორ.: ნინი
სულ ხარჯები:
4681.95₾დარჩა:
1386.85₾