ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

მან შეიძლება ზამთარი ვერ გადაიტანოს!

როდესაც ფიზიკურ ტკივილს თან ერთვის სიღარიბე და საყოფაცხოვრებო პრობლემები – ორმაგად მძიმე ასატანია.
შეგროვებულია
286 ₾

ავადმყოფობისგან და უბედური შემთხვევისგან არავინაა დაზღვეული, მაგრამ როდესაც ფიზიკურ ტკივილს თან ერთვის სიღარიბე და საყოფაცხოვრებო პრობლემები – ორმაგად მძიმე ასატანია. რაც არ უნდა მოხდეს ცხოვრებაში, მთავარი მაინც ისაა, რომ ადამიანი არ დაეცეს სულით და სჯეროდეს კეთილი ადამიანების დახმარების…

თბილისელმა რიმა კაზარიანმა ვერ ააწყო პირადი ცხოვრება და კარიერა, ხოლო ასაკის მატებასთან ერთად სხვადადასხვა დაავადებებმაც იჩინეს თავი: შაქრის დიაბეტის გამო მას ერთი ფეხი მოკვეთეს, მოგვიანებით დაკარგა მხედველობა  და უკვე რამდენიმე წელია, რაც საწოლს არის მიჯაჭვული.

ამ ხანდაზმულ ქალს უვლის ქალიშვილი – 3 მცირეწლოვანი შვილის დედა, რომელსაც მარტო უხდება “ორ ცეცხლს შორის ტრიალი” – ავადმყოფ დედასაც უნდა მოუაროს და ბავშვებიც ფეხზე დააყენოს.  

კაზარიენეის ოჯახი ნახევრად დანგრეულ ბარაკში ცხოვრობს, სადაც იატაკი ამორტიზირებულია, ხოლო  ჭერზე ბზარებია გაჩენილი, დახეთქილი კედლებიდან ქარი უბერავს და ჭერიდან წვიმის დროს წყალი ჩამოდის.

მათ სახლში ავეჯი პრაქტიკულად არ არის. მატერიალური სიდუხჭირე, შიმშილი და სიცივე ანადგურებს ამ ოჯახს. მიზერული პენსია და სოციალური შემწეობა ელემენტარული პროდუქტებისა და მედიკამენტების შესაძენადაც არ ჰყოფნით.  კომუნალური გადასახადების გადაუხდელობის გამო მათ ხშირად უთიშვენ ელექტროენერგიასა და გაზს. ბავშვები ნახევრად მშიერნი დადიან, თბილი ტანსაცმლის უქონლობის გამო იძულებულნი არიან სკოლის გაკვეთილები გააცდინონ …

მეგობრებო, ნუ დარჩებით გულგრილნი ამ ოჯახის გასაჭირის მიმართ, გაუწოდეთ სნეულ ქალსა და 3 მცირეწლოვან ბავშვს დახმარების ხელი, ჩასახეთ მათში იმედის ნაპერწკალი!

თუ თქვენ გაქვთ დახმარების სურვილი და შესაძლებლობა, თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩვენი  ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: რიმა კაზარიანი) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ჩვენი ფონდის საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ru/projects/.

თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხა ჩარიცხოთ სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში “ქველმოქმედება” აირჩიეთ ჩვენი ფონდი.

“კაცად მაშინ ხარ საქები, თუ ეს წესი წესად დარგე: ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო, – აბა დღეს მე ვის რა ვარგე?”

(გადახდის წესები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus)



Похожие проекты: