ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ლავრენტი კუჭუხიძე

ბავშვობაში გადატანილი მენინგიტისგან, მას კიდურები წაერთვა. მუდმივი ავადმყოფობის გამო მას სკოლაშიც კი არ უვლია. არ უთამაშია ეზოში ბავშვებთან.
191 ₾
6
დონორები
შეგროვებულია

ბავშვობაში გადატანილი მენინგიტისგან, მას კიდურები წაერთვა. მუდმივი ავადმყოფობის გამო მას სკოლაშიც კი არ უვლია. არ უთამაშია ეზოში ბავშვებთან. მას ყოველთვის სხვისი დახმარება სჭირდებოდა. უჭირდა თავისით ჩაცმა, ჭამა და თავის მოწესრიგება. დედა უვლიდა პარალიზებულ შვილს ღრმა მოხუცებულობამდე, როდესაც დედა გარდაიცვალა, ბატონ ლავრენტის ნერვიულობის ნიადაგზე ორი ინსულტი გადაიტანა, რის შემდეგაც საწოლსაა მიჯაჭვული და შემდეგ დიაბეტი დაემართა რამაც მას მხედველობა წაართვა.

მისი და ჯული, ძმასთან გადავიდა საცხოვრებლად, ბატონი ლავრენტი მარტო რომ არ დაეტოვებინა. ახლა 80 წლის ქალბატონი, რომელიც თავად ძლივს გადაადგილდება ოთახში,  74 წლის ძმას უვლის.

საცხოვრებელი პირობები ძალიან მძიმეა. ბინაში ცივა და ნესტია, ოთახის გათბობა მოხუცებს არ შეუძლიათ. პენსია წამლების და საკვების შესაძენად არ ჰყოფნით. ოთახში მხოლოდ ერთი ნათურა ანთია, და ისიც ძლივს ბჟუტავს. ბატონი ლავრენტი მთელი დღე წევს, უამრავი საბნის ქვეშ, რომ არ გაიყინოს.

ალბათ წარმოიდგინეთ რა საშინელ მდგომარეობაში უწევს ცხოვრება ბატონ ლავრენტის და მის მოხუც დას.