სულ მალე ახალი წელი შემოაბიჯებს – ყველაზე მხიარული და სიურპრიზებით აღსავსე დღესასწაული! განსაკუთრებით იგი ბავშვებს უხარიათ, რომლებიც მოუთმენლად მოელიან თოვლის ბაბუას, საჩუქრებს და სურვილების ასრულებას.
სამწუხაროდ, ბევრი ბავშვისთვის ახალი წლის დადგომა უფერულად ჩაივლის. მათ სახლში არც ნაძვის ხე დაიდგმება, არც ტკბილეული იქნება და თოვლის ბაბუაც არ შემოაღებს კარს…
სოციალურად დაუცველ ოჯახებს არ გააჩნიათ მატერიალური საშუალება, რომ შვილებს „საახალწლო გარემო“ შეუქმნან სახლში და აუსრულონ მათ ნანატრი სურვილები. ზოგი ბავშვი სათამაშო ავტომანქანაზე ოცნებობს, ზოგი- კონსტრუქტორზე, ზოგი ბარბის ნატრობს, ზოგიც- ტრანსფორმერს…
დაგვეთანხმებით, ეს არცთუ ისე „ძვირადღირებული“ სურვილებია!
მეგობრებო, მოდით ერთიანი ძალებით ავუსრულოთ ამ პატარებს ოცნებები, ვაჩუქოთ საახალწლო საჩუქრები და გავუთბობთ ბავშვებს გულები! თქვენი საჩუქარი მათ მთელი ცხოვრება ემახსოვრებათ!
არ არსებობს ბავშვის ღიმილზე უფრო ლამაზი ღიმილი!
ღმერთმა ასმაგად დაგიბრუნოთ ყოველი გაწეული სიკეთე!
ჩვენ უკვე მოვამზადეთ საჩუქრები ფონდის სამი მცირე საოჯახო სახლის აღსაზრდელთათვის, მაგრამ სხვებმა რა ჰქნან? რამდენი ბავშვი დარჩება საჩუქრის გარეშე?!
ამიტომ, მიიღეთ მონაწილეობა ჩვენს აქციაში „საახალწლო სასწაულები“. თქვენი სახელით ჩვენ შევიძენთ ბავშვებისთვის საჩუქრებს, გადავცემთ მათ ახალი წლის დღეებში და, შესაბამისად, მოგაწვდით დეტალურ ანგარიშს თითოეული დახარჯული თეთრის თაობაზე.
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ საჩუქრები მოიტანოთ ჩერნოვეცკის ფონდის ოფისში და თავად გადასცეთ ჩვენი დღის ცენტრის პატარა ბენეფიციარებს.
ეს არის ჩვენი ფონდის ანგარიში GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (საახალწლო საჩუქრები). თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ფონდის საიტიდანაც https://chernovetskyifund.ge/ru/projects/
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი
(ფონდის დამატებით უფლებებს და მოვალეობებს გაეცანით ბმულზე https://goo.gl/GY2Gus)
დიდი მადლობა ყველას, ვინც ეს პოსტი გაიზიარა!
გფარავდეთ უფალი!