მოწყალება ღვთის არსის თვისება და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქრისტიანული სათნოებაა. ეს არის მოყვასისადმი სიყვარულის გამოვლინება და ჭეშმარიტ რწმენასთან ერთად, აუცილებელი პირობაა ადამიანის სულის ცხონებისა: «ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ“… ეს ციტატა „მათეს სახარებიდან“ განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სწორედ წინა სააღდგომო დღეებში!
ეს მოხუცები ბავშვებივით არიან, და მათი განსაცდელი – ჩვენი განსაცდელია. ჩვენ მათ სიხარული უნდა ვაჩუქოთ რომ უფალი გავახაროთ ჩვენი სათნო საქმეებით. მათ ხომ არავინ ყავთ ჩვენს გარდა!
…როდესაც ჩვენ ამ ადამიანების მოსანახულებლად მივდივართ, მათ საცხოვრებელში, რომელსაც რთულია სახლი თუ ბინა უწოდო, ერთი და იგივე სურათს ვხედავთ: ოდნავ მბჟუტავი ნატურა, ობმოკიდებული კედლები, დამწუხრებული და დაღვრემილი სახეები, სასოწარკვეთილი გამომეტყველება და… სამწუხარო დასასრულის მოლოდინი.
ამ „სახლების“ მაცხოვრებლები ხანდაზმული ადამიანები არიან, ზოგჯერ მათი ზუსტი ასაკის დადგენაც კი შეუძლებელია. თუ კარგად ჩავხედავთ მათ გატანჯულ თვალებში, აუცილებლად დავინახავთ განვლილი ცხოვრების იმ რთულ, მაგრამ საინტერესო გზას, რომელიც გამოიარეს და რომელსაც გულისფანცქალით იხსენებენ.
რა დასამალია და… ბევრი ჩვენგანი გაურბის მარტოხელა მოხუცებთან ურთიერთობას. რატომღაც მათ მიაჩნიათ, რომ ამით ისინი საკუთარ სიბერეს მოასწავებენ. რამდენ ახალგაზრდას ვიცნობთ, რომლებიც ფიქრობენ, რომ არასდროს დაბერდებიან ან თუ ოდესმე დაბერდებიან, შვილები და შვილიშვილები მოუვლიან… მაგრამ არავინ იცის რა და როგორ იქნება ხვალ, ხომ გსმენიათ – უფლის საქმეები იდუმალებით არის მოცული და ღვთის გზები შეუცნობელია!
ჩვენ ვცდილობთ, რომ მხოლოდ პოზიტიური ემოციებით დავიტვირთოთ თავი. ეს უკვე ერთგვარ „მოდად“ იქცა და მის დევნაში, ხშირად შეგნებულად ვარიდებთ თვალს იმ მწარე სინამდვილეს, რომელიც ჩვენს ირგვლივ არის. გვინდა თუ არა, ეს სინამდვილე არსებობს და მას თვალი უნდა გავუსწოროთ. დიახ, სავსებით შესაძლებელია, რომ თქვენს გვერდით ვიღაც შიმშილობს, ვიღაც სასოწარკვეთისგან სტირის, ვიღაც კი – სიცოცხლის უკანასკნელ წუთებს ითვლის…
გვაპატიეთ, რომ სევდიანი სტატუსი გამოგვივიდა, მაგრამ ამის შესახებ თუ ხმამაღლა არ ვისაუბრეთ, თუ არ მივაქციეთ ამ პრობლემას ყურადღება, ჩვენს ცხოვრებას ფასი არ ექნება!
ჩვენ ამ თემაზე ხშირად ვამახვილებთ ყურადღებას. ახლა კი, ამ წინა სააღდგომო დღეებში, კიდევ ერთხელ გვინდა მოგიწოდოთ, რომ არ დავივიწყოთ ჩვენი თანამოქალაქეები – მარტოხელა საწოლს მიჯაჭვული მოხუცები! მოდით, ამ ყველაზე ნათელი დღესასწაულის მოლოდინში, გავუთბოთ მათ გულები, შევწიროთ სააღდგომო ნობათი – პასკა, წითელი კვერცხი, სანთელი, ხილი და ტკბილეული!
თუ თქვენ მზად ხართ, რომ გამოიჩინოთ თანაგრძნობა და დახმარების ხელი გაუწოდოთ მარტოხელა ხანდაზმულ ჩვენს ბენეფიციარებს, თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: სააღდგომო საჩუქრები) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ჩვენი საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/.
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo. gl/GY2Gus).
თვით ყველაზე კეთილშობილური ადამიანური გამარჯვებაც კი ერთგვარ მზეს ჰგავს, რომლის ერთი ნახევარი სინათლის სხივებს აშუქებს, ხოლო მეორე – ბნელს. მხოლოდ ქრისტეს გამარჯვებაა მზის მსგავსი, ნათელი სხივების გადმომღვრელი ყოველივეზე, რაც მის ქვეშაა. მხოლოდ ქრისტეს გამარჯვება აღავსებს ადამიანთა გულებს სრული სიხარულით. მხოლოდ ეს არის გამარჯვება, რომელშიც არ არის ნიშნისგება და ბოროტება.
გფარავდეთ უფალი!