ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

ხანდაზმული ცოლ-ქმარი დახმარებას ითხოვს!

calendar ივნისი 5, 2019

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

68 წლის როზა მარშავას ორიოდე თვის წინ გულმა უმტყუნა. ხანდაზმულ ქალს უვლის 73 წლის მეუღლე თამაზ ფაჟავა.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
       
68 წლის როზა მარშავას ორიოდე თვის წინ გულმა უმტყუნა. მან ვერ გაუძლო იმ სულიერ და ფიზიკურ ტკივილს, რომელიც მას უკვე 25 წელია,  რაც თან სდევს.  ამა წლის მარტში, როზა მარშავამ იშემიური ინსულტი გადაიტანა. ახლა იგი ვერ გადაადგილდება და საწოლს არის მიჯაჭვული, მას წამოჯდომაც კი არ ძალუძს, რამეთუ სხეული პარალიზებული აქვს. 
ხანდაზმულ ქალს უვლის 73 წლის მეუღლე თამაზ ფაჟავა, რომელიც ცდილობს საყვარელ მეუღლეს არ მოაკლოს ზრუნვა, მაგრამ გაუსაძლისი საყოფაცხოვრებო პირობები და მატერიალური სიდუხჭირე არ იძლევა ავადმყოფის სათანადო  მოვლის საშუალებას.   
თამაზ ფაჟავა და როზა მარშავა აფხაზეთიდან დევნილები არიან. 1993 წელს მათ იძულებით დატოვეს მშობლიური კუთხე და თავი შეაფარეს ზუგდიდს, კერძოდ ე.წ. კობნინატის „ვექტორის“ დასახლებას.
შენობა, სადაც ისინი ცხოვრობენ საცხოვრებლად გამოუსადეგარია: აქ არ არის სველი წერტილები და გაზი,  საკანალიზაციო სისტემა მოშლილია, ეზოში ანტისანტიტარია სუფევს. 
ჩვენ ვესაუბრეთ როზა მარშავას და ვთხოვეთ გაეზიარებინა თავისი გულისტკივილი: 
– ქალბატონო როზა, როგორია, ამჟამად თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა? 
როზა მარშავა:  ცალი ხელი და ფეხი სრულიად პარალიზებული მაქვს. ღამით ტკივილები მაღვიძებს, მაღალი წნევისგან თავბრუ მეხვევა, საშინელი თავის ტკივილებიც მაქვს…
-როგორია თქვენი შემოსავალი? 
როზა მარშავა:  პენსია და სოციალური დახმარება 120 ლარის ოდენობით. ფული, ძირითადად,  წამლებზე და პროდუქტებზე გვეხარჯება, ჰიგიენური საშუალებების საყიდლად კი ფული არ გვყოფნის…
-ბატონო თამაზ, საიდან ხართ წარმოშობით? 
თამაზ ფაჟავა:  ჩვენ გალის რაიონის სოფელ თაგილონში ვცხოვრობდით. მე ადგილობრივი მეურნეობის ბრიგადირი ვიყავი, ხოლო ჩემი მეუღლე სოფლის საბჭოს აღმასკომის მდივანი გახლდათ.  ვცხოვრობდით ბედნიერად, მაგრამ რეგიონის ოკუპაციის შედეგად მოგვიწია სახლ-კარის დატოვება. 2 შვილი გვყავს. ერთი თბილისში ცხოვრობს, მეორე კი უკრაინაში წავიდა ამასწინათ სამუშაოდ. აქ, ამ დასახლებაში და ზოგადად ზუგდიდში, საშინელი უმუშევრობა სუფევს. რა უნდა ქნას ახალგაზრდა კაცმა? როგორ უნდა არჩინოს ოჯახი? არც იქ ულხინთ, სადაც ახლა არიან, მაგრამ აქ ხომ სული ამოხდებათ შიმშილით. გვეხმარებიან, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩემს მეუღლეს ინსულტის შემდეგ იმდენი წამალი სჭირდება, რომ ვერ ვშოულობთ ფულს, ძალიან გვიჭირს. 
-ადგილობრივი ხელისუფლება თუ გეხმარებათ?
თამაზ ფაჟავა:  აქ საშინელი პირობები სუფევს. მაგალითად, მოვითხოვთ, რომ  მერიამ მოაგვაროს ამორტიზირებული კანალიზაციის სისტემა. პირველ სართულზე ვართ და ფანჯარას ვერ ვაღებ, რადგან საშინელი სუნი დგას. ახალი მერი წინასაარჩევნო  კამპანიის დროს დაგვპირდა  ამ პრობლემის მოგვარებას. ვნახოთ… თუმცა ხალხს უკვე არ სჯერა დაპირებების, სამწუხაროდ. 
-თუ მიგიმართავთ დახმარებისთვის მაჟორიტარი დეპუტატისადმი? 
თამაზ ფაჟავა:  აქედან სადმე გასვლა ფიზიკურად არ შემიძლია და ჩემს ავადმყოფ მეუღლესაც მარტო ვერ ვტოვებ. მე ვთხოვ თქვენს ფონდს, რომ მიმართოთ მას ჩვენი სახელით, რათა  და მოგვაქციოს ყურადღება გაუბედურებულ ხალხს… 
ბატონო თამაზ, რაზე ოცნებობთ?
თამაზ ფაჟავა:  25 წელზე მეტი გავიდა, რაც მშობლიური კუთხე დავტოვეთ, მაგრამ ვერ ვივიწყებ მას, დღესავ კი მესიზმრება… ჩემი ოცნებაა საკუთარ სახლში დაბრუნება და საქართველოს გამთლიანება! 
მეგობრებო, მოდით გულთან ახლოს მივიტანოთ ამ ხანდაზმული ცოლ-ქმრის პრობლემები, ამოვუდგეთ მათ გვერდში, დავეხმაროთ რით შეგვიძლია და გავუხანგრძლივოთ სიცოცხლე. 
თქვენ ისინი შეგიძლიათ თავად მოინახულოთ! მისამართი: ზუგდიდი, დევნილთა „ვექტორის“ დასახლება, მექაღალდის ქ. # 26, ტელ: 599557460.
თქვენ, ასევე, შეგიძიათ გადარიცხოთ თანხა ამ ადამიანების დასახმარებლად ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე:  GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: როზა მარშავა). თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ფონდის საიტიდანაც.   
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo. gl/GY2Gus). 
გახსოვდეთ, ჭეშმარიტი სიკეთე გულიდან მოდის! 

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2020 იან 01
მედიკამენტები
297.21₾
2020 იან 09
მედიკამენტები
60.00₾

სულ ხარჯები:

357.21₾

დარჩა:

0.79₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.11.2019 16:22:33
₾25.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
23.08.2019 08:28:37
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
18.08.2019 08:16:27
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.07.2019 20:00:00
₾30.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
23.06.2019 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
23.06.2019 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
23.06.2019 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
19.06.2019 09:21:53
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
18.06.2019 20:58:32
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
18.06.2019 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
18.06.2019 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
18.06.2019 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
18.06.2019 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
18.06.2019 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
18.06.2019 15:55:14
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
17.06.2019 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
17.06.2019 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
17.06.2019 20:00:00
₾30.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
17.06.2019 12:49:23
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
17.06.2019 12:48:17
₾1.00

შემოწირულია:

₾358.00

32 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾358.00

32 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება