ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

მხოლოდ დედას შეუძლია ასეთი გმირობის ჩადენა!

calendar აგვისტო 15, 2019

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

ლადოს მდგომარეობა შოკში ჩააგდებს ნებისმიერ ადამიანს: მისი სხეული სრულიად პარალიზებულია, მას არ შეუძლია ლაპარაკი, პირის გაღება, უჭირს სუნთქვა

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
ლადომ ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ წარმოთქვა სიტყვა „დედა“. სწორედ დედა გახდა მისი მთავარი მამოძრავებელი ძალა. სამწუხაროდ, მამამ საკუთარი შვილი მიატოვა და  სიღარიბისა და ტანჯვისთვის გაიმეტა.
ამ ფოტოზე თქვენ ხედავთ 23 წლის ლადო ავალიანს, რომელიც დედას კალთაში უზის. ეს ყმაწვილი ცერებრული დამბლით  დაიბადა, ხოლო დროთა განმავლობაში მას მძიმე ეპილეფსიური შეტევებიც დაეწყო. დედამ იგი არ დატოვა საავადმყოფოში, არ გასწირა შვილი და მთელი შემდგომი  სიცოცხლე მას მიუძღვნა. დედობრივ სიყვარულზე ძლიერი ხომ არაფერია ამ ქვეყნად?!  დიახ, დედის გული შვილისადმი სიყვარულით არის აღსავსე, თუმცა მატერიალური სიდუხჭირე არ იძლევა ლადოს სათანადოდ მოვლისა და  მკურნალობის საშუალებას! 
ლადოს მდგომარეობა შოკში ჩააგდებს ნებისმიერ ადამიანს: მისი სხეული სრულიად პარალიზებულია, მას არ შეუძლია ლაპარაკი, პირის გაღება, უჭირს სუნთქვა, საჭმლის ყლაპვა, ხელები დეფორმირებული აქვს, ტანზე სისხლიანი ნაწოლები გაუჩნდა, დაავადებულია კუჭის წყლულით, რაც კიდევ უფრო ართულებს სიტუაციას. 
„დატოვე ეს ბავშვი საავადმყოფოში, რადგან მაინც ვერ იცოცხლებს“ – ასე მეუბნებოდნენ ნაცნობები მას შემდეგ, რაც მშობიარობიდან მესამე დღეს ლადოს ეპილეფსიური შეტევები დაეწყო, – იხსენებს ნინო ავალიანი, ჩვენი ბენეფიციარის დედა. მე არ შემეძლო ასეთი ნაბიჯის გადადგმა. ჩემი გული გასკდებოდა იმაზე ფიქრით, რომ  შვილი სადღაც პალატაში სულს ღაფავს“. 
23 წელია, რაც ნინო ავალიანი არ შორდება ლადოს, ხელით დაატარებს მას, გაჰყავს ეზოში, ბოთლიდან აჭმევს საწოვარას მეშვეობით. იგი მისთვის დედაც არის და მამაც, მომვლელიც და ექიმიც! 
ამ ოჯახში საშინელი სიდუხჭირე სუფევს: ძველი ავეჯი მწყობრიდან არის გამოსული, სახლში გაზი არ არის შეყვანილი,  არ აქვთ ელემენტარული საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ზამთარში მათ საცხოვრებელში ცივა, ხოლო ზაფხულში – საშინელი სიცხე ისადგურებს. რით არსებობს ეს ოჯახი და როგორ იგი უმკლავდება გასაჭირს?  ამ და სხვა შეკითხვებით ჩვენ მივმართეთ ნინო ავალიანს: 
-როგორია თქვენი ყოველთვიური შემოსავალი? 
ნინო ავალიანი: შვილის პენსია და მიზერული სოციალური შემწეობა – ეს არის ჩვენი შემოსავალი. ფული პამპერსებსა და მედიკამენტებზე მიდის, ხანდახან შეშის ან პურის საყიდელი თანხაც არ გვრჩება. პატარა ბოსტანი მაქვს და ეს არის ჩვენი ხსნა. ცოტა კარტოფილი მომყავს და ბოსტნეული, რომ თავი როგორმე ვირჩინოთ და შიმშილისგან სული არ გაგვძვრეს“. 
   -ვინმე გეხმარებათ? 
   ნინო ავალიანი: დედაჩემი მეხმარება. იგი მეზობელ რაიონში ცხოვრობს და ხანდახან ჩამოაქვს ფქვილი და ღერღილი. ხნიერი ქალია და ხშირად არ შეუძლია ჩამოსვლა. ერთმა მეზობელმა ამასწინათ ეტლი მაჩუქა, მაგრამ ლადო ვერ ჯდება მასში, ჩემი ხელების მეტი არაფერი უნდა, ხოდა დამყავს ასე ხელით 23 წლის ბიჭი…
    – ხელისუფლება თუ გეხმარებათ?
   ნინო ავალიანი: რამდენიმე წლის წინ, როგორც სოციალურად დაუცველ ოჯახს, ოთახი გაგვირემონტეს. შარშან 150 ლარი გამომიყვეს წამლების ფული. სხვა სახის დახმარება არ მიმიღია. 
    – მოგვიყევით თქვენი მეუღლის შესახებ…
  ნინო ავალიანი: როდესაც ოჯახი შევქმენით, ცუდად არ ვცხოვრობდით, მაგრამ ლადოს დაბადების შემდეგ ჩვენს ურთიერთობებში პირველი ბზარი გაჩნდა. ჩემს ქმარს არ უნდოდა შვილის მოვლა, მაგრამ ვითმენდი, არ მინდოდა სიტუაციის გამძაფრება. შემდეგ შეგვეძინა მეორე ბიჭი – ლევანი, ხოლო 4 წლის წინ – გოგონა ნია. მამა არ იღებდა შვილების აღზრდაში მონაწილეობას და საბოლოო ჯამში ჩვენ დავშორდით. 
      -შვილებმა როგორ აღიქვეს მამის სახლიდან წასვლა?
    ნინო ავალიანი: მე მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ შუათანა ბიჭი ძალიან მეხმარება ლადოს მოვლაში. მტვირთავად მუშაობს. ბედნიერია, როდესაც რამე სამუშაო გამოჩნდება და ხელფასით ძმისთვის წამლებს და პამპერსებს შეიძენს. პატარა ნიაც მეხმარება ლადოს მოვლაში, ხან წყალს მოიტანს, ხან ძმის საწოლთან „მორიგეობს“…
   -თქვენ ისე ხართ გაწვალებული ცხოვრებით, რომ ალბათ უკვე არც არაფერზე ოცნებობთ…
   ნინო ავალიანი: მე ვოცნებობ, რომ ლადომ თუნდაც კიდევ ერთხელ დამიძახოს „დედა“. ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ იგი გამოჯანმრთელების გზას დაადგა. 23 წლის განმავლობაში მან მხოლოდ ერთი სიტყვის თქმა მოახერხა და ეს იყო „დედა“. 
      მეგობრებო, ლადოს მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. ეპილეფსია, სქოლიოზი, კუჭის წყლული, ნაწოლები – ეს ყველაფერი სასტიკად ართულებს მის ჯანმრთელობას. მას ახლა ჩვენი დახმარება ესაჭიროება და თქვენ შეგიძლიათ შეიტანოთ თქვენი წვლილი მისთვის სიცოცხლის გახანგრძლივების საქმეში. 
      ლადო და მისი ოჯახი საჭიროებს მედიკამენტებს, ჰიგიენურ საშუალებებს, საყოფაცხოვრებო ტექნიკას, ავეჯს, ჭურჭელს…
     მოინახულეთ ეს ოჯახი და აღმოუჩინეთ დახმარება პირადად! კარგი იქნება, თუ გააზიარებთ ამ მასალას, რათა უფრო ბევრმა ადამიანმა მიიღოს მონაწილეობა საქველმოქმედო აქციაში.  ავალიანების ოჯახის მისამართია: ზუგდიდი, გრიბოედოვის ქუჩა 10, ტელ.:  568 94 43 64. 
       თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ვლადიმერ (ლადო) ავალიანი). თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტიდანაც.
       თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლებებს და მოვალეობებს გაეცანით ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
სიკეთე უსასრულოა, როგორც კაშკაშა მზე და მისი სხივები. მას საზღვარი არ აქვს, იგი ღვთისაგან ნაბოძები ნიჭი და მადლია. მხოლოდ სიკეთით შეიძლება სვლა ყოვლის შემძლე მთის მწვერვალისაკენ. იგი ღვთისაგან მოდის და ადამიანებში სახლდება. სიკეთე შემოუვლის მთელ დედამიწას და მადლით სავსე კვლავ უბრუნდება უფალს.

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2019 სექ 09
პამპერსები
240.00₾
2019 სექ 09
მედიკამენტები
124.18₾
2019 ნოე 08
მედიკამენტები
128.13₾
2019 ნოე 08
ფონდის ზედნადები ხარჯები
190.00₾
2019 დეკ 04
მედიკამენტები
246.84₾
2020 იან 01
პამპერსები
151.50₾
2020 იან 09
ტექნიკა
1170.00₾
2020 იან 09
ტექნიკა
550.00₾
2020 იან 10
ფონდის ზედნადები ხარჯები
460.15₾

სულ ხარჯები:

3260.80₾

დარჩა:

0.00₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.01.2020 10:51:48
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.01.2020 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.12.2019 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.12.2019 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.12.2019 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.12.2019 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.12.2019 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.12.2019 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.12.2019 20:00:00
₾30.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.12.2019 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.12.2019 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.12.2019 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.12.2019 20:00:00
₾9.50
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.12.2019 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.12.2019 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.12.2019 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.12.2019 20:00:00
₾25.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.12.2019 20:00:00
₾4.50
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.12.2019 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.12.2019 20:00:00
₾1.00

შემოწირულია:

₾3,260.80

344 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾3,260.80

344 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება