ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

„კომაში ყოფნა ჩემთვის რეალურ ცხოვრებაში ყოფნაზე უკეთესია!“

calendar აგვისტო 29, 2019

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

ნაზიბროლა სულ რაღაც 49 წლისაა, თუმცა ცხოვრებაში რა არ გადაიტანა: 18 წლის ასაკში იგი მოიტაცეს, აიძულეს გათხოვილიყო, 23 წლის განმავლობაში სცემდნენ

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
ნაზიბროლა  სულ რაღაც 49 წლისაა, თუმცა ცხოვრებაში რა არ გადაიტანა: 18 წლის ასაკში იგი მოიტაცეს, აიძულეს გათხოვილიყო, 23 წლის განმავლობაში სცემდნენ და ძალადობდნენ; ძმამ იგი უარყო და მოტყუებით მშობლებისეულ ბინაზე უარი ათქმევინა; უფროსმა გოგომ საწოლს მიჯაჭვული ავადმყოფი დედა მიატოვა. ერთადერთი ადამიანი, რომელიც მისი ერთგული დარჩა იყო მისი უმცროსი ქალიშვილი 16 წლის ნია. სწორედ ის უვლის ავადმყოფ დედას.
თავის ამბავს ნაზიბროლა თვალზე ცრემლითა და ტკივილით ყვება. მას ბევრი რამ უნახავს და ბევრი გადაუტანია ცხოვრებაში… და ნახევარი საუკუნე გამოვლილი ქალი სრულიად მარტო დარჩა, თავის შვილთან და უამრავ ავადმყოფობასთან ერთად, რომელიც მას დღე და ღამ მოსვენებას არ აძლევენ და ისედაც ჯოჯოხეთურ ცხოვრებას კიდევ უფრო ურთულებენ. 
გულის უკმარისობა, ქრონიკული პანკრეატიტი, ც ჰეპატიტი, ციროზი, ანემია, სახლში გაჭირვებით გადაადგილდება, ორგანიზმი საკვებს არ ვერ ღებულობს, თავბრუსხვევები და გულძმარვა მოსვენების საშუალებას არ აძლევენ. დროდადრო დგება, რამდენიმე ნაბიჯს გადადგამს, იატაკზე ეცემა და შველას ითხოვს… ახლოს კი არავინაა… მხოლოდ მეზობლები გაიგებენ რა მის არაადამიანურ ძახილს, შემორბიან და წამოდგომაში ეხმარებიან… 
-ნაზიბროლა, როგორ აღმოჩნდით ასეთ მდგომარეობაში?
ნაზიბროლა: ყველაფერი 30 წლის წინ დაიწყო. ჩემმა ყოფილმა ქმარმა 4-ჯერ მომიტაცა. სამჯერ დავბრუნდი, მეოთხედ კი ცოლად გავყევი. 3 წელი შვილი არ გვიჩნდებოდა, ის მცემდა და მისი მიტოვების შემთხვევაში მოკვლით მემუქრებოდა, ასეთ სტრესულ მდგომარეობაში დავორსულდი და ჩვენ პირველი შვილი გვეყოლა. ამანაც არ უშველა ჩვენს ოჯახს, ის აგრძელებდა ჩემზე ძალადობას. არაფრის გაკეთება არ შემეძლო. 
-არავინ იყო ვინც დაგიცავდათ, სად იყვნენ თქვენი მშობლები?
ნაზიბროლა: მშობლები იმ დროს უკვე აღამ მყავდა, ძმამ კი ამბობდა, რომ თუ ოჯახი შევქმენი და მასთან არ უნდა მეწუწუნა, იმიტომ რომ მასაც ოჯახი ჰყავდა სარჩენი. ზედმეტი ტვირთი გავხდებოდი მისთვის! რა დაცვაზეა საუბარი, მშობლების სიკვდილის შემდეგ მან მოტყუებით გადაიფორმა სახლი, რომელიც მე მეკუთვნოდა. ის სახლი, რომელიც მას მშობლებმა აჩუქეს გაყიდა. 
-სადაა თქვენი მეუღლე ახლა?
ნაზიბროლა: იცით ჩვენ მეორე გოგოც გვეყოლა, ნია. ახლა ის 16 წლის არის უკვე და სახლში ის მეხმარება. აი, ქმარი კი, 5 წლის წინ მან ისე მცემა საავადმყოფოში აღმოვჩნდი და 4 დღე კომაში ვიყავი… ექიმებმა მითხრეს, რომ იმ აბების გამო, რომელსაც ჩემი ქმარი მასმევდა, გადასხმები უნდა გამეკეთებინა… მათ ასევე აღმოაჩინეს, რომ ც ჰეპატიტი მქონდა, რომელიც გართულდა და ღვიძლის ციროზი განმივითარდა… გადაუდებელი მკურნალობა მჭირდებოდა… მაგრამ ამის სახსრები არ მქონდა…
ქმარს გავშორდი. უმცროსი გოგო მასთან დავტოვე, რამდენადაც ჩემი ფინანსური შესაძლებლობები იმის საშუალებას არ მაძლევდა თან წამომეყვანა ჩემი გოგონა. ნია, ყოველთვის მოდის ჩემთან, როცა მას ამის საშუალება ეძლევა, მივლის და საჭმელს მიმზადებს და მიდის… სრულ სიმარტოვეში ვრჩები ხოლმე.
-სადაა თქვენი უფროსი გოგონა? 
ნაზიბროლა: მას შემდეგ რაც ლოგინად ჩავწექი, მეჩხუბა, ისეთი სიტყვები მეძახა, (შენიშვნა: ტირის) მითხრა რომ მისთვის არაფერს ნიშნავს და არაფერი მიკეთებია მისთვის და წავიდა. დაქალთან გადავიდა და აღარც მკითხულობს, მოვკვდი თუ გადავრჩი…
მათთვის ყველაფერს ვაკეთებდი, სტილისტად ვმუშაობდი რომ საჭმლის ფული შემომეტანა ოჯახში… ვზრუნავდი და ვღელავდი, რომ ოჯახური ძალადობის მომსწრენი იყვნენ… მაგრამ ჩემმა გოგომ ჩათვალა, რომ მისთვის არაფერი მიკეთებია. საწყენია, მაგრამ რაღას ვიზამ. 
-რამდენია თქვენი შემოსავალი, გყოფნით საჭმლის ფულად?
ნაზიბროლა: სოციალური დახმარება და პირველი ჯგუფის შშმ პირის სტატუსისთვის მაძლევს სახელმწიფო შემწეობას, რაც მხოლოდ კომუნალურების გადასახდელად მყოფნის. განსაკუთრებული კვება მჭირდება, მაგრამ თავს ამის უფლებას ვერ მივცემ, რაც შეეხება მკურნალობას, ფიქრიც კი არ მინდა ამაზე… ხანდახან გამგეობა წამლების შეძენას მიფინანსებს, მაგრამ სამკურნალოდ ეს წამლები არ მყოფნის. ჩემი ჯანმრთელობა კი სულ უფრო უარესდება…
-ვინმე გეხმარებათ?
ნაზიბროლა: იცით, მე მჯერა სიკეთის არსებობის, და იმის რომ უცხო ადამიანი შეიძლება დაგეხმაროს. ერთხელ, როდესაც შემეძლო გარეთ გასვლა, მარკეტში ვიყავი შესული და შეუძლოდ გავხდი, იქვე ღვთისნიერი ქალბატონი იდგა, ყურადღება მომაქცია და მერე 50 ლარი მაჩუქა. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მეზობლებიც მეხმარებიან, ზოგჯერ ცხელი კერძი შემოაქვთ, ზოგჯერ პური, ისეთი მადლიერი ვარ მათი… თქვენი ფონდი კი, ჩემი მომვლელი გახდა, თქვენი ექიმები ყოველ დღე მოდიან, ისინი რომ არა დიდი ხანია აღარ ვიქნებოდი ამ ქვეყნად. 
-ღმერთის არსებობის გჯერათ და რა არის თქვენთვის ლოცვა?
ნაზიბროლა: ღმერთი რომ არა, ყველანაირი გადაწურული მექნებოდა. ლოცვა სიცოცხლის გაგრძელების ძალას მაძლევს. ჩემი პატარა გოგონა, რომ არა არად მარგია ეს ცხოვრება. მას დედა სჭირდება, რომელიც მოუვლის და იზრუნებს მასზე და არა პირიქით, ესაა ჩემი მიზანი და არა სხვა რამე!
-რა გესაჭიროებათ ყველაზე მეტად?
ნაზიბროლა: მედიკამენტები და საკვები პროდუქტები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შესაძლებლობა რომ მქონოდა, მკურნალობის კურსს ჩავიტარებდი და უკეთ გავხდებოდი… ჩემს შვილს ტვირთად არ ვექცეოდი. 
ნაზიბროლა, ყველაფერში საკუთარ თავს ადანაშაულებს. ფიქრობს, რომ ადრე უნდა ეფიქრა თავის თავზე და ბავშვებზე, ახლა კი გვიანია! ის ავადაა, მიტვებული და მოტყუებულია. სჯერა რომ უფალი მას არ მიატოვებს და მხოლოდ ერთი მიზანი აქვს – უნდა იცოცხლოს უმცროსი ქალიშვილისთვის!
ჩვენ კი ადამიანებმა, რომლებსაც შეგვიძლია სულ მცირედით მაინც დავეხმაროთ ამ ქალს, ადამიანს, რომელსაც ცხოვრებამ არც ერთი მზიანი დღე არ გაუთენა, უნდა გავიგოთ, რომ ჩვენი დახმარება ნაზიბროლასთვის უდიდეს მნიშვნელობას ატარებს. 
თანხა შეგიძლიათ ჩვენი ფონდის ანგარიშზე ჩარიცხოთ: GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ნაზიბროლა ჩოლოევა)
თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტიდანაც: https://chernovetskyifund.ge/ 
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლებებს და მოვალეობებს გაეცანით ბმულზე https://goo.gl/GY2Gus)

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2019 ნოე 08
პამპერსები
163.64₾
2020 აგვ 25
ფონდის ზედნადები ხარჯები
26.00₾

სულ ხარჯები:

189.64₾

დარჩა:

0.36₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
17.03.2020 17:04:57
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.09.2019 23:42:13
₾75.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.09.2019 17:17:50
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.09.2019 22:35:45
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.09.2019 18:19:40
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.09.2019 15:20:19
₾15.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.08.2019 21:06:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.08.2019 17:22:24
₾50.00

შემოწირულია:

₾190.00

8 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾190.00

8 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება