ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

დედიკო, რატომ გამაჩინე?

calendar იანვარი 22, 2020

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

მეუღლე, რომელთან ერთადაც 18 წელი იცხოვრა, ოჯახიდან წავიდა და ორსული ქალი მარტო, ბედის ანაბარა დატოვა.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

ყველაზე მეტად ნინოს ეშინია, რომ ერთ დღესაც მისი ერთადერთი, ნანატრი შვილი ჰკითხავს „დედიკო, რატომ გამოიჩინე“. 18 წელი ელოდა მარიამს, 18 წელი შვილი არ უჩნდებოდა, ხოლო როდესაც დედობის სიხარული ეწვია, ოჯახი დაენგრა… მეუღლე, რომელთან ერთადაც 18 წელი იცხოვრა, ოჯახიდან წავიდა და ორსული ქალი მარტო, ბედის ანაბარა დატოვა.

ნინომ დედასთან შეაფარა თავი და პატარა მარიამიც იქ დაიბადა. დედა სითბოს არ აკლებდა, მაგრამ როცა გარდაიცვალა, საკუთარმა დამ და სიძემ კარისკენ მიუთითეს და სახლიდან წასვლა აიძულეს… მთლად ქუჩისთვისაც ვერ გაიმეტეს და ნება დართეს იქვე, სახლთან ახლოს მდებარე სათავსოში დაედოთ ბინა.

სოციალური შემწეობა 130 ლარის ოდენობით – ესაა დედა-შვილის შემოსავალი… ერთი თვის განმავლობაში ეს თანხა უნდა იმყოფინონ. ორმა! ნუთუ ასე შეიძლება ცხოვრება? როგორ ფიქრობთ?

ყოველი დილა ნინოსთვის იმაზე ფიქრით იწყება, რომ ერთ დღესაც შეიძლება ჯანმრთელობამ უმტყუნოს და პატარა მარიამის მოსავლელი გახდეს! ბევრი რამე აწუხებს, თუმცა ამაზე საუბარი არ უყვარს… არ შეიძლება ჩემი ავად ყოფნაო, ამბობს… მერე ვინ იმუშავებს და ვინ მიხედავს მარიამსო?

თან ტირის, ნერვიულობს რომ 18 წლის ნანატრ შვილს სიყვარულის მეტს ვერაფერს აძლევს. ბეტონის ცივი კედლები, ნესტი, ერთი საწოლი, რამდენიმე საბანი – ეს არის ნინოს და მარიამის სიმდიდრე.

ნინო: 18 წელი ბედნიერი ქალი ვიყავი, ერთადერთი რაზეც ვოცნებობდი, შვილი მყოლოდა. რა არ ვცადე, მაგრამ უშედეგოდ. ბოლო ისიც კი ვიფიქრე ბავშვს ავიყვან და საკუთარი შვილივით გავზრდითქო. მაგრამ რას ვიფიქრებდი, რომ ნანატრ შვილს და ორსულ ცოლს ასე მოგვექცეოდა… მე გამაგდო და სხვასთან წავიდა… მეგონა რომ ეს დროებითი იყო, ხომ იცით მამებს გოგონები როგორ უყვართ…

 – ნინო, ამ ოთახში როგორ ცხოვრობთ?

– ის დედაჩემის სახლია, ჩემი და და სიძე ცხოვრობენ იქ. დედა სანამ ცოცხალი მყავდა, მეც იქ ვცხოვრობდი. მაგრამ დედა გარდაიცვალა და მე და ჩემი შვილი ზედმეტები აღმოვჩნდით. სახლიდან გამოგვიშვეს და ნება დაგვრთეს აქ გვეცხოვრა.

– მუშაობას როგორ ახერხებთ?

– როგორც კი რამე საშუალება გაჩნდება რომ ვიმუშაო, ვმუშაობ. არაფერს ვთაკილობ… ყანაში, მიწაზე, გათოხვნა, დაბარვა, ხილის კრეფა… სხვაგვარად 130 ლარი არაფერში გვეყოფა.

– თქვენ თქვით, რომ ოპერაცია და მკურნალობა გჭირდებათ.

– კი, ქალური პრობლემები მაქვს. ექიმები ამბობენ საოპერაციოა, მაგრამ სასიკვდილო არ არისო… მეც ფეხს ვითრევ… ვიცი, ოპერაციის შემდეგ ფიზიკურად ვეღარ ვიმუშავებ. და ვის იმედზე დავტოვო ჩემი პატარა?

– მარიამ, შენ რაზე ოცნებობ?

– რბილ და თბილ საწოლზე, გემრიელ საჭმელზე და ლამაზ თოჯინაზე! ერთი მყავს, მაგრამ მისი ყველას ეშინია… შეუხედავია და ერთი თვალი არ აქვს. კიდევ მინდა რომ ახალი წელი მოვიდეს ჩემთანაც… დედიკომ ფანჯრებზე ფიფქები დააკრა, ამით გამახარა… მაგრამ მე ნამდვილი ახალი წელი მინდოდა, საჩუქრებით და კანფეტებით!

– ნინო, თქვენ შესახებ ძალიან ბევრი ადამიანი გაიგებს, რას ეტყოდით მათ, რას სთხოვდით?

– არ ვიცი რა ვთხოვო სრულიად უცნობ ადამიანებს, როცა ყველაზე ახლობელ ადამიანს ვერაფერს ვთხოვ… ღვთის ნებით რაც იქნება, ყველაფრისთვის მადლობელი ვიქნები! დამეხმარეთ, რომ შვილი გამოვკვებო! დამეხმარეთ, რომ მან ბავშვობა შეიგრძნოს! რომ მერე არ მითხრას, ტანჯვისთვის რატომ გამაჩინე, რა დაგიშავეო…

მეგობრებო, როგორც ხედავთ, ნინოს და მარიამს ჩვენი იმედი აქვთ. მათ ესაჭიროებათ საკვები პროდუქტები, მედიკამენტები, საოჯახო ტექნიკა, საბნები და ბალიშები, ავეჯი

თქვენ პირადად შეგიძლიათ ესტუმროთ ოჯახს. დაურეკეთ და უთხარით, რომ მარტო არ არიან, რომ შეუძლიათ ჰქონდეთ ჩვენი იმედი! ეს მათი მისამართია: გორის რაიონი სოფელი კარალეთი. ტელ: 599 37 82 06

ასევე გაუზიარეთ ეს პოსტი თქვენს მეგობრებს, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს ამ აქციაში. ღმერთი გვაძლევს საშუალებას ვიზრუნოთ იმ ადამიანებზე ვისაც ჩვენს გარდა არავის იმედი აღარ აქვს!

თუ გაქვთ ინფორმაცია მათ შესახებ, ვისაც დახმარება სჭირდება, მოგვწერეთ მათ შესახებ ფონდში: office-fsp@fsp.ge.

თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშზე:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: სუხიტაშვილების ოჯახი)

საიტიდან:

სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან:

Nova Technology

TBCpay

ExpressPay

 ქველმოქმედების განყოფილებაში იპოვეთ „ჩერნოვეცკის ფონდი“

(ფონდის დამატებით უფლებებს და მოვალეობებს გაეცანით ლინკზე https://goo.gl/GY2Gus)

დედიკო, რატომ გამაჩინე?

მარტოხელა დედა ნინო და მისი შვილი 5 წლის მარიამი ცივ, ბეტონის ნაგებობაში, მიწურში ცხოვრობდნენ, სადაც ცუდ ამინდში საშინლად ციოდა და ფანჯარაც კი არ იკეტებოდა. საბრალო დედას მხოლოდ იმაზე შეეძლო ფიქრი, რომ მარიამი მშიერი არ დარჩენილიყო. სწორედ ამის გამო, მიუხედავად სუსტი ჯანმრთელობისა, ნებისმიერ მძიმე სამუშაოს ეჭიდებოდა.
სურათებზე ხედავთ დედა-შვილს. სულ ცოტა ხნის წინ, მათ შიოდათ და სციოდათ, ახლა კი ბედნიერებისგან ბრწყინავენ! ეს კი მხოლოდ თქვენი გულისხმიერებისა და ერთობლივი ძალისხმევის დამსახურებაა! ნინომ ჩვენს ფონდს გამოუვალი მდგომარეობის გამო მიმართა, დიდად არ ჰქონდა დახმარების იმედი, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კარგი რამ გაუგია ჩვენს შესახებ.
ნინო: ნამდვილად არ მოველოდი, რომ ამდენი ადამიანი მიიტანდა გულთან ჩვენს გაჭირვებას. ყველას ხომ თავის საფიქრალი აქვს. არც კი ვიცი, მადლობა როგორ გადაგიხადოთ.
– ნინო, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება პოსტის გამოქვეყნების შემდეგ?
ნინო: ჩვენი ცხოვრება ერთ დღეში შეიცვალა. არ ველოდი ასეთ გამოხმაურებას. თურმე ოცნებები ხდება. ვერც ვიფიქრებდი, რომ ჩვენს ქვეყანაში ამდენი კეთილი ადამიანი ცხოვრობს. მეორე დღესვე დაიწყეს რეკვა, მეკითხებოდნენ, რა გვჭირდებოდა მე და ჩემს შვილს. უამრავი პროდუქტი და ტანსაცმელი მომიტანეს, დაგვავიწყდა რა არის შიმშილი და სიცივე.
– ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდათ? გახსოვთ იმ ადამიანთა სახელები, ვინც დაგეხმარათ?
ნინო: ცოლ-ქმარი იყვნენ ჩამოსული თბილისიდან, ცოლს ეკა ჰქვია. ტელევიზორი ჩამოგვიტანეს, ტკბილეული და უამრავი საჩუქარი, კიდევ 200 ლარი მაჩუქეს. მარიამი ყოველთვის ტელევიზორზე ოცნებობდა! გორის ეროვნული თავდაცვის აკადემიის ბიჭებმა შეშით მოგვამარაგეს. ოთხი გოგონა იყო ჩამოსული, თბილისის ერთ-ერთი ტაძრის მრევლი, ტანსაცმელი, პროდუქტი და საჩუქრები ჩამოგვიტანეს. ყოველთვის ვილოცებ თითოეულ მათგანზე, ვინც ხელი გამომიწოდა და დამეხმარა.
– ახალი მეგობრები თუ შეიძინეთ?
ნინო: თქვენი დამსახურებით, უამრავი საოცარი ადამიანი გავიცანი. ხშირად მირეკავენ და გვკითხულობენ მე და მარიამს. თავს სულაც აღარ ვგრძნობ მარტოსულად და აღარ ვფიქრობ, რომ არავის არ ვჭირდები.
– ნინო, თავს ბედნიერად გრძნობთ? ყველა თქვენი ოცნება ახდა?
ნინო: ამაზე ვერ ვიოცნებებდი! ახლა მაცივარი გვაქვს, სარეცხი მანქანა, ბლენდერი და ელექტროჩაიდანიც კი. თქვენი დამსახურებით, ახლა, ჩვენი ოთახი ლამაზი და მყუდროა, ფანჯარა ჩაგვისვეს. ნახეთ რა ლამაზი პუფები და მაგიდა გვაჩუქეს! საწოლი და თეთრეული? ახლა, მე და ჩემს გოგონას ადამიანურად გვძინავს.
სანამ ნინოს ვესაუბრებოდით, მარიამი არც ერთი წამით არ გაჩერებულა, ხტუნაობდა და თამაშობდა. სევდიან და დათრგუნულ გოგონას, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ვნახეთ, ვერც კი იცნობდით.
– მარიამ, საჩუქრები მოგეწონა, ვიცით რომ თოჯინაზე ოცნებობდი?
მარიამი: კიი, ძალიან, ძალიან მომეწონა! ნახეთ რა ლამაზი საწოლი მაქვს, ზღაპრული პრინცესასავით მძინავს! ეს კი ჩემი თოჯინაა, მას ეკა დავარქვი და ერთად ვუყურებთ ტელევიზორს. იცით რამდენი სათამაშო მომიტანეს? მაგრამ ეს ეკა ყველაზე მეტად მომეწონა.
ნინო: ჩემი შვილი ასეთი გახარებული, არასოდეს მინახავს!
– ნინო, შეგიძლიათ მიმართოთ ჩვენს მკითხველებს. რას ეტყოდით მათ?
ნინო: ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ყველას, ვინც მე და ჩემს გოგონას დაგვეხმარა, სიტყვებით ვერ გამოვხატავ რამდენად მადლობელი ვარ თქვენი ფონდის. თვალნათლივ დავრწმუნდი, რომ ქართველი ხალხი უსაზღვროდ კეთილია.
– დიდი მადლობა ასეთი თბილი სიტყვებისთვის. ჩვენი მხრიდან კი გპირდებით, რომ ჩვენი ფონდი შემდგომშიც დაგეხმარებათ.
ამ ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა! გთხოვთ, შემდგომშიც დაეხმარეთ მათ! თქვენი სიკეთე მათი შანსია ბედნიერები იყვნენ! მეგობრებო, მთელი ჩვენი ფონდის სახელით გულითად მადლობას გიხდით ყველაფრისთვის რასაც აკეთებთ ჩვენი ბენეფიციარებისთვის. თქვენ სიკეთის დანახვას ასწავლით ჩვენს საზოგადოებას. თქვენ სწორედ მაშინ ჩუქნით რწმენას ადამიანებს, როცა საკუთარ თავში ეჭვი ეპარებათ, და როცა ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ! ჩვენთვის და საქართველოსთვის ხომ არ არსებობს სხვისი შვილები და სხვისი დედები.
თუ კი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, – რამდენიმე წამით გადაიტანეთ ყურადღება ჩვენს პოსტებზე… ამასთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს.
მეგობრებო, კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა ყველას!

ჩვენი ფონდის საბანკო ანგარიშებია: GE15TB7194336080100003, GE42LB0115113036665000 ან GE64BG0000000470458000. (დანიშნულება: სუხიტაშვილების ოჯახი) ასევე შეგიძლიათ ჩარიცხოთ თანხა ჩვენს ვებგვერდის მეშვეობით https://chernovetskyifund.ge/ge/projects/545-sukhitashvili/
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია OPPA, TBCpay დაExpressPay. ტერმინელების მეშვეობით, მოძებნეთ ჩვენი ფონდის სახელი განყოფილებაში „ქველმოქმედება“. ფონდის დამატებითი ვალდებულებებსა და უფლებებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/gy2gus).
ვიფიქროთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2020 აპრ 03
პროდუქტები
229.08₾
2020 აპრ 06
ფონდის ზედნადები ხარჯები
740.00₾
2020 მაი 04
ფონდის ზედნადები ხარჯები
410.00₾
2020 მაი 21
პროდუქტები
300.00₾
2020 ივლ 02
პლანშეტი
250.00₾
2020 ივლ 14
პროდუქტები
399.63₾
2020 აგვ 21
პროდუქტები მაკარაშვილის ოჯახისთვის
400.00₾
2020 აგვ 24
საყოფაცხოვრებო ტექნიკა
1290.00₾
2020 აგვ 31
პროდუქტები
344.79₾
2020 სექ 01
პამპერსები მაკარაშვილისთვის
140.00₾
2020 ოქტ 07
პროდუქტები
299.99₾
2020 ოქტ 19
გამოკვლევა მაკარაშვილებისთვის
150.00₾
2020 ოქტ 21
მედიკამენტები მაკარაშვილებისთვის
76.37₾
2020 ნოე 02
საყოფაცხოვრებო ტექნიკა მაკარაშვილისთვის
510.00₾
2020 ნოე 02
პროდუქტები მაკარაშვილის ოჯახისთვის
249.80₾
2020 ნოე 02
მედიკამენტები მაკარაშვილებისთვის
76.37₾
2020 ნოე 30
ფონდის ზედნადები ხარჯები
150.00₾
2020 დეკ 01
პროდუქტები
250.04₾
2020 დეკ 09
პროდუქტები მაკარაშვილის ოჯახისთვის
110.00₾
2020 დეკ 09
მედიკამენტები მაკარაშვილებისთვის
150.00₾
2020 დეკ 28
პროდუქტები მაკარაშვილის ოჯახისთვის
100.00₾
2021 იან 05
პროდუქტები
150.00₾

სულ ხარჯები:

6776.07₾

დარჩა:

0.06₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
12.01.2021 20:00:00
₾13.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.01.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.01.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.01.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.01.2021 20:00:00
₾4.50
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.12.2020 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.12.2020 20:00:00
₾13.83
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.12.2020 20:00:00
₾30.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.12.2020 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.12.2020 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.12.2020 20:00:00
₾17.50
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.12.2020 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.12.2020 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
16.12.2020 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
16.12.2020 20:00:00
₾15.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.12.2020 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.12.2020 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.12.2020 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.12.2020 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
09.10.2020 10:26:48
₾55.00

შემოწირულია:

₾6,776.13

443 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾6,776.13

443 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება