ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

გემუდარები, შვილო, მხოლოდ ერთი სიტყვა მითხარი, „დედა“

calendar მაისი 30, 2020

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

უბედური დედა, მაია, ღამღამობით ბალიშზე ცრემლებს ღვრის, ოცნებობს, და მხოლოდ ამას ევედრება უფალს… მაგრამ მისი შვილი, 14 წლის გიორგი, დუმილს ჯიუტად აგრძელებს, და დედას, ყველაფერს მხოლოდ ხელებით უხსნის.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
გემუდარები, შვილო, მხოლოდ ერთი სიტყვა მითხარი, „დედა” – და მე, მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი დედა გავხდები!
        უბედური დედა, მაია, ღამღამობით ბალიშზე ცრემლებს ღვრის, ოცნებობს, და მხოლოდ ამას ევედრება უფალს… მაგრამ მისი შვილი, 14 წლის  გიორგი, დუმილს ჯიუტად აგრძელებს, და დედას, ყველაფერს მხოლოდ ხელებით უხსნის.
        „რა დავაშავე, ღმერთო?“ – სლუკუნებს ის და ხელებს ზეცისკენ აღაპყრობს… – „მწამს, უფალო, შენ უშველე ჩემს ურწმუნობას!…“ –  მოეგო მაშინვე გონს, უფალს სთხოვს შენდობას და პირჯვარს მხურვალედ იწერს – არ გეგონოთ, – მიხსნის, – თითქოს თავს იმართლებდეს, –  ეს არაა არც დრტვინვა, არც წუწუნი… მაგრამ გთხოვთ, გამიგეთ, ჩემი შვილი ყველაფერია ჩემთვის, ჩემი სიხარულია, ჩემი სუნთქვა და ჩემი სიცოცხლე. მის გარდა არავინ მყავს, ისაა მთელი ჩემი ცხოვრების აზრი. ხედავთ, განგებამ სხვაგვარად ინება, უკვე 14 წლისაა, მაგრამ ნამდვილი ბავშვია, არ იცის ლაპარაკი და საერთოდ არ ესმის, რას ნიშნავს „არ შეიძლება“.
      ყოველი ჩემი დღე და ნაბიჯი მის განწყობასა და სურვილებზეა დამოკიდებული… ყოველი ღამით ვწვები და ვერ ვიძინებ, ვფიქრობ, ჩვენი „ხვალინდელი დღე“ როგორი იქნება. თუ ჩემმა შვილმა, ცუდ ხასიათზე გაიღვიძა, ჩათვალეთ, აზრი არფერს არ აქვს… არც ის არ მოსწონს, არც ეს… ყველაფერი საშინელი შეტევებით სრულდება, მზარავს იმის წარმოდგენა, ერთ მშვენიერ დღეს, რა შეიძლება მოხდეს თუ მე მას ვერ გავუმკლავდი…
    50 წლის ვარ, უკვე არც ისე ახალგაზრდა, ავადმყოფი და დატანჯული ცხოვრებით… მე რომ რამე დამემართოს, უჩემოდ როგორ იცხოვრებს?! ნათესავებიდან აღარავინ შემოგვრჩა, ის კი სრულიად უმწეოა ამ უზარმაზარ, მისთვის სრულიად გაუგებარ სამყაროში…
– მაია, ჩვენ მოვედით, რათა დაგეხმაროთ… გთხოვთ, დამშვიდდით და გვიამბეთ, რა მოხდა, თუ შეიძლება.
მაია: ჩემს შვილს, გიორგის, აუტიზმის მძიმე ფორმა აქვს, ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს მთელი ცხოვრების მანძილზე. მე, მხოლოდ ხელებით მიხსნის ყველაფერს, უბრალოდ მანიშნებს მაცივარზე, თუ შია, ან ტანსაცმელი მოაქვს, თუ გარეთ გასვლა სურს.
          როცა სახლშია, ტანზე არასდროს არ იცვამს, სულ ცოტა ხნის წინ, თერაპევტმა, ბოლოს და ბოლოს ასწავლა, რომ საცვალი უნდა ჩაიცვას… როგორც წესი, ბავშვურ თამაშებს თამაშობს, ძალიან უყვარს ბურთი, მაგრამ ყველაფერი ძალიან მალე ბეზრდება. უყვარს მობილურ ტელეფონში ვიდეოების ყურება. ბავშვებთან ურთიერთობა ფაქტობრივად არ აქვს, მათთვის არაა საინტერესო მასთან თამაში, იმიტომ, რომ ვერ ლაპარაკობს.
         პერიოდულად აგრესიის შეტევები აქვს, როგორც ექიმმა ამიხსნა, დაახლოებით სამი წლის მანძილზე გაგრძელდება ასეთი შეტევები, სანამ გარდამავალ ასაკშია. მიუხედავად იმისა, რომ მისი სიმაღლე 180 სმ-ია, წონა კი – 80 კგ; სკოლამდელი ასაკის ბავშვივით იქცევა.
– თქვენი შვილი, დაბადებიდან ავად არის?
მაია: ძალიან გვიან გავიგე იმის შესახებ, თუ რა არის აუტისტური სპექტრი. როგორც ჩანს, გიორგის თავიდანვე დარღვევები ჰქონდა, მაგრამ როგორც იცით, დედობრივი სიყვარული ბრმაა. მხოლოდ 2 წლის ასაკში შევატყვე, რომ დიდად არ სურს კონტაქტში შემოსვლა, არ რეაგირებს, როდესაც ვეძახი. ექიმთან წავიყვანეთ, და საშინელი ვერდიქტი გამოგვიტანა – აუტიზმი, მძიმე ფორმაში …
         ჩემი სასოწარკვეთილება, ენით აღუწერელი იყო! არ ვიცოდი სად გავქცეულიყავი და რა მექნა… მე და ჩემი მეუღლე სოჩაში არალეგალურად ვცხოვრობდით, ფინანსურადაც შეზღუდულები ვიყავით და ექიმს ვერ მივმართავდით. მეუღლემ შემომთავაზა, ბავშვთან ერთად სამშობლოში, საქართველოში დავბრუნებულიყავი. შემპირდა, რომ მთელ ხარჯებს საკუთარ თავზე აიღებს, იმუშავებს და ყველაფერს გააკეთებს, შეუძლებელსაც კი შეძლებს, ოღონდაც ჩვენი ბიჭი ჯანმრთელად იყოს.
         მაგრამ, როგორც კი, ფეხი საქართველოს მიწაზე დავადგით, უკვალოდ აორთქლდა. მრავალჯერ ვცადე მასთან დაკავშირება, მაგრამ წარმოგიდგენიათ, სოციალურ ქსელშიც კი დაგვბლოკა და იმ მომენტიდან, ერთხელაც არ დაურეკავს და არ დაინტერესებულა როგორ წარიმართა მისი შვილის ცხოვრება… იმ დროისათვის, გიორგი 6 წლის იყო.
– მაია, რამ შეგიშალათ ხელი, ექიმთან ვიზიტის შემდეგ, მაშინვე რომ ჩამოსულიყავით საქართველოში და ექიმის დახმარებისთვის მიგემართათ?
მაია: როგორც უკვე გითხარით, სოჩაში საბუთების გარეშე ვცხოვრობდით, სამუშაოდ წავედით, მაშინ ჩვენს ქვეყანაში ძალიან მძიმე პერიოდი იყო… როგორც კი მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სამშობლოში უნდა დავბრუნებულიყავით, დეპორტის პროვოცირება მოვახდინე. გიორგის წამოყვანის უფლება არ მომცეს – ის ხომ რუსეთში დაიბადა და რუსეთის მოქალაქეობა ჰქონდა.
       ძალიან დიდი ძალისხმევის ფასად დამიჯდა იმის დამტკიცება, რომ ნამდვილად ჩემი შვილია… საბუთებთან დაკავშირებული სირთულეები, არც მეტი, არც ნაკლები,  4 წელიწადს გაგრძელდა. როცა ჩამოვედით, გიორგი აღრიცხვაზე დავაყენე, ყველანაირი უფასო პროგრამის რიგში  ჩავწერე. ალბათ თავადაც იცით რამხელაა, ასეთი ფსიქიკური აშლილობის დროს, სარეაბილიტაციო კურსის საფასური. საბავშვო ბაღში მიღებაზეც კი უარი გვითხრეს, იმ მიზეზით, რომ სხვა ბავშვების მშობლები წინააღმდეგი აიყვნენ და  საფრთხედ აღიქვამდნენ ჩემს შვილს.
– რა სახის მკურნალობა გაქვთ დანიშნული, ექიმები რას გეუბნებიან?
მაია: ვინაიდან და რადგანაც, მეცნიერებმა, ახლახანს განსაზღვრეს აუტისტური სპექტრი, როგორც ფსიქიკური აშლილობის გამოყოფილი ფორმა და დაიწყეს ამ კონკრეტული მიმართულებით მუშაობა, ჩემთვის, ჩემი შვილის დაავადება სრულიად უცნობი იყო და უბრალოდ არ ვიცოდი, რით დავხმარებოდი.
      ასეთ ბავშვებს, ძალიან ადრეული ასაკიდან  სჭირდებათ მუდმივი მუშაობა ფსიქოლოგებთან და თერაპევტებთან… ჩვენ არ გაგვაჩნდა ამის არც შესაძლებლობა, არც საკმარისი ინფორმაცია, მხოლოდ ლოდინიღა დამრჩენოდა…
      ახლა, როდესაც გიორგი უკვე 14 წლისაა, ჩვენ ჩაგვრთეს უფასო პროგრამაში, განვითარების ცენტრში  „პირველი ნაბიჯი“, კვირაში ერთხელ, ჩვენთან ქცევის თერაპევტი მოდის, ჩვენს მდგომარეობაში კი, ეს ძალიან ცოტაა… მაგრამ რას ვიზამთ, ჩვენს გარდა დახმარება ხომ კიდევ ძალიან ბევრს სჭირდება.
– მაგრამ, ხომ შესაძლებელია მისი როგორღაც დახმარება?
მაია: როგორც ყველამ ვიცით, აუტიზმის თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურია, ექიმებს უჭირთ რაიმე პროგნოზის გაკეთება, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, შესაძლებელია მდგომარეობის გაუმჯობესება, ამისთვის აუცილებელია განუწყვეტელი, მუდმივი მეცადინეობა სპეციალისტებთან და შესაბამისად ძალიან ბევრი დრო და სახსრები.
– ასეთი ბავშვის აღზრდაში, რა არის თქვენთვის ყველაზე რთული?
მაია: ჩემს შემთხვევაში, ყველაფერი ძალიან რთულია, ვერც კი წარმოიდგენთ, რის გადატანა მომიხდა… მაგრამ ყველაზე ძნელი ისაა, რომ, გიორგის აგრესიის შეტევა როცა აქვს, ისტერიკა ემართება, ყვირის, გარშემო ყველაფერს ლეწავს და ანგრევს, მეშინია, რომ რაღაც მომენტში შეიძლება ვერ დავამშვიდო და რაღაც საშინელება მოხდეს… ის ხომ უკვე დიდი და ღონიერი ბიჭია.
– რა რჩევებს მისცემდით დედებს, ვინც თქვენსავით საშინელ მდგომარეობაში აღმოჩნდა? 
მაია: ერთადერთი, რაც მინდა ვურჩიო, არის ის, რომ სასოწარკვეთილებას არ მიეცენ… მეც მქონია მომენტები, როდესაც სიცოცხლე აღარ მინდოდა. მაგრამ ხელში ამიყვანია საკუთარი თავი, რადგანაც ვიცოდი, რომ ჩემი შვილისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ვარ და ის უჩემოდ დაიღუპება… სიტყვა „დედა“ უკვე გულისხმობს როგორც სულიერ, ასევე ფიზიკურ ძალას. მერწმუნეთ, ასეთ ბავშვებს, ასმაგად უფრო სჭირდებათ ძლიერი დედა, ვიდრე ყველა დანარჩენს. იყავით ძლიერნი და ნუ დაკარგავთ სულიერ მხნეობას!
– კონკრეტულად, რით შეგვიძლია ამჟამად დაგეხმაროთ?
მაია: ძალიან გვიჭირს, როგორც ფიზიკურად, ასევე მატერიალურად. ჩემი ბავშვობის მეგობრები რომ არა, განსაკუთრებით ჩემი უახლოესი მეგობარი, ქეთი, ალბათ დიდი ხანია ქუჩაში მოგვიწევდა მათხოვრობა. პენსიითა და სოციალური დახმარებით ვცხოვრობთ. ეს თანხა კი, საცხოვრებლისა და კომუნალური გადასახადების ხარჯსაც კი ვერ ფარავს. გიორგის კი წამლები და ნორმალური კვება სჭირდება. საჭმელებს არჩევს, სოსისი და ძეხვეული უყვარს. ამის გარეშე არაფერს არ ჭამს. ტკბილეულზე გიჟდება. აი, რა უნდა ვქნა? მხოლოდ მეგობრებისა და ნაცნობების დახმარებით ვარსებობთ. მაგრამ რამდენჯერ უნდა ვთხოვო? ყველას ხომ თავისი ოჯახი და პრობლემები აქვს.
          ამ მომენტში ჩვენი მთავარი პრობლემა ისაა, რომ მე და ჩემს შვილს, ორივეს იატაკზე გვძინავს. როგორც უკვე გითხარით, გიორგის წონა, 80 კილოგრამს შეადგენს. სახლის პატრონის გასაშლელ დივანზე გვეძინა, რომელიც გიორგიმ, ერთ მშვენიერ დღეს, უბრალოდ ჩატეხა. ახლა კი იატაკზე გვძინავს…
– მაია, მარტო ცხოვრობთ თქვენს შვილთან ერთად, მერიდება, მაგრამ მაინც, გთხოვთ, გვიამბეთ, როგორ გაიცანით გიორგის მამა?
მაია: რა გითხრათ, ყოფილ მეუღლეზე საუბარი არ მსიამოვნებს, ბედის ანაბარა მიმატოვა ავადმყოფ ბავშვთან ერთად… უბრალოდ ამოგვშალა თავისი ცხოვრებიდან. 
       თოიძის სახელობის სამხატვრო ლიცეუმში ვსწავლობდი, მინდოდა მხატვარი გავმხდარიყავი, ის კი პროფესიონალი იყო, საკუთარ ნამუშევრებს პარკში ჰყიდიდა. ერთხელ, როდესაც ვსეირნობდი, მისმა ნამუშევრებმა დამაინტერესა. ასე გავიცანით ერთმანეთი. მეუბნებოდა, რომ პირველი დანახვისთანავე მოვეწონე. ერთმანეთს ძალიან ცოტა ხანს, ვხვდებოდით, სულ რაღაც ორი თვე.
    ცოლმა მიატოვა და პირველი ქორწინებიდან ბიჭუნა ჰყავდა, რომელსაც ზრდიდა სიდედრთან ერთად. ბავშვს ძალიან მოვეწონე და მამას სწორედ ასე უთხრა: “მამიკო, ეს დეიდა ძალიან მომწონს“. ახალგაზრდა და გამოუცდელი ვიყავი, დავასაფლავე დედა და მის გარეშე სრულიად უმწეო დავრჩი, მაშინ მეჩვენებოდა, რომ ქორწინება ყველა პრობლემისგან თავის დაღწევაში დამეხმარებოდა, მეუღლე კი ჩემთვის საიმედო საყრდენი იქნებოდა. თანაც ორივე ვხატავდით, საერთო ინტერესები გვაკავშირებდა, იყო სიყვარულიც და ურთიერთგაგებაც. ვერ წარმომიდგენია ეს ყველაფერი, ასე უცებ, სად უნდა გამქრალიყო.  რანაირად შეეძლო საკუთარი, ავადმყოფი შვილის მიტოვება.
– არავინ გეხმარებათ? მშობლები, ან ნათესავები?
მაია: ახლობლებიდან აღარავინ შემომრჩა. დედა 20 წლის წინ დავკარგე, უზომოდ მიყვარდა და მასზე, ძალიან ვიყავი დამოკიდებული. მისი სიკვდილის შემდეგ ფსიქოლოგიურად, თავი სრულიად უმწეოდ ვიგრძენი. 5 წლის წინ, ჩემი უსაყვარლესი ძმა, თამაზი გარდაიცვალა, ის ყველაფერში ჩემი საყრდენი იყო. მამაჩემმა ვერ გადაიტანა ამდენი დარტყმა და მალევე უკან მიჰყვა, ინსულტით გარდაიცვალა. სრულიად მარტო დავრჩი…
         ძალიან მეხმარება ჩემი მეგობარი, ქეთი. ჩვენი ოჯახის წევრად ვთვლი. გიორგისთვის სათამაშოები და ტანსაცმელი ბევრჯერ მოუტანია. როდესაც სახლში საჭმელს ამზადებს, აუცილებლად ჩვენთვისაც მოაქვს ხოლმე..
– როდესმე თუ გიფიქრიათ, ასეთ გასაჭირში რომ აღმოჩნდებოდით?
მაია: ვოცნებობდი, სწავლა დამესრულებინა და ნამდვილი, პროფესიონალი მხატვარი გავმხდარიყავი, მეუბნებოდნენ, რომ ნიჭიერი ვარ… მაგრამ სამწუხაროდ ჩემს ოცნებებს ახდენა არ ეწერა… დიდი სიყვარულით გავთხოვდი, ჩემი ყოფილი მეუღლე, რომანტიული ბუნების ადამიანია, ხელოვანი. ქორწინებამდე ოცნების კოშკები ამიგო, მაგრამ ყველაფერი გაცამტვერდა, როგორც კი ჩვენს ოჯახს უბედურება ეწვია და ჩვენი შვილი ავად გახდა. უბრალოდ თავიდან მოგვიშორა მეც და ჩვენი შვილიც და საქართველოში გამოგვისტუმრა… მე კი მჯეროდა მისი, მიყვარდა… ეს ნაძირალა! როგორ უძლებს ასეთებს  დედამიწა! უფალო, შემიწყალე მე ცოდვილი! – თვალცრემლიანმა დააყოლა მაშინვე და რამდენიმეჯერ პირჯვარი გადაიწერა.
– ვინმეს მიმართეთ დახმარებისთვის? მაგალითად ადგილობრივ ხელისუფლებას?
მაია: რა თქმა უნდა, მივმართე, შვილის ჯანმრთელობისთვის მუხლებში ჩავუვარდებოდი ჩინოსნებს… სამწუხაროდ ვერაფრით ჩავრთე ჩემი შვილი ვერცერთ სარეაბილიტაციო პროგრამაში. საბავშვო ბაღშიც კი არ მიგვიღეს. წარმოგიდგენიათ? ეს ხომ ბავშვია, და არა ფაშისტი, ყუმბარით ხელში… აღმზრდელებთან კამათს მოვერიდე, რას ვიზამთ, ყველაფერი უფლის ნებაა.
    რაც შეეხება დახმარებას, როდესაც, როგორც იქნა, ჩვენთან სიარული თერაპევტებმა დაიწყეს, ელემენტარულად, არც მაგიდა მქონდა და არც სკამი. წერილი მივწერე პარლამენტარს, ირმა ინაშვილს, რომელსაც ხმა მივეცი. მაგიდა, სკამები და ტელევიზორი სწორედ მან გვაჩუქა. ღმერთმა გაახაროს!
– მორწმუნე ხართ? ხსნას რაში ხედავთ?
მაია: რა თქმა უნდა! ასურელი ვარ, ჩვენ კი, მოგეხსენებათ, პირველ ქრისტიანებად ვითვლებით! სამწუხაროდ, ჩემი გიორგი, არ მაძლევს საშუალებას, ეკლესიაში წირა-ლოცვას რომ დავესწრო, მისი მარტო დატოვებაც არ შემიძლია. მაგრამ ყოველთვის, როცა ვსეირნობთ, ტაძარში შევდივართ, სანთლებს ვანთებთ, ხატებს ემთხვევა და პირჯვარს იწერს… ყველანაირად ვცდილობ, უფლისა და ყოველივე ცოცხალის მიმართ, სიყვარული რომ ვასწავლო. როდესაც ვსეირნობთ, ვუხსნი, რომ ყვავილს ფეხი არ უნდა დაადგას, რომ ის ცოცხალია და მასაც სტკივა. და იცით, მიჯერებს, ფეხს არ აბიჯებს და გვერდს უვლის! მე კი, ყოველდღე, როდესაც ჩემი ბიჭი იძინებს, ლოცვებს ვკითხულობ და სანთლებს ვანთებ. უფალს ვთხოვ, სასწაული მოახდინოს და ჩემი შვილი გამოჯანმრთელდეს…
– უცხო ადამიანების სიკეთის გჯერათ?
მაია: როგორ არ უნდა მჯეროდეს, აქამდე მხოლოდ ჩემი მეგობრებისა და ნაცნობების კეთილი გულების წყალობით ვარსებობთ. სწორედ ისინი მეხმარებიან, როგორც ფინანსურად, ისევე მორალურად. ზოგი საჭმელს მოგვიტანს, ზოგი ტანსაცმელს, ზოგიც ქირის ფულს დაგვიმატებს… მე ხომ ფაქტობრივად არ მაქვს ვალების დაბრუნების საშუალება, არანაირი შემოსავალი, ვერც ვიმუშავებ, პირველ რიგში შვილის გამო, ახლა ჩემი ავადმყოფობაც, ჩიყვი დაემატა! მაგრამ სად მცალია ჩემი თავისთვის, ამაზე საუბარიც კი არ მსურს…
– მაია, დაწვრილებით გვიამბეთ, თუ შეიძლება, თქვენი შვილის შესახებ. რითაა დაკავებული მთელი დღის განმავლობაში, რის კეთება უყვარს? მაგალითად, რა სათამაშოები, ან რომელი საჭმელი მოსწონს ყველაზე მეტად?
მაია: გიორგის მოძრავი თამაშები უყვარს, კლიპებსა და მულტფილმებს მობილურ ტელეფონში უყურებს. იცით, არ უყვარს თანამედროვე მულტფილმები,  „აბა, დამაცადეს“-ს, ზღარბუნაზე უყურებს… ყველაზე მეტად კი, „დიდი გამყინვარება“ უყვარს.
    მაგრამ მისთვის ყველაზე დიდი ნეტარება, წყალში ყოფნაა, როდესაც ეზოში აუზი იდგა, სახლში საერთოდ არ შემოდიოდა. ყვინთავდა, ცურავდა და ბოლო ხმაზე იცინოდა! ისიც კი შევამჩნიე, რომ ზაფხულში შეტევები აღარ აქვს, წყალი ამშვიდებს, თავს ბედნიერად გრძნობს, და მეც, მასთან ერთად, რაღა თქმა უნდა. 
      მთელი ჩემი ცხოვრება, მის განწყობაზეა დამოკიდებული. თუ კარგ ხასიათზე გაიღვიძა, ყველაფერი საათივით მაქვს აწყობილი, სახლშიც ყველაფერს ვასწრებ, წამიერად მეჩვენება კიდეც, რომ ყველაფერი კარგად გვაქვს. მაგრამ, ღმერთმა ნუ ქნას, ცუდ ხასიათზე რომ გაიღვიძოს… სამყაროს დასასრულია! ერთი წამით არ მასვენებს! ყველაზე საშინელი კი ისაა, რომ არ ვიცი, მისგან რას უნდა ველოდო!
       საერთოდ არ ესმის, რას ნიშნავს „არ შეიძლება“, მაგალითად, ვერ აუხსნით, ცუდ ამინდში სასეირნოდ რატომ არ უნდა გავიდეს. „მინდა და მორჩა!“ – და მოსვენებას არ მაძლევს, როდესაც უარს ვეუბნები, ისტერიკაში ვარდება და გარშემო ყველაფერს ლეწავს. მაგრამ როგორი გაბრაზებულიც არ უნდა იყოს, ჩემთვის, თითი ერთხელაც არ დაუკარებია, როგორც ჩანს, მისთვის არსებობს რაღაცა ზღვარი, რომელსაც ვერ გადააბიჯებს. ყვირის, ფეხებს აბაკუნებს, მერე უცებ წყნარდება, ტირის და მეხუტება.
       პანდემიის გამო გამოცხადებული კომენდანტის საათი, ჩვენთვის ნამდვილ ტრაგედიად იქცა. გიორგი მიჩვეულია საღამოობით ჩემთან ერთად სეირნობას. როგორ უნდა ამეხსნა მისთვის, რომ 21:00 საათის შემდეგ, გარეთ ყოფნა აკრძალულია? ამ ორი თვის მანძილზე, ისტერიკები ყოველდღიური იყო… ნამდვილი ჯოჯოხეთი გამოვიარეთ!
           იცით, სათამაშოები ძალიან მალე ბეზრდება, ერთადერთი, რაც ალბათ არასდროს მობეზრდება, ბურთია. დიდი, მასაჟის ბურთი გვაჩუქეს, ეს იყო მისი საყვარელი სათამაშო, მაგრამ სამწუხაროდ, წვეტიან ქვას მოხვდა და გასკდა.
      საჭმელს რაც შეეხება, გიორგის შემწვარი კარტოფილი, ბრინჯი, მაკარონი, წიწიბურა უყვარს… მაგრამ! აუცილებლად რაიმე ხორცის პროდუქტით, თორემ ისტერიკას გამართავს. მე რა შემიძლია რომ ვუყიდო? სოსისს ვყიდულობ და ვაძლევ თითო-თითოს…
         კიდევ სიგიჟემდე უყვარს ტკბილეული, საუზმის შემდეგ, აუცილებლად უნდა მივცე ვაფლი, ან კამფეტი. ჯვარი მეწეროს რომ ვერ ვუყიდო, მორიგი ისტერიკა გაიმართება!
– თუ სწორად მიგიხვდით, ამ ბინაში ქირით ცხოვრობთ…
მაია: 90-იანი წლები უმძიმესი იყო, ბინა დავკარგეთ ვალების გამო, ყველამ იცით, როგორი დროც იყო… ქუჩაში დავრჩით, აი, ახლა ქირით ვართ ამ სახლში, ერთი პატარა ოთახია და სამზარეულო… თავადაც ხედავთ, რა მდგომარეობაშია ყველაფერი. ერთადერთი, რაც ნამდვილად კარგია, ის არის, რომ აქ ცხელი წყალი გვაქვს! ამის გარეშე, გიორგის ცხოვრება არ შეუძლია!
         იცით, ადამიანები, ასეთი დაავადებით, ერთ ადგილას ცხოვრებას ძალიან ეჩვევიან. როდესაც ბინის შეცვლა მოგვიწია, სიტყვებით ვერ ავღწერ, რის გადატანა მომიხდა… უბრალოდ არ იძინებდა! არ წვებოდა, გესმით? რა ფასად დაგვიჯდა, აქ ცხოვრებას რომ მიჩვეულიყო… და ვაი რომ ახლა, ისევ გადასვლა მოგვიწევს, სახლის პატრონი ითხოვს. სად წავიდეთ? ასეთი ბავშვით, არავის არ უნდა ჩემი ბინაში შეშვება… საცხოვრებელს ვეძებ გამწარებული, და არც კი ვიცი, სად უნდა წავიდეთ.
– მაია, მითხარით, თუ შეიძლება, რა შემოსავალი გაქვთ, რა სახსრებით არსებობთ თქვენ და თქვენი შვილი?
მაია: სოციალური დახმარება 120 ლარი, და გიორგის პენსია – 140, სულ ესაა ჩვენი შემოსავალი. ბინაში კი, 400-ს ვიხდით! ღმერთმა გაახაროს ჩვენი კეთილი მეგობრები, რომლებიც თანხას ვალად მაძლევენ, განუსაზღვრელი ვადებით, ქეთი რომ არა, დიდი ხანია ქუჩაში ავღმოჩნდებოდით… 
– რა არის თქვენი ყველაზე დიდი ოცნება?
მაია: ჩემი უდიდესი და სანუკვარი ოცნებაა, ჩემი შვილისგან ერთი სიტყვა მაინც რომ გავიგო! სხვა არაფერზე ვოცნებობ, ჩემთვის ისაა ყველაზე და ყველაფერზე ძვირფასი… ჩემთვის ყველაზე ახლო და საყვარელი, არ მინდა დავიჯერო, რომ არასდროს ილაპარაკებს! 
– ახლა სახლში რა გჭირდებათ ყველაზე მეტად?
მაია: ძალიან გვჭირდება საწოლი, რომ ჩემს შვილს იატაკზე აღარ ეძინოს… მე არაფერი მიჭირს, ის კი გაცივდება… და კიდევ, ძალიან მინდა სარეცხი მანქანა რომ მქონდეს, ტანსაცმელი ხშირად ესვრება, მე კი ღამღამობით, ხელით მიწევს მისი გარეცხვა, დღისით მეშინია, ოთახში მარტო რომ დავტოვო, რა იცი რა ხდება… არასდროს არ გვაქვს არც პროდუქტის და არც წამლის საყიდელი ფული… თავადაც არ ვიცი საიდან მომაქვს… ყველაფერი უფლის დახმარებით… ჩემი შვილი, საჭმელებს მუდმივად არჩევს, შეუძლებელია აჭამო რამე, რაც არ უნდა, უბრალოდ იშიმშილებს. წამალი, რომელსაც ვაძლევ, „რესპაქსოლი“ თვეში დაახლოებით 40 ლარი ჯდება… ტექნიკასა და პირობებზე უბრალოდ ხმას აღარ ვიღებ, მხოლოდ ტელევიზორი გვაქვს, რომელიც დეპუტატმა გვაჩუქა. გარშემო მიმოიხედეთ, რა პირობებში გვიწევს ცხოვრება… მალე ესეც აღარ გვექნება, შესაძლოა სულაც ქუჩაში დავრჩეთ…
– რატომ გადაწყვიტეთ, ჩვენთვის რომ მოგემართათ?
მაია: თქვენ, ჩემმა მეგობარმა, ქეთიმ მოგმართათ, არც კი ვიცოდი ამის შესახებ, ის ჩვენთვის ყველაფერს აკეთებს, ყველანაირად ცდილობს, რომ დაგვეხმაროს. თქვენთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, ფეისბუქზე თქვენი გვერდი დავათვალიერე, ლოგოტიპი ვიცანი, გამახსენდა, რომ სწორედ თქვენი მანქანებიდან არიგებდნენ უფასოდ პროდუქტს! რა ყოჩაღები ხართ, ამდენ ოჯახს რომ ეხმარებით! უფალი დაგლოცავთ! ძალიან გვიხარია, ჩვენთან რომ მოხვედით, და რა თქმა უნდა, ბედნიერები ვიქნებით, ვინმეს ჩვენთან მოსვლა და ჩვენი, თუნდაც სიტყვიერი მხარდაჭერა მოუნდება!
————–       
     
   მეგობრებო, ამ ისტორიის წაკითხვის შემდეგ, უბრალოდ არ გვაქვს მორალური უფლება, ამ საბრალო ხალხს არ დავეხმაროთ! ვილოცოთ გიორგისთვის, ვევედროთ უფალს, რომ ამ ბიჭისა და მისი საყვარელი დედის ცხოვრება, უკეთესობისკენ შეიცვალოს!
    გადარჩენისთვის, მათ პატარა ოჯახს, ძალიან სჭირდება პროდუქტი, მედიკამენტები, საწოლები, ლოგინები და საოჯახო ტექნიკა! დაეხმარეთ მათ გადარჩენაში, ჩათვალეთ, რომ თქვენი ახლობლები არიან.
      ყველაფერი ჩვენს გულისხმიერებასა და უფლის მოწყალებაზეა  დამოკიდებული. ეს ოჯახი თბილისში ცხოვრობს, შეგიძლიათ თავადაც ეწვიოთ და გაუწიოთ დახმარება. დაურეკეთ მაიას, გაიგეთ ოჯახში რა სჭირდება, გაამხნევეთ და უთხარით, რომ მარტო არ არის და ჩვენ მას გასაჭირში არ მივატოვებთ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
      მათი მისამართია: თბილისი, მუხიანი, სამხედრო ქალაქი, კობის შესახვევი 4 ტელეფონის ნომერი: 571 82 70 79
      მეგობრებო, ჩერნოვეცკის ფონდი იწყებს საქველმოქმედო აქციას  მაია ხირდაევას და მისი შვილის დასახმარებლად. როგორც იცით, ჩვენი ფონდის დახმარება, ერთჯერადი როდია. ქართველებმა უნდა იცხოვრონ ისე, როგორც ეს დედამიწის ზურგზე ყველაზე ამაყ ერს შეეფერება! 
         აუცილებლად გააზიარეთ ეს ინფორმაცია, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ, ამ ოჯახის უბედურების შესახებ! ეს მნიშვნელოვანია!
       უფალი გვაძლევს შესაძლებლობას ვიზრუნოთ იმ ადამიანებზე, ვისაც ამის ძალა თავად არ შესწევთ. 
        მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს, თუ კი შეიტყობთ, რომ  თქვენს ნაცნობს ან მეზობლს დახმარება სჭირდება, გთხოვთ, გამოიჩინეთ გულისხმიერება და მოგვწერეთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე:  office-fsp@fsp.ge.
თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება:მაია ხირდაევა)
ვებ-გვერდიდან: 
სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალებიდან:  OPPA, TBCpay დაExpressPay.
ფონდის დამატებითი ვალდებულებებსა და უფლებებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus)
           ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს – 0901 200 270
      ჩვენ უკვე დავეხმარეთ უამრავ გაჭირვებულს! გავუმართოთ ხელი ამ საბრალო ქალსაც. ბედისწერისგან დაზღვეული არავინაა! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება თავადაც დაგვჭირდეს!
თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2020 ივლ 28
მედიკამენტები
400.00₾
2020 ივლ 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
80.00₾

სულ ხარჯები:

480.00₾

დარჩა:

0.00₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.10.2020 13:34:52
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.09.2020 13:18:52
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
23.08.2020 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
23.08.2020 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
23.08.2020 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
23.08.2020 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
23.08.2020 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
23.07.2020 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.07.2020 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.07.2020 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.06.2020 11:44:44
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.06.2020 20:00:00
₾100.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.06.2020 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.06.2020 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
23.06.2020 21:47:08
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
22.06.2020 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
22.06.2020 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
22.06.2020 13:39:40
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.06.2020 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.06.2020 20:00:00
₾10.00

შემოწირულია:

₾480.00

61 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾480.00

61 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება