თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!
3 წლის ნიკოლოზს ისე უნდა, რომ ხედავდეს… „დედიკო, უკვე ღამეა?.. ჯერ ისევ დღეა, პატარავ… ვაი, ეს რა საშინელება გვჭირს… უფალო, დაგვეხმარე! საქართველოვ, დაგვეხმარე!“ – 3 წლის ნიკოლოზის, ყველაზე ლამაზი ქართველი ბავშვის დედა – ლია ძულიაშვილი, მისთვის და საქართველოს ყველა ბავშვისთვის ლოცულობს.
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
BAGAGE22
კოპირებულია
ნომერი:
GE64BG0000000470458000
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
TBCBGE22
კოპირებულია
ნომერი:
GE15TB7194336080100003
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
LBRTGE22
კოპირებულია
ნომერი:
GE42LB0115113036665000
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
3 წლის ნიკოლოზს ისე უნდა, რომ ხედავდეს… „დედიკო, უკვე ღამეა?.. ჯერ ისევ დღეა, პატარავ… ვაი, ეს რა საშინელება გვჭირს… უფალო, დაგვეხმარე! საქართველოვ, დაგვეხმარე!“ – 3 წლის ნიკოლოზის, ყველაზე ლამაზი ქართველი ბავშვის დედა – ლია ძულიაშვილი, მისთვის და საქართველოს ყველა ბავშვისთვის ლოცულობს.
„ყოველდღე ვკვდები ფიქრისგან, რომ შესაძლოა, ჩემი პატარასთვის იმედი არსებობს, მაგრამ სრული სიღარიბის გამო, მე მას ვერანაირად ვეხმარები. ღმერთო, ეს სამყაროში ყველაზე საშინელი სატაჯველია – ხედავდე საკუთარი შვილის წამებას…“ – ლიამ გულში ჩაიკრა ნიკოლოზი, რომელიც თავისი პატარა ხელებით დედას თვალზე ცრემლებს წმენნდა.
„ნიკოლოზი მუდმივად მთხოვს ხელში აყვანას, ტირის, გადაადგილება უნდა… თერაპიული მასაჟები, წამლები, გამოკვლევები ესაჭიროება, მაგრამ… მე ბავშვებისთვის საკვებიც კი არ მაქვს, მკურნალობაზე ხომ საუბარიც ზედმეტია…?“
ძულიაშვილების მრავალშვილიანი, სოციალურად დაუცველი ოჯახი 4 ბავშვითა და სუსტი ჯანმრთელობის მქონე მშობლებით, დიდი იმედით მიმართავს ფონდის ყველა მეგობარს. მოდით, ერთად დავეხმაროთ მათ! ქართველი ბავშვები ყველაზე ბედნიერები უნდა იყვნენ! ისინი საქართველოს იმედები არიან!
40 წლის მრავალშვილიან დედას, ლია ძულიაშვილს, ბევრმა ადამიანმა ურჩია, ბავშვთა თავშესაფარში ჩაებარებინა 3 წლის პატარა ნიკოლოზი. თითქმის ბრმა არის და დაიტანჯებითო!
„მე დედა ვარ, და ბოლო ამოსუნთქვამდე, ჩემი შვილებისთვის, უნდა ვიბრძოლო. მაგრამ, სიმართლე გითხრათ, პატარას გამო, ძალიან მეშინია“ – გვეუბნება ლია.
ეს ოჯახი, საქართველოში, ერთ-ერთი ყველაზე გაჭირვებული და უბედურია! დედა, ლია და 43 წლის მამა, სოსო ფოცხვერაშვილი, ორივე, მძიმედ არიან ავად! საგარეჯოს რაიონში, სოფელ თოხლიაურში ცხოვრობენ და ოთხ შვილს ზრდიან: 13 წლის არჩილს, 11 წლის „ანანოს, 10 წლის ციცის და 4 წლის ნიკოლოზს.
ლია ანემიით იტანჯება, სოსოს კი დიაბეტის მძიმე ფორმა აქვს. ეს ჯანმრთელობით ამდენად სუსტი ადამიანები, სულიერად არიან ძალიან ძლიერნი, მათ უზომოდ სწამთ უფლის და მთელი გულით სჯერათ მისი სიყვარულის! – სწორედ ესაა მათი მთავარი საყრდენი და ეს აძლევს ძალას, ფეხზე მყარად რომ იდგნენ.
– რის გეშინიათ, ლია?
ლია: მხოლოდ იმის, რომ ჩემი პატარები უცხო ხალხში თუ აღმოჩნდებიან, არ დაიღუპონ. მე და სოსო, საკუთარ თავზე დიდი ხანია აღარ ვფიქრობთ! ავად ვართ, ოჯახის თითქმის ყველა წევრი.
*
ვგრძნობ, რომ საკუთარ თავზე უკვე ხელი მაქვს ჩაქნეული… ყოველდღიური საყოფაცხოვრებო სირთულეებიც და ჩემს მეუღლის მოვლაც, მე მაწევს მხრებზე. სამუშაოდ ჩვენ არ გამოვდგებით. დილა თენდება, და მინდა დღე მალე დასრულდეს, დაღამდება და დარდი, ფიქრი და ნერვიულობა არ მაძლევს თვალის მოხუჭვის საშუალებას.
თავადაც მიკვირს, როგორ ვუძლებ, მაგრამ მეც და ჩემს მეუღლესაც, ძალას ჩვენი შვილები გვმატებენ…
ვცდილობთ, რომ ოჯახში კარგზე ვისაუბროთ, ბავშვებს იმედი ჩავუსახოთ, რომ ნიკოლოზი გამოჯანმრთელდება, შეძლებს სიარულს და აეხილება თვალი. მაგრამ მათ თვალებზე, ცრემლს ხშირად ვამჩნევ, მათ ხომ ყველაფერი ესმით… ნიკოლოზისთვის, უფალს მადლობას ვწირავ… მიუხედავად იმისა, რომ ვერ ხედავს და მხოლოდ ხოხავს, ძალიან აქტიური, საზრიანი, და მოსიყვარულე ბავშვია, მიკვირს, რამდენად კარგად მღერის საბავშვო სიმღერებს. მას სპეციალური სწავლება სჭირდება, მაგრამ რაიონში არ გვაქვს ასეთი რამ …
*
– ლია, გვითხარით, თუ შეიძლება, რა არის ნიკოლოზის ჯანმრთელობის მთავარი პრობლემა, დაეხმარება, თუ არა ოპერაცია, რას გეუბნებიან ექიმები და როდის მიხვდით, რომ ბავშვი ვერ ხედავს?
ლია: ეჭვი მაქვს, რომ ნიკოლოზის მხედველობის პრობლემის მიზეზი, მშობიარობის დროს მიღებული ტრავმაა, რომლის შესახებაც არაფერი არ მითხრეს და მხოლოდ სამშობიაროდან გაწერის შემდეგ, ბავშვის კეფაზე ნაწიბური ავღმოვაჩინე. მოგვიანებით კი მივხვდი, რომ ბავშვი ვერ ხედავს. შევეცადე სამშობიაროში გამერკვია, ჩემს შვილს რა დაემართა, მაგრამ არაფერი კონკრეტული არ მითხრეს. ზოგიერთი ექიმი გვარწმუნებს, რომ ოპერაციას შედეგი ექნება, თუმცა ერთი წლის წინ, თბილისში, ჯავრიშვილის თვალის კლინიკაში, ივარაუდეს, რომ უკრაინაში შეძლებენ ასეთი ოპერაციის გაკეთებას და იმ თვალის გადარჩენას, რომელიც ჯერ კიდევ აღიქვამს შუქს. მაგრამ ჩვენ ამის შესაძლებლობა არ გვაქვს. ახლა ვცდილობთ, ნიკოლოზს მასაჟით დავეხმაროთ, რათა სიარული შეძლოს. მას ხანგრძლივი, ინტენსიური მასაჟი სჭირდება, მაგრამ სოციალური დახმარების სააგენტო, თვეში მხოლოდ ათდღიან კურსს აფინანსებს, რომელშიც შედის 2-3 დღე მასაჟი, და ასევე სპეციალური გაკვეთილები და აქტივობები. რა თქმა უნდა, ამისთვის, ადგილობრივი ადმინისტრაციის, ძალიან მადლობელი ვართ, მაგრამ ჩვენ იმის საშუალებაც კი არ გვაქვს, რომ ის წამლები ვიყიდოთ, რომელსაც ნიკოლოზს ნევრლოგი უნიშნავს, ბავშვი ხშირად ყვირის, ტირის და ნერვიულობს. დანარჩენი ბავშვებიც ძალიან ნერვიულობენ, მის მდგომარეობას რომ უყურებენ. გოგონებსაც დაეწყოთ ჯანმრთელობის პრობლემები. უფროს გოგონას მკურნალობა და მასაჟები სჭირდება, უმცროსმაც დაკარგა მხედველობა მარჯვენა თვალში, თავის ტკივილები და გულის რევა აწუხებს.
*
– შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთან ერთად, რაიონულ ცენტრში, როგორ ახერხებთ სიარულს?
ლია: თქვენ ვერ წარმოიდგენთ, ეს რამდენად ძნელია, ბავშვი უკვე დიდია, სახლიდან ტრასამდე თითქმის 3 კილომეტრი ხელში აყვანილი მიმყავს, იმ ადგილამდე სადაც ვდგავარ ხოლმე და საგარეჯოში წასასვლელად, ტრანსპორტს ველოდები, რომელმაც შესაძლოა არც გამიჩეროს. მერე, იგივე გზა უკან მაქვს გამოსავლელი, სახლში რომ დავბრუნდე. ეტლში არ ჯდება, თანაც უკვე აღარც ეტევა, არ ვიცი, კიდევ რამდენ ხანს გავძლებ…
*
– ლია, ოჯახში პრობლემები როდის დაიწყო, მანამდე როგორ ცხოვრობდით?
ლია: ფინანსურად ყოველთვის გვიჭირდა, მაგრამ ბედნიერი ოჯახი ვიყავით. მე და სოსოს, პირველი შვილი, ქორწინებიდან 4 წელიწადში გაგვიჩნდა. კი, მაშინ ნამდვილად ბედნიერი ვიყავი, მეუღლესთან ურთიერთობაში ახლაც არანაირი პრობლემა არ მაქვს, ერთმანეთს, მხარში მხოლოდ ჩვენ თუ ამოვუდგებით, არავის დახმარების იმედი არ გვაქვს… ნათესავებსაც ასეთივე მძიმე საცხოვრებელი პირობები აქვთ, მათაც ძალიან უჭირთ… მაზლის ოჯახიც ამ სახლში ცხოვრობს, ისინიც ჩვენსავით სოციალურად დაუცველები და შიმშილის ზღვარზე არიან.
ცოტა ხნით, ჩვენს საუბარს ლიას მეუღლეც, 43 წლის სოსო ფოცხვერაშვილიც შემოუერთდა.
– სოსო, როგორ მოხდა, ასეთ მძიმე სიტუაციაში რომ აღმოჩნდით, როგორც ოჯახის უფროსი, როგორ შეაფასებდით ამ მდგომარეობას?
სოსო: რა გითხრათ… ჩემს ოჯახსაც კი ვერაფრით ვანუგეშებ… მხოლოდ სოციალური დახმარების იმედად ვცხოვრობთ. შესაძლოა, მარტივი სამუშაოს შესრულებას შევძლებდი კიდეც, მაგალითად მძღოლად რომ მემუშავა, მაგრამ წამლები მუდმივად უნდა მივიღო, გულისა და სისხლძარღვების პრობლემა მაქვს, თანაც გვეშინია, სახელმწიფოს დახმარება არ დავკარგოთ. ადრე მშენებლობაზე ვმუშაობდი, მაგრამ ცოტა ხანში ჯანმრთელობის პრობლემები დამეწყო და თავის დანებება მომიწია. არც კი ვიცი, რამდენად შესაძლებელია, ჩვენს ცხოვრებაში რამე უკეთესობისკენ რომ შეიცვალოს… ნიკოლოზი სულ ხელში აყვანას ითხოვს, ტირის, გადაადგილება უნდა… მეუღლეს ვეხმარები შეძლებისდაგვარად.
– ლია, როგორ გაიცანით სოსო, რამდენი ხანია, რაც ერთად მოდიხართ ცხოვრების გზაზე?
ლია: ეს თითქმის 17 წლის წინ იყო – შემთხვევით, მეგობრის დაბადების დღეზე გავიცანით და მაშინვე მოგვეწონა ერთმანეთი. ვგავართ ერთმანეთს, ახლაც გვეუბნებიან, რომ და-ძმასავით ვართ. ჩვენ, ორივეს, და ბავშვებსაც ცისფერი თვალები გვაქვს. გაცნობიდან ერთ თვეში დავქორწინდით. ოთხი წელი შვილი არ გვიჩნდებოდა. მერე არჩილი დაიბადა… ჯანმრთელი შვილები მყავდა, მაგრამ ბოლო რამდენიმე წელიწადში, ყველაფერი შეიცვალა… ნიკოლოზს რომ ველოდებოდი, ექიმები მეუბნებოდნენ, რომ დაბალი ჰემოგლობინი მქონდა და გამიჭირდებოდა მშობიარობა… მაგრამ მე მაინც გავრისკე… რადგან უფალმა შვილი მაჩუქა, მე მას ვერაფრით ვერ მოვკლავდი…
– ლია, თქვენ იცით, რომ ბევრი დედაა ასეთივე რთულ მდგომარეობაში, ან უარესშიც კი, მათთვის რამე სათქმელი თუ გაქვთ?
ლია: დიახ, დიახ, უპირველეს ყოვლისა, ვუსურვებ, რომ უფალმა გადმოხედოს, და გააძლიეროს, მისცეს მათ იმის ძალა, რომ თავიანთი შვილებისთვის, არაფერზე უკან არ დაიხიონ. ყოველთვის შეუძლიათ, მხარში რომ ამოუდგნენ მათ, და ფარ-ხმალი არასდროს არ უნდა დაყარონ… მთავარი ისაა, რომ ბავშვები მათ სიყვარულს გრძნობდნენ…
მიუხედავად ყველაფრისა, ჩემი შვილები, მშობლების მხრიდან ყურადღებისა და სითბოს ნაკლებობას, არასდროს განიცდიან. ხშირად იმასაც კი მეუბნებიან, რომ უკვე დიდები არიან და სჯობს ნიკოლოზს მოვეფერო, რომ არ იტიროს და არ ინერვიულოს…
*
ლიამ დაგვრთო ბავშვებთან გასაუბრების ნება, მათგან კი შევიტყვეთ, რომ არ აქვთ არც წიგნები და არც სათამაშოები, ზღვის ნახვაზე ოცნებობენ, და ხორცის კერძები ენატრებათ. ჯერ ანანოს(11 წლის) გავესაუბრეთ.
* *
– ანანო, გვითხარი, უკვე მოიფიქრე, ვინ გახდები, რომ გაიზრდები?
ანანო(11 წლის): ძალიან მიყვარს მუსიკა, მაგრამ მინდა, ხატვის მასწავლებელი რომ გავხდე.
– კარგად ხატავ?
ანანო(11 წლის): არა, უფროსი ძმა მასწავლის, ათიანებსაც კი მიწერს, თვითონ ძალიან კარგად ხატავს.
– რომელი ზღაპრის ან მულტფილმის გმირები მოგწონს, ვის გინდა რომ ჰგავდე?
ანანო(11 წლის): მულტფილმებიდან, დები, ანა და ელზა მომწონს ყველაზე მეტად, ძალიან ლამაზები და მამაცები არიან. ელზას ისეთი ლამაზი კაბა აქვს… მე კი არ მაქვს ლამაზი კაბები… ვისურვებდი, ისევე ლამაზად გამოვიყურებოდე, როგორც ელზა… გრძელი თმა მაქვს, და მომწონს, დედა ვარცხნილობებს რომ მიკეთებს… კიდევ მაშა მომწონს… მინდა მქონდეს ესეთი თოჯინა…
– შენს მეგობრებს, სათამაშოებს გაუყოფდი?
ანანო(11 წლის): კი, ჩემს საუკეთესო მეგობარს, ბარბარე ჰქვია – ის ჩემი ბიძაშვილია და თანაც, ერთ კლასში ვსწავლობთ. ყოველთვის ერთად ვთამაშობთ ხოლმე, ძალიან კეთილი გული აქვს და ნიკოლოზიც ძალიან უყვარს. ვფიქრობ, მეც კარგი მეგობარი ვარ მისთვის.
– ანანო, ბედნიერი ხარ? რა გჭირდება, თავი ბედნიერად რომ იგრძნო?
ანანო(11 წლის): მე ბედნიერი ვარ, მაგრამ ვოცნებობ, ნიკოლოზს თვალები რომ აეხილოს. მასაც უყვარს მუსიკა და მუსიკალური სათამაშოები, განსაკუთებით მანქანები. საბავშვო ჭოჭინა მოსწონს, იმიტომ, რომ შეუძლია დაეყრდნოს, მაგრამ მისთვის იქ ჩაჯდომა არ შეიძლება, დიდია უკვე.
კიდევ ძალიან მინდა ვნახო, როგორია ზღვა, ძალიან მიყვარს წყალში ჭყუმპალაობა, მაგრამ ჩვენ აქ, მხოლოდ ონკანი გვაქვს… ძალიან მინდა გასაბერი აუზი რომ გვქონდეს.
– რომელი საჭმელი გიყვარს ყველაზე მეტად?
ანანო(11 წლის): ძალიან მიყვარს ხინკალი… დედა აკეთებდა ადრე, მაგრამ ახლა აღარ…
– რატომ აღარ აკეთებს? ალბათ დრო არ აქვს?
ანანო(11 წლის): არა… უბრალოდ ხორცს აღარ ვყიდულობთ.
ანანოს შემდეგ 13 წლის არჩილი გაგვესაუბრა. ძალიან უყვარს ბუნება, მისი ოცნება კი აჭარის ნახვაა.
– აჩიკო, ვიცი, რომ კარგად ხატავ, რა გამოგდის ყველაზე კარგად?
არჩილი(13 წლის): ძალიან კარგად გამომდის პორტრეტები, ტაძრებსაც ხშირად ვხატავ. ძირითადად ფანქრით ვხატავ ან პასტელით, მაგრამ არ მაქვს საჭირო მასალა. კიდევ მიყვარს პატარა ფიგურების გამოჭრა ხისგან.
* *
– ხატვა ვინ გასწავლა? ალბათ უკვე გადაწყვეტილი გაქვს, მხატვარი რომ გამოხვიდე?
არჩილი(13 წლის): სკოლაში ძალიან კარგი მასწავლებელი მყავს, ის მასწავლის… მაგრამ მე ვისურვებდი, ფეხბურთელი რომ გავხდე. სტადიონზე, მეგობრებთან ერთად ხშირად ვთამაშობ ხოლმე. კარგად არ გამომდის, მაგრამ მინდა, რომ ვისწავლო. ძალიან მეგობრული კლასი გვყავს, ათნი ვართ და ყველანი პატივს ვცემთ ერთმანეთს. სკოლაში ნორმალურად ვსწავლობ, მიყვარს მათემატიკა, ქართული, ხელოვნება, მუსიკა და სპორტი. ბუნებაზე და ცხოველებზე მიყვარს წიგნები.
ახლა, სკოლის ბუქის პრობლემა გვაქვს, კლავიატურა გაფუჭდა, ცუდად მუშაობს, თან ინტერნეტიც არ გვაქვს, ამიტომაც ვერ ვსწავლობთ, სხვა ბავშვებთან ერთად.
* *
– აჩიკო, მომავალში, რის გაკეთებას ისურვებდი შენი ოჯახისთვის?
არჩილი(13 წლის): როდესაც გავიზრდები, ჩემი ხელფასით, ჩემს ოჯახს დავეხმარები. ჩემს ოჯახსა და ნიკოლოზს, არასდროს არ მივატოვებ. მსოფლიოში ყველაზე მეტად, ისინი მიყვარს… ძილის წინ, ხშირად ვლოცულობ ნიკოლოზისთვის. იცით, მე მიჯერებს ყველაზე მეტად. შეიძლება ყვიროდეს და ჭირვეულობდეს, მაგრამ მე, ხუმრობით რომ ვეტყვი, მაშინვე ჩერდება. ის ყველას უსიტყვოდ გვცნობს, ხელებით გვეფერება სახეზე, იცის, ვინ ვინ არის. ნიკოლოზს სათამაშოები უყვარს, მაგრამ არ აქვს.
– შენთვის საჩუქრად რას ისურვებდი?
არჩილი(13 წლის): ძალიან მინდა ველოსიპედი და კომპიუტერი…
უმცროსმა, ციციმ, გაგვანდო ოცნება, რომ მუსიკოსი უნდა გამოვიდეს და ელოდება შესაძლებლობას, ფორტეპიანოზე დაკვრა რომ ისწავლოს. თავისთვის და თავის დისთვის კი ორი პარიკი გვთხოვა, ვარდისფერი და იასამნისფერი.
*
– ლია, რა იმედებით მიმართეთ ფონდს? თქვენთვის უცნობი ადამიანების სიკეთის გჯერათ?
ლია: მჯერა იმიტომ, რომ 2 წლის წინ, სრულიად უცნობმა ადამიანმა რაიონის ადმინისტრაციასთან ნიკოლოზით ხელში რომ დამინახა, გვიყიდა და გვაჩუქა ეტლი…
ფონდსაც დიდი იმედით მივმართე, მაგრამ ამავდროულად შიშით, რომ სოციალურ დახმარებას მოგვიხსნიან…
მას შემდეგ, რაც დაგვიკავშირდით, ბავშვებს თვალები უბრწყინავთ, სასწაულის მოლოდინში არიან… კარანტინის გამო, ისინი სწავლების გარეშეც კი დარჩნენ, ჩვენ არ გვაქვს ინტერნეტი და დისტანციური გაკვეთილები, ჩვენთვის არაა ხელმისაწვდომი. გმადლობთ, რომ გამოგვეხმაურეთ…
—
მეგობრებო, ამ ამბის წაკითხვის შემდეგ, უბრალოდ არ გვაქვს მორალური უფლება, არ დავეხმაროთ ამ საბრალო ადამიანებს! ვილოცოთ ნიკოლოზისთვის, მისი დებისთვის და ძმისთვის. ყველამ ერთად ვევედროთ უფალს, ამ ბიჭისა და მისი ოჯახის ცხოვრება, უკეთესობისკენ რომ შეიცვალოს!
გამოვიჩინოთ გულისხმიერება, ხელი გავუმართოთ მათ და მივცეთ ბავშვებს შესაძლებლობა, ნორმალურად განვითარდნენ და ბედნიერი ბავშვობა ჰქონდეთ. შეგიძლიათ თავად ეწვიოთ ამ ოჯახს და გაუწიოთ დახმარება. მერწმუნეთ, ბავშვებს ძალიან გაახარებთ!
დაურეკეთ ლიას, ჰკითხეთ რა სჭირდება, გაამხნევეთ და უთხარით, რომ მარტო არ არის და გასაჭირში არ მივატოვებთ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მათი მისამართია: საგარეჯოს რაიონი, სოფელი თოხლიაური. ტელეფონის ნომერი: 598 32 22 36.
მეგობრებო, ჩერნოვეცკის ფონდი იწყებს საქველმოქმედო აქციას ძულიაშვილების ოჯახის დასახმარებლად. როგორც იცით, ჩვენი ფონდის დახმარება ერთჯერადი როდია. ბავშვების გარეშე, ქვეყანას არ აქვს მომავალი! გავუფრთხილდეთ მომავალ თაობას! დავეხმაროთ გადარჩენაში! „ჩაწერეთ“ ისინი თქვენი ნათესავების სიაში და ეჭვიც არ გვეპარება, უფალი დაგლოცავთ.
აუცილებლად გააზიარეთ ეს ინფორმაცია, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის უბედურების შესახებ! ეს მნიშვნელოვანია!
უფალი გვაძლევს შესაძლებლობას ვიზრუნოთ იმ ადამიანებზე, ვისაც ამის ძალა თავად არ შესწევთ. ყველა ერთნაირად კეთილი ვერ იქნება. გვერდს ნუ აუვლით გაჭირვებულს, თითოეული მათგანი უფლისგანაა ნაბოძები, რათა შევძლოთ ღმერთს ჩვენი რწმენა, არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ კეთილი საქმითაც რომ დავუმტკიცოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს, თუ კი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობლს დახმარება სჭირდება, გთხოვთ, გამოიჩინეთ გულისხმიერება და მოგვწერეთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება:ძულიაშვილების ოჯახი)
ვებ-გვერდიდან:
სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალებიდან: OPPA, TBCpay და ExpressPay.
ფონდის დამატებითი ვალდებულებებსა და უფლებებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus)
თითოეულ ზარს შეუძლია გადაარჩინოს ადამიანის სიცოცხლე – 0901 200 270
ვიფიქროთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს სულზე და ვუახლოვდებით უფალს!