ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

უფალს მხოლოდ იმას ვევედრები, დედიკო ცოცხალი რომ იყოს!

გაჭირვებით აღსავსე ცხოვრება! მხოლოდ ის მინდა, დედიკო ცოცხალი რომ იყოს, სხვა არაფერი! - სანდომიანი ბიჭი, გიორგი, სწორედ ამ სიტყვებით შემოგვეგება, და შეწუხებულმა გახედა საყვარელ დედიკოს.
2,111.42 ₾
130
დონორები
შეგროვებულია
გაჭირვებით აღსავსე ცხოვრება!

მხოლოდ ის მინდა, დედიკო ცოცხალი რომ იყოს, სხვა არაფერი! - სანდომიანი ბიჭი, გიორგი, სწორედ ამ სიტყვებით შემოგვეგება, და შეწუხებულმა გახედა საყვარელ დედიკოს.

რაზე ოცნებობენ ქართველი ბიჭები 16 წლის ასაკში? რა თქმა უნდა იმაზე, რომ მაგარი მანქანებით იარონ, ყველაზე ლამაზ გოგონებს მოაწონონ თავი... მაგრამ გიორგი სხვანაირია. მისი სანუკვარი ოცნებაა, მისი დედიკო ჯანმრთელი იყოს და დიდხანს იცოცხლოს, მისმა უმცროსმა ძამიკომ, 8 წლის ბექამ და 11 წლის დაიკომ, ამელიამ კი, აღარასდროს არ იშიმშილონ. 

გიორგი ჯერ ძალიან ახალგაზრდაა, მისი ცხოვრება ახლა იწყება, მაგრამ უკვე საშინელი ტანჯვა აქვს გადატანილი. ბიჭს მოუწია იმის ცქერა, თუ როგორ სცემდა მისი მხეცი მამა დედიკოს, შეეჩეხა გაუსაძლის შიმშილს და გაჭირვებასა.

ალბათ იკითხავთ, რა უნდა იყოს ამაზე უარესი? მაგრამ განგებამ ესეც არ აკმარა. 2 წლის წინ, მის დედიკოს - იას, საშინელი დიაგნოზი დაუსვეს, საკვერცხეების კიბო... მას შემდეგ, ბიჭის გულში საშინელმა გრძნობამ დაისადგურა - მსოფლიოში ყველაზე საყვარელი და ახლობელი ადამიანის დაკარგვის შიშმა.

ეს საშინელება და ხვალინდელი დღის შიში - ახალგაზრდა ქართველი ვაჟკაცის ყოველდღიური ცხოვრება გახლავთ... და მისი თვალები სწორედ ამ გრძნობებს აფრქვევს...

გიორგის ძალიან უნდა, რომ ყველას თავი ძლიერად მოაჩვენოს! მაგრამ სინამდვილეში, ის ჯერ კიდევ ბავშვია - ნამდვილი, ბავშვი, რომელიც შეშინებულია და უძლურია ამ სიძნელეების წინაშე...  ღმერთო! საქართველოს ყველა ბავშვს აშორე ასეთი ხვედრი! 

გიორგი (16 წლის): უფალს მხოლოდ ერთს ვთხოვ - რომ დედიკო ჯანმრთელი იყოს! სჯობს მე, ოღონდ დედიკო არა... გვიმალავს, რომ კიბოთია დაავადებული, და თვითონაც ეშინია, მაგრამ მე ხომ ყველაფერს ვხვდები... მხოლოდ იმის მეშინია - რომ დედიკო აღარ გვეყოლება. ის მთელს მსოფლიოში ერთადერთი ადამიანია, ვისაც ვუყვარვართ. მეტი არავინ არ გვყავს... მხოლოდ ჩვენ ვართ და დედიკო.


ძალიან განიცდის, რომ საჭმელი არ გვაქვს... არ მინდა, რომ თავი დამნაშავედ იგრძნოს და ინერვიულოს. ამაში ხომ არაფერია მისი ბრალი, მე ხომ ნანახი მაქვს, რამდენი ტანჯვა გადაიტანა...

როდესაც გადაწყვიტა, რომ მამას დაშორებოდა, ზუსტად ვიცი, რომ ესეც ჩვენთვის გააკეთა... ტიროდა, არა იმის გამო, რომ მამა სცემდა, არამედ იმიტომ რომ ხედავდა, როგორ ვტიროდით, როგორ ვიკეტებოდით ოთახში და ველოდით, ამ კოშმარის დასრულებას...

ძალიან მინდა, ვინმესგან მხარდაჭერა რომ ვიგრძნო, სულ მარტონი ვართ და არავის არ ვჭირდებით... როდესაც ფეისბუქში თქვენი ფონდის გვერდს წავაწყდი, ჩემს გულში იმედის ნაპერწკალი აენთო და გამიჩნდა რწმენა, რომ განსაცდელში არ მიგვატოვებთ, რომ ხალხი ჩვენს გასაჭირს გულთან ახლოს მიიტანს და მარტონი აღარ ვიქნებით.

- გიორგი, გვიმბე, ჩერნოვეცკის ფონდის მეგობრებმა რის შესახებ უნდა შეიტყონ?

გიორგი (16 წლის): უკვე 16 წლის ვარ და მუშაობა მინდა! ოჯახი უნდა შევინახო, იმიტომ, რომ სახლში ერთადერთი ზრდასრული მამაკაცი ვარ. არ მაქვს სწავლის დრო, საკვებზე უნდა ვიზრუნო ჩემი დაიკოსთვის და ძამიკოსთვის, დედას მოვუარო. ამჟამად, ჩემი მთავარი მიზანია - რაც შეიძლება მალე დავიწყო მუშაობა, თუნდაც მაღაზიაში, კონსულტანტად. 

- გასაგებია, გიორგი. ნება მომეცი, შენი სახელით, ფონდის მეგობრებს მივმართო:

მეგობრებო, მოდით გიორგის, სამსახურის დაწყებაში ყველანი  ერთად დავეხმაროთ! დავეხმაროთ არაგვიშვილების ოჯახს, რათა თავისუფლად ამოისუნთქონ და ხვალინდელი დღის იმედი გაუჩნდეთ! 

        - ვფიქრობ, შენს სიტყვებსა და ჩვენს მიმართვას აუცილებლად ექნება გამოხმაურება და შენ შეძლებ იზრუნო ოჯახზე, ისე როგორც ეს ნამდვილ ქართველ მამაკაცს შეეფერება! მაგრამ, იქნებ გვითხრა, შენი საკუთარი თავისთვის, გიორგისთვის რაზე ოცნებობ?

         გიორგი(16 წლის): მთელი ცხოვრება ფეხბურთელობაზე ვოცნებობდი, და ახლაც ვოცნებობ... მსურდა ცნობილი, მოთხოვნადი ვყოფილიყავი და მაღალი ანაზღაურება მქონოდა, დედიკოს კი აღარასდროს ჰქონოდა იმის დარდი, რომ ფული არ გვაქვს. მაშინ შევძლებდი მეყიდა მისთვის ყველაფერი, რაზეც ოცნებობს...

        სიგიჟემდე მიყვარს ფეხბურთი და ძალიან კარგად ვთამაშობ, მაგრამ ვხვდები, რომ ჩემს ოცნებას ახდენა არ უწერია... ფეხბურთის თამაში არასდროს მისწავლია, და პროფესიონალი ვერასდროს გავხდები. აწი ვის რაში ვჭირდები? ფეხბურთის სამყაროში, ჩემი არსებობის შესახებაც კი არავინ იცის... 

მაგრამ ახლა, ჩემი დაიკოსთვის, ძამიკოსთვის, და დედიკოსთვისაც კი სამაგალითო უნდა გავხდე... უნდა დავამტკიცო, რომ მე, მამაჩემისგან განსხვავებით ნამდვილი მამაკაცი ვარ! დედა მეუბნება, რომ გარეგნულად, მამას ძალიან ვგავარ. მე კი არ მინდა, ჩემში ხედავდეს იმ საშინელ ადამიანს. მე სხვანაირი ვარ... მე დედას არასდროს არ ვაწყენინებ, და საერთოდაც არასდროს არ ვაწყენინებ ქალს.

ბიჭების უმეტესობა, ცდილობს თავიათ მამებს დაემსგავსონ, მე კი მხოლოდ ის მინდა, ჩემი დედიკოსავით ძლიერი და მოსიყვარულე რომ ვიყო... იგი ყოველთვის ცდილობდა, და დღესაც ცდილობს, ჩვენთვის ყველაფერი გააკეთოს, და მასზე ძალიან ვდარდობ... 

- გიო, შენ უკვე ნამდვილი მამაკაცი ხარ! ჩვენ კი აუცილებლად დაგეხმარებით შენი ოცნებებისა და გეგმების განხორციელებაში. მთავარია გწამდეს!

ახლა მინდა, შენს დედიკოსაც გავესაუბრო.

- ია, რამდენადაც ვიცი, კიბო გაქვთ. შეგიძლიათ, დაავადებაზე უფრო დაწვრილებით რომ გვიამბოთ? რით შეგვიძლია რომ დაგეხმაროთ? 

ია: არა, ძვირფასო! მე თქვენთვის ამის გამო არ მომიმართავს. ფონდს სულაც არ ვთხოვ დაავადების მკურნალობაში დახმარებას! სოციალურად დაუცველები ვართ და აქედან გამომდინარე, სამედიცინო დახმარება და მედიკამენტები ჩემთვის სრულიად უფასოა. მალე ოპერაციას გამიკეთებენ და ამიტომაც, ახლა დღეგამოშვებით დავდივარ საავადმყოფოში და ანალიზებს ვაბარებ. იმედი მაქვს, რომ ოპერაციის შემდეგ, ბოლოსდაბოლოს შევძლებ მუშაობას და ჩემი შვილებისთვის ყველაფერს გავაკეთებ.

- მწამს, რომ აუცილებლად ასე იქნება! სრულიად გამოჯანმრთელების შანსი თუ არის? ექიმები რას გეუბნებიან?

ია: დიახ, დიახ, ნამდვილად არის! მთელი გულით მინდა ჯანმრთელი ვიყო, ჩემი შვილების გვერდით რომ ვიყო. დავძლევ დაავადებას, მე ამის მჯერა! საკვერცხეების კიბო მაქვს, მაგრამ ოპერაციის დროს სიმსივნეს მთლიანად ამოკვეთენ. მაშინ ფეხზე დადგომას შევძლებ... ჩემი შვილების გამო, მზად ვარ ავიტანო ეს ყველაფერი! სწორედ ისინი არიან ჩემი ცხოვრების აზრი. მათთვის, მე ვარ დედაც, მამაც, ბებიაც და ბაბუაც. ყველას მაგივრობა მე გავუწიე... იცით, მე დავუმალე მათ ჩემი დაავადება, მაგრამ მაინც გაიგეს... არ მინდოდა ბავშვების შემეშინებინა. განსაკუთრებით გიოსი (16 წლის), ის ხომ უკვე დიდია და ნერვიულობს. ძალიან ცდილობს ამის დამალვას, მაგრამ მე ხომ ვხედავ...

- ია, ფონდისგან რას ელოდებით? რით შეგვიძლია რომ დაგეხმაროთ? 

ია: გთხოვთ დაეხმაროთ ჩემს შვილებს... საჭმელი არ გვაქვს... ღმერთის წყალობით, ჩემი შვილები არ ჭირვეულობენ, არ წუწუნებენ,  იმას ჭამენ რასაც მე ვაძლევ, რადგანაც ესმით, რამდენად მძიმეა ჩვენი მდგომარეობა... გარდა ამისა, საკუთარი ჭერი არ გაგვაჩნია, სახლში მაცივარი და სარეცხი მანქანაც არ გვაქვს... ყველაფრის ხელით რეცხვა მიწევს, ეს კი ჩემს მდგომარეობაში ძალიან რთულია. ყოველ ათ წუთში დასასვენებლად ვწვები, მთელი სხეული მტკივა...

- როგორია თქვენი რაციონი? საერთოდ რას ჭამთ?

ია: მხოლოდ მაკარონსა და კარტოფილს. ესაა ჩვენი ყოველდღიური საკვები. სხვას რას იყიდი, როცა ერთადერთი შემოსავალი, სოციალური დახმარებაა 350 ლარის ოდენობით. ძალიან მრცხვენია, რომ ვერაფრით გიმასპინძლდებით. ტრადიციულ ქართულ ოჯახში გავიზარდე, ვიცი სტუმარ-მასპინძლობა რამდენად მნიშვნელოვანია, მაგრამ არ მაქვს იმის საშუალება, ერთი ჭიქა ყავაც რომ მოგართვათ...

ადრე ვმუშაობდი, ძალიან ბევრს ვმუშაობდი. დამლაგებლად, ჭურჭლის მრეცხავად, არანაირ საქმეს არ ვთაკილობდი, მძიმე შრომის არ მეშინოდა. მაგრამ მას შემდეგ რაც კიბო აღმომაჩნდა... სწორედ მას შემდეგ ავღმოჩნდით ასეთ მძიმე მდგომარეობაში... რა თქმა უნდა, ფუფუნებაში მანამდეც არ გვიცხოვრია, მაგრამ არასდროს არ ვშიმშილობდით... 

- მესმის, რომ ბავშვების მამაზე საუბარი არ გსიამოვნებთ. მაგრამ მაინც, იქნებ გვიამბოთ თქვენი სიყვარულის ისტორია... ერთმანეთი როგორ გაიცანით? 

ია: სიყვარულის...(სევდიანად გაიღიმა) არანაირი სიყვარული არ ყოფილა. მომიტაცა... 

- მანამდე იცნობდით ერთმანეთს?

ია: საქმეც მაგაშია, რომ არა... ერთხელ გორში, ნათესავების ქორწილში წავედი. სანამ ყველა ერთობოდა და აღნიშნავდა, გარეთ გავედი... გეფიცებით, სრულიად უცნობმა ადამიანებმა როგორც ცხოველი, ისე ჩამტენეს მანქანაში და წამიყვანეს... ის არაადამიანი კი, რომელმაც ეს ყველაფერი მოაწყო, ჩემი მეუღლე გახდა... რაღაც სარდაფში ჩამაგდეს, სადაც არც სინათლე, არც წყალი და არც საჭმელი არ იყო... აი, ასეთი ბედნიერი „ქორწინება“ მქონდა. მაშინ 22 წლის ვიყავი... სულ სხვა რამეზე ვოცნებობდი, მაგრამ სახლში დაბრუნება არ შემეძლო, ქართული ადათ-წესებიდან გამომდინარე... 3 შვილი გავაჩინე, სწორედ ესაა საუკეთესო რაც მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე მოხდა... 

სასტიკად მცემდნენ, მხოლოდ ქმარი კი არა, არამედ მთელი მისი ოჯახი... ბავშვები კი ამას უყურებდნენ, ტიროდნენ. ვიცი, რომ მათზე ამ ყველაფერმა ძალიან ცუდად იმოქმედა... მე კი როგორც ყველა ქალს, მინდოდა სრულყოფილი ოჯახი ჰქონოდათ. ახლა ვხვდები, რამდენად შევცდი, მათ მხოლოდ ზიანი მივაყენე ამით. ბავშვებს მოუწიათ ცქერა, თუ როგორ სცემენ მათ დედას... 6 წლის წინ, როგორც იქნა, გადავწყვიტე მეუღლეს დავშორებოდი და საცხოვრებლად თბილისში გადმოვედით.

- არ გეხმარებათ? ბავშვების სანახავად არ მოდის?

ია: დიდი ხანია ალიმენტს აღარ იხდის, შვილების ცხოვრება არ აინტერესებს. ბავშვებსაც სულ არ ენატრებათ... სამაგიეროდ აღარ უწევთ იმის ყურება, როგორ ამცირებენ და სცემენ მათ დედას... 

- ვისია ეს ბინა? კომუნალური გადასახადების დაფარვას როგორ ახერხებთ?

ია: ეს ბინა, ნათესავს ეკუთვნის, შეგვიფარა. კომუნალურ გადასახადებსაც ის იხდის, მაგრამ ჩვენ გვერიდება და ძალიან ვცდილობთ ეკონომიურად რომ მოვიხმაროთ... მანაც იცის, რომ გადახდის საშუალება არა გვაქვს... ახლა უნდა, რომ ბინა გაყიდოს, და არც კი ვიცი, სად უნდა წავიდეთ... ისევ მომიწევს ნათესავებს მივმართო თხოვნით... ბავშვები მეცოდებიან, ბევრჯერ მოუწიათ სკოლის გამოცვლა...

   
- მშობლები არ გეხმარებიან?

ია: დედა გარდაცვლილი მყავს, მამა კი არ მელაპარაკება... მისი აზრით, მეუღლეს არ უნდა დავშორებოდი და პრობლემებიც არ მექნებოდა... დედას ვეცოდებოდი, მამას კი - არასდროს.

- ახლა ამელიას (11 წლის) და ბექას (9 წლის) გავესაუბრები, თუ შეიძლება.

- ამელია, მომიყევი რის კეთება გიყვარს ყველაზე მეტად? 

ამელია (11 წლის): ცეკვა მიყვარს, ვფიქრობ, კარგადაც გამომდის. 

- ორი ძმა გყავს, ხომ არ ჩხუბობთ? ბიჭები ხომ ისეთი ცელქები არიან!

ამელია (11 წლის): არააა! (იცინის) ჩემი ძმები ძალიან კარგები არიან. სულ ერთად ვართ. გიო ყველაზე დიდია, უკვე ნამდვილი კაცია, ყოველთვის გვიცავს მე და ბექას (9 წლის),  ჩვენი წყენიების უფლებას არავის მისცემს. ბექა კი ცდილობს ყველაფერში გიოს მიბაძოს, გიო მისი იდეალია.

- და შენი იდეალი ვინ არის?

ამელია (11 წლის): რა თქმა უნდა, ჩემი დედიკო! მას არაფრის არ ეშინია, მეც მინდა ასეთი ვიყო! 

- დედას ეხმარები? 

ამელია (11 წლის): ვიცით, რომ დედიკო ავად არის, ამიტომაც ყველანი ვცდილობთ რომ დავეხმაროთ, მეტი რომ დაისვენოს. მე და ჩემი ძმები ვალაგებთ, ვრეცხავთ და ხანდახან, საჭმელსაც კი ვამზადებთ.

- რა ყოჩაღები ხართ! სკოლაში სწავლობ, ხომ ასეა? მომიყევი, რომელი საგანი გიყვარს ყველაზე მეტად?

ამელია (11 წლის): ქართული ენა მიყვარს და ძალიან კარგ ნიშნებს ვიღებ. კიდევ მათემატიკა მიყვარს მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ცოტათი მიჭირს. მათემატიკა რთული, მაგრამ ძალიან საინტერესო საგანია.

- ოცნება თუ გაქვს? ვინ გინდა გამოხვიდე, რომ გაიზრდები?

ამელია (11 წლის): მინდა ვიცეკვო და მსოფლიოში ყველაზე ცნობილი მოცეკვავე გამოვიდე! რათა კარგი ანაზღაურება მქონდეს და დედამ აღარ იწვალოს! ყველაფერს ვუყიდი, რასაც კი მოისურვებს! მასაც და ჩემს ძმებსაც! აღარასდროს გაგვიჭირდება!

- ყველაფერი გამოგივა, ამელია! და შენ, ბექა? გიყვარს სკოლაში სიარული?

ბექა (9 წლის): სკოლაში სიარული იმ დღეებში მიყვარს, როცა ფიზკულტურა გვაქვს! ჩემი საყვარელი საგანია. სიგიჟემდე მიყვარს სპორტი, ყოველთვის ფეხბურთს ვთამაშობთ.

- მომავალში ვინ გინდა გამოხვიდე?

ბექა (9 წლის): მინდა, რომ მაგარი ფეხბურთელი გავხდე! ეზოში ხშირად ვთამაშობთ მე და ჩემი ძმა. მართალია ბურთი არ გვაქვს, მაგრამ სამაგიეროდ ბევრი მეგობარი გვყავს. რომ თამაშობენ, ჩვენც გვეძახიან. იმედია, როდესაც დედიკო მუშაობას დაიწყებს, შევძლებთ ფეხბურთის სექციაში სიარულს. დედა ამბობს, რომ ჩვენთვის ყველაფერს გააკეთებს! იმიტომ, რომ ჩვენი დედიკო, მსოფლიოში საუკეთესოა! 


- რა თქმა უნდა! ფეხბურთზეც აუცილებლად შეძლებ სიარულს! ყველაზე მეტად, რომელი საჭმელი გიყვარს? 

ბექა (9 წლის): ოოოჰ, მწვადი გაგისინჯავთ? მე მეზობლებმა ერთხელ დამპატიჟეს. მსოფლიოში ყველაზე მაგარი საჭმელია! ისეთი სურნელი აქვს, და გემო ხომ მთლად უკეთესი! ძალიან მიყვარს მწვადი, დიდი სიამოვნებით შევჭამდი ყოველდღე!

- ბავშვებო, ხატვა გიყვართ? ნახატები თუ გაქვთ? შეგიძლიათ მაჩვენოთ?

ამელია (11 წლის): როდესაც სულ პატარა ვიყავი, ვხატავდი, მაგრამ ის ნახატები აღარ გვაქვს, ბინიდან ბინაში გადასვლის დროს დაიკარგა. ახლა აღარ ვხატავ, სწავლა და მეცადინეობა უფრო მაინტერესებს.

ბექა (9 წლის): მე კი საერთოდ არ მიყვარს ხატვა. როცა თავისუფალი დრო მაქვს, მეგობრებთან ფეხბურთის სათამაშოდ გავრბივარ. ყველაზე მეტად მიყვარს ფეხბურთის თამაში.

- ძალიან საყვარელი ბავშვები ხართ. ახლა მინდა თქვენს დედიკოს კიდევ რამდენიმე შეკითხვა დავუსვა.

- ია, უფლის გწამთ?

ია: რა თქმა უნდა, როგორ არ უნდა მწამდეს! ღმერთი არსებობს, ის გვფარავს, და ზუსტად ვიცი, ობლად არ დატოვებს ჩემს შვილებს. ამიტომაც გამოჯანმრთელების მწამს და არაფრის არ მეშინია!

- უცხო ადამიანების სიკეთის გჯერათ?

ია: რა საკვირველია, ჩემო კარგო. ზუსტად ვიცი, რომ  ქვეყანაზე კეთილი ბევრი ადამიანია. და კიდევ ვიცი, რომ სიკეთე ყოველთვის ბრუნდება.. მეზობელი მყავდა, კიბოთი დაავადებული... სულ ვუვლიდი. ვაკითხავდი, ვულაგებდი, საჭმელსაც ვუმზადებდი და მეხალისებოდა კიდეც. ზუსტად ვიცი, რომ სიკეთე ყოველთვის ბრუნდება.

- რატომ გადაწყვიტეთ ჩვენი ფონდისთვის რომ მოგემართათ?

ია:  იმიტომ, რომ უკვე ერთხელ დაგვეხმარეთ. ჩემი შვილები მხოლოდ თქვენი დამსახურებით ესწრებიან ონლაინ გაკვეთილებს! ის კომპიუტერი, რომელიც ნახეთ საძინებელში, სწორედ ჩერნოვეცკის ფონდმა გვაჩუქა! თქვენ  ადამიანებს ნამდვილად ეხმარებით და მე ამაში თავადაც დავრწმუნდი. ახლაც მჯერა, რომ ჩემს შვილებს მშივრებს არ დატოვებთ! 

---
მეგობრებო, ია ნამდვილად მართალია! სიკეთე არსებობს. და თქვენ ამის თვალსაჩინო მაგალითი ხართ! მიუხედავად იმ საშინელებისა, რომელის გადატანაც მოუხდა, ის მაინც რჩება გულღია, თბილ, ნამდვილ ქართველ ქალად. მორალური დამცირებისა და ძალადობის საშინელ პირობებში, მან მაინც მოახერხა არაჩვეულებრივი შვილების აღზრდა, რომლებსაც ჩვენი ერთობლივი მხარდაჭერა ძალიან სჭირდებათ.

მოდით დავეხმაროთ გიორგის, დაიწყოს მუშაობა და ამით გააუმჯობესოს ოჯახის მატერიალური მდგომარეობა, გამოკვებოს უმცროსი და-ძმა და მხარში ამოუდგეს მძიმედ დაავადებულ დედას. მას მთელი გულით სწადია, უპირველესად საკუთარ თავს დაუმტკიცოს, რომ შეუძლია ნამდვილი მამაკაცი და საყრდენი იყოს საკუთარი ოჯახისთვის.

ოჯახს ძალიან სჭირდება საკვები პროდუქტი. ბაშვები ხშირად შიმშილობენ, არვაქვთ ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. ამელიას ცეკვაზე სიარული ოცნებად ექცა, ბექას კი ფეხბურთის სექცია. დავეხმაროთ ბავშვებს, ჩვენი ქვეყნის მომავალი ხომ სწორედ ისინი არიან!

რა თქმა უნდა, ბავშვების სრული ბედნიერებისთვის, მათ დედიკოსაც უნდა შევუმსუბუქოთ ცხოვრება. ავადმყოფ ქალს ხელით უწევს სარეცხის რეცხავა, და მაცივარიც კი არ აქვს, პროდუქტი რომ შეინახოს. ვაჩუქოთ სარეცხი მანქანა, სულიერად თუ არა, ფიზიკურად მაინც ცოტა რომ დაისვენოს! მოდით, ისე გავაკეთოთ, რომ ბავშვებს ჰქონდეთ საჭმელიც და პროდუქტის შენახვის შესაძლებლობაც! და გახსოვდეთ, რომ თქვენი სიკეთე, ათმაგად დაგიბრუნდებათ! 

დაურეკეთ მათ, გაამხნევეთ და ჩაუსახეთ ხვალინდელი დღის იმედი. ტელ.: 574 89 72 13ია არაგვიშვილი.

ოჯახი შეგიძლიათ მოინახულოთ მისამართზე : თბილისი, გლდანი, 8 მ/რ, კორპუსი 30, 1 სადარბაზო, ბინა 2.

          აუცილებლად გააზიარეთ ეს ინფორმაცია, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ არაგვიშვილების ოჯახის უბედურების შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

        უფალი გვაძლევს შესაძლებლობას, ვიზრუნოთ  ადამიანებზე, ვისაც ამის ძალა თავად არ შესწევთ. თითოეული მათგანი, გვიბოძა უფალმა, რათა შევძლოთ, მათ ჩვენი რწმენა, არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ კეთილი საქმითაც რომ დავუმტკიცოთ!

         მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს, თუ კი შეიტყობთ, რომ  თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე:  office-fsp@fsp.ge

თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ია არაგვიშვილი)
ასევე შეგიძლიათ ჩარიცხოთ თანხა ჩვენი ვებ-გვერდიდან.
სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალებიდან:  OPPA, TBCpay დაExpressPay.
ფონდის დამატებითი ვალდებულებებსა და უფლებებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus)

            ჩვენ უკვე დავეხმარეთ უამრავ გაჭირვებულს! გავუმართოთ ხელი იას, გიორგის, ამელიასა და ბექას. ბედისწერისგან დაზღვეული არავინაა! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება თავადაც დაგვჭირდეს!

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს - 0901 200 270

მსგავსი პროექტები: