ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

არ იტირო, პატარავ, არ იტირო…

calendar სექტემბერი 4, 2020

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

„დეიდა, ჩემი დაიკო – თოჯინაა – მას არც საუბარი შეუძლია, არც სიარული… ის კარგი გოგოა და მე ის ისე ძლიერ მიყვარს, მაგრამ მას ძალიან სტკივა და ტირის… მე კი მასთან ერთად ვტირი…“ – ჩუმ-ჩუმად მიყვებოდა 6 წლის თეონა მისი მძიმედ ავადმყოფი დის, ბარბარეს (7 წლის) შესახებ.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

„დეიდა, ჩემი დაიკო – თოჯინაა – მას არც საუბარი შეუძლია, არც სიარული… ის კარგი გოგოა და მე ის ისე ძლიერ მიყვარს, მაგრამ მას ძალიან სტკივა და ტირის… მე კი მასთან ერთად ვტირი…“ -ჩუმ-ჩუმად მიყვებოდა 6 წლის თეონა მისი მძიმედ ავადმყოფი დის, ბარბარეს (7 წლის) შესახებ.

„აუტანელია საკუთარი შვილის ტკივილისა და ტანჯვის ყურება! სულიერად გავნადგურდი… ჩემი პატარა ბარბარე ყოველდღე იტანჯება… ღმერთო, შენ მიშველე… როდესაც მას სტკივა – მე ასჯერ მეტად მტკივა…“

„ქუჩაში ბავშვების ანცობას რომ ხედავს, მათ უყურებს… უყურებს, როგორ თამაშობენ და იცინიან პატარა გოგონები… უყურებს და თვალებიდან ცრემლები სდის…“ ატირდა ინგა.

ერთადერთი, რაზეც 6 წლის თეონა მეტრეველი ოცნებობს – ერთი წლით უფროს დასთან – ბარბარესთან ერთად თამაშია; მაგრამ ბარბარეს ეტლიდან ადგომის ძალაც კი არ შესწევს… თეონასთვის ახალი ამბავი არაა, რომ მისი დაიკო მძიმედ არის ავად და მთელი დღეები ის გაუნძრევლად ზის თავის „ჯადოსნურ სკამზე“ – ეტლში, თუმცა გოგონა დაუღალავად ელის მის გამოჯანმრთელებას, სჯერა, რომ ბარბარე მალე კარგად გახდება და ბოლოს და ბოლოს, ისინი დედაშვილობანას ერთად ითამაშებენ.

„დეიდა, ჩემი დაიკო სულ ავადმყოფობს. განა, ასე შეიძლება? არ იცით, როდის შეძლებს ჩემთან ერთად თამაშს? როდის ისწავლის სიარულს და საუბარს? ბარბარე ისეთი პატარაა, როდესაც ხელში ამყავს, მეშინია, ძვლები არ დავუმსხვრიო…

37 წლის ინგა – თეონას და მძიმედ ავადმყოფი ბარბარეს დედაა. შვილის გამო, მან ცხოვრების უკანასკნელი 7 წელი შიშში გაატარა. გოგონამ, რომელიც დაბადებიდან ჰიდროცეფალიითა და ცერებრალური დამბლით იტანჯება, 2 ურთულესი ოპერაცია გადაიტანა და სასწაულებრივად გადარჩა… მაგრამ მზაკვრულმა დაავადებებმა პატარა გოგონა დამხმარე ეტლს მიაჯაჭვეს… ამ ნათელი ანგელოზის ერთადერთი ბედნიერება – თეონაა, რომელიც დაიკოს ნაბიჯითაც არ შორდება გვერდიდან და სულ ცდილობს მოეფეროს, აკოცოს, გაამხიარულოს…

ინგა: – გემუდარებით, დაეხმარეთ ჩემს გოგონას, გადაარჩინეთ! თავი ძლივს გაგვაქვს. სპეციალისტებთან კონსულტაციის შესაძლებლობაც კი არ გვაქვს, რომ ბარბარეს რეაბილიტაციის შემდგომი კურსი განვსაზღვროთ. ამის გარეშე კი ჩვენი შვილის გადარჩენის ყველა მცდელობა ფუჭად ჩაივლის… 

უკიდურესი გაჭირვების მიუხედავად, ჩვენ მაინც შევძელით, მისთვის ოპერაცია ორჯერ გაგვეკეთებინა, ფაქტობრივად, ბარბარე სიკვდილს გამოვგლიჯეთ კლანჭებიდან. ახლა კი, როდესაც დადგა დრო, მას საუბრისა და სიარულის სწავლაში დავეხმაროთ, ნევროლოგისა და ლოგოპედის კონსულტაციის თანხების გადახდაც კი არ შეგვიძლია… მომავალ კვირას ბარბარემ ვოიტა-თერაპიის კურსი უნდა დაიწყოს, რაზეც ამდენ ხანს ვოცნებობდით, მაგრამ სპეციალისტთან ერთი მისვლა 800 ლარი ჯდება, ამხელა ფული კი ჩვენ ხელშიც არასდროს გვჭერია…!

გემუდარებით! ნუ მიატოვებთ ჩემს გოგონას! მიეცით მას სიცოცხლის შანსი! უფალი ამისათვის აუცილებლად დაგასაჩუქრებთ! მე საქართველოს ყველა ბავშვისთვის ვილოცებ, რომ ჩემი საბრალო ხვედრისგან ღმერთმა ყველა დედა დაიფაროს… ღმერთო, შენ გვიშველე!

ბარბარე სრულიად უმწეოა, დამოუკიდებლად ადგომაც კი არ შეუძლია… თავისი ცხოვრების 7 წლის მანძილზე, მას ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს… ტკივილისაგან გული მეფლითება, როდესაც ვუყურებ, როგორ ტირის – მე კი მიზეზს ვერ ვხვდები, მას ხომ ერთი სიტყვის წარმოთქმაც არ შეუძლია… ოჰ, ღმერთო ჩემო, რამხელა უბედურებაა!..

ინგა, დეტალურად მოგვიყევით, რა სჭირს ბარბარეს?

– ბარბარეს ცერებრალური დამბლა და ჰიდროცეფალიის მძიმე ფორმა აქვს. მალე ის 8 წლის გახდება, მაგრამ სულ რაღაც 15კგ-ს იწონის. ამ დრომდე, საფენებით დადის და ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს… ბავშვს იმის ძალაც კი არ შესწევს, რომ ეტლიდან ადგეს! როგორც კი ადგომას ცდილობს – ფეხები ურჩად ეკეცება და ძირს ეცემა… ჩემი საბრალო გოგონა… საკუთარი უმწეობის გამო ბარბარე ხშირად ტირის… მე კი მასთან ერთად ვტირი, იმიტომ რომ ჩემი პატარა ანგელოზის ტანჯვის ყურება უკვე აღარ შემიძლია… ღმერთო, ყველა ავადმყოფი ბავშვი გადაარჩინე! აუტანელია საკუთარი შვილის ტანჯვის ყურება…

მაგრამ ყველაზე საშინელი იმის გააზრებაა, რომ ჩემი გოგონას დახმარება და მისთვის რეაბილიტაციის კურსის ჩატარება შესაძლებელია, უბრალოდ ეს ყველაფერი ჩვენთვის უზომო თანხებთან არის დაკავშირებული.. მთელი ფული ჩემი და ბავშვის წამლებზე გვეხარჯება, დღიდან დღემდე თავი ძლივს გაგვაქვს… 

ბარბარე დაბადებიდან არის ავად?

– დიახ, ძვირფასო… ეს ყველაფერი კი უბედური შემთხვევის გამო მოხდა. ორსულობის მე-6 თვეში მაზლთან ვიყავი სტუმრად. მის ეზოში ძროხები ბალახობდნენ და ერთ-ერთი მათგანი თავს დამესხა – მთელი გამალებით მეცა და ძირს დამაგდო. პირდაპირ მუცელში მირქინა… სწორედ მაშინ დაიწყო ჩემი პრობლემები… ნაყოფი დაახლოებით 1,5 საათი აღარ ინძრეოდა. მე და ჩემი მეუღლე პანიკაში ვიყავით! ორსულობის მე-7 თვეში ექიმებმა გვითხრეს, რომ ბავშვი პრობლემური გაჩნდებოდა…

შედეგად, ბარბარე ნაადრევად დაიბადა – შვიდ-ნახევარ თვეში, მხოლოდ 1,6კგ-ს იწონიდა. ჩემმა პაწაწინამ ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო ბრძოლა მზის ქვეშ თავისი ადგილი რომ ეპოვნა! 2 თვის მანძილზე, ჩემი გოგონა ინკუბატორში იწვა და ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფებოდა. ზონდის მეშვეობით აჭმევდნენ, 3 წლამდე კი მას მხოლოდ ბლენდერით გადამუშავებული საკვების მიღება შეეძლო. 

მცირე ასაკიდან, ბარბარე საერთოდ არ ვითარდება… ახლა, თითქმის 8 წლის ასაკში, ის 8 თვის ბავშვივით არის განვითარებული… აღარ ვიცი, განგაშის რომელ ზარს შემოვკრა, რომ ჩვენი ხმა გაიგონონ…

ინგა, რით შეიძლება ბარბარეს დახმარება?

– არსებობს რეაბილიტაციის კურსები – ვოიტა-თერაპია, მასაჟები, ლოგოპედთან და ორთოპედთან მეცადინეობა – ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ჩემი გოგონას მდგომარეობის შემსუბუქებას. თუმცა, ამ კურსების დანიშვნა მხოლოდ სპეციალისტებთან კონსულტაციის შემდეგ არის შესაძლებელი. იქნებ ორთოპედთან მეცადინეობა და სპეციალური ორთოპედიული ფეხსაცმელი მას, ჩემი დახმარებით, ნაბიჯის გადადგმაშიც დაეხმაროს… 

მეორე ოპერაციის შემდეგ, ექიმებმა გვითხრეს, რომ რეაბილიტაცია მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ბარბარეს ცხოვრების ხარისხს. ამიტომაც მოგმართეთ ფონდის ყველა მეგობარს. თქვენ ავადმყოფ ბავშვებს ეხმარებით, ვიცი… საქართველოში ყველაზე კეთილი და გულისხმიერი ხალხი ცხოვრობს, რომლებიც ასეთ ტრაგედიას გვერდს ვერ აუვლიან… მე მჯერა, რომ თქვენთან უფალმა გამომგზავნა! 

გვითხარით, რა ზომები გატარდა ბარბარეს სამკურნალოდ?

– 1,5 წლის ასაკში ბარბარე კინაღამ ხელებში ჩამაკვდა. მის დიაგნოზს თან ახლავს შეტევები, კრუნჩხვები და გულის რევა. სულ მთლად პაწაწინამ, თვალები გადაატრიალა, აღებინა და საშინელი კრუნჩხვები დაეწყო. შეტევა გაცილებით ძლიერი იყო, ვიდრე ყველა წინა. ჩემი გოგონა დიდხანს იწვა გაუნძრევლად, მკვდარივით… წარმოგიდგენიათ? მე მას ვეძახი… ვეუბნები, ბარბარე, დედიკოს შეხედე, ის კი არ მპასუხობს… 

ამის შემდეგ მას ოპერაცია გაუკეთეს – შუნტირება. თავიდან კუჭამდე, კანქვეშ პატარა მილი და სარქველი ჩაუდგეს, რომელსაც დაგროვებული სითხე თავიდან კუჭში გადააქვს. ამან კრუნჩხვებისგან, თავის ტკივილისა და ღებინებისგან ცოტა ხნით გვიხსნა, მაგრამ სარქველი მალევე ამოივსო. სამი წლის წინ, მეორე შუნტირება გავუკეთეთ. 

მეორე ოპერაცია უფრო ეფექტური გამოდგა და ბარბარე ახლა ბევრად უკეთაა! შეტევები თითქმის აღარ აქვს. ახლა სწორედ ის დროა, განვავითაროთ, ვასწავლოთ საუბარი და სიარული. სპეციალისტებმა ახლა თუ არ მიხედეს, ის ასევე დარჩება… ეტლში… გაუნძრევლად… 

ინგა… საშინელებაა, რაც თქვენ გადაიტანეთ. გვითხარით, ეს 2 ოპერაცია რა ფინანსური სახსრებით გააკეთეთ? 

– პირველმა ოპერაციამ გვაიძულა, ვალები აგვეღო… სახელმწიფომ დაფინანსებაზე უარი გვითხრა. ყველაფერი გავყიდე, რისი გაყიდვაც შეიძლებოდა… მეუღლემ ცალკე აიღო სესხი, რომელსაც დღემდე ვიხდით. მაგრამ ეს პრობლემები ვის ადარდებს? ბოლოს და ბოლოს, შვილი უნდა გადაგვერჩინა!

მეორე ოპერაცია ნაწილობრივ სახელმწიფომ დააფინანსა. დარჩენილი თანხის მოგროვებაში კეთილი ხალხი დაგვეხმარა. უიმედობისგან, საქველმოქმედო ფონდ „სიკეთის კვალს“ მივმართე. გეფიცებით, არაფრის იმედი არ მქონდა, მაგრამ ფონდი ნაკლული თანხის შეგროვებაში დაგვეხმარა. უფალმა დალოცოს ყველა ის ადამიანი, ვინც საქველმოქმედო ფონდებში მუშაობს! თქვენ კარგ საქმეს აკეთებთ! 

და რა სახსრებით ცხოვრობთ?

– ჩემი მეუღლე ყოველთვის მუშაობდა. ხელფასი მწირი ჰქონდა, მაგრამ ფული ფულია… ახლა ის დღედაღამ ქუჩებს ალაგებს, რომ პურის ფული იშოვნოს. ძალიან მოკრძალებულად ვცხოვრობთ, დანგრეულ სახლში, სადაც ელემენტარული პირობები არ არის. მაგრამ მე არ ვწუწუნებ! არ იფიქროთ! ამ სახლში ჩემი მეუღლე გაიზარდა, ახლა კი ჩემი გოგონები იზრდებიან… ისე მოხდა, რომ მე და ის ერთად ვცდილობთ ორი გოგონას ფეხზე დაყენებას. ნათესავებიც არ გვყავს, რომლებიც დაგვეხმარებოდნენ. ყველას უჭირს. მესმის, ძალიან რთული დროა… 

მხოლოდ ჩემი მეუღლის წყალობით არ ვკვდებით შიმშილით, მაგრამ ეს საკმარისი არ არის… ბოლოს და ბოლოს, ბარბარესთვის საფენები გვაქვს საყიდელი, ასევე, წამლები ჩემთვის და ჩემი გოგონასათვის… მე მეორე ჯგუფის ინვალიდი ვარ. დაბადებიდან კატარაქტა მაქვს და ნახევრად ბრმა ვარ, რის გამოც დამოუკიდებლად, ქმრის დახმარების გარეშე ქუჩაში ვერ გავდივარ.

მხედველობის პრობლემების გარდა, მაქვს ქრონიკული პანკრეატიტი, გასტრიტი და კოლიტი. აბების გარეშე მუდმივად მაღებინებს, თავბრუ მეხვევა და გონებას ვკარგავ. ამიტომ, ჩვენი ოჯახის მთელი სახსრები ჩემი და ჩემი გოგონას წამლებზე იხარჯება. მაგრამ ჯერ ჩემი ბარბარეს წამლები, მერე კი, თუ გამოვა – ჩემი! ყველაფრისთვის მზად ვარ, ოღონდ ჩემს პატარას წამლები ვუყიდო. დეპაკინი და ეპიქსი – ძალიან ძვირია, მაგრამ მის შეტევებს მხოლოდ ეგენი შველიან. ბარბარესთვის მედიკამენტების კურსის შეწყვეტა არ შეიძლება, სხვაგვარად ის, რაც ჩვენ გამოვიარეთ, ამაოა! ამ საშინელებას ჩემი გული ვერ გადაიტანს…

უფრო მეტი მოგვიყევით თქვენ მეუღლეზე. როგორ შეიქმნა თქვენი ოჯახი? 

– თემური – ასე ჰქვია ჩემს ქმარს, ყველაზე კეთილი და კარგი ადამიანია ჩემ ცხოვრებაში! ერთმანეთი ინტერნეტით გავიცანით და მალე 30 კაციანი ქორწილი გადავიხადეთ! პატარა, მოკრძალებული ქორწილი იყო… მაგრამ ჩვენ ეს ერთი წამითაც არ გვაღელვებდა! ამ დღეს ხომ ჩვენი გულები სამუდამოდ დავუკავშირეთ ერთმანეთს… ჩემი მეუღლე ყოველთვის და ყველაფერში მხარში მიდგას. მის გარეშე არ ვიცი, რას ვიზამდი…

რა გეგმები გქონდათ ცხოვრებაში, როდესაც ახალგაზრდა იყავით, როდესაც ოჯახს ქმნიდით?

– მე და ჩემი მეუღლე მშვიდ, წყნარ ცხოვრებაზე ვოცნებობდით. პატარა სახლის ყიდვა და ბავშვის იქ აღზრდა გვინდოდა. მე რთული ბავშვობა მქონდა, ძალიან ღარიბი ოჯახიდან ვარ. მშობლები მთელი ცხოვრება შრომობდნენ, რომ სახლში ერთი ნაჭერი პური ყოფილიყო. ბავშვობიდან ვებრძოდი სიბრმავეს… 5 ოპერაციის გადატანა მომიხდა და უამრავი უძილო ღამე გავატარე საავადმყოფოში… მაგრამ არაფერმა მიშველა. მხედველობა ვერ აღვიდგინე.მთელი გულით მინდოდა, რომ ჩემს შვილს უდარდელი ბავშვობა ჰქონოდა და არა ისეთი, როგორიც მე – საავადმყოფოებში და სიღარიბეში… მაგრამ ცხოვრებამ სხვაგვარად გადაწყვიტა. როგორც ჩანს, ეს არის გამოცდა, რომელიც მთელმა ჩვენმა ოჯახმა უნდა გაიაროს… 

არ დანებდეთ, ინგა! არ დაგავიწყდეთ, უფალი თქვენს მხარესაა.

– რა თქმა უნდა, ძვირფასო. ჩემ მდგომარეობაში, მხოლოდ რწმენა თუ გადაგარჩენს… ეკლესიაში ხშირად დავდივარ, ჩემი შვილებისთვის ვლოცულობ. ყოველ დილას მადლობას ვწირავ უფალს ბარბარესა და თეონასთვის. მათ გარეშე ჩემი ცხოვრება აზრს დაკარგავდა. ისინი ჩემი სულის ნაწილები არიან! და სული მაქვს დაფლეთილი, რადგან ჩემი შვილი იტანჯება. მხოლოდ ღმერთი არ მაძლევს საშუალებას, რომ გავტყდე… მხოლოდ მას შეუძლია ყველაფერი!

მოგვიყევით, ავადმყოფი ბავშვის აღზრდაში ყველაზე რთული რა არის? 

– აბსოლუტურად ყველაფერი რთულია! მას ხომ არაფერი შეუძლია. ბარბარესთვის ყველაფრის გაკეთება მე მიწევს. მაგრამ ყველაზე რთული უსიტყვოდ იმის გაგებაა, რა უნდა. ის ძალიან ემოციურია. თუ რაღაც ისე არ არის, მაშინვე ისტერიკა ეწყება და ხმამაღლა ტირის. მე კი ვერ ვხვდები, რატომ… 

ღამე მშვიდად ვერ ვიძინებ, მის გვერდით ვწევარ დარაჯად. ვაიდა, კრუნჩხვები დაეწყოს და გონება დაკარგოს?! 24 საათი ბარბარეს გვერდით უნდა ვიყო. 

რთულია იმის გაცნობიერებაც, რომ მას ყველაფერი ესმის. როდესაც ქუჩაში გამყავს, სადაც ბავშვები დარბიან, მათ უყურებს.. უყურებს, როგორ დარბიან მისი ასაკის ბავშვები, როგორ თამაშობენ და იცინიან პატარა გოგონები… უყურებს და თვალებიდან ცრემლები სდის… მასაც უნდა სირბილი! უნდა თამაში! საუბარი! ვხედავ, მისი თვალები როგორ ყვირიან ამის შესახებ! როგორ ლამობს მისი სული გარეთ გამოსვლას!

ძნელია ამ ყველაფრის ყურება… და იმის გაცნობიერება, რომ მისი ოცნების ასასრულებლად ფულია საჭირო, უბრალოდ მკლავს … ფული, რომელიც არ გვაქვს… და ის სიარულს და ლაპარაკს შეძლებს… უფალო, დაგვეხმარე!

ღმერთი აუცილებლად შეისმენს თქვენს ვედრებას. რა რჩევებს მისცემდით დედებს, ვინც ასეთივე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ?

– გაესაუბრეთ ვინმეს, ვინც თქვენს მწუხარებას გაიგებს. გრძნობებს და ფიქრებს საკუთარ თავში ნუ დაიმარხავთ. განსაკუთრებით, ცუდებს. მოგატყუებთ, რომ ვთქვა, ცუდი აზრები არასდროს მქონია მეთქი. მქონია. და მაქვს კიდეც. მაგრამ ღმერთი ჩემთანაა. თქვენ სწორედ მან გამოგგზავნათ ჩემთან და მე გულწრფელად გავიხსენი თქვენთან, ფონდთან… გულწრფელად გაგიზიარეთ ჩემი ტკივილი და თავი უკეთ ვიგრძენი. იცით, სასოწარკვეთა მარტივია. აი, გამაგრება, ყველაფრის მიუხედავად, ნამდვილი დედობრივი სიყვარულის ნიშანია. გახსოვდეთ ეს. თქვენ მარტო არ ხართ! 

ინგა, ფონდს ბევრი მეგობარი ჰყავს, რომლებიც თქვენს მონახულებას მოინდომებენ. მზად ხართ, ფონდის მეგობრები გაიცნოთ? 

– რა თქმა უნდა, ძვირფასო! ჩვენი სახლის კარები ყოველთვის ღიაა ყველა მსურველისთვის! მე პირადად, დიდი სიამოვნებით მივიღებ ფონდის მეგობრებს. არ ვიცი, რამით გამასპინძლებას თუ შევძლებ, რადგან მაცივარი ხშირად ცარიელი გვაქვს, მაგრამ მაინც… გარანტიას ვიძლევი, რომ შეხვედრა სასიამოვნო საუბრით დასრულდება!

შეგიძლიათ, თქვენი უმცროსი გოგონას – თეონას შესახებ მოგვიყვეთ? როგორია? რისი კეთება უყვარს? 

– მე? იქნებ თქვენ თვითონ ჰკითხოთ? ნახეთ, როგორ ელის და უნდა თქვენთან საუბარი! გიყურებთ, ისე რომ თვალს არ გაშორებთ.

თეო, მოგვიყევი, რისი კეთება გიყვარს?

თეონა (6 წლის): – მეგობრებთან თამაში მიყვარს. იცით, რამდენი მყავს? ელენე, მარიამი, ბარბარე. ბარბარე – ასე ჰქვია ჩემს საყვარელი დაიკოსაც! ის საუკეთესოა! ყველა მეგობარზე უკეთესი! მე მასთანაც სიამოვნებით ვითამაშებდი, მაგრამ არ შეიძლება. დაიკო ავადაა.

და რატომ არ შეიძლება?

თეონა (6 წლის): – იმიტომ, რომ შეიძლება ცუდად გახდეს. მერე დედიკოც ტირილს იწყებს.. მაგრამ ბარბარეს ხელში ჭერის უფლებას მაძლევს! ის ისეთი პატარაა! კალთაში მეტევა! ნახეთ, დეიდა! ასე ვეხუტები ხოლმე. 

მაგრამ ფრთხილად ყოფნაა საჭირო. ყოველთვის მეშინია, ძვლები არ დავუმსხვრიო. 

დაიკოსთან რისი თამაში გინდა?

თეონა (6 წლის): – ოჰ, დეიდა, მე მას ჩემს საყვარელ სათამაშოს ვაჩუქებდი და ჩვენ დედაშვილობანას ვითამაშებდით. ბარბარე სიარულს რომ ისწავლის, აუცილებლად ვითამაშებთ დამალობანას! ის დაიმალება, მე – ვიპოვი! და პირიქით. მეგობრებთან ერთად სულ ასე ვთამაშობ. მაგრამ მე დაიკოსთან თამაში მინდა! მეგობრებთან ერთად მხოლოდ საბავშვო ბაღში ვარ, დაიკოსთან კი – ყოველთვის! 

დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე ითამაშებთ ერთად. ყველაზე ძალიან რა გიყვარს? 

თეონა (6 წლის): – ბარბარე! დედა… მამაც ძალიან მიყვარს. და თქვენ, დეიდა? 

მე პატარა და შენსავით ლამაზი გოგონები მიყვარს! უკვე გადაწყვიტე, ვინ გამოხვალ, რომ გაიზრდები? 

თეონა (6 წლის): – რა თქმა უნდა, დეიდა! დიდი ხნის წინ გადავწყვიტე! უბრალოდ, ერთდროულად მინდა ექიმიც ვიყო და მზარეულიც! ექიმი გავხდები, რომ ჩემი და და ყველა ავადმყოფი ბავშვი განვკურნო! მზარეული კი – გემრიელობები რომ გავაკეთო ხოლმე! მე ბევრი სხვადასხვა გემრიელობის ჭამა მიყვარს, დეიდა! 

რისი ჭამა გიყვარს?

თეონა (6 წლის): – ყველაფრის. ოღონდ იმის არა, რასაც დედა აკეთებს ხოლმე. როგორც წესი, ის ფაფებს და წვნიანებს აკეთებს, მე კი ჰამბურგერები და ტკბილეული მიყვარს. ერთხელ, ჰამბურგერი დედამ გაგვიკეთა. ძალიან გემრიელი იყო! მე დავეხმარე! მაშინ გადავწყვიტე, რომ მზარეული გავხდებოდი! 

ოცნება თუ გაქვს?

თეონა (6 წლის): – მინდა, ყველა ბავშვი ჯანმრთელი იყოს და არასდროს იყოს ავად, როგორც ჩემი დაიკო! და კიდევ, მე და ბარბარემ სახტუნელაზე რომ ვიხტუნაოთ და საქანელაზე რომ ვიქანაოთ… 

მშვენიერი ოცნებაა. დიდი იმედი მაქვს, რომ აგისრულდება. ინგა, გვითხარით, რით შეუძლია ფონდს თქვენი ოჯახის დახმარება?

-ძალიან მრცხვენია და მეუხერხულება თქვენი შეწუხება, მაგრამ ღმერთია მოწმე, ბარბარეს ფეხზე დაყენების სახსრები არ გვაქვს… გთხოვთ, დაგვეხმარეთ. პირველ რიგში, ბარბარეს სპეციალისტების კონსულტაცია სჭირდება, მერე კი – რეაბილიტაციის კურსი. რამდენი მისვლა დაგვჭირდება ორთოპედთან და ლოგოპედთან – მხოლოდ ღმერთმა უწყის. და ვოიტა-თერაპიის ღირებულება?! რიცხვის დასახელებაც კი მეშინია – საუბარია 800 ლარზე ერთი კურსისთვის! მხოლოდ უფლის წყალობისა და ფონდისა და თქვენი მეგობრების სიკეთის იმედი მაქვს! 

რეაბილიტაციის კურსები ახლა რომ დავიწყოთ, ექიმები იმედს გვაძლევენ, რომ ჩემი გოგონა ნორმალურ ცხოვრებას შეძლებს! თუკი ვერ მოვასწრებთ ამის გაკეთებას, ჩემი უმცროსი ქალიშვილი, თეო, სამუდამოდ განწირულია, ბარბარეს ხელები და ფეხები იყოს, როდესაც მე და ჩემი მეუღლე აღარ ვიქნებით…

გთხოვთ, დაგვეხმარეთ… ჩემთვის არ ვითხოვ დახმარებას, არამედ ჩემი ანგელოზისთვის, რომელიც უფალმა გამოგზავნა ამ სამყაროში! მიეცით მას შანსი, გახდეს საზოგადოების სრულფასოვანი წევრი! დარწმუნებული ვარ, მისი კეთილი გულის შესახებ კვლავაც გავიგებთ! 

მეგობრებო, მეტრეველების ოჯახს ძალიან სჭირდება ჩვენი დახმარება. მძიმედ ავადმყოფი გოგონას უბედურმა დედამ რაც შეეძლო, ყველაფერი გაყიდა, მისი პატარა ანგელოზის განკურნებისთვის! ოჯახმა 2 ოპერაციას ძლივს გაართვა თავი ფინანსურად, მაგრამ ეს საკმარისი არაა. ბარბარეს სასწრაფოდ ესაჭიროება რეაბილიტაცია, ძვირადღირებული წამლები, საფენები, ვოიტა-თერაპიის კურსები, მაგრამ პირველ რიგში – ჩვენი სიყვარული და მხარდაჭერა! 

ინგა იმედს არ ჰკარგავს, რომ მისი შვილი ფეხზე დადგება! პატარა გოგონა არ არის იმაში დამნაშავე, რაც მას დაემართა. მისი მშობლები ყველაფერს აკეთებენ, რომ მას საუბარი და სიარული ასწავლონ. მოდით, დავეხმაროთ ბავშვს! 

ინგას ძალიან უჭირდა საკუთარ ტკივილზე საუბარი, მაგრამ შვილის გამო მან თავისი ისტორია გაგვიზიარა და მას ახლა ჩვენი მხარდაჭერის იმედი აქვს, მეგობრებო! 

დაურეკეთ ინგას, გაამხნევეთ და ჩაუსახეთ ხვალინდელი დღის იმედი. ტელ.:555 71 58 76

ოჯახის მონახულება ასევე შეგიძლიათ მისამართზე: სოფ. ახალსოფელი, გარდაბნის რაიონი. 

და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახისუბედურების შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

უფალი გვაძლევს იმ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ეს თავად არ შეუძლიათ. უბედური ადამიანები – ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ, უფლის სიყვარული დავამტკიცოთ საქმით და არა სიტყვებით!

 მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება ესაჭიროება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულებამეტრეველების ოჯახი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტის მეშვეობითაც.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus

ჩვენ, თქვენთან ერთად, უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდით, პატარა ბარბარეს, მის საბრალო მშობლებს და დაიკოსაც გავუმართოთ ხელი. უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს!

ერთიზარიგადაარჩენსსიცოცხლეს – 0901 200 270 

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2020 ოქტ 07
მედიკამენტები
300.00₾
2020 ოქტ 09
გამოკვლევა
70.00₾
2020 ოქტ 19
გამოკვლევა
40.00₾
2020 ოქტ 20
მედიკამენტები
300.00₾
2020 ნოე 02
მედიკამენტები
250.01₾
2020 ნოე 02
პროდუქტები
99.97₾
2020 ნოე 30
ფონდის ზედნადები ხარჯები
310.00₾
2020 დეკ 08
მედიკამენტები
200.00₾

სულ ხარჯები:

1569.98₾

დარჩა:

0₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
13.12.2020 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
13.12.2020 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.10.2020 20:00:00
₾14.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.10.2020 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.10.2020 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.10.2020 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.10.2020 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.10.2020 14:11:43
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.10.2020 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.10.2020 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.10.2020 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.10.2020 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.10.2020 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.09.2020 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.09.2020 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.09.2020 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.09.2020 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.09.2020 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.09.2020 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.09.2020 20:00:00
₾51.00

შემოწირულია:

₾1,569.83

130 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾1,569.83

130 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება