ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

მშვენიერ, სამი წლის ობოლს მხოლოდ სიმსივნით დაავადებული ბებია ჰყავს, სათამაშოების ნაცვლად კი - ქუჩიდან აყვანილი, საბრალო, თეთრი ლეკვი

ისინი საშინელ სიღარიბეში ცხოვრობენ და რისკავენ, რომ ნებისმიერ წუთს საკუთარი სახლის ნანგრევების ქვეშ დაიმარხონ... ჩვენ წინაშე, - ბევრი გაჭირვების მნახველი ფონდის თანამშრომლების წინაშე, - საშინელი სურათი გაიშალა. უბრალოდ შევძრწუნდით, როდესაც ეს ლამაზთვალება თოჯინა სრულ სიღარიბეში, ნახევრად დანგრეული სახლის ჩამოშლილი კედლის ფონზე ვიხილეთ... ნინიმ ეს ვერ შენიშნა და აცნობა განაგრძო: „ნახეთ, როგორი ლეკვი მყავს! ხომ მშვენიერია?“
4,920 ₾
212
დონორები
შეგროვებულია

ივიწყებს რა საკუთარ თავს და გულმკერდის საშინელ ტკივილებს, მსოფლიოში ყველაზე კეთილი, 52 წლის, ქართველი ბებია უკანასკნელ ძალებს, უკანასკნელ პურის ნაჭერთან ერთად, საყვარელ შვილიშვილს აძლევს და ლოცულობს, რომ დიდხანს არ მოკვდეს!

თავად ნინო შიმშილობს. როგორც წესი, დასაძინებლად მშიერი წვება... და ჩვენ ვართ ამის მოწმე!

„არაფერი მინდა, ოღონდაც ჩემი გოგონა, ჩემი პატარა ნინი ჯანმრთელი და ბედნიერი იყოს, - მწარედ ტირის საბრალო ქალი. - მე მისთვის ვცხოვრობ! ყველაფრისთვის მზად ვარ, ოღონდაც ბავშვს გაჭირვების ატანა აღარ უწევდეს... ხვდებით, რომ ხშირად, მისთვის საკვებიც კი არ მაქვს?!“  

ნინო, თუ შეიძლება, მოგვიყევით, ჩვენთან რა გასაჭირმა მოგიყვანათ?

ნინო: არც კი ვიცი, საიდან დავიწყო... ჩვენი მდგომარეობა მართლაც საშინელია, სხვაგვარად, არც მოგმართავდით. ისე მოხდა, რომ ჩემს სამი წლის შვილიშვილს, ნინის, მარტო ვზრდი. ფული კატასტროფულად არ გვყოფნის, საკვებისთვისაც კი. ხშირად, მე თვითონ მშიერი ვიძინებ, ოღონდაც ჩემი პატარა გოგო მაძღარი იყოს...

– ეს როგორ მოხდა, შეგიძლიათ, დაწვრილებით მოგვიყვეთ?

ნინო: ნინის მშობლები ერთმანეთს ჯერ კიდევ მის დაბადებამდე დაშორდნენ. ასე გამოვიდა. ხომ გაგიგიათ, სხვისა გული – ვით ჯურღმულიო... ახალგაზრდები იყვნენ, ერთმანეთს ვერ გაუგეს... ჩემი გოგონა, ანი, ორსულად იყო, მაგრამ კაცს ბავშვი არ უნდოდა. ჰოდა, ისე მოხდა, რომ ანი მარტო დარჩა, ჩვილით ხელში. ის ძალიან ჭკვიანი გოგოა, სპორტსმენი. თავისუფალი ჭიდაობით პროფესიონალურად იყო დაკავებული. ინდოეთში მწვრთნელადაც კი მიიწვიეს, კარგ ხელფასსაც დაპირდნენ. ისიც წავიდა, აბა, რა უნდა ექნა? მაშინ ნინი სულ რაღაც 1,5 თვის იყო. თავიდან, ის მართლა გვიგზავნიდა ფულს, მაგრამ შემდეგ რაღაც აირია და უკან დაბრუნება მოუწია; თუმცა, ბავშვს კვება სჭირდება, მე არ ვმუშაობ, ასაკი არ მიწყობს ხელს, ჯანმრთელობამაც მიმტყუნა... აქ, სოფელში, ვერსად იმუშავებ. ანი თბილისში წავიდა და მას შემდეგ, ასე წვალობს, საწყალი. ხან ოფიციანტად მუშაობს, ხან გამყიდველად - სურსათის მაღაზიაში. ხელფასი ძალიან ცოტაა, მან კი ბინის ქირაც უნდა იხადოს და რაღაცით იკვებოს კიდეც.

თქვენ რატომ არ მიდიხართ მასთან?

ნინო: უი, რას ამბობთ, რას ამბობთ?! - ხელები გაასავსავა ქალმა - ნეტავ, ის სადგომი განახათ, სადაც ცხოვრობს! პაწაწინა ოთახი, არანაირი პირობა, გათბობაც კი არ არის! ბავშვის იქ გაჩერება როგორ შეიძლება? აქ, სხვა თუ არაფერი, სუფთა ჰაერი მაინც არის!

თქვენ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ახსენეთ. ავად ხართ, ნინო?

ნინო: ორი წლის წინ, სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე აღმომიჩინეს, მეორე სტადია. ჩამიტარდა სხივური და ქიმიოთერაპია, მკერდი მომკვეთეს. ძლივს მოასწრეს; როგორც ამბობენ, სიკვდილს გადამარჩინეს. მაგრამ ახლა ქალური პრობლემები მაქვს. მალე, კიდევ ერთი ოპერაციის გაკეთება მომიწევს...

მკურნალობაში დახმარება გჭირდებათ?

ნინო:არა, არა, მაგას სახელმწიფო აფინანსებს. განაცხადი უკვე შეტანილია და ველოდები. თქვენ იმიტომ მოგმართეთ, რომ ჩემი გოგონა, ჩემი ნინი, ასეთ პირობებში ცხოვრობს, ამ ნანგრევებში. ხანდახან მისთვის საკვებიც კი არ მაქვს. უკიდურესი საჭიროება რომ არა, მე თქვენ არასდროს შეგაწუხებდით...

არავინ გეხმარებათ? ნათესავები თუ გყავთ?

ნინო: ჩემი ქმარი დიდი ხნის წინათ გარდაიცვალა, მე კი, ადრე, ავტოსადგურზე ათას წვრილმანს ვყიდდი. ორი და მყავს, მაგრამ მათ საკუთარი ოჯახები ჰყავთ. რით შეუძლიათ დახმარება? თვითონაც უჭირთ... მხოლოდ პროდუქტებით, ისიც - ხანდახან... უფროსი ქალიშვილიც მყავს, მასაც ოთხი საკუთარი შვილი ჰყავს! თქვენ თვითონაც გესმით, რომ ახლა ისეთი რთული დროა, ვინმეს დახმარება კი არა, საკუთარი თავის გატანაც ძალიან რთულია.

– ოდესმე თუ გიფიქრიათ, რომ ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდით?

ნინო: ასეთ რამეს ვინ იფიქრებს? ჩვენ სრულიად ჩვეულებრივი ოჯახი გვყავს. უფროსი გოგონა გათხოვდა, შვილები გააჩინა... მეგონა, უმცროსიც მოეწყობოდა... მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად წარიმართა. გული გეთუთქება, როდესაც ხედავ, რომ შენს შვილს ცხოვრება ვერ ეწყობა და ის იტანჯება... მაგრამ რას იზამ? ყველაფერი უფლის ნებაა! მე ჩემი პატარა, ჩემი საოცრება, ჩემი ნინი მყავს. მზის სხივი ბნელ სამეფოში... მყავს ის, ვისთვისაც უნდა ვიცოცხლო.

გულწრფელად თანაგიგრძნობთ. დახმარებისთვის ვინმესთვის თუ მიგიმართავთ? ადგილობრივი ხელისუფლებისთვის, მაგალითად?

ნინო: სახელმწიფომ მკურნალობა დამიფინანსა, ასევე, დახმარებას ვიღებთ, 150 ლარის ოდენობით... მართალია, ნახევარს, რადგან წამლებისთვის და სხვა გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის წინასწარ მოგვიწია აღება... ადგილობრივ ხელისუფლებასაც მივმართე და სახლის შეკეთება ვთხოვე, თუნდაც სახურავის, მაგრამ უარი მითხრეს.

სულ ეს არის თქვენი შემოსავალი? კი მაგრამ, როგორ ცხოვრობთ?

ნინო: ჩვენ ვარსებობთ… გადარჩენას ვცდილობთ… ცოტას ჩემი გოგოც გვიგზავნის, უფრო სწორედ, მთელ თავის ხელფასს, ბინის ქირის, კვებისა და მგზავრობის ხარჯების გამოკლებით. მას საშუალო სტატისტიკური ხელფასი აქვს - 500 ლარი. კი ხვდებით, რაც რჩება, რადგან თავის პატარა ოთახში ის 100 ლარს იხდის...

– ბავშვს რას აჭმევთ?

ნინო: ძირითადად, წვნიანებს. წყალწყალას, რა თქმა უნდა. საბედნიეროდ, სურსათის მაღაზიაში მიცნობენ და ვალად მაძლევენ, მე კი ნელ-ნელა ვიხდი... უბრალოდ ამ ვალს ბოლო არ უჩანს.

– უცხო ადამიანების სიკეთის თუ გჯერათ?

ნინო: დიახ, მჯერა. ოპერაცია რომ გამიკეთეს, ადგილობრივი დეპუტატის ცოლმა, ქალბატონმა მარინემ ეს რომ შეიტყო, პროდუქტებით სავსე უზარმაზარი შეკვრა მომიტანა... სიხარულისგან და მოულოდნელობისგან ვტიროდი... უფალი ყოველთვის გვიგზავნის დახმარებას, როდესაც გგონია, რომ ამაზე უარესი აღარაფერი იქნება...

– მორწმუნე ხართ?

ნინო: რა თქმა უნდა! მჯერა, რომ ამქვეყნად უმიზეზოდ არაფერი ხდება. ჩვენ, ყველანი უფლის შვილები ვართ, მას ყველანი ვუყვარვართ და ესმის ჩვენი ლოცვები. მე ეკლესიაშიც დავდივარ და სახლშიც ვლოცულობ...

– ნინო, ეს სახლი თქვენ გეკუთვნით?

ნინო: დიახ. თუკი შეიძლება, რომ ამ ნანგრევებს სახლი ვუწოდოთ. მას კაპიტალური რემონტი სჭირდება. ერთი კედელი მთლიანად ჩამოინგრა, სახურავი ჟონავს, ყველა ბზარიდან უბერავს... მეშინია, რომ ერთ მშვენიერ დღეს ის უბრალოდ თავზე ჩამოგვემხობა.  

თქვენი აზრით, პირველ რიგში, სახლში რა გჭირდებათ?

ნინო: პირველ რიგში, რა თქმა უნდა, პროდუქტები ჩემი პატარა ნინისთვის. ჩვენი შემოსავლით, სრულფასოვან კვებაზე საუბარიც კი ზედმეტია. არადა, მას მზარდი ორგანიზმი აქვს, ვიტამინები სჭირდება. ზამთარში, ჩვენი პატარა ოთახის გათბობა ძალიან რთულია. შეხედეთ, რა მდგომარეობაშია კედლები და ფანჯრები! ძალიან გვჭირდება გაზის გამათბობელი, ასევე, სარეცხი მანქანა. ჩემი ავადმყოფობის გამო, ხელით რეცხვა ფაქტობრივად შეუძლებელია... კარგი იქნებოდა, მაცივარიც რომ გვქონდეს... წვნიანის შესანახი ადგილიც კი არ გვაქვს. საჭმლის ერთჯერადად მომზადება მიწევს, თორემ ამჟავდება... დასაძინებელიც არაფერია... მხოლოდ სკამსაწოლი და დამტვრეული, ხის ლოგინი გვაქვს. ეგეც, ჩვენი არ არის, ნაცნობმა მომცა. ძალიან მეუხერხულება დახმარების თხოვნა. ხედავს უფალი, მხოლოდ ბავშვის გამო მოგმართეთ!

ჩვენი ფონდის შესახებ საიდან შეიტყვეთ?

ნინო: თქვენ შესახებ კეთილმა ადამიანებმა მიამბეს. მითხრეს, რომ თქვენ ყველა მათგანს ეხმარებით, ვინც რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა... მირჩიეს, რომ თქვენთვის მომემართა. თქვენს ფონდს ბევრი კეთილი მეგობარი ჰყავს. იმ იმედით მოგწერეთ, რომ ისინი არც ჩვენი გასაჭირის მიმართ დარჩებიან გულგრილი...

ნინო, თუ შეიძლება, თქვენი შვილიშვილის შესახებ მოგვიყევით.

ნინო: ჩემი პატარა ანგელოზი… დედამ სახელი ჩემ საპატივსაცემოდ დაარქვა! ჩემი სიხარული, ჩემი მზის სხივი! საბავშვო ბაღში დადის და ძალიან მოსწონს. მისი თქმით, იქ სახალისოა, ბევრი ბავშვი და სათამაშოა. აბა, მე მისთვის თოჯინის ყიდვის უფლებასაც კი ვერ ვაძლევ თავს... (მძიმედ ოხრავს.) მუსიკის მოსმენა უყვარს, „იუთუბზე“ ვიდეოების ყურება. თან ცეკვავს და მღერის. ნამდვილი საოცრება მყავს!

შეიძლება, მას რომ გავესაუბრო?

ნინო: იცით, ჯერ ცუდად საუბრობს, არეულად, სიტყვებს ამახინჯებს, მაგრამ რა თქმა უნდა, თუ გსურთ, შეგიძლიათ, კითხვები დაუსვათ.

ნინი, ეს ვინ არის? შენი ძაღლია?

ნინი (3 წლის):ეს ჩემი მეგობარია!

რა ჰქვია?

ნინი:ბუბუ! ის ყველაზე უკეთესია!

ნინი, აბა, მითხარი, ყველაზე მეტად რა გიყვარს?

ნინი:კანფეტები! ბე-ე-ევრზე ბევრი კანფეტი მინდა!

ალბათ, შოკოლადის, არა?

ნინი:დიახ. მიყვარს შოკოლადი, მაგრამ ბებო არ მყიდულობს…

და რაზე ოცნებობ? ყველაზე მეტად რას ისურვებდი?

ნინი: ბევრზე ბევრ სათამაშოს! როგორც საბავშვო ბაღში. თოჯინები მიყვარს და კიდევ, ბურთები! მიყვარს ბურთით თამაში.


რა ცოტა სჭირდება ბავშვს ბედნიერებისთვის... თოჯინები, კანფეტები და ბურთი... თქვენ რაზე ოცნებობთ, ნინო?

ნინო: უფალს ვევედრები, რომ მან ჩემი პატარა გოგონას ფეხზე დასაყენებლად ჯანმრთელობა და ძალა მომცეს. ის ჩემი ცხოვრების აზრია. მომავალს მისი თვალებით ვუყურებ. როდესაც ის ჩემთან მორბის და მეუბნება: „ბებო, მე შენ ძალიან, ძალიან მიყვარხარ, აი, ასე!“ - და თავისი პატარა ხელებით მთელი ძალით მეხუტება, ყველა დაავადება და გასაჭირი მავიწყდება... ყველაფერს გავიღებ იმისთვის, რომ ის ზრდასრული, ჯანმრთელი და ბედნიერი ვიხილო!

***

მეგობრებო, ნინო ნაზარაშვილი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. მას და მის პატარა შვილიშვილს, ნინის (3 წლის), ძალიან სჭირდებათ ჩვენი და თქვენი მხარდაჭერა. ბოროტი ბედი ისე წარიმართა, რომ შვილიშვილის აღზრდა მას მარტოს უწევს! ისინი საშინელ პირობებში ცხოვრობენ, მათი სახლი განადგურებულია, სახურავი ჟონავს, ოთახში კი ქარი დანავარდობს. პატარა ნინი სიცივესა და შიმშილში იზრდება, ნინო ბებია კი ხშირად თვითონ ამბობს უარს ერთ ნაჭერ პურზე, რომ ბავშვი გამოკვებოს!

ნინო ნაზარაშვილს და მის შვილიშვილს ძალიან სჭირდებათ ნებისმიერი სახის დახმარება: საკვები პროდუქტები, სარეცხი მანქანა, მაცივარი და გაზის გამათბობელი. პატარა ნინი კი თოჯინებზე და კანფეტებზე ოცნებობს.

ნაზარაშვილების ოჯახის მონახულება და შეძლებისდაგვარად დახმარება თავადაც შეგიძლიათ. მისამართი: გორის მუნიციპალიტეტი, სოფ. ქვახვრელი

ან დაურეკეთ საბრალო ნინოს და გაამხნევეთ იგი კეთილი სიტყვებით! ტელეფონის ნომერი: 598 296 040.

და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ეს თავად არ შეუძლიათ. ნუ აუვლით გვერდს სხვის გაჭირვებას! უბედური ადამიანები - ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ, დავამტკიცოთ უფლის სიყვარული საქმით და არა სიტყვებით!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება ესაჭიროება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება:ნაზარაშვილების ოჯახი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტის მეშვეობითაც.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

თქვენთან ერთად, ჩვენ უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდით ნინო ნაზარაშვილს და პატარა ნინისაცგავუმართოთ ხელი. უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს!

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270.