ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

მშვენიერ, სამი წლის ობოლს მხოლოდ სიმსივნით დაავადებული ბებია ჰყავს, სათამაშოების ნაცვლად კი – ქუჩიდან აყვანილი, საბრალო, თეთრი ლეკვი

calendar ნოემბერი 5, 2020

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

ისინი საშინელ სიღარიბეში ცხოვრობენ და რისკავენ, რომ ნებისმიერ წუთს საკუთარი სახლის ნანგრევების ქვეშ დაიმარხონ…
ჩვენ წინაშე, – ბევრი გაჭირვების მნახველი ფონდის თანამშრომლების წინაშე, – საშინელი სურათი გაიშალა. უბრალოდ შევძრწუნდით, როდესაც ეს ლამაზთვალება თოჯინა სრულ სიღარიბეში, ნახევრად დანგრეული სახლის ჩამოშლილი კედლის ფონზე ვიხილეთ… ნინიმ ეს ვერ შენიშნა და აცნობა განაგრძო: „ნახეთ, როგორი ლეკვი მყავს! ხომ მშვენიერია?“

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

ივიწყებს რა საკუთარ თავს და გულმკერდის საშინელ ტკივილებს, მსოფლიოში ყველაზე კეთილი, 52 წლის, ქართველი ბებია უკანასკნელ ძალებს, უკანასკნელ პურის ნაჭერთან ერთად, საყვარელ შვილიშვილს აძლევს და ლოცულობს, რომ დიდხანს არ მოკვდეს!

თავად ნინო შიმშილობს. როგორც წესი, დასაძინებლად მშიერი წვება… და ჩვენ ვართ ამის მოწმე!

„არაფერი მინდა, ოღონდაც ჩემი გოგონა, ჩემი პატარა ნინი ჯანმრთელი და ბედნიერი იყოს, – მწარედ ტირის საბრალო ქალი. – მე მისთვის ვცხოვრობ! ყველაფრისთვის მზად ვარ, ოღონდაც ბავშვს გაჭირვების ატანა აღარ უწევდეს… ხვდებით, რომ ხშირად, მისთვის საკვებიც კი არ მაქვს?!“  

ნინო, თუ შეიძლება, მოგვიყევით, ჩვენთან რა გასაჭირმა მოგიყვანათ?

ნინო: არც კი ვიცი, საიდან დავიწყო… ჩვენი მდგომარეობა მართლაც საშინელია, სხვაგვარად, არც მოგმართავდით. ისე მოხდა, რომ ჩემს სამი წლის შვილიშვილს, ნინის, მარტო ვზრდი. ფული კატასტროფულად არ გვყოფნის, საკვებისთვისაც კი. ხშირად, მე თვითონ მშიერი ვიძინებ, ოღონდაც ჩემი პატარა გოგო მაძღარი იყოს…

– ეს როგორ მოხდა, შეგიძლიათ, დაწვრილებით მოგვიყვეთ?

ნინო: ნინის მშობლები ერთმანეთს ჯერ კიდევ მის დაბადებამდე დაშორდნენ. ასე გამოვიდა. ხომ გაგიგიათ, სხვისა გული – ვით ჯურღმულიო… ახალგაზრდები იყვნენ, ერთმანეთს ვერ გაუგეს… ჩემი გოგონა, ანი, ორსულად იყო, მაგრამ კაცს ბავშვი არ უნდოდა. ჰოდა, ისე მოხდა, რომ ანი მარტო დარჩა, ჩვილით ხელში. ის ძალიან ჭკვიანი გოგოა, სპორტსმენი. თავისუფალი ჭიდაობით პროფესიონალურად იყო დაკავებული. ინდოეთში მწვრთნელადაც კი მიიწვიეს, კარგ ხელფასსაც დაპირდნენ. ისიც წავიდა, აბა, რა უნდა ექნა? მაშინ ნინი სულ რაღაც 1,5 თვის იყო. თავიდან, ის მართლა გვიგზავნიდა ფულს, მაგრამ შემდეგ რაღაც აირია და უკან დაბრუნება მოუწია; თუმცა, ბავშვს კვება სჭირდება, მე არ ვმუშაობ, ასაკი არ მიწყობს ხელს, ჯანმრთელობამაც მიმტყუნა… აქ, სოფელში, ვერსად იმუშავებ. ანი თბილისში წავიდა და მას შემდეგ, ასე წვალობს, საწყალი. ხან ოფიციანტად მუშაობს, ხან გამყიდველად – სურსათის მაღაზიაში. ხელფასი ძალიან ცოტაა, მან კი ბინის ქირაც უნდა იხადოს და რაღაცით იკვებოს კიდეც.

თქვენ რატომ არ მიდიხართ მასთან?

ნინო: უი, რას ამბობთ, რას ამბობთ?! – ხელები გაასავსავა ქალმა – ნეტავ, ის სადგომი განახათ, სადაც ცხოვრობს! პაწაწინა ოთახი, არანაირი პირობა, გათბობაც კი არ არის! ბავშვის იქ გაჩერება როგორ შეიძლება? აქ, სხვა თუ არაფერი, სუფთა ჰაერი მაინც არის!

თქვენ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ახსენეთ. ავად ხართ, ნინო?

ნინო: ორი წლის წინ, სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე აღმომიჩინეს, მეორე სტადია. ჩამიტარდა სხივური და ქიმიოთერაპია, მკერდი მომკვეთეს. ძლივს მოასწრეს; როგორც ამბობენ, სიკვდილს გადამარჩინეს. მაგრამ ახლა ქალური პრობლემები მაქვს. მალე, კიდევ ერთი ოპერაციის გაკეთება მომიწევს…

მკურნალობაში დახმარება გჭირდებათ?

ნინო:არა, არა, მაგას სახელმწიფო აფინანსებს. განაცხადი უკვე შეტანილია და ველოდები. თქვენ იმიტომ მოგმართეთ, რომ ჩემი გოგონა, ჩემი ნინი, ასეთ პირობებში ცხოვრობს, ამ ნანგრევებში. ხანდახან მისთვის საკვებიც კი არ მაქვს. უკიდურესი საჭიროება რომ არა, მე თქვენ არასდროს შეგაწუხებდით…

არავინ გეხმარებათ? ნათესავები თუ გყავთ?

ნინო: ჩემი ქმარი დიდი ხნის წინათ გარდაიცვალა, მე კი, ადრე, ავტოსადგურზე ათას წვრილმანს ვყიდდი. ორი და მყავს, მაგრამ მათ საკუთარი ოჯახები ჰყავთ. რით შეუძლიათ დახმარება? თვითონაც უჭირთ… მხოლოდ პროდუქტებით, ისიც – ხანდახან… უფროსი ქალიშვილიც მყავს, მასაც ოთხი საკუთარი შვილი ჰყავს! თქვენ თვითონაც გესმით, რომ ახლა ისეთი რთული დროა, ვინმეს დახმარება კი არა, საკუთარი თავის გატანაც ძალიან რთულია.

– ოდესმე თუ გიფიქრიათ, რომ ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდით?

ნინო: ასეთ რამეს ვინ იფიქრებს? ჩვენ სრულიად ჩვეულებრივი ოჯახი გვყავს. უფროსი გოგონა გათხოვდა, შვილები გააჩინა… მეგონა, უმცროსიც მოეწყობოდა… მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად წარიმართა. გული გეთუთქება, როდესაც ხედავ, რომ შენს შვილს ცხოვრება ვერ ეწყობა და ის იტანჯება… მაგრამ რას იზამ? ყველაფერი უფლის ნებაა! მე ჩემი პატარა, ჩემი საოცრება, ჩემი ნინი მყავს. მზის სხივი ბნელ სამეფოში… მყავს ის, ვისთვისაც უნდა ვიცოცხლო.

გულწრფელად თანაგიგრძნობთ. დახმარებისთვის ვინმესთვის თუ მიგიმართავთ? ადგილობრივი ხელისუფლებისთვის, მაგალითად?

ნინო: სახელმწიფომ მკურნალობა დამიფინანსა, ასევე, დახმარებას ვიღებთ, 150 ლარის ოდენობით… მართალია, ნახევარს, რადგან წამლებისთვის და სხვა გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის წინასწარ მოგვიწია აღება… ადგილობრივ ხელისუფლებასაც მივმართე და სახლის შეკეთება ვთხოვე, თუნდაც სახურავის, მაგრამ უარი მითხრეს.

სულ ეს არის თქვენი შემოსავალი? კი მაგრამ, როგორ ცხოვრობთ?

ნინო: ჩვენ ვარსებობთ… გადარჩენას ვცდილობთ… ცოტას ჩემი გოგოც გვიგზავნის, უფრო სწორედ, მთელ თავის ხელფასს, ბინის ქირის, კვებისა და მგზავრობის ხარჯების გამოკლებით. მას საშუალო სტატისტიკური ხელფასი აქვს – 500 ლარი. კი ხვდებით, რაც რჩება, რადგან თავის პატარა ოთახში ის 100 ლარს იხდის…

– ბავშვს რას აჭმევთ?

ნინო: ძირითადად, წვნიანებს. წყალწყალას, რა თქმა უნდა. საბედნიეროდ, სურსათის მაღაზიაში მიცნობენ და ვალად მაძლევენ, მე კი ნელ-ნელა ვიხდი… უბრალოდ ამ ვალს ბოლო არ უჩანს.

– უცხო ადამიანების სიკეთის თუ გჯერათ?

ნინო: დიახ, მჯერა. ოპერაცია რომ გამიკეთეს, ადგილობრივი დეპუტატის ცოლმა, ქალბატონმა მარინემ ეს რომ შეიტყო, პროდუქტებით სავსე უზარმაზარი შეკვრა მომიტანა… სიხარულისგან და მოულოდნელობისგან ვტიროდი… უფალი ყოველთვის გვიგზავნის დახმარებას, როდესაც გგონია, რომ ამაზე უარესი აღარაფერი იქნება…

– მორწმუნე ხართ?

ნინო: რა თქმა უნდა! მჯერა, რომ ამქვეყნად უმიზეზოდ არაფერი ხდება. ჩვენ, ყველანი უფლის შვილები ვართ, მას ყველანი ვუყვარვართ და ესმის ჩვენი ლოცვები. მე ეკლესიაშიც დავდივარ და სახლშიც ვლოცულობ…

– ნინო, ეს სახლი თქვენ გეკუთვნით?

ნინო: დიახ. თუკი შეიძლება, რომ ამ ნანგრევებს სახლი ვუწოდოთ. მას კაპიტალური რემონტი სჭირდება. ერთი კედელი მთლიანად ჩამოინგრა, სახურავი ჟონავს, ყველა ბზარიდან უბერავს… მეშინია, რომ ერთ მშვენიერ დღეს ის უბრალოდ თავზე ჩამოგვემხობა.  

თქვენი აზრით, პირველ რიგში, სახლში რა გჭირდებათ?

ნინო: პირველ რიგში, რა თქმა უნდა, პროდუქტები ჩემი პატარა ნინისთვის. ჩვენი შემოსავლით, სრულფასოვან კვებაზე საუბარიც კი ზედმეტია. არადა, მას მზარდი ორგანიზმი აქვს, ვიტამინები სჭირდება. ზამთარში, ჩვენი პატარა ოთახის გათბობა ძალიან რთულია. შეხედეთ, რა მდგომარეობაშია კედლები და ფანჯრები! ძალიან გვჭირდება გაზის გამათბობელი, ასევე, სარეცხი მანქანა. ჩემი ავადმყოფობის გამო, ხელით რეცხვა ფაქტობრივად შეუძლებელია… კარგი იქნებოდა, მაცივარიც რომ გვქონდეს… წვნიანის შესანახი ადგილიც კი არ გვაქვს. საჭმლის ერთჯერადად მომზადება მიწევს, თორემ ამჟავდება… დასაძინებელიც არაფერია… მხოლოდ სკამსაწოლი და დამტვრეული, ხის ლოგინი გვაქვს. ეგეც, ჩვენი არ არის, ნაცნობმა მომცა. ძალიან მეუხერხულება დახმარების თხოვნა. ხედავს უფალი, მხოლოდ ბავშვის გამო მოგმართეთ!

ჩვენი ფონდის შესახებ საიდან შეიტყვეთ?

ნინო: თქვენ შესახებ კეთილმა ადამიანებმა მიამბეს. მითხრეს, რომ თქვენ ყველა მათგანს ეხმარებით, ვინც რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა… მირჩიეს, რომ თქვენთვის მომემართა. თქვენს ფონდს ბევრი კეთილი მეგობარი ჰყავს. იმ იმედით მოგწერეთ, რომ ისინი არც ჩვენი გასაჭირის მიმართ დარჩებიან გულგრილი…

ნინო, თუ შეიძლება, თქვენი შვილიშვილის შესახებ მოგვიყევით.

ნინო: ჩემი პატარა ანგელოზი… დედამ სახელი ჩემ საპატივსაცემოდ დაარქვა! ჩემი სიხარული, ჩემი მზის სხივი! საბავშვო ბაღში დადის და ძალიან მოსწონს. მისი თქმით, იქ სახალისოა, ბევრი ბავშვი და სათამაშოა. აბა, მე მისთვის თოჯინის ყიდვის უფლებასაც კი ვერ ვაძლევ თავს… (მძიმედ ოხრავს.) მუსიკის მოსმენა უყვარს, „იუთუბზე“ ვიდეოების ყურება. თან ცეკვავს და მღერის. ნამდვილი საოცრება მყავს!

შეიძლება, მას რომ გავესაუბრო?

ნინო: იცით, ჯერ ცუდად საუბრობს, არეულად, სიტყვებს ამახინჯებს, მაგრამ რა თქმა უნდა, თუ გსურთ, შეგიძლიათ, კითხვები დაუსვათ.

ნინი, ეს ვინ არის? შენი ძაღლია?

ნინი (3 წლის):ეს ჩემი მეგობარია!

რა ჰქვია?

ნინი:ბუბუ! ის ყველაზე უკეთესია!

ნინი, აბა, მითხარი, ყველაზე მეტად რა გიყვარს?

ნინი:კანფეტები! ბე-ე-ევრზე ბევრი კანფეტი მინდა!

ალბათ, შოკოლადის, არა?

ნინი:დიახ. მიყვარს შოკოლადი, მაგრამ ბებო არ მყიდულობს…

და რაზე ოცნებობ? ყველაზე მეტად რას ისურვებდი?

ნინი: ბევრზე ბევრ სათამაშოს! როგორც საბავშვო ბაღში. თოჯინები მიყვარს და კიდევ, ბურთები! მიყვარს ბურთით თამაში.

რა ცოტა სჭირდება ბავშვს ბედნიერებისთვის… თოჯინები, კანფეტები და ბურთი… თქვენ რაზე ოცნებობთ, ნინო?

ნინო: უფალს ვევედრები, რომ მან ჩემი პატარა გოგონას ფეხზე დასაყენებლად ჯანმრთელობა და ძალა მომცეს. ის ჩემი ცხოვრების აზრია. მომავალს მისი თვალებით ვუყურებ. როდესაც ის ჩემთან მორბის და მეუბნება: „ბებო, მე შენ ძალიან, ძალიან მიყვარხარ, აი, ასე!“ – და თავისი პატარა ხელებით მთელი ძალით მეხუტება, ყველა დაავადება და გასაჭირი მავიწყდება… ყველაფერს გავიღებ იმისთვის, რომ ის ზრდასრული, ჯანმრთელი და ბედნიერი ვიხილო!

***

მეგობრებო, ნინო ნაზარაშვილი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. მას და მის პატარა შვილიშვილს, ნინის (3 წლის), ძალიან სჭირდებათ ჩვენი და თქვენი მხარდაჭერა. ბოროტი ბედი ისე წარიმართა, რომ შვილიშვილის აღზრდა მას მარტოს უწევს! ისინი საშინელ პირობებში ცხოვრობენ, მათი სახლი განადგურებულია, სახურავი ჟონავს, ოთახში კი ქარი დანავარდობს. პატარა ნინი სიცივესა და შიმშილში იზრდება, ნინო ბებია კი ხშირად თვითონ ამბობს უარს ერთ ნაჭერ პურზე, რომ ბავშვი გამოკვებოს!

ნინო ნაზარაშვილს და მის შვილიშვილს ძალიან სჭირდებათ ნებისმიერი სახის დახმარება: საკვები პროდუქტები, სარეცხი მანქანა, მაცივარი და გაზის გამათბობელი. პატარა ნინი კი თოჯინებზე და კანფეტებზე ოცნებობს.

ნაზარაშვილების ოჯახის მონახულება და შეძლებისდაგვარად დახმარება თავადაც შეგიძლიათ. მისამართი: გორის მუნიციპალიტეტი, სოფ. ქვახვრელი

ან დაურეკეთ საბრალო ნინოს და გაამხნევეთ იგი კეთილი სიტყვებით! ტელეფონის ნომერი: 598 296 040.

და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ეს თავად არ შეუძლიათ. ნუ აუვლით გვერდს სხვის გაჭირვებას! უბედური ადამიანები – ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ, დავამტკიცოთ უფლის სიყვარული საქმით და არა სიტყვებით!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება ესაჭიროება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება:ნაზარაშვილების ოჯახი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტის მეშვეობითაც.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

თქვენთან ერთად, ჩვენ უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდით ნინო ნაზარაშვილს და პატარა ნინისაცგავუმართოთ ხელი. უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს!

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270.

თქვენმა თანადგომამ ფრთები შეგვასხა!

„ბებია, ბებოოოო! ჩვენთან ისევ მოვიდნენ!“ – ჩვენს შესახვედრად გამორბის მშვენიერი გოგონა, ნინი, ამ დიდთვალება თოჯინას კი უკან მისი ბებო – ნინო მოჰყვება. „თქვენმა ფონდმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა და სურვილები აგვისრულა!“ – ზღურბლიდანვე მადლობის სიტყვებად იღვრება ქალი.

მეგობრებო, სულ ახლახან ჩვენ პატარა, მშვენიერი გოგონას – ნინის სევდიანი ამბავი მოგიყევით.  პოსტს სათაურად ერქვა: „მშვენიერ, სამი წლის ობოლს მხოლოდ სიმსივნით დაავადებული ბებია ჰყავს, სათამაშოების ნაცვლად კი – ქუჩიდან აყვანილი, საბრალო, თეთრი ლეკვი“ (https://chernovetskyifund.ge/ge/projects/648-nazarashvili)

რა თქმა უნდა, თქვენ, – ჩვენო კეთილო და გულისხმიერო მკითხველებო, – ნანგრევებში მცხოვრები, ეულად დარჩენილი პატარა გოგონას და მისი მძიმედ ავადმყოფი ბებოს გასაჭირს გულგრილად ვერ მოეკიდებოდით და გვერდს ვერ აუვლიდით!

„ვინც გვირეკავს, ბევრი მათგანი არა მხოლოდ გვეხმარება, არამედ სიტყვებითაც გვამხნევებს. ამ განწყობის ფონზე გინდება, რომ აქტიური იყო, იცოცხლო, საკუთარ დაავადებას გაუმკლავდე. ეს უბრალოდ ფრთებს გასხამს ადამიანს! არ ვიცი, მადლობა როგორ გადაგიხადოთ! – ნინო ბებია ემოციებს ვერ მალავს, მას სიხარულისა და მადლიერების გრძნობა ავსებს. – დაე, უფალმა ჯანმრთელობა და კეთილდღეობა მოგცეთ და ყოველგვარი უბედურებისგან დაგიცვათ!“

ამ ხალხს სიხარული და სიცოცხლის ხალისი სწორედ თქვენმა კეთილშობილებამ და გულისხმიერებამ დაუბრუნა! პატარა ნინის სამჯერ მეტი სათამაშო აქვს, ვიდრე მან ითხოვა, მისი ბებო კი, დახმარებისა და მხარდაჭერისთვის, თქვენი დალოცვით არ იღლება!

პატარა ნინი ტვირთს ვერ ერევა, მას ჩვენთვის ერთდროულად ყველაფრის ჩვენება სურს. თოჯინით და ხელჩანთით თვითმგორავზე დადგომა არ გამოსდის… და გოგონა ხელახლა ცდილობს.

  ნინი, რა მაგარი სათამაშოები გაქვს! მეც მათამაშებ?

  დეიდა, აი იქ, ზემოთ! ბევრია!  

  კარადაზე? უი, დავინახე, დავინახე! თოჯინების დიდი მარაგი გქონია!

  დეიდა, ჩამოიღე! ვითამაშოთ!

ბებო – უფროსი ნინო იღიმის: „მანდ მე დავაწყვე. იმდენი რამ გვაჩუქეს, ჩემი შვილიშვილი იბნევა, აღარ იცის, რასთან ითამაშოს. ვეუბნები: შვილო, მოდი, დღეს ამ თოჯინებთან ითამაშე, ხვალ – სხვებთან“. თქვენ ჩვენი ცხოვრება თავდაყირა დააყენეთ, ისეთი სიხარული მოგვანიჭეთ! თავად უფალმა დამაყენა თქვენკენ მომავალ გზაზე, როდესაც თქვენს ფონდს მივწერე“.

სამი წლის, პატარა ნინის ისტორიამ, რომელსაც ხელში თეთრი, უსახლკარო ლეკვი ეჭირა და რომელსაც სიმსივნით დასნეულებული ბებო ზრდის, ჩვენი მკითხველები სულით ხორცამდე შეძრა. ასეთი ანგელოზი ნახევრად დანგრეულ სახლში ცხოვრობს! ბებოს მდგომარეობა კი დღითიდღე უარესდება. ხალხი, – ვისაც როგორ შეეძლო, – სასწრაფოდ შეუერთდა სამაშველო აქციას.

ქალბატონო ნინო, რა იგრძენით, როდესაც სატელეფონო ზარები და სტუმრიანობა დაიწყო? თქვენი ახალი მეგობრების შესახებ მოგვიყევით.

ნინო:განა ამის სიტყვებით აღწერა შეიძლება? ძალიან აღელვებული ვარ. ადრე, დახმარებისთვის სხვა ორგანიზაციებს რომ მივმართავდი, პასუხად მხოლოდ გულგრილობას ვიღებდი, ერთხელ გამკიცხეს კიდეც. „აი, ბავშვს დედა საერთოდ რომ არ ჰყავდეს ან მას ის წლების წინ რომ მიეტოვებინა, მაშინ კი ბატონო, მაშინ დაგეხმარებოდით“, – ასეთი რამის მოსმენაც კი მომიწია. ისე მეწყინა, გახსენებაც კი არ მინდა.

მაგრამ ახლა, ჩვენ გულწრფელად, ადამიანურად დაგვიდგნენ მხარში. მე ამას არასდროს დავივიწყებ.

ბევრი გამოგვეხმაურა. მათი სახელები კარგად არ მახსოვს და რამე რომ არ შემეშალოს, არ ჩამოვთვლი; მაგრამ უზომოდ მადლობელი ვარ ყველასი! მე ყველა კეთილი ადამიანისთვის ვილოცებ. ღმერთმა ყველას ჯანმრთელობა და კეთილდღეობა მოგცეთ და ყოველგვარი უბედურებისგან დაგიცვათ!

ჩვენ ბავშვის ტანსაცმელი, საკვები და სათამაშოები მოგვიტანეს, ფულითაც დაგვეხმარნენ. საჩუქრებს გადმოგვცემდნენ კიდეც და თავადაც მოდიოდნენ.

ჩვენ ერთი ოჯახი გავიცანით, ყველანი ერთად მოვიდნენ – ქმარი, ცოლი და შვილები. ქალს ალა ჰქვია, რუსულად და ინგლისურად თავისუფლად საუბრობს. მათ ჩემი შვილი და ნინის დედა – ანი სამსახურში მოაწყვეს. პანდემიის გამო, ჩემი გოგო უმუშევარი დარჩა. ამ კეთილი ხალხის რეკომენდაციით, ანი სამუშაოდ საშენში – ძაღლების თავშესაფარში აიყვანეს. გულწრფელად შეძრული ვიყავი, როდესაც ჩვენმა ახალმა მეგობრებმა ანის დაბადების დღე (9 დეკემბერი) გადაუხადეს – სანთლებიანი ტორტი, ყველაფერი როგორც წესი და რიგია. ეს ყველაფერი გულიდან მოდის და საოცრად თბილი და სასიამოვნო გრძნობაა!  

სათამაშოების მაღაზიამ „თოი შოპ დისნეი“ სათამაშოების ორი უზარმაზარი შეკვრა გადმოგვცა. სადაზღვეო კომპანია „არნი“-ს თანამშრომლებმა ძალიან ბევრი ტკბილეული და სურსათი მოგვიტანეს.

კიდევ ერთმა ოჯახმა ჩემს ნინის თვითმგორავი მოუტანა. მათი შვილი ნინიზე ერთი ორი წლით დიდი თუ იქნება. ოჰ, როგორი მხიარულება იყო იმ საღამოს, ჩემი შვილიშვილი ამ თვითმგორავს ოთახში წინ და უკან აგორავებდა და თან ყვიროდა: „ბებო, ნახე, შენთან მოვდივარ!“ თამაშით გული რომ იჯერა, ძალაგამოცლილს, ღრმად ჩაეძინა. სახლში ახლაც თვითმგორავით დადის. ჩვენთან, ეზოში, დიდად ვერ გაისეირნებ – კეთილმოწყობილი არ არის და მიწაც გორებად ყრია. არც გარეთ ვუშვებ და არც თავად გავდივარ – კორონავირუსის ძალიან მეშინია. 

ერთი-ორი თვე სურსათით უზრუნველყოფილები ვართ. სრულიად უცხო ადამიანები პირთამდე სავსე ჩანთებით მოდიოდნენ, ასე რომ ზამთრის შესახებ შეგვიძლია აღარ ვიდარდოთ. ჩვენ კარტოფილი, ხახვი, ფქვილი, ბრინჯი, წიწიბურა, მაკარონი, ვერმიშელი, შვრიის ბურღული გვაქვს.

ტკბილეულიც საკმარისად გვაქვს. ნინი პირველ რიგში მათ ჭამს ხოლმე, ამიტომ ნაწილ-ნაწილ ვაძლევ და სათავსოსაც საიდუმლოდ ვინახავ. (იღიმის.) თუმცა, მას ძნელად თუ გამოაპარებ რამეს, უნდა ყველაფერი იცოდეს და ყველაფერში მონაწილეობდეს. „მე, მე, მე!“ განსაკუთრებით საჩუქრის ყუთების გახსნა უყვარს. მაშინვე ყველაფერს ხსნის და ათვალიერებს.

ახალი საწოლი უკვე მოსინჯეთ?

ნინო:ოო, მერე და როგორ! ჩემი ცელქი გოგო ისეთი შთაბეჭდილების ქვეშ იყო, რომ მასზე ხტუნვა დაიწყო. ის ხომ ზამბარიანია?! მას ისე უხარია, მეტი რომ აღარ შეიძლება. „ბებო, მოდი, შენც იხტუნავე!“ ეგ როგორ შეიძლება, შვილო? – ვეკითხები. ძლივს ნორმალურ საწოლს ვეღირსეთ, უნდა გავუფრთხილდეთ. დამიჯერა, ჩამოძვრა. ამ საწოლს ერთი ჯადოსნური ეფექტი აქვს. ადრე ბავშვს დასაძინებლად დღისითაც ვაწვენდი, მაგრამ ყოველთვის არ გამომდიოდა. ახლა კი, თამაშით რომ გულს იჯერებს, მიდის და თვითონ წვება. დღის ძილი რეგულარულია. აი, რამხელა ბედნიერებაა!  

საღამოს 9-10 საათზე დასაძინებლად ვწვებით. მე მალე ვიღლები. ამის დავიწყება რამდენადაც არ უნდა მინდოდეს, ავადმყოფობა თავს მაინც მახსენებს. ჩემი გოგო მომეხუტება, მე მას რაღაცას მოვუყვები, ვუმღერებ, ის კი გორგალივით მყუდროდ შეიკვრება და იძინებს.

ახალი საბნების და ბალიშების ამოლაგებაში ის მეხმარებოდა, თან ზედ ნებივრობდა. რამხელა მნიშვნელობა აქვს, როდესაც ბავშვის გულს ასე უხარებ! თქვენ დიად საქმეს აკეთებთ! მთელი გულით ვლოცავ თქვენს ფონდს და მის დამფუძნებელს! იცით, ზოგჯერ არც კი მჯერა, რომ ჩვენ ასეთი რამ შეგვემთხვა – ერთდროულად ამდენი თხოვნა და სურვილი აგვისრულდა!

როგორც იქნა, ფონდის წყალობით, მაცივარიც გვაქვს! აქამდე ისე ვწვალობდი, ვერც კი წარმოიდგენთ. განსაკუთრებით ზაფხულში! სიცხისგან ნებისმიერი სადილი რამდენიმე საათში ფუჭდება. ახლა, მისი შენახვა შემიძლია.  

თქვენ მიერ ნაჩუქარი სარეცხი მანქანის სახით კი სახლში ისეთი დამხმარე გამიჩნდა… მხოლოდ თეთრეულის გაფენა მჭირდება. მე თვითონ რეცხვის და გაწურვის ძალა აღარ მაქვს. სად შემიძლია?! წელის ტკივილი მოსვენებას არ მაძლევს, ნორმალურად მოძრაობა და საქმის კეთება არ შემიძლია. დილით ან შუადღეს ტკივილგამაყუჩებელი თუ არ დავლიე, არაფრის თავი არ მაქვს. აგერ, მეორე ოპერაციას ველოდები – გინეკოლოგიურს. საბუთები შეტანილია, მაგრამ ჯერ დაფინანსება არ არის. მგონი პანდემიის გამო ყველა გეგმიური ოპერაცია გადაიდო.

სარეცხი მანქანის დასაყენებლად და შესაერთებლად ოსტატი რომ მოვიდა, მერე კი პირველი საცდელი რეცხვა რომ დააწყებინა, ნინი მის წინ ისე მოეწყო, როგორც ტელევიზორთან (იცინის). მას ყველაფერი აინტერესებს: როგორ ტრიალებს თეთრეული ფანჯარაში, როგორ ღმუის მანქანა. ვეუბნები, შვილო, თითებს ფანჯარასთან ახლოს ნუ მიიტან, საშიშია.

მაცივარს აღებს – შიგნით სინათლე რომ ინთება, მოსწონს (იღიმის.)

ქალბატონო ნინო, გვიხარია, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში ნაკლები სირთულე გაქვთ და ამის გამო, ყველაფერი უფრო გაგიმარტივდათ. ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან რაიმე სიახლე ან წინსვლა ხომ არ არის? რა რეაგირება ჰქონდათ პოსტზე? 

ნინო:(მძიმედ ოხრავს.) გავიგე, ხელმოკლე და სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სურსათის დარიგებას აპირებენ. წელს ცოტა შეშა მომიტანეს, თუმცა ჯერ არ მიხმარია. მაგრამ ჩემი მთავარი პრობლემა, რომლითაც მათ მივმართე, – სახლის ავარიული მდგომარეობა, – გადაუჭრელი რჩება. მის შეკეთებასა და გამაგრებაზე ერთი სიტყვაც არ ისმის. მინაშენი ოთახის გაკეთება ვთხოვე. არ ვიცი. სხვა საცხოვრებელი რომ გვქონდეს, აქედან დიდი ხნის წინ წავიდოდით.

ალბათ, ჯერ იმის შესაძლებლობა არ აქვთ, რომ ყურადღება მოგვაქციონ. ჩვენი რაიონის დეპუტატმა ჩვენი პრობლემების შესახებ იცის და კარგადაც გვექცევა. დაგვპირდა, რომ თუ რამე – პირველი ჩვენთან მოვლენ.  

ეს ძველი სახლია, ქვებით ნაგები. ას წელზე მეტი ხნისაა. არ ვიცი, კაპიტალური რემონტის გარეშე კიდევ რამდენ ხანს გაძლებს. ალბათ, ამ წელს გაატანს, შემდეგ კი – კაცმა არ იცის. ასეთ სახლში სითბოს შენარჩუნება ძალიან ძნელია. ყველა ხვრელიდან ქარი უბერავს.

ვხედავ, თქვენი და შვილიშვილის სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად, ნაძვის ხეც მოგირთავთ. გამოდის, ჯერ კიდევ გაქვთ უკეთესის მოლოდინი და იმედი.

ნინო:ამდენი ხალხის თანადგომამ ფრთები შემასხა. ამ განწყობის ფონზე გინდება, რომ აქტიური იყო, იცოცხლო, საკუთარ დაავადებას გაუმკლავდე. ვინც გვირეკავს, ბევრი მათგანიარა მხოლოდ გვეხმარება, არამედ სიტყვებითაც გვამხნევებს. ენერგიის მოზღვავებას ვგრძნობ. უნდა გაცინოთ – მიუხედავად იმისა, რომ ამას საქმესთან პირდაპირი კავშირი არ აქვს. ერთმა კახელმა დარეკა და… ხელი მთხოვა. ასე, პირდაპირ მომახალა. რა თქმა უნდა, სერიოზულად არ მიმიღია. მაგრამ ამბავმა გამახალისა. მე კი აქ მგონია, რომ მოხუცი და სნეული ქალი ვარ…

ნინი გვიახლოვდება, ორი თოჯინით ხელში.

პატარავ, არ გითქვამს, შენს თოჯინებს რა დაარქვი?

ნინი (3 წლის):ბაია და მაია.

– ალბათ, ახლა დაკავებული ხარ და ლეკვთან თამაშის დრო აღარ გაქვს, არა?

ნინი: დეიდა, ბუბუ ჩემი მეგობარია.  იქ კი დედამისია – ჰავ-ჰავ.

ნინო: აჰ, დიახ! დედამისმა, – სოფლის ძაღლმა, – ახლა ჩვენს ეზოში დაიწყო შემოსვლა. ჩემი შვილიშვილი ამბობს: „ბებო, ახლა ჩვენ საჭმელი გვაქვს და შეგვიძლია მასაც ვაჭამოთ.“

ქალბატონი ნინო იცინის და ხელს იქნევს.

– ნინიმ თუ გთხოვათ, რომ თოვლის ბაბუსთვის მიგეწერათ?

ნინო: ჩვენი თოვლის ბაბუები თქვენ ხართ! განა ასე არ არის? თქვენმა ფონდმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა და სურვილები აგვისრულა. ის, რაც თითქოს რთული იყო, ახდა. ნინის სამჯერ მეტი სათამაშო აქვს, ვიდრე მან ითხოვა. ყველას მადლობა, ვინც ჩვენს გვერდით არის!

***

  ამ ოჯახში დღესასწაული მზრუნველი ხალხის წყალობით დადგა. პატარა ნინი ახლა დარწმუნებულია, რომ მათ საკვები აქვთ, რომ მას და მის ბებიას ყველაფერი აქვთ, რასაც ისინი მოისურვებენ. ეს მტკიცე რწმენა და ბედნიერება მას თქვენ მიეცით, მეგობრებო. მაგრამ ამ ოჯახის პრობლემები ამით არ მთავრდება. მოდით, რეალისტები ვიყოთ! ამ საყვარელ გოგონას, რომელმაც ყველა ადამიანის გული მოიგო, ვინც ის იხილა და მის არაჩვეულებრივ, კეთილ ბებიას იმდენი რამ სჭირდებათ! პატარა ნინის სჯერა და გველის, ყოველი სატელეფონო ზარი კი მას გულს უთრთოლებს. იყავით ის ჯადოქრები, რომლებსაც იგი თავისი ოცნების ზღურბლზე ფართოდ გახელილი, სუფთა თვალებით შეეგებება!

თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით გადაიტანეთ ყურადღება ჩვენ FB პოსტებზე, ან უმჯობესია, დაურეკოთ ნებისმიერ ჩვენს ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათ პრობლემებთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტში დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს!

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გთხოვთ, განაგრძოთ ამ ოჯახების დახმარება. სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!

თქვენი სიკეთე – ეს არის შესაძლებლობა თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!

კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ყველას, მეგობრებო!

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000.

(დანიშნულება: ნაზარაშვილების ოჯახი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/648-nazarashvili

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია OPPA, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270.

დავფიქრდეთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2020 ნოე 27
საწოლი
430.00₾
2020 დეკ 08
თეთრეული
450.00₾
2021 იან 29
ფონდის ზედნადები ხარჯები
1660.00₾
2021 აპრ 20
სამშენებლო მასალა
3660.00₾
2021 ივნ 16
გამოკვლევა
382.00₾
2021 ივლ 03
სამშენებლო მასალა
850.00₾
2021 ივლ 15
ლურსმანი, მავთული
145.00₾
2021 აგვ 17
ტელევიზორი
730.00₾
2021 აგვ 31
პროდუქტები
236.97₾

სულ ხარჯები:

8543.97₾

დარჩა:

0₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.08.2021 11:43:30
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
23.04.2021 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
31.03.2021 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.03.2021 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.03.2021 16:08:36
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
12.02.2021 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
12.02.2021 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.02.2021 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.02.2021 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.02.2021 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.02.2021 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.02.2021 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.02.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.02.2021 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.02.2021 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.02.2021 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.02.2021 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.02.2021 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.02.2021 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.02.2021 18:28:47
₾5.00

შემოწირულია:

₾8,543.02

488 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾8,543.02

488 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება