ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

როდესაც გავიღვიძებ, არ ვიცი, მემახსოვრება თუ არა, რომ ეს ჩემი შვილები არიან…

calendar ნოემბერი 12, 2020

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

„ტკივილი მსჭვალავს, ისევ და ისევ… და ყოველი ნაბიჯი წამებას ჰგავს…“ – ამბობს თეონა, 5 წლის დემეტრესა და 14 წლის ლუკას დედა. მისი თვალები ცრემლებით და უნუგეშო სასოწარკვეთილებით არის სავსე.
„ყველაფერი, რაც მიყვარს, ბეწვზე ჰკიდია… წელიწადზე მეტია, ექიმები დიაგნოზს ვერ მისვამენ, ჩვენ კი, უკვე სრულიად ყველაფერი კონსულტაციებზე, ანალიზებზე, გამოკვლევებზე დავხარჯეთ და დღემდე, ამას დასასრული არ უჩანს… ვაიმე, ვაიმე!“
თეონამ თვალები ცისკენ აღაპყრო და ლოყებზე ცრემლები ჩამოუგორდა.
„დედიკო, მე შენს თავს არავის დავუთმობ, არავის!“ – ამბობს 5 წლის დემეტრე და დედას ძლიერად ეხუტება.
რა არის გაფანტული სკლეროზი? თეონა ამ კითხვას ასე პასუხობს: „ხვალ, როდესაც გავიღვიძებ, არ ვიცი, მემახსოვრება თუ არა, რომ ეს ჩემი შვილები არიან…“

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

„ვიცი, რომ თქვენ ძალიან ბევრი მეგობარი გყავთ და ფონდის ყველა მეგობარს ვევედრები: ილოცეთ ჩემთვის, რომ ჩვენს სახლში სიკვდილი არ შემოიპაროს და ჩემს ბიჭუნებს საყვარელი დედა არ წაართვას“, – გვევედრება თეონა.

  „ყველაფერი იმით დაიწყო, რომ დენის დარტყმა ვიგრძენი… უნებურად, ჯერ მარცხენა, შემდეგ მარჯვენა ხელის კანკალი დამეწყო… ავადმყოფობა საშინელი სისწრაფით ვითარდება. ძლივს დავდივარ და ვსაუბრობ, – ყვება საბრალო ქალი. – არადა, მე ხომ მხოლოდ 33 წლის ვარ! შვილები უნდა აღვზარდო და მათზე უნდა ვიზრუნო, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ მოვლა მე თვითონ მჭირდება!“

  სრულიად სასოწარკვეთილმა, საბრალო ქალმა, ჩვენს ფონდს მომართა. მხარდაჭერას ის სხვა არსაიდან ელის. და ის არც შემცდარა, რადგან მოძმეს ჩვენ დახმარების ხელს ყოველთვის გავუწვდით და გასაჭირში მას არასდროს მივატოვებთ, მეგობრებო!

– თეონა, თუ შეიძლება მოგვიყევით, რა გაჭირვებამ მოგიყვანათ ჩვენთან?

თეონა: ჩვენც ისე ვცხოვრობდით, როგორც ყველა ჩვეულებრივი ოჯახი. მაგრამ ერთი წლის წინ ჩემი ცხოვრება საშინელ სიზმარს დაემსგავსა. ჯანმრთელობის პრობლემები დამეწყო და ყველაზე საშინელი ის არის, რომ არც კი ვიცი, რა მემართება, ან ამას როგორ უნდა ვებრძოლო…

– უფრო დაწვრილებით შეიძლება?

თეონა: მე სრულიად ჯანმრთელი ადამიანი ვიყავი. გასული წლის ოქტომბერს, უცებ, ხელების კანკალი დამეწყო. ჯერ – მხოლოდ მარცხენა, შემდეგ – ორივე… უმარტივესი საოჯახო საქმის კეთებაც კი გამიჭირდა. არადა, ჩემი დემეტრე (5 წლის) ჯერ კიდევ საკმაოდ პატარაა, მას მუდმივი თვალყურის დევნება სჭირდება. ნევროპათოლოგს მივმართე. მითხრეს, ნევროზიაო და აბები დამინიშნეს. თუმცა, აბებმა არ მიშველეს. სხვადასხვა სპეციალისტი მოვიარე. ერთი ამბობდა, რომ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის გადაღება იყო საჭირო, მეორე – რომ ეს ნერვების ბრალი იყო და მალე გამივლიდა, მესამე… თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს? სულ უფრო და უფრო ცუდად ვხდები, წამლები არ მშველის. ძლივს ვმოძრაობ, ვლაპარაკობ, კანკალი მხოლოდ მაშინ მივლის, როდესაც ვწევარ; ან ვზივარ და თავს ისე ვაყრდნობ, რომ კისერი დაფიქსირებული იყოს. სრულიად უძლური გავხდი… (ტირის.)

ზოგადად, როგორია ექიმების პროგნოზი? დიაგნოზი? მკურნალობა თუ დაგინიშნეს?

თეონა: იქიდან გამომდინარე, რომ ანტიდეპრესანტებმა არ მიშველეს, ახლა, ექიმები ცდილობენ, დაავადების მიზეზი გამორიცხვის მეთოდით დაადგინონ. უამრავი გამოკვლევა ჩამიტარდა, უამრავი ანალიზი ჩავაბარე, გადამიღეს მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია. ყველაზე საშინელი იმის მოსმენა იყო, რომ გაფანტული სკლეროზის ნიშნები მაქვს! ხომ გესმით, ეს განაჩენია?! ამის ხმამაღლა გამეორებაც კი მზარავს… მაგრამ სხვა სპეციალისტმა ეს ვერსია უარჰყო. სურათმა აჩვენა, რომ თავისა და ზურგის ტვინებში ანთებითი პროცესი მიმდინარეობს. რა არის ეს ან როგორ უნდა ვებრძოლოთ – ექიმებს ამის თქმა ჯერ არ შეუძლიათ… ყველა ანალიზს გერმანიაში აგზავნიან, რაც საკმაოდ დიდი ფული ჯდება, ჩვენ კი ყველა რესურსი ამოვწურეთ…

ამჟამად, დახმარება მხოლოდ მკურნალობაში გჭირდებათ?

თეონა:იცით, მე ჩემს შვილებს ძალიან ვჭირდები. უფროსს, ლუკას (14 წლის) ახლა გარდატეხის ასაკი აქვს. დემეტრე (5 წლის) სულ მთლად პატარაა… მე კი სრულიად უძლური ვარ, მოვლა მე თვითონ მჭირდება…

საერთოდ, მდიდრულად არასდროს გვიცხოვრია, მაგრამ სხვა თუ არაფერი, არც ვშიმშილობდით. თავადაც ხედავთ, სახლი ძველია, სახურავი ჟონავს, ყველაფერი ძველია, მაგრამ სხვა რა გზაა?

ჩემი მეუღლე ადრე კომპანია „ნიკორაში“ მუშაობდა და თავი, ასე თუ ისე, გაგვქონდა… ახლა კი, ის სამსახურის გარეშე დარჩა, პანდემიის გამო დროებითი სამუშაოებიც აღარ არის და რომც იყოს, ბავშვებთან ერთად, ჩემი მარტო დატოვება უკვე შეუძლებელია. მე თვითონ პატარა ბავშვივით ვარ, არც დალაგება შემიძლია, არც საჭმლის გაკეთება…

არავინ გეხმარებათ? მშობლები, ან ნათესავები?

თეონა: დედაჩემი ფოთში ცხოვრობს, პენსიონერია და ცდილობს, შეძლებისდაგვარად დაგვეხმაროს… ჩემს დას საკუთარი ოჯახი ჰყავს, მცირეწლოვანი შვილები… მამაჩემს განგრენა ჰქონდა და 17 წლის წინ გარდაიცვალა… რაც შეეხება ჩემი მეუღლის მშობლებს, დედამისი 9 წლის წინ დაიღუპა, სიმსივნით, მამამისი კი ჩვენთან ერთად ცხოვრობს. ის 71 წლისაა, წნევები და სხვა უამრავი სატკივარი აწუხებს… ჩემი ქმრის და აქვე, ჩვენს სიახლოვეს ცხოვრობს, გათხოვილია, საკუთარი შვილები ჰყავს და მატერიალურად, მათაც ძალიან უჭირთ, მაგრამ ის უყურადღებოდ არ გვტოვებს, მოდის და ხან სახლს ალაგებს, ხანაც სადილს ამზადებს…

– ეს თქვენი საკუთარი სახლია?

თეონა: ეს ჩემი მეუღლის მშობლების სახლია. თავის დროზე, როგორც ამბობენ, კეთილსინდისიერად აშენდა… მაგრამ ხომ იცით, კერძო სახლს მუდმივი მოვლა სჭირდება, ეს კი არც ისე იაფი ჯდება. სახურავი ჟონავს, კედლები იშლება… მაგრამ რას იზამ? ახლა ამის დრო არ არის…

თეონა, ახლა რა სახსრებით ცხოვრობთ?

თეონა:ჩვენი ერთადერთი, სტაბილური შემოსავალი სოციალური დახმარება, კვების ტალონები და 40 ლარია, და კიდევ, მამამთილის პენსია – 250 ლარი, მაგრამ თავად მასაც სულ წამლები სჭირდება… ჩემი ანალიზებისთვისაც მუდმივად ფულია საჭირო… მაგრამ როგორ გავაკეთოთ არჩევანი მკურნალობასა და ბავშვებისთვის – საკვებს შორის? მათ სრულფასოვანი კვება ესაჭიროებათ… მაგრამ უპირველეს ყოვლისა, მათ ჯანმრთელი და ცოცხალი დედა სჭირდებათ… დედა ყველას სჭირდება…

თუ შეიძლება, მოგვიყევით, როგორ გაიცანით თქვენი მეუღლე?

თეონა:ერთმანეთს ბავშვობიდან ვიცნობთ და 18 წლის ასაკში დავქორწინდით… ძალიან ახალგაზრდები, შეყვარებულები ვიყავით და გვეჩვენებოდა, რომ ყველა სიძნელეს გადავლახავდით… მაგრამ ხომ ხედავთ, როგორ გამოვიდა? ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ 33 წლის ასაკში სრულიად უმწეო შევიქნებოდი და ჭიქით წყალს ჩემი 14 წლის ბიჭი მომაწვდიდა. (ტირის.)

ვიზიარებთ თქვენს მწუხარებას. დახმარებისთვის, ვინმესთვის თუ მიგიმართავთ? ადგილობრივი ხელისუფლებისთვის, მაგალითად?

თეონა:იქიდან გამომდინარე, რომ აქ ვერავინ იგებს, რა მჭირს, ყველა ანალიზს გერმანიაში აგზავნიან. ასეთ შემთხვევებში, სახელმწიფო ფინანსურ მხარდაჭერაზე უარს ამბობს… დახმარება ყველას ვთხოვეთ, ვისთვისაც შეგვეძლო… ნაცნობებს, ნათესავებს… ყველას ვალი გვაქვს…

უცხო ადამიანების სიკეთის თუ გჯერათ?

თეონა: რა თქმა უნდა, მჯერა… ზოგადად, მჯერა, რომ სამყარო სიკეთეს ემყარება… თქვენი ფონდი კეთილ ხალხს აერთიანებს, ეხმარება მათ მოძმის დასახმარებლად გაერთიანებაში…

– ჩვენი ფონდის შესახებ საიდან გაიგეთ? რატომ გადაწყვიტეთ, ჩვენთვის მოგემართათ?

თეონა: ზოგადად, ინტერნეტით… და აქაც, ქობულეთში, ბატონი ლეონიდის შესახებ ბევრი კარგი მსმენია. ვიცი, რომ თქვენი ფონდის დამაარსებელს საქართველო ძალიან უყვარს… შემდეგ, თქვენს პოსტებს „ფეისბუქზე“ წავაწყდი… თქვენ იმდენ უბედურ ადამიანს ეხმარებით… და თქვენს ფონდს იმდენი კეთილი მეგობარი ჰყავს! ეს უბრალოდ შესანიშნავია! თქვენ ღვთისმოსაწონ საქმეებს აკეთებთ და უფალი ამისთვის დაგლოცავთ!

– რაში ხედავთ ხსნას? უფლის გწამთ?

თეონა: ჩვენ მართლმადიდებელი ქრისტიანები ვართ. ადრე, ეკლესიაში ხშირად დავდიოდი, მაგრამ ავადმყოფობის გამო, ახლა მხოლოდ სახლში ვლოცულობ. მჯერა, რომ ჩემი შვილების გამო, უფალი ფეხზე წამოდგომაში აუცილებლად დამეხმარება…

– თუ შეიძლება, ცოტა რამ მათ შესახებაც რომ გვითხრათ.

თეონა: ლუკა უკვე საკმაოდ ზრდასრული ადამიანია, მას ძალიან ვეცოდები და ყველაფერში მეხმარება. შეუძლია, პატარა ძმას მოუაროს, ან სადილი გააცხელოს. ძალიან კარგად სწავლობს, წერს ლექსებსა და მოთხრობებს. მე მისით ძალიან ვამაყობ! დემეტრე ჯერ კიდევ საკმაოდ პატარაა. ამ კორონავირუსის გამო, საბავშვო ბაღში სათანადოდ სიარულიც კი ვერ მოასწრო… აქ, ჩვენს სამეზობლოში ბავშვები არ არიან და ის მოწყენილია, არადა, ისეთი გულზიარი ბავშვია, თამაში უყვარს…

მაგალითად, რას ჭამენ ბავშვები? როგორია მათი ყოველდღიური კვება?

თეონა:ჩვენი მთავარი კერძი შემწვარი, ან მოხარშული კარტოფილია… მადლობა ღმერთს, ბავშვებს უყვართ და მასზე უარს არ ამბობენ. კიდევ ერბო-კვერცხი ან მაკარონი… ასეთია ჩვენი „მრავალფეროვანი“ მენიუ…

თუ შეიძლება, ბიჭებსაც გავესაუბრები. ლუკა, შენ შესახებ მოგვიყევი. როგორ სწავლობ, რა გიტაცებს? უკვე გადაწყვიტე, სკოლის დამთავრების შემდეგ სად ჩააბარებ?

ლუკა (14 წლის):მე ცნობილი მწერალი გავხდები! ჩემი საყვარელი საგანი ქართული ენა და ლიტერატურაა… კითხვა მიყვარს… და წერაც… შემიძლია, წაგაკითხოთ.

  –ეს უბრალოდ შესანიშნავი იქნებოდა! დედას თუ ეხმარები?

ლუკა:რა თქმა უნდა! დედა უნდა იწვეს, რადგან ის ავად არის. ძალიან ვცდილობ, არ შევაწუხო, დემეტრე ეზოში გამყავს, ვეთამაშები, ვაძინებ… ისე მინდა, დედა ჯანმრთელი რომ იყოს… 

დემეტრე გიჯერებს? არ ხულიგნობს?

ლუკა:არაა, დამჯერია…

დემეტრე (5 წლის):დიახ, მე კარგი ბიჭი ვარ!

დემეტრე, ყველაზე მეტად რის თამაში გიყვარს?

დემეტრე:ლუკასთან ერთად, ბურთის თამაში მიყვარს! ერთად ყოველთვის კარგად ვერთობით. ერთი ეგაა, დედიკო სულ წევს… ის ავად არის… მე კი მინდა, რომ ისიც ჩვენთან ერთად სეირნობდეს და თამაშობდეს!

და რაზე ოცნებობ?

დემეტრე:მინდა, რომ დედა ჯანმრთელი იყოს და კიდევ, ბევრზე-ბევრი სათამაშო და შოკოლადი მინდა!

შენ, ლუკა, შენ რაზე ოცნებობ?

ლუკა:დედა ჯანმრთელი რომ იყოს…

ის აუცილებლად გამოჯანმრთელდება! იქნებ, კიდევ ოცნებობ რამეზე? თქვი, ნუ გერიდება!

ლუკა:კიდევ, სწავლისთვის, ძალიან მჭირდება კომპიუტერი… ჩვენ ხომ ახლა ინტერნეტით ვსწავლობთ და ტელეფონით ამის კეთება ძალიან მოუხერხებელია…

თეონა, თქვენ რაზე ოცნებობთ?

თეონა:ვოცნებობ, ფეხზე დავდგე და ჩემი საყვარელი შვილების გვერდით ვიყო… მინდა, ისევ დამოუკიდებელი, სრულფასოვანი ქალი გავხდე და ჩემს ოჯახსა და ახლობელ ადამიანებზე ვიზრუნო. ავადმყოფობა თავს უეცრად დამატყდა… მერწმუნეთ, საშინელებაა, როდესაც თავს უმწეოდ გრძნობ! მე ჩემს ოჯახს ვჭირდები და მეც მათ გვერდით ყოფნა მსურს!

***

  მეგობრებო, ჩვენი თანამემამულე, ახალგაზრდა ქალი, თეონა პაჭკორია საშინელ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ის იდუმალმა სენმამოტეხა და მას გადაადგილების, საუბრისა და ნორმალურად ცხოვრების შესაძლებლობები მოუსპო. მას ოჯახი ჰყავს, ორი მშვენიერი ვაჟი, რომლებსაც ძალიან სჭირდებათ დედა. ბავშვები თავიანთ განცდებს სიტყვებით ვერ გამოხატავენ, მაგრამ გვერწმუნეთ, მათთვის ძალიან ძნელია იმის ყურება, როგორ ვერ დგება დედა მთელი დღე საწოლიდან.

  თეონა პაჭკორიას ჰაერივით სჭირდება ძვირადღირებული გამოკვლევები, ანალიზები, წამლები და მკურნალობა. იგი ოცნებობს, კვლავ დადგეს ფეხზე და თავის ოჯახსა და ახლობლებზე იზრუნოს.

  პაჭკორიების ოჯახის მონახულება და მათი შეძლებისდაგვარად დახმარება თავადაც შეგიძლიათ. მათი მისამართია: ქობულეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. ზენითი.

  ან დაურეკეთ თეონას და გაამხნევეთ იგი კეთილი სიტყვებით! ტელეფონის ნომერი: 595 210 003.

   და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის უბედურებისშესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ეს თავად არ შეუძლიათ. ნუ აუვლით გვერდს სხვის გაჭირვებას! უბედური ადამიანები – ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ, დავამტკიცოთ უფლის სიყვარული საქმით და არა სიტყვებით!

  მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება ესაჭიროება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება:თეონა პაჭკორია).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტის მეშვეობითაც.

    თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

თქვენთან ერთად, ჩვენ უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდით თეონა პაჭკორიასაცგავუმართოთ ხელი. უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს!

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2021 იან 29
ფონდის ზედნადები ხარჯები
270.00₾
2021 მაი 06
ანალიზები
423.34₾
2021 ოქტ 29
ანალიზები
739.54₾

სულ ხარჯები:

1432.88₾

დარჩა:

0.05₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.10.2021 20:00:00
₾30.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.10.2021 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.10.2021 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.10.2021 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.08.2021 11:43:02
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.02.2021 22:46:36
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
12.01.2021 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
09.01.2021 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.01.2021 20:00:00
₾4.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.01.2021 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.01.2021 20:00:00
₾40.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.01.2021 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.01.2021 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.01.2021 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.01.2021 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.01.2021 20:00:00
₾0.01
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.01.2021 20:00:00
₾0.53
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.01.2021 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.01.2021 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.01.2021 20:00:00
₾10.00

შემოწირულია:

₾1,432.93

82 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾1,432.93

82 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება