ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

გაყინვა თუ არ გინდა – იხტუნავე…

calendar იანვარი 13, 2021

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

„ვოცნებობ, რომ დედა ყოველთვის იღიმოდეს, ის კი სულ ტირის და ტირის“, – სევდიანად ამბობს 12 წლის ბიჭი, იურა.
და მყისვე, საუბარში პატარა ანა ერთვება:
„ჩვენი დედიკო ძალიან, ძალიან გვიყვარს! მოდი, გასწავლი, თითების გათბობას როგორ გვასწავლის. იცი?”
„ამის ცოდნა რაში მჭირდება?“ – ვეკითხები გოგონას.
„რა სასაცილო ხარ! უკვე დიდი ხარ და არ იცი! სიცივე თუ იქნება, ისინი შეიძლება დაგემტვრეს; თუ თითები არ გჭირდება?“
„უბედურება, პირდაპირ, თან მდევს, – მწარედ ტირის საბრალო დედა, არაქსი. – ქმარმა მომიტაცა, შემდეგ კი მიღალატა და მიმატოვა, მშობლებმაც ზურგი მაქციეს… ერთი წლის წინ კი მამა გარდამეცვალა, რომელიც ჩემი ერთადერთი საყრდენი და მფარველი იყო… ამ ქვეყნად სრულიად მარტო ვართ და საერთოდ არავის ვჭირდებით!“

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

მეგობრებო, არაქსი მარკარიანი უიმედო მდგომარეობაშია. მას სრულიად არავინ ჰყავს, ვისაც ის დახმარებას სთხოვდა. ჩვენ მისი უკანასკნელი იმედი ვართ! ჩვენ შეგვწევს იმის ძალა, რომ მას, იურას და ანას დავეხმაროთ და მათ ნათელი მომავლის და იმის რწმენა დავუბრუნოთ, რომ სამყაროს მათთვის ზურგი არ უქცევია!

არაქსი:მეუღლესთან განქორწინების შემდეგ, შვილებთან ერთად აქ, მშობლების სახლში აღმოვჩნდი, ყოველგვარი საარსებო წყაროს გარეშე. იცით, ჩვენ დამხმარე არავინ გვყავს. ყოფილი ქმრის ოჯახმა დაგვივიწყა, დედაჩემს კი, მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ, ნერვული აშლილობა აქვს; თანაც, თავადაც მხოლოდ პენსიაზე ცხოვრობს. სოციალური დახმარებაც ძალიან პატარაა, საერთოდ არაფერზე გვყოფნის!

ასეთ მდგომარეობაში როგორ აღმოჩნდით?

არაქსი:ჩემთვის ამაზე საუბარი ძალიან მტკივნეულია… დაწვრილებით არ მოვყვები, მეუღლესთან ერთად როგორ ვცხოვრობდი… ის სვამდა, თამაშობდა და რა თქმა უნდა, კონფლიქტებიც გვქონდა… მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ მან მე და ბავშვებს გვიღალატა. უკეთეს ცხოვრებაზე გაგვცვალა… ყველაფერი იმით დასრულდა, რომ მან ჩემ ზურგსუკან, განქორწინებაზე განაცხადი შეიტანა და გერმანიაში გაემგზავრა. მე კი, ბავშვებთან ერთად, უბრალოდ ქუჩაში გამომაგდო. როგორც ვიცი, მას იქ უკვე სხვა საცოლე ელოდა. ჩემი ყოფილი დედამთილიც მას გაჰყვა. მათთან აღარანაირი კავშირი აღარ მაქვს…

სიყვარულით გათხოვდით? თუ შეიძლება, მოგვიყევით, როგორ გაიცანით თქვენი მეუღლე?

არაქსი:რას ამბობთ? მე მხოლოდ 16 წლის ვიყავი! უცხო ენების ინსტიტუტში ახალი ჩაბარებული მქონდა. ძალიან მინდოდა სწავლა, სპეციალობის მიღება და მუშაობა! ის კი ჩვენს ბინაში რემონტს აკეთებდა. ერთხელ კოკა-კოლით გამიმასპინძლდა… მოვსვი, დავვარდი და უკვე თბილისში გავიღვიძე, მის ნათესავებთან. გათხოვება არ მინდოდა… მაგრამ ჩვენი ტრადიციების თანახმად, მე უკვე შერცხვენილად ვითვლებოდი და უკან დასახევი გზა აღარ მქონდა. მით უმეტეს, ჩემს მშობლებსაც ეგონათ, რომ მასთან ერთად მე თვითონ გავიქეცი. ძალიან გაბრაზებულები იყვნენ… მამა 5 წლის განმავლობაში არ მელაპარაკებოდა! დიდი ხნის – 6 თვის ორსული ვიყავი, პირველი შვილი რომ დავკარგე. საშინლად განვიცდიდი… შემდეგ, იურა გაჩნდა. თავდაპირველად, ჩემს ქმარს მასზე მზე და მთვარე ამოსდიოდა! პირმშო, ვაჟი! შემდეგ, ყველაფერი ისევ აირია. მასში აზარტული თამაშებით გატაცების მავნე ჩვევა ვერაფრით ამოვძირკვეთ… ის ვალებში ჩავარდა… შვილების გამო, ყველაფერს ავიტანდი, სხვა ქვეყანაში რომ არ გაქცეულიყო და ქუჩაში რომ არ გამოვეყარეთ. რომ დავშორდით, ჩემი გოგონა, ანა, მხოლოდ რამდენიმე თვის იყო. ის მამამისს არ იცნობს.

შემდეგ რა მოხდა? მშობლებთან დაბრუნდით?

არაქსი:დიახ, მომიწია. მაშინ მამა ცოცხალი იყო. ის ყოველთვის განსაკუთრებულად მექცეოდა, ყოველთვის მხარში მედგა, დედა კი დღემდე ვერ ეგუება იმას, რომ ოჯახი დამენგრა… მე მაღაზიაში მოლარედ ვმუშაობდი, მამაჩემი კი ჩემს შვილებს უვლიდა. ისინი საბავშვო ბაღიდან, სკოლიდან გამოჰყავდა, ანას მას მამას ეძახდა… საწყალი, ერთი წლის წინ, ციროზით გარდაიცვალა. ფეხქვეშ მიწა გამომეცალა. ჩემი მხოლოდ მას ესმოდა და მხოლოდ ის მეხმარებოდა. დედასთან, როგორც უკვე გითხარით, არც ისე თბილი ურთიერთობა მაქვს. განქორწინებას დღემდე ვერ მპატიობს, მე მადანაშაულებს. მამის გარდაცვალების შემდეგ კი,  საკუთარ თავს აღარ ეკუთვნის. ბავშვებთან ერთად სოციალურ თავშესაფარში წასვლა ვცადე, მაგრამ იქ მხოლოდ ორი თვე გავძელი. იქ ისეთი სიბინძურე და ისეთი საშინელი პირობებია! მე კარგი, მაგრამ ბავშვები? ისევ მშობლების სახლში დაბრუნება მოგვიწია. დედამ სამზარეულო დაგვითმო, თვითონ კი ერთ პატარა ოთახში იყუჟება, რომელშიც გათბობა საერთოდ არ არის. მისი მადლობელი ვარ იმისთვის, რომ თავს ზემოთ ჭერი მაინც გვაქვს, მაგრამ აქ ცივა, ნესტია, გამათბობელი გაფუჭებულია… ეს დივანი მეზობლებმა გვაჩუქეს, სამივეს მასზე გვძინავს, ძლივს ვეტევით და ისიც, სადაცაა, დაიშლება.

საერთოდ არავინ გყავთ, ვისაც დახმარებისთვის მიმართავდით?

არაქსი:ჩვენ არავინ გვყავს. ჩემი ქმრის ოჯახმა დიდი ხნის წინ დაგვივიწყა, მე კი მხოლოდ დედა მყავს. სურვილის მიუხედავად, ის ჩვენს დახმარებას ვერ შეძლებს. პენსია – აი, მისი მთელი შემოსავალი და თანაც, ჯანმრთელობაც შეერყა. მე კი სამსახურს ვერ ვშოულობ. ნერვიულობის ფონზე, ყველა კბილი დავკარგე. ასეთს სამსახურში ვინ ამიყვანს? ამას ეს პანდემიაც დაემატა…

ჩვენ მეზობლები გვეხმარებიან, სადილს გვიზიარებენ, ტელევიზორიც კი გვაჩუქეს. ამ მხარდაჭერის გარეშე არც კი ვიცი, რა გვეშველებოდა. ერთმა ქალმა ჩვენი საკონტაქტო ინფორმაცია სოციალურ სააგენტოში იპოვა და ბავშვებისთვის სათამაშოები, საჭმელი მოიტანა… ამისთვის მისი ისეთი მადლიერები ვართ!..

– რის გწამთ? რაში ხედავთ ხსნას?

არაქსი: მე მხოლოდ უფლის რწმენა მეხმარება და სასოწარკვეთის საშუალებას არ მაძლევს. ბავშვებთან ერთად ეკლესიაშიც დავდივართ და სახლშიც ვლოცულობთ. დიდი მადლობა ჩვენს მამაოს! მან იცის, როგორ გვიჭირს და ცდილობს, საკვებით დაგვეხმაროს.

არც კი ვიცი, კეთილი ხალხის დახმარების გარეშე რას ვიზამდი.

– დახმარებისთვის ვინმესთვის თუ მიგიმართავთ? მაგალითად, ადგილობრივი ხელისუფლებისთვის?

არაქსი:რამდენჯერ! გაზის გამათბობლის შეკეთებას დაგვპირდნენ, მაგრამ არავინ მოსულა. დახმარება კი ცოტა დაგვინიშნეს იმ მიზეზით, რომ საცხოვრებელი ფართი გვაქვს… და არავის აინტერესებს, რა პირობებია აქ და არც ის, რომ ის ჩვენი არ არის!  

რა არის თქვენი შემოსავალი?

არაქსი:სოციალური დახმარება – 130 ლარი და კვების ბარათი – 60 ლარი. მადლობა ღმერთს, საკვებს სოციალურ სასადილოში მაინც გვაძლევენ, თორემ დახმარებიდან დახმარებამდე ვერ გავატანდით. კომუნალური გადასახადებიც ხომ გადასახდელია, არა?!

მაგალითისთვის, რას ჭამენ ბავშვები? როგორია მათი ყოველდღიური კვება?

არაქსი:ფაფები, მაკარონი, ახლა კი – ბულიონიც. სასადილოში, თვეში ერთხელ, ქათამს გვაძლევენ. ჩვენთვის ეს ფუფუნებაა! ფქვილსაც გვაძლევენ და პურს მე თვითონ ვაცხობ. ასე უფრო იაფი გამოდის. ჭირვეული შვილები არ მყავს, სრულიად ყველაფერს ჭამენ, რაც არ უნდა მოვამზადო. თუ არაფერია, არც მაგაზე წუწუნებენ, ჩაით და პურით კმაყოფილდებიან.

– ცოტა რამ მათ შესახებაც მოგვიყევით. თქვენი შვილები კარგად სწავლობენ? რით არიან გატაცებულები?

არაქსი: დიახ, შემიძლია ვიამაყო! ისინი ძალიან ბეჯითები არიან, მაგრამ ეს პანდემია… წარმოიდგინეთ, სკოლიდან დამემუქრნენ, რომ ჩემს შვილებს გარიცხავდნენ, თუკი ისინი გაკვეთილებს არ დაესწრებოდნენ. იურამ და ანამ გასული წლის მთელი მეორე სემესტრი გამოტოვეს, რადგან ინტერნეტის გამოყვანის არანაირი საშუალება არ გვქონდა. მეორადი ტელეფონის ყიდვა და ჩართვა მოგვიწია და ახლა, ჩვენს ხარჯებს ესეც დაემატა… ისინი ძალიან ნიჭიერები არიან, ხატვა უყვართ, ანას კი ცეკვაზე სიარული უნდა, მაგრამ წრეების ღირებულების გადახდის ფული მართლა არ მაქვს, ამიტომ მათთვის უარის თქმა ამაზეც მიწევს…

– თუ შეიძლება, ბავშვებსაც გავესაუბრები. იურა, რადგან უფროსი ხარ, შენით დავიწყოთ. მითხარი, სწავლა გიყვარს? შენი საყვარელი საგანი რომელია?

იურა (12 წლის): ყველაზე მეტად, ისტორია და ბუნებისმეტყველება მომწონს. ვფიქრობ, ეს ყველაზე საინტერესო საგნებია!

– და რომ გაიზრდები, ვინ გამოხვალ?

იურა: ჯერ არ გადამიწყვეტია, მაგრამ ვფიქრობ, მეზღვაური გავხდები და უზარმაზარ, ლამაზ გემზე, შორეულ ნაოსნობაში წავალ. მინდა, ვიმოგზაურო და სხვადასხვა ქვეყანა ვნახო….

ზღვა გიყვარს? ცურვა თუ იცი?

იურა:დედასთან ერთად, ზაფხულში, ზღვაზე ხშირად დავდივართ. დედა ცურვას მასწავლის, მაგრამ ჯერჯერობით, ცუდად გამომდის… ერთად, სანაპიროზე, ისე ვხალისობთ, დასთან ერთად წყალში ვჭყუმპალაობთ, ვთამაშობთ… ზღვა კი ისეთი დიდი და ლამაზია!

ანა (7 წლის): ზღვა მეც ძალიან მიყვარს და ცურვის სწავლაც ძალიან მინდა! ცეკვაც მინდა! ვოცნებობ, რომ გავიზრდები, ბალერინა გავხდე! სილამაზის სალონშიც მინდა მუშაობა…

მართლა? და იქ რას გააკეთებ?

ანა:ლამაზ ვარცხნილობებს და ფრჩხილებს გავაკეთებ! მე თვითონაც ლამაზი ვიქნები და ყველას გავალამაზებ, ვინც ჩემთან მოვა!

– მართლაც გრანდიოზული გეგმები გქონია! ანა, მითხარი, საყვარელი სათამაშო გაქვს?

ანა: აი, ეს ჯუჯა. მას სმურფიკი ჰქვია. მას ჩემთან, დედასთან და იურასთან ერთად სძინავს, დივანზე. მართალია, ცოტა ვერ ვეტევით, მაგრამ დედა უფლებას მაძლევს, რადგან ის შეიძლება ღამე გაიყინოს! აქ ძალიან ცივა!

რაზე ოცნებობ, ანა?

ანა:ძალიან მინდა თოჯინა ეტლით, ბევრზე ბევრი ტკბილეული და ასევე, პლანშეტი, გაკვეთილებს რომ დავესწრო! მე და იურას, ორს ერთი – დედის ძველი ტელეფონი გვაქვს…

იურა: პლანშეტი მეც მინდა! მასზე შეგიძლია, ყველაფერი გააკეთო: ისწავლო, დახატო, ითამაშო!

– იურა, რა არის შენი ყველაზე დიდი ოცნება?

იურა: ვოცნებობ, მე, დედას და ჩემს დას საკუთარი სახლი გვქონდეს და ბედნიერი ოჯახი ვიყოთ…

– შენი აზრით,  ბედნიერი ოჯახი როგორია?

იურა:ეს არის, როდესაც ყველას უხარია, იღიმის და არავინ არავის ეჩხუბება… და როდესაც დედა არ ტირის…

და თქვენი ყველაზე დიდი ოცნება რა არის, არაქსი?

არაქსი:მეც იმაზე ვოცნებობ, რაზეც ჩემი პატარები. საკუთარ, თუნდაც პაწაწინა სახლზე! და რომ ჩემს შვილებს არაფერი სჭირდებოდეთ… 

თქვენი აზრით, პირველ რიგში რა გჭირდებათ?

არაქსი:გაზის გამათბობელი! ჩვენ ვიყინებით; ეს ხომ „იტალიური“ ეზოა“ და აქ დიდი ნესტია… დივანი, რაზეც გვძინავს, იშლება და მასზე ძალიან სივიწროვეა. თან ბავშვებიც იზრდებიან… მათ ძალიან სჭირდებათ კომპიუტერი. ონლაინ სწავლა ჩვენთვის ნამდვილი პრობლემა გახდა! მაცივარიც ძალიან გვჭირდება. ორიოდე დღის სამყოფ საჭმელსაც კი ვერ ვაკეთებ, ყველაფერი მჟავდება!

ჩვენ ნებისმიერი დახმარებისთვის მადლიერები ვიქნებით. ჩემი შვილები მუდმივად ცუდად იკვებებიან და მათ სრულიად ყველაფერი სჭირდებათ. თხოვნა ძალიან მეუხერხულება, მაგრამ თქვენ მხოლოდ მათი გულისთვის მოგმართეთ!

ჩვენი ფონდის შესახებ საიდან შეიტყვეთ?

არაქსი:სოციალური ქსელიდან. თქვენს პოსტს წავაწყდი, შემდეგ „ფეისბუქ“ გვერდზე შემოვედი, ვნახე, რამდენ ადამიანს ეხმარებით. გადავწყვიტე, თქვენთვის მომეწერა და თქვენც დარეკეთ! ვისთვის აღარ მიმიმართავს, მაგრამ თქვენ გარდა, ჩემი დახმარების ძახილს არავინ გამოხმაურებია… თქვენ მე იმედი მომეცით, რომ ჩემი შვილების ბედი ვიღაცისთვის მაინც არ არის სულერთი!

***

მეგობრებო, არაქსის და მის ორ, მცირეწლოვან შვილს – 12 წლის იურას და 7 წლის ანას – ჩვენი დახმარება ძალიან სჭირდება! მათ იმდენი მწუხარება, იმდენი ტკივილი დაითმინეს და ისინი ისეთ საშინელ სიღარიბეში ცხოვრობენ, რომ ჩვენ უბრალოდ უფლება არ გვაქვს, ასეთ გასაჭირს გვერდი ვუქციოთ! მარტოხელა დედა, შვილებთან ერთად, იყინება და მას ლამის იატაკზე, ვიწრო, გაფუჭებულ დივანზე სძინავს. იურა და ანა სრულიად ყველაფერს არიან მოკლებულნი. ისინი მუდმივად ცუდად იკვებებიან, მათ არც ნორმალური ტანსაცმელი და ფეხსაცმელი აქვთ და არც ნორმალურად სწავლის შესაძლებლობა. არადა, ჩვენ ხომ ვიცით, რომ ბავშვები – ჩვენი ქვეყნის მომავალია! 

არაქსის, იურას და ანას ძალიან სჭირდებათ ნებისმიერი დახმარება. მათ სჭირდებათ:  საკვები პროდუქტები, ახალი დივანი, მაცივარი, კომპიუტერი, საბავშვო ფეხსაცმელი და ტანსაცმელი.

მარკარიანების ოჯახის მონახულება და შეძლებისდაგვარად დახმარება თავად შეგიძლიათ. მათი მისამართია: ბათუმი, დემეტრე თავდადებულის ქ. №83

ან დაურეკეთ არაქსის და კეთილი სიტყვებით გაამხნევეთ იგი! ტელეფონის ნომერი: 555 46 25 76.

და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ეს თავად არ შეუძლიათ. უბედური ადამიანები – ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ, დავამტკიცოთ უფლის სიყვარული საქმით და არა სიტყვებით!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ  თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება ესაჭიროება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე:  office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება:მარკარიანების ოჯახი).

თანხისგადმორიცხვაშეგიძლიათჩვენისაიტისმეშვეობითაც.

თანხისჩარიცხვაასევეშესაძლებელიაNovaTechnology, TBCpay, ExpressPayტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთჩვენიფონდი (ფონდისდამატებითუფლება-მოვალეობებსშეგიძლიათგაეცნოთბმულზეhttps://goo.gl/GY2Gus).

ჩვენ, თქვენთან ერთად,  უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდით ჟანას და გიგისაც გავუმართოთ ხელი! უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს!

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270.

თქვენმა გამოჩენამ სიცოცხლე დამიბრუნა!

ნუთუ მშვენიერი დედა, არაქსი, ისევ იღიმის? მისი შვილები ხომ ამაზე ასე ოცნებობდნენ! მეგობრებო, საქმით და არა სიტყვებით, ჩვენ კვლავ და კვლავ ვამტკიცებთ იმას, რომ ოცნებები ხდება!

გაიხსენეთ მარკარიანების მიტოვებული და გაუბედურებული ოჯახის საზარელი ამბავი: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/673-markarian/

ადამიანთა სიკეთემ, გულმოწყალებამ და ლოცვებმა ბავშვები შიმშილით სიკვდილის გადაარჩინა! პირველად, მრავალი წლის შემდეგ, ისინი საკუთარ სახლში თბილად არიან, სუფრაზე კი გემრიელი სადილი დევს.

„როგორ გამოვხატო ჩემი მადლიერება ხალხის მიმართ? მათ არა მხოლოდ ცხოვრების ხარისხი და პირობები გამიუმჯობესეს, არამედ ჩემი შვილის სიცოცხლეც გადაარჩინეს!“

ვუერთდებით არაქსის და მადლობას ვწირავთ უფალს იმისათვის, რომ პატარა იურას სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება; ასევე, ღუმელისა და დივანისთვის, ქათმისა და იოგურტებისთვის – ჭეშმარიტი მორწმუნეთათვის ეს ნამდვილი სასწაულია! ძვირფასო ჯადოქრებო დიდი და გახსნილი გულებით, ჩვენი მოძმეებისთვის ჩვენ კიდევ არაერთი სასწაული მოხდენა შეგვიძლია…

  – არაქსი, მოგვიყევით, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება პოსტის გამოქვეყნების შემდეგ?

  არაქსი: გაზვიადებული არ იქნება, თუკი ვიტყვი, რომ ჩვენი ამბის გამოქვეყნების შემდეგ მართლა ყველაფერი შეიცვალა, რადგან მანამდე ჩვენი ცხოვრება საცოდავ არსებობას უფრო ჰგავდა, ყოველდღიურ ბრძოლას გადარჩენისთვის. სახლში ქურთუკები და ზამთრის ფეხსაცმელი გვეცვა, ვერაფრით ვთბებოდით, ახლა კი, თქვენი წყალობით, გამათბობელი გვაქვს… ჩვენი ოთახიც ბევრად მყუდრო გახდა, რადგან ლამაზი მაგიდა და სკამები შეგვემატა, რომელთანაც შვილებთან ერთად ვსადილობ. ნახეთ, როგორი დივანი გვაქვს! ისეთი მყუდროა! მანამდე წამოსაწოლი ადგილიც კი არ გვქონდა; ძველი დივანი უღმერთოდ ჭრიალებდა, შეიძლება ნებისმიერ დროს დაშლილიყო… ღუმელიც გვაჩუქეს, საკვებიც მოჰქონდათ, ფულსაც გვჩუქნიდნენ… ამდენი ყურადღება და სიყვარული არასდროს მიგრძვნია! ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ჩემი შვილები ბედნიერები არიან! ფონდის უზომოდ მადლიერი ვარ!

  ძალიან გვიხარია, არაქსი. გვითხარით, ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდათ? იქნებ მათი სახელები გახსოვთ, ვინც დაგეხმარათ?

  არაქსი: ყველა მახსოვს, ვინც გამოგვეხმაურა, გვესტუმრა, დაგვირეკა… წარმოიდგინეთ, სრულიად უცხო ადამიანებს ჩემი შვილებისთვის საჭმელი მოჰქონდათ, ერთმა ახალგაზრდამ კი მობილურის ბალანსი შემივსო. არ შემიძლია არ აღვნიშნო ოთხი მეგობარი, რომლებმაც ღუმელი და სურსათი მოგვიტანეს: ქათამი, ძეხვი, ხილი, იოგურტები, რომელთა გემოც ჩემს შვილებს აღარც კი ახსოვდათ. ახლა სამზარეულოში სიამოვნებით ვფუსფუსებ. ასევე, როგორ შეიძლება არ ვახსენო ადამიანი, რომელმაც ჩემი შვილი გადაარჩინა? სტომატოლოგმა თქვა, რომ დროული სამედიცინო ჩარევის გარეშე ჩემი ბიჭის კბილის კისტა შეიძლება ავთვისებიან სიმსივნეში გადაზრდილიყო… იმის გაფიქრებაც კი არ მინდა, რომ შეიძლება მომენტი ხელიდან გაგვეშვა. საკუთარ თავს ამას ვერასოდეს ვაპატიებდი! და ამ დიდებულმა ქალბატონმა, რომელმაც სახელიც კი არ მითხრა, იურას პირის ღრუს მკურნალობის ხარჯები საკუთარ თავზე აიღო, ეს კი უზარმაზარი თანხებია. ჩემი შვილის ჯანმრთელობაზე თბილისელი ქირურგი – თეონა დანელიაც ძალიან ღელავს; ხშირად მირეკავს და გვერდში გვიდგას. სიტყვები არ მყოფნის, რომ ამ ხალხის მიმართ მადლიერება გამოვხატო. მათ არა მხოლოდ ცხოვრების ხარისხი და პირობები გამიუმჯობესეს, არამედ ჩემი შვილის სიცოცხლეც გადაარჩინეს! რთული დასაჯერებელია, მაგრამ ასეა! უფალს მუხლებზე დამდგარი შევთხოვ, რომ თითოეული თქვენგანი დაიფაროს, ჩემო ძვირფასებო!

  – დიდი მადლობა კეთილი სიტყვებისთვის, არაქსი. ჩვენს პოსტს ადგილობრივი ხელისუფლება თუ გამოეხმაურა?

  არაქსი:არა, სამწუხაროდ მათგან არანაირი გამოხმაურება არ ყოფილა… 

  – არაქსი, ფონდის მეგობრებისგან ასეთ მხარდაჭერას ელოდით? თქვენი ემოციები გაგვიზიარეთ.

  არაქსი:რა თქმა უნდა! მთელი გულით მჯეროდა, რომ მზრუნველი ხალხი აუცილებლად გამოგვეხმაურებოდა, რადგან მათი თანაგრძნობა და დახმარება რომ არა, არ ვიცი, ჩემს შვილებს რა დაემართებოდათ. ალბათ აქამდე შიმშილით მოვკვდებოდით… დახმარების იმედი ყოველთვის მქონდა, მაგრამ ასეთ მხარდაჭერას ნამდვილად არ ველოდი, მით უმეტეს, ასეთ რთულ დროს, როცა ხალხი უმუშევარია, ქვეყანაში კი პანდემია და კრიზისია. მთელი ცხოვრება რომ მემუშავა, შვილის მკურნალობის, ღუმელის, გამათბობლის და ავეჯის ფულს მაინც ვერ ვიშოვიდი. ეს უბრალოდ ბედის საჩუქარია! ამდენი ტკბილეულის დანახვამ ჩემი შვილები უბრალოდ გააოგნა! მათ ბედნიერს რომ ვხედავ, ყველა გადატანილი სირთულე მავიწყდება. სიცოცხლე სწორედ ამ ბედნიერი წუთებისთვის ღირს, რომელიც თქვენ გვაჩუქეთ!

  –არაქსი, ფონდის დახმარების შესახებ ძალიან ემოციურად ჰყვებით. რას ნიშნავს თქვენთვის ეს დახმარება?

  არაქსი: ყველა განსაცდელის, ღალატის, დანაკარგის და იმედგაცრუების შემდეგ, მორალურად და ფიზიკურად დღითიდღე ვსუსტდებოდი. ყველანაირად ვცდილობდი ამისთვის წინააღმდეგობა გამეწია, მაგრამ თითქოს ნელ-ნელა იმედსა და რწმენას ვკარგავდი… ნახევრად მშივრები ვიყავით, ბავშვები ვერაფრით იძინებდნენ, რადგან ყინვისგან ფეხებს ვეღარ გრძნობდნენ…. უკვე სასოწარკვეთილი ვიყავი, მაგრამ თქვენმა გამოჩენამ სიცოცხლე დამიბრუნა. იმედი გამიჩნდა, ისევ ვიღიმი, ყოველი დღე მიხარია და ის ფაქტიც მახარებს, რომ თავზე ჭერი გვაქვს, ბავშვებს საკვები აქვთ და ჩემ გვერდით არიან. ნუთუ საკმარისი არ არის, რომ მამაზეციერს მადლობა შევწირო? თქვენ ჩემთვის იმის სიმბოლო ხართ, რომ უფალმა ყველა ჩემი ლოცვა შეისმინა, მე და ჩემი შვილები მარტო აღარ ვართ და მათ უკეთესი ცხოვრების შანსი ჯერ კიდევ აქვთ! მადლობა იმისთვის, რომ შესაძლებლობა მოგვეცით, ისევ გვიხაროდეს!

  – არაქსი, ძალიან გვიხარია, რომ თქვენი დახმარება შევძელით! გვინდა თქვენს შვილებსაც გავესაუბროთ. ანა, როგორ ხარ? ახალი მეგობრების ნაჩუქარი საჩუქრები მოგეწონა?

  ანა: რა თქმა უნდა, მომეწონა! ახლა ჩემი სათამაშოები მარტოები აღარ არიან, ახალ დივანზეც ეტევიან და ყველას ერთად გვძინავს. ადრე ღუმელი არ გვქონდა, ახლა კი დედა ათასგვარ გემრიელობას გვიკეთებს. აი, ჩემი საყვარელი კექსიც გამოაცხო, მე კი ვეხმარებოდი… კიდევ, ნახეთ, როგორი გამათბობელი გვაქვს! სახლში თბილა და ქურთუკის ჩაცმა საჭირო აღარაა… მინდა მადლობა გადავუხადო ყველა დეიდას და ბიძიას, ვინც საჩუქრები და ტკბილეული მომიტანა. ისინი ჩვენთან კიდევ მოვლენ, ხომ ასეა?

  – რა თქმა უნდა, საყვარელო! იურა, თავს როგორ გრძნობ?

  იურა: კბილის ექიმთან მისვლის ცოტა მეშინოდა, მაგრამ დედამ მითხრა, რომ სხვა გამოსავალი არ იყო და კარგად რომ გავმხდარიყავი, ცოტა უნდა მომეთმინა… ახლა ბევრად უკეთ ვარ. ძალიან კარგი და კეთილი ექიმი მყავს… დიდი მადლობა დახმარებისთვის! ადრე დედა სულ ცუდ ხასიათზე იყო და ტიროდა… ასეთი მხიარული არც კი მახსოვს!

  – იურა, გამოჯანმრთელებას გისურვებთ! არაქსი, საუბარს დავუბრუნდეთ. მითხარით, იქნებ კიდევ გაქვთ რაიმე პრობლემა, რომლის გადაჭრაშიც შეგვიძლია დაგეხმაროთ?

  არაქსი: ჩემს პრობლემებზე საუბარი ძალიან მერიდება, ჩემი ოჯახისთვის ისედაც ბევრი გააკეთეთ! თუ ვინმეს დახმარების სურვილი გაუჩნდება, ჩვენ ყველაფერი გაგვახარებს: საკვებიც, ტანსაცმელიც… მარტიდან სუბსიდირების პროგრამა აღარ შეგვეხება და ვიცი, რომ კომუნალური გადასახადების გადახდა ძალიან გაგვიჭირდება… ამ გაქუცული კედლების გარემონტება და კარის გამოცვლაც ძალიან მინდა, რომ იურას და ანას სახლში ყოფნა სიამოვნებდეთ, რადგან ჩემს შვილებსაც აქვთ უფლება, ლამაზი და უდარდელი ბავშვობა ჰქონდეთ… არ დავიღლები მადლობის თქმით მათთვის, ვინც დაგვეხმარა! ღმერთმა დაგლოცოთ!

***

  ძვირფასო მეგობრებო, მარკარიანების ოჯახს ძალიან უჭირს. ისინი ერთ ოთახში, სრულ სიღატაკეში ცხოვრობენ და მხოლოდ მზრუნველი ხალხის თანაგრძნობის იმედი აქვთ! ისინი ნებისმიერი დახმარებისთვის მადლიერები იქნებიან: საკვებისთვის, ტანსაცმლისთვის, ფინანსური მხარდაჭერისთვის… და იქნებ, ერთობლივი ძალისხმევით, ამ საბრალო, მარტოხელა ქალს რემონტის გაკეთებაშიც დავეხმაროთ, რომ მარკარიანების ოჯახი ოდნავ მეტად გაბედნიერდეს… გთხოვთ, ამ ხალხის გასაჭირს გვერდს ნუ აუვლით!

და თუკი გიმძიმთ ყოფითი სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით გადაიტანეთ თქვენი ყურადღება ჩვენ FB პოსტებზე; ან უმჯობესია, დაურეკოთ ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტში დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს!

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როცა მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გთხოვთ, განაგრძოთ ამ ოჯახების დახმარება. სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!

თქვენი სიკეთე – ეს არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!

კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, მეგობრებო!

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: მარკარიანების ოჯახი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/673-markarian/

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია OPPA, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს – 0901 200 270

დაფიქრდით იმაზე, რომ ჩვენ სწორედ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2021 იან 24
გაზის გამათბობელი
579.00₾
2021 თებ 07
დივანი
260.00₾
2021 თებ 09
მაგიდა და სკამები
350.00₾
2021 მარ 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
280.00₾
2021 მაი 21
პროდუქტები
49.16₾

სულ ხარჯები:

1518.16₾

დარჩა:

0.66₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.05.2021 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.05.2021 13:27:51
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.05.2021 14:30:08
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.05.2021 10:05:05
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
19.05.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
17.05.2021 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.05.2021 20:00:00
₾29.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.05.2021 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
22.03.2021 20:00:00
₾39.46
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.03.2021 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.03.2021 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.03.2021 16:02:30
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.03.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.03.2021 20:15:29
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.02.2021 07:52:26
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.02.2021 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.02.2021 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.02.2021 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.02.2021 22:53:28
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.02.2021 20:00:00
₾3.00

შემოწირულია:

₾1,518.82

124 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾1,518.82

124 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება