პროექტის რეპორტი დედიკო, დღეს საჭმელს შევჭამთ? ძალიან მშია... - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

დედიკო, დღეს საჭმელს შევჭამთ? ძალიან მშია...

page info icon
2021 იანვარი 18
გულსაკლავად კითხულობს 5 წლის ანანო და დედას კალთაზე ექაჩება. „მეც, მეც მინდა ჭამა! დედა, პური მაინც თუ გვაქვს?“ - კვერს უკრავს უმცროსი ძამიკო, შოთიკო (3 წლის). „მოითმინე, ჩემო სიხარულო, იქნებ მეზობელმა მოგვიტანოს რამე“, - ალერსიანად პასუხობს დედა, გვანცა (29 წლის) და ბავშვებს თავზე ეფერება. „მაცივარი სულ მოცარიელებულია, მათ ვერაფრით ვაწყნარებ, ისევ მეზობლებისთვის მომიწევს თხოვნა, - ჩვენკენ ტრიალდება და თითქოს თავს იმართლებსო, სევდიანად გვიხსნის ახალგაზრდა ქალი. ზურგი ვაქციე, ცრემლები და დაბნეულობა რომ დამემალა. „ღმერთო, ნებისმიერ ტანჯვას ავიტან, ოღონდ ჩემი შვილების შიმშილს არ ვხედავდე! - მწარედ ტირის საბრალო, ახალგაზრდა ქალი. - ადრე, თავი რაღაცნაირად მაინც გაგვქონდა, ახლა კი ვერც სამსახურს იშოვი, არც ტრანსპორტი მუშაობს... ზოგჯერ, დღე ისე გადის, ბავშვები ცარიელ ჩაისა და პურზე არიან!“
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
4,625 ₾
( 306 დონორი )
დასრულებულია

დე, „ბუტიტის“ მთელი ყუთი მაქვს!

შოთიკო: „დეეე, ანანო ისევ ვიდეოს მიღებს! ყველაფერს იღებს, რასაც ვაკეთებ.“

ანანო: „ტიკტოკისთვისაა, - ყველა გაგიცნობს.“

შოთიკო: „ყველა ნახავს, როგორ ვჭამ „ბუტიტის“? არ მინდა!“

ანანო: „აბა, პლანშეტით ვის გადავუღო? დე, მაშინ შენ გადაგიღებ!“

გვანცა: „ოჰ, მოიცა, კაცო! მზად არ ვარ. თმა მაქვს მოსაწესრიგებელი.“

ანანო: „მაშინ თქვენ გადაგიღებთ!“ (კამერას ჩვენკენ ატრიალებს.)

ძვირფასო მეგობრებო, მარხვაშვილების ოჯახში, თქვენი წყალობით, პატარა ტიკტოკერი გაჩნდა. ხედავთ, როგორი გამოსადეგი ყოფილა ახალი პლანშეტი? ახლა ანანოს და შოთიკოს ბავშვებისთვის შესაფერისი აზრები გაუჩნდათ: როგორ გაერთონ, რა ითამაშონ, მშობლებს გემრიელი რა შეუკვეთონ? თქვენ მათი პატარა თავები ზედმეტი ფიქრებისგან, პატარა გულები კი შიშისგან გაათავისუფლეთ. არადა, იყო დრო, ბავშვები დედ-მამას მოსვენებას არ აძლევდნენ კითხვებით: „ხომ არ მოვკვდებით? მართლა ძალიან ცუდად არის ყველაფერი?“ მშობლები სიმწრისგან ლამის ჭკუიდან გადადიოდნენ.

მადლობა ღმერთს, ანანო და შოთიკო მსგავს კითხვებს აღარ სვამენ! დიდი მადლობა თქვენ, რადგან ამ ხალხისთვის, რაც შეგეძლოთ, ყველაფერი სულითა და გულით გაიღეთ. 

გვანცა: იმდენი რამ მაქვს თქვენთვის მოსაყოლი, იმდენი სიახლე გვაქვს... (იღიმის.) დიდი ხანია გელოდებით; ერთი სული მაქვს, გაგიზიაროთ. პირველ რიგში, მადლობას გიხდით ყველაფრისთვის, რასაც აკეთებთ. ყურადღების ცენტრში პირველად ვართ. ძალიან ბევრმა დაგვირეკა, ბევრი გვესტუმრა და მეც და ჩემს შვილებსაც პირადად გაგვეცნო... პანდემიის მიუხედავად, სამყარო მაშინვე გამოცოცხლდა და გაგვეხსნა. აღტაცებისგან გონს ჯერაც ვერ მოვსულვარ!  დიდი მადლობა თქვენ, თქვენს მთელ კოლექტივს და მათ, ვინც ჩვენი ამბავი, საკუთარი პრობლემების მიუხედავად, გულთან ახლოს მიიტანა. არადა, პრობლემები ყველას გვაქვს, განსაკუთრებით კი ახლა, როცა საქართველოში ცხოვრება ასე გაჭირდა. 

ჩვენს ცხოვრებაში ნამდვილი გადატრიალება მოხდა! ახლა ბავშვებს საჭმელი, ტკბილეული, სათამაშოები, საწოლები და ტელევიზორი აქვთ, მე კი სარეცხ მანქანას შევხარი.  

„რა საინტერესო სათამაშო აქვს დედას. მასთან თამაში მეც მინდა. შიგნით რა შევდო?“

უამრავი კეთილი, გულისხმიერი და ღვთისმოშიში ადამიანი გავიცანი. ყველა განსხვავებულია, მაგრამ ჩემთვის ყველა თანაბრად ფასობს. ზოგს დავუახლოვდი კიდეც. სანამ თქვენთან დაკავშირებას გადავწყვეტდი, სასოწარკვეთილი ვიყავი. პანდემიის შემდეგ დაკარგულები, დაბნეულები ვიყავით და მთელი სიჩქარით უფსკრულისკენ მივექანებოდით. საშინელება იყო! მტერსაც არ ვუსურვებ... იყო დღეები, როცა ბავშვებს ცარიელ პურს და ჩაის ვაძლევდი. რა თქმა უნდა, დროდადრო მეზობლებიც გვეხმარებოდნენ, მაგრამ სულ კარებისკენ ყურება, ლოდინი და თხოვნა უბრალოდ შეუძლებელია. ყველას თავისი პრობლემები აქვს... მიხარია, რომ დაგიკავშირდით და ხალხისთვის ჩემი ვედრების მიწვდენაში დამეხმარეთ. საოცარი რამ მოხდა!

როცა ჩვენი ამბავი სხვადასხვა ხალხმა, მათ შორის, ჩვენმა ნათესავებმაც წაიკითხეს, თითქოს ახალი თვალით შემოგვხედეს. ქუჩა-ქუჩა ხომ არ დაიწყებ სიარულს და ყვირილს, რომ დახმარება გჭირდება, არა?! ყველას ვერც მოუყვები და ალბათ არც არის საჭირო, რადგან ვისთვისაც სულ ერთი არ ხარ, ის ისედაც მოგიკითხავს, დაგიკავშირდება, დაინტერესდება... დაკარგულმა ნათესავებმაც კი დაიწყეს რეკვა: „მართლა ასე გიჭირთ?“ - უკვირდათ, დარდისგან როგორ გავხდი და დავილიე...

„ეს ჩვენი საერთო პლანშეტია, მაგრამ მასში მე უფრო კარგად ვერკვევი, ვიდრე შოთიკო... კარგი, კარგი, ეჭიროს...“

უცნობებს ტანსაცმელი, სათამაშოები და ტკბილეული მოჰქონდათ - ის ყველაფერი, რაზეც ვერც კი ვიოცნებებდით... და მივხვდი, რომ ძალიან ვცდებოდი, როცა ჩუმად ვიყავი და საკუთარი გაჭირვების მრცხვენოდა. ისევ ჩემს შვილებს დავაკელი. დახმარება, პირველ რიგში, მათ სჭირდებოდათ. მათი ნაზი სულები სიხარულით აივსნენ და ზარებივით აჟღარუნდნენ, როცა სითბო და ყურადღება იგრძნეს. ადამიანმა უკან-უკან არ უნდა იყურო: „რას იტყვიან? ჩვენზე რას იფიქრებენ? დახმარებას რომ ვითხოვთ, ხომ არ გაგვკიცხავენ?“ ღვთისნიერი ხალხი სიღარიბის გამო არ განიკითხავს, არც თქვენი მკითხველები განიკითხავენ. დიახ, ღარიბები ვიყავით და ამაში სასირცხვილო არაფერია. თუ დახმარება გჭირდება, ხალხს გული უნდა გაუხსნა.

ღმერთია მოწმე, უზომოდ მიხარია, რომ თქვენთან მოვედი. ჩემს შვილებს ახლა ის აქვთ, რაზეც ამდენ ხანს ოცნებობდნენ. ყველანი ძალიან ბედნიერები ვართ, რადგან ოცნებები გვიხდება; ხოლო მას, ვინც განიკითხავს, ნამდვილი გაჭირვება და სიღატაკე ალბათ არასდროს განუცდია... თუმცა ამ ხალხმა შეიძლება დროთა განმავლობაში გააცნობიეროს, რომ შვილები და მათი სურვილები, საჭიროებები, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა ნებისმიერი მშობლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

– ახალი მეგობრებიდან ვინმეს ხომ არ გამოყოფდით?

გვანცა: თითოეული მკითხველის მადლიერი ვარ. ყველაფრისთვის! ვინმეს გამოყოფა მართლა ძალიან მიჭირს, - ჩვენთვის ყოველი ადამიანი უფლის სასწაულია... თუმცა არის ერთი ადამიანი, რომლის შესახებაც განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო. მას ნათია ჰქვია - აერობიკის მასწავლებელია. უკვე დიდი ხანია ჩვენ გვერდითაა; ჩვენი ცხოვრებით, პრობლემებით და საზრუნავით ცხოვრობს. ოჯახის წევრივითაა. ბავშვები ძალიან უყვარს. სულ ცდილობს მათ რამე გემრიელი მოუტანოს, ბავშვებს თავზე დაფოფინებს... ნათია მათაც ძალიან უყვართ. როგორც კი მისი ზარის ხმას იგებენ, გიჟებივით უხარიათ. ერთხელ ნათიამ ხელების დასაბანი ნიჟარა მოგვიტანა. ძალიან კეთილი და თბილი გოგოა... და ახლა საკუთარი სახანძრო ბრიგადაც გყავს. დიახ, დიახ!

– ეგ როგორ მოხდა?

გვანცა: მადლობა ღმერთს, ერთმანეთი მშვიდობიან პირობებში გავიცანით და არა ხანძრის დროს! (იცინის.) მაგრამ ამ ხალხს დავპირდი, რომ მათ სახელებს და გვარებს არ დავასახელებდი. თბილისელი ბიჭები არიან, სახანძრო ჯგუფი, ჩვეულებრივი არაჩვეულებრივი გმირები. ყოველდღე სხვა ადამიანების სიცოცხლისთვის იბრძვიან. თქვენი პოსტის გამოქვეყნების შემდეგ დაგვირეკეს და გვკითხეს, ყველაზე მეტად რა გვჭირდებოდა. ვუთხარი, რომ ბავშვები ტელევიზორზე ოცნებობდნენ. ძველი ტელევიზორი ძველი გაყვანილობის გამო გადაიწვა. ეს თხოვნაც იმიტომ გავუჟღერე, რომ მთხოვეს არ მომრიდებოდა და პირდაპირ მეთქვა... და წარმოგიდგენიათ, გარკვეული დროის შემდეგ მოვიდნენ და ახალთახალი, Wi-Fi­-იანი ტელევიზორი მოგვიტანეს?! ანანო ზუსტად ასეთზე ოცნებობდა! 

„ მთელი ჭურჭელი უნდა ჩავაწყო ახალ კარადაში. ფრთხილად ვიქნები დედიკო, ნუ ნერვიულობ“

როგორც აღმოჩნდა, ასეთ სასწაულებს ბიჭები ყოველ წელს სჩადიან: გაჭირვებულ ოჯახებს ირჩევენ და მათთვის ყველაზე საჭირო ნივთს ყიდულობენ. თან ეს ყველაფერი ყოველგვარი აფიშირების გარეშე. წმინდა ხალხია! მთელმა ოჯახმა გადავუხადეთ მადლობა, მე კი მათი კეთილი სახეები და გულწრფელი საუბარი მთელი ცხოვრება მემახსოვრება. ბიჭებო, ძალიან გთხოვთ, არ გამიბრაზდეთ, რომ თქვენზე ვსაუბრობ. როგორც დაგპირდით, სახელებს და გვარებს არ დავასახელებ, მაგრამ ემოციები როგორ შევიკავო?! ყველამ უნდა იცოდეს და ყველას უნდა სჯეროდეს, რომ უანგარო დახმარება არსებობს!

„ახლა კი პლანშეტი დამიბრუნე!“

  სიკეთის გაკეთება გაჭირვებულ ადამიანსაც კი შეუძლია. ერთმა გოგონამ დამირეკა დასავლეთ საქართველოდან, - თამუნა ერქვა, - რომ ჩემთვის სიტყვებით მაინც დაეჭირა მხარი. ბოდიში მომიხადა, ფულის გადმორიცხვა არ შემიძლიაო, მაგრამ ბევრი კეთილი და საჭირო სიტყვა მითხრა. მისმა მზრუნველმა ხმამ და თანადგომამ ძალიან გამამხნევა. როცა ცუდად ხარ, ყველაფერს მნიშვნელობა აქვს...

მართალია! საინტერესოა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა თუ დაგირეკეს? ხომ არ მოსულან? მათ მხოლოდ თანადგომის სიტყვების თქმა არ შეშვენით...

გვანცა: სოციალური სამსახურიდან დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ ბავშვების საცხოვრებელი პირობების სანახავად მოვიდოდნენ. თავიდან ძალიან შემეშინდა; ვიფიქრე, სიღარიბის გამო შვილებს წამართმევენ-მეთქი. ორი ქალი მოვიდა, ბავშვებს გაესაუბრნენ, სახლი დაათვალიერეს, რაღაც ჩაიწერეს... მათგან გავიგე, რომ თურმე, ყოველწლიურად, 300 ლარიანი დახმარება მეკუთვნის, როგორც სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან დედას; მაგრამ მხოლოდ წელიწადში ერთხელ და ისიც - კონკრეტული საჭიროებებისთვის.  ამ ინფორმაციისთვის მათი მადლობელი ვარ, რადგან არ ვიცოდი. თქვენი პოსტის წყალობით, ჩვენ შესახებ რაიონის გამგეობის თავმჯდომარემაც შეიტყო და დახმარებას დაგვპირდა, მაგრამ პანდემიის შემდეგ.

− ანუ როცა ვირი ხეზე ავა... არავინ იცის, როდის დასრულდება პანდემია...

გვანცა: ჰო, რა ვიცი... ცნობილი ადგილობრივი ტელევიზიიდანაც გვესტუმრნენ. ერთი სიტყვით, პოსტის გამოქვეყნების შემდეგ სიცოცხლემ დუღილი დაიწყო.

− გვანცა, ჩვენი მიმდინარე პოსტი იმის შესაძლებლობაა, რომ ჩვენს მკითხველებს მიმართოთ და უთხრათ, რას ნიშნავს თქვენთვის მათი დახმარება და მხარდაჭერა.

გვანცა: ეს არისსინათლე გვირაბის ბოლოს! იმდენი ემოცია და მადლიერებაა ჩემში, ვერც კი წარმოიდგენთ... თუმცა არა! ალბათ სწორედ თქვენ - მგრძნობიარე, მზრუნველი ადამიანები შეძლებთ გაიგოთ, თუ რას ვგრძნობ. იცით, გარეგნულადაც კი შევიცვალე. სხვანაირად გამოვიყურები და თავსაც სულ სხვანაირად ვგრძნობ. თითქოს ახალი ძალა, იმედი, თავდაჯერება და ადამიანთა სიკეთის რწმენა შემემატა. ჩემთვის, ჩემი ქმრისთვის და შვილებისთვის სიცოცხლემ ახალი მნიშვნელობა შეიძინა. ვოცნებობ, რომ ოდესმე მეც შევძლო იმ ხალხის დახმარება, ვინც ისეთივე მდგომარეობაშია, როგორშიც ჩვენ ვიყავით თქვენი პოსტის გამოქვეყნებამდე.

„ და ეს საჩუქარი რისთვის მოიტანეს, დე?“

- დე, ამ „ბლონდერს“ დღეს ჩავრთავთ?
- ეს ბლენდერია, ანანო.

- კარგი, ჰო... ჩავრთავთ?

− მხოლოდ უფროსები რატომ ვლაპარაკობთ? ანანო, მოდი ჩვენთან, გავისაუბროთ. შენი საჩუქრები მოიტანე და გვაჩვენე...

ანანო: დეიდა, ტელევიზორს ვერ მოვიტან, მაგრამ პლანშეტის მოტანა შემიძლია. ტიკტოკი გაქვს?

უი, იცი, არა!..

ანანო: ტიკტოკში თამაში, დედაჩემის არ იყოს, არც შენ იცი, არა? პლანშეტი გჭირდება. ზუსტად ისეთი, როგორიც მე მაქვს და ისწავლი. პლანშეტი ძალიან მინდოდა. სხვა გოგოებს ჰქონდათ და... მასზე მულტფილმების ყურება და ტიკტოკში თამაში შეიძლება.

ტიკტოკერი ანანო

ყველაზე ძალიან მულტფილმი „ქრაი ბეიბის“ მიყვარს: სათამაშოები არიან, პატარა თოჯინები და ბავშვებივით ტირიან. ისეთი პატარები არიან... ჩემს ახალ თოჯინა ბარბის კი ტირილი არ შეუძლია და მის მაგივრად მე ვტირი. ხუმრობით, რა თქმა უნდა... მაგრამ სამაგიეროდ ლამაზია. ბარბი ჩემს მეგობრებსაც აქვთ და ისინი სასეირნოდ ერთად გაგვყავს ხოლმე.

დეიდა, წამო, საწოლს გაჩვენებ! კიბიანია! პირველ სართულზე მე მძინავს, მეორეზე - შოთიკოს, მაგრამ შეგვიძლია ერთმანეთს ადგილი გავუცვალოთ. ასეთი ლოგინი შენც ხომ არ გინდა? შენ სად დაიძინებდი - დაბლა თუ მაღლა?

− მაღლა! მაღლა საინტერესოა, როგორც მატარებელში.

ანანო: მაშინ შოთიკოს ადგილს გავუცვლი. მაღლა მეც მინდა.

„როცა დაბლა ძილი მომბეზრდება, მაღლა ავძვრები.“

  გვანცა: ანანო იმაზე ოცნებობს, რომ მათ ოთახში კედლები „ქვების“ გარეშე იყოს, ანუ შიშველი ბლოკები რომ არ ჩანდეს. თუ ღმერთი ინებებს, დროთა განმავლობაში საკუთარი სახლიც გვექნება.

− შოთიკო, „ბუტიტი“ უკვე მიიღე?“ (ასე ეძახის შოთიკო იოგურტს.)

შოთიკო: ბევრი!

გვანცა: იოგურტის და ნამცხვრების მთელი ყუთი მიიღო. (იღიმის.) ღმერთო, როგორ უხაროდა! მაშინვე იკითხა, შეიძლება „ბუტიტები“ მეგობრებსაც ვაჭამოო? რა თქმა უნდა-მეთქი. რამდენიმე ცალი თავისთვის დაიტოვა, დანარჩენი კი გულუხვად ჩამოარიგა. კეთილი ბიჭია.

სხვა საჩუქრებიც ძალიან გაუხარდა. ზოგ რაღაცას ეხუტებოდა კიდეც და ამბობდა: „ჩვენია, ჩვენია!“ (იცინის.) ორსართულიანმა საწოლმა მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ჩამოსვლა აღარ უნდოდა, ბედნიერებისგან ანათებდა; ხან ტიროდა, ხან იცინოდა...

შოთიკოყველასაჩუქარსრიგრიგობითეხუტებოდა

− და ყველაზე უმცროსს - ნატუკას რა მოეწონა?

გვანცა: ტორტი და ბუშტები! ერთ დღეს სიურპრიზი მოგვიწყეს: ვიღაცამ ტორტი მოიტანა და ჭიშკართან დატოვა. ბავშვი თავიდან დაიბნა, მე კი მის გამო ისე მიხაროდა... ძალიან ბედნიერი იყო! გაკვირვებული აქეთ-იქით დარბოდა და კაბაზე მექაჩებოდა: „დე, შეხედე!..“ მღელვარებისგან ძლივს დაწყნარდა და ძლივს დაჯდა საჭმელად.

− მოგვიანებით თუ გაარკვიეთ, ვინ გაგიკეთათ ეს საჩუქარი?

გვანცა: აქ უკვე მამიკომ იყოჩაღა. იოსები, ჩემი მეუღლე, დიდი ხნის განმავლობაში, პანდემიის გამო, უმუშევარი იყო, თქვენი პოსტის გამოქვეყნების შემდეგ კი ხშირად ეძახიან სამუშაოდ. თანასოფლელები გვეხმარებიან, ყურადღებას იჩენენ... როგორც კი ხელფასი აიღო, გადაწყვიტა ბავშვები გაეხარებინა - მთხოვა ნატუკა ჭიშკართან გამეგზავნა.

− რას ურჩევდით მათ, ვინც ისეთივე მდგომარეობაშია, როგორშიც თქვენ?

„შოთიკო, თუ არ გძინავს, გამოიხედე, აბა! შეგიძლია მომწვდე?“

გვანცა: არასოდეს დანებდეთ, დახმარება და გამოსავალი ეძებეთ! შვილების გამო ბოლომდე უნდა იბრძოლოთ. ამქვეყნად არაფერია იმაზე ძვირფასი, ვიდრე მათი ჯანმრთელობა და ბედნიერი თვალები. არასოდეს იფიქროთ, რომ გასაჭირში მარტო ხართ! ნუ ჩამოუშვებთ ხელებს, იმედი და რწმენა იქონიეთ, ილოცეთ, მოითხოვეთ და მოგეცემათ! საკუთარ თავში ნუ ჩაიკეტებით, ყველა კარზე დააკაკუნეთ...

− ყველა პრობლემა ერთბაშად არ ქრება. ეს კარგად გვესმის, ამიტომ გვაინტერესებს, კიდევ რამე ხომ არ გჭირდებათ?

გვანცა: ძალიან გვინდა ბავშვებისთვის სახლს ერთი ოთახი მივაშენოთ. ანანო ქვის კედლებში თავს უხერხულად გრძნობს. მალე შემოდგომა მოვა, სახლი ნესტიანი და ცივია. სწორად გამიგეთ, არ ვწუწუნებ... უბრალოდ გვინდა ბავშვებს სიმყუდროვე და ელემენტარული პირობები შევუქმნათ. სამშენებლო მასალებით თუ დაგვეხმარებიან, ძალიან კარგი იქნება. გვინდოდა ეს ყველაფერი საკუთარი ძალებით და ფინანსებით გაგვეკეთებინა, მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერ ვერ ვახერხებთ.

***

  მეგობრებო, მადლობას გიხდით ყველას, ვინც ამ ოჯახის გასაჭირს გამოეხმაურა, გვერდი არ აუარა, თანაგრძნობა გამოიჩინა, დაურეკა, დაეხმარა, გაამხნევა და მათთვის ილოცა! სიკეთე არის ძალა და უფლის კურთხევა! 

ამ ოჯახის სანუკვარი ოცნება ოთახია ბავშვებისთვის. ამქვეყნად როგორც სულს სჭირდება სხეული, ისე ადამიანს სჭირდება საკუთარი სახლი, საკუთარი კუთხე, - მით უმეტეს, მრავალშვილიან ოჯახს. მოდი გორელი მარხვაშვილების ოჯახის ოცნება რეალობად ვაქციოთ და ბავშვებს ოთახი ავუშენოთ!

მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს!

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როცა მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გთხოვთ, განაგრძოთ ამ ოჯახების დახმარება. სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!

„ ესეც დედიკოს სათამაშოა, მაგრამ ის მასთან არ მიშვებს “

თქვენი სიკეთე – ეს არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!

კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, მეგობრებო!

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000.

(დანიშნულება: მარხვაშვილების ოჯახი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც:  https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/675-markhvashvili/

ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები წაიკითხოთ ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund.

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს - 0901 200 270

დაფიქრდით იმაზე, რომ ჩვენ სწორედ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს.

მსგავსი პროექტები: