დედიკო, დღეს საჭმელს შევჭამთ? ძალიან მშია...
დე, „ბუტიტის“ მთელი ყუთი მაქვს!
შოთიკო: „დეეე, ანანო ისევ ვიდეოს მიღებს! ყველაფერს იღებს, რასაც ვაკეთებ.“
ანანო: „ტიკტოკისთვისაა, - ყველა გაგიცნობს.“
შოთიკო: „ყველა ნახავს, როგორ ვჭამ „ბუტიტის“? არ მინდა!“
ანანო: „აბა, პლანშეტით ვის გადავუღო? დე, მაშინ შენ გადაგიღებ!“
გვანცა: „ოჰ, მოიცა, კაცო! მზად არ ვარ. თმა მაქვს მოსაწესრიგებელი.“
ანანო: „მაშინ თქვენ გადაგიღებთ!“ (კამერას ჩვენკენ ატრიალებს.)
ძვირფასო მეგობრებო, მარხვაშვილების ოჯახში, თქვენი წყალობით, პატარა ტიკტოკერი გაჩნდა. ხედავთ, როგორი გამოსადეგი ყოფილა ახალი პლანშეტი? ახლა ანანოს და შოთიკოს ბავშვებისთვის შესაფერისი აზრები გაუჩნდათ: როგორ გაერთონ, რა ითამაშონ, მშობლებს გემრიელი რა შეუკვეთონ? თქვენ მათი პატარა თავები ზედმეტი ფიქრებისგან, პატარა გულები კი შიშისგან გაათავისუფლეთ. არადა, იყო დრო, ბავშვები დედ-მამას მოსვენებას არ აძლევდნენ კითხვებით: „ხომ არ მოვკვდებით? მართლა ძალიან ცუდად არის ყველაფერი?“ მშობლები სიმწრისგან ლამის ჭკუიდან გადადიოდნენ.
მადლობა ღმერთს, ანანო და შოთიკო მსგავს კითხვებს აღარ სვამენ! დიდი მადლობა თქვენ, რადგან ამ ხალხისთვის, რაც შეგეძლოთ, ყველაფერი სულითა და გულით გაიღეთ.
გვანცა: იმდენი რამ მაქვს თქვენთვის მოსაყოლი, იმდენი სიახლე გვაქვს... (იღიმის.) დიდი ხანია გელოდებით; ერთი სული მაქვს, გაგიზიაროთ. პირველ რიგში, მადლობას გიხდით ყველაფრისთვის, რასაც აკეთებთ. ყურადღების ცენტრში პირველად ვართ. ძალიან ბევრმა დაგვირეკა, ბევრი გვესტუმრა და მეც და ჩემს შვილებსაც პირადად გაგვეცნო... პანდემიის მიუხედავად, სამყარო მაშინვე გამოცოცხლდა და გაგვეხსნა. აღტაცებისგან გონს ჯერაც ვერ მოვსულვარ! დიდი მადლობა თქვენ, თქვენს მთელ კოლექტივს და მათ, ვინც ჩვენი ამბავი, საკუთარი პრობლემების მიუხედავად, გულთან ახლოს მიიტანა. არადა, პრობლემები ყველას გვაქვს, განსაკუთრებით კი ახლა, როცა საქართველოში ცხოვრება ასე გაჭირდა.
ჩვენს ცხოვრებაში ნამდვილი გადატრიალება მოხდა! ახლა ბავშვებს საჭმელი, ტკბილეული, სათამაშოები, საწოლები და ტელევიზორი აქვთ, მე კი სარეცხ მანქანას შევხარი.

„რა საინტერესო სათამაშო აქვს დედას. მასთან თამაში მეც მინდა. შიგნით რა შევდო?“
უამრავი კეთილი, გულისხმიერი და ღვთისმოშიში ადამიანი გავიცანი. ყველა განსხვავებულია, მაგრამ ჩემთვის ყველა თანაბრად ფასობს. ზოგს დავუახლოვდი კიდეც. სანამ თქვენთან დაკავშირებას გადავწყვეტდი, სასოწარკვეთილი ვიყავი. პანდემიის შემდეგ დაკარგულები, დაბნეულები ვიყავით და მთელი სიჩქარით უფსკრულისკენ მივექანებოდით. საშინელება იყო! მტერსაც არ ვუსურვებ... იყო დღეები, როცა ბავშვებს ცარიელ პურს და ჩაის ვაძლევდი. რა თქმა უნდა, დროდადრო მეზობლებიც გვეხმარებოდნენ, მაგრამ სულ კარებისკენ ყურება, ლოდინი და თხოვნა უბრალოდ შეუძლებელია. ყველას თავისი პრობლემები აქვს... მიხარია, რომ დაგიკავშირდით და ხალხისთვის ჩემი ვედრების მიწვდენაში დამეხმარეთ. საოცარი რამ მოხდა!
როცა ჩვენი ამბავი სხვადასხვა ხალხმა, მათ შორის, ჩვენმა ნათესავებმაც წაიკითხეს, თითქოს ახალი თვალით შემოგვხედეს. ქუჩა-ქუჩა ხომ არ დაიწყებ სიარულს და ყვირილს, რომ დახმარება გჭირდება, არა?! ყველას ვერც მოუყვები და ალბათ არც არის საჭირო, რადგან ვისთვისაც სულ ერთი არ ხარ, ის ისედაც მოგიკითხავს, დაგიკავშირდება, დაინტერესდება... დაკარგულმა ნათესავებმაც კი დაიწყეს რეკვა: „მართლა ასე გიჭირთ?“ - უკვირდათ, დარდისგან როგორ გავხდი და დავილიე...

„ეს ჩვენი საერთო პლანშეტია, მაგრამ მასში მე უფრო კარგად ვერკვევი, ვიდრე შოთიკო... კარგი, კარგი, ეჭიროს...“
უცნობებს ტანსაცმელი, სათამაშოები და ტკბილეული მოჰქონდათ - ის ყველაფერი, რაზეც ვერც კი ვიოცნებებდით... და მივხვდი, რომ ძალიან ვცდებოდი, როცა ჩუმად ვიყავი და საკუთარი გაჭირვების მრცხვენოდა. ისევ ჩემს შვილებს დავაკელი. დახმარება, პირველ რიგში, მათ სჭირდებოდათ. მათი ნაზი სულები სიხარულით აივსნენ და ზარებივით აჟღარუნდნენ, როცა სითბო და ყურადღება იგრძნეს. ადამიანმა უკან-უკან არ უნდა იყურო: „რას იტყვიან? ჩვენზე რას იფიქრებენ? დახმარებას რომ ვითხოვთ, ხომ არ გაგვკიცხავენ?“ ღვთისნიერი ხალხი სიღარიბის გამო არ განიკითხავს, არც თქვენი მკითხველები განიკითხავენ. დიახ, ღარიბები ვიყავით და ამაში სასირცხვილო არაფერია. თუ დახმარება გჭირდება, ხალხს გული უნდა გაუხსნა.
ღმერთია მოწმე, უზომოდ მიხარია, რომ თქვენთან მოვედი. ჩემს შვილებს ახლა ის აქვთ, რაზეც ამდენ ხანს ოცნებობდნენ. ყველანი ძალიან ბედნიერები ვართ, რადგან ოცნებები გვიხდება; ხოლო მას, ვინც განიკითხავს, ნამდვილი გაჭირვება და სიღატაკე ალბათ არასდროს განუცდია... თუმცა ამ ხალხმა შეიძლება დროთა განმავლობაში გააცნობიეროს, რომ შვილები და მათი სურვილები, საჭიროებები, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა ნებისმიერი მშობლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.
– ახალი მეგობრებიდან ვინმეს ხომ არ გამოყოფდით?
გვანცა: თითოეული მკითხველის მადლიერი ვარ. ყველაფრისთვის! ვინმეს გამოყოფა მართლა ძალიან მიჭირს, - ჩვენთვის ყოველი ადამიანი უფლის სასწაულია... თუმცა არის ერთი ადამიანი, რომლის შესახებაც განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო. მას ნათია ჰქვია - აერობიკის მასწავლებელია. უკვე დიდი ხანია ჩვენ გვერდითაა; ჩვენი ცხოვრებით, პრობლემებით და საზრუნავით ცხოვრობს. ოჯახის წევრივითაა. ბავშვები ძალიან უყვარს. სულ ცდილობს მათ რამე გემრიელი მოუტანოს, ბავშვებს თავზე დაფოფინებს... ნათია მათაც ძალიან უყვართ. როგორც კი მისი ზარის ხმას იგებენ, გიჟებივით უხარიათ. ერთხელ ნათიამ ხელების დასაბანი ნიჟარა მოგვიტანა. ძალიან კეთილი და თბილი გოგოა... და ახლა საკუთარი სახანძრო ბრიგადაც გყავს. დიახ, დიახ!
– ეგ როგორ მოხდა?
გვანცა: მადლობა ღმერთს, ერთმანეთი მშვიდობიან პირობებში გავიცანით და არა ხანძრის დროს! (იცინის.) მაგრამ ამ ხალხს დავპირდი, რომ მათ სახელებს და გვარებს არ დავასახელებდი. თბილისელი ბიჭები არიან, სახანძრო ჯგუფი, ჩვეულებრივი არაჩვეულებრივი გმირები. ყოველდღე სხვა ადამიანების სიცოცხლისთვის იბრძვიან. თქვენი პოსტის გამოქვეყნების შემდეგ დაგვირეკეს და გვკითხეს, ყველაზე მეტად რა გვჭირდებოდა. ვუთხარი, რომ ბავშვები ტელევიზორზე ოცნებობდნენ. ძველი ტელევიზორი ძველი გაყვანილობის გამო გადაიწვა. ეს თხოვნაც იმიტომ გავუჟღერე, რომ მთხოვეს არ მომრიდებოდა და პირდაპირ მეთქვა... და წარმოგიდგენიათ, გარკვეული დროის შემდეგ მოვიდნენ და ახალთახალი, Wi-Fi-იანი ტელევიზორი მოგვიტანეს?! ანანო ზუსტად ასეთზე ოცნებობდა!

„ მთელი ჭურჭელი უნდა ჩავაწყო ახალ კარადაში. ფრთხილად ვიქნები დედიკო, ნუ ნერვიულობ“
როგორც აღმოჩნდა, ასეთ სასწაულებს ბიჭები ყოველ წელს სჩადიან: გაჭირვებულ ოჯახებს ირჩევენ და მათთვის ყველაზე საჭირო ნივთს ყიდულობენ. თან ეს ყველაფერი ყოველგვარი აფიშირების გარეშე. წმინდა ხალხია! მთელმა ოჯახმა გადავუხადეთ მადლობა, მე კი მათი კეთილი სახეები და გულწრფელი საუბარი მთელი ცხოვრება მემახსოვრება. ბიჭებო, ძალიან გთხოვთ, არ გამიბრაზდეთ, რომ თქვენზე ვსაუბრობ. როგორც დაგპირდით, სახელებს და გვარებს არ დავასახელებ, მაგრამ ემოციები როგორ შევიკავო?! ყველამ უნდა იცოდეს და ყველას უნდა სჯეროდეს, რომ უანგარო დახმარება არსებობს!

„ახლა კი პლანშეტი დამიბრუნე!“
სიკეთის გაკეთება გაჭირვებულ ადამიანსაც კი შეუძლია. ერთმა გოგონამ დამირეკა დასავლეთ საქართველოდან, - თამუნა ერქვა, - რომ ჩემთვის სიტყვებით მაინც დაეჭირა მხარი. ბოდიში მომიხადა, ფულის გადმორიცხვა არ შემიძლიაო, მაგრამ ბევრი კეთილი და საჭირო სიტყვა მითხრა. მისმა მზრუნველმა ხმამ და თანადგომამ ძალიან გამამხნევა. როცა ცუდად ხარ, ყველაფერს მნიშვნელობა აქვს...
− მართალია! საინტერესოა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა თუ დაგირეკეს? ხომ არ მოსულან? მათ მხოლოდ თანადგომის სიტყვების თქმა არ შეშვენით...
გვანცა: სოციალური სამსახურიდან დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ ბავშვების საცხოვრებელი პირობების სანახავად მოვიდოდნენ. თავიდან ძალიან შემეშინდა; ვიფიქრე, სიღარიბის გამო შვილებს წამართმევენ-მეთქი. ორი ქალი მოვიდა, ბავშვებს გაესაუბრნენ, სახლი დაათვალიერეს, რაღაც ჩაიწერეს... მათგან გავიგე, რომ თურმე, ყოველწლიურად, 300 ლარიანი დახმარება მეკუთვნის, როგორც სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან დედას; მაგრამ მხოლოდ წელიწადში ერთხელ და ისიც - კონკრეტული საჭიროებებისთვის. ამ ინფორმაციისთვის მათი მადლობელი ვარ, რადგან არ ვიცოდი. თქვენი პოსტის წყალობით, ჩვენ შესახებ რაიონის გამგეობის თავმჯდომარემაც შეიტყო და დახმარებას დაგვპირდა, მაგრამ პანდემიის შემდეგ.
− ანუ როცა ვირი ხეზე ავა... არავინ იცის, როდის დასრულდება პანდემია...
გვანცა: ჰო, რა ვიცი... ცნობილი ადგილობრივი ტელევიზიიდანაც გვესტუმრნენ. ერთი სიტყვით, პოსტის გამოქვეყნების შემდეგ სიცოცხლემ დუღილი დაიწყო.
− გვანცა, ჩვენი მიმდინარე პოსტი იმის შესაძლებლობაა, რომ ჩვენს მკითხველებს მიმართოთ და უთხრათ, რას ნიშნავს თქვენთვის მათი დახმარება და მხარდაჭერა.
გვანცა: ეს არისსინათლე გვირაბის ბოლოს! იმდენი ემოცია და მადლიერებაა ჩემში, ვერც კი წარმოიდგენთ... თუმცა არა! ალბათ სწორედ თქვენ - მგრძნობიარე, მზრუნველი ადამიანები შეძლებთ გაიგოთ, თუ რას ვგრძნობ. იცით, გარეგნულადაც კი შევიცვალე. სხვანაირად გამოვიყურები და თავსაც სულ სხვანაირად ვგრძნობ. თითქოს ახალი ძალა, იმედი, თავდაჯერება და ადამიანთა სიკეთის რწმენა შემემატა. ჩემთვის, ჩემი ქმრისთვის და შვილებისთვის სიცოცხლემ ახალი მნიშვნელობა შეიძინა. ვოცნებობ, რომ ოდესმე მეც შევძლო იმ ხალხის დახმარება, ვინც ისეთივე მდგომარეობაშია, როგორშიც ჩვენ ვიყავით თქვენი პოსტის გამოქვეყნებამდე.

„ და ეს საჩუქარი რისთვის მოიტანეს, დე?“

- დე, ამ „ბლონდერს“ დღეს ჩავრთავთ?
- ეს ბლენდერია, ანანო.
- კარგი, ჰო... ჩავრთავთ?
− მხოლოდ უფროსები რატომ ვლაპარაკობთ? ანანო, მოდი ჩვენთან, გავისაუბროთ. შენი საჩუქრები მოიტანე და გვაჩვენე...
ანანო: დეიდა, ტელევიზორს ვერ მოვიტან, მაგრამ პლანშეტის მოტანა შემიძლია. ტიკტოკი გაქვს?
− უი, იცი, არა!..
ანანო: ტიკტოკში თამაში, დედაჩემის არ იყოს, არც შენ იცი, არა? პლანშეტი გჭირდება. ზუსტად ისეთი, როგორიც მე მაქვს და ისწავლი. პლანშეტი ძალიან მინდოდა. სხვა გოგოებს ჰქონდათ და... მასზე მულტფილმების ყურება და ტიკტოკში თამაში შეიძლება.

ტიკტოკერი ანანო
ყველაზე ძალიან მულტფილმი „ქრაი ბეიბის“ მიყვარს: სათამაშოები არიან, პატარა თოჯინები და ბავშვებივით ტირიან. ისეთი პატარები არიან... ჩემს ახალ თოჯინა ბარბის კი ტირილი არ შეუძლია და მის მაგივრად მე ვტირი. ხუმრობით, რა თქმა უნდა... მაგრამ სამაგიეროდ ლამაზია. ბარბი ჩემს მეგობრებსაც აქვთ და ისინი სასეირნოდ ერთად გაგვყავს ხოლმე.
დეიდა, წამო, საწოლს გაჩვენებ! კიბიანია! პირველ სართულზე მე მძინავს, მეორეზე - შოთიკოს, მაგრამ შეგვიძლია ერთმანეთს ადგილი გავუცვალოთ. ასეთი ლოგინი შენც ხომ არ გინდა? შენ სად დაიძინებდი - დაბლა თუ მაღლა?
− მაღლა! მაღლა საინტერესოა, როგორც მატარებელში.
ანანო: მაშინ შოთიკოს ადგილს გავუცვლი. მაღლა მეც მინდა.

„როცა დაბლა ძილი მომბეზრდება, მაღლა ავძვრები.“
გვანცა: ანანო იმაზე ოცნებობს, რომ მათ ოთახში კედლები „ქვების“ გარეშე იყოს, ანუ შიშველი ბლოკები რომ არ ჩანდეს. თუ ღმერთი ინებებს, დროთა განმავლობაში საკუთარი სახლიც გვექნება.
− შოთიკო, „ბუტიტი“ უკვე მიიღე?“ (ასე ეძახის შოთიკო იოგურტს.)
შოთიკო: ბევრი!
გვანცა: იოგურტის და ნამცხვრების მთელი ყუთი მიიღო. (იღიმის.) ღმერთო, როგორ უხაროდა! მაშინვე იკითხა, შეიძლება „ბუტიტები“ მეგობრებსაც ვაჭამოო? რა თქმა უნდა-მეთქი. რამდენიმე ცალი თავისთვის დაიტოვა, დანარჩენი კი გულუხვად ჩამოარიგა. კეთილი ბიჭია.
სხვა საჩუქრებიც ძალიან გაუხარდა. ზოგ რაღაცას ეხუტებოდა კიდეც და ამბობდა: „ჩვენია, ჩვენია!“ (იცინის.) ორსართულიანმა საწოლმა მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ჩამოსვლა აღარ უნდოდა, ბედნიერებისგან ანათებდა; ხან ტიროდა, ხან იცინოდა...

შოთიკოყველასაჩუქარსრიგრიგობითეხუტებოდა
− და ყველაზე უმცროსს - ნატუკას რა მოეწონა?
გვანცა: ტორტი და ბუშტები! ერთ დღეს სიურპრიზი მოგვიწყეს: ვიღაცამ ტორტი მოიტანა და ჭიშკართან დატოვა. ბავშვი თავიდან დაიბნა, მე კი მის გამო ისე მიხაროდა... ძალიან ბედნიერი იყო! გაკვირვებული აქეთ-იქით დარბოდა და კაბაზე მექაჩებოდა: „დე, შეხედე!..“ მღელვარებისგან ძლივს დაწყნარდა და ძლივს დაჯდა საჭმელად.
− მოგვიანებით თუ გაარკვიეთ, ვინ გაგიკეთათ ეს საჩუქარი?
გვანცა: აქ უკვე მამიკომ იყოჩაღა. იოსები, ჩემი მეუღლე, დიდი ხნის განმავლობაში, პანდემიის გამო, უმუშევარი იყო, თქვენი პოსტის გამოქვეყნების შემდეგ კი ხშირად ეძახიან სამუშაოდ. თანასოფლელები გვეხმარებიან, ყურადღებას იჩენენ... როგორც კი ხელფასი აიღო, გადაწყვიტა ბავშვები გაეხარებინა - მთხოვა ნატუკა ჭიშკართან გამეგზავნა.
− რას ურჩევდით მათ, ვინც ისეთივე მდგომარეობაშია, როგორშიც თქვენ?
„შოთიკო, თუ არ გძინავს, გამოიხედე, აბა! შეგიძლია მომწვდე?“
გვანცა: არასოდეს დანებდეთ, დახმარება და გამოსავალი ეძებეთ! შვილების გამო ბოლომდე უნდა იბრძოლოთ. ამქვეყნად არაფერია იმაზე ძვირფასი, ვიდრე მათი ჯანმრთელობა და ბედნიერი თვალები. არასოდეს იფიქროთ, რომ გასაჭირში მარტო ხართ! ნუ ჩამოუშვებთ ხელებს, იმედი და რწმენა იქონიეთ, ილოცეთ, მოითხოვეთ და მოგეცემათ! საკუთარ თავში ნუ ჩაიკეტებით, ყველა კარზე დააკაკუნეთ...
− ყველა პრობლემა ერთბაშად არ ქრება. ეს კარგად გვესმის, ამიტომ გვაინტერესებს, კიდევ რამე ხომ არ გჭირდებათ?
გვანცა: ძალიან გვინდა ბავშვებისთვის სახლს ერთი ოთახი მივაშენოთ. ანანო ქვის კედლებში თავს უხერხულად გრძნობს. მალე შემოდგომა მოვა, სახლი ნესტიანი და ცივია. სწორად გამიგეთ, არ ვწუწუნებ... უბრალოდ გვინდა ბავშვებს სიმყუდროვე და ელემენტარული პირობები შევუქმნათ. სამშენებლო მასალებით თუ დაგვეხმარებიან, ძალიან კარგი იქნება. გვინდოდა ეს ყველაფერი საკუთარი ძალებით და ფინანსებით გაგვეკეთებინა, მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერ ვერ ვახერხებთ.
***
მეგობრებო, მადლობას გიხდით ყველას, ვინც ამ ოჯახის გასაჭირს გამოეხმაურა, გვერდი არ აუარა, თანაგრძნობა გამოიჩინა, დაურეკა, დაეხმარა, გაამხნევა და მათთვის ილოცა! სიკეთე არის ძალა და უფლის კურთხევა!
ამ ოჯახის სანუკვარი ოცნება ოთახია ბავშვებისთვის. ამქვეყნად როგორც სულს სჭირდება სხეული, ისე ადამიანს სჭირდება საკუთარი სახლი, საკუთარი კუთხე, - მით უმეტეს, მრავალშვილიან ოჯახს. მოდი გორელი მარხვაშვილების ოჯახის ოცნება რეალობად ვაქციოთ და ბავშვებს ოთახი ავუშენოთ!
მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს!
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როცა მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გთხოვთ, განაგრძოთ ამ ოჯახების დახმარება. სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!

„ ესეც დედიკოს სათამაშოა, მაგრამ ის მასთან არ მიშვებს “
თქვენი სიკეთე – ეს არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!
კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, მეგობრებო!
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000.
(დანიშნულება: მარხვაშვილების ოჯახი).
თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/675-markhvashvili/
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები წაიკითხოთ ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund.
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს - 0901 200 270
დაფიქრდით იმაზე, რომ ჩვენ სწორედ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს.
თარიღი | დასახელება | თანხა (GEL) | სტატუსი |
---|---|---|---|
2021 ნოე 26 | პურის საცხობი | 220 | transferred |
2021 ივლ 3 | კარადა | 280 | transferred |
2021 ივნ 22 | მედიკამენტები | 150.01 | transferred |
2021 ივნ 16 | საწოლი | 720 | transferred |
2021 აპრ 23 | პლანშეტი | 430 | transferred |
2021 მარ 31 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 890 | paid |
2021 მარ 19 | ბლენდერი | 180 | transferred |
2021 მარ 15 | გაზის წყლის გამაცხელებელი | 475 | transferred |
2021 მარ 1 | საყოფაცხოვრებო ტექნიკა | 1,180 | transferred |
2021 იან 21 | პროდუქტები | 100 | transferred |
სულ ხარჯი: 4,625.01 ₾
დარჩა 0 ₾
შემოწირულობის თარიღი | ქველმოქმედი | თანხა (GEL) | გადახდის სახეობა |
---|---|---|---|
25.11.2021 00:00:00 | რუსუდან ლოცულაშვილი | 20 | Transfer to account |
25.11.2021 00:00:00 | თორნიკე მეგრელიშვილი | 50 | Transfer to account |
25.11.2021 00:00:00 | თხელიძე ირინე | 50 | Transfer to account |
24.11.2021 00:00:00 | გივი გეგენავა | 2 | Transfer to account |
22.11.2021 00:00:00 | კუჭავა გოგიტა | 10 | Transfer to account |
18.10.2021 00:00:00 | დავლაშელიძე შოთა | 10 | Transfer to account |
17.10.2021 00:00:00 | დვალიშვილი მარიამ | 10 | Transfer to account |
14.10.2021 00:00:00 | გივიშვილი გიორგი | 10 | Transfer to account |
14.10.2021 00:00:00 | კუჭავა ანრი | 2 | Transfer to account |
14.10.2021 00:00:00 | ზუხბაია ალექსი | 50 | Transfer to account |
14.10.2021 00:00:00 | ზურაბ შაიშმელაშვილი | 1 | Transfer to account |
14.10.2021 00:00:00 | ლევან კობაიძე | 5 | Transfer to account |
24.04.2021 00:00:00 | ლაშაური თამარი | 10 | Transfer to account |
15.03.2021 00:00:00 | ბაბილუა თამარ | 15 | Transfer to account |
12.03.2021 00:00:00 | ონიანი თამარ | 20 | Transfer to account |
12.03.2021 00:00:00 | ლომიძე სოფიო | 20 | Transfer to account |
12.03.2021 00:00:00 | რუსუდან ანასაშვილი | 50 | Transfer to account |
12.03.2021 00:00:00 | ქეთევან სტვილია | 50 | Transfer to account |
12.03.2021 00:00:00 | თეონა მჟავანაძე | 10 | Transfer to account |
12.03.2021 00:00:00 | მარიამი ყველიაშვილი | 30 | Transfer to account |
11.03.2021 00:00:00 | ლორჩოშვილი იოსები | 5 | Transfer to account |
11.03.2021 00:00:00 | ლია თავდიდიშვილი | 10 | Transfer to account |
11.03.2021 00:00:00 | ლია წიკლაური | 5 | Transfer to account |
10.03.2021 00:00:00 | ეკატერინე ქოიავა | 5 | Transfer to account |
09.03.2021 01:12:45 | ანონიმი | 5 | VISA, MasterCard (Geopay) |
09.03.2021 00:00:00 | დიდებულიძე თეკლე | 10 | Transfer to account |
09.03.2021 00:00:00 | მახო კი | 50 | Transfer to account |
09.03.2021 00:00:00 | ნოზაძე ირაკლი | 15 | Transfer to account |
08.03.2021 00:00:00 | ნინო ლეონიძე | 1 | Transfer to account |
06.03.2021 00:00:00 | რევაზ ბერიძე | 20 | Transfer to account |
06.03.2021 00:00:00 | ნესტანი ჯუმუშაძე | 5 | Transfer to account |
05.03.2021 00:00:00 | ქრისტინე აბუსელიძე | 5 | Transfer to account |
05.03.2021 00:00:00 | კახაბერ ხასაია | 100 | Transfer to account |
05.03.2021 00:00:00 | ოთარ ჯაჭვაძე | 30 | Transfer to account |
04.03.2021 00:00:00 | ტატუაშვილი ხათუნა | 3 | Transfer to account |
04.03.2021 00:00:00 | ღონღაძე დავით | 20 | Transfer to account |
04.03.2021 00:00:00 | ტოხვაძე თათული | 5 | Transfer to account |
04.03.2021 00:00:00 | გიორგი | 5 | Transfer to account |
04.03.2021 00:00:00 | თამაზაშვილი ნინო | 3 | Transfer to account |
02.03.2021 00:00:00 | ბერიშვილი ქეთევანი | 20 | Transfer to account |
02.03.2021 00:00:00 | მაჩაიძე თორნიკე | 10 | Transfer to account |
02.03.2021 00:00:00 | გიორგი ცაგარეიშვილი | 5 | Transfer to account |
01.03.2021 00:00:00 | ერგემლიძე ვანო | 5 | Transfer to account |
01.03.2021 00:00:00 | ლელა რაქვიაშვილი-თავბერიძე | 2 | Transfer to account |
01.03.2021 00:00:00 | გიორგი მწყერაშვილი | 30 | Transfer to account |
28.02.2021 00:00:00 | თეა ხაჩიძე | 5 | Transfer to account |
27.02.2021 00:00:00 | მარინე მამულია | 5 | Transfer to account |
26.02.2021 00:00:00 | შაიშმელაშვილი ნიკა | 20 | Transfer to account |
26.02.2021 00:00:00 | ლევან კვარაცხელია | 10 | Transfer to account |
26.02.2021 00:00:00 | მაია ციცქიშვილი | 20 | Transfer to account |
25.02.2021 23:28:54 | ანონიმი | 10 | VISA, MasterCard (Geopay) |
25.02.2021 00:00:00 | ყვავაძე ნიკოლოზ | 20 | Transfer to account |
25.02.2021 00:00:00 | რუსიძე ნანა | 10 | Transfer to account |
24.02.2021 00:00:00 | გუძუაძე გოჩა | 3 | Transfer to account |
24.02.2021 00:00:00 | მელიქიშვილი ხვიჩა | 5 | Transfer to account |
24.02.2021 00:00:00 | სოფიო ასპანიძე | 10 | Transfer to account |
24.02.2021 00:00:00 | მარეხი სიხარულიძე | 30 | Transfer to account |
23.02.2021 00:00:00 | გაგანაშვილი მაკა | 1 | Transfer to account |
23.02.2021 00:00:00 | არჯევანიძე გიორგი | 20 | Transfer to account |
23.02.2021 00:00:00 | ხუციშვილი თეონა | 2 | Transfer to account |
23.02.2021 00:00:00 | მახვილაძე მერი | 7 | Transfer to account |
23.02.2021 00:00:00 | თამარ წერედიანი | 5 | Transfer to account |
23.02.2021 00:00:00 | გია კერესელიძე | 20 | Transfer to account |
23.02.2021 00:00:00 | მადონა სამხარაძე | 5 | Transfer to account |
23.02.2021 00:00:00 | ზურაბ ადეიშვილი | 25 | Transfer to account |
23.02.2021 00:00:00 | ზაზა გაგნიძე | 5 | Transfer to account |
22.02.2021 00:00:00 | არჯევანიძე გიორგი | 20 | Transfer to account |
22.02.2021 00:00:00 | მარგალიტაშვილი გიორგი | 10 | Transfer to account |
22.02.2021 00:00:00 | მალაზონია თამარ | 20 | Transfer to account |
22.02.2021 00:00:00 | გამჯაშვილი მარიამ | 5 | Transfer to account |
22.02.2021 00:00:00 | მელაძე თეკლა | 5 | Transfer to account |
22.02.2021 00:00:00 | სოხაძე ქეთი | 5 | Transfer to account |
22.02.2021 00:00:00 | თამარ ჯაში | 50 | Transfer to account |
21.02.2021 17:11:08 | ანონიმი | 5 | PayGe (VISA, MasterCard) |
20.02.2021 00:00:00 | გიორგი გაბიძაშვილი | 20 | Transfer to account |
20.02.2021 00:00:00 | ხატია კაკულია | 30 | Transfer to account |
20.02.2021 00:00:00 | ეკატერინე ბაგდასაროვა | 10 | Transfer to account |
20.02.2021 00:00:00 | აქსანა იაკუშევი | 1 | Transfer to account |
19.02.2021 14:50:35 | ანონიმი | 20 | VISA, MasterCard (Geopay) |
19.02.2021 00:00:00 | აბრამიშვილი ნიკა | 1 | Transfer to account |
19.02.2021 00:00:00 | გვეტაძე ეკატერინე | 5 | Transfer to account |
19.02.2021 00:00:00 | ვიოლეტა ჩიხლაძე | 10 | Transfer to account |
18.02.2021 00:00:00 | ჩიტაძე ნინა | 10 | Transfer to account |
18.02.2021 00:00:00 | ალექსანდრე ქირია | 100 | Transfer to account |
17.02.2021 00:00:00 | ჩემია ანა | 10 | Transfer to account |
17.02.2021 00:00:00 | ლაშაური თამარი | 10 | Transfer to account |
17.02.2021 00:00:00 | ედიშერაშვილი თინათინ | 10 | Transfer to account |
17.02.2021 00:00:00 | მარიამ უგრეხელიძე | 5 | Transfer to account |
17.02.2021 00:00:00 | პეტრე კარიაული | 5 | Transfer to account |
16.02.2021 00:00:00 | ღვალაძე ციცო | 20 | Transfer to account |
16.02.2021 00:00:00 | გიორგი ლორთქიფანიძე | 20 | Transfer to account |
16.02.2021 00:00:00 | შორენა აბულაშვილი | 20 | Transfer to account |
15.02.2021 00:00:00 | ლაშაური ირაკლი | 3 | Transfer to account |
15.02.2021 00:00:00 | ლაშაური გიორგი | 20 | Transfer to account |
15.02.2021 00:00:00 | თამაზაშვილი ნინო | 3 | Transfer to account |
15.02.2021 00:00:00 | ჩაჩავა გიორგი | 20 | Transfer to account |
15.02.2021 00:00:00 | ზურაბ სამხარაძე | 10 | Transfer to account |
15.02.2021 00:00:00 | ნინო ნიშნიანიძე | 3 | Transfer to account |
14.02.2021 22:43:49 | ანონიმი | 20 | PayGe (VISA, MasterCard) |
14.02.2021 00:00:00 | გიორგი სომხიშვილი | 20 | Transfer to account |
14.02.2021 00:00:00 | სოფიკო წულუკიძე | 5 | Transfer to account |
13.02.2021 00:00:00 | ნინო ნიშნიანიძე | 3 | Transfer to account |
13.02.2021 00:00:00 | ნინო ნიშნიანიძე | 3 | Transfer to account |
12.02.2021 00:00:00 | ჩხაიძე თათია | 2 | Transfer to account |
12.02.2021 00:00:00 | დვალი მამუკა | 20 | Transfer to account |
12.02.2021 00:00:00 | ღარიბაშვილი ემზარ | 25 | Transfer to account |
12.02.2021 00:00:00 | სამხარაშვილი დავით | 5 | Transfer to account |
12.02.2021 00:00:00 | ლომსიანიძე ლევან | 10 | Transfer to account |
12.02.2021 00:00:00 | ჯანელიძე თორნიკე | 50 | Transfer to account |
12.02.2021 00:00:00 | ლელა ქერდიკაშვილი | 3 | Transfer to account |
12.02.2021 00:00:00 | თეონა ძამუკაშვილი | 15 | Transfer to account |
12.02.2021 00:00:00 | ქეთევან დიასამიძე | 1 | Transfer to account |
11.02.2021 00:00:00 | მარღიშვილი ნინო | 5 | Transfer to account |
11.02.2021 00:00:00 | ირინა პოსოხოვა | 20 | Transfer to account |
10.02.2021 00:00:00 | თამარ სვანიძე | 5 | Transfer to account |
10.02.2021 00:00:00 | რეხვიაშვილი თინათინ | 10 | Transfer to account |
10.02.2021 00:00:00 | ქარჩავა გია | 1 | Transfer to account |
09.02.2021 00:00:00 | მაია ქველიძე | 10 | Transfer to account |
09.02.2021 00:00:00 | ლევან კომახიძე | 5 | Transfer to account |
09.02.2021 00:00:00 | ზურაბ სამხარაძე | 10 | Transfer to account |
09.02.2021 00:00:00 | გიორგი მწყერაშვილი | 30 | Transfer to account |
09.02.2021 00:00:00 | თეონა სინჯიაშვილი | 10 | Transfer to account |
09.02.2021 00:00:00 | სანიკიძე მალხაზი | 10 | Transfer to account |
09.02.2021 00:00:00 | ვარდოსანიძე ნანა | 5 | Transfer to account |
08.02.2021 00:00:00 | გაგანაშვილი მაკა | 1 | Transfer to account |
08.02.2021 00:00:00 | ღარიბაშვილი ემზარ | 25 | Transfer to account |
08.02.2021 00:00:00 | კრავიშვილი ელენე | 5 | Transfer to account |
08.02.2021 00:00:00 | ჯავახია შოთა | 10 | Transfer to account |
08.02.2021 00:00:00 | სურგულაძე ალექსანდრე | 1 | Transfer to account |
08.02.2021 00:00:00 | ჩქარეული ზაზა | 20 | Transfer to account |
08.02.2021 00:00:00 | ნინო ნიშნიანიძე | 5 | Transfer to account |
08.02.2021 00:00:00 | დავით მანჯგალაძე | 100 | Transfer to account |
08.02.2021 00:00:00 | თინათინ გასვიანი | 3 | Transfer to account |
07.02.2021 00:00:00 | ნინო ნიშნიანიძე | 5 | Transfer to account |
07.02.2021 00:00:00 | მაია ლორთქიფანიძე | 10 | Transfer to account |
06.02.2021 12:31:19 | ანონიმი | 20 | VISA, MasterCard (Geopay) |
06.02.2021 00:00:00 | ნინო ნიშნიანიძე | 5 | Transfer to account |
06.02.2021 00:00:00 | გიორგი ნატრაძე | 10 | Transfer to account |
06.02.2021 00:00:00 | ლუკა ზუმაძე | 2 | Transfer to account |
05.02.2021 00:00:00 | მარღიშვილი ნინო | 10 | Transfer to account |
05.02.2021 00:00:00 | ბოლქვაძე ნანი | 10 | Transfer to account |
05.02.2021 00:00:00 | დალი ღონიაშვილი | 30 | Transfer to account |
05.02.2021 00:00:00 | ზურაბ შაიშმელაშვილი | 1 | Transfer to account |
05.02.2021 00:00:00 | მედეა მძინარიშვილი | 10 | Transfer to account |
04.02.2021 22:00:50 | ანონიმი | 5 | VISA, MasterCard (Geopay) |
04.02.2021 00:00:00 | მახათაძე მაია | 50 | Transfer to account |
04.02.2021 00:00:00 | ლელა რაქვიაშვილი-თავბერიძე | 5 | Transfer to account |
03.02.2021 16:42:03 | ანონიმი | 5 | PayGe (VISA, MasterCard) |
03.02.2021 02:44:18 | ანონიმი | 5 | VISA, MasterCard (Geopay) |
03.02.2021 00:00:00 | აბულაძე სალომე | 20 | Transfer to account |
03.02.2021 00:00:00 | ლევან კობაიძე | 5 | Transfer to account |
03.02.2021 00:00:00 | ნინო მურცხვალაძე | 10 | Transfer to account |
03.02.2021 00:00:00 | სალომე ბულისკერია | 2 | Transfer to account |
03.02.2021 00:00:00 | ლელა ჯაშიაშვილი | 20 | Transfer to account |
03.02.2021 00:00:00 | ლაშა ჯაველიძე | 7 | Transfer to account |
03.02.2021 00:00:00 | მარიამი ჭელიძე | 5 | Transfer to account |
02.02.2021 00:00:00 | სურგულაძე ალექსანდრე | 1 | Transfer to account |
02.02.2021 00:00:00 | ლიზი პატარაია | 5 | Transfer to account |
02.02.2021 00:00:00 | ნესტანი ჯუმუშაძე | 5 | Transfer to account |
02.02.2021 00:00:00 | მარიამ გოგოძე | 5 | Transfer to account |
01.02.2021 00:46:52 | ანონიმი | 20 | PayGe (VISA, MasterCard) |
01.02.2021 00:00:00 | ფანცულაია თინათინ | 50 | Transfer to account |
01.02.2021 00:00:00 | სურგულაძე ალექსანდრე | 1 | Transfer to account |
01.02.2021 00:00:00 | ლალიაშვილი მაკა | 20 | Transfer to account |
01.02.2021 00:00:00 | ნანა ხუჭუა | 5 | Transfer to account |
01.02.2021 00:00:00 | მარიამი ტყებუჩავა | 5 | Transfer to account |
01.02.2021 00:00:00 | ნინო კვეტენაძე | 10 | Transfer to account |
31.01.2021 00:00:00 | ბესელია ნათია | 5 | Transfer to account |
31.01.2021 00:00:00 | მაღრაძე სალომე | 2 | Transfer to account |
31.01.2021 00:00:00 | თუმანიშვილი შალვა | 1 | Transfer to account |
31.01.2021 00:00:00 | ცომაია ნოდარ | 1 | Transfer to account |
31.01.2021 00:00:00 | ნინო ჯანჯალაშვილი | 20 | Transfer to account |
31.01.2021 00:00:00 | ხატია კვირკველია | 5 | Transfer to account |
30.01.2021 00:00:00 | ლალიაშვილი მაკა | 20 | Transfer to account |
30.01.2021 00:00:00 | გოდერძიშვილი ნათია | 15 | Transfer to account |
30.01.2021 00:00:00 | მოსიძე ნინო | 5 | Transfer to account |
30.01.2021 00:00:00 | ნინო ზაალიშვილი | 30 | Transfer to account |
29.01.2021 00:00:00 | ჯელაძე თამთა | 5 | Transfer to account |
29.01.2021 00:00:00 | სამხარაშვილი დავით | 5 | Transfer to account |
29.01.2021 00:00:00 | რაფავა მარიამ | 2 | Transfer to account |
29.01.2021 00:00:00 | ოქრუაშვილი ქეთევან | 1 | Transfer to account |
28.01.2021 00:00:00 | ჯიშკარიანი ვასილი | 10 | Transfer to account |
28.01.2021 00:00:00 | ჭარბაძე დავითი | 100 | Transfer to account |
28.01.2021 00:00:00 | ავალიანი ინა | 1 | Transfer to account |
28.01.2021 00:00:00 | ჯოგიაშვილი ნინო | 5 | Transfer to account |
28.01.2021 00:00:00 | ჯელაძე თამთა | 2 | Transfer to account |
28.01.2021 00:00:00 | სიმონიშვილი ნანა | 5 | Transfer to account |
28.01.2021 00:00:00 | ნინო ნიშნიანიძე | 3 | Transfer to account |
28.01.2021 00:00:00 | ნანა რამიშვილი | 10 | Transfer to account |
28.01.2021 00:00:00 | ანი ლომსიანიძე | 10 | Transfer to account |
28.01.2021 00:00:00 | მარიამი ბერულაშვილი | 20 | Transfer to account |
28.01.2021 00:00:00 | მარიამ ყურშავიშვილი | 10 | Transfer to account |
27.01.2021 20:24:38 | ანონიმი | 20 | PayGe (VISA, MasterCard) |
27.01.2021 00:00:00 | ინანაშვილი ნინო | 30 | Transfer to account |
27.01.2021 00:00:00 | ჯიშკარიანი ვასილი | 10 | Transfer to account |
27.01.2021 00:00:00 | ონიანი თამარი | 5 | Transfer to account |
27.01.2021 00:00:00 | გიორგი სუთიძე | 20 | Transfer to account |
27.01.2021 00:00:00 | ნინო ნანობაშვილი | 20 | Transfer to account |
27.01.2021 00:00:00 | ჯილდა ნადაშვილი | 5 | Transfer to account |
27.01.2021 00:00:00 | ანა მეჩეხია | 30 | Transfer to account |
26.01.2021 13:09:33 | ანონიმი | 20 | PayGe (VISA, MasterCard) |
26.01.2021 00:00:00 | კობალაძე გიორგი | 5 | Transfer to account |
26.01.2021 00:00:00 | ქორიძე თამთა | 5 | Transfer to account |
26.01.2021 00:00:00 | ანა მამრიკაშვილი | 20 | Transfer to account |
26.01.2021 00:00:00 | მარიამ მახარაშვილი | 5 | Transfer to account |
26.01.2021 00:00:00 | გიორგი მარგალიტაშვილი | 10 | Transfer to account |
25.01.2021 00:00:00 | ლალიაშვილი მაკა | 20 | Transfer to account |
25.01.2021 00:00:00 | ჯიშკარიანი ვასილი | 10 | Transfer to account |
25.01.2021 00:00:00 | ხუფენია ბექა | 20 | Transfer to account |
25.01.2021 00:00:00 | გიორგი თვარაძე | 50 | Transfer to account |
25.01.2021 00:00:00 | ლევან ახობაძე | 5 | Transfer to account |
25.01.2021 00:00:00 | ნელი ნაცვლიშვილი | 10 | Transfer to account |
24.01.2021 03:54:43 | sa Guest | 20 | PayPal |
24.01.2021 00:00:00 | ანდრო თავართქილაძე | 1 | Transfer to account |
23.01.2021 18:45:59 | ანონიმი | 20 | VISA, MasterCard (Geopay) |
23.01.2021 16:18:45 | ანონიმი | 10 | VISA, MasterCard (Geopay) |
23.01.2021 00:00:00 | გიორგი სომხიშვილი | 15 | Transfer to account |
23.01.2021 00:00:00 | სოფიო გველესიანი | 10 | Transfer to account |
23.01.2021 00:00:00 | გელა ივანიძე | 20 | Transfer to account |
23.01.2021 00:00:00 | თინათინ ზუბაშვილი | 10 | Transfer to account |
23.01.2021 00:00:00 | ნიკა დგებუაძე | 25 | Transfer to account |
23.01.2021 00:00:00 | მარინე მამულია | 300 | Transfer to account |
22.01.2021 21:47:28 | ანონიმი | 100 | VISA, MasterCard (Geopay) |
22.01.2021 00:00:00 | ოსმანოვი ზურაბ | 2 | Transfer to account |
22.01.2021 00:00:00 | ლალიაშვილი მაკა | 50 | Transfer to account |
22.01.2021 00:00:00 | ლომსიანიძე ლევან | 10 | Transfer to account |
22.01.2021 00:00:00 | თეონა ღოლოძე | 10 | Transfer to account |
22.01.2021 00:00:00 | ნინო კიკილაშვილი | 5 | Transfer to account |
22.01.2021 00:00:00 | მარიამ ზალდასტანიშვილი | 20 | Transfer to account |
22.01.2021 00:00:00 | ჯაყელი მარიამი გენოს ას | 10 | Transfer to account |
22.01.2021 00:00:00 | ანა ამირეზაშვილი | 20 | Transfer to account |
21.01.2021 00:00:00 | ოდიშარია ლია | 3 | Transfer to account |
21.01.2021 00:00:00 | გოჩიაშვილი ლევან | 10 | Transfer to account |
21.01.2021 00:00:00 | სიდამონიძე თამარი | 50 | Transfer to account |
21.01.2021 00:00:00 | გურეშიძე ქეთევანი | 5 | Transfer to account |
21.01.2021 00:00:00 | ქრისტინე კეკუტია | 10 | Transfer to account |
21.01.2021 00:00:00 | ელენე საყვარელიძე | 20 | Transfer to account |
21.01.2021 00:00:00 | შოთა სუხიშვილი | 10 | Transfer to account |
21.01.2021 00:00:00 | მაია მჭედლიშვილი | 10 | Transfer to account |
21.01.2021 00:00:00 | გიორგი მწყერაშვილი | 50 | Transfer to account |
21.01.2021 00:00:00 | დიდმანიძე მარიამ | 10 | Transfer to account |
21.01.2021 00:00:00 | იორამიშვილი თინათინ პაატას-ასული | 10 | Transfer to account |
21.01.2021 00:00:00 | გვანცა გრიგორიანი | 10 | Transfer to account |
20.01.2021 23:11:08 | ანონიმი | 50 | VISA, MasterCard (Geopay) |
20.01.2021 00:39:22 | ანონიმი | 20 | PayGe (VISA, MasterCard) |
20.01.2021 00:00:00 | ხაპირაშვილი მარიამ | 5 | Transfer to account |
20.01.2021 00:00:00 | გაგანაშვილი მაკა | 1 | Transfer to account |
20.01.2021 00:00:00 | გობაძე ლაშა | 5 | Transfer to account |
20.01.2021 00:00:00 | გაგანაშვილი მაკა | 1 | Transfer to account |
20.01.2021 00:00:00 | მაჩიტაძე ლუკა | 1 | Transfer to account |
20.01.2021 00:00:00 | გობაძე ლაშა | 5 | Transfer to account |
20.01.2021 00:00:00 | კალანდარიშვილი ვალერიან | 30 | Transfer to account |
20.01.2021 00:00:00 | ყელბერაშვილი ნიკა | 6 | Transfer to account |
20.01.2021 00:00:00 | ჩერქეზიშვილი ნინო | 10 | Transfer to account |
20.01.2021 00:00:00 | გრიგალაშვილი იოსებ | 50 | Transfer to account |
20.01.2021 00:00:00 | კამკამიძე ნანა | 20 | Transfer to account |
20.01.2021 00:00:00 | გოგოლაშვილი იოანე | 10 | Transfer to account |
20.01.2021 00:00:00 | ჩხიკვაძე კახაბერ | 10 | Transfer to account |
20.01.2021 00:00:00 | სიჭინავა ია | 5 | Transfer to account |
20.01.2021 00:00:00 | კუცია თეონა | 2 | Transfer to account |
20.01.2021 00:00:00 | მანანა ხარბედია | 10 | Transfer to account |
20.01.2021 00:00:00 | საბა მზარეულიშვილი | 10 | Transfer to account |
20.01.2021 00:00:00 | თამარ ზუბიაშვილი | 5 | Transfer to account |
20.01.2021 00:00:00 | მარიამ მახარაშვილი | 10 | Transfer to account |
20.01.2021 00:00:00 | გოგა მეგრელიშვილი | 20 | Transfer to account |
20.01.2021 00:00:00 | ლერი კვარაცხელია | 10 | Transfer to account |
20.01.2021 00:00:00 | ლერი კვარაცხელია | 10 | Transfer to account |
20.01.2021 00:00:00 | ამბოკაძე ქეთევან | 10 | Transfer to account |
20.01.2021 00:00:00 | მელქაძე ანასტასია | 3 | Transfer to account |
20.01.2021 00:00:00 | ხიდეშელი სოფიო | 10 | Transfer to account |
20.01.2021 00:00:00 | მანუკიანი ერნესტ | 10 | Transfer to account |
20.01.2021 00:00:00 | ასათიანი ნინო | 2 | Transfer to account |
20.01.2021 00:00:00 | ტეტემაძე თამარა | 5 | Transfer to account |
20.01.2021 00:00:00 | ია გოჩიაშვილი | 3 | Transfer to account |
20.01.2021 00:00:00 | დოლაკიძე ქეთევან | 5 | Transfer to account |
20.01.2021 00:00:00 | ცომაია ნოდარ | 1 | Transfer to account |
20.01.2021 00:00:00 | ბიწკინაშვილი ნატა | 50 | Transfer to account |
20.01.2021 00:00:00 | ჯანჯალაშვილი თეა | 10 | Transfer to account |
20.01.2021 00:00:00 | თუმანიშვილი შალვა | 3 | Transfer to account |
20.01.2021 00:00:00 | ხრიკაძე ნოდარი | 5 | Transfer to account |
20.01.2021 00:00:00 | ნუცუბიძე გიორგი | 1 | Transfer to account |
20.01.2021 00:00:00 | ნათია გელანტია | 6 | Transfer to account |
20.01.2021 00:00:00 | ნინო ჭირაქაძე | 10 | Transfer to account |
19.01.2021 00:00:00 | თინიკო ზუბაშვილი | 1 | Transfer to account |
19.01.2021 00:00:00 | ნინო მურცხვალაძე | 15 | Transfer to account |
19.01.2021 00:00:00 | დავით კანკავა | 20 | Transfer to account |
19.01.2021 00:00:00 | გოჩა ამირანაშვილი | 5 | Transfer to account |
19.01.2021 00:00:00 | ქეთევან დიასამიძე | 1 | Transfer to account |
19.01.2021 00:00:00 | მინაგო უგრეხელიძე | 20 | Transfer to account |
19.01.2021 00:00:00 | თორნიკე კაპანაძე | 4 | Transfer to account |
19.01.2021 00:00:00 | არჩილ კონტუაძე | 2 | Transfer to account |
19.01.2021 00:00:00 | ზურაბ შაიშმელაშვილი | 1 | Transfer to account |
19.01.2021 00:00:00 | ელენე ლაზარიაშვილი | 20 | Transfer to account |
19.01.2021 00:00:00 | დავით მახარაშვილი | 5 | Transfer to account |
19.01.2021 00:00:00 | გიორგი კუცია | 30 | Transfer to account |
18.01.2021 21:32:32 | ანონიმი | 20 | PayGe (VISA, MasterCard) |
18.01.2021 18:09:36 | ანონიმი | 100 | VISA, MasterCard (Geopay) |
18.01.2021 00:00:00 | ნოზაძე გიორგი | 1 | Transfer to account |
18.01.2021 00:00:00 | სიჭინავა გიორგი | 40 | Transfer to account |
18.01.2021 00:00:00 | ლალიაშვილი მაკა | 20 | Transfer to account |
18.01.2021 00:00:00 | მარუაშვილი გურამი | 10 | Transfer to account |
18.01.2021 00:00:00 | ჯიჯელავა გიგა | 1 | Transfer to account |
18.01.2021 00:00:00 | მარიამი წიქარიშვილი | 5 | Transfer to account |
18.01.2021 00:00:00 | ნატალია ხუბაშვილი | 10 | Transfer to account |
18.01.2021 00:00:00 | ქრისტინე პოპიაშვილი | 5 | Transfer to account |
18.01.2021 00:00:00 | მარიამ ქავთარაძე | 5 | Transfer to account |
სულ დარიცხვები (ბანკისა და საგადასახადო სისტემების კომისიის გამოკლებით): 4,625 ₾
დარჩა 0 ₾
მსგავსი პროექტები:
|