რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

ამ ბიჭს ხელებიდან მუდამ სისხლი სდის!

calendar მარტი 17, 2021

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

ჯამბული: „როცა თითებს ვხრი, ხელებიდან სულ სისხლი მდის და მტკივა, ძალიან მტკივა… მაგრამ ყველაზე საშინელი სისხლი კი არა, ის არის, რომ შეტევების დროს სული მეხუთება. მეც ძალიან მეშინია და დედასაც ვაშინებ! ამას კი მუდმივი, საშინელი მუნიც ემატება!“
„ამის გამო ისე იტანჯება!“ – საუბარში ერთვება გულჩვილი დედა. – „ბავშვმა ასეთი ტანჯვა რით დაიმსახურა? ჩვენს ოჯახში ასე ვინ შესცოდა? ღმერთო, შენ გვიშველე! ნეტავ მის მაგივრად მე ვიტანჯებოდე…“
„ჭრილობები დიდხანს არ ხორცდება. xaზოგჯერ ის მალამო არ გვაქვს, რომელიც მშველის; ზოგჯერ გვაქვს… საღამოობით და ღამე ხელები ძალიან მექავება და არ მაძინებს… ზოგჯერ ტკივილისგან სუნთქვაც კი მიჭირს. ექიმები ამბობენ, რომ სისხლში სოკო მაქვს; იქ როგორ აღმოჩნდა, არც კი ვიცი…“

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

ჯამბული ჯერ მხოლოდ 9 წლისაა, მაგრამ თავისი დაავადების შესახებ ზრდასრული ადამიანივით საუბრობს. იცის, რომ სისხლში სოკო აქვს, მაგრამ ჯერ ვერ ხვდება, როგორ შეიძლება სისხლში სოკო იზრდებოდეს, იქ ხომ ტყე არ არის?!

თუ დედა გვერდით არ ჰყავს, შეუძლია საკუთარ თავს თვითონ მიხედოს. „ჭრილობა უნდა მოვიბანო, სისხლი შევიშრო, მერე რამე სუფთა ვნახო და შევიხვიო. ეს რომ არ გავაკეთო, შეიძლება უბედურება დატრიალდეს! ჩირქი ჩნდება და საშინელებაა! მისი მკურნალობა ბევრად რთულია! ფუ, რა საზიზღრობაა!“ – გვიხსნის ბიჭუნა.

თუმცა დედის ტკივილი ათასჯერ უფრო ძლიერია! ღმერთმა ნუ ქნას, დედებმა მსგავსი გრძნობები განიცადონ!

მარიამ, მოგვიყევით, ეს როგორ მოხდა?

მარიამი: ჯამბული მხოლოდ 1 წლის იყო, როცა ხელებზე წყლულები გაუჩნდა და სისხლდენა დაეწყო. განგაში ავტეხეთ და ექიმთან წავიყვანეთ. გვითხრეს, რომ საშიში არაფერი იყო; ბავშვები ყველაფერს ხელს ჰკიდებენ და ეტყობა თვალყური ვერ მიადევნეთო.

დაავადება ხან ჩაცხრებოდა, ხან ისევ თავს იჩენდა. სხვადასხვა მალამო და წამალი დაგვინიშნეს, მაგრამ დიდი შედეგი არ ჰქონია. სამი წლის წინ კარგ სპეციალისტთან მოვხვდით, რომელმაც, როგორც იქნა, გვითხრა, თუ რა სენით იტანჯებოდა ჩემი შვილი და რომ ეს უბრალო გამონაყარი არ იყო.

და რა იყო ამის მიზეზი?

მარიამი:სისხლის ანალიზებმა აჩვენა, რომ ჩემს ბიჭს სისხლში სოკო აქვს.

აი, თურმე რას გულისხმობდა ჯამბული, როცა თქვა, რომ სისხლში სოკოს ტყე აქვს…  

მარიამი: დიახ, მან ეს ამბავი ასე აღიქვა. თუ ჯანმრთელი ადამიანისთვის ანტისხეულების ნორმული მაჩვენებელი 5 ერთეულია, ჯამბულს 347 ჰქონდა! ექიმმა განგაში ატეხა; მკურნალობა და მკაცრი დიეტა დაგვინიშნეს…

10 დღეში 200 ლარის წამლები იყო საჭირო! ბანკიდან სესხი გამოვიტანეთ, რამდენიმე თვე ვიმკურნალეთ და შესანიშნავი შედეგებიც გვქონდა… მაგრამ საქმე ბოლომდე ვერ მივიყვანეთ. ჩვენი ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარებაა; ჩემი ქმრის მშობლებიც თავის პენსიას გვაძლევენ. ისინი რომ არა, ჩვენ ვერ გავუმკლავდებოდით. ისეთი კარგი ხალხია…

– რა თქმა უნდა, მხოლოდ სოციალური დახმარება საჭმელზეც კი არ გეყოფათ…

მარიამი: ოჰ, არ თქვათ! ბავშვებს იმდენი რამ სჭირდებათ! ჯამბულის გარდა, კიდევ სამი შვილი გვყავს. ყველაზე პატარა, სოფი წლინახევრისაა, ანდრია – 4 წლის, ულამაზესი ბარბარე კი 7 წლის. ყველაზე უფროსის გაცნობა უკვე მოასწარით, ის 9 წლისაა.

მათთვის არაფრის მიცემა შემიძლია… სანამ ქმარი მუშაობდა, ცხოვრება ბევრად მარტივი იყო. ის დურგალია, მაგრამ უბედურება შეემთხვა, დაზგამ თითები წააცალა. სხვა სამსახურს ვეღარ შოულობს, სოფელიც პატარაა. საშოვარზე წასვლა და ჩვენი დიდი ხნით დატოვებაც არ შეუძლია! მეც ვერ წარმომიდგენია, მის გარეშე როგორ ვიქნებით. ჩვენ ხომ ერთი ოჯახი ვართ!

– მასზე ისეთი სიყვარულით საუბრობთ, თითქოს თაფლობის თვიდან ახლახან დაბრუნდით.

მარიამი: ოჰ, არ თქვათ! ერთმანეთი ძალიან გვიყვარს! მისი მშობლებიც ჩემი ოჯახის წევრებივით არიან! ფაქტობრივად მათთან გავიზარდე. როცა დავქორწინდით, 17 წლის ვიყავი. ისინი რომ არა, თავს მარტო ვერ გავართმევდი. ბავშვებს იმდენი რამ სჭირდებათ; სამწუხაროდ, ისინი ბევრ რამეს მოკლებულები არიან.

მოდი ახლა მათ გავესაუბროთ და გავიგოთ, რა სურთ. ვინ დაიწყებს?

ჯამბული:ალბათ მე დავიწყებ! მე ხომ უფროსი ძმა ვარ! ჩემი სოკოების შესახებ უკვე მოგიყევით, ამიტომ ახლა სხვა რამეს მოგიყვებით!

მოდი შენი მეგობრების შესახებ მოგვიყევი!

ჯამბული:კი ბატონო! ისინი ისე მენატრებიან… ჩემი მეგობრები არიან: ბექა, გიორგი, შოთა და ავთო. ყველაზე მაგარი ბიჭები არიან! ბურთს ერთად ვთამაშობთ ხოლმე! ბურთი შოთიკოს აქვს, მე – არა. მათ ველოსიპედებიც აქვთ, მე კი არა… მაგრამ კარგი მეგობრები არიან და მაძლევენ ხოლმე.

გინდა, საკუთარი ველოსიპედი რომ გქონდეს?

ჯამბული: სიმართლე გითხრათ, დაბადების დღისთვის მარწყვის ტორტი და კომპიუტერი მინდა. სულ ესაა! ველოსიპედს ბიჭები მათხოვებენ ხოლმე. უი, ისე ბურთიც თუ შეიძლება? ბურთით ყველანაირი სახის თამაში მიყვარს…

სპორტსმენობა ხომ არ გინდა?

ჯამბული:არაა, მინდა სტომატოლოგი გავხდე.

უყურე შენ! და რატომ? იცი, სტომატოლოგი ვინაა?

ჯამბული:დიახ, რა თქმა უნდა. სტომატოლოგი კბილის ექიმია! კბილის ექიმი უნდა გავხდე, რომ დედას კბილებზე ვუმკურნალო. მას ცოტა კბილი აქვს, მათი მკურნალობა კი ძალიან ძვირი ჯდება! ტირილი მინდა, როცა დედა ამბობს, რომ კბილები არ სჭირდება.

ნამდვილი ოქრო ხარ! შენი დაც ასეთი კეთილია?

ჯამბული:აბა, როგორ გითხრათ… უნდა, რომ მხატვარი გახდეს. მას გაესაუბრეთ.

ბარბარე:დიახ, მე მხატვარი გავხდები! ჩემთვის დიდ თოჯინას და ლამაზ საბანს ვიყიდი, რომელსაც ელზა და ანა ახატია! ანდრიას დიდი მანქანა, ტრაქტორი, ბურთი და კიდევ რაღაც უნდა. სოფიოს კი საბავშვო ეტლი მოუტანეთ!

ბარბარე, როცა ჯამბულს ხელები სტკივა, მისი დახმარება შეგიძლია?

ბარბარე: უი, არა… როცა სტკივა, შეხებაც კი მტკივნეულია. ტირილი მინდება, რომ ვუყურებ!

– მარიამ, შეგიძლიათ ჩვენს მკითხველებს მიმართოთ. გვითხარით, რა გჭირდებათ.

მარიამი: ვიცი, რომ ჩემთან უფალმა გამოგგზავნათ ან მე გამომგზავნა თქვენთან! გამოუვალი მდგომარეობა რომ არა, დახმარებისთვის არც მოგმართავდით. ძალიან გვჭირდება საკვები, საფენები და წამლები ჯამბულისთვის. პატარა სოფიოსთვის საბავშვო ეტლიც მინდა გთხოვოთ; ის მხოლოდ წლინახევრისაა; ძველი უკვე გაგვიტყდა. ასევე, ძალიან გვჭირდება გაზქურა და კომპიუტერი ჯამბულისთვის.

***

მეგობრებო, ჯინჭარაძეების ოჯახის დახმარების მიზნით, ჩერნოვეცკის ფონდი საჯაროდ იწყებს თანხების შეგროვებას. ფონდის დახმარება ერთჯერადი არაა. ქართველებმა ისე უნდა იცხოვრონ, როგორც მსოფლიოში ყველაზე ამაყ ერს შეშვენის!

გადასარჩენად ოჯახს მწვავედ ესაჭიროება საკვები, წამლები და საყოფაცხოვრებო ტექნიკა! დაეხმარეთ მათ გადარჩენაში! ჩათვალეთ, რომ ისინი თქვენი ახლობლები არიან.

ოჯახის გაცნობა და მათი შეძლებისდაგვარად დახმარება პირადადაც შეგიძლიათ. უფალი ამისთვის აუცილებლად დაგლოცავთ და დაგაჯილდოვებთ! მათი მისამართია: სამტრედიის მუნიციპალიტეტი, სოფ. კულაში.

და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

  უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ამის გაკეთებათავად არ შეუძლიათ. გაჭირვებულიადამიანები – ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთღვთისადმისიყვარული არა სიტყვებით, არამედ საქმით დავამტკიცოთ!

  მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება,გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000 

(დანიშნულება: ჯინჭარაძეების ოჯახი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ОРРА, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ჩვენ, თქვენთან ერთად, უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდი ამ ოჯახსაცგავუმართოთ ხელი! უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ ცნობილი სტომატოლოგის, ჯამბულ ჯინჭარაძის დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს!

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2021 მარ 25
ანალიზები
50.00₾
2021 მარ 31
ანალიზები
86.00₾
2021 აპრ 20
მედიკამენტები
99.92₾
2021 აპრ 20
მედიკამენტები
149.83₾
2021 აპრ 28
მედიკამენტები
199.79₾
2021 მაი 21
მედიკამენტები
249.86₾
2021 მაი 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
315.00₾
2021 ივნ 16
მედიკამენტები
99.61₾
2021 ივლ 03
პროდუქტები
300.25₾

სულ ხარჯები:

1550.26₾

დარჩა:

0₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
ზუხბაია ალექსი
29.05.2021 20:00:00
₾50.00
ზუხბაია ალექსი
14.05.2021 20:00:00
₾50.00
ზუხბაია ალექსი
08.05.2021 20:00:00
₾50.00
გვანცა კეღოშვილი
02.05.2021 20:00:00
₾1.00
ნოზაძე ირაკლი
28.04.2021 20:00:00
₾50.00
ფარტენაძე მამუკა
28.04.2021 20:00:00
₾1.00
ზედელაშვილი მარიამ
26.04.2021 20:00:00
₾1.00
ლევიძე მარიამი
19.04.2021 20:00:00
₾5.00
გეთიაშვილი გიორგი
19.04.2021 20:00:00
₾20.00
ლევან ახობაძე
15.04.2021 20:00:00
₾5.00
ცომაია თორნიკე
14.04.2021 20:00:00
₾10.00
მარიამი გელენიძე
14.04.2021 20:00:00
₾5.00
ტატულაშვილი მაია
12.04.2021 20:00:00
₾2.00
სალამაძე ილია
11.04.2021 20:00:00
₾3.00
ქეთინო ბარბაქაძე
11.04.2021 20:00:00
₾5.00
მახარაშვილი მარიამი
11.04.2021 20:00:00
₾25.00
ანტონ ბალანჩივაძე
11.04.2021 20:00:00
₾5.00
კეთილი გული
11.04.2021 19:22:46
₾5.00
ლაშხი სალომე
10.04.2021 20:00:00
₾5.00
კვერნაძე სალომე
09.04.2021 20:00:00
₾10.00

შემოწირულია:

₾1,550.00

80 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾1,550.00

80 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება