რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

ცხოვრება სხვის გამონაცვლებში. როცა გადარჩენას ცდილობ, ფუფუნებისთვის არ გცალია!

calendar მაისი 4, 2021

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

„სულ სხვისი გამონაცვალი ტანსაცმელი მაცვია, სხვა არ მაქვს. არ მსიამოვნებს, მაგრამ დედა ახალს ვერაფერს მყიდულობს… დეიდა, იცით, ჩვენ ღარიბები ვართ!..“ ამ სიტყვებით მომმართავს 11 წლის კარლო და მორცხვად ხრის თვალებს, რომლებშიც სევდა და წყენა იკითხება; ბიჭი თითქოს დროზე ადრე დაღვინდა, რადგან ცხოვრების მთელი უსამართლობა შეიცნო.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

„სულ სხვისი გამონაცვალი ტანსაცმელი მაცვია, სხვა არ მაქვს. არ მსიამოვნებს, მაგრამ დედა ახალს ვერაფერს მყიდულობს… დეიდა, იცით, ჩვენ ღარიბები ვართ!..“ ამ სიტყვებით მომმართავს 11 წლის კარლო და მორცხვად ხრის თვალებს, რომლებშიც სევდა და წყენა იკითხება; ბიჭი თითქოს დროზე ადრე დაღვინდა, რადგან ცხოვრების მთელი უსამართლობა შეიცნო.

დუტა – ოჯახში მას სიყვარულით ასე ეძახიან – სათლს ხელს ავლებს და მეზობლების ავზიდან წყლის ამოსაღებად მიდის. ყოველდღე ბიჭი საოჯახო საქმეებში ეხმარება დედას. ასეთ პატარა ასაკში უკვე არასაბავშვო საქმეს აკეთებს: დღეში რამდენჯერმე წყალი მოაქვს, შეშის დაჩეხვაშიც ეხმარება და თავის პატარა დას – 6 წლის სალომესაც უვლის. არადა, ისიც ბავშვია, რომელსაც მეგობრებთან თამაში და მულტფილმების ყურება სურს; მაგრამ ბიჭს ყველა ბავშვური სიხარული მოკლებული აქვს. ოჯახი უმძიმეს პირობებში და უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრობს. სიცოცხლისათვის ბრძოლა მათ ყოველდღე უწევთ!  

33 წლის დედა, ია ხიზანიშვილი აღიარებს, რომ პურის გარეშე ხშირად რჩებიან, რადგან მწირი სოციალური დახმარება ყველაფერზე არ ჰყოფნით, ოჯახს კი სხვა შემოსავალი არ აქვს. ისინი ნახევრად დანგრეულ სახლში ცხოვრობენ, სადაც ასე თუ ისე ნორმალური ცხოვრებისთვის არანაირი პირობა არ არსებობს. ოჯახში ორი მცირეწლოვანი ბავშვია, რომლებიც მუდმივი ნესტისა და სიცივისგან ხშირად ავადმყოფობენ და მოხუცი ბებია, რომელსაც ძვირადღირებული წამლები სჭირდება, მაგრამ ოჯახს მათი ყიდვის საშუალება არ აქვს.

ცხოვრებისეული სირთულეების მიუხედავად, ია მაინც ცდილობდა, რომ ებრძოლა და ყველანაირ გასაჭირს გამკლავებოდა; მაგრამ მოზვავებულმა პრობლემებმა, უსახსრობამ, ჯანმრთელობის გაუარესებამ და საშიშროებამ, რომ ოჯახი, პატარა ბავშვებთან ერთად, შეიძლება სახლიდან გამოყარონ, საბრალო ქალი სასოწარკვეთაში ჩააგდო. იამ ჩვენს ფონდს იმ იმედით მიმართა, რომ კეთილი და გულისხმიერი ხალხი მისი ოჯახის გასაჭირის მიმართ გულგრილი არ დარჩება.

  ია, მოგვიყევით, რა პირობებში ცხოვრობს თქვენი ოჯახი?

  ია: უკიდურეს სიღარიბეში ვცხოვრობთ. ეს ჩვენი სახლი არაა, აქ მხოლოდ დროებით ვართ; შეიძლება ბინის დაცლა ნებისმიერ დროს მოგვთხოვონ. ტელევიზორის და ნახევრად დაშლილი გაზქურის გარდა სახლში სხვა საოჯახო ტექნიკა არაა. თქვენც კარგად ხედავთ, რომ პირობები საცხოვრებლად სრულიად უვარგისია; მით უმეტეს, როცა სახლში ორი პატარა ბავშვი და ავადმყოფი ქალია – დედაჩემს ღვიძლის ექინოკოკოზი აქვს, თრომბოციტებიც მომატებულია. ექიმები ოპერაციის გაკეთებაზე უარს ამბობენ, ეშინიათ, რომ ვერ გადარჩება. არადა, ექინოკოკოზი წამლით მკურნალობას არ ექვემდებარება, ქირურგიული ჩარევაა საჭირო. ასევე, დედას ხერხემლის თიაქარიც აქვს. ადრე ოპერაცია გაუკეთეს, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ ექიმებმა თიაქარი ისევ აღმოუჩინეს. სიარული ძალიან უჭირს, ოთახში ხელჯოხით ცდილობს გადაადგილებას, მაგრამ ფეხები სტკივა, უსივდება… ძალიან იტანჯება! ძვირადღირებული წამლები სჭირდება, მაგრამ ფული არ გვაქვს. გადარჩენას ვცდილობთ! ჩვენს მდგომარეობას სხვას ვერაფერს ვუწოდებ. მეც ექინოკოკოზი და ხერხემლის მალთაშუა თიაქარი მაქვს. ოპერაციას არ ვიკეთებ; ჯერ ერთი, ამის სახსრები არ გვაქვს, მეორეც – ოპერაციის შემდეგ ვინმე ხომ უნდა დამეხმაროს? მაგრამ პატარა შვილები და ავადმყოფი დედა მყავს, რომლებსაც ჩემი ყურადღება სჭირდებათ. ახლა ჩემს ჯანმრთელობაზე ვერ ვფიქრობ, ხომ გესმით?.. (ტირის.)

  არ ინერვიულოთ, გთხოვთ!ყველა ძალიან თანაგიგრძნობთ! რა დახმარება გჭირდებათ პირველ რიგში?

  ია: ვიცი, რომ ზოგი ჩემზე უარეს პირობებში ცხოვრობს, მაგრამ ახლა მართლა ძალიან მიჭირს. სხვა ვარიანტი არ მაქვს, იძულებული ვარ დახმარების სათხოვნელად კეთილ ხალხს მივმართო. საწოლები გვჭირდება. სახლში მხოლოდ ორი რკინის, ძველი საწოლი გვაქვს, რომლებიც დიდი ხანია, აღარ ვარგა. დედაჩემი, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, სულ ცალკე უნდა იწვეს, მაგრამ მას გვერდით დუტა უწევს, მეორე საწოლზე კი მე და ჩემს გოგონას გვძინავს. სახლში არც სარეცხი მანქანაა, არც მაცივარი, არც კომპიუტერი, არც გაზქურა… უფრო სწორედ, ძველი გაზქურა კი დგას, მაგრამ ისიც მორყეულია, ამიტომ ქვემოდან მუდმივად რაღაცას ვუდგამ, რომ არ იყანყალოს. არადა, ხომ საშიშია, არა? როცა ცეცხლზე საჭმელს ვაკეთებ, მეშინია ბავშვებს მდუღარე არ გადაესხათ. მაცივრის ნაცვლად მაგიდა გვაქვს – საჭმლით სავსე ქვაბებს მასზე ვდგამ; მაგრამ სურსათი ხშირად ფუჭდება და გადაყრა მიწევს. მაცივარი არ გვაქვს და რა ვქნა? სახლს შეშის ღუმლით ვათბობ, მაგრამ მაინც ვიყინებით: თვითონ შენობაა ძალიან ცივი, სახურავი ფიცრებისგანაა აწყობილი, ზემოდან კი ძველი ფიქლით არის გადახურული; ძალიან უბერავს. გარდა იმისა, რომ სახლში ყინავს, ღუმელს ნორმალურადაც არ ვანთებთ, რომ შეშა დავზოგოთ. სარეცხს ხელით ვრეცხავ! სათლებს წყლით ვავსებ, სახლში შემომაქვს, ველოდები, ოთახის ტემპერატურას როდის მიაღწევს და მერე როგორღაც ვრეცხავ; მაგრამ წყალი ხომ გვჭირდება, არა? თუმცა სახლში არ გვაქვს. მეზობლებს ეზოში წყლის ავზი უდგათ. მათი ნებართვით, წყალს იქიდან ვიღებ და ჩვენს ავზს ვავსებ. ზოგჯერ წყალი დღეში შვიდი-რვაჯერ მომაქვს, რომ მოვიმარაგო და რამდენიმე დღე მეყოს. ზოგჯერ ისეც მომხდარა, რომ ავზში წყალი გაყინულა და უწყლოდ დავრჩენილვართ. ჯანმრთელობა აღარ გვივარგა! ბავშვებს მუდმივად წელი სტკივათ – ექიმებმა ორივეს ხერხემლის გამრუდების დიაგნოზი დაუსვეს, რადგან ამ საშინელ პირობებში სულ მე მეხმარებიან, წყალსაც ეზიდებიან სათლებით და როცა შეშას ვჩეხავ, სახლშიც შეაქვთ. არადა, ჯერ სულ მთლად პატარები არიან! გული მტკივა…

   თავს რით ირჩენთ?

  ია:სოციალურ დახმარებას ვიღებთ, 280 ლარს და კიდევ 60 ლარს ბავშვთა კვებაზე. ეს არის მთელი ჩვენი შემოსავალი! ბავშვებს საჭმელი ვუყიდო თუ დედას – წამალი? მუდმივად არჩევანის წინაშე ვდგავარ, ფული არაფერზე გვყოფნის! დახმარებას არასდროს გთხოვდით, ბრძოლას ისევ ჩემით გავაგრძელებდი, მაგრამ ახლა მართლა გამოუვალი მდგომარეობა მაქვს. ფული საშინლად არ გვყოფნის! ყველა პრობლემის გარდა, შეიძლება ღია ცის ქვეშაც აღმოვჩნდეთ… ძალიან მეშინია!

  რა მიზეზით შეიძლება, რომ გამოგასახლონ?

  ია:ეს საცხოვრებელი ჩვენი არაა. სახლი ბიძაჩემის საკუთრებაა. აქ მისი მშობლები, დედაჩემი და მამაჩემი ცხოვრობდნენ. მამაჩემი რომ გარდაიცვალა, დედა მისი მშობლების სახლში დარჩა და მათი სიცოცხლის ბოლომდე მათ უვლიდა. შემდეგ ბიძაჩემიც გარდაიცვალა, სიმსივნით, ეს სახლი კი ცოლს და შვილებს უანდერძა, რომლებიც ახლა თბილისში ცხოვრობენ. ანუ აქ ჩვენ არაფერი გვეკუთვნის, ხომ გესმით? ძველი გაზქურა და ტელევიზორიც კი არაა ჩვენი. ბიძაჩემის ოჯახს ჯერ პირდაპირ არ უთქვამს, წადითო, მაგრამ მიგვახვედრეს, რომ ამას მალე მოგვთხოვენ…

  ხელისუფლებისთვის დახმარება არ გითხოვიათ?

  ია:როგორ არა! ადმინისტრაციაში ბევრჯერ მივედი, განცხადებები დავწერე… ყოველ ჯერზე ათას მიზეზს იგონებენ, რომ დახმარებაზე უარი გვითხრან: ხან ფული არაა, ხან კიდევ რაღაც… იციან, რა პირობებში ვცხოვრობთ; იციან, რომ ფაქტობრივად უსახლკაროები ვართ… მაგრამ იცით, რა მიპასუხეს? ჯერ ხომ არ გამოუყრიხართ? ჰოდა, როცა გამოგყრიან, მერე დაგეხმარებითო… ხელისუფლებას ახლა დახმარება არ სურს, მაგრამ მოულოდნელად, ბავშვებთან და ავადმყოფ ქალთან ერთად, ღია ცის ქვეშ რომ აღმოვჩნდე, მერე რას იზამენ? როცა დავიჩივლე, მითხრეს, რომ შეუძლიათ ისიც წამართვან, რასაც გვაძლევენ. წარმოგიდგენიათ? 280 ლარიანი სოციალური დახმარების მოხსნით მემუქრებიან…

  არავინ გეხმარებათ?

  ია: მეზობლები ძალიან მეხმარებიან! დიდი მადლობა მათ! მაგალითად, ერთმა მეზობელმა დივანი და კარადა გამოცვალა და ჩვენ მოგვცა. ტანსაცმლითაც გვეხმარებიან: ყველაფერი, რაც ჩემ შვილებს აცვიათ, მეზობლების მოცემულია! ზოგჯერ ტანსაცმელს მეც მაძლევენ ხოლმე. აი, ასე ვცხოვრობთ! რაც გვაქვს, ყველაფერი სხვისი გამონაცვალია. საკუთარი არაფერი გაგვაჩნია. აი, ხომ ხედავთ, სურსათით და ნივთებით ისევ ჩვენსავით უბრალო ხალხი გვეხმარება…

  და ნათესავები?

  ია: როგორც გითხარით, მამაჩემი ცოცხალი აღარაა, დედა კი ავადაა და თავად სჭირდება დახმარება. და-ძმა არც მე მყავს და არც ჩემს მეუღლეს. ნათესავებიდან არავინ გვეხმარება.

    მოგვიყევით, მეუღლე როგორ გაიცანით?

  ია: ერთმანეთის მეზობლად ვცხოვრობდით, მაგრამ ბავშვები ვიყავით და ერთმანეთს ყურადღებას არ ვაქცევდით. მერე თბილისში წავედი, ერთ-ორი წელი ნათესავებთან ვცხოვრობდი და ბავშვების მოვლაში ვეხმარებოდი. სახლში რომ დავბრუნდი, უკვე ოცი წლის ვიყავი. მე და ჩემი მეუღლე ერთი-ორჯერ გადავიკვეთეთ, ერთმანეთს, ასე ვთქვათ, სხვა თვალით შევხედეთ, მერე კი ერთმანეთი მეგობრებმა გაგვირიგეს. ასე შევქმენით ოჯახი.

  ია, რაზე ოცნებობთ?

  ია:პირველ რიგში, ჯანმრთელობაზე! იმაზე, რომ ჩემი შვილები დანაყრებულები იყვნენ და სითბოში ცხოვრობდნენ! ვოცნებობ ჩემს შვილებს საკუთარი სახლი ჰქონდეთ, აღარ გვეშინოდეს და მომწყვდეულებივით შეშინებულებმა უკან-უკან აღარ ვიყუროთ. ჩვენი დღევანდელი ცხოვრება ციხეა!

  როგორი წარმოგიდგენიათ მომავალი?

  ია: მშვიდი და ნათელი. დარწმუნებული ვარ, საკუთარი სახლი რომ გვქონდეს, ალბათ ბედნიერები ვიქნებოდით! ვფიქრობ, თუ საკუთარი კუთხე არ გაქვს, ადამიანურ ყოფას მოკლებული ხარ…

  უცხო ხალხის სიკეთის გჯერათ?

  ია: რა თქმა უნდა, მჯერა! ხშირად, უცხო ადამიანები უფრო მეტად მეხმარებოდნენ, ვიდრე ახლობლები! უფლის ძალაც სწორედ ამაშია, რომ ერთმანეთის მიმართ კეთილი და მოწყალე ვიყოთ.

  ია, ცოტა რამ თქვენი შვილების შესახებაც მოგვიყევით. შეიძლება, მათ რომ გავესაუბრო?

  ია: ძალიან კარგი და ნიჭიერი შვილები მყავს! ისეთი ჭკვიანები არიან! ყოველთვის ყველაფერში მეხმარებიან! სალომე სკოლაში ახლა მივიდა, ქართული ენა ძალიან მოსწონს; დუტამ კი წელს მთელი სემესტრი გააცდინა – კომპიუტერი არ გვაქვს და ონლაინ გაკვეთილებს ვერ ესწრებოდა. ჩემი ბიჭი ამის გამო ძალიან დარდობდა! სწავლა ძალიან უყვარს, ძალიან მრავალმხრივი ბიჭია! ადრე რაგბიზე და ქართულ ცეკვებზე დადიოდა, მაგრამ უფულობის გამო დამატებითი წრეებიდან გამოსვლა მოუწია… 

გაესაუბრეთ ბავშვებს… მაგრამ სალომე ძალიან მორცხვია, დუტას კი ურთიერთობა ყოველთვის უხარია!

  დუტა, დედამ გვითხრა, რომ ბევრი რამ გიტაცებს. უკვე გადაწყვიტე, ვინ გამოხვალ, რომ გაიზრდები?

  დუტა: ჩემი მოწოდება ფერწერაა. ხატვა ძალიან მიყვარს. იცით, მე სამყაროს ცოტა სხვანაირად ვუყურებ, როგორც ნამდვილი მხატვარი და ძალიან მინდა, ტილოზე გადმოვცე, როგორ ვხედავ ჩემს საქართველოს. ის მშვენიერია! და მინდა მისი ნამდვილი სახე ყველა ფერის საღებავით დაგანახოთ.

  რა ლამაზად საუბრობ! მგონი შენგან კარგი პოეტიც დადგებოდა, არა?

  დუტა: აი,ეგ არ ვიცი… (იცინის.) მაგრამ ვცდილობ ცოდნა ყველა სფეროში მივიღო. მინდა განათლებული ვიყო და ცხოვრებაში წარმატებას მივაღწიო. ბევრ ფულს ვიშოვი, დედას და ბებიას მსოფლიოს საუკეთესო ექიმებთან მივიყვან, მათ უმკურნალებენ და ისინი დიდხანს, დიდხანს იცოცხლებენ! მაგრამ ახლა ფული არ მაქვს, ამიტომ დედას საოჯახო საქმეებში ვეხმარები, მაგალითად, ავზიდან წყალს ვეზიდები. დედა მარტო ვერ გაუმკლავდება. მას სამნი ვყავართ: ჩემი და, მე და ბებია. დედა ძალიან მეცოდება, მარტო ვერ გაგვწვდება, ამიტომ ვცდილობ, ყველაფერში დავეხმარო.

  სალომე, საყვარელი თოჯინა თუ გაქვს?

  სალომე: საყვარელი თოჯინა არ მაქვს, იმიტომ რომ სათამაშოები საერთოდ არ მაქვს; დედა ვერ გვყიდულობს. ერთხელ ძველი სათამაშო დათუნია მაჩუქეს, მაგრამ დაიხა და ვეღარ ვეთამაშები. ადრე დასაძინებლად მასთან ერთად ვწვებოდი და ადვილად ვიძინებდი… მაგრამ ახლა სათამაშოები საერთოდ აღარ მაქვს.

  აბა, როგორ იძინებ?

  სალომე:  ძილის წინ დედა მეხუტება, მკოცნის, მეუბნება, რომ ვუყვარვარ, მერე თავზე მეფერება და ვიძინებ. დედას ხელები ყველაზე მშობლიურია…

***

ორმა პატარა ანგელოზმა არ იცის, რა არის უკეთესი ცხოვრება. მათ საკუთარი სახლი არასდროს ჰქონიათ; არ იციან, რას ნიშნავს უსაფრთხოდ ცხოვრება. ბავშვები შიმშილობენ, სათამაშოები არ აქვთ, მათი დედა კი ავადაა. ყოველ დილას, გაღვიძებისას, ისინი იმას ელიან, რომ გარშემო სამყარო შეიცვლება, თუმცა, სამწუხაროდ, ის ისეთივე სასტიკი რჩება… მაგრამ პატარა დუტასთვის და სალომესთვის ნორმალური ბავშვობის ჩუქება ჩვენ შეგვიძლია! ჩვენ შეგვიძლია მათი სამყაროს შეცვლა!  

მეგობრებო, ნუ იქნებით გულგრილნი! როგორც ხედავთ, ხიზანიშვილების ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. არ შეგვიძლია, რომ არ დავეხმაროთ! მათ ესაჭიროებათ: საკვები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ტანსაცმელი. მოდი დავეხმაროთ, გამოვიჩინოთ გულმოწყალება და ბავშვებს ნორმალური ცხოვრების შესაძლებლობა მივცეთ! თითოეულმა ჩვენგანმა წარმოიდგინოს, რომ ისინი ჩვენი შვილები არიან, რომლებიც ცუდად იკვებებიან და ცივ სახლში, იატაკზე სძინავთ.

მოინახულეთ ხიზანიშვილების ოჯახი, გაიგეთ მათი საჭიროების შესახებ, გაამხნევეთ და მხარი დაუჭირეთ, უთხარით, რომ ისინი მარტო არ არიან და ჩვენ მათ გასაჭირში არ მივატოვებთ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მათი მისამართია: ბოლნისის მუნიციპალიტეტი, სოფ. რაჭისუბანი.

ძვირფასო მეგობრებო, ხიზანიშვილების ოჯახის დახმარების მიზნით, ჩერნოვეცკის ფონდი საჯაროდ იწყებს თანხების შეგროვებას!

აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000 

(დანიშნულება: ხიზანიშვილების ოჯახი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.

ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ОРРА, TBCpayდა ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270

როცა თქვენი საჩუქრები მივიღეთ, ჩემი დედიკო ჯერ კიდევ ცოცხალი იყო! როგორ გაუხარდა! ნათელში ამყოფოს ღმერთმა! ვიცი, ახლა ის ყველა გულკეთილ ადამიანზე ლოცულობს! ვერც კი წარმოიდგენთ ისეთი მადლობელი ვარ თქვენი.
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მიუახლოვდნენ ღვთისნიერ საქმეს!
        კეთილო ადამიანებო, დედაჩემი სიკეთის განსახიერება იყო!, ყველაზე კეთილშობილი ადამიანი მთელს მსოფლიოში, და მინდა ზუსტად ასეთი დაგამახსოვრდეთ!

როცა ხიზანაშვილების ოჯახს პირველად ვესტუმრეთ, რათა დაგვეწერა მათი უკიდურესი გაჭირვების შესახებ, იას საყვარელი დედიკო, დუტას და სალომეს ბებია, ჯერ კიდევ ცოცხალი იყო.
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/726-khizanishvili/description/
მეგობრებო, მან საყვარელ ადამიანებთან ერთად მოასწრო გახარება თქვენგან მიღებული საჩუქრებით. მთელი გულით უხაროდა! ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ ლოცავდა გულისხმიერ ადამიანებს, ვინც მათი გასაჭირი გაიზიარა. ახლა კი, მხოლოდ მოგონებები მისი უკანასკნელი დღეების სიხარულსა და ღიმილზე, ეხმარება იას და მის შვილებს ტკივილის გადატანაში. ამისთვის თითოეულ თქვენთაგანს დიდ მადლობას ვუხდით!
ძვირფასო მეგობრებო, იცით რა თქვეს თქვენს საჩუქრებზე ბავშვებმა – დუტამ და სალომემ? აი, მოუსმინეთ: „რა გემრიელია! ვჭამ და ვჩერდები.“ – ეს სიტყვები სალომემ გადმოგცათ. დედიკოს ნაზი პრინცესა! ისე მოენატრა ტკბილეული, რომ ვაფლის დიდმა შეფუთვამ დაჩრდილა ყველა სხვა შთაბეჭდილება.
დედიკოს მარჯვენა ხელმა, დამხმარემ და მრჩეველმა დუტამ  კი, ტექნიკა ასი ქულით შეაფასა: „რა მაგარია! დედიკოს ცივ წყალში რეცხვა აღარ მოუწევს!“
თავადაც კარგად იცის, როგორია. 11 წლის ბიჭუნას ყველაზე მეტად დედიკოს ჯანმრთელობა აღელვებს!
თქვენ მათი გასაჭირი გულთან ახლოს მიიტანეთ და ამხელა ყურადღება გამოიჩინეთ! განსაცდელის ჟამს მხარში ამოუდექით. ამიერიდან ხიზანაშვილების ოჯახი სამართლიანად და გულწრფელად  საკუთარ მეგობრებად და დამცველებად გთვლით. მაგრამ ამით მათი განსაცდელი არ დასრულებულა და ჩვენი გვერდში დგომა კვლავ სჭირდებათ. 

„ვაფლი უზომოდ მენატრებოდა! ძალიან, ძალიან! შემიძლია სულ გადავჭამო! მაგრამ, მერე აუცილებლად გავუნაწილებ სხვებსაც. აქ ხომ ბევრია“
– ია, ვიზიარებთ თქვენს მწუხარებას. თქვენ გვერდში გვიგულეთ. ჩვენს მკითხველებს აინტერესებთ, ახლა როგორ ცხოვრობთ, პოსტის გამოქვეყნების შემდეგ?
ია: პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ჩვენი გასაჭირი გაიზიარა და ჩემს შვილებსა და ავადმყოფ დედას გული გაუხარა. ამის შესახებ საუბარი, განსაკუთრებით მიჭირს, იმიტომ, რომ დედა ახლახან გარდამეცვალა. სულ ცოტა ხნის წინ… ნეტავ გენახათ, როგორ გლოცავდათ, თქვენი საჩუქრები რომ მივიღეთ, უბედნიერესი იყო! მადლობა რომ მისი უკანასკნელი დღეები გაალამაზეთ და ჩვენი დარდი არ ჩააყოლეთ საფლავში. მერე იცით, როგორი დალოცვა იცოდა დედამ? მისი პირით ღმერთი ილოცებოდა.
ოპერაციის შემდეგ, ნებისმიერი საოჯახო საქმის კეთება ძალიან მიჭირს. თქვენ ძალიან დამეხმარეთ, ძალიან! მაცივარმა და სარეცხმა მანქანამ მოაგვარა ეს პრობლემა, განტვირთვის შესაძლებლობა მომცა. ახლა ჩემი შვილების მამის სახლში ვცხოვრობთ. დიახ, ასეთი ახალი ამბები გვაქვს. საჩუქრებიც აქ მომიტანეს – მაცივარი და სარეცხი მანქანა.
დედას გარდაცვალების შემდეგ, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის გარეშე დავრჩით, ნათესავებმა სახლი გაყიდეს და გადასვლა მოგვიწია. დედამ სიკვდილის წინ ივარაუდა, რომ ასე მოხდებოდა და მთხოვა, ჩემი შვილების მამის სახლში გადავსულიყავი, რომ ბავშვებს ჭერი ჰქონოდათ თავზე. მართლაც შეგვიფარა დროებით.
– განსაცდელი არ დასრულებულა…
ია: ასე გეტყვით: თქვენ ჩვენთან ერთად გამოიარეთ ეს განსაცდელი. თქვენი სიკეთე და მხარდაჭერა გვეხმარება მის გადატანაში.
დღეს ყველას ძალიან უჭირს, წყეულ დაავადებას – კოვიდს, რომელმაც ჩემი საბრალო დედა იმსხვერპლა, ფინანსური კრიზისიც თან ერთვის – ამის მიუხედავად, ძალიან ბევრი ადამიანი გამომეხმაურა. ჩემთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. რამდენიმე ადამიანი პირადად მოვიდა. ჩვენს ძველ მისამართზე საჩუქრები, სათამაშოები მიიტანეს. ახლა, დედის გარდაცვალების გამო, როგორი დაბნეულიც არ უნდა ვიყო, თქვენმა ყურადღებამ, ინტერესმა და მზრუნველობამ, გული ძალიან ამიჩუყა. არ გავიწყდებათ, ირგვლივ მიმოიხედოთ, და დაინახოთ სხვის გასაჭირიც. ჩვენი ოჯახიც შეამჩნიეთ, მოაგვარეთ ჩვენი პრობლემები. საოცარი ნიჭია, ასეთი დიდსულოვნება.
     

დუტა: „როცა მუშაობას დავიწყებ, დედიკოს და სალომეს ყველაფერს ვუყიდი, ჩვენი მაცივარი ყოველთვის სავსე იქნება“. სალომე: „შოკოლადის კრემი და ხაჭოს დესერტიც მიყიდე, კაი?“
– ადგილობრივი ხელისუფლება? ჩვენს პოსტზე რაიმე რეაგირება თუ მოახდინეს? დაგიკავშირდათ ვინმე?
ია: დიახ, უნდა ავღნიშნო, რომ საბედნიეროდ გულთან ახლოს მიიტანს ჩვენი გასაჭირი – შეშა მოგვიტანეს ზამთრისთვის. ზოგს ფულს ჩუქნიან, ზოგს კი ასე ეხმარებიან. შეშა მუდმივად გვჭირდება, ზამთარში განსაკუთრებით. დიდ მადლობას ვუხდი ადგილობრივ მმართველობას.
– ია, ძალიან გვინდა გავიგოთ, ბავშვებს, დუტას და სალომეს, გაუხარდათ? როგორ მოეწონათ ჩვენი საჩუქრები?
ია: დავუძახებ და თავად ნახეთ და მოუსმინეთ. რა თქმა უნდა, გაუხარდათ! ბავშვებს თვეობით არ უჭამიათ ტკბილეული, ოცნებად ჰქონდათ ქცეული, ახლა კი დიდი შეფუთვით მიიღეს! როგორ გაიხარეს! რა გულიანად ახრაშუნებდნენ ვაფლს!
ჩემი ავადმყოფობის გამო, ჩემი შვილები ნაადრევად გაიზარდნენ, უკვე დამოუკიდებლები არიან. ახალი ტექნიკა – მაცივარი და სარეცხი მანქანა – პრაქტიკული თვალსაზრისით შეაფასეს, რამდენად გამოგვადგება. სახლში ხომ თითქმის ყველაფრის კეთება მათ უწევთ. განსაკუთრებით, დუტას გაუხარდა, რომ ორივეს შეგვიმსუბუქდება შრომა.

 „კარგად ვართ, ბებო, ჩვენზე არ იდარდო! (გახედა პოტრესტს). დუტამ უკვე ისწავლა რეცხვა, მე კი ჯერ ვერა“.
– აი თავად ბავშვებიც. აბა, მოყევით, ყველაზე მეტად რა მოგეწონათ? რა გაგიხარდათ?
დუტა: ბედნიერი ვარ, გულკეთილი ადამიანები რომ არსებობენ. მათ იზრუნეს, დედიკო ძალიან რომ არ დაიღალოს, შეგვიმსუბუქეს შრომა. ძალიან ხშირად, ხელით მიწევდა წყლის მოტანაც და რეცხვაც, დედიკოს რომ დავხმარებოდი. ახლა, ამის კეთება აღარ მომიწევს.
სალომეზეც იზრუნეთ და ამდენი ტკბილეული უყიდეთ. მე თვითონ ჯერ ვერ ვჩუქნი გემრიელობებს, მაგრამ მიხარია, რომ ოცნება აუსრულეთ.
სალომე: ბებოს ძალიან უხაროდა, რომ ლამაზი საჩუქრები მივიღეთ და კარგი ცხოვრება გვექნება . ბებო იქიდან გვიყურებს, როგორ ვართ. (პორტრეტს გახედა.) და ჩვენი ახალი ამბებიც იცის.
– კი, სიხარულო.

 „ტექნიკის გარეშე, სატანჯველი იყო სახლის საქმის კეთება. ოჰ, რამდენს ვწვალობდით მე და დედიკო. ძალიან მაგარი საჩუქრებია, მადლობა!“
– ია, ვიცით, რომ კიდევ ძალიან ბევრი რამ გჭირდებათ. მაგრამ სჯობს თავად გვითხრათ, რა არის გადაუდებელი და სასწრაფოდ გჭირდებათ?
          ია: დუტას ერთი ნატვრა აქვს, მაგრამ რცხვენია, არ უნდა არავის შეწუხება.
– დუტა, პირდაპირ გვითხარი, არ მოგერიდოს. ასე ხომ შენს ნატვრის ასრულების შესაძლებლობაც გაჩნდება.
დუტა: თქვენ ძალიან დაგვეხმარეთ, როგორ უნდა ვითხოვო კიდევ რამე? მაგრამ… იცით, ეს უბრალოდ აუცილებელია, თორემ არ გეტყოდით. მე არ მაქვს კომპიუტერი, ახლა კი ხან ონლაინ ვსწავლობთ, ხან დავდივართ სკოლაში. ძალიან მიჭირს, დისტანციურ სწავლებაზე როცა გადავდივართ, გაკვეთილებს ვერც მე და ვერც ჩემი დაიკო ვერ ვესწრებით. ძალიან კარგი იქნებოდა, კომპიუტერი გვქონოდა, სალომეს ოცნება კი, ტელეფონია. უბრალოდ თვითონ ძალიან რცხვენია და ვერ გეუბნებათ. ჩვენ კი სწავლა ძალიან გვინდა, არ მინდა ჩამოვრჩე. მე ხომ მინდა მერე კარგი სამსახური რომ მქონდეს, დედიკოს და სალომეს კარგი ტანსაცმელი რომ ვუყიდო… ყველაფერი, რაც მოუნდებათ…
***
        მეგობრებო, ეს სიტყვები მეექვსეკლასელ ბიჭს ეკუთვნის, რომელიც ავადმყოფ დედასა და პატარა დაიკოს დიდი კაცივით პატრონობს. შეშას ჩეხს, წყალი მოაქვს, საჭმლის კეთებაც კი შეუძლია. პარალელურად – სწავლობს, ხატავს, თან ძალიან კარგად და იცის, ერთ დღესაც  დედას ყველა ტკივილს შეუმსუბუქებს. მაგრამ ამისთვის, კარგი განათლება უნდა მიიღოს. ამას კი წლები სჭირდება, რომელიც აუცილებლად სიკეთისკენ შეცვლის იასა და მისი შვილების ცხოვრებას. 
ჩვენ კვლავაც თქვენი იმედი გვაქვს, მეგობრებო. ამოვუდგეთ მხარში ამ საოცარ ოჯახს. შევუმსუბუქოთ ცხოვრება ნაადრევად გაზრდილ ბიჭუნას და მის დაიკოს, რათა მათ აიხდინონ ოცნებები და გაახარონ დედიკო!
ხიზანაშვილების ოჯახის მისამართია: ბოლნისის მუნიციპალიტეტი, სოფელი რაჭისუბანი.
         აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
           მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
           ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000 
(დანიშნულება: ხიზანაშვილების ოჯახი).
თანხის გადმორიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით:
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/726-khizanishvili/description/.
            ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpayდა ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
         არაჩვეულებრივი სიახლე გვაქვს – ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ: 
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და 
ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund.
       მხოლოდ ერთ ზარს სპეციალურ ტელეფონის ნომერზე: 0901 200 270 შეუძლია ვიღაცის სიცოცხლის გადარჩენა! 

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2021 ივლ 03
სარეცხი მანქანა
647.00₾
2021 ივლ 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
205.00₾
2021 აგვ 24
მედიკამენტები
175.68₾
2022 თებ 24
ტელევიზორი
695.00₾
2022 მარ 28
პროდუქტები
344.79₾
2022 მარ 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
205.00₾

სულ ხარჯები:

2272.47₾

დარჩა:

0.09₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
აფთარაული გორგი
26.03.2022 20:00:00
₾5.00
კეთილი გული
15.03.2022 17:04:00
₾1.00
მარინე მამულია
13.03.2022 20:00:00
₾200.00
კეთილი გული
13.03.2022 15:01:41
₾2.00
დავით ჩინჩალაძე
12.03.2022 18:59:52
₾2.00
კეთილი გული
12.03.2022 04:05:23
₾1.00
კეთილი გული
01.03.2022 01:44:15
₾1.00
Giorgi Meskhi
23.02.2022 10:27:52
₾100.00
კეთილი გული
17.02.2022 11:22:09
₾5.00
კეთილი გული
17.02.2022 07:23:18
₾1.00
ბონდო ცაგურიშვილი
14.02.2022 20:00:00
₾3.00
დავით ჩინჩალაძე
10.02.2022 15:51:25
₾2.00
დავით ჩინჩალაძე
04.02.2022 13:39:22
₾1.00
Giorgi Meskhi
03.02.2022 15:24:38
₾100.00
Ilya Alexandrov
02.02.2022 22:22:23
₾152.26
ირაკლი ახრახაძე
31.01.2022 20:00:00
₾100.00
მანანა ბეჟიტაშვილი
30.01.2022 20:00:00
₾25.00
დავით ჩინჩალაძე
30.01.2022 15:01:46
₾2.00
გიორგი ამირაჯები
28.01.2022 20:00:00
₾5.00
დავით ჩინჩალაძე
28.01.2022 04:37:02
₾5.00

შემოწირულია:

₾2,272.56

136 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾2,272.56

136 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება