ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

სამი დღე ვიშიმშილეთ… სამაგიეროდ ჩემს ბიჭს ძვირადღირებული წამალი ვუყიდეთ!

calendar მაისი 18, 2021

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

„კინაღამ მოვკვდი, იცი? დედა ასე ამბობს!“ – შემომჩივლა 10 წლის მათეომ. – „დედამ რაღაც ძალიან ძვირადღირებული სიროფი მიყიდა. გემრიელია! მაგრამ ცუდი ისაა, რომ ჩემ გამო სამი დღე ერთ პურს ჭამდნენ… იქნებ ჩემზე ამდენი ფული არ უნდა დაეხარჯა? როგორ ფიქრობ?“

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

„კინაღამ მოვკვდი, იცი? დედა ასე ამბობს!“ – შემომჩივლა 10 წლის მათეომ. – „დედამ რაღაც ძალიან ძვირადღირებული სიროფი მიყიდა. გემრიელია! მაგრამ ცუდი ისაა, რომ ჩემ გამო სამი დღე ერთ პურს ჭამდნენ… იქნებ ჩემზე ამდენი ფული არ უნდა დაეხარჯა? როგორ ფიქრობ?“

„სამაგიეროდ 8 მარტს დაბადების დღე მაქვს! აი!..“ – ეშმაკურად ერევა საუბარში და ჩურჩულით გვეუბნება ბარბარე. – „მაგრამ დედას არ უთხრათ, რომ მახსოვს. გული ეტკინება, ტირილს დაიწყებს და იტყვის, რომ ცუდი დედაა.“

“მაგათ ნუ უსმენთ! მობრძანდით, მობრძანდით!“ – ნინა, ბავშვების დედა, სტუმართმოყვრულად მკიდებს ხელს და სახლში შევყავარ. –  „ჩაი ხომ არ გინდათ? აქ ისე საშინლად ცივა, როგორც ქუჩაში. ბავშვები სულ ცივდებიან. ჩემს ბიჭს სიცხემ 40-მდე აუწია და არჩევანის წინაშე დავდექით: წამალი თუ საჭმელი?“ – მწარედ ოხრავს ნინა და უშაქრო ჩაით მიმასპინძლდება. – „ალბათ აქედანაც მალე გაგვყრიან… ღმერთო, ჩემი შვილები ასე რატომ იტანჯებიან?“ – ცრემლებს იწმენდს საბრალო ქალი. – “არ მეგონა, რომ საკუთარი შვილების რჩენას ვერ შევძლებდი, მაგრამ მათმა მამამ დაგვივიწყა, დედა კი გარდამეცვალა. სულ მარტო დავრჩი და მას მერე მგონია, რომ გაუჩერებლად უფსკრულისკენ მივექანებით…“

ნინოს, – საბრალო, მარტოხელა დედას, – საერთოდ არავინ ჰყავს, ვისაც დახმარებისთვის მიმართავდა; ისე მოხდა, რომ სრულიად მარტო დარჩა, ჭერის გარეშე, სამი შვილით ხელში და ფაქტობრივად საარსებო წყაროს გარეშე. ჩვენ მისი უკანასკნელი იმედი ვართ.

ნინა, თუ შეიძლება, თანმიმდევრულად მოგვიყევით, როგორ აღმოჩნდით ასეთ მდგომარეობაში?

ნინა: საშინელ სიღატაკეში ვცხოვრობთ. ხშირად ისე ხდება, რომ შიმშილს მხოლოდ სოციალური სასადილოდან მიღებული პურით ვიკლავთ. ბავშვებს საერთოდ არაფერი გააჩნიათ, მე კი არაფრის გაკეთება არ შემიძლია. დედაჩემი სამი წლის წინ გარდაიცვალა, ინსულტით. მას შემდეგ ისეთი განცდა მაქვს, თითქოს უფსკრულისაკენ მივექანებით. მუშაობა არ შემიძლია, ბავშვებს ვერავის ვუტოვებ. ადრე თბილისში დავდიოდი, რამდენიმე ოჯახში დამლაგებლად ვმუშაობდი და კაპიკების შოვნას მაინც ვახერხებდი, მაგრამ ახლა იძულებულები ვართ, მხოლოდ სოციალური დახმარებით ვიარსებოთ. საკუთარი საცხოვრებელი არ გაგვაჩნია, ბინებსაც ხშირად ვიცვლით, ამიტომ ფული საკვებზეც კი არ გვყოფნის…

და როგორ მოხდა, რომ ჭერის გარეშე დარჩით?

ნინა: ძალიან პატარა ვიყავი, როცა ჩემი მშობლები განქორწინდნენ, ბინა გაყიდეს და თანხა შუაზე გაიყვეს… დედამ, რა თქმა უნდა, ვერაფრის ყიდვა შეძლო; სამუშაოდ რუსეთში წასვლა სცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. მას შემდეგ ასე დავწანწალებთ. სანამ დედა გვერდით მყავდა, როგორღაც ვუმკლავდებოდი, მაგრამ ახლა… ალბათ არ დაიჯერებთ, მაგრამ ბოლო სამი წლის განმავლობაში მე და ჩემმა შვილებმა საცხოვრებელი ერთი ოცჯერ მაინც შევიცვალეთ. ქირის დროულად გადახდას ვერ ვახერხებ, მეპატრონეებს კი დათმობაზე წასვლა და დაცდა არ სურთ… მათიც მესმის, – ზოგისთვის ეს შემოსავლის ერთადერთი წყაროა; მაგრამ ჩემი საწყალი შვილები უკვე ძალიან დაიტანჯნენ… უბრალოდ წარმოიდგინეთ, ყოველ ორ თვეში ერთხელ მომთაბარეებივით აქეთ-იქით სიარული როგორია? მით უმეტეს, რომ ნორმალურ ბინასაც ვერ ვქირაობთ, – ერთი მეორეზე უარესია. აქ ყველა კარ-ფანჯარა დამპალია, არც გათბობაა და ისე ცივა, როგორც ქუჩაში. ბავშვები სულ ავად არიან. არც წამლების ფული მაქვს. იმ დღეს მათეოს სიცხე ჰქონდა; ძვირადღირებული ანტიბიოტიკის ყიდვა მომიწია, მერე კი სამი დღე მშივრები ვიყავით… ჩემზე ხელი დიდი ხანია ჩაქნეული მაქვს, მაგრამ ბავშვების გამო გული მტკივა… ასეთი ცხოვრება რით დაიმსახურეს? რა დააშავეს ასეთი?

ნინა, ბოდიშს გიხდით თამამი კითხვისთვის, მაგრამ მათი მამა სადაა?

ნინა: ის ჩვენი ცხოვრებიდან ოთხი წლის წინ გაქრა; უკვე სხვა ოჯახი ჰყავს, ორი შვილი, ჩვენ აღარც ვახსოვართ… მე კი ვერ ავეკიდები და ვერ მოვთხოვ რაღაცებს, – ხელიც კი არ გვქონდა მოწერილი… მასზე ცუდსაც ვერაფერს ვიტყვი; სანამ ერთად ვიყავი, მშენებლობაზე მუშაობდა და სახლში ფული მოჰქონდა. არ გვიჭირდა, მაგრამ ახლა…

– ალბათ მომავალი სულ სხვანაირად წარმოგედგინათ…

ნინა: რა თქმა უნდა! მერწმუნეთ, ძალიან უბრალო და მოკრძალებული ოცნებები მქონდა: მშვიდი ოჯახური ცხოვრება, ჯანმრთელი შვილები… მეგონა, ვიმუშავებდით, საკუთარი სახლის ფულს დავაგროვებდით, დედა ბავშვების მოვლაში დამეხმარებოდა, მაგრამ სამწუხაროდ… როგორც ხედავთ, ყველაფერი სხვაგვარად წარიმართა. ახლა ერთადერთი, რაზეც ვოცნებობ ისაა, რომ ბავშვები მშივრები არ იყვნენ.  

– დამხმარე საერთოდ არავინ გყავთ, ნინა?

ნინა: სულ მარტო ვარ, მხოლოდ საკუთარი თავის და უფლის იმედად. დედა ერთადერთი ადამიანი იყო, რომელიც ჩემს დასახმარებლად ყოველთვის მზად იყო; მამა არც კი მახსოვს. თბილისში ნათესავი მყავს, მაგრამ ისიც ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. მე რით დამეხმარება?

– არ გიცდიათ დახმარებისთვის ადგილობრივი ხელისუფლებისთვის მიგემართათ?

ნინა: განცხადება სამჯერ დავწერე; ვთხოვდი, საცხოვრებლის დაქირავებაში მაინც დამხმარებოდნენ, მაგრამ სულ უარს მეუბნებიან. თუმცა იმედს არ ვკარგავ! ისევ და ისევ მივმართავ, სხვა რა დამრჩენია? ბავშვები ბინიდან ბინაში, აქეთ-იქით სიარულით უკვე დაიტანჯნენ…

– უცნობი ხალხი თუ დაგხმარებიათ?

ნინა: რა თქმა უნდა. მე და ჩემი შვილები თითქმის ყოველ კვირას ეკლესიაში დავდივართ. ჩვენი მოძღვარი, მამა პეტრე უკეთილშობილესი ადამიანია, შეძლებისდაგვარად გვეხმარება პროდუქტებით: შაქარს, კარაქს და პურს გვაძლევს. ეს მხარდაჭერა რომ არა, არც კი ვიცი, როგორ ვიქნებოდით… მარიამი, მათეო და ბარბარე სწორედ მან მონათლა.

– თუ შეიძლება, მინდა ისინიც გავიცნო. მარიამ, შენ შესახებ მოგვიყვები? როგორ სწავლობ? რა გიტაცებს?

მარიამი (12 წლის): ვცდილობ კარგად ვისწავლო. დედა ამბობს, რომ ცხოვრებაში მხოლოდ ასე თუ მივაღწევ რამეს.

შენი საყვარელი საგანი რომელია?

მარიამი:ხელოვნებათმცოდნეობა… ზოგადად, ძალიან მომწონს სიმღერა, მაგრამ არ შემიძლია. მრცხვენია და მხოლოდ მაშინ ვმღერი, როცა მარტო ვარ.

უკვე გადაწყვიტე, ვინ გამოხვალ, როცა გაიზრდები?

მარიამი:ალბათ ექიმი… ოღონდ ბავშვების; ავადმყოფ ბავშვებს ვუმკურნალებ.

ბარბარე (8 წლის): მეც ბავშვების ექიმი გავხდები! მე და მარი ერთად ვიმუშავებთ!

კარგად სწავლობ, ბარბარე?

ბარბარე:რა თქმა უნდა! ოღონდ ახლა როგორ ვისწავლი, არ ვიცი, რადგან ბევრი გაკვეთილი გავაცდინეთ…

მარიამი: დიახ, სკოლები რომ დაკეტეს, ონლაინ გაკვეთილებს ვეღარ ვესწრებოდით; არც კომპიუტერი გვაქვს და არც ტელეფონი…

– მათეო, ჩუმად რატომ ხარ? რამეს მოგვიყვები? გიყვარს სწავლა?

მათეო (10 წლის): ვცდილობ… მათემატიკა მიყვარს, მეადვილება.

დედას თუ ეხმარები?

მათეო:რა თქმა უნდა! ჯართს ვაგროვებ… ვცდილობ, ყველაფერი თვითონ მოვზიდო, რომ დებს ძალიან არ გაუჭირდეთ. მე ხომ კაცი ვარ!

– ხედავთ, ნინა? გვერდით კაცი გყავთ, რომელსაც შეგიძლიათ დაეყრდნოთ! შეიძლება კითხვა სულელურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ჩვენს ყველა ბენეფიციარს ვეკითხებით: რა არის თქვენი ყველაზე დიდი ოცნება?

ნინა: მინდა ჩემი შვილები კარგი ადამიანები გაიზარდონ! პირველ რიგში, – კეთილი და გულისხმიერი! ვოცნებობ ოდესმე საკუთარი სახლი ჰქონდეთ, საიდანაც მათ აღარავინ აღარასოდეს გამოყრის!

– ყველაზე მეტად ახლა რა გჭირდებათ?

ნინა: ოჰ, როგორ მერიდება თხოვნა… მხოლოდ შვილების გამო გადავწყვიტე, რომ თქვენთვის მომემართა. პირველ რიგში, – სურსათი, რა თქმა უნდა! უკვე გითხარით, რომ ზოგჯერ სახლში პურის გარდა საერთოდ არაფერი გვაქვს… ბავშვებს სწავლისთვის კომპიუტერიც სჭირდებათ. თავადაც ხედავთ, რომ საერთოდ არაფერი გაგვაჩნია: არც ნორმალური საწოლები, არც საბნები, არც ლეიბები… უბრალოდ საშინელებაა!

პირადად თქვენთვის თუ გინდათ რამე? თქვით, ნუ გერიდებათ.

ნინა: მერწმუნეთ, პირადად ჩემთვის არასოდეს შეგაწუხებდით, მაგრამ რადგან მეკითხებით, – ჩემი სანუკვარი ოცნება სარეცხი მანქანა და მაცივარია. ეს ცხოვრებას ბევრად გაგვიმარტივებდა…

– ჩვენი ფონდის შესახებ საიდან შეიტყვეთ?

ნინა: თქვენს „ფეისბუქ“ გვერდს წავაწყდი, უამრავი გაჭირვებული ადამიანის ისტორიები წავიკითხე… გული მიმძიმს, ღმერთო, რამდენი მწუხარებაა! იმედი გამიჩნდა, რომ ვინმე ჩემი შვილების დახმარებასაც მოისურვებს… და აი, თქვენც აქ ხართ! ისეთი მადლიერი ვარ, რომ მოხვედით და მომისმინეთ, რადგან არავინ მყავს, ვისაც ჩემს დარდებს გავუზიარებდი… ასე რომ, თქვენი უკვე ძალიან მადლიერი ვარ!  

***

მეგობრებო, მელიქოვების ოჯახს ჩვენი დახმარება ძალიან სჭირდება. სამი მცირეწლოვანი ბავშვი იძულებულია ბინები ხშირად იცვალოს. მათ საერთოდ არაფერი გააჩნიათ და ზოგჯერ, მთელი დღის განმავლობაში, მხოლოდ პურის ჭამა უწევთ.

ოჯახს ნებისმიერი დახმარება გაახარებს. მათ ძალიან სჭირდებათ: საკვები, კომპიუტერი სამეცადინოდ, ასევე საბნები, ლეიბები, სარეცხი მანქანა და მაცივარი.

მელიქოვების ოჯახის მონახულება და შეძლებისდაგვარად დახმარება თავადვე შეგიძლიათ. მათი მისამართია: რუსთავი, თოდრიას ქ. მე-2 შესახვევი, კორპ. 3, ბინა 10.

და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ამის გაკეთება თავად არ შეუძლიათ. გაჭირვებული ადამიანები – ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ ღვთისადმი სიყვარული არა სიტყვებით, არამედ საქმით დავამტკიცოთ!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

  ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000 

(დანიშნულება: მელიქოვების ოჯახი). 

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ჩვენ, თქვენთან ერთად, უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდი მელიქოვების ოჯახსაც გავუმართოთ ხელი! უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს!

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2021 ივლ 15
პროდუქტები
179.93₾
2021 ივლ 15
სარეცხი მანქანა
599.00₾
2021 ივლ 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
195.00₾

სულ ხარჯები:

973.93₾

დარჩა:

0₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.06.2021 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
18.06.2021 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
09.06.2021 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.06.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.06.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.06.2021 05:57:33
₾34.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.06.2021 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.06.2021 20:00:00
₾7.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.06.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.06.2021 20:00:00
₾30.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.06.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.06.2021 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.06.2021 05:53:34
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.06.2021 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.06.2021 20:00:00
₾40.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.06.2021 20:00:00
₾15.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
31.05.2021 20:00:00
₾0.75
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.05.2021 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.05.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.05.2021 10:26:21
₾1.00

შემოწირულია:

₾973.75

72 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾973.75

72 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება