რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

დედა და ორი შვილი იმაზე უარესად ცხოვრობს, ვიდრე ციხეში!

calendar მაისი 30, 2021

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

სამი ადამიანი გადარჩენას ციხის პირობებზე უარეს გარემოში ცდილობს, თვეში 280 ლარით.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

სამი ადამიანი გადარჩენას ციხის პირობებზე უარეს გარემოში ცდილობს, თვეში 280 ლარით.

ძველ, ხის ფანჯრებს ცელოფანი აქვს აკრული; დამპალი ჭერი შეიძლება ნებისმიერ დროს ჩამოინგრეს; კედლებში ხვრელებია; სახურავიდან წყალი ჟონავს და ელემენტარული, ნორმალური ცხოვრებისათვის საჭირო პირობებიც კი არ არის. 31 წლის ნათია სადაგაშვილი თავის ორ შვილთან – 6 წლის თაზოსთან და 16 წლის მარიამთან ერთად უკვე არაერთი წელია ასეთ გარემოში ცხოვრობს. თავიდან ვერც კი იფიქრებ, რომ ამ შენობაში შეიძლება ვინმე ცხოვრობდეს.

„მართლა დაგვეხმარებით?“ – კითხულობს ლამაზთვალება ბიჭი, თაზო, რომელიც ღუმელთან ზის და ხელებს ცეცხლს უფიცხებს. – „დედა ამბობს, რომ ბევრ კარგ საქმეს აკეთებთ. ანუ ჩვენც დაგვეხმარებით? თორემ, როგორც ჩანს, აღარავის ვჭირდებით.“

ამ სიტყვებმა გული მატკინა. ვიგრძენი, რომ ცოტაც და ავტირდებოდი! განა შეიძლება გულგრილი დარჩე, როცა ხედავ, რა პირობებში ცხოვრობს ეს სანდომიანი და კეთილი ხალხი?!

ნათია შვილებს მარტო ზრდის. მან არაერთი განსაცდელი გამოიარა და აღიარებს, რომ ნათელი მომავლის უკვე აღარ სჯერა; მაგრამ ფიქრი შვილებზე, რომლებსაც დედა ასე სჭირდებათ, საბრალო ქალს ნებისმიერ სირთულესთან გამკლავების ძალას აძლევს. დახმარების თხოვნით ნათიამ რამდენ სახელმწიფო უწყებას აღარ მიმართა, მაგრამ მთავრობამ მისი ვედრება არაფრად ჩააგდო. ადამიანური სიკეთის იმედით, სასოწარკვეთილმა ქალმა ჩვენს ფონდს მომართა.

ნათია, ბავშვებთან ერთად ასეთ პირობებში როგორ ცხოვრობთ?

ნათია: როგორცციხეში… დღე არ გადის, მორიგი განსაცდელის წინაშე არ დავდგეთ. ერთი სიტყვით, გადარჩენას ვცდილობთ. უკვე წელიწად-ნახევარია ასე გრძელდება – მას შემდეგ, რაც ქმარს დავშორდი. ეს შენობა ადრე ჩემს მშობლებს ეკუთვნოდა, მაგრამ აქ ნორმალური საცხოვრებელი პირობები საერთოდ არ გვაქვს. თავადაც ხედავთ – სახურავიდან წყალი ჟონავს და შეიძლება თავზე ნებისმიერ დროს ჩამოგვენგრეს; ჭერზე ბზარები ხელთ არსებული საშუალებებით ამოვავსეთ; ფანჯრებს ცელოფანი ავაკარით; სახლის გათბობას შეშის ღუმელით ვცდილობთ, მაგრამ მაინც უბერავს. სულ ორი ოთახი გვაქვს: ერთში ყველას ერთად გვძინავს, მეორეში კი სამზარეულოა. იქ ონკანი არაა; წყალი ეზოშია, ამიტომ სახლში სათლებით ვეზიდებით. საპირფარეშოც ეზოშია, აბაზანა კი არ გვაქვს. ტაშტში ვიბანთ ხოლმე.

რა სახის დახმარება გჭირდებათ პირველ რიგში?

ნათია: საკუთარ პრობლემებზე საუბარი ძალიან მერიდება… მაგრამ ისინი ნამდვილად გვაქვს და ჩემი შვილებისთვის ეს პრობლემები არსებითია. სახლში, ღუმელისა და ტელევიზორის გარდა, არანაირი ტექნიკა არ გვაქვს. თქვენ მოსვლამდე ნათხოვარი მაცივარი გვედგა, მაგრამ ტექნიკა უკვე წაიღეს და აღარაფერი გვაქვს. სანამ ცივა, საჭმელი არ ფუჭდება, მაგრამ ზაფხულში რას ვიზამ, არ ვიცი; თუმცა მაცივრის გარეშე კიდევ როგორმე გავძლებთ… ამ წუთისთვის ყველაზე მთავარი პრობლემა საწოლები და სარეცხი მანქანაა. ახლა ყველას ერთად გვძინავს, ერთ საწოლზე. ავეჯი ძველია, მორყეულია და ჭრიალებს; მალე ალბათ საერთოდ დაიშლება. კარგი იქნებოდა, ბავშვებისთვის ორსართულიანი საწოლი რომ მქონდეს…

სარეცხი მანქანა ძალიან მჭირდება. კარგად იცით, რომ როცა შვილები გყავს, ბევრი სარეცხია. ხელით რეცხვა აღარ შემიძლია, ძალა აღარ მაქვს! წყალს ეზოდან ვეზიდები, ღუმელზე ვაცხელებ და ისე ვრეცხავ; ზოგჯერ ცივ წყალშიც მიწევს. იცით, არც საკვები გვყოფნის! ამაზე საუბარი მრცხვენია, მაგრამ ზოგჯერ მე ვშიმშილობ, ოღონდ ბავშვებმა ჭამონ.

– ნათია, კითხვისთვის ბოდიშს გიხდით, მაგრამ მეუღლეს რატომ დაშორდით?

ნათია: გამუდმებით სვამდა, მცემდა; ბავშვებს ძალიან ეშინოდათ. დიდხანს ვითმენდი; ნაწილობრივ იმიტომ, რომ ოჯახის შენარჩუნება მინდოდა… და კიდევ იმიტომ, რომ წასასვლელი მართლა არსად მქონდა; მაგრამ ბოლო წვეთი ის დღე აღმოჩნდა, როცა ხელი ძალიან მატკინა. წარმოდგენა არ მაქვს, საერთოდ როგორ გადავრჩი ცოცხალი. (ტირის.) მაგრამ, როგორც ჩანს, ღმერთმა დამიფარა. იმ შემთხვევის შემდეგ მივხვდი, რომ სასწრაფოდ უნდა გავქცეულიყავი.

– მეუღლე როგორ გაიცანით?

ნათია: მე მოზარდი ვიყავი, ის – ჩემზე 5 წლით უფროსი; ჩვენ მახლობლად ცხოვრობდა და ჩვენი გზები საკმაოდ ხშირად იკვეთებოდა… ერთმანეთი მოგვეწონა. ჩამოყალიბებული, საიმედო ადამიანი მეგონა, ვის გვერდითაც თავს უსაფრთხოდ ვიგრძნობდი და ვისთან ერთადაც ცხოვრების გზას ხელიხელჩაკიდებული გავივლიდი. ხომ იცით, პირველი სიყვარული როგორია… ადრე გავთხოვდი. ამ ასაკში, ბედნიერი მომავლის მოლოდინში, გრძნობებისა და ოცნებების გარდა სხვა არაფერზე ფიქრობ.

– ახლა რამენაირად გეხმარებათ? ან შვილებს თუ ეხმარება?

ნათია: არა! ისეთი მამა არასოდეს ყოფილა, როგორიც უნდა ყოფილიყო, რომლითაც ბავშვები იამაყებდნენ… და მე რაში ვჭირდები საერთოდ? არც ფინანსურად გვეხმარება და არც სურსათით. იცის, რა პირობებში ვცხოვრობთ, მაგრამ საერთოდ არ აინტერესებს.  

რა სახსრებით ცხოვრობთ? რა შემოსავალი გაქვთ?

ნათია:სოციალურ დახმარებას ვიღებთ, ჯამში 280 ლარს… მაგრამ ამიხსენით, როგორ გადავანაწილო ეს თანხა ისე, რომ ყველაფერზე გვეყოს? თქვენც კარგად გესმით, რომ ასეთ პირობებში შეიძლება იარსებო, მაგრამ არა იცხოვრო. ბავშვებს ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და საჭმელი სჭირდებათ. სკოლაშიც ხომ დადიან, არა? იმდენი რამის ყიდვა მიწევს! სიმართლე გითხრათ, უკვე ნერვები აღარ მყოფნის. აღარ ვიცი, რა გავაკეთო! ალბათ ვინმე გამკიცხავს – ახალგაზრდაა, ადგეს და იმუშაოსო… კი ბატონო, სიხარულით ვიმუშავებდი, სამსახური რომ მქონდეს! მაგრამ აქ არაფერია! ან საშოვარზე სად წავიდე? ბავშვების დამტოვებელიც არავინ მყავს, მათთან ერთად კი როგორ წავალ? დამეთანხმეთ, რომ მთლად ასეთი მარტივიც არაა…

ბავშვებს რას აჭმევთ? როგორია თქვენი კვების რაციონი?

ნათია: წვნიანებს, მაკარონს, წიწიბურას… ზოგჯერ ფული საერთოდ არ გვყოფნის, ამიტომ საკვები პროდუქტები მაღაზიიდან ვალად მომაქვს.

– ნათესავებიდან ან ახლობლებიდან არავინ გეხმარებათ?

ნათია: ჩემი მშობლები გარდაცვლილები არიან. ერთი და მყავს – გათხოვილია და საკუთარი ოჯახი აქვს, მაგრამ მათაც ძალიან უჭირთ. მათთვის დახმარების თხოვნა არ შემიძლია… ყოფილი მეუღლის მხრიდან კი – არა, არავინ გვეხმარება! ჩვენ არავის ვჭირდებით.

– დახმარებისთვის ხელისუფლებისთვის თუ მიგიმართავთ? 

ნათია: დიახ! თან არაერთხელ! რამდენი განცხადება მაქვს დაწერილი, მაგრამ აზრი? არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია! მაგალითად, ადგილობრივ მერიაში რამდენჯერმე მივედი და სახურავის შეკეთებაში ვთხოვე დახმარება – წყალი ძალიან ჟონავს და შეიძლება ნებისმიერ დროს დაგვემხოს თავზე… მაგრამ ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ფული არ აქვთ და ვერაფრით დაგვეხმარებიან.

– რაში ხედავთ ხსნას? ადამიანური სიკეთის თუ გწამთ?

ნათია: თანაც როგორ?! ხსნას სწორედ სიკეთესა და რწმენაში ვხედავ, რადგან ერთი მეორისაგან განუყოფელია! ჩვენს საქართველოში უამრავი კეთილი და გულისხმიერი ადამიანი ცხოვრობს და მჯერა, რომ თქვენი ფონდი და კეთილი ხალხი აუცილებლად დაგვეხმარება!

იცით, თქვენი ფონდის ვებ-გვერდზე ბევრი გულის ამაჩუყებელი ამბავი წამიკითხავს და ბევრჯერ მიტირია! ამ ხალხის გასაჭირთან შედარებით ჩემი პრობლემები ისეთი გლობალური აღარ ჩანს. (ოხრავს.) თქვენი ფონდი იმდენ ადამიანს ეხმარება! ვერც კი წარმოიდგენთ, თქვენი როგორი მადლიერი ვარ იმის გამო, რომ ჩემი პრობლემების მიმართ გულგრილი არ დარჩით! ეს უკეთესი მომავლის იმედს მაძლევს!

– ნათია, თქვენი შვილების შესახებ მოგვიყევით. რა უყვართ? რა იტაცებთ?

ნათია: მარიამი ცეკვაზე დადის და კარგად ხატავს. ძალიან ნიჭიერი გოგოა! თაზო სკოლაში ახლა შევიდა. კარგად სწავლობს, ყველაფერი აინტერესებს, განსაკუთრებით მათემატიკა უყვარს. ჩემი შვილებით ვამაყობ! ძალიან მეხმარებიან!

თაზო:დედას და დაიკოს ყოველთვის დავეხმარები. მე ხომ კაცი ვარ! მე თუ არა, აბა, დედას სხვა ვინ დაიცავს? რომ გავიზრდები, ბევრ ფულს ვიშოვი და ნებისმიერი საჭმლის ყიდვას შევძლებთ. შიმშილი აღარ მოგვიწევს.

თაზო, ვინ გინდა გამოხვიდე? ამაზე გიფიქრია?

თაზო: პოლიციელი გავხდები. ეს საქართველოში კარგი პროფესიაა. ხალხს დავიცავ და გადავარჩენ! აღარც დედას შეეშინდება ოდესმე, რომ ვინმე აწყენინებს. ყოველთვის დედის და დის გვერდით ვიქნები!

– რაზე ოცნებობ, თაზო?

თაზო: (ჩაფიქრდა.) სითბოზე და საჭმელზე. სახლში სულ ცივა, ხელ-ფეხი მეყინება… ნორმალურად ჭამაც მინდა. ძეხვი და ტკბილეული მიყვარს, მაგრამ დიდი ხანია სასუსნავი აღარ მიჭამია.

***

მეგობრებო, როგორც ხედავთ, სადაგაშვილების ოჯახი საშინელ სიღატაკეში ცხოვრობს. არ შეიძლება, რომ გულგრილი დავრჩეთ და არ დავეხმაროთ! მათ საკვები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ტანსაცმელი სჭირდებათ. მოდი დავეხმაროთ ამ ოჯახს, გამოვიჩინოთ გულმოწყალება და ბავშვებს ნორმალური ცხოვრების შესაძლებლობა მივცეთ.

მოინახულეთ ნათია, გაიგეთ მათი საჭიროების შესახებ, გაამხნევეთ და უთხარით, რომ ისინი მარტო არ არიან და ჩვენ მათ გასაჭირში არ დავტოვებთ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მათი მისამართია:გორის მუნიციპალიტეტი, სოფ. ქვახვრელი

მეგობრებო, ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი იწყებს აქციას ნათიას ოჯახის დასახმარებლად. ბავშვების გარეშე ერს და ქვეყანას მომავალი არ აქვს. გაუფრთხილდით ახალგაზრდა თაობას! დაეხმარეთ მათ გადარჩენაში! „ჩაწერეთ“ ისინი თქვენი ნათესავების სიაში და დარწმუნებულები ვართ, უფალი აუცილებლად დაგლოცავთ!

და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000 

(დანიშნულება: სადაგაშვილების ოჯახი.)

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ОРРА, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2021 ივლ 08
სარეცხი მანქანა
575.00₾
2021 ივლ 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
200.00₾
2021 აგვ 24
პროდუქტები
220.00₾

სულ ხარჯები:

995.00₾

დატოვა:

0.50₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
ზუხბაია ალექსი
14.07.2021 20:00:00
₾50.00
ზუხბაია ალექსი
12.07.2021 20:00:00
₾50.00
გიორგი
08.07.2021 20:00:00
₾5.00
ქეთევან უცუნაშვილი
21.06.2021 20:00:00
₾100.00
გიორგი ამირაჯები
17.06.2021 20:00:00
₾5.00
კაპანაძე გიორგი
16.06.2021 20:00:00
₾3.00
მაია იმნაძე
16.06.2021 20:00:00
₾4.00
ირაკლი გაბაიძე
15.06.2021 20:00:00
₾10.00
ხვთისო ტაბლიაშვილი
15.06.2021 12:44:44
₾25.00
ლომსიანიძე ლევან
14.06.2021 20:00:00
₾10.00
სახვაძე ლანა
14.06.2021 20:00:00
₾2.00
ნესტანი ჯუმუშაძე
14.06.2021 20:00:00
₾5.00
თამარი კანდელაკი
14.06.2021 20:00:00
₾3.00
კეთილი გული
14.06.2021 15:24:54
₾10.00
მანუკიანი ერნესტ
13.06.2021 20:00:00
₾10.00
ბექიშვილი ნინო
13.06.2021 20:00:00
₾15.00
ტერმინალი
13.06.2021 20:00:00
₾5.00
ნანავა რამაზ
13.06.2021 20:00:00
₾2.00
ნუგზარი ჯოხარიძე
13.06.2021 20:00:00
₾4.00
Игорь Яременко
13.06.2021 15:24:11
₾10.00

შემოწირულია:

₾995.50

81 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾995.50

81 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება