ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

შეძლებ, რომ ჩემი დედა იყო?

page info icon
2021 ივნისი 15
page info icon
1400
„პატარა ვიყავი, მაგრამ დედა მახსოვს“, - გვეუბნება პატარა, მშვენიერი ბარბარე და დედამისის სურათი გულზე მიხუტებული მოაქვს. – „ხომ ლამაზია? ხომ ვგავარ? მახსოვს, როგორ იწვა, ხელზე ვეფერებოდი, მას კი უხაროდა. ახლა ის ზეცაშია, მე კი მას გულებს ვუხატავ და ვწერ „დედიკო, მიყვარხარ“. მე და ბებო მის საფლავზე ხშირად დავდივართ და იქ ყველაფერი ძალიან ლამაზია... ახალ წელს მისთვის ნაძვის ხესაც კი ვრთავთ.“
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
GE15TB7194336080100003
GE42LB0115113036665000
GE64BG0000000470458000
შეგროვებულია:
3,847.66 ₾
( 179 დონორები )
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

„პატარა ვიყავი, მაგრამ დედა მახსოვს“, - გვეუბნება პატარა, მშვენიერი ბარბარე და დედამისის სურათი გულზე მიხუტებული მოაქვს. – „ხომ ლამაზია? ხომ ვგავარ? მახსოვს, როგორ იწვა, ხელზე ვეფერებოდი, მას კი უხაროდა. ახლა ის ზეცაშია, მე კი მას გულებს ვუხატავ და ვწერ „დედიკო, მიყვარხარ“. მე და ბებო მის საფლავზე ხშირად დავდივართ და იქ ყველაფერი ძალიან ლამაზია... ახალ წელს მისთვის ნაძვის ხესაც კი ვრთავთ.“

ეს სიტყვები გონებიდან არ ამომდის... ყველა პრობლემა, ყველა უსიამოვნება, ყველა საზრუნავი გავიწყდება, როდესაც პატარა ობოლი თავის მწუხარებაზე გიყვება... მას დედა აღარ ჰყავს, ის გარდაიცვალა. რა შეიძლება იყოს ამ ტრაგედიაზე უფრო მტკივნეული? „ბებო ძალიან მიყვარს, მაგრამ დედა რომ მყავდეს, იცით, რა ბედნიერი გოგო ვიქნებოდი? და შენ გყავს დედა?“

მეგობრებო, ძალები მოიკრიბეთ, რადგან ახლა საშინელ, მაგრამ რეალურ ამბავს მოისმენთ; გაიცნობთ დედას, რომელმაც 22 წლის შვილი დაკრძალა და პატარა ბარბარეს, რომელიც დაობლდა! და თითქოს ეს საკმარისი არ იყო, ისინი ახლა გადარჩენის ზღვარზე იმყოფებიან, უსახსროდ დარჩენილები, უკეთესი ცხოვრების ყოველგვარი პერსპექტივის გარეშე...

მოდი ახლა ყველაფერი თანმიმდევრობით მოვყვეთ... ცხოვრების ყველა წესისა და სცენარის თანახმად, ისინი დიდი ხნის წინ უნდა მომკვდარიყვნენ. მათი ჯვარი იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ მისი ტარება არათუ ძნელი, - უბრალოდ არარეალურია!

მარიამ ბებოს საშინელი ოჯახური ცხოვრება ჰქონდა - ქმარი მას უღმერთოდ სცემდა. კაცს ამისთვის ციხეშიც კი სვამდნენ, მაგრამ როგორც კი გამოდიოდა, ისევ სცემდა... ქალს მკერდის კიბო დაუდგინეს, რამდენჯერმე ოპერაციაც გაუკეთეს, მაგრამ ეს ამბავი უკვე დაავიწყდა - აზრი არ აქვს, მისი ჯანმრთელობა უკვე უმნიშვნელოა.

ექვსი წლის წინ მის ქალიშვილს სარკომა დაემართა და მარიამს შვილი საშინელი წამებით ჩააკვდა ხელებში... „ის, ფაქტობრივად, ცოცხლად გაიხრწნა. საზიზღარი, ავთვისებიანი წარმონაქმნებისგან მთელი სხეული დაუმახინჯდა, ტკივილისგან ღრიალებდა, მე კი ვერაფრით ვეხმარებოდი“, - იხსენებს მარიამი და ყურებზე ხელებს იფარებს. – „მისი არაადამიანური ყვირილი დღემდე ყურებში მიდგას: „დედა, ქენი რამე! მეტის ატანა უკვე აღარ შემიძლია...“

ეს როგორ დაემართა? ავად იყო?

მარიამი: არა, ჩემი მარი ჯანმრთელი გოგო იყო, გრიპიც კი არასდროს ჰქონია. 19 წლის ასაკში გათხოვდა, ყველაფერი მშვენივრად იყო, მაგრამ ორსულობის მესამე თვეში საშინელი თავის ტკივილები დაეწყო. გვეგონა, ორგანიზმის გადაწყობა ხდებოდა, მაგრამ... კიბო აღმოაჩნდა. ნამდვილი შოკი იყო! სასწრაფო ოპერაცია დაინიშნა. ბარბარე ჯერ კიდევ მუცელში ჰყავდა, როცა თავის ქალა ახადეს და სიმსივნე ამოაჭრეს... მაგრამ არ უშველა.

მაგრამ შეძლო და ორსულობა ბოლომდე მიიტანა, ხომ ასეა? ბარბარე ჯანმრთელი დაიბადა?

მარიამი: დიახ, მშვენიერი ბარბარე ანგელოზივით გოგო დაიბადა! მარის სჯეროდა, რომ თუკი ღმერთმა შვილი აჩუქა, შვილის მოსავლელად სიცოცხლესაც აჩუქებდა, მაგრამ მისი მდგომარეობა უფრო და უფრო მძიმდებოდა... სწორედ ამ დროს ქმარმაც მიატოვა! ალბათ ავადმყოფი ცოლი არ ისურვა. ბარბარეზეც უარი თქვა, ჩათვალა, რომ ავადმყოფი ქალი ჯანმრთელ შვილს ვერ გააჩენდა.

სიტყვები არ მყოფნის!

მარიამი: ვერ ვიჯერებ, რომ ერთმა ადამიანმა შეიძლება ამდენი რამ გადაიტანოს, რომ ერთ ადამიანს ამდენი საშინელება შეიძლება დაემართოს... სამწუხაროდ, ჩვენი პრობლემები ამით არ დასრულებულა. შვილს და შვილიშვილს ვუვლიდი; ჩემი საწყალი გოგონა ერთი წელი საშინელი ტკივილებით იტანჯებოდა. სხეულზე ცოცხალი ადგილი აღარ დარჩა. 22 წლის იყო, როდესაც გარდაიცვალა. ბარბარე კი იმ დღეს წლინახევრის გახდა. ჩემი ცხოვრება იმ დღეს დასრულდა. სიმწრისგან კედელს თავს ვურტყამდი. მის საფლავზე მივდიოდი და მთელი დღეები იქ ვიჯექი... გონზე ბარბარეს სიტყვებმა მომიყვანა. ხელისგულები ლოყებზე მომადო, თვალებში ჩამხედა და მკითხა: „ბებია, ახლა ჩემი დედა შენ იქნები?“ თითქოს სილა გამაწნეს და გაყინული წყალი გადამასხეს თავზე! მივხდი, რომ ახლა მისთვის უნდა მეცოცხლა, რომ ჩემ გარდა ბარბარეს სხვა აღარავინ ჰყავდა, რომ სიკვდილის უფლება არ მქონდა. ხომ გესმით ჩემი?

ამის სათქმელად ენა ვერ მიბრუნდება, მაგრამ სხვა სიტყვებს უბრალოდ ვერ ვპოულობ. ბარბარეს ძალიან გაუმართლა - მისი ბებია ნამდვილი გმირია!

მარიამი: მის გამო ყველაფრისთვის მზად ვარ! აგერ, უკვე ორი თვეა, გაზი გაგვითიშეს. დიდი დავალიანება გვაქვს - 120 ლარი. ამხელა ფულის გადახდა არ შემიძლია. დილით, წყლის გასაცხელებლად ან მისთვის ფაფის გასაკეთებლად, კოცონს ფიჩხით ვანთებ. აბა რა ვქნა? საბედნიეროდ, უკვე გაზაფხულდა და გაყინვის საფრთხე აღარ გვემუქრება. ჩვენი სახლი, ფაქტობრივად, ინგრევა; კედლებსა და იატაკზე ხვრელები და ნაპრალებია... გველები, ვირთხები მოძვრებიან.. ოჰ, ღმერთო, მომეცი ძალა და მოთმინება, რომ ამ ყველაფრის გადალახვა შევძლო და ადამიანის სახე არ დავკარგო!

სახელმწიფოსთვის დახმარება არ გითხოვიათ?

მარიამი: ოჰ, კაცი ვერ მოსთვლის, რამდენჯერ ვთხოვე, ვეხვეწე, ვეჩხუბე... მაგრამ უკვე ძალა აღარ მაქვს. იმის ძალაც აღარ მაქვს, რომ ვინმეს რამე ვუმტკიცო... ყველაფერმა დამღალა.

მარიამ, რაზე ცხოვრობთ?

მარიამი: ჩვენი ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარებაა. პენსიამდე ჯერ კიდევ დიდი დროა. მართალია, უკვე ბებერს ვგავარ, მაგრამ ჯერ მხოლოდ 49 წლის ვარ; უბრალოდ იმდენი ტანჯვა გამოვიარე, მიკვირს კიდეც, ამ ასაკამდე როგორ მოვაღწიე.

ბარბარე: ბებოს ნუ უსმენთ, სულაც არ არის ბებერი! ყველაზე ლამაზი და საყვარელია! მე ის ძალიან მიყვარს!

ბარბარე, ბებოს შესახებ კიდევ რას გვეტყვი?

ბარბარე: ის ჩემთვის დედასავითაა. მას დედაჩემის სუნი ასდის და მე ის ძალიან მიყვარს. იცით, რას მეძახის? „ჩემო საყვარელო, ჩემო სიცოცხლე, ჩემო მზეო“. დედა კი „კუდრაჭას“ - მოუსვენარს მეძახდა. იცით, როგორ მენატრება?.. იცით, როგორ მინდა ჩავეხუტო?.. სკოლიდან რომ მოვდივარ, მის სურათს ვუყურებ, ვესაუბრები, ვუყვები, რა კარგად ვსწავლობ. ლექსებსაც კი ვუყვები. ზოგჯერ მისთვის დიდ გულებს ვხატავ, მაკრატლით ვჭრი, მერე ბებოსთან ერთად მის საფლავზე ავდივართ და იქაურობას ვალამაზებთ. ის ხომ ყველაფერს ხედავს?!

რა თქმა უნდა, ბარბარე… ძალიან ჭკვიანი გოგო ხარ!

ბარბარე: ისეთი ტელეფონი მინდა, მასთან დარეკვა რომ შევძლო, მაგრამ ვიცი, რომ ასეთი არ არსებობს.

კიდევ რა გინდა?

ბარბარე: ლამაზ კაბებზე და ვარდისფერ ბოტასებზე ვოცნებობ... სულ ესაა! აჰ, არა! კიდევ, როცა გავიზრდები, მინდა პოლიციელი გავხდე, რომ არავინ არავის ჩაგრავდეს!

ბარბარე, უბრალოდ შესანიშნავი გოგო ხარ! დედა შენით ძალიან იამაყებდა!

ბარბარე: ვიცი, რომ მიყურებს და უხარია, როცა ბებოს ვეხმარები. ჭურჭლის დარეცხვა შემიძლია და ცოტა დაგვაც... მაგრამ არც ისე ლამაზი სახლი გვაქვს. ძალიან მინდა ისეთი სახლი მქონდეს, როგორიც სხვა ბავშვებს აქვთ - ფანჯრებით და ბზარების გარეშე!

მარიამი: ახლა ხომ გესმით, რა მაძლევს სიცოცხლის ძალას? ღმერთმა ჩემი შვილის ხელმეორედ აღზრდის შესაძლებლობა მომცა. ის ჩემს საყვარელ მარის ისე ჰგავს...

მარიამ, მესმის, რომ თქვენი ყველა პრობლემის მოგვარებას, სამწუხაროდ, ვერ შევძლებთ, მაგრამ იქნებ როგორმე მდგომარეობა მაინც შეგიმსუბუქოთ. რა გჭირდებათ პირველ რიგში?

მარიამი: ძალიან გთხოვთ, პირველ რიგში, იქნებ როგორმე გაზის ჩართვაში დამეხმაროთ. ყოველდღე ცეცხლის დანთება ძალიან მიჭირს, რომ ჩაი მაინც მოვადუღო. მეორეც - სარეცხი მანქანა და სურსათი... არ ვიცი, ისე მეუხერხულება თხოვნა... არც მაცივარი გვაქვს... ჩემი გოგონასთვის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი მინდა... და ტელეფონი! ტელეფონი არ მაქვს! სულ ესაა ჩემი ოცნებების ზღვარი...

დარწმუნებული ვარ, ბევრ მეგობარს შეიძენთ და თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება! მჯერა, რომ თქვენს პრობლემებს შეამჩნევენ და ყურადღებას აუცილებლად მოგაქცევენ!

მარიამი: თქვენს ფონდს სწორედ ამიტომ მივმართე. ვხედავ, რომ თუ ადამიანი ფრთებქვეშ შეიფარეთ, მისი ცხოვრება იცვლება. დიდი მადლობა, რომ მომისმინეთ და დაინტერესდით. თქვენი დახმარება ჩვენთვის სუფთა ჰაერივით იქნებოდა.   

***

მეტი რაღა ვთქვათ? რაღა დავამატოთ? ამ ოჯახს გვერდში როგორ დავუდგეთ და ტანჯვა როგორ შევუმსუბუქოთ? ბავშვს დედას ვერ დავუბრუნებთ, მაგრამ ამ მშვენიერი გოგოების ნუგეშისცემა ნამდვილად შეგვიძლია. ოჯახს ესაჭიროება: საკვები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, წამლები და ჰიგიენური საშუალებები, ბარბარეს კი ახალი ფეხსაცმელი და ლამაზი კაბა!

შეგიძლიათ მოინახულოთ ოჯახი, ჩაეხუტოთ, გაესაუბროთ და მოუსმინოთ მათ. ესეც ძალიან ბევრს ნიშნავს!

მათი მისამართია: გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფ. გურჯაანი.

მეგობრებო, ამ მშვენიერი ოჯახის დახმარების მიზნით, ჩერნოვეცკის ფონდი საჯაროდ იწყებს თანხების შეგროვებას. ჩაწერეთ ისინი თქვენი ნათესავების სიაში და დარწმუნებულები ვართ, რომ თავად უფალი დაგლოცავთ!

აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge        

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000 

(დანიშნულება: მარიამ კვაცაშვილი)

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.

ასევე, თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია ОРРА, TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270



აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:
GE15TB7194336080100003
GE42LB0115113036665000
GE64BG0000000470458000

მსგავსი პროექტები: