რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

ბავშვებო, დღესაც მარტო პური გვაქვს…

calendar სექტემბერი 29, 2021

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

– თვალცრემლიანი ამბობს დედა, ნინო.
– დე, მალე დღესასწაული მოდის… არ იტირო, რა, – ამშვიდებს მას გოდერძი. ბარბარე კი დედას თავზე ეფერება.
– მალე… – ოხრავს ნინო.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

ბავშვებო, დღესაც მარტო პური გვაქვს…

კეთილო ადამიანო, ახლავე გააზიარე პოსტი და ღვთისნიერი საქმის კეთებაში შენს მეგობრებსაც დაეხმარე!

– თვალცრემლიანი ამბობს დედა, ნინო.

– დე, მალე დღესასწაული მოდის… არ იტირო, რა, – ამშვიდებს მას გოდერძი. ბარბარე კი დედას თავზე ეფერება.  

– მალე… – ოხრავს ნინო.

დღესასწაული – ეს ის დღეა, როდესაც ნინოს მოხუცი მშობლები, თავიანთი მწირი პენსიით, თვეში ერთხელ ცოტაოდენ ყველს ან ქათამს ყიდულობენ შვილიშვილებისთვის, – ბარბარესთვის და გოდერძისთვის. ტყუპები მათ ცოტაოდენ ფულს სთხოვდნენ პენსიიდან, ნაყინისთვის და კანფეტებისთვის, თვითონ კი დედის საჩუქრისთვის აგროვებდნენ; მაგრამ არ გამოუვიდათ, ამიტომ თავადაც ძალიან დამწუხრებულები არიან.  

აი, ასეთ სიღარიბეში ცხოვრობს ნინო შვილებთან ერთად და სამწუხაროდ, მათი ბედი არავის ანაღვლებს! მას მხოლოდ კეთილი მეზობლები ეხმარებიან, რომლებსაც არც თვითონ აქვთ დალხენილი ცხოვრება, მაგრამ ბავშვებს თავიანთ წილ პურს მაინც უზიარებენ.

პატარა მიწური, დამპალი ავეჯი, დაბზარული კედლები, მჟონავი სახურავი… მაგრამ სახლში  ყველაზე დიდი საშინელება ეს კი არა, ცარიელი მაცივარია… და ბავშვების თვალები, რომლებიც სულ შიგნით იყურებიან იმ იმედით, რომ რაღაცას იპოვიან.

„ცუდი ამბავი გვაქვს: დედას დაბადების დღეზე საჩუქარს ვეღარ ვჩუქნით.“

„მალე დედას დღესასწაული აქვს. დიდი ხანია მისთვის ფულს ვაგროვებთ, – ბებოს კანფეტებისთვის და ნაყინისთვის ვთხოვდით, მაგრამ არ ვჭამდით… მაგრამ დედიკოს საჩუქრისთვის მაინც ვერ შევაგროვეთ.“

და რის ჩუქება გინდოდათ მისთვის?

  ბარბარე (7 წლის): ლამაზი სამაჯურის.

  გოდერძი (7 წლის): და ლამაზი ფეხსაცმლის. რაც ახლა აცვია, მახინჯი და დახეულია.

ბარბარე: და თხუნელის…

რატომ თხუნელის?

გოდერძი: ზაზუნას გულისხმობს. სულელი!

  ბარბარე: სულელი შენ თვითონ ხარ!.. იცით, თუთიყუშს რას ეძახის? ბუს! ეს ორი ერთმანეთში როგორ უნდა გერეოდეს?

„ჩვენ ახლა სურვილებს მოვიფიქრებთ, შენ კიდევ ჩაიწერე.“

  ნინო: ბავშვებო, გეყოთ ახლა, დეიდა ნუ დატანჯეთ! ჩემთან ლაპარაკი აცადეთ!

მოდი ჯერ დედათქვენს დაველაპარაკები, მე კი თქვენს სურვილებს ჩავიწერ, კარგი?

  ბარბარე: კარგი, ოღონდ არ დაგავიწყდეს! გრძელი სია მაქვს!

  გოდერძი: არაფერიც! გრძელი სია მე მაქვს! შენ კიდევ თოჯინა გინდა, რომელიც იფსამს! ჰა-ჰა-ჰა!

ოჰ, რა ცელქები არიან! მათთან ერთად ალბათ არ იწყენთ, არა?

ნინო: არ თქვათ! თუ ახმაურდნენ, მტრისას! განსაკუთრებით გოდერძი… მას დაბადებიდან გულის პრობლემები ჰქონდა და ძალიან ვანებივრებდი. მისთვის ნერვიულობა და გადაღლა არ შეიძლება. აქტიური თამაშის დროსაც კი ქოშინი ეწყება.

„მე ყველაზე ძლიერი კაცი ვარ და არაფერი მტკივა!“

  – მკურნალობა ხომ არ სჭირდება?

  ნინო: ღვთის წყალობით, სერიოზული არაფერია, უბრალოდ ყოველწლიურად გამოკვლევები სჭირდება; მაგრამ იმის ფულიც კი არ მაქვს, რომ ექიმთან წავიყვანო. თვეში 380 ლარით რის ყიდვა შემიძლია? მხოლოდ ყველაზე იაფფასიან პროდუქტებზე მყოფნის.

  ბარბარე: იცით, რა კეთილი ბებო მყავს? ქათამი გვაჩუქა! ისეთი გემრიელი იყო…

  ნინო: რომ არა ჩემი მშობლები, ალბათ დიდი ხნის წინ დავიხოცებოდით შიმშილით… უკვე მოხუცდნენ და თავადაც ავად არიან, მთელი მათი პენსია წამლებზე იხარჯება, მაგრამ თვეში ერთხელ ბავშვებს მაინც ანებივრებენ. ხან ქათმის ხორცი მოაქვთ, ხან ყველი და მაგ დღეს ნამდვილი დღესასწაული გვაქვს! მაგრამ როცა ფული საერთოდ არ მაქვს, მაღაზიაში პურს ვითხოვ… კეთილი მეზობლები მყავს; იციან, რომ თვის ბოლოს სოციალური დახმარებიდან კაპიკი აღარ მრჩება და ბავშვებს სადილზე თავისთან ეპატიჟებიან ხოლმე. ვფიქრობ, ასეთი კეთილი მეზობლები მხოლოდ საქართველოში არიან. 

„ბავშვები დღესაც მშრალ საჭმელზე მყავს, რადგან სახლში მარტო პურია.“

მარტოხელა დედა ხართ?

ნინო: დიახ. ქმარმა მიმატოვა… ზოგჯერ ბავშვებისთვის ფულს მიგზავნის ხოლმე… საშინელი ხასიათი ჰქონდა, ბავშვებს ძალიან ცუდად ექცეოდა… სჯობს მარტო იყო, ვიდრე ურჩხულთან ერთად ცხოვრობდე… რა თქმა უნდა, ნახევრად მშივრები ვართ.

  – მუშაობა არ შეგიძლიათ?

ნინო: ხანდახან ვმუშაობ – სახლებს ვალაგებ ან თხილის მოსაკრეფად მივდივარ. დედას ორ ბავშვს ვერ ვუტოვებ, ამიტომ ერთი თან მიმყავს ხოლმე.

  გეხმარებათ?

ნინო: როგორ გითხრათ… უფრო ხელს მიშლის, მაგრამ სხვა გამოსავალი არ მაქვს.

„აი, ველოსიპედის მსგავსი რაღაც უცნაური სათამაშო ვიპოვეთ!“

  გოდერძი: ეეე, რას ამბობ?! რკინის ნაჭრების პოვნაში და ზიდვაში ხომ გეხმარები?! ახლა დეიდა იფიქრებს, რომ ურჩი ვარ და ჩემს სურვილებს აღარ ჩაიწერს.

„სულ რაღაცას ვაკეთებ, დედა კი ამბობს, რომ ვაფუჭებ და ვხმაურობ.“

  – არა, რას ამბობ?! მოდი ჩემს ჯადოსნურ ბლოკნოტში ახლავე ჩავიწერ!

  გოდერძი: და ჯადოსნური რატომაა?

– ნახე, რამდენი ჩანაწერია! ეს სულ ბავშვების სურვილებია. ესენი უკვე ახდა, ესენი კი მალე ახდება, – როგორც შენები. ასე რომ, მოდი!

აი, ასე გამოიყურება სურვილების ნამდვილი ჯადოსნური ბლოკნოტი და არა ისე, როგორც თქვენ წარმოგედგინათ!

  გოდერძი: მაშინ ჩაიწერე და მერე გადავამოწმებ. კითხვა ვიცი. საწოლი – ეს ერთი! საკუთარი საწოლი და დედიკოსთვის ტელეფონი მინდა. მეორე – საზამთრო, ნესვი, სოსისი, კარაქი და ველოსიპედი! ყველაფერი ჩაიწერე?

  ჰო, მაგრამ რაღაც უცნაური სურვილები გაქვს…

  გოდერძი: თქვენ ჩემი დის სურვილები არ გინახავთ. ალბათ სიცილით მოკვდებით!

ბარბარე: ფუ, რა საზიზღარი ხარ!.. ახლა ჩემს სურვილებს გეტყვი! ახლა ჩაიწერ თუ მერე?

„მე მხოლოდ ორი სურვილი მაქვს.“

ახლა ჩავიწერ. რომ იფსამს, იმ თოჯინაზე ამბობდი რაღაცას…

  ბარბარე: უი, მართლა შეიძლება? ეგეთი თოჯინაა: წყალს რომ დაალევინებ, მერე იფსამს. ისეთი სასაცილოა! მაგრამ ლამაზი ფეხსაცმელებიც მჭირდება და ნაყინიც მინდა… საწოლი ჩემთვისაც შეიძლება? და პრინცესებიანი საბანი… ჩემი ძმისთვის კი – სპაიდერმენიანი, თორემ ისევ ვერ გავიყოფთ და ვიჩხუბებთ.

„ჩემს დას კი ვაბრაზებ, მაგრამ სხვას მისი წყენინების უფლებას არ მივცემ!“

ხშირად ჩხუბობთ ხოლმე? რა ვერ გაგიყვიათ?

  ბარბარე: დედას ვერ ვიყოფთ… და ვერაფერსაც ვერ ვიყოფთ…

  გოდერძი: დედა მარტო ჩემია! მის გამო უკვე ვიჩხუბეთ და მე მოვიგე!

„დედა ჩემია!“ – „არა, მარტო ჩემია!“

  ნინო: და ასე გრძელდება მთელი დღე…

ნინო, ახლა თქვენი ჯერია! ამ ჯადოსნურ ბლოკნოტში თქვენს სურვილებსაც ჩავიწერ…

ნინო: ვერც კი ვიჯერებ… ნახეთ, ბავშვებს როგორ უხარიათ! ისინი თქვენი მოსვლით უკვე გაახარეთ. წარმომიდგენია, რა დაემართებათ, ერთი სურვილი მაინც რომ აუხდეთ! ყველაზე აუცილებლით დავიწყებ – ეს, რა თქმა უნდა, სურსათია! ბავშვებისთვის საწოლებიც ძალიან გვჭირდება. ტელევიზორიც შესანიშნავი საჩუქარი იქნებოდა… და ღუმელი ან პურის საცხობი ღუმელი. გაზი არ გვაქვს, ამიტომ, ფული ეკონომიის მიზნით, პურს მე თვითონ ვაცხობ; მაგრამ ყოველ ჯერზე ღუმელის დანთება ძალიან მოუხერხებელია, არც შეშაა იაფი… და თუ შეიძლება, რომ ტანსაცმელი და ფეხსაცმელიც დავამატო, – ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი.

განა ბავშვებს ასეთ საწოლზე უნდა ეძინოთ?!

  ყველაფერი ჩავიწერე. ახლა ამის შესახებ ყველა კეთილ ქართველს მოვუყვებით და თქვენს ცხოვრებაში სასწაულები მოხდება!

***

აი, კიდევ ერთი უიმედობით სავსე ამბავი დასრულდა! ვინ შეამჩნევს ამ უბედურ ოჯახს? ვინ იზრუნებს მათზე? ახლა თუ მერე? საკითხავი აი, ეს არის!

ოჯახს ყველაფერი სჭირდება: სურსათი, ჰიგიენური საშუალებები, ტელევიზორი, ღუმელი, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და საწოლები ბავშვებისთვის. გვჯერა, რომ ეს ამბავი საჭირო ადამიანებამდე მიაღწევს. ამის დიდი იმედი გვაქვს! ბავშვების გულწრფელი სურვილები ხომ ფონდის ჯადოსნურ ბლოკნოტში ჩავიწერეთ!

ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და გაიხარეთ იმით, რომ უფალი ვიღაცის ლოცვებს თქვენი საშუალებით პასუხობს!

მათი მონახულება და დახმარება პირადად შეგიძლიათ მისამართზე: ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, სოფ. სუფსა, ღრმაღელე.

მოდით, გამოვიჩინოთ გულმოწყალება და დავუმტკიცოთ ბავშვებს, რომ სასწაულები ხდება! მათ ჩვენი სჯერათ, ამიტომ ნუ დააღალატებთ ჩვენს პატარა თანამემამულეებს! აჩვენეთ მათ, თუ რა კეთილი ხალხი ცხოვრობს საქართველოში!

დარწმუნებულები ვართ, რომ ერთად ჩვენ მათი ცხოვრების შეცვლას შევძლებთ!

  აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge 

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: ნინო მაყიშვილი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.

ასევე, თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ერთად ჩვენ უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ. მოდი ამ ოჯახსაც გავუმართოთ ხელი! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?!

თქვენთვის შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები წაიკითხოთ ინსტაგრამზე: www.instagram.com/chernovetskyi.fund და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund

და მხოლოდ ერთ ზარს სპეციალურ ტელეფონის ნომერზე: 0901 200 270 შეუძლია ვიღაცის სიცოცხლე გადაარჩინოს!

დალოცვილები ყოფილიყავით!

სიხარულისგან, ბავშვები ტელევიზორს ეხუტებიან
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

აბა გამოიცანი, რა მოგვიტანეს! ოღონდ არ წაიკითხო!
         ბარბარეს ახალი ჟაკეტი ბევრად უფრო უხდება, ვიდრე ძველი გახუნებული შარვალი და გაცვეთილი ზედა. მერე და როგორ უხდება ახალი თმისამაგრები და ახალი ვარცხნილობა! თავის ძამიკოსთან, გოდერძისთან ჩხუბის სურვილიც კი აღარ აქვს, ახლა ხომ კარგ განწყობაზეა, მოწყენილი აღარ არის და ტირილიც აღარ უნდა. კი, შეიძლება გოდერძი ცოტათი გააბრაზოს, ეს ხომ ჩვევად აქვს. გოდერძისაც აღარ აქვს წარბი შეკრული, სულ დაავიწყდა როგორი მაჩხუბარაა. მოღუშული სახით აღარ დადის, მხიარულად გამოიყურება. მართლაც დაავიწყდა! ცდილობს, მაგრამ, აღარ გამოსდის გაბრაზება. იმიტომ, რომ როდესაც ცხოვრება უფრო მხიარულია და ნათელი, პრობლემა კი ცოტათი ნაკლები, აღარავის სურს, მოწყენილმა და გაბრაზებულმა რომ იაროს.
         როდესაც უცნობი ადამიანები გირეკავენ და გეუბნებიან: „გვიყვარხართ!“, „თქვენს გვერდით ვართ!“, „რა გჭირდებათ?“, „რით დაგეხმაროთ?“; ცხოვრებაზე ნაწყენი და გაბრაზებული აღარ იქნები. როდესაც მოაქვთ საჩუქრები და გისრულებენ ყველა სურვილს, რომლის ასრულებაც არცერთ ჯადოქარს არ უნდოდა – ახალი მაგარი ტელევიზორი, მაცივარი, ბლენდერი, პურის საცხობი… როგორ შეიძლება არ გაიღიმო და გაიხარო?! როგორც იქნა, გამოვიდა! მაყიშვილების ოჯახმა, რომელმაც ამდენი ხანი იცხოვრა გაწირვებაში (https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/777-makishvili/) , ამჯერად სწორედ აირჩია ჯადოქრები – ჩვენი მკითხველები! 
         – აბა მომიყევით, ბავშვებო, როგორ მოგეწონათ საჩუქრები?
         გოდერძი: ძალიან მოგვეწონა ტელევიზორი. სულ მინდა, მანქანებს რომ ვუყურო, ბარბარე კი, პრინცესებზე უყურებს მულტფილმებს, და პულტს არ მაძლევს. (იცინის.)
         – ჩხუბობთ, თუ?
         გოდერძი: ცოტას ვჩხუბობთ, ისე ძალიან აღარ, როგორც ადრე, მაგრამ მერე ვუთმობ. ჩემი დაა მაინც.

კარგი, აღარ მოგეფარები! ჩვენი ახალი ელექტროღუმელი!

– უკვე გამოაცხვეთ რამე ღუმელში?
ბარბარე: კი, „პეჩენიები“.
          – მერე? როგორ მოგეწონათ? გემრიელი გამოვიდა?
         ბარბარე: ძალიან. თითქმის სულ შევჭამე მაშინვე, ჯერ კიდევ თბილი იყო, პირდაპირ ღუმელიდან. გოდერძისაც დავუტოვე ცოტა. ისეთი გემრიელი იყო. კიდევ ტორტი გამოვაცხვეთ. მაგარი გემრიელი რამეა. ადრე დედიკოს არაფერი არ ჰქონდა მაგის მოსამზადებლად. მერე კი, ძალიან ბევრი ფქვილი მოგვიტანეს. 10 ტომარა! დედამ ტორტი მაცივარში შეინახა, მაგრამ იქ დიდხანს არ გავაჩერეთ. გამოვაღებდი და ჩამოვიჭრიდი ხოლმე. მერე გოდერძი, მერე ისევ მე… ასე გათავდა.

ბარბარე, მგონი შენზე უფრო დიდი და მძიმეა!

          – დედას ცხობაში თუ ეხმარებით? 
          ბარბარე: კი-ი-ი-ი! ის ხომ ჩემს გარეშე ვერ გამოაცხობდა! ორი კვერცხი გავტეხე, მერე მოვურიე, მერე ფქვილი მოვიტანე… მერე ხელები ცომში ამებლანდა, და დედიკომ მითხრა: „ყოჩაღ, გეყოფა“.
          ნინო (იცინის): ვითომ მომეხმარნენ. (არ გაიგონ, ჩუ.)

„ვითომ კინოში ვართ, სახლში კი არა! ის უშველებელია!“

         – ბავშვებო, რომ გაიზრდებით, ჩვენი მკითხველებივით თუ მოიქცევით – დაეხმარებით სხვებსაც?
        გოდერძი: კი, გაჭირვებულ ბებიებს და ბავშვებს დავეხმარები, ვისაც საჭმელი არ აქვთ.
          – ძალიან კეთილი ბავშვები ხართ, ბევრი ფული რომ გქონდეთ, ვის უყიდიდით საჩუქრებს?
          ბარბარე: დედიკოს… კარგ ტელეფონს და საწოლს. ჩვენთან ერთად სძინავს, ჩვენ კი ძილში ფეხებს ვიქნევთ. (იღიმის.)
          – და ძამიკოს? 
          ბარბარე: ძამიკოს პატარა მანქანას. ან საერთოდ არაფერს! ვნახოთ, როგორ მოიქცევა!
            გოდერძი: მაშინ მეც არაფერს გიყიდი, იყავი მასე! კანფეტები რომ მოგვიტანეს, ჩემმა დაიკომ ძალიან ბევრი ჭამა, მაგრამ ჯერ არ დამტკბარა. ხომ ხედავთ, როგორი მავნეა.
          – ნინო, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც ჩვენს ფონდს დაუკავშირდით და პოსტი გამოქვეყნდა? 
          ნინო: ის დღე, საჩუქრები რომ მოგვიტანეს, ნამდვილი დღესასწაული იყო. ძალიან მადლიერი ვარ ყველას. არ ვიცი, საერთოდ რა გვეშველებოდა, თქვენი ფონდი რომ არა. როდის, ან საიდან მივიღებდით ასეთ საჩუქრებს?! ბავშვებს უხარიათ, გემრიელ პურს ვაცხობთ. იგრძნეს, რას ნიშნავს სიმყუდროვე. აღარ დარდობენ და აღარ ფიქრობენ ცუდზე. ბედნიერი ვარ, მათ რომ ვუყურებ. საერთოდ, როდესაც ფონდიდან უნდა მოვიდეს ვინმე, ბავშვებს უსაზღვროდ უხარიათ ხოლმე.
 

ახლა ამ რაღაცას ავაწყობთ

          ბარბარე: კიდევ, ძალიან მოგვწონს, ახალი მეგობრები რომ მოდიან ჩვენთან. ნინო დეიდა – ჩვენი ახალი მეგობარია. ლამაზი ტანსაცმელები გვაჩუქა. კაბები, ჟაკეტი. სათამაშოები, „პეჩენიები“… მას დედაჩემის სახელი ჰქვია.
          გოდერძი: ნინო დეიდა მეც დამიმეგობრდა. მეც ვუყვარვარ!
         ნინო: ორივე უყვარხართ. (იღიმის.) ბევრს შეუყვარდა ჩემი ტყუპები, ბევრმა იზრუნა მათზე. მადლობას გიხდით ჩემი შვილების მიმართ ასეთი თბილი დამოკიდებულებისთვის. ისინი მუდამ განიცდიდნენ ყურადღებისა და სიხარული ნაკლებობას. მხოლოდ ქართველებს შეუძლიათ ასეთი სიყვარული და თანაგრძნობა. ერთი წამითაც არ შემპარვია ეჭვი იმაში, რომ ფონდის მკითხველები არ მიატოვებდნენ ჩემს შვილებს. თქვენთან ერთად, თავს უსაფრთხოდ ვგრძნობ, უკეთესი მომავლის იმედი მაქვს. მადლობას გიხდით იმისთვის, რომ ჩემს შვილებსაც აგრძნობინეთ, რა არის სიხარული და დაანახეთ სხვა, კარგი ცხოვრება.

„დედა, წაიკითხე, რა, სად უნდა მივამაგროთ“

            – ნინო, ადგილობრივი ხელისუფლება თუ გამოეხმაურა ჩვენს პოსტს? რაიმე სახის რეაგირება თუ მოახდინეს?
           ნინო: არა, საერთოდ არავინ. უკვე რამდენი წელია, სხვის სახლში ვცხოვრობთ. რამდენჯერ მივწერე, და საერთოდ არავინ! ბავშვები კი, თამაშს რომ დაიწყებენ, ყოველთვის სახლს ხატავენ, იცით?!
         – საჩუქრებიდან, რომელი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი? და კიდევ რა გჭირდებათ? კიდევ რომელ პრობლემებს ვერ უმკლავდებით?
         ნინო: ყველაზე მეტად გვჭირდებოდა ტელევიზორი. ბავშვებს მულტფილემების ყურების საშუალებაც კი არ ჰქონდათ. ყველაფერს მოკლებულები იყვნენ… ისე ძალიან უნდოდათ, ისე იხვეწებოდნენ, სულ უბრალოს მაინც. და უცებ, პლაზმური ტელევიზორი! სიხარულისგან ეხუტებოდნენ! (იცინის.) ეკრანს წმენდენ, უვლიან. იმხელა ეკრანი აქვს, როგორც საკუთარ სახლის კინოთეატრს.
         ჩვენი ძველი მაცივარიც საერთოდ აღარ ვარგოდა – საერთოდ აღარ აცივებდა, თან, გუბეებიც დგებოდა მის ქვეშ. ახალი ძალიან მალე ყინავს, გადასარევად მუშაობს. ყურადღებას ვაქცევ, ბავშვებმა ძალიან ცივი რომ არ ჭამონ. (იღიმის.) კიდევ, პურის საცხობი მოგვიტანეს, რომელიც ძალიან გთხოვეთ. რა კარგები ხართ, და ყურადღებიანები! ჩემი თხოვნა არ დაგვიწყებიათ!

„ხაჭოს დესერტი ისეთი ცივია, პირი გამეყინა!“

          ჯერ გაზი არ მაქვს შემოყვანილი, იძულებული ვარ, საჭმელი დენზე რომ მოვამზადო. სოციალური დახმარებით, გაზი ვერანაირად ვერ შემომყავს…
         10 ტომარა ფქვილი მქონდა და პურს ვაცხობდი. მაგრამ, უნდა გამოვიზოგო იმიტომ, რომ წინა თვეში 100 ლარი მომივიდა დენის გადასახადი. სოციალური დახმარებიდან სესხი ავიღე და ისე დავფარე. თბილი წყალიც არ გვაქვს. ბავშვების დასაბანად, წყალს დენზე ვაცხელებ ხოლმე, მერე სააბაზანოში შემყავს, ვბან, გამომყავს და მაშინვე სითბოში ვაწვენ. ასე ვბანაობთ ხოლმე. სარეცხსაც ცივ წყალში ვრეცხავ. ხელებს ცხელ წყალში ჩავყოფ, გავითბობ, და გავაგრძელებ რეცხვას…
          ჯერჯერობით, მე და ბავშვებს ერთ საწოლში გვძინავს, სკამები არ გვაქვს. ძველი ავეჯიც რომ იყოს, ჩვენთვის პრობლემა არ არის. მთავარია სიმყარე ჰქონდეს.
                                            ***
         შესაძლოა, ნინოს დანარჩენი პრობლემები არც უხსენებია, ჩვენ ხომ ისედაც კარგად ვიცით, რომ არსად გამქრალა. არ აქვთ არც დასაჯდომი, არც დასაძინებელი ადგილი, არ გააჩნიათ ყველაზე აუცილებელი ავეჯიც კი – სკამები და საწოლი. არ აქვთ არც გაზი, არც ცხელი წყალი. მარტოხელა დედა კაპიკიანი სოციალური დახმარებით ასეთ სირთულეებს ცხოვრების ბოლომდე ვერ გაუმკლავდება.         ბავშვები ჯერ ძალიან პატარები ჰყავს. გოდერძი და ბარბარე ისე საოცრად იღიმიან, როცა თავს უკეთ გრძნობენ ცოტათი მაინც, იმხელა იმედი აქვთ ჩვენი და ჩვენში ეძებენ საყრდენს. შემდგომშიც უნდა შევძლოთ მათი დაცვა. გთხოვთ, მეგობრებო, განვაგრძოთ მათი დახმარება და დავრჩეთ მათ გვერდში. უდიდეს მადლობას გიხდით იმისთვის, რასაც აკეთებთ ამ და სხვა უამრავი ოჯახისთვის!
        მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
თქვენი სიკეთე არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ყველას!
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000 
(დანიშნულება: ნინო მაყიშვილი)
            თანხის ჩარიცხვა, ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით:https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/777-makishvili/
          ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
          ერთად, ჩვენ უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდით გავუმართოთ ხელი ლუკავების ოჯახსაც და შევუმსუბუქოთ ტანჯვა პატარა ლეილას, რადგან უბედურებისგან დაზღვეული არავინაა. ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?!
        არაჩვეულებრივი სიახლე გვაქვს – ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ:
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და
ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund.
       სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901 200 270
         დალოცვილები ყოფილიყავით!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2021 ნოე 01
ტელევიზორი
745.00₾
2021 ნოე 12
მაცივარი
680.00₾
2021 ნოე 26
პროდუქტები
99.94₾
2021 ნოე 30
ფონდის ზედნადები ხარჯები
465.00₾
2021 დეკ 07
საყოფაცხოვრებო ტექნიკა
360.00₾
2022 ივნ 30
ფონდის ზედნადები ხარჯები
65.00₾
2022 ივლ 26
პროდუქტები
250.00₾
2022 ივლ 27
მიქსერი , ჩოფერი
258.00₾

სულ ხარჯები:

2922.94₾

დარჩა:

0₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
ქობულაძე ნიკოლოზ
10.07.2022 20:00:00
₾3.00
მარიამ მაჭარაშვილი
10.07.2022 20:00:00
₾5.00
თამარ ჟამერაშვილი
10.07.2022 20:00:00
₾4.00
ტერმინალი
10.07.2022 20:00:00
₾0.04
ბერდია დევდარიანი
10.07.2022 20:00:00
₾1.00
სალომე ბიგვავა
10.07.2022 20:00:00
₾5.00
გორგაძე ნიკოლოზი
10.07.2022 20:00:00
₾2.00
კურტანიძე ნიკა
10.07.2022 20:00:00
₾3.00
ყურშუბაძე ბაჩანა
10.07.2022 20:00:00
₾28.90
სამნიაშვილი ლიკა
09.07.2022 20:00:00
₾2.00
პაპუნაშვილი ნათია
09.07.2022 20:00:00
₾1.00
ნიქაბაძე ხათუნა
09.07.2022 20:00:00
₾1.00
მეტრეველი ზაზა
09.07.2022 20:00:00
₾5.00
საღინაძე ნინო
08.07.2022 20:00:00
₾10.00
საგინაძე ირაკლი
08.07.2022 20:00:00
₾20.00
მიქაძე ნათია
07.07.2022 20:00:00
₾2.00
თორნიკე ბაჯელიძე
06.07.2022 20:00:00
₾20.00
ცომაია თორნიკე
04.07.2022 20:00:00
₾5.00
ჩელებაძე თორნიკე
04.07.2022 20:00:00
₾10.00
ფოლადაშვილი ნინო
04.07.2022 20:00:00
₾1.00

შემოწირულია:

₾2,922.64

279 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾2,922.64

279 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება