რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

ობი და სიდამპლე ბავშვების სუსტ ფილტვებს შხამით ავსებს!

calendar ნოემბერი 8, 2021

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

დედა, ირინე და მისი სამი შვილი: 12 წლის საბა, 10 წლის თოგო და 2 წლის მარიამი აუტანელ პირობებში ცხოვრობენ. სახლის დამპალი კედლები ობითაა დაფარული, რომელიც ჰაერში დაფრინავს და მერე ფილტვებში ილექება. ბავშვები მთელ დროს ამ შენობაში ატარებენ, ამ ჰაერს სუნთქავენ და დამპალი იატაკის ნახვრეტებზე ფეხის წამოკვრაც ჩვეულებრივი ამბავია. მათ ჯანმრთელობას რა მოუვა? ამაზე ფიქრიც კი საშინელებაა, მაგრამ ნეტა მხოლოდ ეს იყოს პრობლემა..

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

ობი და სიდამპლე ბავშვების სუსტ ფილტვებს შხამით ავსებს!

კეთილო ადამიანო, ახლავე გააზიარე პოსტი და ღვთისნიერი საქმის კეთებაში შენს მეგობრებსაც დაეხმარე!

დედა, ირინე და მისი სამი შვილი: 12 წლის საბა, 10 წლის თოგო და 2 წლის მარიამი აუტანელ პირობებში ცხოვრობენ. სახლის დამპალი კედლები ობითაა დაფარული, რომელიც ჰაერში დაფრინავს და მერე ფილტვებში ილექება. ბავშვები მთელ დროს ამ შენობაში ატარებენ, ამ ჰაერს სუნთქავენ და დამპალი იატაკის ნახვრეტებზე ფეხის წამოკვრაც ჩვეულებრივი ამბავია. მათ ჯანმრთელობას რა მოუვა? ამაზე ფიქრიც კი საშინელებაა, მაგრამ ნეტა მხოლოდ ეს იყოს პრობლემა…

ირინეს უბედურება თავს მას შემდეგ დაატყდა, რაც მისი ქმარი ციხეში აღმოჩნდა, ნათესავებმა კი, იმის ნაცვლად, რომ საბრალო ქალს მხარში ამოსდგომოდნენ, მასზე და მის შვილებზე უბრალოდ უარი თქვეს. ირინე სრულიად მარტო აღმოჩნდა, საარსებო წყაროსა და თავშესაფრის გარეშე, სამი შვილით ხელში. მას ისღა დარჩენოდა, რომ ელოცა და ერწმუნა, რომ მის შვილებს უფალი დაიცავდა და მათ დაღუპვას არ დაუშვებდა.  

თავად ირინე შეძლებისდაგვარად ცდილობს, ძალ-ღონეს არ იშურებს და ნებისმიერ, ყველაზე რთულ საქმესაც კი ეჭიდება, ოღონდ შვილები გამოკვებოს. მან საკუთარი ჯანმრთელობა უკვე გაინადგურა: 33 წლის ასაკში ქალს წნევები აწუხებს, გული სტკივა, თავის ძლიერი ტკივილები კი ზოგჯერ საწოლიდან წამოდგომის საშუალებასაც კი არ აძლევს. მისი უფროსი შვილი, საბო, იმ დროზე ოცნებობს, როცა გაიზრდება, ფულს იშოვის და დედისთვის ბევრზე ბევრი წამლის ყიდვას შეძლებს, რომ ის ავად აღარასდროს გახდეს.

თუმცა მანამდე ირინეს და მის შვილებს, ნახევრად მშივრებს, დამპალ ქოხში უწევთ ცხოვრება, სადაც არაფერია. მწირი სოციალური დახმარება და მცირე სეზონური შემოსავალი მათ ყველაზე ელემენტარულზეც კი არ ჰყოფნით, ამიტომ სასოწარკვეთილებამდე მიყვანილ მრავალშვილიან დედას სხვა აღარაფერი დარჩენია იმის გარდა, რომ დახმარებისთვის თქვენ მოგმართოთ, ძვირფასო მეგობრებო, რათა უფალს იმის შესაძლებლობა ჰქონდეს, რომ ეს საბრალოები თქვენი კეთილი გულების საშუალებით გადაარჩინოს!

– ირინე, მოგვიყევით, რა გადარდებთ, რა პრობლემები გაქვთ?

ირინე: აი, შეხედეთ! ეს ჩვენი სახლია! მაგრამ ისიც მახარებს, რომ რაღაც თავშესაფარი მაინც გვაქვს. ამავდროულად, მშვენივრად მესმის, რომ ასეთ პირობებში შეიძლება ნებისმიერმა ზრდასრულმა ადამიანმა გაინადგუროს ჯანმრთელობა, არათუ ბავშვებმა. ნესტი, ობი… სახურავი ჟონავს, იატაკი დალპა… ეს ჰაერი როგორ უნდა ვისუნთქოთ? იმაზე ფიქრიც კი მაშინებს, ასეთ პირობებში ჩემს შვილებს  რა შეიძლება დაემართოთ. ამასთან, ცუდადაც იკვებებიან და მათ გამო ძალიან ვნერვიულობ. უკვე ცრემლები დამიშრა… მაგრამ სხვაგან წასასვლელი არსად გვაქვს. მთელი ძალით ვიბრძვი, სულ დამატებით შემოსავალს ვეძებ, მინდვრებშიც და პლანტაციებზეც, მაგრამ ეს ჩვენს მდგომარეობას დიდად არ ცვლის, რადგან შემოსავალი სეზონურია და თან ძალიან მცირე. ისღა დამრჩენია, ბავშვების ჯანმრთელობა უფალს შევავედრო და მისი წყალობის იმედი მქონდეს. დღედაღამ ლოცვასავით ვიმეორებ: „ოღონდ რამე მქონდეს, რომ ბავშვებს ვაჭამო და ჩავაცვა, ოღონდ ჯანმრთელად იყვნენ… ღმერთო, მომეცი ძალა, რომ ისინი ფეხზე დავაყენო!“

კედლები ობით და სიდამპლით გაიჟღინთა, რაც ჰაერში დაფრინავს და ფილტვებში ილექება

ირინე, რა შეგემთხვათ? სამი შვილით ხელში ამ ქოხში როგორ აღმოჩნდით?

ირინე: ეს ძალიან სამწუხარო ამბავია. ჩემს ცხოვრებაში იმდენი რამ მოხდა… არ ვიცი, საიდან დავიწყო. მარტივად გეტყვით, – ბედი არასდროს მასაჩუქრებდა, პირიქით, დარტყმა უფრო მეტი მიმიღია და ბოლო, ყველაზე დამანგრეველი დარტყმა ის იყო, რომ წელიწად-ნახევრის წინ ჩემი ქმარი ციხეში აღმოჩნდა. იმის მაგივრად, რომ მისი ოჯახი გვერდში დამდგომოდა, – სახლიდან ბავშვებთან ერთად გამომაგდეს. ამ ყველაფრის გახსენება ძალიან მტკივნეულია… და სიმართლე გითხრათ, დეტალებზე საუბარი საერთოდ არ მინდა. მხოლოდ ერთს ვიტყვი: რამდენიმე წლის განმავლობაში იდეალური ოჯახი გვქონდა. მეგონა, როგორც იქნა, ამდენი ტანჯვის შემდეგ, ცხოვრება თანდათან ლაგდება-მეთქი! მაგრამ, როგორც ხდება ხოლმე, – სმა დაიწყო და ისე შეიცვალა, რომ ვეღარ ვცნობდი… ეჰ! მაპატიეთ, ამაზე საუბარი ძალიან მიჭირს… ყველანაირად ვცადე, რომ გაეთავისუფლებინათ, მაგრამ არაფერი გამოვიდა… მისმა ოჯახმა კი მე დამადანაშაულა. მას შემდეგ ბინიდან ბინაში დავხეტიალობთ, ძალიან გავწამდით. მადლობა ჩემს ნაცნობ კეთილ ქალს, რომელმაც უფასოდ შეგვიკედლა, მაგრამ ეს სახლიც გასაყიდად არის გატანილი. შეიძლება ნებისმიერ დროს ღია ცის ქვეშ აღმოვჩნდეთ, თავშესაფრის გარეშე.

„ჩემო გოგონავ, ნეტა იცოდე, როგორ მიყვარხარ!“

თქვენს რთულ ცხოვრებაზე ამბობდით რაღაცას. იქნებ დეტალურად მოგვიყვეთ? როგორი ბავშვობა და ახალგაზრდობა გქონდათ?

ირინე: ბედისწერამ პირველი დარტყმა მაშინ მომაყენა, როცა 13 წლის გავხდი. ჩვენი სახლი მეწყერმა გაანადგურა და ჩემს მშობლებთან და ორ ძმასთან ერთად ორ პატარა ოთახში მომიწია ცხოვრება. მოგვიანებით – საერთოდ ქუჩაში აღმოვჩნდით. ამდენი ტანჯვა-წამების გადამკიდე დედა მძიმედ ავად გახდა და მთელ ჩვენს ოჯახს მასზე რიგრიგობით მოუწია ზრუნვა. ადრეული ასაკიდანვე მძიმე შრომა მიწევდა, რომ ოჯახს რამენაირად მაინც დავხმარებოდი, მე-9 კლასიდან კი სწავლას საერთოდ თავი დავანებე, სკოლიდან გამოვედი, რომ მუდამ სნეული დედიკოს გვერდით ვყოფილიყავი. საშინლად მახსენდება ის აუტანელი დრო და გამყინავი შიში გულში ყოველ ჯერზე, როცა ჩვენს კართან სასწრაფო დახმარების მანქანა მოდიოდა; ეს კი თითქმის ყოველდღე ხდებოდა. მერე ჩემს პირველ სიყვარულს შევხვდი, ყოველ შემთხვევაში, მაშინ ასე მეგონა. მხოლოდ ახლა ვხდები, რომ ეს ალბათ ახალგაზრდული გატაცება იყო.

ოჯახი დაგენგრათ?

ირინე: დიახ, სამწუხაროდ. ჩემი პირველი ქმარი ჩემზე 11 წლით უფროსი იყო. დიდი ხნის განმავლობაში უცოლო იყო და საკუთარი ცხოვრებით ცხოვრებას შეჩვეული იყო. საერთო ცოტა გვქონდა, ერთმანეთს დიდი ხნის განმავლობაში არ ვნახულობდით, მაგრამ როცა ერთად ვიყავით, ძალიან ვჩხუბობდით. ყველაფერი იმით დასრულდა, რომ მივატოვე, ორი შვილით ხელში. საბო მაშინ ოთხი წლის იყო, თოგო კი ორის. ოჰ, როგორ გამიჭირდა! ბავშვებს ხან მამას ვუტოვებდი, ხან ბებოს. ფიზიკურად ვმუშაობდი, მძიმე სამუშაოს ვასრულებდი და ჯანმრთელობა გავინადგურე, მაგრამ არჩევანი არ მქონია – რაღაცაზე ხომ უნდა გვეცხოვრა, არა? მეორე ქორწინებაზე აღარც კი მიფიქრია, მაგის დრო ნამდვილად არ მქონდა, ამიტომ მეორე ქმართან შეხვედრა მართლა შემთხვევითობა იყო. ინიციატივა თვითონ გამოიჩინა. ლამაზად მეარშიყებოდა, მერე კი ჩემს მშობლებს ჩემი ხელი ოფიციალურად სთხოვა. ფიცი დადო, რომ ჩემს შვილებს საკუთარივით აღზრდიდა. ოჰ, მეტი რაღა უნდა ვთქვა? რაც მოხდა, მოხდა, – შედეგს კი ხედავთ…

ბედნიერი არასდროს ყოფილხართ, ირინე?

ირინე: არა, რატომ? ბედნიერი მომენტები მეც მქონია. რამდენიმე წელი მე და ჩემმა მეუღლემ მშვენივრად ვიცხოვრეთ, თავზე მევლებოდა… თუმცა ჩვენი შვილის, მარიამის დაბადების შემდეგ, რაღაცამ წამოუარა, თითქოს შეცვალეს. სმა და ჩხუბი დაიწყო, მუშაობას თავი დაანება. მოკლედ, ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ ჩემი უფროსი ბიჭისთვის, საბასთვის, სასწრაფოს გამოძახება მომიწია – შიშისგან კრუნჩხვები დაეწყო. სასწრაფო დახმარების ექიმებმა თქვეს, რომ ვალდებულები იყვნენ მომხდარის შესახებ პოლიციისთვის ეცნობებინათ. მერე სოციალური სამსახურები ჩაერივნენ, ბავშვი დაკითხეს, მე კი, როგორც აღმოჩნდა, თურმე ტვინის შერყევაც მიმიღია. აი, ასე აღმოჩნდა ჩემი ქმარი ციხეში! მართლა ყველანაირად ვეცადე, რომ არ დაეპატიმრებინათ, – მასზე განაცხადი არ გამიკეთებია და ბავშვს ვთხოვე ჩვენება შეეცვალა, მაგრამ არაფერი გამოვიდა; ამიტომ მისი ოჯახი ჩემზე ძალიან გაბრაზდა და… რაღაც ასე, რა… ახლა იძულებულები ვართ სხვა ხალხის ბინებში ვიყიალოთ. ეს ჩვენი მეოთხე საცხოვრებელია. ბინის ქირას ვერ ვიხდით. ან როგორ? სოციალური დახმარება 280 ლარი მაქვს, ბინას კი 250 ლარზე ნაკლებად ვერ იშოვი. ღმერთმა ჯანმრთელობა მისცეს ამ ბინის პატრონს, რომელმაც ნება დაგვრთო აქ უფასოდ გვეცხოვრა, სანამ მყიდველი გამოჩნდება. მერე რა მოხდება, – მაგაზე ფიქრიც კი მაშინებს.

ერთი საწოლი ოთხი კაცისთვის, რომელიც მთლიანად არის განადგურებული და ერთ ღამეს შეიძლება საერთოდ ჩაინგრეს.

არ მომესმა? მთელი თქვენი შემოსავალი 280 ლარია?

ირინე: დიახ, ასეა. ზოგჯერ, სეზონზე, დამატებით შემოსავალს ხილის და კაკლის კრეფით ვშოულობ, მაგრამ ეს დიდად არაფერში მეხმარება.

და ამ დროს ბავშვები სახლში მარტო რჩებიან, მეთვალყურეობის გარეშე?

ირინე: დიახ. საბა და თოგო უკვე დიდი, დამოუკიდებელი ბიჭები არიან და უმცროსი დის მოვლას მშვენივრად ახერხებენ. რა თქმა უნდა, მთლად უყურადღებოდ ვერ დავტოვებ. საბედნიეროდ, შესანიშნავი მეზობლები გვყავს და ძალიან გვეხმარებიან. მათ გარეშე არც კი ვიცი, რას ვიზამდი. ზოგჯერ ბავშვებს სადილსაც აჭმევენ, ზოგჯერ მულტფილმების საყურებლად მიჰყავთ თავისთან. ამის თქმა მრცხვენია, მაგრამ საბანაოდაც მათთან დავდივართ, რადგან აქ სამაგისოდ არანაირი პირობა არ გვაქვს.

ეს შემოსასვლელი კარია. ბზარებიდან და ხვრელებიდან მომაკვდინებელ სიდამპლეს გამყინავი ქარიც უერთდება.

ვინმე მაინც თუ გყავთ, ვინც დაგეხმარებოდათ? მშობლები, ნათესავები…

ირინე: სამწუხაროდ, არავის იმედი არ მაქვს. მშობლები ავად არიან, დიაბეტი აქვთ. დედა უკვე 20 წელია საწოლს არის მიჯაჭვული, მამას კი სახსრების სერიოზული პრობლემები აქვს. თან არც მათ აქვთ საკუთარი საცხოვრებელი. სახელმწიფო სულ გვპირდება და გვპირდება, როგორც სტიქიური უბედურების მსხვერპლებს, მაგრამ დღემდე არაფერი მოუციათ.

ხელისუფლებას დახმარების თხოვნით არ მიმართეთ?

ირინე: რა თქმა უნდა, მაგრამ ეს მხოლოდ დროის და ნერვების კარგვაა. საბუთები რომ მივიტანე და ვეცადე მომეყოლა, რა მდგომარეობაში ვიყავი (საცხოვრებელი არ მაქვს, სამი შვილი მყავს), არც კი მომისმინეს, ისე გამომატრიალეს უკან და ამით დასრულდა ყველაფერი.  

საბა: დამპალი იატაკის ხვრელებს ფეხი რომ არავინ წამოკრას, შეძლებისდაგვარად ვცდილობ შევაკეთო.“

ირინე, რის გწამთ? რაში ხედავთ ხსნას?

ირინე: უფლის მწამს და სულ ვლოცულობ, რომ მე ძალა მომცეს, ჩემს შვილებს კი თბილი სახლი და საკვები. ვთხოვ, რომ მათ გაბედნიერებაში დამეხმაროს, რომ ნამდვილი ბავშვობა ჰქონდეთ. მჯერა, რომ კეთილ ხალხს თავად უფალი გვიგზავნის და მათი ხელით გვეხმარება. ჩემს ცხოვრებაში არაერთხელ მომხდარა, რომ სასოწარკვეთის ჟამს დახმარება სრულიად მოულოდნელად მოსულა. განა ეს ღვთის განგება არაა?

ირინე, ახლა ყველაზე მეტად რა გჭირდებათ?

ირინე: არც კი ვიცი, რა გიპასუხოთ. ყველაზე მეტად საკვები და საფენები გვჭირდება. მეტის თხოვნა არ შემიძლია, ახლა ყველას უჭირს.

გვითხარით, გთხოვთ, ნუ გერიდებათ. ჩვენ აქ ამისთვის მოვედით.

ირინე: საერთოდ არაფერი გვაქვს, – არც მაცივარი, არც სარეცხი მანქანა. საწოლი, რომელზეც ოთხივეს ერთად გვძინავს, სადაცაა ჩაინგრევა. ზამთრის ძალიან მეშინია. როგორ გადავიტან, არ ვიცი. ბავშვებს არც ტანსაცმელი აქვთ, არც ფეხსაცმელი. გარდა ამისა, ჩემი შუათანა ბიჭი თანაკლასელთან დამყავს, რომ ონლაინ გაკვეთილები არ გააცდინოს, უფროსი კი ვერავისთან მიმყავს. საერთოდ არაფერი გვაქვს, ა-რა-ფე-რი! ნებისმიერი დახმარებისთვის მადლიერები ვიქნებით.

თუ შეიძლება, ბავშვებსაც გავესაუბრები. აბა, პირველი ვინ იქნება?

თოგო (10 წლის): შეიძლება, მე რომ ვიყო?

მარიამი (2 წლის): არა, მე!

მარიამი: “თოჯინა მინდა, დიდზე დიდი, ჩემზე დიდი!“

თოგო: არაფერიც, ქალბატონო! ისედაც ყოველთვის ყველაფერს გითმობთ!

მართლა, თოგო? მითხარი, რას აკეთებთ ხოლმე, როცა დედა მთელი დღე სახლში არაა?

თოგო: წრეში ბურთს ვთამაშობთ. უკვე დიდი ვარ, შემიძლია მარის საფენიც გამოვუცვალო.

როცა დედა სახლში არაა, მთელი დღე უმცროს დასთან ერთად ვთამაშობთ

რა ყოჩაღი ხარ! დედას ეხმარები?

თოგო: რა თქმა უნდა! მე და საბა ვალაგებთ კიდეც და დაზეც ვზრუნავთ. დედა ძალიან გვეცოდება, ისეთი დაღლილია ხოლმე…

რას აჩუქებდი?

თოგო: სარეცხ მანქანას! თორემ სულ ცივ წყალში რეცხავს და ხელები ეყინება… მაგრამ არ გეგონოთ, რომ არ ვეხმარები, პირიქით: ტაშტიდან ნივთებს ვაწვდი, როცა თოკზე ფენს გასაშრობად.

თოგო: „ვცდილობ დედა არ გავაბრაზო და კარგად ვისწავლო. სამწუხარო მხოლოდ ისაა, რომ კომპიუტერი არ გვაქვს…“

ირინეს შვილების მასწავლებელსაც გავესაუბრეთ. მისი თქმით, ორივე ბიჭი კარგად სწავლობს. თოგო მათემატიკაშია ძლიერი, ნიჭიერია და თანატოლებსაც სჯობნის, თუმცა ქართული ენა და ლიტერატურა ცოტა უჭირს. სამაგიეროდ, მის ძმას, საბას, ჰუმანიტარული მიდრეკილებები აქვს. ქართულს კარგად სწავლობს, მაგრამ მათემატიკა უჭირს. ორივეს ქართული ცეკვის ნიჭი აქვს და ოჯახის ფინანსური სირთულეები რომ არა, კარგი იქნებოდა ბიჭებს ცეკვის წრეზე ევლოთ.

მარიამი: მეც დიდი და ყოჩაღი გოგო ვარ, დედას ვუჯერებ… და ბაღში მივდივარ!

პატარავ, მითხარი, ყველაზე მეტად რა გინდა?

მარიამი: თოჯინა! დიდზე-დიდი! ჩემზე დიდი!

მარიამი: „თოჯინას მიყიდი?“

შენ, თოგო? რაზე ოცნებობ?

თოგო: რომ თბილი და მშრალი სახლი გვქონდეს, რომელიც არ დაინგრევა.

ალბათ დიდი სახლი უნდა იყოს, არა?

თოგო: არა-ა-ა! იყოს პატარა, მაგრამ ლამაზი.

ჩუმად რატომ ხარ, საბა? შენ ხომ ყველაზე უფროსი ხარ?!

საბა: თოგომ და მარიმ უკვე ყველაფერი თქვეს.

მითხარი, გიჯერებენ?

საბა: აბა რა! როცა დედა სახლში არაა, უფროსი მე ვარ.

დედას კიდევ რაში ეხმარები?

საბა: ბევრი რაღაც შემიძლია. მაგალითად, კარტოფილის გაფცქვნა.

საბა, ოცნება გაქვს?

საბა: დიახ, როცა გავიზრდები, მინდა ჯარისკაცი გავხდე! მაშინ შევძლებ ყველა დავიცვა: დედაც, ძმაც და დაც! ბევრ ფულსაც ვიშოვი და მათ ყველაფერს ვუყიდი, რასაც მოინდომებენ. დედას წამლებსაც ვუყიდი!

„გარეთ წვიმს, მე კი სეირნობა მინდა…“

ირინე, რა წამლებზეა საუბარი?

ირინე: წნევების ბრალია… (ხელს იქნევს.) ძალიან მიწევს ხოლმე, ამიტომ საბამ გადაწყვიტა, რომ წამლები მჭირდება (იცინის.)

არ გინდათ, ჩვენს მკითხველებს მიმართოთ?

ირინე: თქვენს გვერდზე პოსტებს მეც ხშირად ვკითხულობ და მესმის, რომ არიან ოჯახები, რომლებსაც ჩემზე მეტად უჭირთ. დამიჯერეთ, უკიდურესი გაჭირვება რომ არა, არასდროს არავის შევაწუხებდი. ხედავს ღმერთი, არანაირი სამუშაო არ მეთაკილება და სულ ვცდილობ ზედმეტი ორიოდე კაპიკი ვიშოვო. არც ძალ-ღონეს ვიშურებ და არც ჯანმრთელობას, ოღონდ ბავშვებს რამე მაინც ჰქონდეთ. მზად ვარ მათთვის ყველაფერი გავაკეთო, მაგრამ მათთვის ელემენტარულის მიცემაც კი არ შემიძლია. მჯერა, რომ თქვენ თავად უფალმა მოგიყვანათ ჩვენს სახლში და თქვენი მადლობელი ვარ, რომ მომისმინეთ.

„ასეთ იატაკზე სიარულიც კი საშიშია, არათუ თამაში!“

***

სამი შვილის დედას, ირინე ვაშაყმაძეს, რთული ცხოვრება აქვს. ის სრულიად მარტო დარჩა, სამი შვილით ხელში. საწყალი ქალი ნებისმიერ შესაძლებლობას ეჭიდება, რომ დამატებითი ფული იშოვოს, მაგრამ მწირი შემოსავალი და სოციალური დახმარება იმაზეც კი არ ჰყოფნის, რომ ბავშვებს ელემენტარული პირობები შეუქმნას. მისი შვილები: 2 წლის მარიამი, 10 წლის თოგო და 12 წლის საბა შემზარავ, დაობებულ, მთლიანად დამპალ ქოხში ცხოვრობენ; მათ დამტვრეულ საწოლზე სძინავთ და ძალიან ცუდად იკვებებიან, არც ტანსაცმელი აქვთ, არც ფეხსაცმელი; უფროს ბიჭებს არც ნორმალური სწავლის შესაძლებლობა აქვთ. გვითხარით, მეგობრებო, განა ასეთ პირობებში უნდა იზრდებოდნენ ქართველი ბავშვები?

ირინეს, საბას, თოგოს და მარიამს ჩვენი დახმარება ძალიან სჭირდებათ. მათ ნებისმიერი დახმარება გაახარებთ: სურსათი, საფენები, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. მათ ძირითადი ტექნიკაც კი არ აქვთ: ტელევიზორი, სარეცხი მანქანა და მაცივარი. ბავშვებს კი სწავლისთვის კომპიუტერი სჭირდებათ.

ამ ოჯახის გაცნობა და დახმარება პირადად შეგიძლიათ მისამართზე: ოზურგეთი, გურამიშვილის ქ. №7

აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ირინე ვაშაყმაძის ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge   

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: ირინე ვაშაყმაძე).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.

ასევე, თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ერთად ჩვენ უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ. მოდი ამ ოჯახსაც გავუმართოთ ხელი! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?!

შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები წაიკითხოთ ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund

მხოლოდ ერთ ზარს სპეციალურ ტელეფონის ნომერზე: 0901 200 270 შეუძლია ვიღაცის სიცოცხლე გადაარჩინოს!

დალოცვილები ყოფილიყავით!

ჩემი შვილების ბედნიერების დღე დადგა!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
 გემრიელი „პეჩენიების“ ხრამუნი ძალიან სახალისოა
        ამ საყვარელი გოგონა სახეს  შეხედეთ! ქერათმიანი, ცისფერთვალება, ის ნამდვილი პატარა პრინცესაა. მისი სიცილი გმატებს სიცოცხლის სურვილს. ის თავად სიცოცხლეა! ის თავად სიხარულია!
 მაგრამ, რეალობა სასტიკია. სანამ, ვაშაყმაძეების ოჯახის შესახებ პოსტს გამოვაქვეყნებდით, ეს პაწაწინა, საოცარი გოგონა, თავის ძმებთან და დედასთან ერთად, ნელ-ნელა იღუპებოდა საშინელ ქოხში,  ობის სუნში და ორპირ ქარში იყინებოდა. ის შიმშილობდა და დამტვრეულ საწოლზე ეძინა.
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/802-vashakmadze/
სწორედ თქვენ აჩუქეთ მათ ადამიანური ცხოვრება, რომელიც ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს. თქვენ გაანთავისუფლეთ იმ კოშმარისგან!
სახლი, რომელშიც ოჯახი ამჟამად ცხოვრობს, მათ არ ეკუთვნით. საცხოვრებლის საკითხი გადაუჭრელი რჩება. მაგრამ ამჟამად, ბავშვებს არაფერი ემუქრებათ, ისინი სითბოსა და კომფორტში არიან. ირინე ამბობს, რომ უყვარხართ და გეხვევათ ყველას. და ეიმედებით… 

„ახლა კი ვაფლი გასინჯე“ 

           – ირინე, ძალიან გვიხარია, თქვენს სახეზე ღიმილს რომ ვხედავთ. ჩვენს მკითხველებსაც გაახარებს თქვენი განწყობა. გვიამბეთ, რა შეიცვალა მას შემდეგ, რაც თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდნენ კეთილი ადამიანები?
         ირინა: ბავშვები ძალიან შეიცვალნენ, ხალისიანები და თავდაჯერებულები გახდნენ. მას შემდეგ, რაც თქვენ მხარში ამოგვიდექით კეთილ ადამიანებთან ერთად, ყოველდღე ვაკვირდები ჩემს შვილებს. ახლა ისინი გრძნობენ, რას ნიშნავს, სიკეთე და თანადგომა. დაინახეს, რომ ვიღაცას გულთან ახლოს მიაქვს მათი ტკივილი, მათი ბედნიერება ახარებს, და ჩვენს საზოგადოებას ისინი სჭირდება. ეს მაბედნიერებს და მომავლის იმედით მავსებს. იმედი მაქვს, ხალხის სიკეთე ჩემი შვილებისთვის იქნება გაკვეთილი და შემდგომ, ისინიც ამოუდგებიან მხარში შეჭირვებულებს.
         – ვიცით, რომ ბევრმა ადამიანმა გამოთქვა თქვენი დახმარების სურვილი. ამ კეთილ ადამიანებს შორის, თუ არის ვინმე, ვინც დაგამახსოვრდათ და განსაკუთრებით აღნიშნავდით?
ირინა: უამრავმა ადამიანმა მოგვინახულა! ბევრმა დარეკა და დახმარების სურვილი გამოთქვა. ეს ყველაფერი, თქვენი წყალობით მოხდა. ყველა, ვინც დახმარება გაგვიწია – თქვენ ჩვენი მფარველი ანგელოზები ხართ!
სტუმრებს შორის, უამრავი ქალბატონი იყო. ცოლ-ქმარი ჩამოვიდა ჩხოროწყუდან, ჩამოგვიტანეს ერთი ტომარა ფქვილი, ხორცი, კარტოფილი, პროდუქტის დიდი მარაგი. ნუთუ ეს არ არის ბედნიერება?! როგორც საკუთარს, ისე ექცეოდნენ ჩემს შვილებს. გული გამითბა და ცხოვრების ბოლომდე ვიმეგობრებ მათთან! ბათუმიდან სამი ბიჭი ჩამოვიდა, სათამაშოები, საბავშვო ტანსაცმელი და ტკბილეული ჩამოგვიტანეს, დიდი ხარჯი გაიღეს. რამხელა ყურადღებაა, რა გულიანი დამოკიდებულება…
 უსაყვარლესი გოგონა, რომელიც ჩვენი ბინის ქირას იხდის? ის ხომ არაჩვეულებრივია, გასაოცარი. ჩვენი ახალი მეგობარი – ემიგრანტი. ჯამში, ბინის ქირაში ვიხდით 250 ლარს, საკუთარი ნაშრომის უმეტეს ნაწილს იხდის ეს კეთილი გოგონა. ამაზე მეტი სიკეთე, რა უნდა გააკეთოს ადამიანმა?!
ასევე, მინდა დავასახელო ლაშა, ის დაგვიმეგობრდა და ახლობლებივით მიგვიღო.
 თუმცა, მე ყველა მიყვარს, ყველას ვეხვევი! თქვენ ყველამ ერთად გადაგვარჩინეთ! ღმერთო, შენ ხომ ყველაფერს ხედავ?! მიეცი ამ გულკეთილ ადამიანებს ბედნიერება, ჯანმრთელობა ყველას ასმაგად დაუბრუნე სიკეთე. დალოცე და დაიფარე.
         – დღეს, თქვენ და თქვენს შვილებს, გულს რა გიხარებთ ყველაზე მეტად?
ირინა:  ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება, ნამდვილი კატასტროფა იყო. არაფერი არ გვქონდა – არც საკვები, არც საყოფაცხოვრებო ნივთები. საკუთარ თავს არ დავეძებდი, მხოლოდ ბავშვების დარდი მკლავდა. ყოველდღიურად, მათი ჯანმრთელობის გაუარესებას ველოდი. იმ ობიან, ნესტიან სახლში, ისინი თითქოს ჭკნებოდნენ, მე კი, ამ ყველაფრის თანამონაწილე ვიყავი. დღევანდელ ცხოვრებას არც შევადრი.
 უფლისა და კეთილი ადამიანების წყალობით, დღეს ყველაფერი გვაქვს, რაც ადრე, ასე ძალიან გვაკლდა.  მაცივარი მოგვიტანეს! მშვენიერი სარეცხი მანქანაც გვაჩუქეს! ავეჯი! ტელევიზორი! და რაც მთავარია, გვაქვს სახლი, რომელშიც მართალია ქირით, მაგრამ სრულ კომფორტში ვცხოვრობთ. 
ასე თუ ისე, გვაქვს აუცილებელი საცხოვრებელი პირობები. ბავშვებს, ნორმალური განვითარებისთვის, ბევრი რამ სჭირდებათ. თუნდაც ის, რომ იმ საშინელ სახლში აღარ ვართ, ჩემი შვილები ყოველდღიური სტრესისგან იხსნა.
ჩემი ყოველდღიური დარდი და ნერვიულობა, რა თქმა უნდა, ბავშვებზეც აისახებოდა. იცით, რა არის ჩემს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი? თქვენი გვერდში დგომით, ბაშვები მონდომებულები და ინტერესიანები გახდნენ. ეამაყებათ, რომ ნორმალური ცხოვრება, თურმე მათთვისაც ყოფილა შესაძლებელი. მათ იწამეს  ეს ყველაფერი და ამიტომაც, უფრო ძლიერი ვარ დღეს!

ირინე: „ჩემი შვილებისთვის, ნორმალური, ღირსეული ცხოვრება დაიწყო!“

         – ხალხის სიყვარული რომ იგრძენით, როგორი იყო თქვენი და თქვენი შვილების ემოციები? წინა პოსტში, თქვენ თქვით, რომ არავის იმედი გაქვთ. თქვით, რომ თავს მარტოდ გრძნობდით ამ სამყაროში. როგორი იყო თქვენი პირველი ემოცია, როდესაც გაისმა პირველი ზარი, პირველი ადამიანი მოვიდა თქვენს დასახმარებლად?
ირინა: ბევრის მოყოლა შემიძლია ჩემს წარსულსა და უწინდელ ცხოვრებაზე. მაგრამ იქ დაბრუნებაზე, ფიქრიც კი მზარავს. აღარ მინდა! მინდა,  ჩემს შვილებს, როგორც ახლა, ბედნიერს ვხედავდე. თვალებში სიხარულით აქვთ სავსე. ბევრი საჩუქარი აქვთ. ბავშვებისთვის ღირსეული ცხოვრება დაიწყო. ისეთი, როგორიც ყველა ოჯახი უნდა ჰქონდეს.
სიყვარულისა და თანაგრძნობის გამოხატვა, ტოგომაც და მარიამმაც ისწავლეს. მაგალითად, როდესაც ჩვენთან ბავშვები მოდიან, მარიამი ცდილობს, სათამაშოები აჩუქოს მათ. ის, რაც თავად არასდროს ჰქონია. ჩემს გოგონას კარგად ახსოვს, სათამაშოების გარეშე როგორი სევდიანი იყო და მოწყენილი. ალბათ ჰგონია, რომ სხვა ბავშვებსაც არ აქვთ სათამაშოები და ჩუქება უნდა, რომ არ იდარდონ. (იღიმის.) ეს სიყვარულია, რომელიც თქვენი წყალობით ისწავლა.
პირველი ზარი, ჩვენს შესახებ თქვენი ფონდის პოსტის გამოქვეყნებიდან, მეორე დღესვე გაისმა. მითხრეს: „თქვენი პოსტი ვნახეთ და მოსვლა გვინდაო“. ეს რაღაც ენით აღუწერელი სიხარული იყო!.. პირველივე ზარმა მაგრძნობინა, რომ ჩემი შვილების ბედნიერების დღე დადგა. თქვენი დამსახურებით, ამ პატარებმა შეიძინეს ისეთი ადამიანები, ვინც სიხარული დაგვიბრუნა. კეთილმა ადამიანებმა შეძლეს ის, რაც ჩემი გასაკეთებელი იყო. მთელი ცხოვრება მათი მადლობელი ვიქნები. სხვა რომ არაფერი, ჩემი შვილების ლოცვა გეყოფათ, თქვენც და თითოეულს, ვინც მხარში დაგვიდგა.
         – ბავშვები დასახმარებლად მოსულ სტუმრებს როგორ ხვდებიან?
         ირინე: მარიამი, როგორც კი ჭიშკართან ვინმეს მოკრავდა თვალს, მორბოდა და ყვიროდა: „დე, დე! ისევ მოვიდა ხალხი. გამოდი მალე!“ ყოველი დილის გათენება, იწყებოდა მისი კითხვებით: „დედა, კიდევ მოვა დღეს ვინმე? ჩვენთან მოსვლას ვინმე აპირებს?“ „კი მოვლენ დედიკო“ – ვპასუხობდი. ისევ მისვამდა შეკითხვას: „რას მომიტანენ?“ „ეს უკვე აღარ ვიცი“, – მივუგებდი ხოლმე. (იღიმის.)
        – ჩვენი პოსტის შემდეგ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ თუ მოიმოქმედა რამე?
–ირინა: სამწუხაროდ, დაპირება არ შეასრულეს. მხოლოდ ბინის ქირას გვიხდიან ნაწილობრივ – 100 ლარს, მაგრამ იმასაც სულ აგვიანებენ. თქვენი პოსტის გამოქვეყნების შემდეგ, მივედი გამგეობაში. იქ მითხრეს, რომ პოსტი წაიკითხეს მარიამზე და ბავშვისთვის საჩუქრების გამოგზავნა სურთ. სახელი და გვარი ჩაიწერეს, მაგრამ დღემდე არაფერი მიგვიღია.
ძალიან გამაბრაზა სოციალურმა სამსახურმა. მითხრეს, რომ ბავშვებს წაიყვანდნენ, და მუშაობას რომ დავიწყებ, ფინანსურად რომ მოვძლიერდები, შევძლებ მათ წამოყვანას. რა სიგიჟეა? ასეთი რამ რომ დავუშვა, როდესმე შევძლებ, ჩემი შვილების სიყვარული რომ დავიბრუნო?! ჩემთვის მთავარია, ახლოს მყავდეს შვილები და მათთან ერთად გავიზიარო ყველაფერი.

 „აი აქ დევს ჩემი ახალი ტანსაცმელები“

– მარი, დედიკოს კალთაში ბარტყივით რომ ჩასკუპებულხარ. რას იტყვი საჩუქრებზე?
მარიამი: რომელზე მეკითხები – დიდის თუ პატარების?
– ყველა.
          მარიამი: ააა, ყველა კარგია! ბევრი სათამაშო მაქვს! ახლა, ცოტა ხანს დავისვენებ, წავალ და ვითამაშებ. მერე ტელევიზორს უნდა ვუყურო. სარეცხი მანქანა – დედიკოს საჩუქარია, ისიც მომწონს. სულ ტრიალებს. მე რომ ვიტრიალო ამდენი, თავბრუ დამეხვევა. (იცინის.)
         – მარიამ, დაგინახე, მაცივარს ხშირ-ხშირად რომ აღებ, რას აკეთებ იქ? არ გეშინია ნაყინად, რომ გადაიქცე?

ირინე: „მარიამს ეს ნივთები სხვებთან ჰქონდა ნანახი და ალბათ, ამიტომაც მიიღო ასე ემოციურად ეს საჩუქრები“

           მარიამი: არ მეშინია! არ გავიყინები, მე თბილი ვარ. კიდევ დედიკოს „გაზი“ მომწონს! იქ შეგიძლია, საჭმელი უცბათ რომ მოამზადო. მეც მაქვს ეგეთი, მსგავსი, სათამაშო. მე იქ ვამზადებ საჭმელს. აქ დედიკო არ მიშვებს.

„შენ ხუმრობ, ნაყინად არ გავიქცევი!“

        – მარიამ, დიდი–დიდი თოჯინა რომ ინატრე, მიიღე?
        მარიამი: კი, მივიღე! (კმაყოფილი მიქნევს თავს.) და პატარებიც.

ოთხფეხა მეგობარიც ჰყოლია მარიამს

         – შენ, კარგი და ლამაზი გოგო ხარ. პატარა პრინცესას ჰგავხარ.
         მარიამი: ხო? კარგი. (მარიამი, ჰაეროვან კოცნას მიგზავნის თავის პატარა ხელის გულით.)

„ტელევიზორის ყურების დროს, მარიამი ლექსებს და სიმღერებს სწავლობს“

         ირინა: მარიამ, უთხარი, რა ლექსები ისწავლე ტელევიზორში. 
         მარიამიც: წითელი ვაშლი გაგორდა, მარიამი სკოლაში გარბოდა. გზაზე მიდის კურდღელი ცელქი, პრანჭია… (ბოლომდე ამბობს ლექსს.)
          – ახლა  ტოგოსაც გავესაუბროთ. (თავის სახელის გაგონებაზე, პატარა ბიჭიც მაშინვე ჩვენთან გაჩნდა. მარიამს არ მოეწონა ძმის მოსვლა, უნდოდა, ისევ თვითონ რომ ეტიტინა)
         – ტოგო, შენ რა მიიღე საჩუქრად და რამ გაგახარა ყველაზე მეტად?
          ტოგო: მიხარია, სახლი რომ გვაქვს. აქ აღარ ცივა. ბევრი რამ გვაჩუქეს. ტელევიზორიც გვაქვს, მაცივარიც, საჭმელიც და ქურაც, რომ გავაცხელოთ. ველოსიპედიც ძალიან მომწონს, მაგრამ გაფუჭებულია.
– რატომ, რა დაემართა?
ტოგო: ერთ ბიჭს ვათხოვე და გამიფუჭა.
         – კიდევ თუ გაქვს რამე სურვილი? რა გინდა, რომ გაჩუქონ?
         ტოგო: მე და ჩემს ძმას მანქანა გვინდა, რომელიც პულტზე მუშაობს. ყველაზე მეტად მინდა, ასეთი მანქანა რომ მქონდეს.
         – ტოგო, შეგიძლია გვითხრა, რას ფიქრობ იმ ადამიანებზე, ვინც საჩუქრები მოგიტანა და სახლიც გამოგიცვალეს? რას ეტყოდი ჩვენი ფონდის მეგობრებს, რომლებიც თქვენი მეგობრებიც გახდნენ? 
          ტოგო: დიდი მადლობა ყველას. მინდა, დიდხანს რომ გვქონდეს ეს სახლი.
          (ამ სიტყვების შემეგ, ტოგომ დაიმორცხვა. ააღელვა ძველი ტკივილის გახსენებამ. ტახტზე აძვრა, მოიკუნტა და სახე ბალიშში ჩამალა.)
         – ირინე, გვესმის, რომ შედარებით კომფორტული სახლი გაქვთ, კეთილმა ადამიანებმა კი, საყოფაცხოვრებო ნივთებიც გაჩუქეს. მაგრამ, პრობლემა უცვლელი რჩება: ეს სახლი თქვენი არ არის, და მალე ისევ საცხოვრებელზე მოგიწევთ ფიქრი. 
         ირინა: არ მინდა ვიდარდო, მაგრამ მართალი ხართ. მაწუხებს ეს ფიქრი. ერთი ოთახი მაინც, მაგრამ საკუთარი. ბავშვებსაც ეს უნდათ ხვდებიან, ქირით, რომ ვცხოვრობთ. რისკებიც არის: დღეს თუ ხვალ, გავა ამ ერთწლიანი ქირის ვადაც და მერე რა იქნება?! მერე, ისევ ქუჩაში ხომ არ აღმოვჩნდებით?..                                 
***
          ტოგო პატარა, მაგრამ საზრიანი ბიჭუნაა. ხვდება, რომ სახლი, რომელშიც ამჟამად ცხოვრობენ კომფორტულია, მაგრამ არ არის მისი. გრძნობს, როგორ დარდობს დედიკო და ისევე ეშინია მომავლის.
         „გთხოვთ, არ დაუშვათ, რომ ჩემი შვილები იმ გაჭირვებულ ცხოვრებას დაუბრუნდნენ“, – გამომშვიდობებისას, ნაღვლიანად თქვა ირინემ. დიახ, ეს მარტოხელა დედა მართალია. ნუ ჩავაქრობთ იმ წმინდა სანთელს, რომელიც ერთად ავანთეთ. დიდხანს ენთოს და იკაშკაშოს ჩვენი კეთილი საქმით, რათა ამ ბავშვებს ჰქონდეთ საკუთარი ჭერი, საკვები და ღიმილიანი ცხოვრება. მათი ბედნიერება თქვენს ხელშია, თქვენი კი – უფლის, ის გულუხვი და სამართლიანია. ღმერთი გაცემული სიკეთისთვის აუცილებლად აჯილდოვებს ადამიანს!… 
სამწუხაროდ, ამ ოჯახისა და კიდევ ბევრი სხვა გაჭირვებულის პრობლემები არ დასრულებულა. გთხოვთ, ხანდახან დაათვალიერეთ ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებგვერდზე. ყოველთვის, როცა მორიგი გაჭირვებულის ნომერს აკრეფთ, უფალი დაგლოცავთ. თქვენ ამას იგრძნობთ! აუცილებლად! გთხოვთ, შემდგომშიც დაეხმაროთ ამ ოჯახებს, ესაა საუკეთესო ღვთისმსახურება!
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
        თქვენი სიკეთე – იმის შანსია თქვენც ყოველთვის ბედნიერი რომ იყოთ! 
კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს!
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000.
(დანიშნულება: ვაშაყმაძეების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით:
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/802-vashakmadze/ 
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpayდა ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
            არაჩვეულებრივი სიახლე გვაქვს – ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ:
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და
ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund.
სპეციალურ ნომერზე თქვენს მიერ განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს, შეუძლია ვიღაცის სიცოცხლის გადარჩენა: 0901 200 270!
          ვიფიქროთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს.

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2021 დეკ 03
საწოლი
900.00₾
2021 დეკ 03
საყოფაცხოვრებო ტექნიკა
1880.00₾
2022 იან 31
ტელევიზორი
645.00₾
2022 იან 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
1485.00₾
2022 თებ 08
ავეჯი
1150.00₾
2022 თებ 24
პროდუქტები
299.98₾
2022 მარ 22
პლანშეტი
430.00₾
2022 მარ 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
145.00₾
2022 აპრ 20
პროდუქტები
400.00₾
2022 მაი 05
საყოფაცხოვრებო ტექნიკა
1044.00₾
2022 მაი 25
პროდუქტები
200.01₾

სულ ხარჯები:

8578.99₾

დატოვა:

0₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გიორგი ბერიანიძე
27.08.2022 18:02:32
₾20.00
მალხაზ ვარდოსანიძე
17.05.2022 20:00:00
₾10.00
ნიკოლოზ დარჩაშვილი
17.05.2022 20:00:00
₾3.00
ქებურია კახაბერ
16.05.2022 20:00:00
₾7.00
ქებურია კახაბერ
15.05.2022 20:00:00
₾7.00
კეთილი გული
15.05.2022 07:06:42
₾20.00
ქებურია კახაბერ
13.05.2022 20:00:00
₾7.00
ავთანდილ აჩელაშვილი
13.05.2022 20:00:00
₾30.00
ლორჩოშვილი იოსები
11.05.2022 20:00:00
₾5.00
მალხაზ ვარდოსანიძე
10.05.2022 20:00:00
₾10.00
გიორგი შალამბერიძე
09.05.2022 20:00:00
₾5.00
ცერცვაძე მარიამ
08.05.2022 20:00:00
₾2.00
ცერცვაძე მარიამ
08.05.2022 20:00:00
₾2.00
მალხაზ ვარდოსანიძე
08.05.2022 20:00:00
₾10.00
ზუხბაია ალექსი
07.05.2022 20:00:00
₾50.00
ქებურია კახაბერ
07.05.2022 20:00:00
₾21.00
ანდრო თავართქილაძე
07.05.2022 20:00:00
₾1.00
ირაკლი ლეჟავა
06.05.2022 20:00:00
₾10.00
ჩხეტიანი ნანა
29.04.2022 20:00:00
₾2.00
გიორგი გონჯილაშვილი
23.04.2022 20:00:00
₾50.00

შემოწირულია:

₾8,578.98

537 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾8,578.98

537 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება